აზერები i მსოფლიო ომი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მსოფლიო ომი და სოციალურ პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და

აზერბაიჯანში

პირველმა მასოფლიო ომმა კავკასიაში ბევრი ცვლილება მოიტანა. მეოცე


საუკუნის დასაწყისი გერმანიის აღზევების ხანაა. 1973 წელს მოხდა გერმანიის
გაერთიანება. გაერთიანების შემდეგ გერმანიის ეკონომიკა აღმავალი ხაზით
განვითარდა და პროდუქციის წარმოებით მან გაუსწრო ინგლისს და
საფრანგეთს. მზარდ ინდუსტრიალიზაციას სჭირდებოდა ნედლეული
ქვანახშირი რკინა ხე და ა.შ... ეს ბუნებრივი წიაღისეული კი გერმანიას
საკმარისად არ ქონდა, მას არც კოლონიები გააჩნდა და ამიტომაც თანდათან
იმპერიალიზმისკენ სწრაფვა დაიწყო. მსოფლიოს ხელახალი
გადანაწილებისთვის ომში გერმანიას მოკავშირეები სჭირდებოდა, ამიტომაც
მისი ინიციატივით იქმნება სამთა კავშირი - სამხედრო ბლოკი, რომელშიც
შევიდა გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია. მის საპირწონედ ევროპაში
შეიქმნა ანტანტა (რუსეთი, საფრანგეთი, ინგლისი). გერმანიას სჭირდებოდა
საბაბი ომის დასაწყებად. საბაბად გამოყენებულ იქნა ავსტრია - უნგრეთის
ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში. მკვლელი
იყო გავრილო პრინციპი. დაიწყო I მსოფლიო ომი, რომელშიც ჩაება რუსეთიც.
პირველმა მსოფლიო ომმა მიიზიდა თურქეთიც რადგანაც მას სურდა აღიდგინა
თავისი იმპერია, მიზნის მისაღწევ გზად კი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვება
ესახებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, კავკასია რუსეთის
შემადგენლობაშია რასაც თურქეთი ვერ ეგუება და ცდილობს მის დაბრუნებას
ომში გამარჯვება კი ამის საშუალებას მისცემდა). შედეგად ომის დროს
კავკასიაში გაიხსნა მეორე ფრონტი. ამას თან ახლდა ქაოტური პოლიტიკური
სიტუაცია - რევოლუციურმა გამოსვლებმა რუსეთი საკმაოდ დაასუსტა, კითხვის
ნიშნის ქვეშ დადგა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ტახტის ფლობის საკითხიც.
ამას თან დაერთო რუსეთის კატასტროფული მარცხები 1914 -15 წლებში
წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში. პრობლემები შეიქმნა კავკასიის
ფრონტზეც საიდანაც რუსულმა ძალებმა გადინება დაიწყეს ევროპის
ფრონტისაკენ. დიდი იყო მსხვერპლი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით,
კავკასიის ხაზი კი საერთოდ მოიშალა. ბრძოლებში მარცხებს სანქტ-
პეტერბურგში გამოსვლების ახალი ტალღა მოყვა. ხალხი მოითხოვდა
ნიკოლოზ მეორეს გადადგომას. ეს უკანასკნელი მართლაც გადადგა თავისი
ძმის მიხაილის სასარგებლოდ თუმცა მიხაილმა. უარი განაცხადა ტახტზე.
კავკასიაში ძალაუფლება ხელში აიღო კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტმა -
ოზაკომმა. რუსეთში ჩამოყალიბდა ორხელისუფლებიანობა - დუმის
მმართველობა და მუშათა დეპუტატთა საბჭოები (ბოლშევიკები).
ოზაკომმა ხარლამოვის ხელმძღვანელობით დაიწყო ღონისძიებების გატარება,
ოზაკომში შემავალი ქართველები, აზერები და სომხები მთელ რიგ საკითხებზე
ვერ თანხმდებოდნენ. თურქეთმა დაიწყო სამხედრო მოძრაობა ახალციხის და
ბათუმის მიმართულებით. ომის ზღვარზე კავკასიაში დაიწყო ფიქრი კავკასიის
მოწყობის შესახებ. შეიქმნა ეროვნული საბჭოები. საბოლოოდ ჩამოყალიბდა
ამიერკავკასიის კომისარიატი, მისი ცენტრი იყო თბილსში. მასში შევიდა ყველა
პარტიის წარმომადგენლები(სოციალ-დემოკრატები, მუსავატები, დაშნაკები და
ა.შ). ამიერკავკასიის კომისარიატმა თავიანთი საბჭოების მოთხოვნით
გადაწყვიტეს ცალკე ემოქმედათ. კომისარიატი ფაქტიურად ამიერკავკასიის
მთავრობად იქცა თუმცა მასში არ იყო პოლიტიკური ერთიანობა.
ბოლშევიკები, ლენინის მეთაურობით შეიჭრნენ ზამთრის სასახლეში და
ხელისუფლება აიღეს ხელში.
ოქტომბრის გადატრიალებას მოყვა სამოქალაქო ომი ბოლშევიკებსა და
თეთრგვარდიელებს შორის. (თუმცა იმპერიული სულისკვეთება ორივეს ქონდა
და მოითხოვდნენ რუსეთის ძველ საზღვრებში აღდგენას) მათვე დაიწყეს
ბრძოლა ეროვნული გამოვლინებების წინააღმდეგ. 1917 წელს ბოლშევიკური
გადატრიალების დროს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩრ. კავკასიამაც.
შეიქმნა ჩრ. კავკასიის ფედერაცია დედაქალაქით ვლადიკავკაზში.
ამიერკავკასიაში იქმნება ამიერკავკასიის სეიმი თუმცა სეიმის არსებობა
დიდხანს არ გაგრძელებულა რადგან მასში შემავალ ქვეყნებს განსხვავებული
საგარეო პოლიტიკა ქონდათ. აზერბაიჯანს პროთურქულო, სომხეთს
პრობრიტანული და საქართველოს პროგერმანული. შედეგად 1918 წელს
ამიერკავკასიის სეიმი დაიშალა და მაში შემავალმა ქვეყნებმა
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

You might also like