Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

326 წლით თარიღდება, თუმცა ამ მოვლენას წინ დიდი ისტორია


უძღვის. საქართველო ოდითგანვე გარშემორტყმული იყო
დამპყრობელი სახელმწიფოებით, რომელთაც გეოგრაფიულად
ხელსაყრელი მდებარეობის მქონე ქვეყნის ხელში ჩაგდება სურდათ,
ვინაიდან აბრეშუმისსა და სხვა დიდი სავაჭრო საქარავნო გზები
სწორედ აქ გადიოდა.
კავკასიაში ძალაუფლების განმტკიცებისა და გაბატონებისთვის
ერთმანეტს ამ დროს ებრძვის ორი უძლიერესი ქვეყანა რომისა და
ირანის სახით, რომელთა მიზანი საქართველოს დაქვემდებარებაა.
ყოველგვარი დამხმარე ძალისა და მოკავშირის გარეშე დარჩენილმა
ქართულმა სამეფოებმა ხსნა სწორედ რელიგიაში ნახეს, იმისთვის
რომ კავშირი დაამყარონ აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის
მეზობელთან აუცილებელია რჯულთა ერთიანობა. თუმცა ირანი
მაზდეანობას აღიარებდა, ხოლო რომი ქრისტიანობას , რთული
არჩევნის წინაშე დაყენების შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტეს ქვეყნის
მესვეურებმა რომ საქართველოს რომთან უფრო მეტი საერთო აქვს
ვიდრე წარმართ სასანიანთა იმპერიასთან, ამ გადაწყვეტილებას ასევე
ხელი შეუწყო ნისიბინის ზავის შედეგებმა, რომლის მიხედვით ეგრისი
და ქართლის ნაწილი რომის გავლენის ქვეშ იყო, ასევე მესვეურთა
აშკარა დასავლურმა ორინეტაციამ, რომლიც საუკუნეების მანძლზე
გრძელდებოდა(თუნდაც ფარსმან მე-2 დროიდან), ამიტომაც
სახელმწიფო რელიაგიად მალევე ქრისტიანობა გამოცხადდა.
ქრისტეს მოძღვრება წიგნიერ სარწმუნოებადაა მიჩნეული,
შესაბამისად ამ დროიდან უკვე გვხვდება მრავალი წერილობითი თუ
არქიტექტურული შედევრი, რომლების გვაწვდიან ცნობებს ქვეყნის
საგარეო პოლიტიკასა და მის ორიენტაციაზე. მოცემული წყაროებიდან
( ლაზიკის ქრისტიანული არქიტექტურა, ბიჭვინთს ბაზილიკა, ასევე
ქსოვილები, ქოთნები თუ საყოფაცხოვრებო ნივთები) ვიგებთ, რომ
ახალი რელიგიის მიღებამ (გაქრისტიანებამ)უდიდესი როლი
შეასრულაახალი ალიანსის შექმნაში და როგორც სავაჭრო ასევე
პოლიტიკური კავშირი დაუმყარებიათ რომსა და ქართლს. მათი
ალიანსი ნამდვილად მიუთითებდა ქართული სახელმწიფოს
ურთიერთბაზე ირანთან, თუ მანამდე აშკარა არ იყო ქართული
პოლიტიკური კურსი, იგი უკვე ანტიირანული გახდა. რაც შემდეგ
საუკუნეებშიც გაგრძელდა, მე-5 საუკუნეში ირანის გავლენის
გაძლიერების მიუხედავად კვლავ ვხედავთ ქართველი მეფის(ვახტანგ
გორგასლის) დაუღალავ ბრძოლას ირანის წინააღმდეგ.

You might also like