ქართველები მარსზე

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 41

ქართველები მარსზე

ანრი გოზალიშვილი

2021
ნაწილი პირველი
კოლონიზაცია

წარმოიდგინეთ რომ ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც დავეწიეთ და ერთი საუკუნით


გავუსწარით განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენი სამშობლო, საქართველო, გახდა დემოკრატიის
აკვანი და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენგან იღებენ რეკომენდაციებს, იმის
შესახებ თუ როგორ განავითარონ სუსტი ინსტიტუტები.

ქვეყანა ეკონომიკური აყვავების პიკშია და ეკონომიკა დუღს.

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, მსოფლიოში მიმდინარე


მოვლენების შესახებ და უცხოური მედიები, მასობრივად აშუქებენ მის უკმაყოფილებას.
წარმოიდგინეთ, რომ პოლიტიკური პარტიები, ერთმანეთთან პიროვნულ დაპირისპირებასა და
პირადი ეგოიზმის დაკმაყოფილებას აღარ ცდილობენ და მთელ თავიანთ ენერგიას,
საქართველოს განვითარებისთვის ფიქრში ხარჯავენ.

ქართველებმა ფონდი შექმნეს „ საქართველოს სახელით“ და უცხოური არასამთავრობო


ორგანიზაციებისთვის მილიონიან გრანტებს გასცემენ.

ქართველი მეცნიერები მფრინავ მანქანებში, ავტოპილოტის რეჟიმის ჩაყენებას ცდილობენ,


დაპატენტებას და შემდეგ მსოფლიოს საერთაშორისო მიღწევების კონკურსში გატანას,
რომლის საპრიზო ფონდიც 3 მილიარდი ქართული ლარია, რომელშიც მსოფლიოს
საუკეთესო მეცნიერები მოღვაწეობენ და რომელიც, აქვე, ახალციხეში ტარდება.

თბილისის ზღვის გარშემო სილიკონ ველი აშენდა.

გლდანი, ახმეტელის თეატრის მეტროდან - მეოთხე მიკრომდე, მთლიანად დაანგრიეს და მის


ადგილას კოსმოსური სადგური, სახელად „სკს“ ააშენეს. გლდანში არსებულ საშაურმეებზე,
კოსმოვნატებმა და სკს-ს 5 000მა თანამშრომელმა ვერ თქვა უარი, ამიტომაც ადმინისტრაციას
მისი დატოვება მოუწია.

ყველაფერი მშვიდი ტემპით მიდიოდა, ჩვეულ ტემბრში, არც აქციები, არც მანიფესტაციები,
ყველას ყველაფერი აკმაყოფილებდა და არავინ არავის ერჩოდა.

მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანი მიაღწევს საწადელს, რადარზე ყოველთვის გამოჩნდება


ახალი მიზანი, რომელსაც იგი დაისახავს.

და რადგან, დედამიწაზე არაფერი აღარ გვაკმაყოფილებდა, გადავწყვიტეთ კოსმოსი


დაგვეპყრო და უფრო კონკრეტულად მარსის კოლონიზაცია გადავწყვიტეთ.

ძნელი წარმოსადგენია, არა?!


დამამთქნარა კიდეც

მოიცა..

ახლა მგონი შენც დაგამთქნარებს

ძნელი წარმოსადგენია, რადგან ასეთი ზე განვითარებული სახელმწიფოს


ჩამოსაყალიბებლად, შესაძლოა სხვა განვითარებულ სახელმწიფოებს ათი წელი დასჭირდეთ
კიდევ, აი ჩვენ კიდევ 10 მთავრობა უნდა გამოვიცვალოთ. ოღონდ არ ვგულისხმობ იმას რომ
ათივე მთავრობამ, ერთი აგური უნდა დაადოს ასეთი სახელმწიფოს მშენებლობას.
ვგულისხმობ რომ ათი არჩეული პარტიიდან, ერთი პარტია მაინც გაამართლებს და არ იქნება
ეგოიზმის მტკიცე ძალით განსჭვარტლული, არ იფიქრებს პარტიული ინტერესებით და
მართლა ენდომება რომ ეს ქვეყანა ღირსეული წარსულის, ღირსეულ აწმყოდ ან მომავლად
აქციოს.

შენ კი, ალბათ ახლა ფიქრობ, რომ ეს წიგნი, რომელსაც კითხულობ და რომელსაც
დამერწმუნე მალე თვალს ვერ მოსწყვეტ, ქვეყნის მიმართ ირონიით და სარკაზმით არის
გაძეძგილი,მაგრამ ცდები. ისე შეხვდები ამ წიგნში ირონიას, როგორც სკოლის ბუფეტში ნაყიდ
ხაჭაპურში, იპოვნიდი ხოლმე ყველს. დამერწმუნე... ისტორიის დასაწყისი და ბოლო,
ყოველთვის როდი ჰგავს ერთმანეთს. ცოტას გაგაღიმებ, ცოტას გაგაცინებ, უფლება მომეცი
ცოტა გატირო და ბოლოს დაგაფიქრო.

ჩვენ კი, ცოტახნით ისევ გადავეშვათ ილუზიის ნათელ ფერებში და წარმოვიდგინოთ რომ
რამდენიმე საუკუნით გავასწარით დედამიწას.

2050 წელს, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში, ნიუ-იორკი, შანხაი, ტოკიო, ლონდონი,
ბერლინი, ადამიანები გამოსული არიან ქუჩაში, რადგან პირდაპირ ეთერში, ერთად
შეკრებილები, გახდნენ ადამიანთა ყველაზე დიდი მიღწევის მომსწრენი, რასაც მარსზე
კოლონიზაცია ჰქვია.

„ხაშური 2“ ემზადება ასაფრენად.

ევროპელები ამ დიდებული სანახაობის მომსწრენი გახდნენ და ნანობენ, ერთ დროს,


ევროკავშირში შეყვანაზე რომ გვაწუწუნებდნენ.

ამერიკულ ახალ ამბებში გამოაცხადეს რომ Georgia-დან უნდა აფრინდეს რაკეტა და


ამერიკელები ორმაგად ამაყები არიან, რადგან ჰგონიათ რომ საუბარი მათ შტატზეა და არა
ევროპის და აზიის გასაყარზე მყოფ, პატარა ქვეყანაზე.

რუსები ახლაც ხელს გვიშლიან, ბოდიშით მაგრამ წარმოსახვით რეალობაშიც არ გამოდის ამ


ქვეყნის დადებითად მოხსენიება.

და მაინც...

„ხაშური 2“ გაემართა კოსმოსისკენ 50 მგზავრით.

2051 წელს 300 მოხალისე გაგზავნა საქართველომ.


2058 წლიდან - 2062 წლამდე - 10 000 ქართველი მოხალისის დასახლება მოხდა მარსზე.

ამ პერიოდში აშენდა საცოხვრებელი სახლები, სათბურები, რესტორნები, გასართობი ცენტრები


და კაზინოებიც კი. ვალუტა შეიქმნა და კოლონიზატორებმა შეძლეს აღმოეჩინათ ახალი
წიაღისეული.

2070 წელს დედამიწის 20 ნაცია იყო წარმოდგენილი მარსზე და მოხდა მისი გადანაწილება, იმ
ფართობის მიხედვით, რა ფართობიც ეკავა მას დედამიწაზე. რუსეთის იმპერია, უფრო სწორად,
რუსეთის ფედერაცია კოსმოსური საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც უკრაინა
ხელმძღვანელობდა, არ დავუშვით კოსმოსში და არც ტერიტორია დავუთმეთ.

წარმოიდინეთ რომ საცხოვრებლად გადადიხართ სხვა სახლში. თქვენ თან წაიყვანდით


მეზობელს, რომელიც ყოველ დღე თავს გატკიებთ, გიბრახუნებთ კედლებზე, მაღალ ხმაზე
უსმენს სიმღერებს და როცა დათვრება საჩხუბრად იწევს?! რა თქმა უნდა არა. მაშინ ჩვენც ნუ
დაგვძრახავთ.

კოლონიზაციას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს.

მაგალითად ინვესტორები დედამიწიდან, რომლებმაც დააფინანსეს მარსზე გაფრენა და ახლა


ყოველთვიურად ითხოვდნენ წიაღისეულის გაგზავნას, მარსიდან.

კოსმოსური საბჭო შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღო, რის მიხედვითაც მარსი, შეწყვეტდა


დედამიწისთვის „ხარკის“ გადახდას და შეიქმნებოდა კოსმოსური ძალა, დედამიწელებისგან
თავის დასაცავად, რომელთაც მილიარდობით ლარი ჩადეს ამ საქმეში და რომლებიც ამ
ფულს, ასე უბრალოდ წყალში არ გადაყრიდნენ.
ნაწილი მეორე
მარსის განაწილება

2080 წელს, მარსზე მოსახლეობამ ერთ მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ამიტომაც კოსმოსურმა
საბჭომ ჩათვალა საჭიროდ რომ მარსზე, სახელმწიფოების საზღვრების დემარკაცია მოეხდინა,
მარსელების მშვიდი თანაცხოვრების მიუხედავად.

მარსზე განთავსებული ახალი საქართველოსთვის, საჭირო იყო სახელის მოფიქრება, რადგან


სიტყვა საქართელოს ხსენებაზე არ არეოდათ, მთქმელი დედამიწის საქართველოს
გულისხმობდა თუ მარსის.

ყველა ქართველს, თავისი კუთხის, სოფლისა თუ რაიონის სახელის დარქმევა უნდოდა მარსის
საქართველოსთვის. კახელებს უნდოდათ თელავი დაერქმიათ, იმერლებს - ქუთაისი,
ქართლელებმა - რუსთავი დავარქვათო, მაგრამ... ეგ თავიდანვე არ განიხილებოდა,
უკაცრავად..

ბოლოს, ტფილისზე შეჯერდნენ. თბილისის ძველი სახელწოდებაა და რომ არ დაიკარგოს,


მოდით ტფილისი დავარქვათო, თან არც არავის ეწყინებაო დასძენდნენ ხოლმე.

მარსზე, ტფილისს, მეზობლად ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, აზერბაიჯანი და


სომხეთი ჰყავდა. სომხებს და აზერებს ვერ შეველიეთ, ჩვენი ძმები არიანო იმდენი ვიძახეთ,
მარსზეც ჩვენ მეზობლად დავიყენეთ.

რადგან ნულიდან დაიწყო ცხოვრება, ახალი კონსტიტუციის შედგენა დაიწყეს

ოცი წუთი წერეს, დაიღალნენ და იფიქრეს რომ რატომ ვიწვალოთ, ბარემ საქართველოს
კონსტიტუცია გადმოვიღოთო.

1995 წლის კონსტიტუციას მიაგნეს და სიტყვა - სიტყვით გადმოწერეს.

2071 წელს პირველად ჩატარდა არჩევნები, მთლიანი მარსის მასშტაბით.

ამერიკის შეერთებული შტატებისგან გამოყოფილ კოლონიაში, რომელსაც ახალი ტეხასი


დაარქვეს, ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

გერმანიის ყოფილ კოლონიაში 3

უგანდის რესპუბლიკისგან გამოყოფილ კოლონიაში 4

ხოლო ტფილისის საპრეზიდენტო არჩევნებში 67 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული.


ტასკოს ( ტიფლისის საარჩევნო კომისია ) ხელმძღვანელად, მთელ მარსზე, ყველაზე
პატიოსანი ადამიანი შეარჩიეს.

არჩევნებში გაიმარჯვა გენადი ახვლედიანმა, პარტიიდან „წინაც და უკანაც“

მეორე ადგილზე კი გავიდა, ვაჟა საყვარელიძე, რომელიც წარმოადგენდა პარტიას „ მხოლოდ


წინ“

შეიქმნა სამი ტელევიზია.

მარსელიო Tv , ტიფლისი News

ორი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, რომელიც თანაბრად აკრიტიკებდნენ როგორც


მთავრობას, ასევე ოპოზიციას.

ტფილისი ვითარდებოდა და ხალხს დიდი მიზნები ჰქონდა.

ყოველ დღე შეხვდებოდით, მამაკაცებს, რომლებიც სახლის წინ მწვადს წვავდნენ.

ქელეხებში, აღარ საუბრობდნენ ბიზნესის გაფართოებაზე, პოლიტიკაზე და არც ამ სიტყვებით


ამართლებდნენ , თეფშზე, მეოთხედ გადაღებული ლობიოს ჭამას - უყვარდა საწყალსო.

ყველას თავისი საქმე ჰქონდა, არავინ არავის ცხოვრებაში არ ერეოდა.

მარსმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ახლა სჭირდებოდა ტფილისს განვითარება.

მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა.

და როდესაც, გავხდით ყველაზე ერთიანი.

გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი გახლეჩის ფონზე, საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება


უნდოდათ.

ისე, როგორც ქართველებს უკვე გენად მოგვსდევს.

ზურგი ვაქციეთ ერთმანეთს.

ახლა კი, ამ ამბავს მოგიყვებით.


ნაწილი მესამე
ვინ ვარ მე

მარსზე დავიბადე.

არაფრით განსხვავებულ ოჯახში.

ჩემი დიდი ბაბუა, გენადიჩი, მეცნიერი ყოფილა და პირველ ექსპედიციას ხელმზღვანელობდა.

მე დავიბადე, როდესაც მარსზე პირველი პრეზიდენტი აირჩიეს.

ბევრი არაფერი მახსოვს, პატარა ვიყავი.

დიდებული ადამიანი ყოფილა.

წელიწადში ერთხელ, სკოლის შემდეგ, ბებიას ვესტუმრებოდი ხოლმე ახალ ტეხასში.

ბებო ტრადიციების მიმდევარი ქალი იყო.

ატმის ცივი კამპოტით და ჩურჩხელით მიმასპინძლდებოდა ხოლმე.

მარსზე, სახელმწიფოების საზღვრებს, ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

არც პასპორტი არსებობდა და არც რაიმე ნებართვა ქვეყანაში შესასვლელად.

საჭირო იყო მხოლოდ დენით დაგეტენა მანქანა, მიგეთითებინა ლოკაცია და უკანა


სავარძელზე წამოწოლილიყავი. 20 წუთში ავტოპილოტი მიგიყვანდა დანიშნულების ადგილას.

ბავშვობაში კოსმოსური პოლიციის რიგებში მინდოდა გაწევრიანება, თუმცა შემდეგ გავიგე რომ
მოსაწყენი საქმე ყოფილა. არც კრიმინალი ხდებოდა მარსზე და არც დამნაშავეები
არსებობდნენ.

როდესაც ახალი ტეხასელი პოლიციელები შესვენებებზე დონატების ჭამით ერთობოდნენ,


ჩვენი, ტფილისელი პოლიციელები ხინკალს ხვრიპავდნენ.

ახლა წარმოვიდგინე და ნერწყვი მომადგა.

მგონი შენც...

მე გადავწყვიტე კოსმოსური გუნდის წევრი გავმხდარიყავი და კოსმოსის მასშტაბით


ექსპედიციებში მიმეღო მონაწილეობა.

პირველი ერთი წელი, შემართებით ვეძებდით კოსმოსში ახალ სიცოცხლეს.

ხუთი წლის შემდეგ, უიმედოდ დავხეტიალობდით პლანეტებს შორის.


ახალი ცივილიზაციის, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ვიპოვეთ, სამაგიეროდ გაჩნდა
მოსაზრება, რომ შავი ხვრელი იყო პორტალი და გვაკავშირებდა სხვა სამყაროსთან.

თუმცა ვერავინ ბედავდა რაკეტით შავ ხვრელში გავლას.

მეცნიერები თვლიდნენ რომ ხვრელთან მიახლოებაც კი სავალალო იქნებოდა რაკეტისთვის


და ნაწილებად დაშლიდა მას.

ათი წელი მქონდა დარჩენილი, სანამ პენსიაზე გავიდოდი და არ მინდოდა რომ ისე
დამეტოვებინა პოსტი, ოცნება რომ არ ამეხდინა და ახალი ცივილიზაცია არ აღმომეჩინა.

რაღაც, ჩემთვის ამოუცნობი მიზეზის გამო ვთვლიდი რომ შავი ხვრელი იყო პორტალი
გალაქტიკებს შორის.

იქნებ სხვა სამყაროში, ახალი პლანეტები აღმომეჩინა, სადაც ადამიანები 10, 20 ან 50 საუკუნით
წინ იქნებოდნენ ჩვენზე. ან პირიქით, ჩავსულიყავი პლანეტაზე, სადაც მაიმუნი, ხის შუბით,
ტირანოზავრს ჩემს თვალწინ შეერკინებოდა.

იქნებ შავი ხვრელის იქით, პარალელური დროის რეალობა იყო, სადაც ადამიანებს ჯერ არ
აუთვისებიათ მარსი, ან პირიქით. პლანეტებს შორის დიდი ხიდი აეშენებინათ და ერთი
პლანეტიდან მეორეზე თავისუფლად გადაადგილდებიან.ვიცი სისულელეა, მაგრამ თუ სიტყვა
„იქნებ“-ით ვხელმძღვანელობთ, იქნებ მართლაც ასე იყოს.

ამ ლოგიკით, იქნებ გავრეკე კიდევაც და შავ ხვრელში შესვლამ, მთელი რაკეტა დაშალოს.
ნაწილი მეოთხე
ისევ!

იცი რა არის ძალაუფლების უპირატესობა? მე გეტყვი

ასე უბრალოდ.. შეგიძლია უამრავი მაგარი საქმის გაკეთება!

იცი რა არის ძალაუფლების ნაკლი?

შეჩვევა იცის.

იმდენად იცის შეჩვევა რომ მზად ხარ ნებისმიერი ადამიანი მოიშორო თავიდან, ვინც შენი
ძალაუფლების შესუსტებას ეცდება.

ადამიანი კი ბუნებით ხარბი არსებაა.

არ არის საჭირო ხმამაღლა მეთანხმებოდე,მაგრამ გულის სიღრმეში იცი რომ ასეა.

და თუ დედამიწაზე ადამიანი ხარბი და ძალაუფლების მოყვარულია, მარსზე გაფრენა გგონია


შეცვლიდა რამეს?!

რა თქმა უნდა, არა.

და მარსზეც არ მომხდარა, რაიმე განსაკუთრებული და ახალი.

პრეზიდენტი მოკლეს.

დაჯგუფებამ, რომელიც თავის თავს, ტფილისის მხსნელებს უწოდებდა , გადაწყვიტა მარსი


თავისი ხედვების მიხედვით განევითარებინა, მოიშორა პირველი პირი და შეიარაღებული
დაჯგუფებები განათავსა ყველა სტრატეგიულ ობიექტზე.

მხედართმთავარის გარეშე დარჩენილ საპოლიციო ძალები დანებდნენ. კოსმოსურმა საბჭომ


დაგმო პუტჩი,მაგრამ ამის აღმოსაფხვრელად არაფერი გააკეთა. კოსმოსური
მთავრსარდლობა, „ტფილისის მხსნელები“-ის მხარეს გადავიდა.

ტფილისის აღება, პუტშით მოსულ ახალ მხედართმთავარს აღარ აკმაყოფილებდა და მთელი


მარსის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. მალე შემოიკრიბა გვერდით საერთო აზრის მქონე
მეამბოხეები და კოსმოსში გამართა ბრძოლა.

მეამბოხეების ტყვიებმა, ათეულობით კაფსულა გატეხა და ათასობით ადამიანი შეიწირა.

მარსი საბრძოლო მოქმედებების არეალად გადაიქცა.

დედამიწიდან გაიგეს, კოსმოსში არსებული ბრძოლის შესახებ და მარსის დაბრუნების მიზნით,


შეტაკებებში ჩაერთვნენ.
ორი პლანეტა, ისევ, ადამიანის ხელით ნადგურდებოდა.

1 კვირის შემდეგ, კოსმოსურ ცენტრში, შეტყობინება მივიღეთ, მორზეს ანბანით.

არც გამომგზავნის სახელი ეწერა და არც პლანეტის.

წერილი იწყებოდა ასე:

ძვირფასო ადამიანებო

თქვენი უმეცრებით და მომხვეჭელობისადმი უდიდესი მიდრეკილებით, თქვენ ანადგურებთ არა


მხოლოდ თქვენს პლანეტას, არამედ საფრთხეს უქმნით გალაქტიკის მოსახლეობას.

დიდხანს ვდუმდით, როდესაც თქვენი სიხარბის გამო დაიწყო გლობალური დათბობა.


დედამიწა აავსეთ გადაუმუშავებელი ნარჩენებით. ჭრიდით ხეებს და ანადგურებდით ოკეანეებს.
ყველა ამ პრობლემაზე, თქვენვე მოიმკით შედეგს.

ეს თქვენი პლანეტა იყო... მაგრამ დღეს გაცდით საზღვარს.

თქვენ მოხვდით გალაქტიკის 13 რასის ყურადღების ქვეშ. თორმეტი რასა მზად არის დღესვე
მოიტანოს თქვენზე იერიში,მაგრამ მხოლოდ ჩვენ, გვინდა მოგცეთ კიდევ ერთი შანსი.

წერილის წაკითხვის შემდეგ, ჩაჯექით რაკეტაში და გაემართეთ დროის მარყუჟისკენ, როგორც


თქვენ ეძახით შავი ხვრელისკენ. პირდაპირ, შედით შავ სივრცეში, რითიც გადახვალთ
პარალელურ რეალობაში. დაყავით ერთი თვე, მაგრამ არ გაბედოთ დედამიწასთან ან
მარსთან მიახლოება.

შავ ხვრელში შესვლით, დაირღვევა დროის აღქმა ჩვენს სამყაროში და მომავალში მოხდება ის
რაც მოხდა წარსულში. თქვენი ვალია ერთი თვის შემდეგ დაბრუნდეთ და თქვენი პრეზიდენტი
გადაარჩინოთ. ასე აიცილებთ ჯერ ომს და შემდეგ პლანეტების განადგურებას.

- გვეხუმრება ვინმე? - წარმოთქვა გენერალმა


- არამგონია ხუმრობა იყოს - ვთქვი მე
- აბა, რა 13 რასა. რა დროის მარყუჟი. უცხო რასა რომ არსებობდეს, აქამდე უკვე
გვეცოდინებოდა
- ნება მომეცით მე წავიდე ამ ექსპედიციაზე და უბრალოდ ვცადო შავ ხვრელში გავლა
- სისულელეა. მიახლობისას რაკეტა ნაწილებად დაიშლება.
- მზად ვარ ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენო. გთხოვთ მომცეთ ნება, გენერალო!
- არა! ახლა ამის დრო არ არის. როგორც გეგმაში გვქონდა, სატურნზე წახვალ
ექსპედიციით. ახალი მიწა გვჭირდება, თორემ მარსს მალე ხელში ჩაიგდებენ და
დაგვღუპავენ ეს შეჩვენებულები! - თქვა გენერალმა

ექსპედიცია იმავე საღამოს ჩაინიშნა.

მე, გაბო და გერმანელი კოსმონავტი ლილი გაგვიშვეს სატურნის გამოსაკვლევად.


გენერალი გვაჩქარებდა, თქვენზეა კაცნობრიობის მომავალი დამოკიდებულიო

მე კი...

მე უცნობი ცივილიზაციიდან მოსული წერილი მიტრიალდებდა გონებაში.

ლილი და გაბო ვერ დავითანხმე, კურსისთვის რომ გადაგვეხვია, ამიტომაც ასეთი რამ
მოვიფიქრე.

სამივე ჩვენგანი სამართავ კაბინაში ვისხედით.

რამდენიმე წუთით გავედი კაბინიდან და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდი. ლილის ვუთხარი რომ
ძრავს უცნაური ხმა ჰქონდა და წამომყოლოდა რომ შეგვემოწმებინა.

ძრავისკენ მიმავალ გზაზე, თავი მოვაჩვენე რომ ვითომ რაღაც დამრჩა კაბინაში და ვუთხარი
რომ წასულიყო და მეც დავწეოდი.

კაბინაში დაბრუნებულმა კი გაბოს ვუთხარი რომ ლილის მისი დახმარება სჭირდებოდა.

აი ასე დავრჩი კაბინაში მარტო.

კარი ჩავრაზე და რუქა ჩამოვიღე თაროდან.

შავი ხვრელი კოორდინატები გრძედსა და განედში გამოვთვალე, მონაცემები კი სისტემაში


შევიყვანე.

სისწრაფით მიმავალმა რაკეტამ, უხეშად შეიცვალა კურსი და შავი ხვრელისკენ გაემართა.

გაბო და ლილი მყისვე გამოემართნენ კაბინისკენ, კართან მოვარდნენ და დაიწყეს ყვირილი.

- რას აკეთებ?! გაგიჟდი?! ჩვენზე კაცობრიობის მომავალია დამოკიდებული - შემომყვირა


ლილიმ
- სწორედ კაცობრიობის გადარჩენას ვცდილობ - ვუპასუხე მე
- შავ ხვრელში შესვლით, რისკის ქვეშ აგდებ ყველაფერს. რაკეტა ნაწილებად დაიშლება!
რატომ არ გესმის, რატომ?!
- არ დაიშლება. შავი ხვრელი არის პარალელურ სამყაროსა და ჩვენს რეალობას შორის
არსებული ხიდი. ჩვენ თუ გავარღვევთ დროის ხაზს, მოვხვდებით პარალელურ
სამყაროში, რითიც დავარღვევთ ამ სამყაროს დროის ხაზს
- შემდეგ?!
- შემდეგ დავბრუნდებით წარსულში და გადავარჩენთ პრეზიდენტს.
- და თუ შენი თეორია, პუტშის წევრების წარმოსახვის ნაყოფია?! მოგატყუეს? თუ ჩვენს
კონტროლირებად ბოლო რაკეტას, შავ ხვრელში დავშლით, რა ბედში ჩავარდება
კაცობრიობა. ამაზე არ გიფიქრია?!

დავდუმდი.

იქნებ მართლაც არ ვიქცევი გონივრულად.

რა მოხდება თუ შავი ხვრელი დროის სხვა გარსში არ გადამიყვანს. ან თუნდაც გადავიდე,


ერთი თვის მანძილზე საწვავი როგორ შევინარჩუნო, ნახევრად დაცილილი ბაკით.
მობრუნება, დიდ მანძილზე გამიყვანს და არც საწვავი მაქვს ამისთვის საკმარისი

არა.

ასე არაფერი გამოვა!

უკეთესი იქნება კოორდინატები შევცვალო.

- შავ ხვრელს მივუახლოვდით! შეცვალე კურსი! - დაიყვირა გაბიმ

არ ვიცი...

იქნებ გამერისკა

პარალელურ რეალობაში გადასვლის შემთხვევაში, მარსზე რომ დავეშვა და საწვავი


ავავსო?!

არა.. წერილში ეწერა რომ მარსს და დედამიწას არ უნდა მივკარებოდი.

მაგრამ, რატომ?!

იქნებ იქ ომი ჯერ არ იყოს დაწყებული.

იქნებ იქ უფრო გონივრული ხალხი ცხოვრობს.

ადრე ბაბუა მიყვებოდა რომ დიდმა ბაბუამ, კოსმოსური სადგური ააშენა გლდანში.

- გამოფხიზლდი! შეცვალე კურსი! - განწირული ხმით ყვიროდნენ გაბი და ლილი

სხვის სიცოცლხეს ვერ გავწირავ, არ შემიძლია

იმ მომენტში შემეშინდა, როდესაც ყველაზე დიდი სიმამაცე უნდა გამომეჩინა.

რაკეტა ბნელ სივრცეში შედიოდა, რა დროსაც კურსზე მონაცემები ერთი საფეხურით


შევცვალე და რაკეტა მარცხნივ შემობრუნდა.

ის იყო რაკეტა, კოსმოსში გამყავდა რომ მარცხენა მხრიდან რაღაც დაგვეჯახა და ისევ შავ
სივრცეში შეგვაგდო.

რამდენჯერმე დატრიალდა რაკეტა

ხან ერთ კედელს ვეჯახებოდი და ხან მეორეს.

გვირაბი გავიარეთ და ისევ კოსმოსში დავბრუნდით.

ფრთხილად წამოვდექი იატაკიდან და მუხლებზე დავდექი

- რა სისულელე გავაკეთე! როგორ მეგონა რომ გაამართლედა!- დავიყვირე და ტირილი


დავიწყე
- გააღე კარი თუ ღმერთი გწამს! - კარის მოპირდაპირე მხრიდან წარმოთქვა გაბომ

ნელი ნაბიჯით მივედი და გავაღე კარი

სახეში ვეღარ ვუყურებდი ლილის და გაბოს

მრცხვენოდა.

თავჩაქინდრული გავედი კაბინიდან და საძინებელ ოთახში ჩავიკეტე

ვიგრძენი როგორ შეცვალეს ისევ კურსი.

ალბათ მარსზე ვბრუნდებით, რადგან სატურნზე დაშვებას და თავიდან აფრენას ვეღარ


შევძლებთ.

რა ვუთხრა გენერალს?!

ალბათ პოსტის დატოვება მომიწევს.

ვინ ჩივის პოსტს.

იქნებ უკვე სრულიად დაიმორჩილეს აჯანყებულებმა მარსი.

ან უფრო უარესი... უცხო ცივილიზაციამ პირობა შეასრულა და ორივე პლანეტა გაგვინადგურა

დავწექი საწოლზე და თვალები დავხუჭე.

რამდენიმე წუთში ლილი შემოვარდა ოთახში

- ადექი, დროზე! - შეშფოთებული მომვარდა, ხელი ჩამჭიდა და გამაქცია სამართავ


კაბინაში
- რა ხდება? - დაღონებულმა ვკითხე მე
- მართალი ყოფილხარ, დროის სივრცე გავარღვიეთ - სიხარულით წამოიძახა გაბომ
- და პარალელურ რეალობაში მოვხვდით?
- კი, მაგრამ ერთი პრობლემაა. უფრო სწორედ ორი
- რა პრობლემაა?
- ერთი თვე კოსმოსში ვერ გავჩერდებით, საწავავი გამოგველევა
- მარსზე ავავსოთ
- ეს არის მეორე პრობლემა, გაიხედე- მითხრა გაბომ და თითი მარსისკენ გაიშვირა.

სიცოცხლით სავსე პლანეტა, რომელშიც ასობით კაფსულა იდგა და კაფსულის შიგნიდან


სასტუმროების, რესტორნების თუ სხვა გასართობი დაწესებულებების კაშკაშა სინათლე
მოსჩანდა, სადღაც გამქრალიყო და მარსის მთელი ზედაპირი უსიცოცხლო მიწას
დაესაკუთრებინა.

- ცოტა ახლოს ვერ მივალთ? იქნებ ამ რეალობაში, მარსის მხოლოდ ერთი ნაწილი
გვაქვს ათვისებული?! - ვკითხე მე
- არ ვფიქრობ ასე. კოლონიზატორებმა მარსის გარშემო განალაგეს ათი კაფსულა.
კოლონიზაცია დაწყებული რომ იყოს ერთ კაფსულას მაინც დავინახავდით. - მიპასუხა
ლილიმ
- აბა რა ვქნათ? ფიზიკურად ვერ მოვტრიალდებით
- დედამიწისკენ წავიდეთ და იქ ავავსოთ საწვავი. ერთი თვე გავჩერდეთ და დავბრუნდეთ
უკან
- გაგიჟდი?! ატმოსფეროში შესვლისთანავე ჩამოგვაგდებენ.
- აბა რა ვქნათ, ლილი?! მოსატრიალებლად საწვავი არ გვეყოფა, შავ ხვრელში გავლამ
რაკეტის ჯავშანი დააზიანა. კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. მოდი დავეშვათ
დედამიწაზე.

დიდხანს ვბჭობდით რა იქნებოდა სწორი გამოსავალი

ბოლოს, მაინც, დედამიწაზე დაშვება გადავწყვიტეთ და იმედი გვქონდა რომ მოვახერხებდით


რაკეტის საწვავით შევსებას და დროის მარყუჟში გავივლიდით ისევ.

დედამიწას მივუახლოვდით და დაკვირვება დავიწყეთ.

ვფიქრობდით, სად შეიძლებოდა დაშვება.

მაგრამ ბევრი არ გვიფიქრია

რა თქმა უნდა საქართველოს კოსმოსურ სადგურში.

გეზი გლდანის მეგაპოლისისკენ ავიღეთ და იმედი გვქონდა რომ დედამიწის სივრცეში


შეღწევსითვის, არავინ ჩამოგვაგდებდა.

ვუახლოვდებოდით კავკასიას,მაგრამ ის ცნობილი შუქურა, რომელიც რაკეტებს მიმართულებას


უჩვენებდა, არსად მოსჩანდა.

200 კილომეტრით მივუახლოვდით დედამიწას და დასაშვებად მიწას გამალებით ვეძებდით.

- ასე არაფერი გამოვა! - დაიყვირა გაბიმ და კურსს დასავლეთისკენ გადაუხვია


- საით მიგყავს რაკეტა? - ვკითხე მე
- აქ ვერ დავსვამ, არსად არ არის კოსმოსური სადგური.
- როგორ არ არის! თბილისშია, აი იქ - ვუთხარი და თითი გავიშვირე
- არ არის! არა! გაიგე რასაც გეუბნები - განრისხებით შემომხედა გაბიმ
- დროზე უნდა გავიდეთ ხომალდიდან
- რა? რატომ? - აღელვებით იკითხა ლილიმ
- რაკეტას შავ ზღვაში ვაგდებ. ჩვენ სასწრაფოდ კაფსულაში უნდა ჩავსხდეთ და
მოვწყდეთ კარეტას - თქვა გაბიმ და კაფსულისკენ გაიქცა
- უკან როგორ დავბრუნდებით? - გაქცევის დროს ვკითხე გაბის
- ახალი რაკეტით. იმედი ვიქონიოთ რომ შევცდი და როგორ შენ ამბობ თბილისში
კოსმოსური სადგური დაგვხვდება.

კაფსულაში შევძვერით, ქამარი ტანზე ძლიერად გადავიჭირეთ და კაფსულა მოსწყდა რაკეტას.

არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ჰაერში.

მაგრამ ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ის გვიკვირდა რომ ცეცხლი არ გაგვიხსნა


დედამიწამ.
შეიძლება მიწაზე დაგვხვდნენ

ესეც არ არის გამორიცხული

ვცდილობდი პოზიტიურად მეფიქრა,მაგრამ არ გამომდიოდა.

მიწაზე როდესაც დავეშვით, ცოტახანს გაუნძრევლად ვიჯექით კაფსულაში.

შემდეგ ლილიმ გაბედა ქამრის შეხსნა, გახსნა კარი და ფრთხილად გაყო თავი.

გარშემო არავინ ჩანდა.

- იქნებ ადამიანები არ არიან ამ პლანეტაზე - თქვა ლილიმ და კაფსულაში ჩამოგვხედა


- არიან. აბა ეს შენობები თავისით ხომ არ აშენდებოდა?! - თქვა გაბიმ
- რა უაზრობა თქვი ახლა იცი?! - შემოტრიალდა ლილი
- შენ დასვი არასწორად კითხვა!
- გავიგე რომ გაღიზიანებულები ხართ,მაგრამ რა გჭირთ! სწორი კითხვა დასვა ლილიმ.
იქნებ გადაშენდა ადამიანთა რასა და ეს შენობები ისე შემორჩა. მაგრამ, არა. ამ
შემთხვევაში ბუნება შთანთქავდა მათ. რაღაც სხვა ხდება აქ და აუცილებლად უნდა
გავარკვიოთ.
- სად ვართ, ნახე აბა ტელეფონში.
- ინტერნეტი არ იჭერს
- როგორ თუ არ იჭერს. ინტერნეტი მთელ კოსმოსში იჭერს და აქ როგორ არ იჭერს?! -
გაიცინა ლილიმ

კაფსულიდან მნიშვნელოვანი ნივთები, ზურგჩანთებში გადავაწყეთ და გავუდექით გზას, იმის


იმედით რომ ვიპოვიდით ერთ ადამიანს მაინც, რომელიც მიგვასწავლიდა თბილისისკენ
გზას.

ბანერზე ვნახეთ რომ ფიჩორში ვყოფილვართ.

გორაკზე მოსეირნე ადგილობრივი დავინახეთ და სიხარულით მისკენ გავიქეცით და თან


ვცდილობდით ჩვენი ხმა გაგვეგონებინა მისთვის.

მამაკაცმა გაკვირვებით შემოგვხედა და იარაღი დაგვიმიზნა

გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამიკვირდა, უბრალოდ ცოტა შემეშინდა

მეც, მარტო ყოფინსას, რომ დამენახა სამი კოსმონავტი, სკაფანდრებით, რომლებიც


ჩემსკენ ყვირილით მორბიან, მეც აუცილებლად დავუმიზნებდი იარაღს.

- მტრულად არ მოვსულვართ! - ხელები ავწიეთ და ნელი ნაბიჯით განვაგრძეთ სიარული


- რამდენიმე კითხვა გვაქვს და წავალთ - თქვა ლილიმ

მამაკაცი ისევ იარაღს გვიმიზნებდა და ისიც ნელა გვიახლოვდებოდა

- სამხედროა! - თქვა გაბიმ


- რა იცი? ვუპასუხე მე
- დედამიწის ისტორიის მუზეიმში ვნახე რომ დედამიწელ სამხედროებს ადრე ასეთი
ფორმები ეცვათ
- მაშინ რა გვიკვირს რომ იარაღი დაგვიმიზნა - შევხედე გაბის და გავუცინე
- მშვიდობით ვართ მეგობარო მოსული. გთხოვ, ჩაწიე იარაღი - უთხრა გაბიმ სამხედროს
და ხელი ფორმისკენ წაიღო

ჯარისკაცი შეცბა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და შეჰყვირა:

- руки вверх, блять


- რა თქვა?! - გაკვირვებით შევხედეთ ერთმანეთს.
- Что ты здесь делаешь?
- ჩვენ ვცდილობთ თბილისში წავიდეთ! თბი-ლი-სი - თქვა გაბიმ და სიარულის იმიტაციით
ცდილობდა მიეხვედრებინა უცნობი რომ თბილისისკენ გვინდოდა წასვლა
- чем ты занимаешься? сейчас. ты тупой? попасть на землю, Быстро!

გვითხრა ჯარისკაცმა და მიწაზე დაგვაწვინა.

ამასობაში ჟანგიანი მანქანით მოვიდნენ სხვები და მანქანაში ჩაგვსვეს.

დიდხანს ცდილობდნენ სკაფანდრი მოეხნათ ჩვენთვის და როდესაც არ გამოუვიდათ


ლილის სკაფანდრის შუშა, იარაღის ტარით ჩაამტვრიეს.

პატარა დანგრეულ შენობაში მიგვიყვანეს და ცალ-ცალკე აყროლებულ ოთახში დაგვსვეს.

- თბილისში მიდიოდით? - გვკითხა მოხუცმა, რომელიც პოლკოვნიკად გაგვეცნო

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ქართული ენის გაგონება

- დიახ, თბილისში მივდივართ - სიამაყით ვუპასუხე მე


- ასე უბრალოდ? - გაიკირვა პოლკოვნიკმა
- დიახ, ასე უბრალოდ.
- რა საქმე გაქვთ თბილისში, თუ საიდუმლო არ არის?!
- კოსმოსურ სადგურში მივდივართ რომ ჩვენს პლანეტაზე დაბრუნება შევძლოთ
- თბილისის კოსმოსურ სადგურში? - იკითხა პოლკოვნიკა
- დიახ! - სიხარულით წამოვიძახე მე

მოხუცმა ერთხანს ღიმილის დაფარვას ცდილობდა, თუმცა შემდეგ ვერ შეიკავა და


გადაიხარხარა.

- რეალური მიზეზი მითხარი რატომ მიდიხარ თბილისში, თორემ სასამართლოში წაყვანა


არ აგცდება
- სიმართლეს გეუბნები. რაკეტა მჭირდება რომ კოსმოსში დავბრუნდე! - გამალებით
ვცდილობდი რომ დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში, თუმცა ამაოდ. რაც მეტს
ვამტკიცებდი რომ კოსმოსში ვაპირებდი დაბრუნებას, მით ხმამაღლა იცინოდა
პოლკოვნიკი.
- კარგი, არ მაინტერესებს რა დაგრჩენია თბილისში. რა ვქნათ ახლა ჩვენ?! -
შემომიბრუნდა სერიოზული სახით
- გაგვიშვით და ჩვენს გზას გავაგრძელებთ. რა უნდა ვქნათ სხვა?! - ვუპასუხე სრული
სერიოზულობით
- მომწონხარ! ახალგაზრდა ბიჭი ხარ და არ მინდა მომავალი დაგინგრიო. მოდი,
გადაიხადე და გაგიშვებ.
- ჩვენს ვალუტას იღებთ? - გავიკვირვე
- რუბლს ვანიჭებთ უპირატესობას - თქვა პოლკოვნიკმა და ხელი გამომიშვირა

არადა, მე კოსმოსური ვალუტა მქონდა წარმოდგენილი.

- გაბის, ჩემს მეგობარს, აქვს სამაჯური რომელიც უიშვიათესი თვლით არის შემკული.
დედამიწაზე ძვირად გაიყიდება. ჩვენი თავისუფლების სანაცვლოდ დაგითმობთ, თუმცა
თბილისამდე უნდა მიგვიყვანოთ
- მშვნიერი წინადადებაა. თქვა პოლოვნიკმა და ხელი გამომიწოდა.

20 წუთი გვატარეს გაურკვეველი მიმართულებით და ბოლოს გაშლილ მინდორზე ჩამოგვსვეს.

- ამის იქით ვერ წაგიყვანთ. სულ პირდაპირ გაყევით და მიხვალთ თბილისამდე -


გვითხრა პოლკოვნიკმა და მანქანით უკან გაბრუნდა.
- რატომ არ წაგვიყვანა ბოლომდე?! - იკითხა ლილიმ
- არ ვიცი - ვუპასუხე მე

ჯერ წალენჯიხის ბანერი გამოვიარეთ, შემდეგ სალხინოს, შემდეგ ცხუნკურს მივადექით და


ბოლოს ქუთაისში გავჩერდით.

ხალხი შეკრებილიყო მოედანზე.

მეც, მივედი ერთ-ერთ მათგანთან და ვკითხე

- აქ რა ხდება?
- ეს რა გაცვია?! გვამასხარავებ?! - მოღუშული სახით შემოგვხედა ასაკოვანმა კაცმა
- არა, როგორ გეკადრებათ. კოსმოსში ყველას ასე გვაცვია. რას აღნიშნავთ?
- ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებთ

აქამდე სიტყვა პროტესტი არ მქონდა გაგონილი,რადგან ჩემს სამყაროში მასეთები არ


ხდებოდა,

- შეიძლება მეც თქვენთან ერთად გავაპროტესტო?! - ვკითხე ღიმილიანი სახით


- რაფერ არ შეიძლება, მაგრამ პირბადე რატომ არ გიკეთია?! ვირუსის არ გეშინია?!
- სკაფანდრი მიცავს ატმოსფეროს ბაქტერიებისგან - ვუპასუხე მე
- კი, ეგ სკაფანდრიც დაგიცავს, მართალი ხარ, მაგრამ ამ გოგონას სკაფანდრი
გატეხილია. - გვითხრა და ლილისკენ გაიშვირა ხელი.

სიმართლე რომ გითხრათ, შემეშინდა. ზუსტად ვერ გავიგე რა ვირუსზე


საუბრობდა,მაგრამ რადგან გარშემო ყველას პირბადე ეკეთა, ესეიგი საჭირო იყო
ლილისთვის მისი გაკეთება.

მოხუცს დავემშვიდობეთ, თბილისის გზა გამოვკითხეთ და სიარული გავაგრძელეთ.

გზაში ზუსტად ისეთივე პირბადე დავინახეთ, როგორიც იმ ბერიკაცს ეკეთა, ამიტომაც


ავიღეთ მიწიდან და ლილის გავუკეთეთ.
წესით, ახლა, ლილიც დაცული იქნება ბაქტერიებისგან.
გაგვიხარდა რომ ლილიც უსაფრთხო იყო და გზა მეტად შემართებით გავაგრძელეთ.

ქუთაისიდან ხაშურში გადავედით. ისე მოგვშივდა რომ ლილის ყელსაბამი, ნაზუქში


გავცვალეთ.

გავიარეთ ხოვლე, ერთაწმინდა, იდლეთი, მცხეთა და როგორც იქნა, თბილისს


მივადექით.
ხან ფეხით მივდიოდით, ხან მრგვალ, ტყავ გადაკრულ რკინაზე მოსიარულე მანქანა
გვიჩერებდა. ერთი ავტოპილოტიანი მანქანაც არ გვინახავს, წარმოიდგინე!

ერთი სიტყვით ორჯერ დაგვაღამდა და გზაში საჭმელი სულ გამოგვლია.

თბილისის ქუჩებში დავხეტიალობდით, მთვარე ქუჩას გვინთებდა.


ღამის 02:00 საათი იყო და ჩვენს გარდა ქუჩაში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავდით.

რა უცნაურები არიან ადამიანები.


მგონი ღამე სახლიდან არ გამოდიან.

ერთი წამიც არ გავიდა რომ მოციმციმე მანქანა გამოჩნდა და ჩვენს უკან გაჩერდა.
მშვენიერი, მწვანე თვალება გოგონა გადმოვიდა მანქანიდან, მოგვიახლოვდა და
მკაცრად შემოგვხედა

- ოფიცერი, თამთა ალანია, თქვენი საბუთები წარმომიდგინეთ!


- თან არ გვაქვს ოფიცერო - ვუთხარი მე
- ამ ღამე რას აკეთებთ ქუჩაში?
- და ხალხი სად არის?!
- კომენდანტის საათია. არ გაქვთ ქუჩაში ყოფნის უფლება. ჯარიმა უნდა გამოგიწეროთ.
შემთხვევით წვეულებიდან ხომ არ მოდიხართ?
- რატომ იფიქრეთ ეგ?
- კოსტუმი რომ გაცვიათ ამ სიცხეში, ამას მიზეზი უნდა ჰქონდეს
- დიახ, კოსმონავტები ვართ - მიუგე ლილიმ
- ხო, რა თქმა უნდა - ჩაიცინა ოფიცერმა
- სიმართლეს გეტყვით, ოღონდ თქვენი დახმარება დაგვჭირდება - ვუთხარი მე
- გისმენ
- მჭირდება კოსმოსურ სადგურში წამიყვანოთ. მე მოგიყვბით ჩვენი სამყაროს შესახებ
სიმართლეს და თვალს აგიხელ,ოღონდ რამდენიმე წამით ჩათვალე მაინც, იდეის
დონეზე, რომ სიმართლეს ვამბობ და სერიოზულად მიიღე, კარგი?
- კარგი, სმენად ვარ ქცეული
- ეს სამაყარო, ძალიან დიდია. ჩვენს გარდა სამყაროში 13 რასაა და შავი ხვრელის
შესახებ ხომ გაგიგია?! შავი ხვრელი წარმოადგენს პორტალს, დროის სივრცეებს შორს.
ჩვენ მოვედით, ამ კონკრეტული სამყაროს, პარალელური დროიდან და გვჭირდება
რომ ისე დავბრუნეთ უკან. მარსი მალე განადგურდება და თუ ჩემს დროის სკალში,
პლანეტები განადგურდება, ამას ეფექტი ექნება თქვენს სამყაროზეც. ახლა კი მჭირდება
რომ გლდანში მიმიყვანოთ, იმისთვის რომ რაც შეიძლება დროზე დავბრუნდეთ უკან.
- თამთა, ყველაფერი რიგზეა? - გაისმა ხმა რაციიდან
- კი, სამი ახალგაზრდაა. სავარაუდოდ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არიან.
- აზრი არ აქვს. არ დაგვიჯერებენ, რამდენჯერაც არ უნდა მოვყვეთ - მითხრა ლილიმ
- წამოდით ახლა სამივე ჩემს მანქანაში, ნარკოლოგიურში უნდა გადაგიყვანოთ. -
გვითხრა ოფიცერმა, გაგვჩხრიკა, დაგვადო ბორკილები და მანქანაში ჩაგვსვა

მანქანა დაძრა და ნარკოლოგიურისკენ გზას გავუდექით

- მაინც არ გჯერათ, არა?!


- სისულელეს ამბობ.
- კონკრეტულად რა ნაწილში გეპარებათ ეჭვი? - ვკითხე მე
- პირველ რიგში არ მჯერა რომ სხვა ცივილიზაციაც არსებობს.
- ამხელა გალაქტიკაში, მართლა გჯერა რომ მარტოები ხართ?!
- კარგი. თუნდაც ასე იყოს... ადამიანებს მარსის გამოკვლევა ჯერ არ დაუსრულებიათ.
რომელ მარსის გადარჩენაზე საუბრობ?!
- რა ვქნათ? - მკითხა ლილიმ
- არ ვიცი - ვუპასუხე მე და თავით ფანჯარას მივეყრდნე.
- ათ წუთში ნარკოლოგიურში ვიქნებით!, ცენტრი! როგორ გესმით?! - თქვა ოფიცერმა

რაციიდან ოფიცერს არ უპასუხეს

- ცენტრი! ჩემი ხმა გესმით?! - გაიმეორა ოფიცერმა

შუქნიშანზე გავჩერდით.

ოფიცერი რაციას ეჯაჯგურებოდა. ხან ელემენტები მოხსნა, ხანაც მოხსნა და თავიდან


შეაერთა კაბელი მანქანაში.

- ცენტრი! გესმით ჩემი ხმა?

არავინ იღებდა ხმას

- რა ჯანდბა გჭირს?! - ჩაიბურტყუნა ოფიცერმა

დაძრა მანქანა.

გზაჯვარედინზე ნელა მიაგორებდა, რა დროსაც...

სატვირთო გამოვარდა დიდი სისწრაფით და პოლიციის მანქანას შეეჯახა.

ბუნდოვნად მოსჩანდა გარშემო

იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ გააზრება ვერ მოვასწარი იმისა, თუ რა მოხდა

შავებში ჩაცუმლა მამაკაცმა გადმოგვათრია მანქანიდან და თავიანთ სატვირთოში ჩაგვსვა

- იდიოტები ხართ ადამიანები! - ეს იყო პირველი, რაც გავიგე მათგან


- ვინ ხართ თქვენ? - იკითხა გაბომ
- ჩვენ გამოგიგზავნეთ წერილი.
- აქ რას აკეთებთ?
- თქვენი დამსახურებით, ჩვენც პარალელურ რეალობაში მოვხვდით. ერთ ადამიანს
შეეშინდა შავ ხვრელში გავლა, კურსს გადაუხვია და ჩვენ შეგვეჯახა. ამ დროს მივხვდით
რომ თქვენი მარტო დატოვება, გონივრული გადაწყვეტილება არ იქნებოდა და
გამოგყევით.
- სწორადაც მოიქეცით - თქვა ლილიმ
- რაკეტა ზღვაში ჩააგდეთ, კაფსულა მიწაზე დააგდეთ და არც ეცადეთ რომ
გადაგემალათ, ყოველ მეორეს უყვებით რომ მარსიდან ხართ. ადამიანები რომ
ახალგაზრდა რასა იყავით ვიცოდით, მაგრამ თუ ასეთი განუვითარებლები იქნებოდით
არ მეგონა.
- და რატომ ცდილობთ დაგვეხმაროთ? უბრალოდ რატომ არ გაანადგურეთ ჩვენი
პლანეტა როგორც სხვებს ჰქონდათ გადაწყვეტილი?
- იმიტომ რომ ერთ დროს ჩვენც თქვენსავით ვიყავით. ჩვენი პლანეტა დაუსრულებელი
ომებით იყო მოცული, ბოროტება სიკეთეს სჭარბობდა და უბრსკულისკენ
მივემართებოდით.
- შემდეგ რა მოხდა?
- შემდეგ მოხდა ის, რაც ახლა ხდება თქვენს შემთხვევაში. გამოჩნდა სხვა რასა, ჩვენზე
განვითარებული, რომელმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა.
- იცი?! ზოგჯერ ერთი პატარა ბიძგი და დახმარება სჭირდება ადამიანს რომ წარმატებას
მიაღწიოს ან წარუმატებლობის ორმოდან ამოძვრეს. - თქვა ლილიმ
- რატომ ეწერა წერილში რომ დედამიწას და მარსს არ უნდა გავკარგებოდით?
- მარსზე ჩაფრენის შემთხვევაში, ადამიანების ძებნას დაიწყებდით და დროს
დაკარგავდით. ამას ემატება საწვავი, რომელსაც უაზროდ გაფლანგავდით
- დედამიწის შემთხვევაში?
- თქვენ მოხვედით განვითარებული სამყაროდან, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე დღის
წინ გაიგეს რომ ადამიანი გალაქტიკაში მარტო არ იყო. განუვითარებელი სამყარო,
სადაც ჯერ მხოლოდ დედამიწიდან იკვლევენ კოსმოსს, დაიჯერებდა დროის მარყუჟის
არსებობას?
- რომელმა დაგიჯერა, ჯარისკაცმა რომელსაც აფხაზეთში შეხვდი თუ ამ პოლიციემა?
იქნებ იმ კაცმა ქუთაისიდან
- საქართველოში არ არის კოსმოსური სადგური?
- არა. შტატებშია,მაგრამ იქამდე ვერ მიხვალთ.
- აბა რა ვქნათ?
- არაფერი. ჩვენი რაკეტით უნდა წავიდეთ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მინდორზე
დავსვით.
- ერთი რაღაც ვერ გავიგე. თუ დროის სივრცის ჩვენს მონაკვეთში, ჩვენმა სამყარომ
მოახდინა და მოახერხა განვითარება, სირვცის ეს ნაწილი რატომ ვერ ახერხებს იგივეს?
ჩვენ ხომ ორივეს ერთ რესურსზე მიგვიწვდებოდა ხელი...
- ჩვენი წინაპრები, ჯერ კიდევ ადამიანური რასის დასაწყისიდან აკვირდებოდნენ თქვენს
განვითარებას, დროის ორივე მონაკვეთში.
ამ ორი სამყაროს გახლეჩვა, დროის შკალში ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში დაიწყო.
როდესაც თქვენი დროის შკალში, სუსტ ადამიანებს ძლიერები ეხმარებოდნენ, ამ
სამყაროში ძლიერები სუსტებს გვერდით არ იყენებდნენ. ამიტომაც... ადამიანები
რომლებიც ვერ ნადირობდნენ და თევზაობდნენ სხვებისგან იპარავდნენ და სხვისას
ისაკუთრებდნენ.

მათი გადარჩენის ერთადერთი თვითმიზანი სხვისი გამომუშავებულის მითვისება გახდა.


როდესაც დრო გავიდა და თქვენი დროის შკალში, აშენებდნენ სახლებს, ქმნიდნენ
ოჯახებს და ისწავლეთ როგორ გამხდარიყავით ერთი სამყაროს ერთი ნაწილი, ამ
სამყაროში დაყოფა დაიწყეს და ისევ ადამიანის მომხვეჭელობის სურვილმა და
ადამიანთა სოციუმებად დაყოფამ, როგორიც იყო ‘ჩვენ“ და „მათ“, დაიწყო ომები.

თქვენ სიმშვიდეში ვითარდებოდით. გინდა გითხრა, რატომ იყო საქართველო თქვენს


სამყაროში ძლიერი სახელმწიფო, ხოლო ამ სამყაროში რატომ არის ბოლოდან
მეორე?!

ერთი საუკუნე არ გასულა ისე რომ საქართველოში ვიღაც არ შემოსულიყო და მისი


დაპყრობა არ სდომებოდა. ძლიერდბოდა ქვეყანა და უფრო დიდი ქვეყანა
დაადგებოდა მეორე დღეს ჯარით, დაასუსტებდა... წლობით ბრძოლის შემდეგ
მოიშორებდა ქვეყანა დამპყრობლის უღელს, გაძლიერდებოდა და მერე ისევ იგივე
ხდებოდა.

შენი „მე“ აქ იტანჯება.

- ჩემი მე?! - ვიკითხე გაოცებით


- კი, შენი მე. თქვენ ორი, ორ სამყაროს აკავშირებთ ერთმანეთთან. თუ შენ რამე მოგივა,
შენი „მე“-ც ამ სამყაროში მოკვდება. ხოლო, თუ თქვენ ერთმანეთს შეხვედებით, არ აქვს
მნიშვნელოა ის დაგინახავს თუ შენ დაინახავ მას, ორივე გულის შეტევით მოკვდებით.
- აქამდე რატომ არ მითხარი ეგ?
- მე გაგაფრთხილე, დედამიწას არ გაეკაროთთქო. დამიჯერე?!
- რა ვქნათ?
- არაფერი. სასწრაფოდ რაკეტაში უნდა ჩავსხდეთ და გავფრინდეთ ჩვენს სამყაროში. აქ
ჩვენი ადგილი არ არის.
- სად დასვით რაკეტა? - ვკითხე მე
- თბილისის ზღვაზე.
- ჩვენც თბილისის ზღასთან ვაპირებდით რაკეტის დასმას, თუმცა რადარმა, ზღვაში,
რადიაცია დააფიქსირა.
- ეგ იმიტომ რომ ნარჩენებს ზღვაში ყრიან ადამიანები.

ათი წუთი ვიარეთ და თბილისის ზღვის სასაფლაოსთან მივედით.

- აქ გავაჩერეთ რაკეტა - თქვა შავით შემოსილმა მამაკაცმა


- ვიღაცამ რაკეტა დაკარგა - გაიცინა გაბიმ
- არ არის სასაცილო. თუ რაკეტა დავკარგეთ სახლში ვეღარ დავბრუნდებით
- ნახეთ! ძირს წერილი გდია - თქვა ლილიმ
მაშინვე მივცვივდით წერილის ასაღებად.

ისევ მორზეს შრიფტი

„ ადამიანების დიდი ნაწილი მოგროვდა რაკეტის გარშემო, წასვლა მომიწია. პირველივე


ბუნიობაზე დავბრუნდები „

- რომელი თვეა ან რა რიცხვია ახლა?! - ვიკითხე მე


- 16 ენკენისთვეა. 23 ენკენისთვეს არის ბუნიობა. - მიპასუხა შავში შემოსილმა მამაკაცმა
- მანქამდე რა ვქნათ?
- დავიმალოთ. არ ვიცით ვინ არის ან სად ცხოვრობს, შენი „მე“ ამ სამყაროდან. აქედან
გამომდინარე სახიფათოა შენი ქუჩაში სიარული. გაბოს ან ლილის წინაპრები,
საქართველოდან არ იყვნენ, აქედან გამომდინარე საშიში არ არის მათთვის.

ოთახი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვიქირავეთ.

ფული სად გვქონდა?

ოქრო გავყიდეთ. საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო ოქროს მოპოვებით, ამიტომაც


ჩვენთან მიღებული იყო რომ თუ მაღალი სოციალური კლასიდან იყავი, ოქროს ყელსაბამი
უნდა გაგეკეთებინა, ხოლო დაბალი სოციალური კლასი, ვისი საშუალო შემოსავალიც 5
000დან 10 000 ლარამდე იყო, ვერცხლის ყელსაბამს ატარებდნენ. სამთავრობო პირებს
ბრილიანტის ყელსაბამები ეკეთათ.

ვიცი უაზრობაა, მაგრამ ამით ერთმანეთზე პირველი შთაბეჭდილება გვიყალიბდებოდა.

გაბი და ლილი მთელ დღეებს თბილისში სეირნობაში ატარებდნენ.

მე კი ტელევიზორის წინ ვიჯექი.

შავებში ჩაცმული მამაკაცი, თვალს არ მაცილებდა.

- რა ხდება? - ვიკითხე მე
- არაფერი. რა უნდა ხდებოდეს - გაიკვირვა მან
- არ აპირებ სახლიდან გასვლას?
- არა. ძალიანაც მინდა, მაგრამ რაღაც სისულელეს გააკეთებ და ვერ გავრისკავ.
- არაფერს არ გავაკეთებ. რატომ დარდობ ჩემზე?
- შენზე არ ვდარდობ. ჩემი სამყარო მეცოდება…
- ეს სამყარო არ გეცოდება?
- ჩვენ ვერაფერს შევცვლით.
- იქნებ დავრჩეთ და რაიმე ახალი ვასწავლოთ.
- არ გამოვა. სანამ შენი სამყარო არის წინ, ეს სამყარო მუდმივად უკან იქნება.
- ანუ?
- თუ გინდა მართლა გადაარჩინო ეს სამყარო, შენი სამყარო უნდა დაამსგავსო ამას.
- და რა მოხდება ამით?
- ამით მოხდება ის რომ, დროის ორივე სივრცეში ნულოვანი წერტილიდან დაიწყება
ათვლა.
- მერე, კარგია არა?!
- არა, შესაძლებელია რომ ეს სამყარო უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, შენი სამყარო
დაჯაბნოს და იმის მაგივრად რომ შენ მოაქციო შენს დღის წესრიგზე, აქეთ გშთანთქოს.
- რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები. არსაიდან გამოჩნდი, იძახი რომ ჩვენზე გული
შეგტკივა, კუდში დაგვსდევ, თვალყურს გვადევნებ და ზუსტად ამ მომენტში ჩემზე ზრუნავ
რომ არ გავიდე გარეთ და რაიმე არ დამემართოს.
- უბრალოდ არ მინდა თქვენი რასა განადგურდეს!
- იცი?! ადამიანები ასე მაშინ ვიქცევით, როდესაც სინდისი გვქენჯნის.
- იმიტომ რომ ადამიანები ხართ
- მგონია რომ შენც რაღაც გაქვს მიქარული
- არა!
- კი!
- არა-მეთქი
- კი და აუცილებლად გავიგებ რა გააკეთე... სახელი მაინც მითხარი როგორ მოგმართო
- ეიჯი
- ლამაზი სახელია
- ეიჯის გვარი არა აქვს?! - ვკითხე ინტერესით
- არა. მხოლოდ ეიჯი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა. და მაინც, რა შეცდომა დაუშვი, ეიჯი?!

ეიჯი ცოტახანს დაფიქრდა და ოთახიდან გავიდა.

როგორ შეიძლება ისე გავიდე გარეთ, რომ მეორე „მე“-ს ვერ შევხვდე?!

იქნებ საქართველოში აღარ ცხოვრობს.

იქნებ იმდენად მდიდარია რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს ან ჩემსავით კოსმოსში


გაფრენაზე ოცნებეობს.

იქნებ ღარიბია და მთელი დღე ბლოკის ცეხში მუშაობს თავი რომ გაიტანოს.

არაუშავს.

რაც იქნება, იქნება. გავრისკავ სასტუმროს კაფეში გასვლას.

კოსმონავტის კოსტუმით ყურადღებას მივიპყრობ.

იქნებ ტანსაცმელი შევუკვეთო.

ლურჯ, ზოლებიან შარვალ-კოსტუმში გამოვეწყე და სასტუმროს ტერასაზე ავედი.

ტერაზა გადავსებული იყო ხალხით, რომელთაც მასკები ეკეთათ.


მე ოთახში დამრჩენოდა სკაფანდრი.

ჩემი ასაკის, მომხიბვლელი მიმტანი გოგონა მოვიდა ჩემთან და მასკის გაკეთება, დაჟინებით
მომთხოვა.

მეც მივუგე რომ თან არ მქონდა სკაფანდრი, რის გაგონებაზეც თავად მომიტანა მასკა.

- უკაცრავად, შეიძლება ჩამოჯდეტ რამდენიმე წუთით? - ვთხოვე მიმტანს


- არ მაქვს უფლება სამწუხაროდ. ასე ვიდგები ფეხზე და მითხარით რა გნებავთ
- ეს თეთრი ნაჭრები, რაც პირზე უკეთია ხალხს, რისგან იცავს?

გოგონამ გაიცინა და მომიგო:

- მეც ვერ გავიგე იცავს თუ არა. ამბობენ არ იცავსო და რატომ გვიკეთია არ ვიცი
- რიტორიკული კითხვა არ იყო. მართლა მაინტერესბს? რისგან იცავთ თავს მასკებით?
- სერიოზულად მეკითხებით?! თქვენ რა გამოქვაბულში ცხოვრობდით?
- უფრო კონკრეტულად კოსმოსში,მაგრამ მაინც არ დაიჯერებთ.
- ასტროლოგია გეყვარებათ - მომიგო გოგონამ
- ჩვენს სამყაროში, ასტროლოგიით ადამიანები რამდენიმე საუკუნის წინ იყვნენ
დაინტერესებული. შემდეგ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა რომ ყველაფერი ზღაპარია და
მას შემდეგ მაგის აღარავის სჯერა.
- როგორ არა! მე მჯერა - მითხრა გოგონამ და ჩამოჯდა ჩემს გვერდით
- აბა არ მაქვს დაჯდომის უფლებაო?! - ვკითხე და გავუცინე
- მაინც 600 ლარს მიხდიან. ჯანდაბაშიც წასულან. როდის გაქვს დაბადების დღე?
- მეათე თვის, 17 რიცხვში.
- იანვარი, თებერავლი, მარტი, აპრ... - დაიწყო თითებზე ჩამოთვლა გოგონამ და
მომღიმარმა ჩამიცინა

მის ღიმილში ისეთი სითბო იგრძნობოდა რომ არ შემეძლო თვალი მომეწყვიტა მისთვის

- ანუ 17 ოქტომბერს - დავასწარი თქმა


- თავიდანვე მასე გეთქვა - მისაყვედურა და თვალები დახუჭა
- კარგი ზოდიაქო მაქვს? - ვკითხე გოგონას
- სასწორი ხარ - გახარებულმა წამოიძახა.
- შენ რა ხარ? - ვკითხე მე
- მე მერწყული ვარ. სხვათაშორის მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს
- ვხედავ - გავუღიმე მეც

გოგონამ გაწითლდა და თვალები დახარა

- რა გქვია? - ვკითხე მე
- ბაბი, შენ?
- მე დანიელი
- როგორი უცხო სახელია
- ბაბი და მაინც... პირბადე რატომ უკეთია ხალხს?
- მომაკდინებელი ვირუსია დედამიწაზე- მიპასუხა ბაბიმ
- და მაშინ აქ, წვეულება, რატომ მიმდინარეობს? არ ეშინიათ რომ დასნებოვდებიან?
- ეშინიათ,მაგრამ ყველა თავის სიცოცხლეზეა პასუხიმსგებელი.
- შენ რატომ რისკავ?
- მე სწავლის ფული მაქვს გადასახდელი და სხვა გზა არ მაქვს
- რამდენს იხდი?
- 2 500 ლარს
- თვეში?
- არა, წელიწადში - გაიცინა ბაბიმ
- უი, რა იაფია.
- დამცინი?
- არა. მართლა.
- შენ საიდან ხარ?
- მე მარს...
- საიდან?
- სხვა საქართველოდან.
- გასაგებია. როგორია სხვა საქართველო?
- განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და საერთაშორისო ასპარეზზე დომინანტი
საქართველოდან

ბაბიმ სიცილი დაიწყო

- ხო... ჩემი დაქცეულია. მეც მინდა სხვა საქართველოში ცხოვრება, თუმცა ახლა ევროპის
რომელიმე ქვეყანაზეც არ ვიტყოდი უარს?
- მაგალითად რომელზე?
- გერმანიაზე თუნდაც...
- რა გინდა მანდ?! 3 000 თუ 4 000 ევროა საშუალო ხელფასი
- ზუსტად მაგიტომ მინდა - გაიცინა ბაბიმ
- თქვენს საქართველოში რამდენია საშუალო ხელფასი?
- 1 200 ლარი სტატისტიკურად.
- არა სტატისტიკურად?
- არასტატისტიკურად ხალხი ღარიბია... ხალხი გარბის აქედან..
- მართლა?! ჩემს საქართველოში მიგრანტების დიდი ტალღაა, უამრავი ადამიანი ითხოვს
თავშესაფარს
- დამცინი არა?! საფრანგეთში ვცადე ჩაბარება და გამომაბრუნეს უკან.
- ჩემს საქართველოში საფრანგეთიდანაც ბარდებიან ლტოლვილად
- სად არის შენი საქართველო, დანიელ?
- მაგას შენ ვერ მიხვდები და რომც აგიხსნა არ დამიჯერებ - ნაწყენი ხმით ვუთხარი
გოგონას
- კარგი. თუ ვერ გავიგებ - დაიბუზღუნა ბაბიმ
- გინდა წავიდეთ აქედან და სადმე გავისეირნოთ? - შევთავაზე ბაბის

ბაბიმ გაიხედ გამოიხედა, ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ გავიქცეით

სწრაფად ჩავირბინეთ კიბეები და სასტუმროს მთავარი გასასვლელიდან გამოვიქეცით.

ეს გოგო, საოცრად იმპულსური და თამამი იყო,

- პრობლემა არ შეგექმნება სამსახურიდან რომ გამოიპარე?


- არაუშავს! ჩემი ნათესავია მენეჯერი და ერთი გაფრთხილებით შემოიფარგლება ეს
გაქცევა
- სად წავიდეთ?
- თავისუფლებაზე გავიაროთ!

ღამის თბილისში დავხედიალობდით და უამრავ საინტერესო თემაზე ვლაპარაკობდით.

- მოიცა! რისი თქმა გინდა რომ შენს ქვეყანაში ხინკალს ჩანგლით ჭამენ?! -
აღშფოთებული სახით შემომხედა ბაბიმ
- კი. ეგ რა არის აჭარულ ხაჭაპურის კვერცხს მაიონეზს ვურევთ
- ფუ... აღარ გააგრძელო
- შაურმა თქვენც გაქვს?!
- რას ამბობ! თან ისეთი გემრიელი
- ჩვენთან ჩიოდნენ რომ ცხენის ხორცს დებენ შაურმაში - თქვა ბაბიმ
- მოიცა... აბა რისი ხორცი იდება?! - გაკვირვებით გავხედე ბაბის

- ანუ, შენს ქვეყანაში, აქციებს არ ატარებენ ხოლმე?


- არა - ვუპასუხე მე
- აბა როგორ აპროტესტებენ მთავრობის ამა თუ იმ ქმედებას?
- არ აპროტესტებენ რადგან პრეზიდენტი ყოველი გადაწყვეტილების წინ რეფერენდუმს
ატარებს, სადაც ხმები უმეტეს შემთხვევაში 80/20ზე იყოფა, ჩვენ კი დემოკრატიულ
ქვეყანაში ვცხოვრობთ და თანახმა ვართ უმრავლესობის აზრს დავემორჩილოთ.

- შენს ქვეყანაში საქართველო, მართლა ლიდერი ქვეყანაა საერთაშორისო ასპარეზზე?


- რას ამბობ! როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს პრობლემები აქვთ, მუდმივად
ჩვენთან მოდიან დახმარების სათხოვნელად.
- საგარეო ვალში რა ხდება?
- როგორც მახსოვს 77.4 მილიარდია
- აი, რაღაცაში მაინც გჯობივართ! - გაიცინა ბაბიმ - ჩვენ 31.6 მილიარდი გვაქვს ვალი.
- არა... მე ვიგულისხმე რომ 77.4 მილიარდის სესხი გვაქვს გაცემული. სხვისი ვალი არ
გვაქვს

ბაბი მომაშტერდა და გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა

სკვერში შევედით და სკამზე ჩამოვჯექით

- კარგი. დანიელ, გეყოს ხუმრობა. სიმართლე მითხარი, საიდან ხარ და ეს უსაზღვრო


ფანტაზიაც, რისი დამსახურებაა. მწერალი ხარ?!
- არა, კოსმონავტი.
- სერიოზულად გეკითხები. სასიამოვნო მოსაუბრე ხარ, ფანტაზიაც ულევი გაქვს, მაგრამ
თუ ასე საუბარს განაგრძობ, ვიფიქრებ რომ უბრალოდ შეშლილი ხარ და ჩვენი გზები აქ
გაიყოფა
- მაინც ვერ გაიგებ, ბაბი. რა აზრი აქვს ახსნას?
- სცადე, იქნებ გაგიგო!

რამდენიმე წუთით ვარსკვლავებს შევხედე და ვუთხარი:

- გალაქტიკა ძალიან დიდია და ამოუცნობი. თუ გეტყვი რომ ჩვენს გარდა კიდევ


არსებობს ცივილიზაცია, დამიჯერებ?
- რა თქმა უნდა დაგიჯერებ, მაგრამ რა კავშირშია ეს იმ კითხვასთან რაც მე დაგისვი?
- შავი ხვრელი ხომ იცი რაც არის?
- რა თქმა უნდა
- შავი ხვრელი არის ხიდი, ორ სამყაროს შორის, რომელიც დროის აღქმით და დროში
რეალობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
- ანუ?
- წარმოიდგინე ორი წითელი ვაშლი. ერთი ახალია , მეორეს მატლები ანადგურებენ.
ჩემი სამყარო ახალია
- ანუ ჩემი სამყარო ის გამოდის, რომელსაც მატლები ჭამენ
- სწორია
- ერთი წუთით ჩავთვალოთ რომ მართალს ამბობ. აქ რას აკეთებ?
- ჩემი სამყაროს გადასარჩენად მომიწია აქ ჩამოვლა.
- რა სჭირს შენს სამყაროს?
- ჩემს სამყაროში ისეთი ომი დაიწყო, რომელიც შესაძლოა მალე ორ პლანეტას გასცდეს
- და აქ რა გინდა?
- ველოდები,როდის დაბრუნდებიან ჩვენს წასაყვანად.
- მე არ მიკითხავს, როდის მიდიხართქო. მე გკითხე, აქ რა გინდა?
- არ ვიცი. თქვენს სამყაროში გადმოვედი რადგან ჩემმა სამყარომ უკუღმა დაიწყოს
დროის ათვლა და იქამდე უნდა დავბრუნდე სანამ მოხდება ის, რაც მოხდა
- რა მოხდა?
- ვიღაც შეშლიმა, პრეზიდენტი მოკლა და ააჯანყა მთელი მარსი.
- შენ არ თქვი რომ ომის ცნება არ ვიცით რა არისო?! იმ ადამიანმა როგორ შეძლო პუტჩის
მოწყობა იმ სამყაროში, სადაც არ იციან ომის ცნება?
- არ ვიცი... ლოგიკური კითხვაა,მაგრამ პასუხი არ მაქვს.
- თუ ჩვენს სოციუმებს შორის ისეთი განსხვავებაა როგორც მწიფე და ჭიებიან ვაშლებს
შორის, იქნებ ჭიანი ვაშლი, თქვენს ვაშლს მიედო და ახლა თქვენიც ფუჭდება
- კი მაგრამ როგორ?
- იქნებ როგორც შენ გადმოხვედი ჩვენს სამყაროში, ის ადამიანი რომელმაც ყველაფერი
აგირიათ, იგივე ხერხით გადმოვიდა თქვენს სამყაროში
- ფიზიკურად ვერ მოახერხებდა. დედამიწიდან შავი ხვრელი 1 500 სინათლის წლის
დაშორებით არის, თქვენი რაკეტით კი ყველაზე ბევრი, მარსამდე მიაღწიოთ.
- იქნებ პორტალი არსებობს დედამიწაზე, რითიც ჩვენი ორი სამყარო ერთმანეთს
უკავშირდება?
- სისულელეა. ასეთი რამე რომ არსებობდეს, უკვე გვეცოდინებოდა და არც მე მომიწევდა
შავი ხვრელით აქამდე მოსვლა
- და თუ გეტყვი რომ იმიტომ არ იცის არავინ რომ ვინც იქ შედის, უკან ვერავინ გამოდის?
- მაშინ წავიდეთ და გამვიკვლიოთ
- ვერ წავალთ
- რატომ?
- ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ბერმუდის სამკუთხედი გაგიგია?
- არა, სად არის?
- ფლორიდის, ბერმუდის კუნძულებს და პუერტო რიკოს შორის
- მაგას ატლანტიკის სასაფლაოს ვეძახით. ვიცი რაზეც ამბობ. 1840 წელს წყალმა,
როზალინის მეზღვარუები გამორიყა.
- 1840 წელს, ფრანგული გემი, როზალინი გამორიყა წყალმა, მეზღვაურების გარეშე.
მეზღვაურები ვერსად იპოვეს.
- ჩვენ გემს ვეძებდით...
თავი მეოთხე
გემით თუ ხომალდით

სახლში დაბრუნებულმა, მინდოდა სიხარულით მეცნობებინა ჩემი და ბაბის აღმოჩენა,


კოლეგებითვის

- იცი რომ მთელი დღეა გეძებთ? - მისაყვედურა ლილიმ


- სად იყავი? ეიჯის ხომალდი ხვალ გამთენიისას აქ იქნება! - მითხრა გაბიმ
- ბაბისთან ერთად გარეთ ვიყავი გასული. სერიოზული საქმე მაქვს! მგონი ვიცი
რეალურად რა მოხდა
- არ მინდოდა გაგეგო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გამოგიტყდე - თქვა ეიჯიმ
- როგორც იქნა, ცოდვების მონანიება გადაწყვიტა ჩვენა უცხოპლანეტელმა მეგობარმა? -
ვთქვი მე
- ეიჯი, რა გაქვს სათქმელი, თქვი! დროზე! - შეტრალდა ლილი ეიჯისკენ
- მარსის ახალი დიქტატორი იცი როგორია? - მკითხა ეიჯიმ
- არა. სივრცით კაფსულაშიც მოხატული სკაფანდრით დადის.
- რამდენიმე წლის წინ, დროის კავშირს ვადგენდით, ორ სამყაროს შორის. მე, ამ დროის
სივრცის კვლევა მევალებოდა და რადგან ამ სამყაროში ადამიანებს მხოლოდ
დედამიწა აქვთ ათვისებული, დედამიწაზე ჩამოვფრინდი.

უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკური მდგომაროების შედარების აღწერა და მისი


მიზეზშედეგორბიობის დადგენა მევალებოდა. უნდა გამეგო, რითი განსხვავდებოდა
ქვეყნების ეკონომიკა ერთმანეთისგან და მთელი, ეს დედამიწა, თქვენი დედამიწისგან.

აღმოვაჩინე რომ ინდოეთში 4 კასტა ყოფილა - ბრაჰმანები, კშატრიები, ვაიშიები და


შუდრები.
დანარჩენი სამყარო კი 3 კლასად ყოფდა ხალხს - მაღალი ფენა, საშუალო ფენა და
დაბალი ფენა.

მაღალი ფენა, ქვეყნებს შორისაც განსხვავდებოდნენ, ამიტომაც კვლევის ჩაშლა


მომიწია.
აღმოვაჩინე რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაბალი ფენა - საქართველოს
საშუალო ფენაზე წინ იყო ეკონომიკურად, ხოლო ჩინეთის საშუალო ფენა,
საქართველოს მაღალ ფენაზე ზემოთ იდგა ეკონომიკური თვალსაზრისით.

დავიწყე დაკვირვება კონკრეტულ პიროვნებებზე, ხოლო მათი დაკვირვების პროცესში


ერთ ახალგაზრდას დავადგი თვალი. მიზანმიმართული და პატიოსანი ადამიანი
დავინახე მასში. მეგობრებთან მუდმივად იმას ამბობდა რომ სულ ერთი წამი
ჩამაგდებინა ამ ქვეყნის მართვის სადავეები და ამ ქვეყანას წარმატების ეტალონად
ვაქცევო.

არ ვიცი...
ჩავთვალე რომ მისთვის შანსი უნდა მიმეცა და ერთ დღესაც გამოვეცხადე

მოვუყევი დიდი აფეთქების შესახებ, ვუამბე როგორ ჩამოყალიბდა და როგორ


ვთანაცხოვრობდით ერთად. მოკლედ რომ ვთქვათ, მივეცი ცოდნა რომელსაც მეგონა
რომ კარგად გამოიყენებდა რადგან, წარსულში ასე არა ერთი მკვლევარი მოქცეულა

- ანუ უცხოპლანეტელები და ადამიანების შეხვედრა ადრეც მომხდარა?


- რას ამბობ.. აბა თქვენ გგონიათ რომ ესენი მანქანებს თავისით გამოიგონებდნენ? ან
თვითმფრინავებს, ან ინტერნეტს ან 2000 წელს რომ ტექნოლოგიური გარდატეხა მოხდა
ამ პლანეტაზე, თქვენი აზრით ვისი დამსახურებაა. თქვენი პლანეტა იმდენად წავიდა წინ
რომ ეს პლანეტა დაიჩაგრა და საჭირო იყო ჩვენი ჩარევა.
- შემდეგ რა მოხდა?
- მოვუყევი დროის ნულიდან ათვლის შესახებ და მიზნად დაისახა რომ თქვენი სამყარო,
ამ სამყაროსთვის დაემსგავსებინა. ამიტომაც გადმოვიდა თქვენს სამყაროში და
აგირიათ სიტუაცია
- ეგ გასაგებია,მაგრამ ხალხი როგორღა აიყოლია
- მასის ფსიქოლოგიით. მარტივად აღაგზნო მასა, პირვლად გაასინჯა აკრძალული ხის
ნაყოფი და როდესაც ადამიანებმა შეიგრძნეს კანონის დარღვევის ძალა და პირველად
გამოსცადეს, რა გასაკვირია რომ ახალ ხილს მიადგნენ.
- ერთი თვე არ გავიდა?! თუ ჩვენს სამყაროში დრო უკან დაბრუნდა, წესით ის ადამიანი
უკვე ამ რეალობაში იქნება. ვიპოვოთ და მოვკლათ! - თქვა გაბიმ
- კიდევ ერთი რამ უნდა ვაღიარო. - მორცხვად თქვა ეიჯიმ
- რა უნდა აღიარო?
- შავ ხვრელში გავლის შემთხვევაში, უბრალოდ ამ რეალობაში მოხვდები. სხვა არაფერი
არ ხდება. არანაირი დროის უკუღმა ათვლა არ იწყება. ეს იყო ჩემი ექსპერიმენტი.
მეგონა რომ თუ თქვენ გაცვლიდით ადგილებს, სამყაროც შეიცვლებოდა ან თქვენი
შინაგანი სამყაროები გაიცვლებოდნენ
- თუ ჩვენ გავცვლიდით ადგილებს, რას ნიშნავს?
- შენი „მე“ იყო , ამ სამყაროდან, ვინც დაიპყრო მარსი.
- კი მაგრამ რატომ?
- იმისთვის რომ ორივე ნულოვან წერტილთან გაეთანაბრებინა. აღიარე რომ ორი
სამყაროს დაბალანსების იდეა შენც მოგეწონა!
- მომეწონა,მაგრამ არა ჩემი სამყაროს დანგრევის ხარჯზე!
- უმსხვერპლოდ გინდა ამხელა საქმის გაკეთება?!
- აი თურმე რატომ გქენჯნიდა სინდისი. შენ უბიძგე ამის გაკეთებისკენ? აღიარე ეიჯი! გეყოს
სიმამაცე და აღიარე!
- ვერ წარმომედგინა რომ ამდენის გაკეთებას შეძლებდა! მე მხოლოდ ამ პლანეტის
დახმარება მინდოდა რომ მუდმივად თქვენს ჩრდილში არ ყოფილიყო!
- ჩვენ აქამდე არც ვიცოდით ამ სამყაროს შესახებ!
- ახლა ხომ იცი!
- შენი რაკეტა ბუნიობის დღეს დაბრუნდება? სიმართლე მითხარი ეიჯი!
- არა. აღარ დაბრუნდება. ბუნიობის დღეს, აჯანყებულები აპირებენ რომ ატომური
იარაღი ესროლონ, დედამიწის თითეულ კონტინენტს.
- კიდევ ერთი კითხვა. ჩემს თავთან შეხვედრა, მართლა მომკლავს?
- არა. არ მოგკლავს.
- ჩაალაგეთ ბარგი! ბერმუდის სამკუთხედის გავლით, ჩვენს სამყაროში ვბრუნდებით!
- მეც მინდა თქვენთან ერთად წამოსვლა! - თქვა ეიჯიმ
- არა! ისედაც საკმაოდ შეგვიქმენი პრობლემა.

ჩავკიდე ხელი ლილის, გაბის და გარეთ გავედით

- როგორ მოვხვდეთ ბერმუდის სამკუთხედში


- მე გეტყვით - თქვა ეიჯიმ
- კიდევ მოგვყვები?!
- ერთი ვარიანტია, ბათუმის პორტში ამერიკული გემი კარნერი დგას, რომელიც ხვალ
ბრუნდება სამშობლოში. შეგიძლიათ აიპაროთ გეგმზე და როდესაც გემი კანავერალის
პორტს მიუახლოვდება, სამაშველო ნავით გაცუროთ ბერმუდის სამკუთხედისკენ.
- მეორე ვარიანტი რა არის? - იკითხა გაბომ
- მეორე ვარიანტია ერთხელაც მენდოთ, სიგნალს გავუშვებ, რაკეტას გამოვიძახებ და
საღამოს დავბრუნდებით, თქვენ გადაწყვიტეთ.
- რას იტყვი? - შემომიტრიალდა ლილი
- სჯობია ერთხელაც ვენდოთ, შტატებამდე ჩასვლას ერთი კვირა მაინც დასჭირდება.
ბუნიობა მოგვისწრებს..
- ისევ თბილისის ზღვაზე ავდივართ? - შევეკითხე ეიჯის
- კი, სასაფლაოსთან დაეშვება, მიდით ახლა ნორმალურად გაემზადეთ.

ლილი და გაბო ოთახში დაბრუნდნენ,

მე, ტერასაზე, ბაბის სანახავად ავედი.

აქეთ-იქით დარბოდა და მაგიდებს ემსახურებოდა.

- ბაბი! - დავუძახე და ხელი დავუქნიე


- გამარჯობა - მოირბინა ჩემთან და გადამეხვია
- რაღაც უნდა გითხრა
- დაიცა. ჯერ მე გეტყვი. კინოს ორი ბილეთი ვიშოვე. ვიფიქრე, შენთან ერთად წავიდოდი
- არ გამოვა...
- რატომ?
- სახლში ვბრუნდები.
- იქ?
- კი იქ
- რითი?
- ხომალდით
- გასაგებია...
- ერთი დღეა რაც გაგიცანი და ვფიქრობ რომ კარგი მეგობრები შეიძლება
ვყოფილიყავით,მაგრამ... სამწუხაროა რომ წასვლა გადაწყვიტე
- არ შემიძლია დარჩენა...
- მინდა რომ რაღაც წაიღო ჩემგან - მითხრა ბაბიმ და ხელი კისრისკენ წაიღო - ეს
ყელსაბამი დედამ მიყიდა ავარიაში დაღუპვამდე ერთი დღით ადრე. როდესაც
დავხედავდ ხოლმე, მუდმივად დედა მახსენდება.მინდა რომ მე შენ გაჩუქო.
- არ შემიძლია ამის აღება - ვიუარე მე
- გთხოვ. ჩემი ხათრით, გამომართვი და გაუფრთხილდი!
- კარგი.. მადლობა ყელსაბამისთვის. ახლა, უნდა წავიდე...
- დაბრუნდები?
- არ ვიცი.
- ნეტავ შემეძლოს შენთან ერთად წამოსვლა
- მეც როგორ მინდა, ნეტავ შეგეძლოს...
- ..
- ხომ დაბრუნდები, დანიელ?

ზურგი შევაქციე ბაბის და ყელსაბამი შეკრულ მუშტში მოვაქციე


- დაგელოდები დანიელ! ვიცი რომ დაბრუნდები!

თვალი ცრემლით ამევსო..

- ხომ დაბრუნდები დანიელ? - წასვლისას ერთხელაც მომაძახა ბაბიმ,მე კი ტერასის


კარი გამოვიხურე

დაგელოდები დანიელ....
ვიცი რომ დაბრუნდები...

გონებაში მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმოდა


ხომ დავბრუნდები?
ხომ დავბრუნდები?

დავბრუნდები?!
...
არამგონია.
ნაწილი მეხუთე
სახლში ვბრუნდები

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმდებარედ დაეშვა რაკეტა.

შავი სამოსით შემოკული მამაკაცები გადმოვიდნენ და ეიჯისთან მივიდნენ.

- ესენი რატომ მოიყვანე?


- უკან ვაბრუნებთ!
- რატომ?
- არ ღირს ერთი სამყაროს განადგურება, მეორის აშენების მიზეზით.
- ხომ იცი რომ ტექნოლოგიურად, ზედმეტად, განვითარდნენ ადამიანები და მალე
შესაძლოა საფრთხე შეგვიქმნან.
- ადამიანებმა?! კარგი რა.. ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით, ხომ იცი რომ მშვიდობა
იქნებოდა ჩვენს სამყაროში..
- კარგი... დავაბრუნოთ უკან, წამოდით - გვითხრა უცნობმა და რაკეტისკენ მიგვითითა

ისევ ჰაერში ავიჭერით

გავიარეთ ატმოსფეროს ყველა სფერო და კოსმოსში გავედით.

- რატომ იყურები უკან? სახლში მიდიხარ! - მითხრა ეიჯიმ


- ბაბი მომენატრება.
- გუშინ გაცნობილი გოგონა?
- კი. გუშინ გაცნობილი გოგონა...
- ის იცი რომ ბაბი, შენს სამყაროშიც იქნება? უფრო სწორად ბაბის მეორე პიროვნება
- ვიცი
- შეგიძლია დედამიწაზე გადახვიდე საცხოვრებლად და მოძებნო
- ადამიანებიც პლანეტებივით განსხვავდებიან, ეიჯი?
- ვინ იცის.. თქვენ არ განსხვავდებოდით... როდესაც შენს მეორე„მე“-ს შევხვდი
მიზანდასახულ ადამიანად წარმომედგა. შენც ასეთი ხარ. მასაც საკუთარი სამყაროს
გადარჩენა უნდა და შენც...
- რა შეიძლება ვიცოდე მის.. ანუ.. მეორე „მე“ს შესახებ?
- მერწმუნე. თუ საკუთარ თავს იცნობ, შეძლებ მასაც გაუგო.

შავ ხვრელში კიდევ ერთხელ გავიარეთ და კურსი მარსისკენ ავიღეთ.

მარსის როგორც კი მივუახლოვდით, კოსმოსური სადგურის გარშემო, შეიარაღებული


ადამიანები დავინახეთ.

- არ დასვა - სთხოვა პილოტს ეიჯიმ


- უნდა დავსვა! - მიუგო პილოტმა
- იცოდნენ რომ მოვიდოდით? - ვკითხე ეიჯის
- კი, იცოდნენ. ასეც ვიფიქრე რომ გააფრთხილებდნენ...
- შენი ნაციისგან სხვას არც მოველოდი
- ვიცი, შენი ნდობა დიდიხანია დავკარგე, მაგრამ მე არ გამიციხარ.
- მე გავაფრთხილე! - ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა კიდევ ერთი, ეიჯის მსგავსად,
შავებში ჩაცმული მამაკაცი
- იმ სამყაროში სადაც ჩვენ იდეალურები ვართ, თქვენ საშინლად იქცევით. იმას იაზრებ
რომ შეიძლება ეს სამყარო, შენი რასის უვარგისი მხარე იყოს?
- შეიძლება... მაგრამ შენგან განსხვავებით ჩემი პლანეტა არ განადგურდება..
- და რა არის შენი თვითმიზანი? დროის თავიდან ათვლა ორივე პლანეტისთვის,
იმისთვის რომ ორივე პლანეტამ განვითარება თავიდან დაიწყოს?
- აჰაჰ... არა რა თქმა უნდა. მე ველოდები რომ დედამიწის გარშემო ჩამოყრილი
ატომური იარაღი, დედამიწის ქვედა მანტიას გახლიჩავს, შემდეგ ჩვენ ვესვრით ჩვენს
ატომურ იარაღს დედამიწის ბირთვს და...
- ორივე სამყაროში განადგურდება ადამიანთა რასა...
- ყოჩაღ... არც ისეთი სულელი ყოფილხარ, როგორიც მეგონე.

რაკეტა კოსმოსურ სადგურზე დავსვით და მიწაზე გადავედით.

ჯარისკაცები გარშემო მოგვცვივდნენ, ბორკილები დაგვადეს და მარსის საბჭოს ოფისში


წაგვიყვანეს.

დანგრეულ და ნატყვიარებ შენობაში შესვლისას, ყველაზე დიდ, მოოქროვილ კაბინეტში


შემიყვანეს და მუხლებზე დამცეს.

- აბა.. მოგწონს შენი, უფრო სწორად ჩემი, კაბინეტი?


- ერთ კვირაში, რამდენი რამე მოგისწრია
- ეს არის სწორი მენეჯმენტი. როდესაც ინოვატორი უდგება სახელმწიფოს სათავეში,
ყოველ დღე იცვლება ქვეყანა, არ მეთანხმები, ჩემო თავო?!
- კი შეცვლილი დამხვდა მარსი, დანგრეული და გაპარტახებული..
- შენთვის არ მიკითხავს, ჩემს თავს ვკითხე. შენთვის მომართვა რომ დამჭირდება ალტერ
ეგოდ მოგიხსენიებ.
- რის მიღწევას ცდილობ დანიელ?
- სამართლიანობის დამყარებას ვცდილობ, დანიელ.
- ამ ხალხმა რა დაგიშავა? განა ამათი ბრალია რომ შენ მოდგმას, მომხვეჭელობის
ამბიცია ჰქონდათ?
- არა,მაგრამ არც ჩემი ბრალია რომ ადამიანთა წინაპრები სხვის ნაშრომის
დასაკუთრებით ცხოვრობდნენ. კონკრეტულად ჩვენს წინაპრებს, არც ერთხელ არ
დაუდგავთ სხვის მიწაზე ფეხი, მაგრამ ხან ერთი დამპყრობელი შემოდიოდა ჩვენს
ქვეყანაში და ხან მეორე.
- განა ახლა არ ისაკუთრებ სხვის მომავალს?!
- ჩემი ხალხის გადასარჩენად გავაკეთე ეს ყველაფერი!
- სწორედაც! შენი ხალხის გადასარჩენად ღუპავ , ჩემს ხალხს. ეს ხალხი საერთოდ
როგორ აიყოლიე?!
- აქ ბერმუდის სამკუთხედის გავლით, მიგრანტებით გავსებულ გემთან ერთად მოვედი.
თავიდან ამერიკაში ვაპირებდი ჩასვლას და იქიდან ნავთით ბერმუდის სამკუთხედში
გაცურვას როგორც ეიჯიმ მომცა რჩევა, თუმცა რადგან მიგრანტების გემით მივდიოდით
და სამხედრო გემი აგვედევნა, კაპიტანმა კურსს გადაუხვია და პირდაპირ ბერმუდის
სამკუთხეში შევიდა.
- შემდეგ იქ რა მოხდა?
- თავიდან ჩვეულერივად მივცურავდით, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა უცაბედად
წვიმა დაიწყო.
მდინარე ადიდდა.
რამდენიმე კონტეინერი ოკეანეში გადავარდა.
თოკები მოწყდა ანძას და ანძაც კაბინას დაეცა.
უეცრად ზღვაში მორევი წარმოიქმნა და გემი ფსკერისკენ დიდი სისწრაფით წაიღო.
მერე აღარ მახსოვს... გონზე რომ მოვედი, საავადმყოფოში ვიწექით ყველანი.
- ესენი როგორ დაითანხმე მარსის დაპყრობაზე?
- ამერიკაში გასამდიდრებლად მიდიოდნენ. მეც ვუთხარი რომ ბევრ ფულს
ვაშოვნინებდი. ასე მარტივად..
- მოატყუე?
- რატომ მოვატყუე?! მარსის მთელი სიმდიდრე ჩვენია.
- ეიჯიმ მითხრა რომ აქ შენი სამყაროს გადასარჩენად მოხვედი.
- კი ზუსტად.
- ახლა რას აპირებ, როდესაც მარსი ხელში ჩაიგდე. დედამიწას დაბომბავ და სახლში
დაბრუნდები, ისე, ვითომც არაფერი მომხდარა?!
- არა, იდიოტი კი არ ვარ. არსად არ ვაპირებ წასვლას. პლანეტის დიქტატორი ვარ.
რამდენად სულელი უნდა იყო რომ ასეთი ძალაფლება დათმო.. ჯანდაბაშიც არ წასულა
დედამიწა?!
- ახალი ხილია ძალაუფლება?
- ოოო, დიახ - სიამაყით მიპასუხა ტახტზე მოკალათებულმა მეორე მემ
- რა სისულელეა - ჩავილაპარაკე მე
- ადე ფეხზე და წამოდი გავიაროთ - მითხრა ჩემს ტყავში გადაცმულმა დიქტატორმა და
წინ გამიძღვა

საბჭოს შენობის აივანზე გავედით და მარსს გავხედეთ

- შეხედე - განაგრძო მან - ჩვენს თვალთახედავას ორი პლანეტა ავსებს. ერთზე ახლა
ვდგავართ, მეორემდე ერთი გაფრთენა გვაშორებს.
- რა გაქვს ჩაფიქრებული დანიელ?
- ორი პლანეტაა და ჩვენც ორნი ვართ. მე დედამიწას ვმართავ, შენ მარსს გიბოძებ. შენ
ხომ ასე ძალიან შეგტკივა გული, მარსზე.
- რას ბოდავ, იცი მაინც?!
- ვიცი... ძალაუფლებას გთავაზობ. ჯერ დედამიწა დავიპყროთ, შემდეგ გავრკვიოთ სად
არის ამ სულელების პლანეტა და მას მივადგეთ.
- შენ რა სულ გაგიჟდი? არ გეყო კოსმოსში რომ გამართე ბრძოლა ახლა გინდა
დაუპირისპირდე გაურკვეველ რასას?
- დაფიქრდი! ხომ ხედავ, სრული იდიტოები არიან. სავარაუდოდ, დროის სივრცის მეორე
მხარეს არიან ამავე რასის განვითრებული არსებები. არ გაგვიჭირდება მათი პლანეტის
დაბყრობა.
- და როდესაც ცამეტივე რასას დაიპყრობ, რას იზავ?
- წამოვწვები პლიაჟზე და დავლევ ატმის წვენს... - გაიღიმა დანიელმა
- ეიჯიმ მითხრა რომ მე და შენ ერთმანეთს ვგავდით - იმედგაცურებით ვუპასუხე მე
- ვგავართ კიდესავაც. უბრალოდ ჯერ არ იცი რომ მგავხარ - მიპასუხა დანიელმა და
მიმანიშნა რომ გავყოლიდი

კიბეები სწრაფად ჩავიბრინეთ და შენობის სარდაფში ჩავედით, სადაც შეიარაღებული


ჯარისკაცები შეკრებილიყვნენ.

- ხვალ დიდი დღეა! - წარმოთქვა დანიელმა

ოთახში ყიჟინი ატყდა

- სიწყნარე!
ხვალ, მთელი ჩვენი შეიარაღებით, დედამიწისკენ მივდივართ!
დადგა დრო, რომ ერთ დროს ყველაზე სუსტი პლანეტის, დაჩაგრული მკვიდრები,
გახდნენ ყველაზე ძლიერ პლანეტის ყვლაზე ძლიერი პერსონები!
იცოდეთ რომ ატმოსფეროში შესვლისთანავე გაგვიხსნიან ცეცხლს. არავითარ
შემთხვევაში არ ვიხევთ უკან!
ახლა კი წადით და მოემზადეთ.

დაასრულა დანიელმა სიტყვა და აუდიტორია აპლოდისმენტებმა აიკლო.

- ახლა წადი შენი რაკეტა მოამზადე. ხვალ ადრე გავდივართ! რაკეტას შენ მართავ-
მითხრა დანიელმა და შენობაში გაუჩინარდა

გარეთ გავედი

ყვლა შენობა ტყვიებით იყო დაცხრილული.

- ხომ გითხარი ერთნაირები ხართთქი - მითხარ ეიჯიმ


- რატომ ვართ ერთნაირები? - შევეკითხე მე
- ხვალ დედამიწის დასაპყრობად მიდიხართ. ზეგ პლანეტებს გაინაწილებთ
- იცი რა მიკვირს?! შენს როლს, ამ სპექტაკლში, კონკრეტულად რა ფუნქცია ჰქონდა?
- ვინ იცის... - თქვა ეიჯიმ და თავისი ხალხისკენ წავიდა.

ხვალ დედამიწაზე მივდივარ, ერთი საქმე მაქვს მოსასწრები - ვთქვი და ჩემი რაკეტისკენ
გავეშურე.

შევათვალიერე და ნოსტალგია მომაწვა.

რაკეტას სახელი უნდა დავარქვა


მთელი მარსი შემოვირბინე და საღებავს წითელ საღებავს ძვლივს მივაგენი.

ფუნჯი ნაზად ამვავლე საღებავში და ერთი სიტყვა დავწერე

***

- წავედით, გაიღვიძე - რაკეტის ძირში ჩამძინებია და დანიელმა უმოწყალოდ გამაღვიძა


- მოვდივარ! - ამოვიოხრე და ტანსაცმელი დავიბერტყე
- ეიჯიმ მითხრა როგორ გოგო შეგიყვარდა - ჩაიცინა დანიელმა - ვინ არის ბაბი?
- შენს სამყაროში შევხვდი.
- მერე რას მოგითხუპნია რაკეტა, მისი სახელით?! ლამაზი გოგოა?
- ძალიან
- ლამაზი ტანი აქვს?
- ლამაზი ღიმილი აქვს
- ტანი?
- ლამაზი ღიმილი აქვს - გავიმეორე ნათვამი
- რანაირი მე ხარ თუ გოგოში ტანს არ უყურებ. ოლიგარქის შვილია?
- არა
- აბა რომელიმე მთავრობის წევრის?
- არა
- იქნებ თავად არის გავლენიანი პოლიტიკოსი?! - დაიმედებული თვალით შემომხედა
დანიელმა
- არა. რუსთაველის, ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს მიმტანად - მივუგე დანიელს
- აჰაჰაჰა, ბიჭოო, მიმტანი შეგიყვარდა?!
- მერე?
- არაფერი. ღმერთი შენსკენ. უკვე იმედი მიცრუვდება. მგონი მართლა არ ვგავართ
ერთმანეთს.
- ამდენიხანია მაგას გავიძახი. ვინ ჯანდაბა ხარ, არ მესმის..
- კარგი იყოს მასე, ოღონდ ახლა დედამიწის დასაპყრობად წამომყევი. მაგას
მოგვიანებით გავარკვევთ - მითხარა და ხელი დამარტყა მხარზე

რაკეტაზე ასვლისას, დანიელი, რამდენიმე წუთით გაჩერდა, დაფიქრდა და თანმხლებ


პირებს მიმართა:

- არ გინდათ წამოსვლა. ამ რაკეტაში მხოლოდ მე, ჩემი ალტერ ეგო და ეიჯი ჩავჯდებით.
- ლილი და გაბო სად არიან? - ვკითხე დანიელს.
- უსაფრთხოდ არიან სანამ შენ გააკეთებ იმას რასაც მე გთხოვ.
- სპეციალურად მარსელი ელიტისთვის ციხე ააშენა და იქ ჰყავს ჩაკეტილი - ჩამჩურჩულა
ეიჯიმ.
- მაშ ასე.. წადი ახლა და დაიკავეთ სამართავი ოთახი, თუ... რასაც ეძახით. მეც მალე
მოვალ

მე და ეიჯი რაკეტის სამართავ პანელში შევედით

- რას აპირებ?
- არაფერს, რა უნდა გავაკეთო
- დედამიწას დაიპყრობთ და პლანეტებს გაიყობთ?
- რავიცი. შეიძლება..
- დანიელ, რა გჭირს?! შენ არ იყავი ის ადამიანი ვისაც თავისი პლანეტის გადარჩენა
უნდოდა?! - მკაცრად მომმართა ეიჯიმ
- მე ვიყავი.
- შენს მეორე „მე“ იმიტომ იპყრობს შენს სამყაროს რომ მას დასაკარგი არაფერი არ აქვს.
შენ კი... შენ გახდები მიზეზი, შენივე პლანეტების განადგურების
- რაღაც რომ გთხოვო, შემისრულებ?
- გააჩნია რას მთხოვ.
- შენს ხომალდში ყოფნისას, ყური მოვკარი როგორ ამბობდნენ სიტყვებს: მრჩეველი
თავის ჭკუაზე ვეღარ არის
- მართლა ასე თქვეს?!
- კი. შენ ხარ მრჩეველი?

ეიჯიმ ცოტახანს იყოყმანა,მაგრამ ბოლოს გამოტყდა

- მე ვარ.
- ანუ გაქვს საკმარისი ძალაუფლება რომ თქვენი პლანეტის უმაღლეს პირს შეხვდე და
რაიმე ურჩიო კიდევაც, ასეა?
- ჩვენი პლანეტის უმაღლესი პირი, მეფეა და კი, ძირითად შემთხვევაში მეფე
ითვალისწინებს ჩემს რეკომენდაციებს.
- იმ შემთხვევაში თუ მე და ჩემი „მე“, პლანეტას დავტოვებთ ან უბრალოდ უკვალოდ
გავქრებით, შეგეძლება რომ თქვენი ჯარი გამოიყენოთ მარსის დასაბრუენბლად და
ადამიანებისთვის გადასაცემად?
- იმ შემთხვევაში თუ დანიელი, ანუ შენი მეორე მე გაქრება, ძალაუფლება ინკას ხელში
გადავა და ის გახდება მეთაური.
- ინკა აქ რჩება თუ ჩვენთან ერთად დედამიწაზე მოდის?
- დედამიწაზე მოდის. - გავიხედე სარკმელიდან და დავინახე ყველაზე დიდი რაკეა,
რაკეტებს შორის. - აქ არის?
- კი მანდ არის
- თუ ეს ორივე გაქრება?
- მაშინ შემეძლება რომ ჯარით შემოვიდეთ მარსზე და წინააღმდეგობის გაწევრის
ბრძანებასაც ვერავინ გასცემს.
- შემპირდები რომ მარსს ისევ ადამიანებს გადასცემ?
- იმედი ბევრჯერ გაგიცრუე და ჩემს პირობას ალბათ შენთვის ფასი აღარ აქვს,მაგრამ...
გპირდები.
- სასწრაფოდ ჩადი რაკეტიდან და მეფე გადმოიბირე რომ დაგვეხმაროს.
- შენში ეჭვი არ შემპრავია - მითხრა ეიჯიმ და რაკეტიდან ჩავიდა

დანიელი სამართავ ოთახში შემოვიდა.

- სად არის ეიჯი?


- რაკეტის ძირშია, ძრავას ხმა ჰქონდა და ამოწმებს.
- ძალიან კარგი..
- რას ფიქრობ. პირველი რომელ ქვეყანას დავარტყავთ? მოდი, ევროპიდან ავირჩიოთ
- მე გირჩევ რომ სამხრეთ ამერიკის რომელიმე სახელმწიფო იყოს
- რატომ?
- სამხრეთ ამერიკას რაკეტები არ აქვს. აქედან გამომდინარე დედამიწის ატმოსფეროში
შესვლისას ვერ ჩამოგვაგდებენ.
- საინტერესოა... ეს არი ვიცოდი.
- გაერთიანებული საამიროები დიდ სარაკეტო კომპლექტს ფლობენ, არ მგონია მათთან
ჰაერში ბრძოლას აზრი ჰქონდეს, ამიტომაც მათ სჯობია მიწაზე ვებრძოლოთ
- აი, ხომ ხედავ! მშვენიერი სტრატეგი დადგება შენგან. ჩემი სისხლი გაქვს- გაიცინა
დანიელმა
- ასე რომ...
- რა ვქნათ?
- სამხრეთ ამერიკაში შევიჭრათ. არგენტინის, ჩილეს და ბრაზილიის დედაქალაქები
დავბომბოთ. შემდეგ მექსიკის დედაქალაქი და ევროპისკენ გავეშუროთ.
- ბარემ შტატები მივაყოლოთ!
- შტატების ტერიტორიას გადაკვეთავ და დამიჯერე, აღარც ერთი რაკეტა აღარ შეგრჩება.
შემდეგ პორტუგალია ავიღოთ და პორტუგალიიდან ავუყვეთ ევროპას - რუსეთამდე.
იდეის დონეზე კარგი გეგმაა , მაგრამ დედამიწაზე შენმა ბიჭებმა უნდა ივაჟკაცონ!
- მშვენიერია. როგორც თქვი ისე გავკაეთოთ ყველაფერი

დედამიწისკენ გავემართეთ.

ატმოსფეროში შესვლისას, რადარმა წითელი ნათურა ამინთო.

- რა ხდება?! - იკითხა დანიელმა


- არ ვიცი.. ალბათ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით.

უცებ ჩვენს გვერდით რაკეტა აფეთქდა

- შე პატარა ნაბიჭვარო! მომატყუე არა?! - ყელში მწვდა დანიელი


- არა, ბოლოს რომ ვიყავი, არც ერთ სამხრეთ ამერიკის ქვეყანას არ ჰქონდა რაკეტები.

მოვატუე?

არა, არ მომიტყუებია

უბრალოდ არც ბოლომდე მითქვამს სიმართლე

დედამიწამ უცხო ობიექტებისგან დასაცავად, მთელს რელიფეზე დააყენა დამცავი ბადე.


ობიექტი, რომელიც ბადეს გაარღვევდა ნებართის გარეშე, აღიქმებოდა პოტენციურ
საფრთხედ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, შტატებში იცავდა, ევროპას - გერმანია, აზიას-
ჩინეთი და აფრიკას და ავსტრალიას- ნიგერია.

აქედან გამომდინარე ჩვენსკენ მომავალი რაკეტები არა სამხრეთ აფრიკის რომელიმე


სახელმწიფოდან მოდიოდა, არამდე შტატებმა აამოქმედა ნაკისრი ვალდებუელბა და ცეცხლი
გაუხსნა მტულად შემოჭრილ უცხო სხეულს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დედამიწის
გასანადგურებლად მოდიოდა.

ერთი მეორეს მიყოლებით ცვიოდა მარსის რაკეტები დედამიწის ქერქზე.

- რა ვქნათ, დროზე მოიფიქრე დანიელ!


- ერთი იდეა მაქვს - ვუთხარი და რაცია გამოვართვი.
- რას აკეთებ? - მკითხა დანიელმა და ქამრები მაგრად გადაიჭირა
- ინკა! ჩემი ხმა გესმის? დანიელი ვარ! - ვუთხარი რაციაში
- მესმის დანიელ! რა ვქნათ?
- ცეცხლს ლეონარდ ტომფსონის აეროპორტიდან გვიხსნიან! სასწრაფოდ უნდა
დავბომბოთ,თორემ ყველა რაკეტას ჩამოგვიგდებენ! დასავლეთიდან შეუტიე, მე
აღმოსავლეთიდან დავარტყავ! გასაგებია?
- დიახ! გასაგებია
- სად ჯანდაბაშია ლეონარდ ტომფსონის აეროპორტი? - იკითხა შეშინებულმა დანიელმა
- ნახავ - ვუპასუხე მე

კურსი დომინიკელების რესპუბლიკისკენ ავიღე, ინკამ კი მაქსიკას მოუარა.

ატლანტიკის ოკეანესთან მოავტრიალე ხომალდი და აბაკოს კუნძულისკენ დავიძარი

- დავბომბე, დავბომბე! - სიხარულით ისმოდა რაციაში ინკას ყვირილი


- ყოჩაღი ხარ! ახლა პორტუგალიისკენ აიღე კურსი.
- შენ სად ხარ დანიელ?
- ახლა ჩემი დაჯერია!
- მიდი და პორტუგალიაში დაგხვდები!
- ჰორიზონტზე შენ ხარ, ინკა?
- კი! გხედავ მეც. მარცხნივ ვტრიალდები, შენც შენგან მარცხნივ წადი.
- მაგრები ხართ რა - სიამაყით გამომხედა დანიელმა

ინკას რაკეტას მივუახლოვდით და ინკამ მარცხნივ მიატრიალა საჭე.

მეც, მარჯვნივ ავიღე კურსი

- რას აკეთებ?! - დაიყვირა დანიელმა

ჩვენს შორის, მაძილი, უფრო და უფრო მცირდებოდა

- შენს სამყაროში ვბრუნდებით!


- ბერმუდის სამკუთხედში შეგვიტყუე?! - გაიცინა დანიელმა
- სწორდაც რომ.. - ვუპასუხე მე
ბერმუდის სამკუთხედმა კიდევ ერთი სასწაულის მომსწრენი გაგვხადა. მაიამიში ზღვამ სამი
კოსმონავტის ცხედარი გამორიყა, თუმცა რაკეტის კვალს მაშელებმა ამ წუთამდე ვერ
მიაკვლიეს. აღსანიშნია ის ამბავი რომ ორი მათგანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმაენთს,
ხოლო ერთ-ერთის კოსტუმში აღმოაჩინეს წერილი, სადაც მხოლოდ ორი სიტყვა : ბაბი,
მომენატრები!.

You might also like