გიორგი ცხომარია 23-10-01

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ვენერა რენესანსში

საზოგადოების რაღაც ნაწილს ხელოვნება საერთოდ არ ხიბლავს, თუმცა ყველა, ისევე


როგორც მე, აღნიშნავს რომ რენესანსული მხატვრობა ლამაზზე მეტია. იგი ბადებს ძლიერ
ემოციებს, რომელშიც ამ ეპოქის სული ძლიერ იგრძნობა. რენესანსი, ე.წ. „აღორძინების ხანა“,
ჩამოყალიბდა 1400 წლიდან. რენესანსის ხსენებაზე უმეტესობას ახსენდება მიქელანჯელო,
ლეონარდო და ვინჩი, დონატელო და მრავალი სხვა. ამჯერად მინდა ვისაუბრო შიშველი
სხეულისადმი მიდგომაზე რენესანსულ მხატვრობაში.

ერთ-ერთი გამორჩეული ფერმწერის, ბოტიჩელის, ნამუშევრები გამოირჩევა სევდიანი,


უმშვენიერესი სახეებითა და მომხიბლავი ტანით. იგი ეტრფოდა სიმონეტა ვესპუჩის,
რომელსაც ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ მიუძღვნა გენიალური „ვენერას დაბადება“.

ეს
ნამუშევარი შეიქნმა 1483-1485 წლებში. ცენტრში არის თვით ვენერა, რენესანსული პერიოდის
ქალი იდეალი, ქალღმერთი, რომელიც ზღვის ნიჟარიდან იშვა. მისი თმა და ვარცხნილობა
საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. სილამაზის გარდა მას სხვა დანიშნულებას აქვს. იგი
შიშველი სხეულის ქვედა ნაწილს თმით იფარავს, სახეზე კი მისი სულიერი სიწმინდე
ნარჩუნდება. ვენერას ამგვარი დგომი სიმორცხვეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მის
მშვენიერებას, უცოდველობას, სისუფთავესა და დიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. ეს
მშვენიერება მას ღვთაობრიობასთან უფრო აახლოებს, რაც შეგვიძლია დავუკავშიროთ ევას
უცოდველ სიშიშვლესაც. მარცხენა ფლანგზე ვხედავთ მამაკაცს, რომელიც ნიჟარას უბერავს
და ცდილობს, ვენერა ხმელეთამდე მიიყვანოს. ქალბატონი კი ვენერას მშვენიერებით
აღფრთოვანებული და გაოცებულია. მათ გარშემო მყოფ ყვავილებს და მათ ფრთებს იქამდე
მივყავართ, რომ ისინი ანგელოზები არიან. ამ ქალბატონის სხეულიც არანაკლებ
მომხიბლავია. რაც შეეხება მარჯვნივ მდგომ ქალს, იგი თითქოს ცდილობს, რომ დაფაროს
ვენერას შიშველი სხეული. ამ ნამუშევარში სამივე ქალის თმა ერთი და იმავე ფერისაა, რაც
მათ სილამაზეზე მეტყველებს. ვენერას ტანის სიმძიმე მარცხენა ფეხზე აქვს გადატანილი, რაც
ნიშნავს რომ იგი ხმელეთამდე მისვლას ელოდება. მისი ამგვარი გადახრა მარცხენა მხარეს
ბერძნულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და არღვევს.

ამ ნამუშევრის შემდგომ ჯორჯო ბარბარელი და კასტელფრანკომ, იგივე ჯორჯონემ, 1510


წელს შექმნა „მძინარე ვენერა“, რომლის დასრულება ვერ მოასწრო და შავი ჭირის გამო
ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე, თუმცა ტიციანმა ნამუშევრის ბოლომდე დამთავრება
შეძლო, შემდეგ კი ამის თავისებური ვერსიაც შემოგვთავაზა. ჯორჯონესთან მძინარე
სიყვარულის ქალღმერთის სიშიშვლე ეროტიულობას არ აჩენს, რასაც ვერ ვიტყვით ტიციანის
ვენერაზე. უკანა ფონზე სიწყნარე და
სიმშვიდეა, ვენერას გარდა არანაირი
სულიერი არსება არ მოჩანს, სწორედ
ამიტომ ვენერას აუღელვებლად სძინავს,
მარცხენა ხელით კი, როგორც წინა
ნამუშევარში, სიშიშვლის ქვედა ნაწილს
ფარავს. ჯორჯონესთან ვენერას
ზეციური ბუნება ჩანს და ყველაფერი
იდეალურობისკენ მიდის, ტიციანთან კი
სრულიად საპირისპირო შეგვიძლია
ვთქვათ.
ტიციანმა „ვენერა ურბინელი“ 1538 წელს შექმნა.
მან ქალღმერთს იდენტური ფორმა მისცა,
თუმცა აქ მაინც ყველაფერი განსხვავებულადაა.
ვენერას დიდებულება და ზეციური ხიბლი
გამქრალია. იგი ჩვენ გვიყურებს, რაც მის
სითამამეს აღნიშნავს. მისი ამგვარი მზერა
„ვენერას დაბადებასა“ და „მძინარე ვენერაში“
ნახსენებ ყველანაირ ქებას აქარწყლებს და
ეროტიულ განწყობას ქმნის. უკანა ფონზე
მოახლეები, რომელთაც ტანისამოსი აცვიათ
ასევე აღნიშნავს, რომ ვენერა მორცხვი არ არის.
სწორედ ამიტომ ეს ნამუშევარი განკითხვის საგანია. ერთი შეხედვით მასზე ვერაფერს
ვიტყვით, თუმცა კარგად დავკივრვების შემდეგ ყველაფერი აშკარა ხდება. არვიცი ტიციანმა
რატომ წარმოაჩინა ვენერა ამგვარად, თუმცა მისი ასეთი გამოხატულება სხვა ნამუშევარშიც
იგრძნობა. ნამუშევარში „ვენერა სარკესთან“ სხვანაირი სიტუაციაა აღწერილი, თუმცა
ანალოგიურ შთაბეჭდილებას გვიტოვებს. მისი მდიდრული სამკაულები თმაზე, ყურსა და
ხელებზე, ასევე მისი აბრეშუმის ქსოვილი, რომლითაც სხეულის ქვედა ნაწილს იფარავს, ეს
ყველაფერი გამოხატავს მის მიდრეკილებას სიმდიდრეზე, რაც არადამახასიათებელია
ზეციური ღვთაებისთვის. ასევე მისი სხეული ზემოთ ხსენებულ ნამუშევრებისგან
განსხვავებით ზომით დიდია. მკლავები და მუცელი საკუთარ სილამაზეს უკარგავს.
სათაური რომ არა, ალბათ უბრალოდ მდიდარი ქალის პორტრეტი გვეგონებოდა, რასაც ჩემი
აზრით სიყვარულის ქალღმერთის დაუფასებლობისკენ მივყავართ. დიდი ალბათობით
ტიციანმა ასეთი ნამუშევრები იმიტომ შექმნა, რომ სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო და
წარმოაჩინა, თუ როგორი იქნებოდა ვენერა რენესანსულ ეპოქაში.

ვენერა ყველა ნამუშევარში განსხვავებულია. ზოგჯერ მიუკარებელია, ზოგჯერ ზედმეტად


გამომწვევი, თამამი, მორცხვი, თუმცა ჩემი აზრით, მისი რეალური სახე ბოტიჩელმა „ვენერას
დაბადებაში“ წარმოაჩინა. იგი აქ იმდენად იდეალურია, როგორც იმსახურებს, რადგან იგი
ქალღმერთია დედამიწაზე ყველაზე დიდი და ძლიერი გრძნობის.

გამოყენებული მასალები:

http://genia.ge/?p=1503#more-1503

https://intermedia.ge/
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/86863-
%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-
%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90-
%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AC
%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/76/user:%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B
%20%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C
%E1%83%98%E1%83%90:show:channel

https://ka.uobjournal.com/1205-description-of-the-painting-by-titian-vecellio-venus.html

You might also like