Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

„ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები

1. მ ე გ ო ბ რ ო ბ ა
1. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი;
2. ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია;
3. არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
4. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;
5. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მ ოყვარესა მოყვარულსა.

2.ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
1. „სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ;
2. საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად;
3. მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი;
4. იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა.

3. გ მ ი რ ო ბ ა
1. სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
2. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა ციკვდილი სახელოვანი!
3. წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
4. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.

4. პ ო ე ზ ი ა
1. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი;
2. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი;
3. მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

5. ც ო დ ნ ა
1. არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა;
2. გონიერთა მწვრთნელი უყვარს, უგუნურთა გულთა ჰგმირდეს.
6. მ ი ტ ე ვ ე ბ ა
1. ღმერთი ალხენს მონანულსა, არ შეუნდობს კაცი ვინა?!

7. ს ი ც რ უ ე

1. სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა;


2. ყოვლი ცრუ და მორალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;
3. მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად;
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასჭრელად.

8. სიმართლე

1. ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

9.ზ ნ ე ო ბ ა
1. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად;
2. რაცა სადა გაუმარჯვდა კაცსა ფიცთა გამტეხელსა;
3. კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

10. გ ო ნ ი ე რ ე ბ ა
1. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს;
2. კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს მისი პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასულთა ჭირთა ხსოვნა.
3. ...სხვა სხვისა ომსა ბრძენია;

11. ს ი კ ე თ ე
1. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების;
2. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

12. ღვთის მოწყალება

1. ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა.


2. ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად;
3. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა.
13. ღვთის განგება

1. რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისცა შეარჩინა;


2. არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა;
3. არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი;
4. ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების.

14. შ ი შ ი

1. შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია;


2. მართლად იტყვის მოციქული: „ შიში შეიქმს სიყვარულსა“.

15.ბედნიერება

1. მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდი კაცი ჭირსა;


2. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?

16. ე ნ ა

1. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

17. საწუთრო

1. ბინდისგვარია სოფელი, ასეთურ ამად ბინდდების,


კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების;
2. ვა, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
3. ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

18. მ ტ რ ო ბ ა
1. მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
19. ს ი ბ რ ძ ნ ე
1. მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს;
2. ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირა არცს ჩირად;
3. თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია;
4. მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს - ესე ბრძენთაგან თქმულია.

20. ქრთამი

1. თქმულა: „ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს“;


2. ვა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა.

21. ბედთან შეურიგებლობა


1. კაცმან საქმე მოიგვარის, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს;
2. სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!

22.წინდახედულობა

1. რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა;


2. სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა.

23. ს ი ტ ყ ვ ა

1. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.


2. ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების;

24. ს ი უ ხ ვ ე

1. სმა-ჭამა _ დიდად შესარგი,დება რა სავარგულია?!


რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!
25. ს ი ხ ა რ ბ ე

1. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი.

26. სტუმატ-მასპინძლი

1. ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული;


2. კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების.

27. სიკვდილის გარდაუვალობა

1. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.

You might also like