რომი შუალედურები 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

რომის შუალედურის საკითხები

სალომე
ნარმანია ათქულიანი თემები: 1. რომის სამართლის წყაროები
სამართლის წყარო - ძალა,საიდანაც იღებდა სათავეს სამართალი. ეს ტერმინი
პირველადგამოიყენა ცნობილმა რომაელმა ისტორიკოსმა ტიტუს ლივიუსმა,როცა
აღნიშნავდა 12 ტაბულის კანონს,რომელიც შემდგომი პერიოდის რომის სამართლის ფუძეს,
წყაროსწარმოადგენდა. ფორმალური გაგებით დღეისთვის ცნობილია შემდეგი სახის
სამართლის წყაროები: ა) ადათი და ადათობრივი სამართალი; ადათი რომის სამართლის
უძველეს წყაროს წარმოადგენდა. ადათები შერწყმული იყო რელიგიურ და მორალურ
ნორმებთან. საზოგადოების კლასებად დაყოფისა და სახელმწიფოს წარმოშობის
პარალელურად გაბატონებული კლასი მისთვის სასურველ ადათებს სანქციას აძლევდა.
შემდეგ წესდებოდა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისთვის და შეიქმნა ადათობრივი
სამართალი, რომლის ნორმებსაც უწოდებდნენ წინაპართა ადათებს, ანუ mores maiorum. ეს არ
იყო ზუსტად ჩამოყალიბებული დაწერილი სამართალი და სახელმწიფოს განვითარებისა
დაგაფართოების შემდეგ მან ადგილი დაუთმო კანონს. ბ) კანონები; რომის სამართლის
ძირითადი წყაროა. პირველი კანონები სათავეს იღებს ჩვ. წ.აღ.-მდე VI საუკუნიდან.
კანონადაა მიჩნეული სერვიუს ტულიუსის მიერ ძვ.წ. 509 წელსგატარებული რეფორმები.
სერვიუს ტულიუსმა 50-მდე კანონი გამოსცა. რესპუბლიკის პერიოდში კანონებს იღებდა
სახალხო კრებები: კურიის,ცენტურიის თუ ტრიბას სახალხო კრებები. კანონს ეწოდებოდა
lex. იმპერიის პერიოდში კანონებს იმპერატორი გამოსცემდა, მის განკარგულებებს
კონსტიტუციები ეწოდებოდა: ა) ედიქტები - მთელი მოსახლეობისთვის საერთო
სავალდებული განკარგულებები; ბ) რესკრიპტები - ცალკეულ საქმეებზე გამოცემული
განკარგულებები;გ) მანდატები - იმპერატორის მიერ ცალკეული მოხელეებისთვის
მიცემული ინსტრუქციები; დ) დეკრეტები - იმპერატორის გადაწყვეტილებები მასთან შესულ
სადავო საკითხებზე; გ) მაგისტრატების ედიქტები; მათ კანონის ძალა ქონდათ.
მაგისტრატები იყვნენ: პრეტორი, ცენზორი, კონსული, ედილი, კვესტორი, პლებსის ტრიბუნი,
დიქტატორი. ედიქტი ერქვა მათ მიერ გამოცემულ საჯარო განცხადებას, ბრძანებასა და
ინსტრუქციას. პრეტორული სამართალი იცავდა კანონიერ მემკვიდრეებს თავისი
ედიქტებით.
მაგისტრატების ედიქტები 1 წლით მოქმედებდა,ხოლო პრეტორის ხანგრძლივი იყო.
პრეტორის ედიქტების სისტემატიზაცია (კოდიფიკაცია) განხორციელდა ახ.წ. მე-2 საუკუნეში,
131 წელს. კვესტორმა იურისტმა იულიანემ პრეტორის ედიქტებში მოცემული მნიშვნელოვანი
დადგენილების საერთო რედაქტირება მოახდინა. სენატმა იგი უცვლელად გამოაცხადა და
უწოდა ,,მუდმივი ედიქტი“-edictum perpetuum. შესწორება მხოლოდ იმპერატორს
შეეძლო,დამატებები კი მაგისტრატებს.
დ) იურისტების მოღვაწეობა, კერძოდ, იურისტების ლიტერატურული, პრაქტიკული და
მეცნიერული მემკვიდრეობა.
იურიდიულ სამსახურს რომში საფუძველი ჩაეყარა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. რომაელ იურისტთა
მეთაურად მიიჩნევა კორუნკანუსი. მან პირველად საჯაროდ დაიწყო კონსულტანციების
გაწევა. რომაელი იურისტების მოღვაწეობის მიმართულებებია: 1) იურიდიულ მოქმედებათა
შესატყვისი ფორმულების ჩამოყალიბებაcavere (კავერე) ანუფორმულების შედგენის ფუნქცია.
2)იურიდიულ საკითხებზე მოქალაქეთათვის, ასევე სახელმწიფო მოღვაწეთათვისრჩევის ,
კონსულტანციების, ახსნა-განმარტებების მიცემა, იურიდიული ნორმების შინაარსის
გარკვევის ფუნქცია-respondere(რესპონდერე). 3)სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის
მხარეზე გამოსვლით ამა თუ იმ მხარის ინტერესების დაცვის ფუნქცია
agere(აგერე)სამართლოში მხარეთა პროცესიალურ მოქმედებათა ხელმძღვანელობის
ფუნქცია. უნდა აღინიშნოს ius publice respodendi რაც ნიშნავდა კონსულტაციების გაცემის
განსაკუთრებულ უფლებას. მე-4 საუკუნიდან იურისტთა საქმიანობამ,მოღვაწეობამ
სამართალ-შემოქმედებით ხასიათიდაკარგა. 426 წელს იმპერატორ ვალენტიანე მესამის
დროს მიიღეს ,,კანონი ციტირების შესახებ“-lex citationis. ამ კანონის თანახმად უნდა
ეხელმძღვანელათ 5 გამოჩენილი იურისტის: გაიუსის, პაპინიანუსის, პავლუსის ,
ულპიანუსისა და მოდესტინუსის შრომებით. თუ საქმის განხილვისას გადაწყვეტილებას
კენჭისყრით ვერ მიიღებდნენ, პაპიანუსის აზრს ენიჭებოდა უპირატესობა.

2. სახელმწიფო წყობილება და მმართველობის სისტემა რესპუბლიკის პერიოდში (სახალხო


კრებები (საკანონმდებლო ორგანო) (სამივე კრების დახასიათება); სენატი (მუდმივმოქმედი
ორგანო); მაგისტრატები ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება) რესპუბლიკის პერიოდი
იყოფა ორად:
1. ადრინდელი რესპუბლიკის პერიოდი (V-II სს)
2. გვიანდელი რესპუბლიკის პერიოდი (II-I სს) რომის
სახელმწიფო წყობილება რესპუბლიკის პერიოდში:
1. სახალხო კრებები - რესპ. პერიოდში ამ კრებებს იწვევდნენ მაგისტრატები. იყო სამი
კრება(კურიის სახალხო; ცენტურიის სახალხო, ტრიბას სახალხო)
ა) კურიის კრება - ძირითადი ფუნქცია იყო არჩეული თანამდებობის პირებისთვის
ხელისუფლების ფორმალური მინიჭება, შემდგომში ეს კრება შეცვალა 30 ლიქტორთა კრებამ .
(ლიქტორი - საპატიო მცველი რომელიც თან ახლავს მაგისტრატს, იცავს წესრიგს, ასრულებს
განაჩენს და ა.შ.)
ბ) ცენტურიის კრება (კომიცია ცენტურია) სერვიუს ტულიუსმა ჩამოაყალიბა. ძირითადი სახე
სახალხო კრებისა, რომელიც ირჩევდა უმაღლეს თანამდებობის პირებს, იღებდა კანონ-
პროექტებს, რომლებიც კრებაზე განსახილველად შეჰქონდათ მაგისტრატებს. ჰქონდათ
სასამართლო ფუნქციებიც, განიხილავდნენ მნიშვნ სისხლის სამართლის საქმეებს ,
რომლებზედაც შეეძლოთ სასჯელად სიკვდილით დასჯა გამოეყენებინათ.
გ) ტრიბას კრება (კომიცია ტრიბიტა) - სამოქალაქო დაწესებულებების, ტერიტორიული
ოლქების კრება. იყო ორი სახის: 1) პატრიციები და პლებეები ერთად ესწრებოდნენ 2)
მხოლოდ პლებეების კრება. ტრიბას კრებაზე ირჩევდნენ თანამდებობის პირებს (მაგ. ედილი
კვესტორი, ცენზორი) იღებდნენ და ამტკიცებდნენ პრეტორის შეტანილ კანონ-პროექტებს,
ექვემდებარებოდა ზოგი ქურუმის არჩევა
2. სენატი - ჩამოყალიბდა რექსების ხანაში და უხუცესთა საბჭოს წარმოადგენდა. რესპ.
პერიოდში ეს იყო ერთადერთი მუდმივმოქმედი კონსტიტუციური ორგანო. სენატორს
ნიშნავდა კონსული, მეოთხე ს-იდან ცენზორი. სხდომებს ხელმძღვანელობდნენ
მაგისტრატები და სენატის უფლებამოსილება იყო ცენტურიებისა და ტრიბას კრებების
მიერ მიღებული კანონების დამტკიცება. მე-4 ს-დან მათ დაევალათ კანონპროექტების
წინასწარი განხილვა და ჰქონდათ ვეტოს უფლება. ის ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს 5 წლით,
სამხედროს - ერთი წლით. სენატს ჰქონდა ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის, რელიგიური
საკითხების, სამხედრო საკითხების მართვისა და საგანგებო შემთხვევაში დიქტატორის
დანიშვნის უფლება.
3. მაგისტრატურა - შედგებოდა არჩევითი თანამდებობებისგან. მის პოსტს ვერ დაიკავებდა
ხელმოკლე ადამიანი რადგან ეს თანამდებობა უსასყიდლო იყო. მაგისტრს ირჩევდა
სახალხო კრება. მათთვის დამახასიათებელი ოთხი ნიშანია:
ა) ვადიანობა - ირჩეოდნენ ერთი წლით
ბ) კოლეგიურობა - ყოველ თანამდებობაზე (გარდა დიქტატორისა) ირჩევდნენ რამდენიმე
პირს და საკითხები ურთიერთშეთანხმებით წყდებოდა
გ) უსასყიდლობა - არ ეძლეოდათ გასამრჯელო
დ) ანგარიშვალდებულება - მათი საქმიანობა განისაზღვრებოდა სპეც. კანონით. მათი
ანგარიშვალდებულების საკითხი არ დგებოდა თანამდებობის ვადის დამთავრებამდე.
რანგით იყოფოდნენ იმპერიუმებად, ანუ უმაღლესი თანამდებობის პირებად და
პოტესტასებად, ისეთ მაგისტრატებად, რომლებსაც საკმაო ძალაუფლება არ ჰქონდათ.

მაგისტრატები:
1. კონსული - უმაღლესი რანგის მაგისტრატები რექსების გაუქმების შემდეგ. მათ შეეძლოთ
ყველა მაგისტრის განკარგულების გაუქმება. ქვეყანას ინაწილებდნენ მოქმედების
სფეროებად. მათ ჰქონდათ მართლმსაჯულების უფლებაც.
2. პრეტორი - შემოიღეს კონსულის შემცვლელად. ხელმძღვანელობდა ჯარს, წყვეტდა დავებს,
იწვევდა სახალხო კრებებს. იყო რომაელთა პრეტორი და პერეგრინების პრეტორი
(განიხილავდა დავებს რომაელებსა და უცხოელებს, ან მხოლოდ უცხოელებს შორის).
პრეტორი გამოსცემდა ედიქტებს და უკეთებდა მას ახსნა-განმარტებას საჭიროების
შემთხვევაში და ამ ედიქტებმა შეადგინა პრეტორული სამართალი.
3. ცენზორები - ისინი ანაწილებდნენ მოქალაქეებს ცენტურიებსა და ტრიბებში ქონებრივი
ცენზით, ასაკითა და კლასობრივი კუთვნილებით. ასევე ადგენდნენ სენატორთა სიებს და
ახორციელებდნენ მეთვალყურეობას საზოგადოებრივ წესრიგზე. თავიანთი მუშაობის
შესახებ ადგენდნენ ანგარიშებს (ტაბულე ცენზორიე).
4. ედილები - იყო პლებსის კურულისა და სერეალის ედილი. პლებსის ედილი იცავდა
პლებეების ტაძრებს.
კურულის ედილი იყო ზედამხედველი პურის, მოსავლის და სხვ. მოყვანა-განაწილებაზე.
სერეალის ედილები თვალყურს ადევნებდნენ არჩევნების ჩატარების კანონიერებას.
5. კვესტორი - განაგებდნენ ხაზინას და ფინანსურ საქმეებს
6. პლებსის ტრიბუნი - ძვ.წ. 5 ს-ში პლებეები გაძლიერდნენ და თავიანთი წარმომადგენლები
პლებსის ტრიბუნები აირჩიეს, რომლებიც პლებეებს იცავდნენ. შეეძლოთ ვიწრო სფეროს
საკითხებზე ვეტოს დადება, შემდეგ სენატის განკარგულებაზეც კი. ისინი ხელშეუხებელნი
იყვნენ. მათი არჩევის კრებებზე პატრიციები არ მონაწილეობდნენ.
7. დიქტატორი - ინიშნებოდა ომის შემთხვევაში ან არეულობისას არა უმეტეს 6 თვის ვადით.
მისი მოქმედების არეალი შეუზღუდავი იყო. დიქტატორის დასანიშნად,სენატი წინადადებას
აძლევდა კონსულს.

3. ნივთების ცნება და კლასიფიკაცია


Res არის ნივთი. არსებობდა ნივთების დაყოფის სხვადასხვა სახეები:
1. Res in Commercium - ნივთები, რომლებიც სამოქალაქო ბრუნვაში იყო. სამოქალაქო
ბრუნვაში მყოფი ნივთი მარტივად შეძენადი ნივთია, რომლის ყიდვა-გაყიდვას
სახელმწიფო არ კრძალავს. Res extra Commercium - არ იყო სამოქალაქო ბრუნვაში ეს ნივთი,
მაგ საწამლავი.
2. მანციპირებადი (Res Mancipi) და არამანციპირებადი (Res Nec Mancipi) ნივთები:
მანციპირებადი ნივთები ნიშნავდა ისეთ ნივთებს, როგორებიც იყო მიწები, მიწაზე
დასახლებული მონები, მიწის დასამუშავებლად განკუთვნილი პირუტყვი და სხვა
შენობები. მისი შეძენა შეეძლო მხოლოდ რომის მოქალაქეს და მოითხოვდა ქონების
გასხვისების რთულ წესს (mancipatio).
არამანციპირებადი ნივთები წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთებია ძირითადად, რასაც
pecunia ეწოდება.
3. მოძრავი, უძრავი და საკუთარი ძალით მოძრავი ნივთი - მოძრავია ნივთი, რომელიც
გადაადგილებისას არ ზიანდება, უძრავი ზიანდება, საკუთარი ძალით მოძრავი ნივთი მაგ
მონა.
4. სახელმწიფოს კუთვნილი (საჯარო) ნივთი - ანუ დაწესებულება, რომელიც სახელმწიფოს
მიერ იყო აშენებული და საზოგადოებრივი გამოყენებისა (საპყრობილე, თეატრი, გზა).
5. რელიგიური დანიშნულების ნივთები
6. ნივთები რომელიც არავის/ყველას ეკუთვნის - მაგალითად, ჰაერი, მდინარის წყალი (თუ
ვინმეს ტერიტორიაზე არაა) ყველას და თან არავის საკუთრება იყო.
7. მარტივი რთული და ერთობლივი ნივთი - მარტივი ერთი კომპონენტისგან შედგება,
რთულია ნივთი რომელიც გაყოფის შედეგად ზიანდება, ერთობლივია რთულის მსგავსი ,
მაგრამ გაყოფისას შინაარსს არ კარგავს (მაგ ცხვრის ფარა).
4. სხვისი ნივთით სარგებლობის უფლება ანუ სერვიტუტები (ემფითევზისი და აშ)
საკუთარ ნივთზე მფლობელობის ქონასთან ერთად არსებობდა სხვისი ნივთით
სარგებლობის უფლებაც Iura in re aliena (იურა ინ რე ალიენა). სერვიტუტი ორ კატეგორიად
იყოფოდა:
1. ნივთობრივი ანუ საადგილმამულო სერვიტუტი servitutes praediales - არამესაკუთრეს
ეძლეოდა უფლება ესარგებლა სხვისი მიწით, მაგალითად ევლო ფეხით ან ცხენით
მეზობლის ნაკვეთზე, რასაც სასოფლო სერვიტუტი ეწოდებოდა. იყო საქალაქო
სერვიტუტი, მაგ მეზობელს შეეძლო ესარგებლა მეზობლის კედლით და ა.შ.
2. პირადი სერვიტუტი (უზუფრუქტი) Usus fructus - არამესაკუთრეს ეძლეოდა უფლება
მიეღო სხვისი ნივთის ნაყოფი, მაგრამ მის დაუზიანებლად ანუ მთავარი ნივთი იგივე
უნდა დარჩენილიყო.
სერვიტუტის უფლება დამოკიდებული იყო მესაკუთრეზე, მაგრამ შეიძლება წარმოშობილიყო
სასამართლო ან ხანდაზმულობის გზითაც. უფლება წყდებოდა ნივთის მოსპობით,
სერვიტუტის ობიექტის სიკვდილით, უფლების მქონეს უარით ან მესაკუთრის უარით.
სხვის ნივთზე უფლებას ასევე მიეკუთვნებოდა სხვისი მიწის გრძელვადიანი სარგებლობის
მემკვიდრეობით გადასაცემი გასასხვისებელი სანივთო უფლებები: ემფითევზისი emphyteusis
(სასოფლო სამეურნეო მიწაზე მისი დამუშავების მიზნით გადაცემა და სუპერფიციუმი
Superficies საქალაქო მიწაზე ნაგებობის მიზნით გადაცემა. ემფითევზისით მოსარგებლეს
შეეძლო დაემუშავებინა მიწის ნაკვეთ, შეეცვალა მისი დანიშნულება და მიეღო მთლიანი
მოგება მისგან, მაგრამ არ შეეძლო მისი გაყიდვა, მიუხედავად იმისა რომ შეეძლო
მემკვიდრეობით გადაცემა ნაკვეთისა. თუ ნაკვეთის გაყიდვის საკითხი წარმოიშობოდა,
ყიდვის უპირატესობა დაბალ თანხაში მიწის მოსარგებლეს ჰქონდა.

5. ხელშეკრულების სახეები მათი დადების წესის მიხედვით (ოთხივე სახე ანუ ვერბალური,
ლიტერარული, რეალური (მაგისი სახეებიც) კონსენსუალური ასევე სტიპულაციაც)
რომაელმა იურისტმა გაიუსმა წამოაყენა დებულება, რომ ხელშეკრულებები დაეყოთ მისი
დადების წესის მიხედვით. ამ ნიშნით ხელშეკრულების ოთხი სახე არსებობს: რეალური,
ვერბალური, ლიტერარული და კონსენსუალური. დავახასიათოთ თითოეული და მათი
სახეებიც:
1. რეალური - ვალდებულება წარმოიშვა ნივთის გადაცემის შემდეგ (უძრავი ქონების
ნასყიდობა მაგალითად). მისი სახეებია:
სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს ან ნივთს, ან სურსათს , ან
ფულს. მსესხებელი ვალდებულია პასუხი აგოს ნივთის განადგურების შემთხვევაში, მაშინაც
თუ მას არ უსარგებლია გასესხებული ქონებით. სესხის ხელშეკრულება ცალმხრივია , რადგან
გამსესხებელს აქვს უფლებები, ხოლო მსესხებელს ვალდებულებები. სესხის ხელშეკრულება
შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო. სასყიდლიანი სესხი სესხის გაპროცენტებას
ნიშნავდა და პროცენტი მერყეობდა 1-დან 8%მდე. ვადები სესხის დაბრუნების შესახებ
შეიძლება გარკვეული ან გაურკვეველი ყოფილიყო.
თხოვების (commodatum) ხელშეკრულება - ერთ პირი მეორეს უთმობდა გარკვეულ კონკრეტულ
ნივთს უსასყიდლოდ სარგებლობისთვის გარკვეული დროით და იმ პირობით (condintio) რომ
სარგებლობის შემდეგ იმავე ნივთს უვნებლად დაუბრუნებდა. ნივთის მიმღებს ნივთის
დაზიანებისთვის ყველა შემთხვევაში ეკისრებოდა პასუხისგება და მისგან
თავისუფლდებოდა მხოლოდ მაშინ თუ ადგილი ჰქონდა შემთხვევას (casus). თხოვების
ხელშეკრულება ორმხრივია, რადგან გამნათხოვრებელს აქვს ვალდებულება გადასცეს
ხარისხიანი ნივთი და უფლებამოსილია მოითხოვოს როცა უნდა. ხოლო მთხოვნელი
უფლებამოსილია მიიღოს ხარისხიანი ნივთი, მაგრამ ვალდებულია იმავე მდგომარეობაში
დააბრუნოს.
შენახვის ხელშეკრულება (depisitum) – ერთი მხარე (მიმბარებელი) გადასცემდა მეორეს ნივთს
უსასყიდლოდ შესანახად, მაგრამ შემნახველს არ ჰქონდა უფლება რაიმე საზღაური
მოეთხოვა ნივთის შესანახად სწორედ ამით განსხვავდება ის ქირავნობის
ხელშეკრულებისგან. თუ შემნახველი დაკარგავდა ნივთს გაუფრთხილებლობით იგი ამაზე
პასუხს არ აგებდა.
გირავნობის ხელშეკრულება - ნივთის დამგირავებელი მზად იყო ხელშეკრულების
შესასრულებლად და თუ არ შეასრულებდა ვალდებულებებს მაშინ დაგირავებულ ნივთს
კარგავდა. დამგირავებლისთვის დაკისრებული გარკვეული მოვალეობებიდან ერთ-ერთი იყო
ის, რომ ზიანი არ უნდა მოეტანა გირაოს ამღებისათვის. ხოლო გირაოს ამღები
პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა ნივთს.
2. ვერბალური (ანუ სტიპულაცია) - ვალდებულების წარმოსაშობად საკმარისი იყო
ვერბალური შეთანხმება. აუცილებელი არ იყო სტიპულაცია ერთ ენაზე მომხდარიყო,
მთავარია ორივე სტიპულატორს გაეგო მისი მნიშვნელობა. სტიპულაცია შეიძლება
ყოფილიყო პირობის გარეშე, ან ვადით ან პირობით. პირობა წარსულ ან ახლანდელ დროს
არ უნდა ეხებოდეს რადგან ამ შემთხვევაში ვალდებულება დაიკარგება. სტიპულაციის
საგანი შეიძლება იყოს არა მარტო ნივთ, არამედ მოქმედებაც.
3. ლიტერარული - წერილობით საფუძველზე წარმოიშობა.
4. კონსესუალური - აქაც სიტყვიერი შეთანხმებაა საკმარისი. შეიძლებოდა დადებულიყო
მხარეთა დაუსწრებლადაც. მათ შორის გამოსარჩევია:
ყიდვა-გაყიდვის: მისი ძალით გამყიდველი venditor ვალდებულებას კისრულობდა გადაეცა
ნივთი მყიდველისთვის emptor, ხოლო მას, თავის მხრივ, ეკისრებოდა ნივთის ფასის pretium
გადახდა. ქირავნობის: რომის სამართალი იცნობდა სამგვარ ქირავნობის ხელშეკრულებას:
ნივთის ქირავნობა locatio conducto rei - გამქირავებელი locator ვალდებულებას კისრულობს
გადასცეს დამქირავებელს conductorს ნივთი დროებითი სარგებლობისთვის, ხოლო
დამქირავებელი იხდის თანხას და უბრუნებს გამქირავებელს ნივთს საღ მდგომარეობაში.
მომსახურების ანუ დაქირავების ხელშეკრულება locatio conductio operarum - ერთი მხარე იღება
ვალდებულებას შეესრულებინა რაიმე სამსახური კონდუქტორის სასარგებლოდ.
ნარდობის ხელშეკრულება locatio conductio operis - მომსახურებისგან განსხვავდება იმით, რომ
მომსახურებაში მთავარი იყო სამსახურის გაწევა, აქ კი სამუშაოს შესრულების შედეგი .
მინდობილობისა (დავალების): ერთი პირი, მარწმუნებელი Mandans, ავალებდა მეორეს,
რწმუნებულს Procurator, რომ რაიმე მოქმედება შეესრულებინა ის კი უსასყიდლოდ
შეასრულებდა მას. დავალებას საფუძვლად ედო მეგობრობის ან ზნეობრიობის პრინციპები
და ამიტომაც ის უსასყიდლო იყო.
ამხანაგობის ხელშეკრულებები societas: მისი ძალით ორი ან რამდენიმე პირი ერთიანდებოდა
სამეურნეო საქმის შესასრულებლად. ამხანაგობაში შეჰქონდათ ქონება.

6. დელიქტები და კვაზიდელიქტები
ტერმინი delictum რომის სამართალში ნიშნავდა სამართალდარღვევას - ზიანის მიყენებას
კერძო პირის ან მისი ოჯახის ანდა მისი ქონებისადმი, რის შედეგადაც
სამართალდამრღვევის მიმართ დგებოდა პასუხისმგებლობის საკითხი. რომის სამართალი
კლასიკური პერიოდიდან იცნობდა ორი სახის დელიქტს:
1. Delictapublica - საჯარო დელიქტები ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
სამართალდარღვევები
2. Delictum privatum კერძო პირის წინააღმდეგ მიმართული დელიქტი - კერძო პირის
წინააღმდეგ მიმართული დელიქტისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო შემდეგი
ელემენტები: ა) მიყენებული ზიანი, რომელიც ობიექტურად სახეზე იყო ზიანის
მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედებით მეორე პირის საზიანოდ. ბ) ზიანის
მიმყენებლის ბრალი (განზრახვით ან გაუფრთხილებლობით).
დელიქტების ცალკეული სახეებია:
1. iniuria - ნიშნავდა ყოველგვარ სამართალდარღვევას, რის შედეგადაც ზიანი მიადგა კერძო
პირს, რომაელ მოქალაქეს. იგი მოიცავდა პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ
ყოველგვარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მაგრამ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება
ჩადენილი უნდა ყოფილიყო განზრახვით. iniuria შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო
„სიტყვითა თუ საქმით“, შეურაცხმყოფელი კოლექტი- ური განცხადებებით, წერილებით.
შეურაცხყოფის სახეებიდან მძიმე შეურაცხყოფად ითვლებოდა მაგისტრატების
შეურაცხყოფა.
თუ შეურაცხყოფა უფრო ნაკლები ხარისხის დელიქტს წარმოადგენდა, მასთან შედარებით
სხეულის დაზიანება უფრო მძიმე სახის iniuria იყო და საჯარო სახის დანაშაულად, ანუ delicta
publica (დელიქტა პუბლიკა)-დ ცხადდებოდა.
2. Firtum (ფურტუმ) - ქურდობა, უფრო ზუსტად კი მიტაცება. იგი გულისხმობდა ანგარებით,
წინასწარი განზრახვით, სხვისი ქონების განკარგვასა თუ სარგებლობას. ქონება შეიძლება
ყოფილიყო ნივთის სახით, რომელი ამართალდამრღვევს მიჰქონდა ან ეუფლებოდა მას,
სარგებლობდა ნივთით, იღებდა მისგან სასარგებლო თვისებებს.
3. Rapina - ძარცვა. იგი ფურტუმ-იდან ცალკე გამოიყო, როგორც სხვისი ქონების განზრახ,
ძალის გამოყენებით სამართალდარღვევა. ამ ქმედების ჩამდენი პირი ვალდებული იყო
დაებრუნებინა ნივთი, ასევე გადაეხადა მისი გაათკეცებული ღირებულება.
რაც შეეხება კვაზი დელიქტებს, კვაზი დელიქტი დელიქტს უახლოვდება იმით, რომ ზიანი
სახეზეა მაგრამ განასხვავებს ის რომ ზიანის მიყენებისას დელიქტში განზრახვაა ხოლო
კვაზიდელიქტში დაუდევრობა. კვაზი დელიქტის სახე იყო მოსამართლის მიერ არასწორი
გადაწყვეტილების გამოტანა, ასევე რაიმეს გადაყრა-გადაღვრისთვის და პასუხისმგებლობა
დგებოდა ზიანის ორმაგი ოდენობით. თუ ამის გამო ვინმე კვდებოდა ჯარიმა წესდებოდა, თუ
ფიზიკური დაზიანება მაშინ ზარალის ანაზღაურება და მკურნალობის ხარჯები.
კვაზი-დელიქტის ცალკე სახედ რომში მიჩნეული იყო ნივთებისა თუ სხვა საგნების
არასწორად დადგმის, ჩამოკიდებისა თუ შენახვის შედეგად მოსალოდნელი ზიანი.
კვაზი-დელიქტური ვალდებულების სახედ დასახელებული იყო რომში გემის, სასტუმროსა და
ბანკების მეპატრონეთა პასუხისმგებლობა მათი კლიენტების ნივთების მიტაცების ან
დაზიანებისათვის. ამ შემთხ- ვევაში ზიანის მიმყენებელი არ იყო სასტუმროს, გემისა თუ
ბანკის მეპატრონე, მაგრამ მათ პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ იმისათვის, რომ არ
გამოიჩინეს სათანადო სიფრთხილე, არ შეარჩიეს მოსამსახურენი თავიანთი მოვალეობის
ჯეროვნად შესრულებისათვის. პასუხისმგებლობა წესდებოდა ნივთის ორმაგი ღირებულების
ანაზღაურებით.

7. ქირავნობის ხელშეკრულების სამი სახე


ქირავნობის ხელშეკრულება
რომის სამართალი იცნობდა სამგვარ ქირავნობის ხელშეკრულებას: ნივთების;
მომსახურებისთვის; სამუშაოს შესრულებისთვის.
ნივთის ქირავნობა locatio conducto rei - გამქირავებელი locator ვალდებულებას კისრულობს
გადასცეს დამქირავებელს conductorს ნივთი დროებითი სარგებლობისთვის, ხოლო
დამქირავებელი იხდის თანხას და უბრუნებს გამქირავებელს ნივთს საღ მდგომარეობაში.
გამქირავებელი შეიძლება მესაკუთრეც კი არ ყოფილიყო. გადასახადი შეიძლებოდა
ფულითაც და ნატურითაც. გამქირავებელს შეეძლო ნებისმიერ დროს ხელშეკრულების
მოშლა. როცა გადახდა ხდებოდა ნატურით რომის სამართალი ითვალისწინებდა
მოუსავლიანობას და მის გამომწვევ მიზეზებს. ამ დროს დამქირავებელს უნდა შემცირებოდა
გადასახდელი წილი. თუ ის ნივთს გვიან დააბრუნებდა, დაგვიანების ზარალიც უნდა
აენაზღაურებინა.
მომსახურების ანუ დაქირავების ხელშეკრულება locatio conductio operarum - ერთი მხარე იღება
ვალდებულებას შეესრულებინა რაიმე სამსახური კონდუქტორის სასარგებლოდ.
დაქირავებული იყო თავისუფალი მოქალაქე, რომელიც თავს მონის მდგომარეობაში
იგდებდა. ვადა აქაც გარკვეული ან განუსაზღვრელი იყო. არ შეიძლებოდა მონაცვლეობა, ანუ
სხვის მიერ დაქირავებულის ფუნქციის შესრულება.
ნარდობის ხელშეკრულება locatio conductio operis - მომსახურებისგან განსხვავდება იმით, რომ
მომსახურებაში მთავარი იყო სამსახურის გაწევა, აქ კი სამუშაოს შესრულების შედეგი .
სამუშაოს შეწყვეტის ან გაფუჭების რისკი სამუშაოს დამთავრებამდე მის შემსრულებელს
ეკისრება.

ოთხქულიანი საკითხები:
1. იმპერატორის კონსტიტუციები ედიქტები – საერთო სავალდებულო
განკარგულებები რესკრიპტები – ცალკეულ საქმეებზე გამოცემული
განკარგულებები მანდატები – იმპერატორის მიერ მოხელესთვის მიცემული
დავალება(ინსტრუქცია) დეკრეტები – იმპერატორის გადაწყვეტილება მასთან
შესულ სადაო საქმეზე

2. იურისტთა მოღვაწეობის სამი სახე


1) იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების ჩამოყალიბება-cavere (კავერე)
2)იურიდიულ საკითხებზე მოქალაქეთათვის, ასევე სახელმწიფო მოღვაწეთათვისრჩევის ,
კონსულტანციების, ახსნა-განმარტებების მიცემა, იურიდიული ნორმების შინაარსის
გარკვევის ფუნქციაrespondere(რესპონდერე).
3)სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე გამოსვლით ამა თუ იმ მხარის
ინტერესების დაცვის ფუნქცია agere(აგერე)

3. ღვთაებრივი ნივთების კლასიფიკაცია საკრალური (საღმრთო) – ზოგადად საღვთო


ნივთი ისაა, რასაც შესწირავდნენ სალოცავს.
წმინდა ნივთი (სანქტა) - რაიმე საკრალური ნივთი, მაგალითად ქალაქის კედლები
რელიგიური - ტაძარში დადებული ნივთები

4. იუსტინიანეს სამართლის წიგნის შედგენის დრო და მისი შედგენილობა


529-534 წლებში შეადგინეს იუსტინიანეს კორპუს იურის ცივილის-ი. მისი
შედგენილობაა ინსტიტუციები დიგესტები ანუ პანდექტები იუსტინიანეს
კოდექსი ნოველები
5. პირის სამი სტატუსი თავისუფლების სტატუსი status libertatis (თავისუფალი ან
არათავისუფალი) მოქალაქეობის სტატუსი status civitatis (რომაელი ან არარომაელი)
საოჯახო სტატუსი status familie (ოჯახის სრულუფლებიანი უფროსი, შეუზღუდავი
გამგებელი ან ხელქვეითი)

6. მონობის დამყარების გზები დაბადებით მონობა; სამხედრო ტყვეობა; მონად


გაყიდვა; მონად დასჯა

7. მონობის შეწყვეტის გზები


მონობის გაუქმების გზა იყო გააზატება და იყო სამი სახის. მაგისტრატისათვის საჯაროდ
თქმა და გათავისუფლება. ყოველ მეხუთე წელს მოქალაქეთა სიაში თავისუფალ მოქალაქეთა
სიაში მონის შეტანა მხოლოდ ცენზორთან შეთანხმებით და მონათმფლობელის ანდერძით
მონის გათავისუფლება.

8. საკუთრების უფლების შეწყვეტა საკუთრების უფლება წყდება თუ:


1. პირი გარდაიცვლება
2. თუ ნივთი განადგურდება ფიზიკურად
3. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს საკუთრებაზე
4. თუ მესაკუთრეს ჩამოერთვა ნივთი
5. ნივთი ამოღებული იქნა ბრუნვიდან
6. კონფისკაციის შედეგად
7. ხანდაზმულობის წესით შეწყვეტა

9. საკუთრების უფლების დაცვის ფორმები


1. ვინდიკაცია - vindicatio თუ მესაკუთრე დაკარგავდა ნივთს, მას შეეძლო წარედგინა
მოთხოვნა, ჩამორთმეოდა ნივთი უკანონო მფლობელს და დაბრუნებოდა მას.
2. ნეგატორული სარჩელი action negatoria - სარჩელი, როცა ნივთი მესაკუთრეს ჰქონდა მაგრამ
გარეშე პირი მას ავიწროვებდა და არ აძლევდა საშუალებას სურვილსამებრ
გამოეყენებინა ნივთი.
3. Actio Prohibitoria - მოთხოვნა, რომ აკრძალვოდა მესამე პირს შეესრულებინა
დამაზიანებელი მოქმედება ნივთის მიმართ.

10. საკუთრების უფლების შეძენის გზები არსებობდა ორი სახე თავდაპირველი და


ნაწარმოები. თავდაპირველის სახეებია ოკუპაციო, ნაპოვარი, განძი, ნამატი,
გადამუშავების შედეგად ახალი ნივთის წარმოშობა, ხანდაზმულობა.

11. მესაკუთრის უფლებამოსილებები მესაკუთრეს ჰქონდა ნივთით:


1. სარგებლობის უფლება - ius utendi
2. ნივთიდან შემოსავლის მიღების უფლება - ius fruendi
3. განკარგვის უფლება - ius abutendi
4. ნივთის ფლობის უფლება - ius posidendi
5. სხვისი ფაქტობრივი მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება - ius vindicadi

12. მაგისტრატის ინსტიტუტის დამახასიათებელი ნიშნები


ა) ვადიანობა - ირჩეოდნენ ერთი წლით
ბ) კოლეგიურობა - ყოველ თანამდებობაზე (გარდა დიქტატორისა) ირჩევდნენ რამდენიმე
პირს და საკითხები ურთიერთშეთანხმებით წყდებოდა
გ) უსასყიდლობა - არ ეძლეოდათ გასამრჯელო
დ) ანგარიშვალდებულება

13. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები ხელშეკრულება კვაზი ხელშეკრულება,


დელიქტი და კვაზი დელიქტი

14. ხელშეკრულების ნამდვილობის პირობები


1. მხარეთა თანხმობა
2. კანონიერება (სამართლებრივი საფუძველი insta causa) - არ შეიძლება res extracomerciumზე
ხელშეკრულების დადება
3. კეთილ ზნე-ჩვეულებათა (bonae mores) საწინააღმდეგო არ უნდა ყოფილიყო -
სამართლებრივად კეთილსინდისიერი უნდა იყოს (დანაშაულზე არ უნდა შეთანხმდე )
4. ფიზიკურად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო
5. ფორმალური მხარის დაცვა - არ უნდა დადებულიყო ხელშეკრულება დამუქრებით,
იძლებით, ძალადობითა და შეცდომით.

15. ქმედუნარიანობის შეზღუდვის პირობები ასაკი და შერაცხადობა. 0-7 წლამდე


ქმედუუნაროა, 7-14 შეზღუდულად ქმედუნარიანი, 14-25 - სრულად ქმედუნარიანი. რაც
შეეხხება შერაცხადობას ჭკუასუსტები და სულით ავადმყოფები ქმედუუნარონი
იყვნენ. ქმედუნარიანობა ასევე იზღუდებოდა თუ სუბიექტს აღიარებდნენ
უსირცხვილოდ და უპატიოსნოდ.

16. ადგილობრივი მმართველობა დომინატისას იმპერია იყოფოდა პრეფექტურებად,


მართავდა პრეტორი, სულ იყო 4 პრეფექტურა. პრეფექტურა იყოფოდა დიოცეზებად,
სულ იყო 13 დიოცეზი, დიოცეზს განაგებდა ვიკარიუსი.
დიოცეზი იყოფოდა პროვინციად, პროვინციას მართავდა რექტორი.
პროვინცია იყოფოდა ოლქებად, ოლქს მართავდა ოლქის უფროსი

ორქულიანი კითხვები
1. განმარტეთ მუდმივი ედიქტი (ედიქტუმ პერპეტუმ) ახ.წ. მე-2 ს-ში კვესტორმა
იურისტმა იულიანემ რომის იმპ. ადრიანეს ინიციატივით და კრებულს „მუდმივი
ედიქტი“ (Edictum perpetuum) ეწოდა, მუდმივი ედიქტი არის პრეტორების მნიშვნელოვანი
დადგენილებების საერთო გამოცემა, რომელშიც ცვლილებების შეტანა მეფის პრეროგატივა
იყო

2. რა ეწოდებოდა რომაელ იურისტთა მიერ მოპასუხის ან მოსარჩელის ინტერესების


დაცვას სასამართლოში აგერე
3. განმარტეთ ტერმინი კავერე და აგერე
cavere - იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების ჩამოყალიბება,
ფორმულების შედგენის ფუნქცია (სამართალშემოქმედება) agere - სასამართლოში ამა
თუ იმ მხარის დაცვის ფუნქცია

4. რას გულისხმობს კანონი ციტირების შესახებ ამ კანონის თანახმად უნდა


ეხელმძღვანელათ 5 გამოჩენილი იურისტის: გაიუსის, პაპინიანუსის, პავლუსის ,
ულპიანუსისა და მოდესტინუსის შრომებით.

5. იუსტინიანეს კოდიფიკაციის რომელ ნაწილს ეწოდება ნოველები ეს არის ახალი,


გადამუშავებული მასალა, რომლითაც იუსტინიანემ მოახერხა სამართლის
სხვადასხვა დარგის მოდერნიზაცია.

6. რექსების ხანაში რომელი ორგანოს უფლებამოსილებას შეადგენდა ომისა და ზავის


განხილვა კურიის კრების

7. რა წარმოადგენდა სერვიუს ტულიუსის რეფორმის მიზანს პლებეებისა და


პატრიციების გათანაბრება

8. განმარტეთ ნობილიტეტი მონათმფლობელური კლასის მმართველი წოდება,


რომელიც შედგებოდა პატრიციებისა და მდიდარი პლებეებისაგან.

9. ჩამოთვალეთ რესპუბლიკის პერიოდში მოქმედი სახელმწიფო ორგანოები სენატი;


სახალხო კრება; მაგისტრატები

10. რომელი სახალხო კრებები მოქმედებდა რესპუბლიკის პერიოდში კურია ცენტურია


ტრიბა

11. რომელი ორგანოს უფლებამოსილებაში შედიოდა ცენტურიებისა და ტრიბის


კრების მიერ მიღებული კანონების მიღება სენატის

12. დაასახელეთ ცენზორის ძირითადი ფუნქცია ცენზორის ძირითადი ფუნქცია:


მოქალაქეთა განაწილება ცენტურიებსა და ტრიბებში, სენატორთა სიების დადგენა,
მორალური წესების კონტროლი

13. პლებსის ედილის მოვალეობები პლებსის ედილი იცავდა პლებეების ტაძრებს.

14. კურულის ედილის მოვალეობები კურულის ედილი იყო ზედამხედველი პურის,


მოსავლის და სხვ. მოყვანა-განაწილებაზე.

15. სერეალის ედილის ფუნქცია სერეალის ედილები თვალყურს ადევნებდნენ


არჩევნების ჩატარების კანონიერებას.
16. დიქტატორის დანიშვნის წესი საგანგებო შემთხვევაში დიქტატორის დანიშვნის
უფლება ჰქონდა სენატს. არა უმეტეს 6 თვის ვადით.

17. განმარტეთ იუს ცივილე და იუს გენციუმ


ius civile - სამოქალაქო ცივილური სამართალი მარტო რომაელებისთვის
ius gentium - სხვა ხალხებთან (მაგალითად პერეგრინებთან) ურთიერთობის მომწესრიგებელი
სამართალი

18. განმარტეთ კაპუტ და სტატუს caput არის უფლებაუნარიანობა status პირის სრული
უფლებაუნარიანობა

19. განმარტეთ პეკული პეკული არის მონათმფლობლის ქონება რომელიც


სამართავად და მოგების მოსატანად ჰქონდა მონას ჩაბარებული

20. განმარტეთ რეს მანციპი და რეს ნეკ მანციპი მანციპირებადი (Res Mancipi) და
არამანციპირებადი (Res Nec Mancipi) ნივთები:
მანციპირებადი ნივთები ნივთებია, რომელთა შეძენა შეეძლო მხოლოდ რომის მოქალაქეს
და მოითხოვდა ქონების გასხვისების რთულ წესს (mancipatio). არამანციპირებადი ნივთები
წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთებია.

21. განმარტეთ დომინიუმ და პოსესიუმ dominium არის საკუთრება posessio


მფლობელობა

22. რა შემთხვევაში წარმოებდა დავა ნეგატორული სარჩელით როცა შენი ნივთია და


სხვა ხელს გიშლის გამოყენებაში

23. სასოფლო სერვიტუტები სასოფლო სერვიტუტებია: ფეხით ან ცხენით მეზობლის


ნაკვეთზე გავლის უფლება, ამ ნაკვეთზე პირუტყვის გარეკვის უფლება, მეზობლის
ჭის წყლით სარგებლობის უფლება

24. საქალაქო სერვიტუტები საქალაქოა: მეზობლის კედლით სარგებლობის უფლება,


მეზობლის მიწით ან ნაკვეთით სარგებლობის უფლება, მეზობლის ტერიტორიაზე
წვიმის არხის გაყვანის უფლება

25. განმარტეთ დარე და ფაცერე


Dare - რაიმე ნივთის გადაცემა
Facere - რაიმეს გაკეთება (მოქმედება ან მისგან თავის შეკავება)

26. ქირავნობის ხელშეკრულებების სახეების ჩამოთვლა ნივთის ქირავნობა locatio


conducto rei მომსახურების ანუ დაქირავების ხელშეკრულება locatio conductio operarum
ნარდობის ხელშეკრულება locatio conductio operis
27. ამხანაგური ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები ხელშეკრულება წყდებოდა
რომელიმე პირის სიკვდილით ან რომელიმე წევრის მიერ მოვალეობის
არშესრულებით.

28. განმარტეთ ინიურია და ფურტუმ iniuria - ნიშნავდა ყოველგვარ


სამართალდარღვევას, რის შედეგადაც ზიანი მიადგა კერძო პირს, რომაელ
მოქალაქეს.
Firtum (ფურტუმ) - ქურდობა, უფრო ზუსტად კი მიტაცება.

You might also like