Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დამოუკიდებლობის გამოცხადებები

I მსოფლიო ომის დროს კავკასიაში ვითარება დაიძაბა. ქართულმა მხარემ


გერმანიის წარმომადგენელს ფონ ლოსოვს სთხოვა სამხედრო დახმარება.
ბერლინმა ეს შეუძლებლად მიიჩნია რადგან ფიზიკურად არ არსებობდა
კავკასიაში ერთიანი სახელმწიფო რომელსაც იგი დაეხმარებოდა. ამიტომაც მან
ქართულ მხარეს დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოუწოდა. 1918 წლის 26
მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. (მანამდე არსებობდა
ამიერკავკასიის სეიმი რომელიც გაუქმდა 26 მაისს) დამოუკიდებლობა
გამოცხადებული იქნა თბილისში, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხებმა და
აზერბაიჯანმაც.
აზერბაიჯანის დედაქალაქად გამოცხადდა განჯა. აზერბაიჯანში თურქეთის
წარმომადგენელმა ნური ფაშამ აღუთქვა აზერბაიჯანელებს ყველანაირი
დახმარება.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აზერბაიჯანელებმა დაიწყეს
მთავარი საკითხის-ენის საკითხის გადაჭრა. რუსეთის და სპარსელთა
მმართველობის დროს სახანოებში ენის პრობლემა იდგა. სახანოები
თურქულენოვანი იყვნენ და ექვემდებარებოდნენ ირანულენოვან ჯგუფს.
შრიფტი რომელიც გამოიყენებოდა იმ პერიოდში იყო არაბული. რუსული
იმპერიალიზმის შემოსვლის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ნაციონალური ენების
წინააღმდეგ და აიკრძალა ეროვნული ენები. რუსეთმა გამოიყენა ეშმაკური
პოლიტიკა გახსნა მეხტებები სადაც მოლები გადაიბირეს და მისცეს სწავლების
უფლება. არაბული შრიფტი შეიცვალა რუსული შრიფტით თუმცა
აზერბაიჯანელებისთვის არც მისი ათვისება იყო მარტივი. 1918 წლის 27 ივნისს
გამოიცა დადგენილება რომლითაც აზერბაიჯანული ენა გამოცხადდა
სახელმწიფო ენად. ამან ხელი შეუწყო აზერბაიჯანული ენის შემდგომ
განვითარებას.
გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
იმიტომ რომ სრულიად ახალ სახელმწიფოს გაუჭირდა მთელ რიგ
პრობლემებთან მარტო გამკლავება. ჯერ კიდევ იყო საფრთხე რუსეთისგან,
რომელიც ყველაფერს აკეთებდა კავკასიელების გადასაკიდებლად.
აზერბაიჯანს ქონდა ჯარის პრობლემაც. მისი ერთ-ერთი მიზანი იყო სამხედრო
ძალების შემქნა. მით უკეტეს რომ აზერბაიჯანის ჩრდილოეთი მხარე იყო
ბოლშევიკების თავშესაფარი. განჯაში იმყოფებოდა აზერბაიჯანული მთავრობა.
აზერბაიჯანელი ბოლშევიკები რომლებიც ნაციონალურად განწყობილ ჯგუფებს
საფრთხეს უქმნიდა. 1918 წლის ზაფხულში შაუმიანმა სერიოზული პრობლემები
შეუქმნა განჯას - მუშურ-გლეხურმა ძალებმა ცადეს მთავრობის დამხობა. თუმცა
სამხედრო რეფორმამ და საყოველთაო მობილიზაციამ მთავრობას საშუალება
მისცა ხელსუფლების შენარჩუნებისა. ამ უმძიმეს სიტუაციაში გარკვეული
დახმარება აზერბაიჯანელმა ნაციონალისტებმა მიიღეს თურქეთისგანაც.
ბაქო წამოადგენდა ანტიაზერბაიჯანული ელემენტების თავშესაფარს. ამიტომაც,
სრულფასოვანი სახელმწიფის ჩამოსაყალიბებლად, აუცილებელი იყო მისი
განთავისუფლება. 1918 წლის სექტემბერში გაერთიანებულმა ძალებმა შეძლეს
ბაქოში შეჭრა და ბაქო დაიკავეს. იგი გაწმინდეს ბოლშევიკური
ელემენტებისგან და გამოაცხადეს დედაქალაქად. იგი გადაიქცა ეკონომიკურ
და გეოგრაფიულ ცენტრად. ბაქოს კონტროლი ნიშნავდა მთელი აზერბაიჯანის
კონტროლს.
1918 წლის 30 ოქტომბერს დაიდო მუდროსის ზავი. ამ ზავით თურქეთი
იძულებული გახდა დაეტევებინა კავკასია. აზერბაიჯანი გამოცხადდა
სრულფასოვან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 1918 წელს ჩამოყალიბდა
ნაციონალური საბჭო რომელიც იყო აზერბაიჯანის პირველი პარლამენტი.
დაიწყო მთავრობის ჩამოყალიბება. შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა
სამინისტრო (მიმოქცევაში შემოვიდა მანათი), იუსტიციის სამინსიტრო და
განათლების სამინისტრო. შეიქმნა დაწყებითი, საშუალო და სასულიერო
სკოლები.
1919 წლის მარტში პარიზში შედგა კონფერენცია. პარიზის საზავო
კონფერენციაზე გაემართნენ დელეგაციები. შეხვედრაზე წამოიჭრა სერიოზული
ტერიტორიული საკითხები.
სომხური დელეგაცია ითხოვდა ტერიტორიებს საქართველოს ხარჯზე. მათი
მთავარი მოთხოვნა იყო თბილისი, ქვემო ქართლი, გორი და ბათუმი. სომხები
ითხივდნენ ყველა იმ ტერიტორიას სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობდა
სომხური ეთნიკური ჯგუფი. ისინი მოითხივდნენ რკინიგზაზე კონტროლსაც. ამაზე
ქართულმა დელეგაციამ უარი თქვა და დაამტკიცა რომ ეს არის საქართველოს
ტერიტორიები და წამოაყენეს თავიანთი აზრი იმასთან დაკავშირებით რომს
საზღვრების ასეთი ცვლა გამოიწვევდა სერიოზულ პრობლემებს. ის შემდგომ
სომხებმა მოთხოვნების რიცხვი შეამცირეს და წ მოითხოვეს რკინიგზა
ბათუმამდე და ბათუმი რადგან დაკავშირებოდნენ შავ ზღვას. მაგრამ ამაზეც
უარი მიიღეს. ბოლოს მხოლოდ ნავსადგური მოითხოვეს რაზეც კვლავ უარი
მიიღეს.
აზერბაიჯანელები ითხოვდნენ ქვემო ქართლის ტერიტორიას, რუსთავს, გორს,
ზაქათალას, ბელაქანს და ყველა იმ ტერიტორიას სადაც მუსლიმი მოსახლეობა
ცხოვრობდა, რაზეც მათ უარი მიიღეს. ეს კონფერენცია დასრულდა
საქართველოსთვის სასარგებლოდ.
რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას. აქაც არ იყი ნორმალური
სიტუაცია. ბაქო და მთელი რიგი ჩრდილოეთ რეგიონები დასახლებულები
იყვნენ სომხებით. რუსეთი კი ცდილობდ აამ სომხების გადაკიდებას აზერებზე.
1920 წლისთვის ბოლშევიკებმა გაანადგურეს დენიკინელები, გააუქმეს ჩრ.
კავკასიის რესპუბლიკა და გაასაბჭოვეს. წითელი არმია მიადგა აზერბაიჯანის
საზღვარს რაც საფრთხეს უქმნიდა არამარტო აზერბაიჯანის არამედ მთელი
კავკასიის დამოუკიდებლობას. აქ უარყოფით როლს თამაშობდნენ, შაუმიანი,
ელიავა, ორჯონიკიძე, ჩიჩერინი, მახარაძე და სხვები რომლებიც
ანტისახელმწიფოებრივ ქმედებს ჩადიოდნენ და იყვნენ სსრკ-ს პოლიტიკის
გამტარებლები.

You might also like