Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ქრისტიანული სიყვარული გამღები სიყვარულია, მსხვერპლიანია

არსებობს მოსაზრება რომ, სიყვარულისთვის თავგანწირვა გასასამართლებელი


საბუთია
ანა ლომიძე
მრავალ საკამათო თემასთან ერთად ქრისტიანული ეთიკის ერთ -ერთი აქტუალური თემა
სიყვარული გახლავთ , რადგან თავად უფალი თავის თავში გულისხმობს სიყვარულს ,
აგაპე სიყვარულს. გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი და პატივი ეც დედასა
შენსა და მამასა შენსა რათა დღეგრძელ იყო ქვეყვანასა ამასა ზედა . ქრისტიანობაში
სიყვარული ყველაფერს კურნავს. არსებობს მოსაზრება, რომ ვინადან ,,ღმერთი
სიყვარულია“(1 იოანე 4: 16), სიყვარულისთვის თავგანწირვა დასაშვებია.ამასთან
მრავალი აზრი არსებობს პირადად მე ვეთაბხმები ამ მოსაზრებას და ვეცდები
ქრისტიანული ეთიკის მორალებისა და კანონების მიხედვით გავამართლო ჩემი
მოსაზრება.

ქრისტიანულ ეთიკა არსებობს ორგვარი ტელეოლოგიური და


დეონტოლოგიური.დეონტოლოგიური ეთიკის თანახმად თუ, მაგალითად ვიღაცა
მდინარეში იხრჩობა და ადამიანი ეცდება მდინარეში შევიდეს , მაშინ მისი საქციელი
კარგია, მან ეს სიყვარლის გამო გააკეთა(მოვალეობისკენ ორიენტირებულია ) თავად
ქრისტიანობა ძირითადად დეონტოლოგიურ საფუძვლებზეა აგებული.

კიდევ არსებობს აბსოლუტიზმი, რომლის თანახმადაც არ არსებობს გასასამართლებელი


საბუთი. მისი თანახმად, თავგანწირვას, თუნდაც თვივმკვლელობის საბუთი ვერც
სიყვარული იქნება .ჯობია იმაზე იფიქრო რათა არ შესცოდო ვოდრე თავი გაწირო და
შემდეგში სიყვარულით ეცადო თავის გამართლება. წიგნში ვხვდებით თორი თენ ბუთს ,
რომელიც გვიყვება, თუ როგორ ცრუობდა ის, რათა გადაერჩინა ნაცისტების სასიკვდილო
ბანაკში მყოფი ებრაელები და ასევე შეერთებული შტატების მოსამართლე მოვალეობის
შესრულების პროცესსში ხშირად ცრუობდა, რათა გადაეჩინა უდანასაულო სიცოცხლეები .
შეიძლება გასაკვირად მოგვეჩვენოს და როგორ შეიძლება სიცრუე თავგანწირვად
მივიჩნიოთ? ამის პასუხი ის არის, რომ რამდენსაც ვიცრუებთ იმდენჯერ მძიმდება
ადამიანის სული,,,სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა მერმე ხორცსა “შ .რუსთაველი .
ხოლო სულის დაღუპვა მის სამუდამო განადგურებასთან ასოცირდება . ქრისტიანული ანუ
დეონტოლოგიური არგუმენტის თანახმად, მათი თავგანწრვის მიზეზი სწორედ
სიყვარულიდან მომდინარეობს ისინი ცდილობენ დაიცვან ის მცნება კი არა გიყვარდეს
მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი, არამედ შენ თავზე უმეტესად გიყვარდეს მოყვასი
შენი.რახაბმაც იცრუა, რათა გადაეჩინა მზვერავები იერიქონიაში (იეს.ნ 2). აგაპე
სიყვარული ალტუისტულია ის მიიჩნევს რომ ადამინს უნდა უყარდეს თავისი მოყვასი ,
როგორც თავისი თავი. წიგნში ნახენებია ფლეთჩერი, რომელიც ამბობს , რომ იესომ
შეაჯამა მომსეს რჯული და ათი მცნება ერთ სიტყვაში- სიყვარულში.

ტელეოლოგიზმის თანახმად თუ ჩვენმა სიცრუემ, თვითმკვლელობამ, თავგანწირულმა


საქციელებმა ვერ მიგვიყვანეს მიზნამდე ანუ თუ ჩვენ მდინარეში მყოფი არსება ვერ
გადავაჩინეთ ჩვენს ქმედებას გასასმართლებელი საბუთი არ გააჩნია,რადგან მიზანს ვერ
მივაღწიეთ ,ჩვენი ქმედება ფუჭი აღმოჩნდა მას მხოლოდ ზიანი მოაქვს , ამიტომ არ ღირდა
თავგანწირვა სიყვარულისვის.
ანტინომიანიზმის თანახმად არ არსებობს მორალური კანონები. მისი მიხედვით ვერ
ვიტყვით, რომ აუცილებლად უნდა გავწიროთ თავი ან არ უნდა გავწიროთ, იგი
თავისუფალ ნებას გვაძლევს ამ თემასთან დაკავშირებით. ანტინომიანიზი არ არის
ქრისტიანებისთვის მას არ ჯერა უფლის არსებობის და მიიჩნევს რომ , რადგან , როგორც
ეს სიტუაციონიზმშია, უფლის აბსოლურური, უცვლელი კანონები არ არსებობს , არც რაიმე
ვალდებულებაა რაიმესი. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი თუ რატომ აიხსნება სიყვარული
ანტონიიანიზმის თანახმად ასე. წიგნში ვეცნობით ძველ ბერძენ ფილოსოფოსს
ჰერაკლიტეს, რომელიც ამობოდა „არავის არ შეუძლია ერთი და იგივე მდინარის ნაკადში
ორჯელ შესვლა, ყოველ ჯერზე ახალი წყვალი იქნება“. ჩვენ გავეცანით ხოსე ლუის
ბორხესის მოთხრობა ,,ჩამშვებს“, სადაც ,ჩემი აზრით, მთავარი გმირის ასეთი საქციელი
სიყვარულის ნაკლებობის, გულცივობის ბრალია. გამოდის თუ ქრისტიანობის თანახმად (,
დეონტოლოგიურიბის ) თავგანწირვა კარგი მორალური საქციელია ,, ჩამშვების მთავარი
პერსონაჟი დასჯას იმსახურებს, რადგან მან გადაუხვია ყოველგვარი ეთიკის
ნორმებს ,მხოლოდ აბსოლუტიზმს შეუძლია მისი გამართლება.

გენიალიზმის თანახმად არის გარკვეული საერთო კანონი. მისი ერთ ერთი - მთავარი არსი
უტილიტარულია და მიიჩნევს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას იმ შემთხვევაში თუ მას
უდიდესი სიკეთე მოაქვს.ვინაიდან სიყვარულს უდიდესი სიკეთე მოაქვს ისიც ამართლებს
ამ დებულებას.

სიტუაციონიმი ამტკიცებს, რომ არის ერთი კანონი ყველაფრისთვის , კანონი სიყვარულისა ,


ნახსენებია წიგნში. ანუ გამოდის სიტუაციონიზმი მკაცრად უჭერს მხარს ამ მცნებას .
ფლეტჩერი მიიჩნევდა, რომ სიტუაციონიზმი კაცობრიობას იხსნიდა.მაგალითად , პირადი
მაგალითიდან მოვიყვან ,,ვეფისტყაოსანს“ , როდესაც ავთანდილს ჭაშნაგირის მოკვლა
მოუწია ანუ როდესაც ადამიანს კლავ ამით მიუტევებელ ცოდვას ჩადიხარ ,მაგრამ ამის
მიზეზი ნესტან-დარეჯანი იყო. თუ იგი ჭაშნაგირს არ მოკლავდა, ფატმან- ხათუნისგან ვერ
გაიგებდა ნესტან დარეჯნის ადგილ სამყოფელს. მისი ასეთი საქციელი რაინდულად
ჩაითვალა, რადგან მისი მთავარი მოტივი სიყვარული იყო ძმური სიყვარული
ტარიელისადმი, რომელმაც ნესტან დარეჯნის მოძებნა თხოვა. თავად ვეფხისტყაოსანიც
ქრისტიანულ მოტივებზეა აგებული.არსებობს ასეთი უბრალო გამოთქმა , რომ არასოდეს
თქვა არასოდეს. ანუ შეიძლება მე ვთვლი, რომ ვინაიდან ქრისტიანული ეთიკის
პრინცოპებთან გვაქვს საქმე აგაპე სიყვარული კარგია მაგრამ რეალურად ეს სულ ასე ვერ
იყოს.

საბოლოოდ მე მაინც ვთვლი, რომ ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარე თავგანწირვა


სიყვარულისთვის შესაქები საქციელია თუ საგნის ფარგლებში ვიმსჯელებთ , მაგრამ
ზოგადად თუ ამ თავგანწირვას სარგებელი არ მოაქვს ის მხოლოდ გვაზიანებს თვად
ვწირავთ თავს ეს არის და ეს. ზემოთხსენებული ეთიკური მორალური კანონები ცხადყოფს
ჩემ მოსაზრებას.

You might also like