Professional Documents
Culture Documents
16.11.23, 09:24 Page 1 of 6
16.11.23, 09:24 Page 1 of 6
16.11.23, 09:24 Page 1 of 6
aimg1 16
ორგანიზმში არის შვიდი მთავარი ჩაკრა; მულადჰარა, რომელიც მდებარეობს შორისზე, ანალურ ხვრელსა და
სასქესო ორგანოს შორის; სვადჰისთანა, მდებარეობს სასქესო ორგანოს ზემოთ; მანიპურაკა, ჭიპიდან
დაახლოებით ორი სანტიმეტრით ქვევით; ანაჰატა, ოდნავ დაბლა იმ ადგილიდან სადაც გულმკერდის ხვდება
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/507 16.11.23, 09 24
Page 1 of 6
:
დიაფრაგმას; ვიშუდჰი, მდებარეობს ყელის ღრმულზე; აჯნა, რომელიც მდებარეობს წარბებს შორის; და
საჰასრარა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ბრაჰმარანდრა, რომელიც მდებარეობს თავის ქალის
ყიფლიბანდზე(სადაც ახალდაბადებულ ჩვილებს აქვთ რბილი ადგილი).
ეს ჩაკრები არის შვიდი განსხვავებული განზომილება, საიდანაც თქვენი ენერგიები პოვებს გამოვლინებას.
ყველა თქვენი შინაგანი განცდა - ბრაზი, ტანჯვა, სიმშვიდე, სიხარული, და ექსტაზი - არის თქვენი
სასიცოცხლო ენერგიების სხვდასხვა დონეზე გამოვლინება. თუ თქვენი ენერგიები დომინირებენ
მულადჰარაში, მაშინ საკვები და ძილი იქნება თქვენს ცხოვრებაში მთავარი ფაქტორი. თუ თქვენი ენერგიები
სვადჰისთანაში დომინირებენ, მაშინ სიამოვნება იქნება მთავარი ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში; ეს ნიშნავს
რომ თქვენ სიამოვნებას მრავალნაირად იღებთ თქვენი ფიზიკური რეალობისგან. თუ თქვენი ენერგიები
მანიპურაკაში დომინირებენ, მაშინ თქვენ შემსრულებელი(მკეთებელი) ადამიანი ხართ, და ბევრი რამის
წარმატებით შესრულება შეგიძლიათ ამ სამყაროში. თუ თქვენი ენერგიები უმთავრესად ანაჰატაში
კონცენტრირდებიან, თქვენ ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ. თუ თქვენი ენერგიები ვიშუდჰიში
დომინირებენ, თქვენ ავითარებთ ძლიერ ქარიზმას. თუ ენერგიები აგნაში დომინირებენ, თქვენ ხართ
ინტელექტუალურად განხორციელებული (გაცნობიერებული). ამ ინტელექტუალური გაგებას შეუძლია
მიგიყვანოთ გარკვეულ შინაგან სიმშვიდისა და სტაბილურობის მდგომარეობამდე, იმისგან დამოუკიდებლად
თუ რა ხდება თქვენს გარეთ.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/507 16.11.23, 09 24
Page 2 of 6
:
დამაბნეველია მაღალ და დაბალ ჩაკრებზე საუბარი. ეს ისეთია რომ, სახლის საძირკველი სახურავს
შევადაროთ. სახურავი არ არის უკეთესი, და საძირკველი უარესი. შენობის ხარისხი, ამორტიზაციის დრო,
სტაბილურობა, და უსაფრთხოება მეტწილად დამოკიდებულია უფრო საძიკველზე, ვიდრე სახურავზე.
მაგალითად, ფიზიკურ სხეულში, თქვენი ენერგიები უნდა იყოს მულადჰარა ჩაკრაში გარკვეული ოდენობით.
„მულა“ ნიშნავს ძირს ან სათავეს, „ადჰარა“ კი საძირკველს. ეს არის სხეულის ინჟინერიის საფუძველი. თუ
გსურთ რომ გაიზარდოთ, მაშინ ეს უნდა განავითაროთ.
ამავდროულად, ჩაკრებს გააჩნიათ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი განზომილებაც. თუ მას
საკმარის გაცნობიერებას მიაპყრობთ, იგივე მულჰადარა შეიძლება იმდენად ტრანსფორმირდეს, რომ თქვენ
აბსოლუტურად თავისუფალი გახდეთ საკვებისა და ძილის კომპულსური მოთხოვნილებისგან.
შუა ჩაკრა, ანაჰაtა არის ბალანსი ამ ორ შორის. ეს არის როგორც გადასასვლელი პუნქტი მაღალ და დაბალ
ჩაკრებს შორის, თვით-გადარჩენის ინსტინქტსა და განმანთავისუფლებელ ინსტინქტებს შორის. ეს
სიმბოლიზდება ორი ურთიერთ გადამკვეთი სამკუთხედით, რომელთაგანაც ერთი მიმართულია მაღლა,
მეორე კი დაბლა, შედეგად კი ვღებულობთ ექვს ქიმიან ვარსკვლავს. ბევრი რელიგიური ტრადიცია იყენებდა
ამ ვარსკვლავს როგორც წმინდა სიმბოლოს, რადგან ამ კულტურებში ზოგმა გასხივოსნებულმა თავისი
თავდაპირველი ბუნება ანაჰატას მშვეობით გააცნობიერა, და თავის შიგნით აღმოაჩინა ჩაკრების ურთიერთ
გადამკვეთი სამკუთხედები.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/507 16.11.23, 09 24
Page 3 of 6
:
ვიშუდჰი ჩაკრა, რომელიც ყელის ჩაღრმავებაზე მდებარეობს, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ფილტრს“. როდესაც
თქვენი ფიტრი ძლიერები ხდება, თქვენ გიჩნდებათ შესაძლებლობა გაფილტროთ ყველაფერი რაც თქვენში
შემოდის. ან სხვა სიტყვებით, როდესაც თქვენი ვიშუდჰი ძალიან აქტიურია, თქვენი ისეთი ძლიერი ხდებით,
რომ გარეგან ბუნებას აღარ აქვს თქვენზე გავლენა. ინდური იკონოგრაფია ასახავს ადიიოგის, ან შივას,
ცისფერი ყელით, რადგან მას შეუძლია გაფილტროს გარეგანი სამყაროს ყველანაირი საწამლავი და არ
შეუშვას თავის სისტემაში, საწამლავების ყელში გაჩხერით.
თუ თქვენი ენერგიები გადაინაცვლებს წარბებს შორის მდებარე აჯნა ჩაკრაში, თქვენ ინტელექუალურად
გასხივოსნებული ხდებით, მაგრამ არა ემპირიულად თავისუფალი. მერვე საუკუნის ინდოეთის დიდი
მისტიკოს-ფილოსოფოსი ადი შანკარა მოგზაურობდა ყველგან სადაც იმ დროს შესაძლებელი იყო და
ერთმანითის მიყოლებით ამარცხებდა სწავლულთა ლეგიონებს მეტაფიზიკურ დებატებში. მისი ლოგიკა
დაუმარცხებელი იყო, რადგან აგნაში განცდილი ერთიანობა ადამიანს ანიჭებს ექსტრაორდინალური დონის
ინტელექტუალურ გაგებისა და აღქმას.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/507 16.11.23, 09 24
Page 4 of 6
:
საშუალებას იძლევა. თუმცა, არ არსებობს გზა აგნადან საჰასრარამდე. თქვენ უნდა ახტეთ ან ჩახტეთ მასში.
ეს არის ერთერთი მიზეზი იმ უდიდესი ყურადღებისა რასაც, ინდური კულტურა ანიჭებს გურუს. აგნადან
საჰასრარაში ნახტომის განხორციელებისთვის, აუცილებელია უზომო ნდობა.
დავუშვათ, რომ უძირო უფსკრულის წინ აღმოჩნდით, და ვიღაცამ შიგ ჩახტომა გთხოვათ, იმისათვის რომ ეს
გააკეთოთ, თქვენ უნდა იყოთ ან სრულიად გიჟი, ან საოცრად გაბედული და ან აბსოლუტური ნდობა უნდა
გქონდეთ ამ ადამიანის. თითქმის არავის გააჩნია ასეთი სიმამაცე. მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანი
საკმარისად გიჟი, რომ იცხოვრონ სრული თავდავიწყებით; ადამიანების უმრავლესობა სიფრთხილით
ცხოვრობს და მათი უმთავრესი საჭიროებაა თავიანთი საზღვრების დაცვა. ასე რომ, ადამიანთა 99.9
პროცენტს სჭირდება ნდობა. ნდობის გარეშე ისინი არასდროს „გადახტებიან.“
ამგვარად, ეს ნახტომი ღირს ამად. ნახტომის შემდეგ უძირო უფსკრული იქცევა უსაზღვრო თავისუფლებად.
სადჰანა
თქვენს წარბებს შორის არსებული ადგილიდან, 15 დან 22 სანტიმეტრამდე მანძილის დაშორებით მდებარე
წერტილზე 12 დან 48 წუთის განმავლობაში თვალებგახელილი ფოკუსირებით, შეგიძლიათ გააცნობიეროთ
თქვენი ინდივიდუალური ჩაკრების ბუნება და სტრუქტურა(ფოკუსის ხანგრძლივობისა და ხარისხის
მიხედვით). ამ აღქმას შეუძლია დაგეხმაროთ ჩაკრების შემთხვევითი მოძრაობის დასტაბილურობაში,
რომლებიც წარმოიქმნება გარეგანი სტრესული სიტუაციების შედეგად. ეს არის ძალიან რთული კრია-იოგის
მხოლოდ ერთი ასპექტი, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წვდომა თქვენს შინაგან აკაშურ, ან ეთერულ
განზომილებაზე.
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/507 16.11.23, 09 24
Page 5 of 6
:
https://magma.ge/book/სადჰგურუ-შინაგანი-ინჟინერია/507 16.11.23, 09 24
Page 6 of 6
: