Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

იმსჯელეთ სიტყვისა და საქმის ერთიანობის საკითხზე სულხან-

საბას იგავთა კრებულის მიხედვით და რამდენად აქტუალურია იგი


დღეს

„ნახა მეფემან და მოისმინა სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“ -წერს


სულხან-საბა თავის არაკთა კრებულში მას შემდეგ, რაც ფინეზ მეფემ
გაიაზრა ლეონის გენიალურობა და სიტყვისა და საქმის, ანუ
სულიერისა და ხორციელის ერთობა იხილა.
მაინც, რა მნიშვნელობა ააქვს ჩანაფიქრის სიტყვად, ხოლო სიტყვის
საქმედ გაქცევას? ეს უბრალოდ ადამიანის თავმომწონე ბუნების
მხილებაა, თუ რაღაც უფრო მარადიულის, რომელიც ადამიანს
მემკვიდრულად გადაეცემა წინაპრებისაგან...სულხან-საბა ამ
მისტერიას ცხადყოფს ლეონის პერსონაჟის სახით, რომელიც კვალ და
კვალ მიჰყვება აღნიშნულ ხაზს და თავად ხელმწიფის მოწონებასაც
იმსახურებს.
სიუჟეტის ღრმა ანალიზისათვის, აუცილებელია ყურადღება
გავამახვილოთ იმ ალეგორიებსა და სახე-სიმბოლოებზე, რომელსაც
ორბელიანი შეფარვით, მეტაფორულად, ან თუნდაც, პირდაპირ
გვთავაზობს; ასე მაგალითად: ფინეზ მეფემ ჯუმბერის, თავის
ერთადერთი ვაჟის, აღმზრდელად ლეონი სიზმრის მიხედვით აირჩია ,
რომლის ხილვის შემდეგაც, მას ხელთ ‘ეტრატი’ ეპყრო. სიზმრის
ხილვის მოვლენა ქართულ ლიტერატურაში მეტად საინტერესოდ
გვესახება, როგორც ამას ვხედავთ, „ბახტრიონში“, როდესაც კვირია
მისი გარდაცვალების სიზმარს ჰხედავს, ანუ თუნდაც, „ბაში-აჩუკი“,
სადაც მღვდელს ესიზმრება გველეშაპი, რომელიც ხალხს ხოცავს და
აჩრდილი, რომელიც შემდგომში ბაში-აჩუკი აღმოჩნდება. როგორც
ვხედავთ, სიზმარი ნაწარმოებებში გამოიყენება, როგორც მომავლის
განჭვრეტის მექანიზმი, რათა მკითხველს შეექმნას განწყობა თუ რა
მოხდება შემდგომ.
ფინეზ მეფის სიზმარიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი: „ღამესა ერთსა
ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე, ახოვანი ,
პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ
ქუფრი მოჰხვეოდა საყვარლად სახილველი.
სწორედ ამ მონაკვეთის მიხედვით, მკითხველს შეუძლია განჭვრიტოს
ლეონის მთელი მომავალი ამ იგავ-არაკთა კრებულში; სულხან-საბა
მას ადარებს ლომს, რომელიც თავისი პირველადი გაგებით ძლიერი,
მამაცი წინამძღოლის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ქართულ
ლიტერატურაში ცნობილი როგორც ლომის, ავთანდილის გახსენებაც
არ იქნებოდა ურიგო.
„უთხრა მეფესა: ღმერთმან გიდღეგრძელოს ძე ეგე შენი და თუცა მე
არა მომაბარებ, ნება შენდა, ვერვინ გასწვართოს; თუ მეძებო, მპოვო,
თუ არა, შენვე ინანდეო“. ამ პასუხის შემდგომ, გაწაფული თვალი
აუცილებლად ამოიცნობს ბედისწერასთან შერკინების ფილოსოფიას ,
რომელიც, რა საკვირველია, კვლავ ფიგურირებს
„ვეფხისტყაოსანში“.ღმერთთან დაახლოვებული მიჯნურები მუდმივად
ებრძვიან მათ ბედს; ტარიელისათვის ეს არის დაკარგული ნესტანის
ძიება, თავად ნესტანისათვის ხვარაზმშას ძეზე გათხოვება, ხოლო
ავთანდილისათვის უცხო მოყმის პოვნა; და რადგანაც ფინეზ მეფეც
ხელმწიფე გახლავთ (რომლის მეშვეობითაც სულხან-საბა იდეალური
მეფის პორტრეტს გვიხატავს), მისი ხვედრიც არის ბედისწერასთან
შერკინებარა, რა საკვირველია, თავადვე ღვთის დახმარებით. მას
ევალება ლეონის პოვნა და მისი მეშვეობით მომავალი ხალხთა გულის
პატრონის, ჯუმბერის გაზრდა. (ამავე იდეოლოგიას იზიარებს რუქას
მიერ მონათხრობი „უგუნური მცურავი“).
ზემოთნახსენების შემდგომ, ცხადია, გვიჩნდება დამოკიდებულება,
რომ ლეონი დიდი იდეისა და მისიის მატარებელია. მისი „სიტყვა
საქმიანი და საქმე სიტყვიანი“ სწორედაც რომ მის ამ უბრალო
ადამიანურ კეთილშობილებასა და გამოცდილებას ეფუძნება. ლეონი
იცნობს ხალხს, მან იცის ცხოვრება. იგი ბავშვობიდანვე ბედმა დაჩაგრა
და უდედმამოდ გაიზარდა, რა მიზეზითიაც მას ესმის მარტოსულობა,
ობლობა, ყარიბობა...
აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ჯუმბერის მამასთან შეხვედრამ,
დაამტკიცა აღმზრდელის უტყუარობა, სიწრფელე და დიდსულოვნება.
მისი მზაობა და მეფესთან ფიცის გაფორმება კი, რა საკვირველია,
შორსმჭვრეტელობაზე მეტყველებს.
რა საკვირველია, სიტყვისა და საქმის ერთობის აუცილებლობა XXI
საუკუნეშიც ინარჩუნებს აქტუალობას, როგორც პოლიტიკოსებისა და
სახელმწიფო მოხელეებისათვის, ასევე რიგითი
მოსახლეობისათვისაც. დაპირების გადაქცევა ცარიელ სიტყვებად
მარტივია, თუმცა მათი შენარჩუნება გაცილებით ძნელი. მეტიც,
ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამომავლო გეგმების
ახლობლებთან ან ფართო მასებთან გაზიარება ამცირებს მათი
რეალობაში მოყვანის შანსს, აღნიშნული მტკიცდება იმით, რომ
ხალხის სკეპტიკური დამოკიდებულება ხშირად თრგუნასვ ჩვენს
ქვეცნობიერს. ამ მოსაზრებას თუ გათვალისწინებით, საკუთარი
მიზნების არ-გამჟღავნება უკეთესია, მაშ, როგორ უნდა ვაქციოთ სიტყვა
საქმედ? ამ კითხვაზე ჩემი პასუხი შემდეგგვარია: თავად საქმის კეთება ,
სიტყვების, აზრებისა და იდეების სრულყოფაში მოყვანას გულისხმობს ,
ამიტომაც ენამ, ანუ სიტყვამ, არასდროს არ უნდა გასუწროს გონებასა
და გულს. ამ უკანასკნელზე მახსენდება ალფონს დოდეს „ტარტარენ
ტარასკონელი“ და რუდოლფ რასპეს „ბარონ მიუნ ჰაუზენის
თავგადასავალი“, რომელნიც საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის
ჟანრს მიეკითუვნებიან, თუმცა, ღრმა შინაარსს ატარებენ, რომელთა
მთავარი პერსონაჟებიც ასახავენ საზოგადოების იმ ქედმაღალ,
ამპარტავან და დელუზიურ ნაწილს, რომელნიც რეალობისაგან
გაქცევის მიზნით, იყენებენ თავიან ფანტაზიას და თხზავენ ამბებს.

You might also like