ლექცია 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1

ლექცია #2

ენის ლექსიკური ფონდი და ძირითადი ლექსიკური ფონდი. ენობრივი ნიშნის რაობა.


ფიუსეისა და თესეის თეორიები. აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ურთიერთობა.
სიტყვის მნიშვნელობა: ენობრივი ნიშნის ნებისმიერობა. ენის ფუნქციები: საკო-
მუნიკაციო და საობიექტივაციო, მათი ურთიერთობა.

 ყველა სიტყვა, რაც ენაში გვაქვს, ანუ სიტყვათა ერთობლიობა ქმნის ენის
ლექსიკურ შემადგენლობას - ლექსიკას, ლექსიკურ ფონდს (ბერძნ. Lexis
„სიტყვა“, „გამონათქვამი“);

ლექსიკური ფონდი ასახავს ენის მდგომარეობის სურათს: რაც უფრო მდიდარია და


მრავალფეროვანია ლექსიკური შემადგენლობა, მით უფრო მდიდარი და
განვითარებულია ენა. ეს კანონზომიერია, რადგან სიტყვა საგანს, მოქმედებას,
მოვლენას აღნიშნავს. იმ ერს, რომლის ცხოვრებაც მდიდარი და განვითარებულია,
ბუნებრივია, უფრო მეტი სიტყვა დასჭირდება, თუმცა შეიძლება ასეც მოხდეს: ამა თუ
იმ ენის ლექსიკა სულაც არ იყოს მდიდარი, მაგრამ მასში მრავალფეროვნად იყოს
წარმოდგენილი ერთი გარკვეული დარგის ლექსიკა; მაგალითად, არაბულში ასეთი
იქნება აქლემთან დაკავშირებული სიტყვათა მარაგი, ე. წ. „აქლემის ლექსიკის“
სიმდიდრის მხრივ პირველ ადგილზეა მსოფლიოში, თუმცა სხვა მხრივ ის სულაც არ
წარმოადგენს ყველაზე მდიდარ ენას მსოფლიოში.

 სიტყვათა მთელ ერთობლიობაში, ანუ ლექსიკურ ფონდში


განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიტყვათა ერთ ჯგუფს იმ
მნიშვნელობის მიხედვით, რაც მას აქვს მთელი ლექსიკური
შემადგენლობისთვის, მისი წარმოქმნისა და განვითარებისთვის -
ეს არის ძირითადი ლექსკური ფონდი.
 ძირითადი ლექსიკური ფონდი ლექსიკის ხერხემალს ქმნის,
ლექსიკის ეს ნაწილი უძველესია; იგი ლექსიკის გამდიდრების
წყაროა: მისგან ახალი სიტყვები წარმოიქმნება. ძირითად
ლექსიკურ ფონდს განეკუთვნება ნათესაობის ლექსიკა,
ფრინველთა და ცხოველთა სახელები, ნაცვალსახელები,
რიცხვითი სახელები და სხვ.
 ენობრივი ნიშანი არ არის ბუნებრივი ნიშანი. ჯერ კიდევ ძველმა
ბერძენმა ფილოსოფოსები დასვეს საკითხი ენობრივი ნიშნის ხასიათის შესახებ:
სახელი ბუნებრივი ხასიათისაა („ფიუსეი“), თუ შეთანხმების შედეგია („თესეი“). ეს
საკითხი გადაწყვეტილია თესეის თეორიის სასარგებლოდ - ესა თუ ის ბგერათა
2

კომპლექსი, ანუ ენობრივი ნიშანი იმიტომ აღნიშნავს აღსანიშნს (მოვლენას, საგანს...),


რომ ასეა მიღებული იმ ენობრივ კოლექტივში ( სიტყვა რომ საგნის შინაგანი ბუნებით
იყოს ნაკარნახევი, მაშინ ერთსა და იმავე საგანს თუ მოვლენას ყველა ენაში ერთი და
იგივე სახელი ერქმეოდა! შდრ. ქართული „მამა“, რუსული мама „დედა“);
 ერთგვარად თითქოს გამონაკლისია ე. წ. ხმაბაძვითი სიტყვები, რომლებიც
ზოგჯერ რამდენიმე ენაში მსგავსი ბგერადობის სიტყვებით აღინიშნება (შდრ.
გუგულის ხმიანობა „გუ-გუ“ და რუს. Кукушка – „ку-ку“...), თუმცა არც ეს არის
მნიშვნელოვანი არგუმენტი ფუსეის სასარგებლოდ, რადგან, ჯერ ერთი, ასეთი
სიტყვები იმდენად ცოტაა, რომ არ ქმნის საფუძველს ენობრივი ნიშნის ბუნებრივი
ხასიათის (ფუსეის) მტკიცებისათვის. მეორეც, ისინი შექმნილია ამა თუ იმ ენის
ფონოლოგიური შესაძლებლობის მიხედვით და ამდენად ამ ლექსიკის ამ ნაწილშიც
ამ ტიპის სიტყვები ერთმანეთს დაშორებული არიან (შდრ. ჭიკჭიკი და რუს. Щебет...).
 მაშასადამე, კავშირი ბგერათკომპლექსსა და მნიშვნელობას შორის არ
გამომდინარეობს ბგერათკომპლექსების (აღმნიშვნელის) ბუნების და ამ ბგერებით
აღნიშნული მოვლენის (აღსანიშნის) ბუნების შინაგანი კავშირიდან. ამ
თვალსაზრისით ენობრივი ნიშანი ნებისმიერია, მაგრამ ენობრივი ნიშნის
ნებისმიერობა არ ნიშნავს იმას, რომ ენა მივიჩნიოთ ხელოვნურად გამოგონებულ
ნიშანთა სისტემად (როგოიცაა, მაგალითად, შუქნიშანი...). ენა ადამიანთან ერთად
შეიქმნა და ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა, ენა რომ
არ ჰქონდეთ: ადამიანთა საზოგადოება ამავე დროს ენობრივი კოლექტივიცაა, ხოლო
ამ კოლექტივის წევრებისათვის აღსანიშნისა და აღმნიშვნელის კავშირი არ არის
ნებისმიერი. მაგალითად, ქართული ენის მატარებელ საზოგადოებაში კომუნიკაცია
შეუძლებელი იქნებოდა პურს ან წყალს რომ ყველასთვის ერთი და იგივე
ბგერათკომპლექსი არ აღნიშნავდეს (ანუ, ვისაც რა მოესურვება, იმას რომ ეძახდეს!).
 ენობრივი ნიშნის არანებისმიერ ხასიათს განაპირობებს ურთიერთობის,
გაგებინების საჭიროება! ა რ ა ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ო ბ ა მხოლოდ იმდენად არის
სავალდებულო, რამდენადაც გაგებინებისთვის არის
აუცილებელი!
 ენას ორი ფუნქცია აქვს - ს ა კ ო მ უ ნ ი კ ა ც ი ო დ ა
ს ა ო ბ ი ე ქ ტ ი ვ ა ც ი ო („ექსპრესიული“), ანუ ენა არის ურთიერთობის საშუალება და
აზროვნების იარაღი. შეუძლებელი იქნებოდა ენის გამოყენება აზროვნების იარაღად,
რომ მას საკომუნიკაციო ფუნქცია არ ჰქონდეს და, პირიქით, ენნა აზროვნების იარაღი
რომ არ ყოფილიყო, მას საკომუნიკაციოდ ვერ გამოიყენებდნენ; მაშასადამე ორივე
ფუნქციის ქონა არის აუცილებელი პირობა ენის არსებობისათვის.
3

 სიტყვის მნიშვნელობში იგულისხმება აღსანიშნთან რეალურ


სინამდვილესთან, საგანთან ან მოვლენასთან მისი მიმართება. სიტყვის
მნიშვნელობად მიიჩნევა ის წარმოდგენა, რომელსაც ბადებს ამ სიტყვის
გაგონება მსმენელში (ფსიქლოგიაში ეს აზრი არ არის გაზიარებული).
 ხშირად აიგივებენ სიტყვას და ცნებას, სიამდვილეში სიტყვა და ცნება
სხვადასხვაა, მაგრამ სიტყვაც და ცნებაც საგანთან ან მოვლენასთან არის
მიმართებაში: ერთი მხრივ, სიტყვის (ენობრივი ნიშნის ძიითადი ფუნქცია არის
ობიექტზე მითითება, ს ა გ ნ ი ს აღნიშვნა; მეორე მხრით, ცნება არის აზრი
ს ა გ ნ ი ს შესახებ.
მაშასადამე, სიტყვასა და ცნებას შორის საერთო ის არის, რომ ორივე მათგანის
განმსაზღვრელი საგანია, ოღონდ სიტყვაში იგი მომდინარეობს არა ცნებბის
მეშვეობით, არამედ უშუალოდ, ხოლო ცნება საგნის შესახებ სიტყვის მეშვეობით არის
შემუშავებული. სხვადასხვა ენობრივ კოლექტივში საგნის შესახებ ცნება ერთი და
იგივეა, სიტყვა კი - არა.

You might also like