Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კულტურა - “ქცევის ის შესაძლებლობები, ნორმები და ფორმები, რომლებიც პიროვნებებმა

საზოგადოებაში ცხოვრების გზით შეიძინეს“.

ეთნოცენტრიზმი - გულისხმობს უცხო საზოგადოების შეფასებას საკუთარი (მშობლიური)


კულტურის გადასახედიდან და საკუთარი კულტურის ტერმინებით აღწერას.

კულტურული რელატივიზმი - სწავლება იმის შესახებ, რომ საზოგადოებები ან კულტურები


ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავდებიან, ყოველ კულტურას თავისი უნიკალური შიდა
ლოგიკა აქვს. (ამიტომ არ არსებობს მაღალი ან დაბალი დონის კულტურა)

ჰერმენევტიკული ფილოსოფია - ფილოსოფია, რომელიც „სიმბოლური გარემოს, ადამიანის მიერ


საკუთარი ყოფიერებისა და სულიერი არსებობის გაგების ამოცანას უკავშირდება“.

მოვლენაში (მაგ. რიტუალში) ჩაქსოვილია მისი წარმომშობი კულტურის მთავარი ღირებულებები,


რომლებიც ისე უნდა „გამოვხსნათ“ მოვლენიდან, როგორც გორგლიდან ძაფის სხვადასხვა
წვეროები.

სოციალური ევოლუციის რწმენა - წარმოდგენა, რომ საზოგადოებები წრფივი მიმართულებით


განვითარდა და რომ ევროპული კულტურა „განვითარების“ გრძელი ჯაჭვის საბოლოო პროდუქტი
იყო, რომელიც ‘ველურობიდან’ დაიწყო.

კულტურული ცვალებადობის პირველი ზოგადი თეორია - ლუის ჰენრი მორგანმა ჩამოაყალიბა,


რომელიც დასავლეთევროპული საზოგადოება კაცობრიობის განვითარების მწვერვალად
განიხილებოდა.

ევოლუციური სქემა, აღწერდა შვიდ ეტაპს მარტივი ველურობიდან - ცივილიზაციამდე.

ფრანც ბოასი - ის ამტკიცებდა, რომ თითოეული კულტურა საკუთარ კონტექსტში უნდა იქნეს
გააზრებული და რომ სხვა კულტურების შეფასება და კლასიფიცირება დასავლურ,
ეთნოცენტრისტულ ტიპოლოგიაზე დაყრდნობით, „განვითარების საფეხურების“ საზომის
მიხედვით, მეცნიერული აბსურდია.

ბოასმა განავითარა ისტორიული პარტიკულარიზმის იდეა - შეხედულება იმის შესახებ, რომ


თითოეულ საზოგადოებას და კულტურას გააჩნია საკუთარი, უნიკალური ისტორია, რომლის
მორგება რაიმე უნივერსალური განვითარების სქემაზე შეუძლებელია.

ბრონისლავ მალინოვსკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კულტურული კატეგორიების ‘შიგნიდან’


შესასწავლად და სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუციებსა და კულტურულ წარმოდგენებს შორის
არსებული, ხშირად უხილავი კავშირების მისაგნებად აუცილებელი იყო, მკვლევარს
ადგილობრივი ენა სათანადოდ შეესწავლა და საკვლევი საზოგადოების ყოველდღიურ
ცხოვრებაში ყოფილიყო ჩართული.

მალინოვსკის მიაჩნდა, რომ საზოგადოების ყველა ინსტიტუტი შინაგანად ერთმანეთთან


დაკავშირებულია და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თითოეული სოციალური და კულტურული
მოვლენა სრულ კონტექსტში უნდა იქნას შესწავლილი.

რედკლიფ- ბრაუნს თეორია - სტრუქტურული ფუნქციონალიზმი ინდივიდს ანალიტიკურად


უმნიშვნელო ცვლადად მიიჩნევდა და გადამწყვეტ მნიშვნელობას სოციალურ ინსტიტუციებს (მათ
შორის, ნათესაობას, ნორმებს, პოლიტიკას და სხვ.) და მათ ურთერთქმედებას ანიჭებდა.

მარსელ მოსმა გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ სხვადასხვა საზოგადოებას განსხვავებული


ფიზიკური და ფიზიოლოგიური გამოვლინებები - სხეულის სხვადასხვა ტექნიკები ახასიათებს. ეს
ტექნიკები ასაკზე, სქესზე და სხვა მახასიათებლებზეა „მიბმული“.

იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ რეაგირებენ ადგილობრივები თქვენს ქცევაზე, თქვენ მიიღებთ


პირველად ინფორმაციას მათი აზროვნების ფორმების შესახებ.

ჩართული დაკვირვება - მკვლევარი ცდილობს ბოლომდე ჩაეფლოს ადგილობრივთა ცხოვრებაში


და ამასთან, შეუმჩნეველი დარჩეს, რათა დაკვირვების ქვეშ მყოფებმა ცხოვრება
შეძლებისდაგვარად, ჩვეულ რიტმში გააგრძელონ.

You might also like