Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

23/10/10

ლექცია 3 (შუასაუკუნეები V-XIV)

შუასაუკუნეებში საერო ლიტერატურის ყველაზე პოპულარული ფორმა არის


სარაინდო რომანი. ისტორიული საგები რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი
შეგვხვდება.
იყოფა 2 ნაწილად:

 ზღაპრული: (ვეფხისტყაოსანი, სკანდინავიური საგები)


 ნამდვილი ამბები: (სიმღერა ჩემს სიდზე, სიმღერა როლანდზე)
რაინდი არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაღალი სოციალური წარმოშობის,
მარტოხელა და მას ბევრი თავგადასავალი გადახდება. რაინდისთვის მორალური
პოსტულატები არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი მოქმედებენ სხვანაირი
მორალური ვექტორებით. შუა საუკუნეებში არსებული იდეა არის, რომ ნებისმიერი
სრულმინიშვნელოვანი ქმედება უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ქმედების ჩადენის
აქტს და არა მიზანს. რაინდული საქციელი არის ქმედება რომელსაც მიზანი არ
აქვს. ჭეშმარიტი რაინდული ქმედების ასპექტი არის რომ გააფართოვოს
ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი., უპირველეს ყოვლისა თავისი, შემდეგ კი
ადამიანის.

რაინდის მთავარი თვისებები მნიშვნელობის


1. უგუნურება (ადამიანური აზრით)
2. გონიერება (ღვთაებრივი აზრით)
3. რწმენა (პრიმიტიული და მოცემულობითი)
4. სიმამაცე

ლიტერატურაში პირველი გასამხედროებული სასულიერო პირი გვხვდება


როლანდში.

ბესტიალური მხეცები შემოვიდა შუა საუკუნეების ლიტერატურაში. უდიდესი


გავლენა იქონია შემდგომი პერიოდების ლიტერატურაზე.
შუასაუკუნეების არქიტექტურაში გამოვლინდა 3 არქიტექტურული სტილი:

 პრერომანული
 რომანული (X-XIს.)
 გოთური (XIIს.)

ტაძრების არქიტექტური დამახასიათებელი თვისებაა:


1. კარებები და ღიობები
2. ფასადი
3. ინტერიერი

გოთური ტაძრებს უნდა ყურადღება მიექცეს მის აშენების დაწყების თარიღს,


რადგან 100-ობით წლები სჭირდებოდა მის აშენებას.

23/10/17
ლექცია 4 (შუასაკუნეების დასასრული, სამხრეთული რენესანსი)

დანტე ალეგიერი წერდა აპოკრეფულ (შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი


რელიგიური ლიტერატურა, არაკანონიკური ეკლესიური ტექსტები) ტექსტებს.
დანტე ალეგიერის ,,ღვთაებრივი კომედია’’ უმნიშვნელოვანესი ტექსტია
შუასაუკუნეების დასასრულისთვის და ის რენესანსის მთავარ იდეებს ეხმიანება:
1. ანტიკური შეხედულებების ინტერპრეტაცია/აღორძინება
2. მამაკაცური წყვილის პრინციპი (გვხდება ძველ ბერძნულ მხატვრობაში,
ზრდასრულ მამაკაცსა და ყმაწვილ ბიჭს შორის სექსუალური და
ინტელექტური კავშირი, შუასაუკუნეებში ხდება ორი ზრდასრული მამაკაცის
შემთვხევითი კავშირი რაღაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად)
3. ანალიტიკური აზროვნების და ემოციური მიმართების უცნაური ჰიბრიდი . (არ
არსებობს ადამიანი რომელსაც ეყოფა შინაგანი სიწმინდე [ემოციური,
მორალური] იმისათვის რომ დაძლიოს ჯოჯოხეთი. იმისათვის რომ
ჯოჯოხეთში არ მოხვდე, აუცილებელია ლოგიკური აზროვნება და არა
სულიერი თვისებები. მაგრამ იმისათვის რომ სამოთხეში მოხვდეთ
დაგჭირდება სულიერი და მორალური თვისებები.

რენესანსული ტექსტები განსჯითი ფიქრის მიმართ უარყოფითად არიან


განწყობილები, ფიქრები არის ცოდვების წინაპირობა და არა პრაქტიკული ფიქრი.

ბოკაჩოს და დანტეს გავლენით რენესანსში ბევრი მნიშვნელოვანი ტექსტი


დაიწერა, კერძოდ: ,,დიდი ანდერძი და პატარა ანდერძი’’.

რენესანსის პერიოდის ქანდაკება

რენესანსის ქანდაკებას იწყებს ერთი პირი, დონატელო. დონატელო


გარდამავალი პიროვნება, რომელიც მოღვაწეობდა როგორც შუასაუკუნეებში და
რენესანსულ პერიოდებში. არსებობს შუასაუკუნეების ქანდაკებებისთვის სამი
დამახასიათებელი თვისება:
1. სხეული დაფარულია
2. ხელების ფორმა (რადგან სხეული დაფარულია, ქანდაკებაზე ან ფრესკაზე
ადამიანის სულიერი სიწმინდე უნდა გამოიხატებოდეს, კერძოდ
წაგრძელებული ხელების მტევნები)
3. თავმდაბობლა (სამოსის ღარიბული ელფერი; ქამარი არის თოკი, ასევე
მორჩილების სიმბოლო)
მიქელანჯელოს დავითის მიზანია რომ გარდაუვალი გამარჯვების სიხარული
გაგრძნობინოს, ხოლო დონატელოს დავითის მიზანია, რომ ღვთაებრივი
სასწაულით სიხარულის განცდა გამოიწვიოს.

ასევე შემოდის პოლიტიკური, მილიტარული, სოცილაური


ლიდერების ,,ამხედრებული’’ ქანდაკებები, რომლებიც იღებენ მაგალითს
რომაული სტილის ქანდაკებებიდან.

You might also like