Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

კომპიუტერული მეცნიერებების განვითარება და მათი თანმხლები მოვლენები

კავკასიის ბიზნეს სკოლა

სამეცნიერო ხელმძღვანელი : ნინო პოპიაშვილი

კავკასიის უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
ლიტერატურის მიმოხილვა

კომპიუტერული მეცნიერებები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ვინაიდან


მათ განსაკუთრებული როლი აკისრიათ კაცობრიობის აღორძინების პროცესში,
მათმა განვითარებამ შესაძლოა, როგორც დაეხმაროს, ასევე მიითვისოს სხვა
პროფესიები. ანტონიო ლიოტისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის,
მეშვეობით ვიგებთ, რომ კომპიუტერული მეცნიერებებმა საგრძნობლად შეუწყო
ხელი მკერდის კიბოს გამოკვლევასა და განკურნას. ავტორი მკაფიოდ აღიარებს
საინფორმაციო ტექნოლოგიების ღვაწლს მედიცინის განვითარებაში, ვინაიდან ის
მოუთმენლად ელის იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელებსაც IT გენეზისი
განაპირობებს.

“ჩვენ დამატებით ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი ჩარჩო, რათა ის აღჭურვილი იყოს


უფრო რთული მონაცემთა ნაკრების დასამუშავებლად, მკერდის კიბოს
გამოსახულების დიაგნოსტიკისთვის უფრო მაღალი სიზუსტით, თანამედროვე
ტექნიკის გათვალისწინებით“, (Liotta, 2022).

კომპიუტერული მეცნიერების გაუმჯობესებას ასევე დადებითად ახასიათებს


რობერტ სუზინსკი, რომელიც თავის კვკლევის მეშვეობით ამტკიცებს, რომ ფიზიკისა
და ასტრონომიურ მეცნიერებებისთვის ეს ახალი მიდგომა (უახლესი
ტექნოლოგიების გამოყენება) ძალიან ეფექტურია კოსმოსის კვლევაში.
ტელესკოპებით მიღებული უამრავი ინფორმაცია IT მეთოდებით მუშავდება და
არქივდება. კომპიუტერული პროგრამები მიღებულ ინფორმაციას აკვირდებიან და
აანალიზებენ, ვინაიდან ასეთი წინსვლა კომპიუტერული მეცნიერების პროგრესმა
გამოიწვია. ავტორი თავისი ნაშრომით ადასტურებს ტექნოლოგიების დამსახურებას
და იმას, რომ ამ დარგის წინ სვლამ კოსმოსის კვლევას თვალ საწიერი გაუფართოვა.

„კოსმოსის გამოკვლევისკენ ასეთი უეცარი გადასვლა არა მხოლოდ ადამიანის


ცნობისმოყვარეობასა და ცოდნის წყურვილს ეხება, არამედ მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ მოწმენი ვართ ასტრონომიისა და
კოსმოსური კვლევის ბუმს, მაგრამ ეს სფეროები თავისთავად არ ვითარდება. გარე
კოსმოსის დაკვირვება და შესწავლა შესაძლებელია ტექნოლოგიის მრავალი დარგის
მიღწევების გამო“, (Suszyński, 2021).
საინფორმაციო ტექნოლოგიების გენეზისის უპირატესობები და მათი დადებითი
გავლენა სხვა პროფესიებზე, ამ შემთხვევაში, ნარკოტიკების სინთეზის გაუმჯობესება.
იონ ვუს მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია დაადგინოს IT სფეროს

საცალო ვაჭრობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. ანიტა სენგარის მიერ


ჩატარებული კვლევის მიზანია დაადგინოს შეითვისებს თუ არა ხელოვნური
ინტელექტი ასისტენტის როლს. მისი აზრით, მთავარი პრობლემა მომხმარებლებთან
ამომწურავი კომუნიკაციის დამყარებაა, რაც მათი კონფორტის ერთ-ერთი წყაროა.
ამჟამად, AI-ს გამოყენება წამლების შემუშავებაში ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.
კომპიუტერის დახმარებით წამლის დიზაინი ძირითადად იყენებს ალგორითმებს
ვირტუალური ნაერთების ბიბლიოთეკის შესაქმნელად წამლის მოლეკულების დე
ნოვო დიზაინის ჩასატარებლად , რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წამლის
სკრინინგის ეფექტურობას.

You might also like