Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

*MES2220001644981*

MES 2 22 0001644981
22/12/2022
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს

უკვე არაერთი წელია, საახალწლო დღეებში ყველას შეშფოთებას იწვევს პიროტექნიკის


გამოყენების და მისგან მიღებული დაზიანებების საკითხი. ამასთან, როგორც ცნობილია,
პიროტექნიკის გამოყენება საფრთხეს უქმნის უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე
აბინძურებს ჩვენს საარსებო გარემოს და საფრთხეს უქმნის სხვა ცოცხალ ორგანიზმებს.
ამასთან, საკითხი პრობლემურია არამხოლოდ წინასაახალწლო კონტექსტში. საქართველოს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის
ინფორმაციით, 2022 წელს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა,
დაშავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც. 2021 წელს საქართველოს მასშტაბით,
პროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების თანახმად,
ჰოსპიტალიზირება 36 მათგანს დასჭირდა. პიროტექნიკის მომხმარებლებიც და
დაზარალებულებიც ხშირად არიან არასრულწლოვნები. მოგეხსენებათ, 2018 წლის
დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც პიროტექნიკური ნაკეთობის
არასრულწლოვანი პირისთვის მიყიდვა გამოცხადდა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად.

მოგმართავთ თხოვნით თითოეულმა დამრიგებელმა ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრა


მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და
ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე. გთავაზობთ სასაუბრო თემებს:
√ პიროტექნიკის გამოყენებისას, ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები,
ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება
აქვს ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე, განსაკუთრებით ბავშვებში.
√ პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძისა და სხვა მავნე მეტალების
გამოყოფა, რაც ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.
√ ძალზედ მაღალია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკები, განსაკუთრებით
მაღალია ხელის მტევნების, ქვემო კიდურებისა და თვალების დაზიანების რისკები.
√ ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ ბავშვებს და მოხუცებს.
√ პიროტექნიკას აქვს გამანადგურებელი როლი ფრინველებისთვის და
ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის ხმაურისგან განსაკუთრებით
იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები.
√ პიროტექნიკის გამოყენება შესაძლოა გახდეს ხანძრის გამომწვევის მიზეზი.
√ პიროტექნიკის ნარჩენები აბინძურებს ქუჩებს.
ასევე გთხოვთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს
კანონმდებლობით პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანი პირისთვის მიყიდვა
გამოცხადებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ექვემდებარება დაჯარიმებას
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ოდენობით (ამ
ეტაპისთვის ფიზიკური პირი 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარის
ოდენობით).

ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არსებული ვითარების შეცვლას უკეთესობისკენ.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების


სამინისტრო
სკოლამდელი და ზოგადი განათლების
განვითარების დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
კალანდაძე ლალი

You might also like