საეკლესიო სამართალი შუალედური

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

თემა N1 „კანონიკური სამართლის პირველადი და მეორადი წყაროები“

თავდაპირველად, სანამ საეკლესიო სამართლის წყაროებზე ვიმსჯელებთ, ზოგადად


მიმოვიხოლოთ საეკლესიო სამართლის არსი. საეკლესიო სამართალი არის ერთობლიობა ის
ნორმები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეკლესიის წევრებისთვის (მრევლისათვის).
თუმცა ეს საკმაოდ უბრალო განმარტებაა. უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ საეკლესიო
სამართლის შინაარსი, იგი არის სავალდებულო ნორმები, დოგმები, რომლებიც გადმოსცემენ
ობიექტურ ჭეშმარიტებას და გვიჩვენებენ როგორც ამქვეყნიური ჯანსაღი ცხოვრების, ისე
ცხონების გზას. საეკლესიო სამართალი არ შეიძლება აღვიქვათ როგორც მხოლოდ სამართალი.
ის ფაქტობრივად მთლიანად გადმოსცემს ქრისტიანულ მოძღვრებას და განმსჭვალულია
სახარებისეული სულისკვეთებით.

ერთარსება სამება - კანონიკურის სამართლის საწყის წყაროდ მიიჩნევა, რომლის საღმრთო ნება
მოციქულების მეშვეობით გადაეცა ეკლესიას და გაცხადდა წმინდა სამოციქულო და
საეკლესიო ტრადიციის მიხედვით. სამოციქულო ტრადიცია გულისხმობს იმ ზეპირ-
სიტყვიერ უფლისა და მოციქულთა სწავლებას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა
ეკლესიაში. შესაბამისად, პროფესორი პან.ბრაციტიოსის მოსაზრებით, რომ ეკლესია, საღმრთო
წერილი და ტრადიცია ერთიანია და ერთმანეთს ავსებს სრულიად მართებულად უნდა
მივიჩნიოთ. მისივე სიტყვების დასამოწმებლად ბასილი დიდის 91-ე კანონის ერთ-ერთი
აბზაცის შინაარსი, რომლის მიხედვით, ეკლესიაში დაცული ნორმები, დადგენილებები,
ქადაგებები, არსებობს როგორც წერილობითი ასევე ზეპირსიტყვიერი სახით და მათ ორივეს
ერთნაირი ძალა აქვთ.

ქართველი პროფესორი, ვლადი ნარსია განმარტავს კანონიკური სამართლის პირველწყაროს


და მიუთითებს, რომ „კანონიკური სამართლის წყარო არის იესო ქრისტეს ნება, მაგრამ
ვინაიდან აქ ჩვენ ვსაუბრობთ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთის ენაზე, სირთულეს
წარმოადგენს ისიც, რომ ღმერთის ნება ზოგჯერ ძველი აღთქმის წიგნებში ახალი აღთქმის
წიგნებისაგან განსხვავებულად ვლინდება. ახალი აღთქმის წიგნებში ღვთის ნება მთლიანად
გაიგება, როგორც სიყვარულის, პატიების, მიტევების, სათნოებათა გათვალისწინებით მაშინ,
როდესაც ძველ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ რთულ გამოვლინებებსაც საღვთო ნების, მათ
შორის, მძიმე სასჯელის ფორმითაც, ამიტომ კანონიკური სამართალი მის უმთავრეს წყაროდ
მიიჩნევს საღვთო ნებას და პირველწყაროდ კი – იესო ქრისტეს მოძღვრებას, შემდეგ
მოციქულთა მოძღვრებას, ამის შემდეგ წმინდა მამათა მოძღვრებას.

კანონიკური სამართლის ძირითადი წყაროებია საღმრთო წერილი და საღმრთო სჯული.

1) საღმრთო წერილი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ძველ და ახალ აღთქმას,თუმცა


გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძველი აღთქმა არის ღვთითშთაგონებული, ე.ი. ძველი
აღთქმა დაწერილია ღვთის რჩეულების მიერ სულიწმინდის დამოძღვრებით და შეიცავს
ღვთის სიტყვას, ჭეშმარიტებებს. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ის წარმოადგენს საღმრთო
კატეგორიას, ვინაიდან უფლის ზედამხედველობით არის დაწერილი და უცთომელია;
2) საღმრთო სჯული, რომელიც მოიცავს მსოფლიო საეკლესიო კრების კანონებს, ადგილობრივ
საეკლესიო კრების კანონებს და ეკლესიის მამათა კანონებს. ასევე აღსანიშნავია, რომ
ადგილობრივმა საეკლესიო კანონებმა მსოფლიო ავტორიტეტი შეიძინეს V-VI მსოფლიო
საეკლესიო კრების მე-2 კანონის საფუძველზე. ასევე V-VI მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2
კანონის საფუძველზე ეკლესიის მამათა კანონებმა შეიძინეს ავტორიტეტი მთელი
ეკლესიისთვის.

კანონიკურ სამართალს გარდა პირველადი წყაროებისა აქვს მეორადი წყაროებიც. მეორადი


წყაროები ისეთი წყაროებია, რომელიც არაა დადასტურებული V-VI მსოფლიო საეკლესიო
კრებების მიერ და შემუშავებულია ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე, ეკლესიის მამების
წრეში.

„მაგრამ რაკი მათ უჭირავთ ადგილი ეკლესიის კანონთა კრებულებს შორის წინამორბედ
კანონებთან ერთად პარალელურად და ვრცლად გამოიყენებან საეკლესიო პრაქტიკაში, მათაც
აქვთ მოხვეჭილი გარკვეული ზოგადი სახის ავტორიტეტი ეკლესიაში. ეს კანონები, სანამ
ისინი არ მოიპოვებემ მსიოფლიო ავტორიტეტს ძალმოსილნი არიან და გამოიყენებიან,
როგორც კანონიკური სამართლის მეორადი და დამხმარე წყარო“.

იგი შეიძლება დაიყოს 2 ქვეჯგუფად:

1)“ადგილობრივი საეკლესიო კრების ის კანონები, რომელთაც აქვთ მსიოფლიო ავტორიტეტი,


მაგრამ ასახავენ, ძირითადად, ადგილობრივი ხასიათის პრობლემატიკას და ინტერესების
სფეროს“;

2)“ეკლესიის მამათა კანონები, რომლებსაც მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი


კანონიკური კრებული და მათ აქვთ შეძენილი გარკვეული სახის ზოგადი ავტორიტეტი“.

მეორად წყაროებს ასევე განეკუთვნება ადათი, რომელიც არის გარკვეული ჩვევა,


ჩამოყალიბებული და ეკლესიის მიერ დიდხნიანი პრაქტიკის შედეგად არის
დამკვიდრებული. ამასთან, თუ გვინდა, რომ ადათი გახდეს კანონიკური სამართლის წყარო,
არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, წმინდა
წერილთან და ეკლესიის წმინდა კანონებთან. ასევე თუ კოლიზიასთან გვექნება ადგილი, ერთ
მხარეს ადათი იქნება ხოლო მეორე მხრივ კანონიკური სამართალი, უპირატესობა მიენიჭება
კანონს. ე.ი. კანონი უფრო დიდი ავტორიტეტულობით სარგებლობს ვიდრე ადათი.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ადათი, წეს-ჩვეულებები და ადგილობრივ


ეკლესიათა კრებებზე მიღებული კანონები მიიჩნევა კანონიკური სამართლის ძირითად
წყაროდ.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ სხვა აღმსარებლობათა კანონიკური სამართლის წყაროებზე,


რომაული კათოლიკური ეკლესია სქიზმამდე (განხეთქილებამდე) კანონიკური სამართლის
იმავე წყაროებით სარგებლობდა, რითიც მართმადიდებლური. ხოლო განხეთქილების შემდეგ,
ვითარება შეიცვალა. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კანონიკური სამართლის წყაროებად
მიიჩნევა მისი საერთო საეკლესიო კრების კანონები , როგორცებიცაა : ლატერანის,ტრიდენტის,
ვატიკანის I ,რომელმაც სცნო პაპის უცთომელობა და სხვა.

თემა N2 - კანონიკური სამართლის კრებულები და შედგენილობა.

ეკლესიის მართებული მსახურების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წმინდა კანონებს.


სწორედ ასე გაჩნდა სხვადასხვა კრებულები, რომლებსაც ნომოკანონს ვუწოდებთ.

პირველი ასეთი კრებული, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის “საეკლესიო კანონთა კრებული
დაყოფილი 50 დასათაურებად”. შემდეგი არის “ნომოკანონი 14 მუხლი”. ასევე არის 1335 წლის
მონაზ მათე ბლასტარისის “კონსტიტუცია ანბანურად”. აქვე არის 1345 წლის “საღმრთო და
წმინდა კანონების ეპიტომე”. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში კი უკვე გაჩნდა “მანუელ
მალაქსოსის ნომოკანონი”. ყველაზე გავრცელებული კი არის “პიდალიონი”, რომლის სრული
სათაურიც არის “მესაჭეს წიგნი, ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო
მართლმადიდებელი ეკლესიის ხომალდისთვის, ანუ ყოველნი წმინდა და საღმრთო
კანონები”. მისი საწყისი მოიცავს დიდ შესავალს, ხოლო შემდეგ მოცემულია კანონები. ყოველი
კანონის ტექსტს დართული აქვს დაწვრილებითი განმარტება კომენტარის სახით. აქვე
აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში ათენში გამოქვეყნებულ
“საღმრთო სჯულის კრებულზე”, ეს კრებული მოიცავს ყველა კანონთა ნუსხას, კანონიკურ
კრებულსა და დადგენილებებს. დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს კრებული,
რომელიც ათენის უნივერსიტეტის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტის კანონიკური
სამართლის პროფესორმა შეიმუშავა. რაც შეეხება სხვა აღმსარებლობათა კანონიკური
სამართლის წყაროებსა და კრებულებს, ყოველივე ზემოაღნიშნული საკითხი, არის ამ საკმაოდ
მნიშვნელოვანი და ფართო ცნების მოკლე მიმოხილვა.
თემა N3 - საეკლესიო კანონების ავტორიტეტისა და ძალმოსილების ურთიერთმიმართება

არსებობს მრავალი ეჭვი, არის თუ არა ნამდვილად ავტორიტეტული ეკლესიის


კანონები,ჭეშმარიტნი არიან თუ არა ისინი,წარმოადგენენ თუ არა ჭეშმარიტი სამართლის
წყაროს.
ზოგიერთი აღიარებს წმიდა კანონთა მხოლოდ დროებით თუ შეფარდებით ავტორიტეტს
,სხვებს კი სწამთ მათი მარადიული ,აბსოლუტური ავტორიტეტი.
კითხვა და პასუხი წმიდა კანონთა ავტორიტეტსა და აბსოლუტური ძალაუფლებაზე
უკავშირდება წმინდა კანონთა წარმიმავლობის საკითხს ,ანუ არის თუ არა ისინი საღმრთო
ნების გამიმხატველი ,თუ ადამიანის მიერ არიან გამოგონილი და შეთხზული.
ეჭვგარეშეა,რომ ეკლესიის კანონები ნამდვილად ჭეშმარიტებას მეტყველებენ იქედან
გამომდინარე,რომ წმიდა კანონები ეყრდნობა საღმრთო წერილს და უცდომელ
,ავტორიტეტულ სამოციქულო და საეკლესიო ტრადიციას ,ანუ მამა ღმერთის მიერ ძე
ღმერთის მეშვეობით სულიწმიდით განცხადებულ ჭეშმარიტებას ,და ამასთანავე ,ეს კანონები
შემუშავებულია და მოწონებული ეკლესიის მიერ , უწინარეს ყოვლისა მსოფლიო საეკლესიო
კრებათა მიერ,რომლებიც განასაზიერებენ ეკლესიის უცდომელობას.
მეშვიდე მოსფლიო კრების პირველი კანონი გვაუწყებს ,რომ წმიდა კანონები საღმრთოა,
რადგან შემუშავდნენ ღმრთის ,სულიწმიდის ზედამხედველობით. ეკლესიის კანონები
წარმოადგენენ ავტორიტეტულ გამოხატულებას სულიწმიდის ქრისტესმიერი
სულისკეთებით გამოცხადული ჭეშმარიტებისა.ამიტომაც ურყევადაა დაცული ყოველივე
კანონთაგან დადგენილი განკარგულება და ამიტომაც მათი შეცვლა აკრძალულია მე-5 ,მე-7
მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონითაც . და ვინც დაარღვევს და გააყალბებს ამ
კანონთაგან რომელიმეს იგი უნდა დაისაჯოს კანონის განჩინების შესაბამისად. “გაყლბებაში”
იგულისხმება კანონის სიტყვათა განზრახ შესწორება ,რიმელიც მიზნად ისახავს სიტყვის
შინაარსის გაყალბებას ,და არა მის მართებულად განმარტებას ან ტექსტის შინაარსის და მისი
გადმოცემის ფორმას შორის შესაბამისობის დაზუსტებას.
ადვილი გასაგებია,რომ კანონის სულისკვეთება შეიძლება ფორმულირებული იყოს ახალი,
ავტორიტეტული კანონიკური ფორმით .ასეთია, კანონიკური დადგენილებები და
განმარტებები .ასევე, ცხადია ,რომ კანონიკური ტრადიციის ავტორიტეტული გაგრძელების
თვალსაზრისით, ახალი კანონების შემუშავებისთვის ეკლესია გამორიცხავს ყველანაირ
წინააღმდეგობას წინამორბედ და მომდევნო კანონებს შორის .
ზოგუერთი ავტორის მოსაზრება კი,რომ კანონთა შორის ვითომღა წინააღმდეგობები
არსებობს ,მოჩვენებითია .ეს კი საეკლესიო კანონებისა და ადათების არაჯეროვანი
კვალიფიკაციისა და განმარტების შედეგია.
მაშასადამე, საღმრთო კანონების შეცვლის ,გაყალბების აკრძალვა ცხადყოფს მათ
უცდომელიბას :იმას ,რომ ისინი განაცხადებენ ჭეშმარიტებასა და მართებულობას ,რომ მათ
აქვთ აბსოლუტური ავტორიტეტი და შწმუშავებული არიან მსოფლიო საეკლესიო კრებების
მიერ სულიწმიდით.

თემა N4 - საეკლესიო კანონების განმარტების მეთოდოლოგია.


საეკლესიო კანონების განმარტება მჭირდრო კავშირშია მათ გამოყენებასთან. უნდა აღინიშნოს,
რომ საეკლესიო კანონის გამოყენება ამავდროულად მისი განმარტებაცაა.ეკლესიას
ფაქტობრივად აკისრია მოვალება იყოს წმინდა კანონთა საუკეთესო განმმარტებელი, სწორედ
ისინი არიან ვალდებულნი საუკეთესოდ განმარტონ და წარმოადგინონ წმინდა კანონის
შინაარსი.

ზოგადად, კანონის განმარტებაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი უნდაიყოს


ნორმის საუკეთესო განმმარტავი. შესაბამისად არის კითხვა, რადგან ეკლესიაა მისივე
კანონების შემქმნელი განა ის არ უნდა იყოს მისი საუკეთესო განმმარტებელიც? ცალსახაა რომ
თავად კათოლიკური ეკლესიის შემდეგ საუკეთესო კომენტატორი არის ის ვინც ეკლესიას
წარმოადგენს. ამის მაგალითია საბერძნეთის მართმადიდებლური ეკლესია რომელიც
საუკეთესო კომენტატორად ასახელებს თავად მღვდელმთავართა სინოდს , იმდენად
რამდენადაც სწორედ ისინი არიან ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები და მათი
მიდგომა მართებულიცაა.

ადგილობრივი ეკლესიების გარდა, კანონის გამმარტებლად შეგვიძლია მოვიაზროთ


ნებისმიერი ეპისკოპოსი , სასულიერო პირი თუ საერო პირი (კანონის მცოდნე ან მკვლევარი)
,რომელიც საეკლესიო ცხოვრების შესაბამისად უნდა ცხოვრობდეს.

კანონის განმარტებისთვის აუცილებებია გავითვალისწინოთ რამდენიმე


წინაპირობა,რომელიც ხელს შეუწყობს კანონის იდეალურ განმარტებას . განმმარტებელი უნდა
იყოს მოწოდებული განათლებისკენ. ეს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

შემდეგი წინაპირობაა,რომ განმმარტებელი აზროვნებდეს სიმდაბლით - წმინდა იოანე


ოქროპირის მოსაზრება ,,ფილოსოფიის საფუძველია სიმდაბლით აზროვნება „ შესაბამისად
კანონის მცოდნე ისაა ვინც სხვას მოუწოდებს თავის დახრისკენ.

უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სინანული . პავლე მოციქულის მიხედვით სინანულია


სწორედ ჭეშმარიტების შემეცნების პირობა . ასევე, აუცილებელია განმმარტებელი
მოქმედებდეს სიყვარულთ, რაც არის ჭეჭმარიტების მიღწევისთვის აუცილებელი.

რაც შეეხება ტექნიკურ წინაპირობებს - იგულისხმება განმმარტებლის ფილოსოფიური ცოდნა,


კვალიფიკაცია, ანალიზის უნარი. აუცილებელია კანონის განმარტებისას გამოყენებულ იქნეს
ტექსტის განივი შესწავლის პრინციპი, რაც გულისხმობს -სხვა კანონების შესწავლას რომ
ფართო გადმოსახედიდან შეაფასოს კანონმა და სიღრმისეულად შეისწავლოს განსამარტი
ნორმა.

შესაბამისად სწროედ ამგვარად, განივი ჭრილის პრინციპის საფუძველზეა, კანონთა


შედარების შედეგად მიღწევა კანონთა ჭეშმარიტი განმარტება.

You might also like