ეროვნული ახალი ფორმატით

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ეროვნული გამოცდის ტესტი ქართულ ენასა და

ლიტერატურაში
I. ტექსტის რედაქტირება (16 ქულა)

ფარნავაზის ქართლის პირველი მეფის, სახელს უკავშირდება ქართული ანბანის


შექმნა, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმების გატარება და მცხეთის
სატახტო ქალაქათ გამოცხადება. მასვე აღუმართავს აქ არმაზის კერპი. ფარნავაზის
მეფობის შესახებ მოთხრობილია ლეონტი მროველის თხზულებაში „ცხოვრება
მეფეთა“. რამდენიმე ასეული საუკუნის უკან მომხდარი ამბებიდან ზოგიერთი
ისტორიკოსებს დღეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. ასეთია საქართველოში ერთ-ერთ
უძველეს საგანძურის არსებობის მითიც. გადმოცემის თანახმად მეფე ფარნავაზმა
ნადირობისას მცხეთის ახლო-მახლო დიდი გამოქვაბული აღმოაჩინა სადაც
უამრავი ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტები იპოვა. ახალგაზრდა ფარნავაზმა
განძეულობა გამოზიდა და დაიქირავა ლაშქარი, რის მეშვეობით ქვეყნიდან
დამპყრობლის, აზოს, განდევნა შესძლო. იმავე საუნჯის წყალობით ფარნავაზმა
ქვეყნის გაერთიანება მოახდინა და საფუძველი დაუდო ფარნავაზიანთა სახელით
ცნობილ სამეფო დინასტიას. განძეულის ის ნაწილი რომლის გამოყენებაც ვერ
მოუსწრია , ფარნავაზს მცხეთაში დაუმარხავს.
II. ქვემოთ მოცემულ დავალებათაგან აარჩიეთ ერთ-ერთი
ა) ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი იოვანე საბანისძის
თხზულებიდან „აბოს წამება“

რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე
კურაპალატისა და ერისმთავარისაჲ, მოწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა
მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი
იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან
აღაშჱნა.ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე,
ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნჟამადმდე სამისა
წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილა ამირა მუმნი და დაჯდა
მის წილ ძჱ მისი მაჱდი. ხოლო ქველისმოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჱდი
ამირა მუმნისასაგანტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა
და განუტევა იგი კუალად ერისმთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა. მნებავს აწ, ქრისტჱს-
მოყუარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა მოწამისა ამის ჰაბოისთვის, რაჲთა
გაუწყო, ვითარ ანუ რაბამ იყო, ანუ ვინაჲ მოიწია აქა. ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან
ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, და არა თუ უცხოჲსაგან თესლისა,
არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და
დედულად, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე
ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა.
და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს - აჩჳდმეტის წლის.
ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერისმთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად
მისა. და იყო იგი ჴელოვან, კეთილად შემზავებელ სულნელთა მათ
საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა, ძეთა ისმაელისთა,
ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა. ხოლო ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ იგი არა
თუ თჳთ თავით თჳსით განიზრახა, არამედ ვითარცა იგი უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას
აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა
და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი
მე გიჩუენო შენ”; ეგრჱთვე ესე კუალად ნაშობი აბრაჰამისი არა თუ თჳსით გონებით,
არამედ წამისყოფითა ღმრთისა მიერითა იწჳა ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმანი
და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, და, ვითარცა იგი უფალი იტყჳს წმიდასა
სახარებასა შინა, წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ ქრისტჱს სიყუარულისათჳს.
რაჟამს მოვიდა იგი ქართლად, ცხონდებოდა იგი ნერსე ერისთვისა
თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისადა შესძინა სწავლად
ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად. მაშინ იწყო ზედამიწევნად და
სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ
უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ
წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა
და მრავალთაგან შჯულის მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცათუ
ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას, და ესრეჱთ სრულ
იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა, რომელი აქუს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა
ქრისტჱს მერ.
უდებყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და
შეიყუარა ქრისტე ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყჳვთა ამით, ვითარმედ
„მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი”.
არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტეანედ, ხოლო
ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა,
სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ,
ზედამდგომელთა ჩუენთა, სარკინოზთაგან.
და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ
ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა
ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ,
რომელსა დარიალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ
სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ. ხოლო
ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადაიგი
არს სადგური და საბანაჳჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ
პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი
ხოლო შემოქმედი იციან. და რაჟამს მივიდანერსე ერისთავი მეფისა მის
ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლვილებისათჳს მტერთა
მისთაჲსა და სცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.
მაშინ, ვითარცა იხილა ნეტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და
მძლავრებისა სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და
ნათელიღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა
პატიოსანთა მღდელთაჲთა;
მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა,
რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე
წარეგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა
მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა.
ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე
მრავლითა ნიჭითა. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა
და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოვლადვე არა იციან
ღმერთი, და უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა.ვითარცა მიიწინეს
იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქუეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით
ერით მისითურთ. ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი
თჳსნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით
შეკრებისა მათისათჳს, მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა
ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალ ნათელღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით
მისითურთ;
ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა
ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ
გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედისძმისა თჳსისა ნერსჱსა,
ერისმთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე,
რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან. ესეცა წადიერ
იქმნაუფროჲსღა გულსმოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და
ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშჲონ იგიბოროტისაგან
და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ
ა) წაკითხულის გააზრება (10 ქულა)
1. რატომ დაიბარა ბაღდადის ამირამ ნერსე?
ა) ნერსე ბოროტმა კაცებმა დაასმინეს ამირასთან;
ბ) ნერსე ადრეც შემჩნეული იყო არაბების წინააღმდეგ საქმიანობაში;
გ) ნერსემ ამირასთან დადებული პირობა ვერ შეასრულა;
დ) ნერსე ბიზანტიის იმპერატორის მოკავშირე გახდა.
2. რამ განაპირობვა ნერსეს სამშობლოში დაბრუნება?
ა) აბდილა მუმნის გარდაცვალებამ;
ბ) მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა;
გ) ღმერთმა მაჰდის შთააგონა ნერსეს გათავისუფლება;
დ) ქართლში არაბების გავლენის შესუსტებამ.
3. რატომ მოუწია ნერსეს ხელმეორედ ქართლიდან გაქცევა?
ა) ნერსეზე კვლავ გაბრაზდა ამირა;
ბ) არაბები მუდამ ებრძოდნენ ნერსეს;
გ) ნერსეს უნდოდა ჩრდილოელ ტომებთან დაახლოება;
დ) ნერსეს უნდოდა აფხაზეთის მეფესთან ერთად აჯანყება მოეწყო
არაბების წინააღმდეგ.
4. რატომ მიიღო და შეიკედლა ხაზართა მეფემ ნერსე?
ა) ხაზართა მეფეს შეეცოდა არაბებისგან ლტოლვილი ნერსე
ერისთავი;
ბ) ამ დროისათვის ხაზარებსა და ქართველებს საერთო მტერი
ჰყავდათ არაბების სახით;
გ) ხაზართა მეფე და ნერსე ერისთავი ნათესავები იყვნენ;
დ) ხაზართა მეფე მომავალში ნერსეს დატყვევებას აპირებდა.
5. რომელი ადგილი იგულისხმება წინადადებაში: „ შევიდა
ქუეყანასა მას ჩრდილოისასა“
ა) აფხაზეთი; ბ) რუსეთი; გ) ოსეთი; დ) ხაზარეთი
6. რატომ სურს ნერსეს ხაზარეთიდან აფხაზეთში გადასვლა?
ა) ხაზარებმა ნერსე აითვალწუნეს:
ბ) აფხაზეთში უფრო უსაფრთხოდ იქნება ნერსეს ამალა;
გ) აფხაზთა მთავრისგან მოწვევა მიუვიდა;
დ) ნერსეს ოჯახი უსაფრთხოების მიზნით აფხაზეთში ჰყავს გახიზნული.
7. განმარტეთ მოცემული წინადადება: „ ისწრაფა მიახლებად
ქრისტესა“?
ა) სულიერად ამაღლდა; ბ) ეწამა ქრისტესთვის;
გ) რწმენა შეერყა დ) მოინათლა
8. რა მნიშვნელობითაა გამოყენებული ხაზგასმული სიტყვა:
„ განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა“ ?
ა) ნიჭიერი, ბ) საჩუქარი, გ) ძვირფასეულობა, დ) სიკეთე.
9. როდის დანიშნა ამირამ სტეფანოზი ერისმთავრად?
ა) ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ;
ბ) ქართლში ნერსეს დაბრუნების შემდეგ;
გ) ნერსეს აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ;
დ) ნერსეს ქართლში ყოფნისას.
10. რატომ გაუხარდა ნერსეს სტეფანოზ გურგენის ძის დანიშვნა
ქართლის ერისმთავრად?
ა) სტეფანოზი პატრიოტი იყო;
ბ) სტეფანოზი მისი დისშვილი იყო;
გ) სტეფანოზი მისი მოკავშირე იყო;
დ) სტეფანოზი მას ერისმთავრობას დაუთმობდა.

წერითი დავალება (34 ქულა)

დაწერეთ თხზულება თემაზე:

„პატრიოტ ერისკაცს მტერი მუდმივად დევნის და ავიწროებს „

იმსჯელეთ , როგორაა წარმოჩენილი მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა და რამდენად


აქტუალურია იგი დღეს.

ბ) ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებიდან“

ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ
სიკუდილდ, წარვიდა და თანა წარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი.
და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია,
მძლავრ შე-ხოლო-ვიდა და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ,
თან-დაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ,
ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ“.
ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე, პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა და
ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მჴევალო ქრისტჱსო, ითხოვე
ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევნეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ
ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ ყრმებრ არარაჲ ჰქმნე, ღმერთმან მოგიტევნესშენ“. და ჯოჯიკ
ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო იყოს
ღმრთისა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო შენ, უკუდავ მექმნე
მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა“.
და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალეს წმიდაჲ იგი ჴორცთა
ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-
მჴევალნი ჩემნი, და, თუ რაჲმე შეგცოდეთ ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლის
მოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩემთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ
ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმჱ ესე ჩემი, რამეთუ
არავინ იპოვაკაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანმცა
შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა
ფრიად დავშუერით. გარნა არა იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“, მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ:
„განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ სადა-იგი არა არს თუალღებაჲ, წინაშე მსაჯულისა
მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და
დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტჱსა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი
ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და
დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას
ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო, და გუემათა და
თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო,
და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ
უფლისა ჩემისა“.
ხოლო იგინი ამას ყოველსა სიტყუასა მისსა ზედა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს:
„მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუაკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო
ქრისტჱს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მიგიტევენინ, რომელ-რაჲ-
იგი ჰყავთ“.
მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი და
ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა,
ვითარმედ „ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ
არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა - მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა,
და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი,რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და
გამოგზავნნა იგინი მშჳდობით.
მერმე, შემდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ სამოელ და იოვანე
ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ-იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ,
სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს მონა, და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა
მისთა; მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტჱსისა. მსგავსად
მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა
ქართლისანი მოვიდეს. ეგრეთვე, რომელნი-იგი გულს-მოდგინებით მონაწილე ყოფილ
იყვნეს შრომათა მათ მისთა სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა მიჰვედრიდეს
ქრისტესა.

წაკითხულის გააზრება (10 ქულა)

1. რას ნიშნავს „ უწესოთა საქმეთა აღუარებდა“?


ა) საკუთარ ცოდვებს ინანიებდა;
ბ) ვარსქენის ბოროტების გამო წუხდა;
გ) შუშანიკის მდგომარეობის გამო წუხდა;
დ) შუშანიკს ამხნევებდა.
2. რას უწოდებს ჯოჯიკი მედგრობას?
ა) პირად უმოქმედობას;
ბ) პრობლემის მიმართ ვარსქენის დამოკიდებულებას;
გ) პირად უმოქმედობას;
დ) პრობლემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას.
3. რა მიაჩნია ჯოჯიკს ცოდვის მიზეზად სიტყვების: „ ვითარცა კაცთა საწუთროისათა და
სოფლის მოყუარეთა“ მიხედვით?
ა) ამქვეყნიური სამყაროს სიყვარული;
ბ) ბოროტებისკენ მიდრეკილება;
გ) კერპთაყვანისმცემლობა;
დ) საერთო გულგრილობა.
4. რა ჩანს სიტყვებში: „ჩვენ თვნიერ შენსა ფრიად დავშუერით, გარნა არა იყო სმენაი,
არცა სიტყვაი“
ა) უგერგილობა; ბ) უშედეგობა; გ)უმოქმედობა; დ) უმადურობა
5. რატომ ეიმედება შუშანიკს იმქვეყნიური სამსჯავრო?
ა) იქ ცოდვას წონიან; ბ) იქ მადლს წონიან;
ბ) იქ ყოველივე ცხადდება; დ) იქ მიკერძოება არ არის.
6. ვისგან მოელის შუშანიკი წყალობას?
ა) ვისაც თვითონ სწყალობდა; ბ) ეკლესიისგან; გ) საზოგადოებისგან; დ) ღვთისგან.
7. რა იგულისხმება სიტყვებში: „ ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა“
ა) ლოცვა; ბ) პირადი თვალსაზრისის გამოხატვა;
გ) პირადი პასუხისმგებლობის გამოხატვა; დ) სწავლება.
8. რას უწოდებს ავტორი სასუფეველს?
ა) ყოველ ცხოვრებას; ბ) ქრისტეს ნავსადგურს; გ) ღვთის გზას; დ) ცხოვრების
ყვავილს.
9. რომელ ფრაზაში გამოიყენება მხატვრული საშუალება?
ა)“ ხოლო მე აწ ვჰმადლობ ღმერთსა“
ბ) „ განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში“
გ) „ და მოვიდა ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტვილისა“
დ) „ მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი და შვილნი მისნი“
10 . რა მხატვრული საშუალება გამპიყენება ფრაზაში: „ შუენიერებაი სიკეთისა
ჩემისაი დააბნელა“
ა) შედარება; ბ) მეტაფორა; გ) ჰიპერბოლა; დ) გაპიროვნება.

დაწერეთ თხზულება თემაზე:


„ რას შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, რომელიც ზნეობრივ იდეალს
საკუთარი სიცოცხლის ფასად ამკვიდრებს? „
იმსჯელეთ , როგორაა წარმოჩენილი მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა და
რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

You might also like