Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ლინგვისტური ანალიზის დონეები

ენათმეცნიერების მთავარი საკვლევი ობიექტი არის ამა თუ იმ ენაზე


შესრუოლებული ტექსტი. ტექსტი ბუნებრივია დაკავშირებულია ფულოლოგიასთა,
ამიტომ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ რითი განსხვავდება ენათმეცნიერებისა
და ფილოლოგების დამოკიდებულება ტექსტის მიმართ. ფილოლოგებისათვის
ტექსტი არის მიზანი, მაგ: რომელიმე ძველი ტექსტის ფილოლოგიური გამოცემა,
მომზადება ნიშნავს იმას რომ ეს ტექსტი უნდა აღდგეს იმ სახით რა სახითაც უნდა
დაეწერა ავტორს, უნდა მივიდეთ ავტოორამდე, ასევე ფილოლოგები აუცილებლად
დაურთავენ განმარტებებს, მოქმედი პირების, ისტორიული პირების ენობრივი და
ლიტერატურული მახასიათებლების შესახებ, განსხვავებით ენათმეცნიერებისაგან,
რომელთათვისაც ტექსტი არის საშუალება, იმისთვის რომ ენა შეისწავლოს.

როგორ უყურებს ლინგვისტი ტექსტს როგორც საშუალებას?

ნებისმიერი ენობრივი ინფორმაცია საბოლოოდ ტექსტად უნდა იქცეს, რომ მასზე


შესაძლებელი გახდეს ლინგვისტური პროცედურების ჩატარება, რა გულისხმობს
მაგალითად იმას, რომ თუ ლინგვისტს აქვს ენათმეცნიერების საველე მუშაობა, გადის
რომელიმე სოფელში და იწერს დიალექტურ მასალას, მან ეს დიალექტური მასალა
უნდა აქციოს დაბეჭდილ ან დაწერილ ტექსტად, რომელზეც შეიძლება
ლინგვისტური პროცედურების ჩატარება. როცა ტექსტთან გვაქვს საქმე, თუ იგი
მოწესრიგებულია, დაყოფილია თავებად, პარაგრაფებად, აბზაცებად,
წინადადებებად, სიტყვებად, ბგერებად. ყველაზე მთავარი ოპერაცია, რომელიც უნდა
ჩატარდეს ტექსტზე არის მისი დანაწევრება/სეგმენტაცია, რაც ნიშნავს ზემოთ
ხსენებულული ნაწილების ტექსტში არსებობა, ყველაზე მცირე ელემენტამდე უნდა
მივიდეს ენათმეცნიერი, ე.წ. დაუშლელ ელემენტამდე სეგმენტაციის ანუ ტექსტის
დანაწევრების გზით. როდესაც საქმე ეხება დაუშლელ ელემენტს, პირველი
შთაბეჭდილება ადამიანს ეშლება ბგერაზე, თუმცა ბგერა იშლება იმ შემადგენელ
ნაწილებად რომელთა ერთობლიობა იძლევა ამ ბგერას. მაგალითად სხვადასხვა
ენათა დიდ ნაწილში ბგერა ხასიათდება წარმოთქმის ადგილის, რაგვარობის,
სიყრუის, სირბილე, სიმაგრის მიხედვით. ამ თვისებათა ერთობლიობა ქმნის ბგერას.
მაგ: თანხმოვანი ბ არის მჟღერი, ბაგისმიერი (წარმოთქმის რაგვარობის მიხედვით),
ხშული(რაგვარობის), ბილაბიალური(წარმოთქმის ადგილის). ეს ნიშნები სათითაოდ
ბგერას არ ეძლევა, მაგრამ ამ ნიშანტა ერთობლიობა იძლევა ბგერას. თუ ხშულობას
ჩავანაცვლებთ სხვა ნიშნით მაშინ სხვა ბგერას მივიღებთ, თუ მჟღერობას
ჩავანაცვლებთ ხვა ნიშნით მაგ: სიყრუით, ბ-ს ნაცვლად შეიძლება მივიღოთ ფ და პ. ამ
მახასიათებლებს უწოდებენ მერიზმებს და შესაბამისად ბგერა/ფონემა არის ამ
მერიზმათა კომბინაციის შედეგი. ამიტომ ბოლო ზღვარი ენათმეცნიერების არის
მერიზმატული დონე, ანუ ჩვენ შეიძლებამივიდეთ წარმოთქმის ადგილამდე-
ბაგეებამდე, მაგრამ ბაგე ენათმეცნიერების კვლევის საგანი არ არის ამიტომაც
ვამბობთ ეს არის ქვედა ზღვარი საიდანაც შეიძლება დაიწყოს ენათმეცნიერმა კვლევა,
ხოლო ზედა ზღვარი იქნება წინადადება, წინადადებათა თანმიმდევრობა ე.წ
გაბმული ტექსტი, რომელიც იძლევა დისკურსს, ანუ ტექსი მთლიანად არის
ენათმეცნიერების კვლევის საგანი, მის ელემენტებს, თავებს, პარაგრაფებს, აბზაცებს
შორის კავშირი.

ყველაზე მთავარი არის ის რომ ჩვენ დავიწყოთ ტექსტის სეგმენტაციით და ეს


სეგმენტაცია გავაგრძელოთ იქამდე სანამ არ მივალთ დაუშლელ ელემენტამდე,
რომელიც იქნება ნერიზმა ანუ ბგერის რაგვარობა,წარმოთქმის ადგილი, სირბილოე,
სიმაგრე.

გარდა სეგმენტაციისა აუცილებელია ჩანაცვლება ანუ სუბსტიტუცია. ჩანაცვლება


ხდება ერთი ლინგვისტური დონის ერთეულებს შორის. ცალო, ცელი, ცილი, ცოლი,
ცული სრულაიდ განსხვავებული შინაარსის სიტყვებია , რაც იმაზე მიუთითებს რომ
ა, ე, ი, ო, უ ხმოვნები ერთი ლინგვისტური დონის ერთელებია, იმიტომ რომ
შესაძლებელია მათი ურთიერთჩანაცვლება. ანუ თუ სეგმენტაციით განისაზღბრა
დონეები წინადადებიდან ბგერამდე და შემადგენელ ელემენტამდე, ჩანაცვლებით
ჩვენ განვსაზღვრავთ ერთი ლინგვისტური დონის ერთეულებს, ანუ ბგერები უნდა
მივაკუთვნოთ ერთ ლინგვისტურ დონეს და მას უნდა ვუწოდოთ ფონემატური დონე,
რომლის გვერდითაც არის უფრო დაბალი-მერიზმატული დონე.

ერთმანეთს შევადაროთ ორი სიტყვა მანდილ-ოსან-ი და მანდილ-იან-ი, ორივე


შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ერთ შინაარსს, ქალბატონს,რომელსაც მანდილი აქვს,
მაგრამ ჩვენ ვხხედავთ იმასაც,რომ მათ შორის არის სხვაობა: მანდილოსანი ზოგადად
აღნიშნავს ქალბატონს მაგრამ მანდილიანი არის ქალბატონი რომელსაც მანდილი
აქვს. თუმცა ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ: ერთეულები: -ოსან, -ოვან, -იან, ერთი
ლინგვისტურ იდონის ერთეულებია, იმის გამო, რომ ისინი ერთადაიმავე ადგილზე
ენაცვლებიან ერთმანეთს, ყველა სუფიქსია,ყველა სიტყვის ბოლოში გვხვდება,
ყველას აქვს წარმომქმნელი ფუნქცია, მას შეულძლია ახალი შინაარსის შექმნა,
ამიტომაც შევიძლია ვთქვათ რომ ესეც ერთი ლინგვისტური დონის ერთეულებია,
რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მორფოლოგიური დონე, იმიტომ რომ ყველა ეს
დონე არის მორფოლოგიური ელემენტი, რომელიც გვაძლევს განსხვავებულ
შინაარსს.
მერიზმათა ერთობლიობა იძლევა ბგერას, ხოლო ბგერათა ერთობლივობით
შეიძლება მივიღოთ სიტყვა თუ მათ თანმიმდევრობას აქვს გარკვეული შიინაარსი.
მეორე მხრივ, სიტყვას აქვს თავისი სემანტიკა და ამიტომ სემანტიკური
თვალსაზრისითაც შეიძლება სიტყვების დაყოფა. სიტყვა ამ შემთთხვევაში იყოფა
დაბალი დონის ერთეულებად, ძირი, მორფოლოგიური მაწარმოებლები, ან
მორფოლოგიური ისეთი ერთეულები რომლებიც სიტყვას სიტყვასთან დააკავშირებს
და ეს საბოლოოდ მოგვცემს წინადადებას, რომელიც ყველაზე მაღალი ლინგვისტური
დონის ერთეულია. წინადადებას აუცილებლად უნდა ქონდეს პრედიკატი ანუ ზმნა
და თუ ზმნა არ არის წინადადებაში უნდა შეგვეძლოს მისი აღდგენა.

თუ თვალს გავადევნებთ ყველაზე მაღალი, კატეგორემატული დონიდან


მერიზმატულ დონემდე მივიღებთ ასეთ თანმიმდევრობას: წინადადება,
ფრაზა/სინტაგმა, სიტყვა, მორფემა, ბგერა, მერიზმა. ამ კლასიფიკაციას ჩვენ ვაღწევთ
ორი ძირითადი ლინგვისტური პროცედურით, ესენია სეგმენტაცია ანუ დანაწევრება,
სუბსტიტუცია ანუ ჩანაცვლება, რომელიც ხდება ერთი ლინგვისტური დონის
ერთეულებს შორის. როდესაც ჩვენ გამოვყოფთ ლინგვისტურ ერთეულებს, ჩვენ
დაგვიდგება ლინგვისტური ერთეულის ფორმისა და შინაარსის საკითხი.

რა არის ლინვისტური ერთეულის ფორმა?

ლინგვისტური ერთეულის ფორმა გამოიხატება იმაში, რომ იშლება უფრო მცირე


დონის ერთეულებად. მეორე მხრივ ლინგვისტური ერთეულის შინაარსი არის უფრო
მცირე მაღალი დონის ერთეულის შემადგენლობაში შედის იგი მაგ: ბგერა იღებს
მონაწილეობას სიტყვის შექმნაში, მაგრამ თვითონ ბგერას მნიშვნელობა არ აქვს და
მნიშვნელობის გაგება შემოდის მორფემის დონიდან. მორფემა არის მცირე
მნიშვენლობის თვალსაზრისით დაუშლელი ელემენტი. ბგერა იღებს მონაწილეობას
მნიშვნელობის შექმნაში, მაგრამ მას მნიშვნელობა არა აქვს. მორფემის შემდეგ ყველა
ელემენტს აქვს მნიშვნელობა.

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ლინგვისტური პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა.


პარადიგმა ნიშნავს სისტემას, და რა ქვესისტემებისგან შედგება ენა. ყველაზე მთავარი
პარადიგმები ენაში არის ბრუნვის და უღლების პარადიგმა და ყველა შემთხვევაში
ლინგვისტური დონის ერთეულთა თანმიმდვრობები პარადიგმის გარდა ქმნიან
სინტაგმატურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე მეზობლობა და თანმიმდევრობა
ქვია.
პარადიგმა- სხვადასხვა ენაში, იმ ენას რომელსაც ბრუნვა ქვს, ყველაზე მცირე
რაოდენობა რაც კი შეიძლება შედიოდეს ბრუნვით პარადიგმებში არის ორი ფორმა,
რომელთა დაპირისპირებით მიიღება პარადიგმა. მაგრამ სხვადასხვა ენაში
პარადიგმის წევრთა რაოდენობა სხვადასხვაა. მაგ ქართულში 7 წევროვანია ბრუნვის
პარადიგმა ასევე არსებობს 6 5 4 წევროვანი პარადიგმები. ისინი საჭიროა, სინტაგმის
შესაქმნელად ანუ სიტყვათა დაკავშირებისთვის, რომელთა დაკავშირებით
საბოლოოდ იქმნება წინადადება. იგივე შეიძლება ითქვას უღლების პარადიგმაზე,
რადგან, ისიც ყველა ენაში სხვადასხვაგვარია რაოდენობრივად.

სინტაგმატიკა ნიშნავს იმას რომ გარკვეული ლინგვისტური ერთეულები


ერთმანეთის მეზობლობაში არიან და თან აქვთ ზუსტი ადგილი რომელი რის შემდეგ
გამოჩნდება. მაგ: წიგნ-ებ-ი_____ წიგნ (ძირი) რომელსაც მოსდევს რიცხვის ნიშანი -ებ,
როომელსაც მოსდევს ბრუნვის ნიშანი -ი. სინტაგმატიკა არის სწორედ ეს რომ ძირს
მოსდევს ორი სხვადასხვა მორფოლოგიური კატეგორიის ნიშანი, რომელიც
ერთობლიობით იძლევა სიტყვას, სიტყვათა დაკავშირებით შეიძლება მივიღოთ
წინადადება, მაგ: გა-ა-კეთ-ა_____ ზმნისწინი+ქცევის ნიშანი+ძირი+ბრუნვის ნიშანი.

ღირებულების ცნება ენათმეცნიერებაში-როგორ განვსაზღვროთ ლინგვისტური


ღირებულება ამა თუ იმ ლინგვისტური ერთეულისა?

ლინგვისტური ერთეულის ღირებულება ნიშნავს იმ ფუნქციას რაც მას აქვს


სისტემაში, ამიტომ ლინგვისტურმა შეიძლება შეიძინოს ან დაკარგოს ფუნქციები და
ამის გამო გახდეს არაპროდუქტიული.

You might also like