Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

რუთსთველი და რუსთველოლოგია

შუალედური I
1)მეთოდური შენიშვნები ,,ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისთვის

იმისთვის,რომ ვეფხისტყაოსნის მხატვრული,ემოციური და იდეური სამყარო შევიცნოთ


საჭიროა ვიცნობდეთ მის ეპოქას და შეგვეძლოს თანამედროვეობაში ინტერპრეტირება,ასევე
სიყვარულის,მეგობრობის,გმირობის გააზრება და ფილოსოფიურ სიბრძნემდე მისვლა,თუმცა
ესეც არაა საკმარისი.ჩვენ ამ პოემას თანამედროვეობის პოზიციიდან ვკითხულობთ რაც დაღს
ასვამს პოემის მხ.სახის გააზრებას,ამიტომ საჭიროა ვეფხისტყაოდანი გვიანდრლი შუა
საუკუნეების პრინციპების დონეზე გავიაზროთ.გადათვალისწინებელია ისიც რომ შუა
საუკუნეების ლიტერატურა პირობითია,მაგალითად:პირობითია იდეალური,უნაკლო
გმირები,გაზვიადებულია გმირის თვისებები,პირობითია ასევე პერსონაჟის სახის სისრულე
,რაც ნიშნავს იმას რომ შოთა გმირს ერთი თვისების ანიჭებს პერსონაჟისეულ მთლიანობას და
ა.შ.როგორც უკვე ვთქვით უმნიშვნელოვანესია დროის განსაზღვრა,რენესანსის ეპოქამ
სამყაროს ცენტში მოაქცია ადამიანი და ამის ხორცშესხმა სწორედ რომ ვეფხისტყაოსანია
.რუსთველი თავისი იდეალური გმირებით წინ წამოწევს ადამიანის კონცეფციას,რასაც
ფილოსოფიურ აზროვნებამდე მივყავართ.აქედან უპირატესობა მიენიჭა ადამიანურ გონებას,
ლოგიკას და ადამიანმა დაიწყო რელიგიური დოგმატიკის გადამოწმება ,გონებისა და რწმენის
დაპირისპირება,რის შედეგადაც ადამიანი არა ღვთაებრივ სასწაულებს ელოდებოდა არამედ
თვითონ ცდილობდა რეალობის შეცვლას(ავთანდილის,თინათინის მაგალითი).ასევე
ხაზგასასმელია სიყვარულისა და მრგობრობის საკითხი.შუა საუკუნეებისთვის ეს იყო
რუსთველისეული ფილოსოფიის ხატვა.მან ცენტრში მოათავსა ადამიანი ღვაებრივი
ფორმებით,სიყვარულითა და მეგობრობით.ამ ყველაფრის საფუძველი კი
ესთეტიკურია,რადგან სიყვარული მოწონებით , მშვენიერების აღქმით იწყება,ეს კი შუა
საუკუნეების აზროვნების პროცესში უმბიშვნრლოვანესია და მკვიდრდება,როგორც
რენესანსული იდეალი. აქედან აშკარაა,რომ ვეფხისტყაოსნის შესასწავლად საჭიროა
მეთოდური მიდგომა,რათა მისი ღრმა მსოფლმხედველობა და არსი სრულად იქნეს გაგებული

2) ფაბულა და სიუჟეტი
სიუჟეტი-ვეფხისტყაოსანი ლირიკული პასაჟების შემცველი ეპიკური თხზულებაა,
დაახლოებით 1600 ოთხტაეპიანი სტროფის მოცულობისა. პოემისსიუჟეტი არაბეთსა და
ინდოეთში ვითარდება. ეს ორი ამბავი კომპოზიციურად გამთლიანებულია. მთლიანობა კი
მიღწეულია სიუჟეტური რკალებით. იმგვარად, რომ ერთ სიუჟეტურ რკალში მეორეა
ჩასმული, მეორეში - მესამე და ასე შემდეგ. პოემისკომპოზიციაში არ ჩანს სიუჟეტის
განვითარების ამ სისტემიდან, ძირითადი ხაზიდან, არც ერთი გადახვევა. ყველა მიმოხრა
ვეფხისტყაოსნის სიუჟეტში მკაცრადაა მოტივირებული და ავტორის ჩანაფიქრს
დამორჩილებული. სიუჟეტისგანვითარების ყველა ეპიზოდი პოემის კომპოზიციაში შემოდის
მხოლოდ იმ მოცულობით, რითაც აუცილებელია სიუჟეტის განვითარებისათვის. არცერთი
ეპიზოდის დამოუკიდებელი განახლება და გაგრძელება სიუჟეტის სხვა მონაკვეთში არ
ხდება. ეპიზოდური ამბები თავიანთი შესაძლებელი საინტერესო გაგრძელებებით პოემაში
განვითარების გარეშე იხურებიან. რუსთველი ყვება მხოლოდ იმას, რაც სიუჟეტის ძირითადი
რგოლის მოძრაობისთვის არის აუცილებელი. ვეფხისტყაოსნის კომპოზიცია აშკარად
ამყარებს მიმართებას ეპიკური სტილის კლასიკურ მოდელთან, რომელიც ჯერ კიდევ
ჰომეროსის პოემებშია გამოკვეთილი და არისტოტელეს მიერ „პოეტიკაში“ გაანალიზებული:
რუსთველი მოკლედ მოგვითხრობს ქრონოლოგიურად ხანგრძლივ ამბავს. დეტალურად,
ვრცლად მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებს გადმოსცემს. მოკლედგადმოცემული გრძელი ამბის
და ვრცლად აღწერილი უმთავრესი ეპიზოდების მთლიანობა ძირითადი ამბის თხრობაში
ჩართული პერსონაჟთა მოგონებებითა და ნაამბობით რეგულირდება. როგორც ირკვევა,
ეპიკური მეტყველების ამ სპეციფიკურ სტილზე რუსთველი პოემის პროლოგშიც მსჯელობს.
აღმოსავლური ფაბულა-„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ... ვპოვე და
ლექსად გარდავთქვი...“ წერს რუსთველი. ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი ტიპური
აღმოსავლური ნარატივია, რომლის ერთი არქეტიპი უძველეს ინდურ ეპოსში „რამაიანაშიც“
ჩანს. აშკარა მიმართები
ჩანს გურგანის „ვისრამიანთან“, ფირდოესის„შაჰნამესთან“. ბავშვობაში ერთად აღზრდის
შემდეგ ნესტანის პირველი ხილვით ტარიელის დაბნედის უშუალო პარალელია
„ვისრამიანში“. რამინისდაბნედა ვისის დანახვისას. „ვეფხისტყაოსანში“ აღმოსავლური
ფაბულა ქართული კოლორიტითაა შეფერელი და
ქართული მსოფლხედველობითაა გაჯერებული. აღმოსავლური ტიპის ამბავს რუსთველი მე-
12 საუკუნის ქართული სამეფო კარის ისტორიის ალეგორიულ დატვირთვას
შესძენს. ტახტისმემკვიდრეობის პრობლემის ორიგინალური გადაჭრის გზა შემოაქვს და ორ
მემკვიდრეს მტრობის ნაცვლად ერთმანეთს აყვარებს. დაკარგული დატრფოს აღმოსავლური
ფაბულა რუსთველის მიერ ჩასმულია სხვა ორიგინალურ ქართულ ფაბულაში და ერთიან
სიუჟეტადაა მოაზრებული.ეს ქართული ფაბულა კი XII საუკუნის ქართლის სამეფო კარს
რეალობის საფუძველზეა დამყარებული.არაბეთის მეფეს მემკვიდრედ ერთადერთი
ქალიშვილი ჰყავს,მას თავის სიცოცხლეშივე გაამეფებს .ასევე როგორც გიორგიIII თავისი
ერთადერთ ასულს თამარს გაამეფებს და თამარის ორი ქორწინრბა გიორგი რუსაა და დავით
სოსლანზე.სწორედ ამ ქართული ისტორიული რეალობის თემაზეა აგებული პოემის ორივე
ფაბულური ჩარჩო:არაბეთის ამბავი,ინდოეთის ამბავი,საიდანაც ირკვევა ავტორისეული
იდეაც:1.მონარქიული ეტიკეტით დამკვიდრებული ტრადიციის ნოვატოტული და
დემოკრატიული გადაწყვეტა;2.ქალ-ვაჟის სიყვარულის საფუძველზე მემკვიდრე ქალისა და
შერჩეული სასიძოს დაქორწინება.
3) მხატვრული სტრუქტურა და ხატაელთა ამბის პრობლემა.
ინდო-ხატაელთა ამბავი-ტრადიციული ტექსტის მიხედვით, პოემის გმირები არაბეთიდან
დიდი ჯარით მიემგზავრებიან ინდოეთში. ტარიელი და ნესტანი აღწევენ
საწადელს. ფრიდონი და ავთანდილი ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, მათ შორის დამყარდა
ძმური კავშირი. განამყარეს მმართველობის ჰუმანური წესები. ხელნაწერებში კი ამბავი
სხვაგვარად ბოლოვდება. ფარსადანი გარდაიცვლება ნესტანის დაკარგვისგან გამოწვეული
დარდის გამო, ინდოეთს კი ხატაელები შემოესივნენ. უმეფოდ დარჩენილი ინდოეთი
მარცხდებოდა, როცა ტარიელმა და მეგობრებმა მოუსწრეს და იხსნეს ქვეყანა. ზოგხელნაწერში
ამ ამბავს კიდევ მოსდევს გაგრძელება, რომ ტარიელი ძლიერ ავად გამხდარა და ოთხი წელი
ჩაწოლილი ყოფილა. ეს რომ გაიგო ხვარზამშამ, შემოესია ინდოეთს შვილის გამო შურის
საძიებლად. ტარიელმა ძმადნაფიცებს უხმო, მათაც დაამარცხეს მტერი. ტარიელი განკურნეს
და ერთად დაესხნენ თავს ხვარაზმშას, შეიპრეს მეფე და შემდეგ შეიწყალეს. ამ ამბავს
ხვარაზმელთა ამბავი შეიძლება ვუწოდოთ. მტრების საბოლოო დამარცხების შემდეგ
ტარიელმა და ნესტანმა 80 წელი იცხოვრეს, მეტად დაუძლურდნენ, ქალ-ვაჟი გაამეფეს და
მიიცვალნენ. ამ ამბავს შეიძლება „გმირთა სიკვდილის ამბავი“ ვუწოდოთ. ამგვარადმივიღეთ
სამი სხვადასხვა ამბავი:
1.ინდო-ხატაელთა ამბავი
2.ხვარაზმელთა ამბავი
3.გმირთა სიკვდილის ამბავი
რთულია ინდოხატაელთა ამბის რუსთველისადმიკუთვნილების საითხი.სამეცნიერო ლიტერ
ატურაში ამასთან დაკავშირებით სამ ძირითადი აზრია გამოთქმული:
1)რუსთველს პოემა უნდა დესრულებინადაახლოებით ისე, როგორც შეამოკლა ტექსტი
ვახტანგის გამოცემამ ე.ი.ინდო-ხატაელთა ამბის გარეშე. ამთვალსაზრისს ამტკიცებენ
სხვადასხვა კუთხით: ინდო-ხატაელთა ამბის შინაარსობრივი და ლექსიკური უსუსურობა და
პოემის სიუჟეტის არაბეთში დასრულების მართებულობა; ნესტანისა და ტარიელის ციკლი
ეფუძნება მითოლოგიურ სქემას: დაკარგვა-ძებნა-პოვნა.
2)რუსთველს პოემა უნდა დაესრულებინა „ინდო-ხატაელთა“ ამბით. ამის ძირითად
არგუმენტად მიაჩნიათ ის, რომ რომ ბედნიერებას კვლავ სიავე მოსდევს, ამის ანალოგიით
ქაჯეთის ციხის აღებით გამოხატულ სიკეთის გამარჯვებას მტრის ინდოეთში გამოჩენა
შეიძლება მოსდევდეს.
3) საკითხის მესამე გადაწყვეტა ყველაზე კომპრომისულია, რომლის მიხედვით ინდო-
ხატაელთა ამბავი სიუჟეტურად რუსთველს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ფორმით
ის გამგრძელებლის ხელიდანაა გამოსული. ანუ პოემის რესტავრირებული
ნაწილია. თუმცა ამასთან ჩანს სტროფების
დაბალი ხატვრულიღირებულებაც. გარდაამისა, ტექსტის კრიტიკულად წაკითხვა ნათლად
აჩვენებს, რომ ეს ორი ამბავი ერთი ციკლია, რომელიც აგრძელებს წინამავალ ამბავს და სხვა
ავტორის ხელიდან გამოდის.კერძოდ, გაგრძელებათა ამ ციკლში აშკარად შეინიშნება ერთი
პროლოგი და ერთი ეპილოგი,რომლებიც შეიცავს ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის
ცნობებს. არსებობს ვარაუდი, რომხვარაზმელთა ამბავი,რომელიც გაულექსავი
დარჩა რუსთველს და მისთვის წერს ვინმე მესხი მელექსე. უნდა აღინიშნოს,
რომ ამავე პოემის ე.წ. მიმატებულ ეპიზოდებში იკითხება სამი ისეთი სტროფი
რომელიც შეუზლებელია არარუსთველურობაშიეჭვის შეტანა. ამიტომაცაა, რომ ხშირად
მკვლევარებს უჭირთ განასხვაონ ერთმანეთისგან რომელია მიმბაძველი და რომელი
ნამდვილი ავტორი. როდესაც განვიხილავთ ვეფხისტყაოსნისა და ინდო-ხატაელთა ამბის
მხატვრული სტრუქტურის მსგავსებაზე პირველი უნდა აღვნიშნოთ ერთმანეთის მსგავსი
ლექსთწყობა. რუსთველის ლექსმა მოიცვა მთელი აღორძინების ეპოქის ქართული
პოეზია. თუმცა ერთმანეთისგან გასამიჯნად ხშირად ასეთ კრიტერიუმსაც იყენებენ : რაც
კარგია მხატვრულად რუსთველისაა , ხოლო რაც სუსტია არარუსთველურია, თუმცა ამგვარი
მიდგომა არასწორია. კარგი და ცუდი ლექსი სუბიექტური
კატეგორიებია. უფრო მნიშვნელოვანი ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტრუქტურის ფარული,
შინაგანი ნიუანსების გამგრძელებლის მიერ ვერ დანახვაა:
1) გამგრძელებელი ვერ ხედავს და ვერ ბაძავს პერსონაჟის რუსთველისეულ პრინციპს.
რუსთველი ზოგჯერ პერსონაჟს ხატავს მხოლოდ გარკვეული კუთხით, რომლითაც ის არის
საინტერესო პოემის ძირითადი სიუჟეტური რკალის შეკვრისათვის. თუნდაც ასმათი,
რომელიც რუსთველს იდეალურ მსახურად ყავს წარმოჩენილი და მისი სხვა მხარე პოემაში არ
ჩანს... მას წაართვეს თავისუფალი ნება რაც რუსთველისთვის ერთერთი იდეალია და თუ
ასმათს ავტორი ერთ სამეფოს აჩუქებდა ამით ის საკუთარ თავს შეეწინააღმდეგებოდა როცა
სამეფოს ერთიანობის იდეა დააყენა პოემაში.
2) რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში შენიშნულია,რომ ინდო-ხატაელთა ამბავი
დასაწყისშივე სვამს საკითხს იმის შესახებ, თუ რა ენაზე დაამყარეს კონტაქტი არაბეთიდან
ინდოეთისკენ მიმავალმა გმირებმა ინდოეთიდან მომავალ ვაჭრებთან. ეს კითხვა არასდროს
დაუსვამს რუსთველს. პოემის პერსონაჟები ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ ამაღლებულის
ესთეტიკურის ფენომენის ენაზე,თუმცა ამას გამგრძელებელი ვერ ხვდება.
3) რუსთველი ერთგულია მეტყველების მხატვრული
სტილის საკუტარი კონცეფციისა “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად
კარგი“ თუმცა გამგრძელებელს არ ესმის ეს კონცეფცია და ერთხელ თქმულს რამდენჯერმე
უბრუნდება, რასაც არ ვხვდებით რუსთველთან.
4) ვეფხისტყაოსნის ძირითადი იდეა სიყვარულია, ამას ნათლად გვიჩვენებს პროლოგი და
სწორედ ეს არის სიუჟეტური რკალის დახურვა. რუსთველიძირითადი სიუჟეტური
ხასიათიდან არასდროს უხვევს, არ მიყვება მკითხველის ინტერესის
მოთხოვნებს. ვეფხისტყაოსნის სტრუქტურა ინდო-ხატაელთა გაგრძელებას ვერ
იგუებს. რუსთველისიუჟეტის განვითარებას არაბეთში შეყვარებულ წყვილთა შეუღლებით
ასრულებს, ამის შემდეგ გაგრძელება ეწინააღმდეგება საკუთრივ ვეფხისტყაოსნის
სტრუქტურას.

4) ვეფხისტყაოსანი და ინგლისური დრამატურგია


ხანგრძლივი მეცნიერული კვლევების შედეგად, დადასტურდა კავშირი შოთა რუსთველის
„ვეფხისტყაოსანსა“ და ინგლისური დრმატურგიისისეთ შედევრებს შორის როგორებიცაა:
ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის „მეფე და არა მეფე“ და
„ფილასტერი“, ასევე უილიამ შექსპირის „ციმბელინი“.პირველ რიგში ვისაუბრთ მათ
სიუჟეტურ
მსგავსებაზე:მეფე და არამეფე (მსგავსად ტარიელისა და ნესტანისთავგადასავლისა): იბერიის
უშვილო მეფემ დადედოფალმა სამეფოდ იშვილეს უახლესიდიდებულის ახალშობილი ვაჟი.
ხუთი წლის შემდეგდაორსულდა დედოფალი და შობა ქალი. ქალ- ვაჟსერთხანს ერთად ზრდი
დნენ. მრავალწლიანიდაშორების შემდეგ ვაჟი გამეფდა. ახალგაზრდამეფე, როდესაც დიდი ხნ
ის უნახავი და(ვეფხისტყაოსნისგან განსხვავებით, მან არ იცის, რომქალი მისი ნამდვილი და ა
რ არის) იხილა, ნახვისთანავე უზომო სიყვარულით დაიბნიდა, გონება დაკარგა. ქალიც სიყვა
რულითვე პასუხობს. ვაჟი და ქალი მოქმედებენ, თუ როგორ ჩამოიშორონსასიძოდ ჩამოყვანი
ლი მეზობელი სომხეთისახალგაზრდა მეფე. დასასრული ბედნიერია: სცენიდან გადის ორი სა
ქორწილოწყვილი.ფილასტერი (მსგავსად ტარიელისა დანესტანის თავგადასავლისა): დღევან
დელი იტალიისერთმა სამეფომ – კალაბრიამ შემოიერთა(ვეფხისტყაოსნისგან 48 განსხვავები
თ, დაიპყრო) მეორე სამეფო – სიცილია. გაერთიანებული სამეფოსმეფეს მემკვიდრედ მხოლო
დ ქალიშვილი ჰყავს დამისი გამეფება სურს. მაგრამ ხალხში პოპულარულიასამეფო დინასტიი
ს მემკვიდრე – შემოერთებულისამეფოს მეფის ძე. მეფე სასიძოდ მოიწვევსმეზობელი სამეფოს
– ესპანეთის მეფის ძეს. მემკვიდრე ქალს ფარულად უყვარს შემოერთებულისამეფოს დინასტი
ური მემკვიდრე. მასთან გაგზავნისმოახლე ქალს წერილით და ვაჟს, რომელსაც ასევეფარულა
დ უყვარს მემკვიდრე ქალი, თავისთანმოიწვევს. ქალი და ვაჟი გადაწყვეტენ როგორჩამოიშორ
ონ მოწვეული სასიძო. სიყვარულისპერიპეტიები, რომლებიც გახელებით ტყეშიგაჭრითგანვი
თარდება, ბედნიერადმთავრდება.ციმბელინში ჩანს სამეფო კარისინტრიგის გადაწყვეტის რუს
თველისეული იდეურიჩანაფიქრი: ტახტის მემკვიდრედ დარჩენილი ქალისშემთხვევაშიც სამ
ეფო დინასტიის შენარჩუნება. დამეორე, მხარდაჭერა მეფე-
დედოფლისგადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მემკვიდრექალის მიერ საკუთარი სიყვარუ
ლით მიღებულიგადაწყვეტილებისადმი. ციმბელინის ძირითადითემა ვეფხისტყაოსნისეული
ა: მეფეს მემკვიდრედერთადერთი ქალი დარჩენია. მისთვის საქმროდშესაფერისი წარმომავლ
ობის სასიძო ჰყავსშერჩეული. ქალი ამ გადაწყვეტილებისწინააღმდეგია. მას უყვარს მეფის მიე
რ მასთანერთადშვილივით აღზრდილი სამეფო კარისქვეშევრდომი, თავისი თვისებებითსამა
გალითო. ფარულად შეირთავს მას, რასაც მოჰყვება ინტრიგასამეფო კარზე. ახლა შევეცდები გა
ვაცოცხლო ისჯაჭვი, რომლითაც ვეფხისტყაოსნის ფაბულააღმოჩნდა ინგლისში.
ზემოთ აღნიშნული მოსაზრებსდასადასტურებლად,რომ რუსთველის პოემა კავშირს
ჰპოვებს ინგლისურ
დრამატურგიასთან, მეცნიერებამშემოგვთავაზა რამდენიმე მარშრუტი (გზა).
1)ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევით გამოვლინდა, რომ ბომონტისა და ფლეტჩერის
მეფე და არა მეფის სიუჟეტური წყარო ვეფხისტყაოსნისეული ტარიელისა და ნესტანის
სიყვარულის ისტორიაა. ეს ვარაუდი ქართველთა სამეფო კარის ევროპასთან მჭიდრო
კონტაქტის დამყარების მცდელობას ემყარებოდა . იგი გამოვლინდა ქართლის მეფეთა
რამდენიმე წერილით ესპანეთში. მე იმას ვითვალისწინებდი, რომ სამეფო კარის სურვილს
ევროპის წინაშე საკუთარი ქვეყნის წარდგენისა, ესპანეთის ელჩობის მოვალეობას, რომ
საკუთარი მეფისთვის ქართლის სამეფო გაეცნოთ, ამ ქვეყნის კულტურის თაობაზეც უნდა
გაეტანა ცნობები, ასე რომ არ არის გასაკვირი „ვეფხისტყაოსანიც“ გაეცნოთ
ევროპისთვის, რგოროც ჩვენი ლიტერატურული და ფილოსოფიური განვითარების ნიშანი.
2)მეორე შესაძლებლობა იმისა, რომ ვეფხისტყაოსანს გზა ეპოვა ინგლისისაკენ, ბრიტანელი და
ქართველი ვაჭრების კავშირებია. ისინი(ინგლისის მოსკოვური კომპანიის წევრები)
აბრეშუმით ვაჭრობდნენ საქართველოს საზღვართან შედარებით ახლოს მდებარე სპარსულ
ქალაქებში – შემახიასა და ჯულფაში და თვით კახეთის სამეფოსთანაც ამყარებდნენ კავშირს.3
ინგლისელი მოგზაურებისა და ვაჭრების
(ანტონი ჯენკინსონის, ლაურენს ჩაპმენის, კარტვრაიტის) ჩანაწერები მრავალ ცნობას შეიცავს
კახეთის სამეფოსა და მეფის ლევან II ის შესახებ; ინგლისელ ვაჭრები ცდილობდნენ კახეთის
დამეგობრებას მოსკოვის სამეფოსთან, ასე რომ მათ კახეთიდან ქართველთა კულტურის
შესახებაც უნდა წაეღოთ გარკვეული ცნობები. მოსკოვის კომპანიის საქმიანობის ამბები
ინგლისის ინტელექტუალური წრეებისათვის XVI საუკუნის დასასრულს უკვე ცნობილი უნდა
ყოფილიყო და ისინი ჯონ ფლეტჩერის- თვისაც მისაწვდომი
იქნებოდა. ეს იქედანაც დასტურდება, რომ მისი ბიძა გილეს ფლეტჩერი (1546-1611),
რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ჯონ ფლეტჩერის აღზრდაში მამამისის
გარდაცვალების შემდეგ, იყო მწერალი, პარლამენტის წევრი და დიპლომატი. 1588 წელს იგი
ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის მიერ საგანგებო წარმომადგენლად იყო გაგზავნილი
მოსკოვში, სადაც კარგა ხანს დარჩა და დაბრუნდა ინგლისსა და რუსეთს შორის სავაჭრო
ხელშეკრულებით, რომელიც ძალზე სასარგებლო იყო ინგლისი- სათვის. მან ამ მოგზაურობის
შესახებ 1591 წელს ლონდონში წიგნი გამოაქვეყნა. ისიცცნობილია, რომ ჯონ ფლეტჩერი
სარგებლობდა ბიძამისის მიერ მონათხრობი ამბებით.
3) მესამე ცნობის თანახმად, ვეფხისტყაოსნის ინგლისში აღმოჩენა შეიძლება დაკავშირებული
იყოს ჩვენი ქართველი დიდგვაროვნების,
უცხოელ მონარქებზე დაქორწინებასთან. მოგეხსენებათ ძველი დროიდან ვეფხისტყაოსანი
ქართველი ქალის მზითვის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენდა. და სრულიად
გამართლებულია ის მოსაზრება, რომ სწორედ ამ გზით მოხვედრილიყო ინგლისურ
დრამატურგიაში ვეფხისტყაოსანი. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ტრაპიზონის
იმპერატორი ალექსი II და მისი ქართველი მეუღლე დიადჯაკ ჯაყელი, სამცხის ათაბაგ ბექა
II ჯაყელის ქალიშვილი, რომლებიც ინგლისის დედოფლის ელისაბედ II ის მეთხუთმეტე
საუკუნის წინაპრებად არიან დასახელებულნი. შესაძლებელია, რომ ინგლისის მონარქებს
სწორედ აქედან შეეტყოთ ვეფხისტყაოსნის შესახებ.
4)მეოთხე და ყველაზე გავრცელებული ვარაუდი, ვეფხისტყაოსნის ინგლისში აღმოჩენის
თაობაზე, გახლავთ მისი სპარსეთიდან შემოსვლა. ცნობილია, რომ XVI-XVII საუკუნეების
მიჯნაზე ინგლისის ინტელექტუალური წრეები ფართოდ არიან ჩაბმული
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის და უპირატესად აღმოსავლეთის, საისტორიო-
არქელოგიური, მითოსურ-ფოლკლორული და ლიტერატურული მასალების მოძიების,
მოპოვების და ინგლისის კულტურულ სამყაროში შემოტანის საქმიანობაში. XVI საუკუნის
დასასრულს ირანში ჩავიდა 26 კაციანი ექპედიცია ანტონი შირლისმეთაურობით, რომელმაც
ახლო ურთიერთობა დაამყარა შაჰის პირველ მრჩეველ, წარმოშობით ქართვლ, ალავერდ
ხან უნდილაძესთან. ლოგიკურია, რომ სწორედ მისგან გაეგო ვეფხისტყაოსნის შესახებ. თან ეს
მოგზაურები ყოველ კვირას აგზავნიდნენ ჩანაწერებს ინგლისში და ატყობინებდნენ აქაურ
სიახლეებს. იმარისტოკრატიულ წრეს, რომელმაც დააფინანსა ეს ექსპედიცია, ახლო
ურთიერთობა ქონდა თეატრალურ წრეებთან და ასე მარტივად შევიდოდა ცნობები
ვეფხისტყაოსანზე ინგლისელი ტრამატურგების ნაწარმოებებში. ასევეუნდა აღინიშნოს, რომ
შექსპირი იცნობს და თავის პიესებში იყენებს ანტონი შირლის მოგზაურობის შემდეგ
გამოვლენილ ცნობებსა და მასალებს.
მაშასადამე, ეს არის ის ოთხი ძირითადი გზა, რომლითაც შეიძლებოდა ვეფხისტყაოსნის
ფაბულა მოხვედრილიყო ინგლისში. ეს არის შედეგი მრავაწლიანი, ხანგრძლივი და
დაუღალავი მეცნიერული მოღვაწეობისა, რის საშუალებითაც დადგინდა ჩვენი საუნჯის,
ლიტერატურული მწვერვალის ვეფხისტყაოსნის მსოფლიო მნიშვნელობა.

5)ავტორის ვინაობა
შოთა რუსთველი XII-XIII საუკუნეების მიჯნისსაქართველოს სამეფო კარის პოეტია. უშუალო
ბიოგრაფიული ცნობები პოეტის შესახებ არშემონახულა. მისი ვინაობა (რუსთველი) დადასტ
ურებულია პოემის პროლოგში(„მე, რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ...“,
„დავჯე რუსთველმან გავლექსე...“.) , ხოლო სახელი, შოთა, მხოლოდ XVII საუკუნის დასაწყისი
სა დაშემდგომი დროის ქართულ ლიტერატურულწყაროებში.
ამრიგად მოვიყვანოთ ის თვალდაზრისები რომლებიც რუსთველის ვინაობადთან
დაკავშირებით არსებობს: 1.შოთას ეპისკობოსობის თეორია - ისტორიკოს პ. რატიანი
ფიქრობდა, რომ პოემის ავტორი ქალაქ რუსთავის ეპისკოპოსი ან მთავარეპისკოპოსი უნდა
ყოფილიყო, რამდენადაც ამ სტროფში საუბარია, რომ იგი ხელობით რუსთველი იყო: „მე
რუსთველი ხელობითა“[8]. მკვლევარი ვარაუდობს, რომ
ხელობით რუსთველობა რუსთავის ეპისკოპოსობას მიუთითებს, რამდენადაც ეპისკოპოსების
სახელი მათი სამწყოს გეოგრაფიულ სახელზე -ელ სუფიქსის დართვით
იწარმოებოდა: სამთავნელი, თბილელი, ქუთათელი.. ეს თვალსაზრისი არ არის
გაზიარებული, რამდენადაც გეოგრაფიული ტოპონიმებიდან -ელ სუფიქსით მხოლოდ
ეპისკოპოსთა სახელები არ იწარმოებოდა: თმოგველი - თმოგვის გარნიზონის სარდალი;
გურიელი - გურიის მეპატრონე, მემამულეა და ა.შ. არც ისაა ბუნებრივი და მოსალოდნელი,
რომ რუსთავის ეპისკოპოსს თავის წოდებაზე მითითებით დაეწყო თამარ მეფისადმი თავისი
ამაღლებული სასიყვარულო გრძნობების გამხელა.რატიანის მიერ მოყვანილი არგუმენტები
სხვა მკვლევრებმა გააბათილეს და მიიჩნიეს რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა რომ
შოთას ეპისკოპოსობა დამტკიცდეს. სტროფის პირველი ტაეპის სიტყვა
ხელობა, ვეფხისტყაოსნისეული ლექსიკისა, გახელებას, სიშმაგეს ნიშნავს. პოეტი ამბობს, რომ
იგი სიშმაგით, გახელებით მოიმოქმედებს იმას, რომ უზომოდაა შეყვარებული, გახელებული
(„მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი“) თავის პატრონზე. შესაძლოა ესაა დაფუძველი ხალხში
გავრცელებული თვალდაზრისისა,რომ შოთას უყვარდა თამარი,თუმცა ბიოგრაფიული
ფაქტების სიმწიტის გამო ამას ვერც ვუარყოფთ და ვერც დავამტკიცებთ.

2.შოთას თორელობის ვერსია - ,,რუსთველის’’კავშირის ძიებამ ქ.რუსთავთან შედეგი ვერ


გამოიღო.მეცნიერებს ისღა დარჩენოდათ ეს კავშირი სამცხე-ჯავახეთში ეძიათ.შოთას
მესხობის ვერსია,რომელიც პოემის დასასრულიდან მომდინარეობდა ,,ვწერ მესხი ვინმე
მელექსე“, ეთანხმებოდნენ ჩუბინიშვილი და ხახანაშვილი.ენობრივი ანალიზის საფუძველზე
ამის დასაბუთება სცადა ნ.მარიმ,რადგან ვარაუდობდნენ პოემაში მესხური დიალექტის
არსებობას.ამ მოსაზრებას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა.მ.ჯანაშვილი ვარაუდობდა,რომ
შოთა მესხეთის ერთ-ერთი საგვარეულოს,თორელთა სახლის წევრი იყო .ამის ბოლომდე
დასამტკიცებლად საჭირი იყო ამ საგვარეულოს ისტორიის შესწავლა.ამაზე დაკვირვების
საფუძველზე დაიბეჭდა გამოკვლევა,,თორელთა ფეოდალური საის ისტორია და შოთა
რუსთაველი“,რომელშიც არგუმენტირებული იყო შოთას თორელობა.მეცნიერებმა მიზნად
დაისახეს არსებული მონაცემების შემოწმება და არქეოლოგიური დასხვა მასალით განმარტება.
3.შოთას ჩახრუხაძეობის ვერსია - ,,ვეფხისტყაოსნის“ავტორის შესახებ მადალრბის უმეტესობა
ჩაწერილია სამცხესა და ჯავახეთში,გამოვლინდა ახალი დეტალები შოთას წარმოშობის
შესახებ.რამდენიმე გამოცემა შოთას მამას ჩახრახელს უწოდებს.სამცხეთში მართლაც არის
ტოპონიმი:ჩახრახი(ჩახრახის მთა,წყალი).ერთ-ერთმა მკვლევარმა ეს მონაცემები დაუკავშირა
,,თამარიანის“ მინაწერს:,,მოხევეს ძეთა ჩახრუხაძეთა რქო თამარი მეფე წყლიანი“.ამის
მიხედვით ჩამოყალიბდა მოსაზრება,რომ შოთა არის სამცხიდან გვარად ჩახრუხაძე .მისი
წინაპრები ცხოვრობდნენ სოფ.ჩახრუხში და გადმოვიდნრნ სოფ.რუსთავშიც სადაც შოთამ
მიიღო რუსთველის წოდება.აქვე უნდა ვთქვათ რომ XIIს-ში იყო მეორე ჩინებული პოეტი
ჩახრუხაძე,რომელიც ცნობილია როგორც თამარიანის ავტორი,მაგრამ პიროვნების შესახებ
არაფერი ვიცით.მკვლევარი კაკაბაძე ადგენს ,,თამარიანისა“ ფა ,,ვეფხისტყაოსნის „ავტორთა
ნათესაობას,თუმცა ეს მეტად საეჭვოა რადგან შოთასგან განსხვავებით სრულიად არაფერია
ცნობილი მასზე.ვარაუდობენ რომ ,,თამარიანის“სირთულის გამო ხალხმა მიივიწყა იგი და თუ
რამე იცოდა მისი ავტორის შესახებ შოთა რუსთაველს დაუკავშირა.ამ გზით მოექცა ერთ
პიროვნებაში ორი პიროვნების ბიოგრაფია და ცხოვრება.
6.შოთა კუპრის ვერსია - ,,ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა“ ეს არის
ვეფხისტყაოსნის დასასრულის ერთ-ერთი სტრიქონი ,სადაც ავტორი თითქის თავად ამბობს
რომ მესხია,თუმცა თ.ბაგრატიონმა უარყო ეს დებულება და განაცხადა ,რომ რუსთველი კიარ
იყო მესხი ,არამედ მად ჰყავდა მდივან-მწიგნობარი გვარად მესხი,რომელმაც რუსთველის
ბრძანრბით გადაწერა პოემა.1920-იან წლებში პ.ინგოროყვამ ხელი მოკიდა რუსთველის
ბიოგრაფიულ საიდუმლოს და დაასკვნა რომ პოეტი შოთა რუსთაველი იგივე შოთა
კუპრია,რომელიც საქართვრლოში ცნობილია როგორც ჰერეთის ერისთავი XIII ს-ში.იგი
ბაგრატიონების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი იყო,დაბადებულა 1165 წელს.ჯერ
ქ.რუსთავის მფლობელი იყო,საიდანაც რუსთველის წოდება აქვს,შემდეგ ჰერეთისა და
რუსთავის ერისთავთ ერისთავი გამხდარა.ეს მოსაზრება ისტორიკოსებისა და ფილოლოგევის
მიერ უარყოფილია,რადგან ერისთავი შოთა კუპრი და პოეტი შოთა ორი სხვადასხვა
პიტოვნრება იყო.მეორეც ქალაქი რუსთავი არასდროს ეკუთვნოდა ჰერეთს და და კუპრი
არასდროს ყოფილა რუსთავის ერისთავი.
5.მრავალ ხალხურ გადმოცემასა და მეცნიერულ ვარაუდთა შორის დღეისათვის უფრო
პოპულარულია ის თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ვეფხისტყაოსნის ავტორი არის
იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის კედელზე გამოხატული და სააღაპე წიგნში
მოხსენებული მეჭურჭლეთუხუცესი შოთა რუსთველი. მონასტრისგუმბათის ქვეშ ერთ-ერთ
ცენტრალურ სვეტზე გამოსახულ წმ. მაქსიმე აღმსარებლისა და წმ. იოვანედამასკელის
ფრესკათა შორის ჩახატულია ლოცვად ხელაპყრობილი დიდგვაროვანი მოხუცი ერისკაცის
პორტრეტი, წარწერით: „რუსთველი“. სურათზეზემოდან წარწერაა, რომელსაც ამგვარად
კითხულობენ:
„ამისა დამხატავსა შოთას შეუნდვესღმერთმან. ამინ“. მონასტერშივე შემონახულია სააღაპე წი
გნი, რომელშიც სხვა მოსახსენებელთა შორის იკითხება: „ამასვე ორშაბათსა
აღაპი შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისა...“. ფრესკაცდა სააღაპე წიგნის ჩანაწერიც XIII
საუკუნის პირველ ნახევარში შესრულებულადაა მიჩნეული.

6) “ვეფხისტყაოსნის ვახტანგისეულგამოცემა”
1712 წელს ვახტანგ მე-
6ის სტამბიდან გამოვიდავეფხისტყაოსნის პირველი ბეჭდური გამოცემა, რომელსაც თან დარ
თული აქვს ვახტანგის“თარგმანი”. პირველნაბეჭდი “ვეფხისტყაოსანი” სრულად აღადგინა ა.შა
ნიძემ. იგი ჩვენამდემოღწეულია მცირე რაოდენობით. ა. შანიძემგამოიკვლია 18 მოღწეული გა
მოცემა, ამას გარდაერთი აღმოჩნდა ლენინგრადის საჯარობიბლიოთეკაში, ერთიც კი პარიზის
ნაციონალურბიბლიოთეკაში. მოღწეული ცალები ყველანაკლულია, თუმცა მკვლევარის სიტყ
ვებით, ისინიერთმანეთს ავსებენ.
“ვეფხიატყაოსნის” ბეჭდურიგამოცემა იმიტომაა ასე მცირედ მოღწეული, რადგანაც მე-
18 საუკუნეში უცდიათ მისი მოსპობა. მთავარეპისკოპოსმა ტიმოთე გაბაშვილმა ნიშანშიამოი
ღო სწორედ ვახტანგისეულ გამოცემა დაგესლიანი სიტყვა ახვედრა თავად მეფესაც კი:
“ესე(რუსთველი) იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავლა ქართველთა სიწმინდი
სა წილბოროტი ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა. ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა სამღვ
თოთთარგმნეს ბოროტი ლექსი მისი”.
ვახტანგისეული გამოცემისა და მანამდემოღწეული 20-
მდე ხელნაწერის შედარებით, თვალსაჩინო ხდება დიდი განსხვავება პოემისსტროფული მოც
ულობის მხრივ. ვახტანგის ტექსტიშედარებით მოკლეა, შეიცავს -
1587 სტროფს, ხოლოხელნაწერების ტექსტი ვრცელია - აჭარბებს 2200 სტროფს. ვახტანგისეუ
ლი გამოცემით, პოემამთავრდება ტარიელის ინდოეთში დაბრუნებითადა გამეფებით, ხოლო
ხელნაწერებში ამბავიგრძელდება და მოთხრობილია პერსონაჟთააღსასრულიც. ვახტანგისეუ
ლი “ვეფხისტყაოსანი” სიუჟეტურად წარმოადგენდა პოემის მოკლერედაქციას, ხოლო ხელნაწ
ერთა ტექსტი - ვრცელრედაქციას. ეს დიდ ყურადღებას იქცევდა, გამოსარკვევი იყო ვახტანგმა
კრიტიკულადგამოსცა ტექსტი, ე.ი. ხელოვნურად შეამოკლავრცელი რედაქცია, თუ მოკლე რე
დაქციისშემცველი ხელნაწერი ვარიანტი გამოაქვეყნა?
- ამაზე კი აზრთა დიდი სხვადასხვაობა სუფევდა.

განვიხილოთ სხვადასხვა მკვლევარის ვარაუდი:

თეიმურაზ ბატონიშვილის აზრით, ინტერპოლატორებმა წარყვნეს პოემა თავიანთიჩამატებებ


ით, ანუ იგი ამტკიცებს, რომ ვახტანგისეული გამოცემაუნდა იყოს რუსთველის ზუსტი ტექსტ
ი. ამისმიუხედავად, იგი გამოთქვამს აზრს, რომ ვახტანგსბეჭდური გამოცემიდან უნდა გამორ
ჩენოდა 4 სტროფი, ამ ოთხი სტროფიდან სამი შესულია 1937 წლის საიუბილეო გამოცემაში დ
ა მეოთხემოიპოვება მეორე ბეჭდურ გამოცემაში.
პოემა მეორედ გამოიცა პეტერბურგში, მარიბროსეს, ზაქარია ფალავანდიშვილისა და დავით
ჩუბინაშვილის მიერ, აღსანიშნავია, რომ გამოცემასდართული აქვს წერილი, სადაც ნათქვამია,
რომვახტანგს გაუსინჯავს ხელნაწერი და ისედაუბეჭდავს ტექსტიო. მეორე გამოცემისსაფუძვე
ლი სწორედ ვახტანგისეული გამოცემაა, თუმცა ტექსტი ბოლომდე არ გადაუტანიათ, მათასევე
ჩართული აქვთ ხელნაწერებიდანამოკრეფილი 48 სტროფი, რომელსაც თავადვეაღნიშნავენ, რ
ომ შესაძლოა კავშირი საერთოდ არქონდეს რუსთაველთან, თუმცა ღირსნი იყვნენჩაერთოთ პ
ოემაში.
1888 წელს “ვეფხისტყაოსნის” მდიდრულადგაფორმებული და ზიჩის მიერ დასურათებული
ქართველიშვილის გამოცემა მომზადდა, რომელზეცშესაბამისმა კომისიამ იმუშავა. აღსანიშნა
ვია, რომკომისია კრიტიკულად მიუდგა ვახტანგისეულტექსტს, აქ სტროფთა რაოდენობა შემც
ირებულია, არის მხოლოდ 1576.
“ვეფხისტყაოსანის” ხელნაწერებზე უმუშავია ასევე, ექვთიმეთაყაიშვილს, ვინც დაასკვნა, რომ
ვახტანგ მე-6-სგაუცხრილავს მე-17სკ-
ის დანართებისაგან პოემადა დაუბეჭდავს. ამ იდეამ დაადასტურა კიდეც, ვახტანგისეული გამ
ოცემის კრიტიკულობისსაკითხი,
თუმცა დავით კარიჭაშვილის სპეციალურინარკვევი “ვეფხისტყაოსნის შედგენილობა” სხვარ
აიმეს ამტკიცებს. იგი უარყოფს ვახტანგის მიერპოემის კრიტიკულად დამიუშავების აზრს დაა
მბობს:
“არსაიდგანა ჩანს და არც არისწარმოსადგენი, რომ ვახტანგ მეფეს თავისგამოცემაში რამე შესწ
ორება შეეტანოს ან რაიმეშეეცვალოს - გამოიკვლიოს ან მიემატებინოს.” მისიმოსაზრებით, ვახ
ტანგს ხელთ უნდა ჰქონოდაუტყუარი დედანი, რადგან მისი დედანის მსგავსიხელნაწერები მე
-17სკ-ში სხვებიც ყოფილა დამაგალითისთვის ასახელებს წერა-
კითხვისგამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისხელნაწერს.
(U ხელნაწერი) ხელნაწერშიგამოტოვებული ყოფილა ინდო-
ხატაელთა ამბავი, შემდეგ კი წერა გაგრძელებულია მე-17სკ-
ისხელნაწერის მიხედვით, ანალოგიური სიტუაციაავახტანგისეულ გამოცემაშიც. შესაბისად,
U ხელნაწერის გადამწერს ხელთ ჰქონია იგივედედანი, რაც ვახტანგს. ვახტანგს კი იმიტომაურ
ჩევია მოკლე რედაქცია, რომ მას უნდა ჰქონოდაუტყუარი ცნობა, რომ სხვა ხელნაწერებშიმოთა
ვსებული მეტი ამბები ყალიბები იყვნენ. სწორედ ამიტომ გონია დ. კარიჭაშვილს ვახტანგისგამ
ოცემის დედანი უძველესად თავისშემადგენლობით.
ამ აზრს მთლიანად იზიარებს იუსტინე აბულაძე -
1914 წლის “ვეფხისტყაოსნის” გამოცემაში, რომლისრედაქტორი თავად არის. შემდგომში, ი. აბ
ულაძემგამოსცა ნაშრომი:
“ვახტანგის გამოცემულივეფხისტყაოსნის რედაქცია”, სადაც ამბობს, რომვახტანგი არასაკმარი
სი ერუდიციის გამო ვერშეძლებდა ტექსტის გაწმენდას, ანუ მის კრიტიკულგამოცემას და რომ
მან უბრალოდ ძველიხელნაწერი დან გადმობეჭდა ეს ტექსტი, ისეთიხელნაწერიდან, რომელი
ც უკვე გაწმენდილი იყოყალბებისაგან.

მეტად უკიდურესი პოზიცია უკავიავახტანგისეული რედაქციის თაობაზე პავლეინგოროყვა


ს, ის ამბობს, რომ ტექსტის კრიტიკულიშესწავლა ამტკიცებს, რომ ვახტანგს არანაირიშესწორე
ბა არ შეუტანია და რომ ვახტანგისეულიდედანი დღევანდელი სახით უკვეჩამოყალიბებული
უნდა ყოფილიყო მე-14სკ-ში.
მისი აზრით, ვახტანგს არ შეუცვლია შეცდომებიცკი, ასევე ისიც იმოწმებს U ხელნაწერს. იგი
კატეგორიულად მიიჩნევს, რომ ვახტანგისეულირედაქციის გარეთ, არ მოიპოვება“ვეფხისტყა
ოსნის”
“თუნდაც ერთი სტრიქონი, რომელიც ეკუთვნოდეს რუსთველს”. თავისებურიშეხედულება ა
ქვს სარგის კაკაბაძეს, რომელიცმიიჩნევს, რომ თავის 1913-
14 წლის გამოცემაში“ვახტანგისეული გამოცემის დაბოლოება უნდაწარმოადგენდეს ვრცელი
რედაქციის ფრიად დიდშემოკლებას.” შემდეგში კი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს რედაქცია არ ეკ
უთვნოდეს ვახტანგს და იყოსმე-14-15სკ-ის დროს შექმნილი.
“ვეფხისტყაოსნის” ვახტანგისეულ გამოცემისკრიტიკულობას ეთანხმება რუსთველოლოგი
- კ.ჭიჭინაძე, ასევე კ. კეკელიძე. კ. კეკელიძემიიჩნევს, რომ ვახტანგის გამოცემის შესწავლაცხა
დყოფს, რომ მას ხელთ ჰქონია ვრცელიდამატებიანი რედაქცია, რომელიც მას თავისიშეხედუ
ლებისამებრ შეუმოკლებია.

ივ.ჯავახიშვილის მოსაზრებით, ვახტანგს ხელთჰქონია ისეთი რედაქცია, რომელშიც აღნიშნ


ულიყოფილა რომ ზოგი თავი არ ყოფილა შოთასკუთვნილება, არამედ ყოფილა ჩამატებები, ა
ნუ, ივ.ჯავახიშვილის მოსაზრებით, მას პირწმინდად კიარ გადმოუწერია რომელიმე ხელნაწე
რი, არამედ - “გულდასმით კვლევა-ძიება უწარმოებია”
1937 წელს გამოქვეყნდა აკაკი შანიძისვახტანგისეული “ვეფხისტყაოსნის” აღდგენილიგამო
ცემა, სადაც მკვლევარი შენიშნავს: “ვახტანგისმონოგრაფიის გულდასმით შესწავლა ეჭვს არს
ტოვებს, რომ მას ხელთ ჰქონია ვრცელირედაქციის ხელნაწერი და ამ ვრცელვეფხისტყაოსანს
უწერდა იგი თარგმანს ანუახსნა-
განმარტებას. ისიც ირკვევა, რომ ვახტანგს, ან მის კომისიას სხვა რედაქცია შეუმუშავებია და
დაუბეჭდავს.” ვახტანგისა თუ მისი კომისიის მიერგამოცემული ტექსტი მთლიანად არ ემთხვ
ევაკომენტარიებს.
ს. ცაიშვილმა გამოარკვია, რომ: 1. U ხელნაწერიგადაწერილია არა მე-17სკ-ში, არამედ მე-
18 საუკუნის პირველ ნახევარში , ყოველშემთხვევაში1712 წლის შემდეგ. 2. ხელნაწერის თავ-
ბოლონაწილი გადმოწერილია მე-17სკ-
ის ვრცელირედაქციიდან, ხოლო მეორე ნაწილი კი თვითონვახტანგის გამოცემიდან. სწორედ
ამით აიხსნებადამთხვევები U და 1712 წლის გამოცემისხელნაწერებს შორის. მაშასადამე “ის ე
რთადერთიმოსაზრებაც, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებდავეფხისტყაოსანის ვახტანგისეული გა
მოცემისკრიტიკულობას, უარყოფილი უნდა იქნეს.
საინტერესოა ასევე, უშუალოდ გადამწერისსაკითხიც. კ.კეკელიძე ამტკიცებს, რომ 1712 წელ
სგამოცემული ვეფხისტყაოსანი რედაქტირებულიუნდა იყოს არა ვახტანგის მიერ, არამედდამ
ოუკიდებლად მისგან და იგი ამით ხსნის იმშეუსაბამობას, რაც არსებობს პოემის ტექსტსა დაკ
ომენტირებას შორის. პოემის რედაქტირებისპატივს მკვლევარი მიაწერს კარის დეკანოზისშვი
ლს მიქელს. ამას ადასტურებს იმ მინაწერით, რომელიც გამოცემას თან ახლავს : “ გაიმართახე
ლითა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილისმიქელისათა”
- კ. კეკელიძის აზრით, ეს უნდანიშნავდეს, რომ ვეფხისტყაოსნის ტექსტიგასწორდა, ესე იგი,
რედაქტირებული იქნა მიქელისხელით, სხვა მხრივ კი ის მთლიანად დაწერილიავახტანგის მ
იერ.

გამოითქვა აზრი, რომ თარგმანის გარდა, მთლიანი პოემა უნდა ყოფილიყო მიქელის მიერრ
ედაქტირებულ-
შედგენილი, რაც თავისთავადვეარის არასწორი შეხედულება. გარდა იმისა, რომტექსტის შედ
გენას უდიდესი განსწავლულობასჭირდებოდა, იმის დასადასტურებლად, რომპოემაზე კრიტ
იკულად ნამუშევარი ჰქონდავახტანგს, ივ. ჯავახიშვილი იხსენებს “ქილილა დადამანას” მაგა
ლითს, ამ ტექსტზე ვახტანგ მეფესუმუშავია უდიდესი მონდომებითა დადაკვირვებით, საზო
გადო ფაქტია, რომ ისგანსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეპყრობოდათითოეულ დასამუშ
ავებელ ტექსტს. შესაბამისად, ის ასე მარტივად ვერ მიანდობდა“ვეფხისტყაოსნის” გამართვის
საქმეს მხოლოდმიქელს. მართალია, მან დააფუძნა კოლეგიალურიმუშაობის პრინციპი, მაგრა
მ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავადვე არ უძღვებოდა კვლევითსაქმიანობას.
რაც შეეხება “თარგმანებას”, აქ პირდაპირიპასუხია ვეფხისტყაოსნის მდვნელთა მიმართგაცე
მული, ამიტომაც მას ბოლომდე გასდევსპოლემიკური ხასიათის ტენდენცია. ამიტომაცაა, რომ
სწორედ “თარგმანებამ” გამოიწვიაკლერიკალური საზოგადოების გაცხარება დამწვავე შეფასე
ბები ამ გამოცემასთანდაკავშირებით. აღსანიშნავია ლექსიკონიც, რადგანზოგიერთი სიტყვათ
ა განმარტება ვახტანგსარასწორად აქვს გაგებული, ან საერთოდგამოტოვებული აქვს. მიუხედ
ავად ამისა, ეს იყოგაბედული და უშიშარი ნაბიჯი, წინ გადადგმული, რომელიც მიმართული
იყო ვეფხისტყაოსნისგადარჩენისაკენ, კლერიკალური წრეებისაგანპოემის გაქრობის თავიდან
ასაცილებლად.
დიდია ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნისგამოცემის როლი, მან განაპირობა ის, რომქართვე
ლ ხალხს შესაძლებლობა ჰქონოდაგაცნობოდნენ გამარტივებული და გასაგები პოემისშინაარ
ს. სწორედ მისი დამსახურებით გადარჩაპოემა და შემდგომში საფუძვლად დაედო პოემისმოკ
ლე რედაქციებს.

You might also like