Professional Documents
Culture Documents
დევნილი 1
დევნილი 1
1.1. გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენს შესახებ - საიდან ხართ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება
თბილისში მიგრაციამდე?
რესპონდენტი 7: რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო იმიტომ, რომ მშობლების დატოვება
მიწევდა და ეს ნიშნავდა, რომ აი, რომ დავტოვებდი აფხაზეთს ძალიან იშვიათადღა ვნახავდი
ჩემს მშობლებს და ეს იყო ცუდი, მაგრამ ისინი აფხაზეთში დარჩენას კი არ აპირებდნენ,
სამეგრელოში აპირებდნენ დედაჩემის დასთან ცხოვრებას და კი ხშირად შევძლებდი მათ
ნახვას მაგრამ ისეთი ურთიერთობა აღარ მექნებოდა რა თქმა უნდა, როგორიც ერთად
ცხოვრებისას. მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ისინიც დავითანხმე, რომ ჩემთან ერთად
გადმოსულიყვნენ თბილისში საცხოვრებლად და ჩემს მერე ორ წელში გადმოვიდნენ კიდეც.
მშობლების გარდა ჩემი რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი აფხაზეთში დარჩა და
ურთიერთობა საერთოდ აღარ მაქვს ახლა მათთან და ესეც ერთ-ერთი სირთულე იყო.
1.4. რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი, რა როლი ჰქონდათ ოჯახის წევრებს
მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
რესპონდენტი 7: ახლა ოთხი წევრისგან შედგება, მე, მეუღლე და ორი შვილი მყავს.
აფხაზეთში ცხოვრების პერიოდში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და სხვათაშორის
ისინიც იმ აზრზე იყვნენ, რომ უნდა დაგვეტოვებინა ჩვენ ჩვენი სახლი, რა თქმა უნდა არ იყო
ეს ადვილი, იმიტომ რომ მთელ ცხოვრებას როცა ერთ ქალაქში ატარებ და ბევრი ნაცნობი
გყავს იქ და ბევრი ნათესავი, განსაკუთრებით რთულია ასე უკან მოუხედავად წამოსვლა შენი
სახლიდან, მაგრამ გადაწყვეტილება მშობლებმა მიიღეს და მეც არ მქონდა საწინააღმდეგო
არაფერი, პირიქით როგორც აქამდე აღვნიშნე, მინდოდა რო უნივერსიტეტში ჩამებარებინა
და საკუთარი პროფესია მქონოდა.
რესპონდენტი 7: ჩემი შეფასებით შევძელი კი, როგორც აქამდეც ვთქვი, მართლა უდიდესი
ნაწილი ცხოვრების აქ მაქვს გატარებული და არ ვთვლი თავს უცხოდ არანაირად.
3. სხვადასხვა სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებული სირთულეები და პრობლემები.
3.1. მოგვიყევით და შეაფასეთ გქონიათ თუ არა განცდა, რომ თბილისის სხვა მოქალაქეებთან
შედარებით ნაკლებია თქვენი სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობა და ვერ
სარგებლობთ საჭირო სერვისებით (განათლება, ჯანდაცვა, იურიდიულ მომსახურება).
რომელი სერვისზე განიცდით ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ყველაზე მეტად?
რესპონდენტი 7: ყველაზე მეტად მაინც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა
პრობლემა ჩემთვის და დევილთა უმეტესი ნაწილისთვის ალბათ. მე აი მაგალითად,
დიაბეტიანი ვარ, II ტიპის დიაბეტი მაქვს და ხშირად ისეთი პრობლემები მექმნება
ჯანმრთელობის მხრივ, ექიმთან რომ არ მივიდე, შეიძლება ფეხის ამპუტაციაც კი
დამჭირდეს. საყოველთაო დაზღვევა მაქვს, მაგრამ ეს მართლა არ არის საკმარისი, ისეთი
ანალიზებია ხოლმე საჭირო ხშირად, რასაც საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს და მე
ვიხდი. წამლებზე მაქვს შეღავათი, ლარიანი წამლების პროგრამა არსებობს, მაგრამ მანდაც
იმდენი ხარვეზია, კარგად ვერ მუშაობს, ოჯახის ექიმები ზოგჯერ არ წერენ რეცეპტს და
რეცეპტის გარეშე ვერ იყიდი ვერაფერს და როცა წერენ წამლების დიდი ნაწილი არ იყიდება
არცერთ აფთიაქში და არანაირი შეღავათი არ აქვს ამ ლარიან წამლებს მე თუ მკითხავთ.
მაგრამ მაინც ვერ ვიტყოდი, რომ თბილისის სხვა მოქალაქეებთან შედარებით ნაკლები
ხელმისაწვდომობა მაქვს სხვადასხვა სერვისებზე, რაც ჩამოთვალეთ, აი ეს ჯანდაცვაზე რაც
ვახსენე, ეგ ყველა მოქალაქის პრობლემა მგონია და ასეცაა, დევნილებისთვის გამორჩეული
პრობლემა არაა.
3.2. რამდენად ჩართული ხართ სამოქალაქო პროცესებში (არჩევნებზე სიარული,
არასასურველი მოვლენების გაპროტესტება, მოხალისეობრივი საქმიანობა).
3.2.1. თუ არ ხართ ჩართული, რა გიშლით ხელს სამოქალაქო პროცესებში ჩართულობაში?
რესპონდენტი 7: გალში როცა ვცხოვრობდი უკეთესი იყო რა თქმა უნდა, ყველაფერი გვქონდა
და ახლა მე და ჩემნაირ დევნილებს კი არა ანუ მარტო დევნილებს კი არა, ყველას უჭირს
ეკონომიკურად. პროფესიით ბიოლოგი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს არ მიმუშავია
სიმართლე რომ გითხრათ [იცინის], სტამბაში ვმუშაობდი დაახლოებით 11 წელი,
ჟურნალებსა და გაზეთებს ვახარისხებდით ღამის ცვლაში და უფრო ფიზიკური სამუშაო იყო
ვიდრე გონებრივი. გალში არაფერი არ გვაკლდა, სახლი ყოველთვის სავსე გვქონდა
პროდუქტებით, სულ ახალი შეძენილი ავეჯი დავტოვეთ აფხაზეთში, ყველაფერი, მარტო
ავეჯი კი არა, რაც გვეცვა იმ დღისით, ისე წამოვედით, ყველაფერს რო ვტოვებდით მაგაზე
არც ვფიქრობდით, ალბათ იმიტომ, რომ თითქოს ვფიქრობდით, რომ დავბრუნდებოდით,
დაბრუნების მოლოდინი გვქონდა მაგრამ...
4.5 რა სახის კომუნიკაცია გაქვთ დე ფაქტო ხელისუფლებასთან [თუ დიახ, რა შედეგი აქვს
ამას?]
5. ინტერვიუს შეჯამება
5.1 თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეაფასეთ, თუ რა არის/იყო თქვენი, როგორც
დევნილის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.
1. შესავალი, გაცნობა.
1.1 გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენს შესახებ - საიდან ხართ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება
თბილისში მიგრაციამდე?
ინტერვიუერი: დიახ, თქვენი ცხოვრება როგრი იყო, როგორი ოჯახი გქონდათ მაშინ?
რესპონდენტი 8: მშობლები როცა თბილისში მომიწია უკვე საცხოვრებლად გადასვლა მაგ
დროს გარდაცვლილი მყავდა, ნორმალური ცხოვრება გვქონდა, დიდი ფუფუნება არ გვქონია
არასდროს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ აი, გვიჭირდა და თავის გატანას ვერ ვახერხებდით,
კარგი სამეზობლო გვყავდა, ჩვენი სოფლის მეურნეობა გვქონდა, ბაღები, საქონელი გვყავდა
და რასაც ვიყენებდით საკვებად ყველაფერი ჩვენი მოყვანილი იყო და ჯანმრთელებიც
ვიყავით უფრო მაშინ.
1.4 რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი, რა როლი ჰქონდათ ოჯახის წევრებს
მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
რესპონდენტი 8: ჩემი მეუღლეც ზუსტად იმავეს ფიქრობდა, რასაც მე, რომ უნდა
დაგვეტოვებინა ცხინვალი და სხვაგან უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება.
რესპონდენტი 8: ჩემი მეუღლე და ორი შვილი ვცხოვრობთ, რომლებიც უკვე დიდები არიან,
ერთი მუშაობს მხოლოდ და ისე ორივეს დამთავრებული აქვთ უნივერსიტეტი.
რესპონდენტი 8: ცუდად არა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ უფრო უკეთესად
შეუძლია საზოგადოებას დევნილების დახმარება თუ არა სიტყვიერი მხარდაჭერა მაინც ასე
რომ ვთქვათ, მაგრამ ვერც საზოგადოებას გავამტყუნებ, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში,
ადამიანების უმეტესობა თავის რჩენაზეა ორიენტირებული და ასეთებს ვერ მოსთხოვ
გინდათ თუ არა დევნილებს დაეხმარეთ და დაუჭირეთ მხარიო [იცინის], დევნილებზე
არანაკლები პრობლემები აქვთ, ამის თქმა მინდა.
რესპონდენტი 8: ეკონომიკურად მგონია, რომ ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, ვიდრე
ცხინვალში ცხოვრების დროს, მასწავლებლის ხელფასი მაქვს, ჩემი ერთი შვილიც მუშაობს
და ძირითად გვყოფნის თავის გატანისთვის და ცხინვალში როცა ვცხოვრობით არც
ვყიდულობდით არაფერს, ისეთი ბუნება გვქონდა, სუფთა წყაროები, ყველაფერი მოყავდათ
ჩემს მშობლებს საკუთარ ბაღებში და სამაგიეროდ ახლა გვაქვს ყველაფერი მარკეტებში
ნაყიდი. თავიდან იყო რთული, როცა გადმოვედით თბილისში, სამუშაო არცერთს გვქონდა
ოჯახში და მერე გავბედე და ჩვენ სახლთან ახლოს იყო სკოლა და იქ მივედი, დირექტორს
დაველაპარაკე და დავიწყე მუშაობა მასწალებლად, უკვე 16 წელზე მეტი იქნება, რაც
მასწავლებელი ვარ და არავინ დამხმარებია და დიდი ძალისხმევაც არ დამჭირვებია -
მივედი, დაველაპარაკე როგორც გითხარით დირექტორს და მალევე დავიწყე მუშაობა.
5. ინტერვიუს შეჯამება
5.1 თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეაფასეთ, თუ რა არის/იყო თქვენი,
როგორც დევნილის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.
რესპონდენტი 8: ალბათ საკუთარი კუთვნილი სახლი რომ არ მაქვს, ეგაა ჩემი ყველაზე დიდი
პრობლემა, რომ ჩემი დის შეწუხება მიწევს, იქიდან გამომდინარე, რომ იმის სახლში
ვცხოვრობ ჩემი ოჯახით.
1. შესავალი, გაცნობა.
1.1 გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენს შესახებ - საიდან ხართ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება
თბილისში მიგრაციამდე?
რესპონდენტი 9: მე გაგრიდან ვარ წარმოშობით, ჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდა,
მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ვცხოვრობდი გაგრაში, ბედნიერად. ყოველ
შემთხვევაში ბედნიერები ვიყავით ომის დაწყებამდე.
რესპონდენტი 9: იმდენი წელია უკვე გასული კარგად აღარც მახსოვს მე პირადად, მაგრამ
მშობლებისგან ვიცი, რომ უკვე როცა მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე გადავიდნენ
რუსები და აფხაზებიც და სროლები როცა გაძლიერდა, რა ვიცი აი, ყოველ წუთს სროლის ხმა
ისმოდა, მაშინ მიიღეს ჩემმა მშობლებმა აი ეს გადაწყვეტილება, რომ სადღაც უნდა
წავსულიყავით, რომ ომის ზონისგან ვყოფილიყავით შორს, თან მამაჩემი უკვე მოხუცებული
იყო იმ პერიოდში, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თავის მძიმე ტრავმა აქვს
გადატანილი და ომის გამო ნერვიულობაზე უარესად გახდა და ისე მოხდა, რომ მამას
მკურნალობა თბილისში გავაგრძელეთ.
რესპონდენტი 9: არა, არ მომიწია არც მე და არც მშობლებს არასდროს მანდ ცხოვრება, მაგრამ
ვიცნობ რამდენიმეს, ვინც ასეთ საერთოებში ცხოვრობს დღესაც და ვიცი, რომ საშინელი
მდგომარეობაა უმეტესობაში და რაც რემონტდება ისიც დევნილების ხელით, მაგრამ
რემონტიც რას უშველის მარტო, ისეთი ავარიული შენობებია დემონტაჟი თუ უშველის, სხვა
არაფერი.
1.4 რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი, რა როლი ჰქონდათ ოჯახის წევრებს
მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
რესპონდენტი 9: არანაირი დახმარება არ გაუწევია, ახლა ბინა მაქვს, მაგრამ ჩემი ყოფილი
მეუღლის სახლია ეს. ბინაზე განცხადებაც მაქვს გაკეთებული და ნელ-ნელა აძლევენ რა ვიცი.
მე ამ სახლში რომ ვცხოვრობ ალბათ ითვლება, რომ არ მეკუთვნის, საერთო საცხოვრებლებში
ვინც ცხოვრობენ, იმათ არ დაუკმაყოფილეს და მე ალბათ არ მეკუთვნის, არ ვიცი.
4.5 რა სახის კომუნიკაცია გაქვთ დე ფაქტო ხელისუფლებასთან [თუ დიახ, რა შედეგი აქვს
ამას?]
5 ინტერვიუს შეჯამება
5.1 თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეაფასეთ, თუ რა არის/იყო თქვენი, როგორც
დევნილის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.
რესპონდენტი 9: რა ვიცი, ჩემი საკუთარი ბინა არ მაქვს, ამჟამად არც შემოსავალი მაქვს,
ფინანსების ფრობლემები მაქვს, ჩემი ემიგრანტი და მეხმარება მხოლოდ თავის გატანაში.
ახლა სამსახურსაც ვეძებ, ცოტა ისეთს, დიდი ის რომ არ სჭირდებოდეს, დატვირთვა,
ფიზიკური მაგრამ... თან ჩემ ასაკში არ არის ადვილი სამსახურის პოვნა.