ენათმეცნიერებაენის ფუნქცია

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ენის ფუნქციები

ენის ყველაზე მთავარი ფუნქცია კომუნიკაციაა, მაგრამ თავად


კომუნიკაცია არის ის თვისება რომელიც მხოლოდ ადამიანს არა აქვს.
კომუნიკაცია არის ყველა ცოცხალი არსების ფუნქცია. როგორ მივხვდეთ
აქვს თუ არა ცოცხალ არსებას კომუნიკაციის უნარი? ამისთვის უნდა
დავაკვირდეთ შეუძლია თუ არ ამას ინფორმაციის მიცემა შენახვა და
გადაცემა. თუ სამივე ამ თვისებას ცოცხალი არსება ამჟღავნებს, ე.ი მას
აქვს კომუნიკაციის უნარი. მაგ. ცნობილი ბიოლოგის fრიშის დაკვირვება
ფუტკრებზე, იგი აკვირდებოდა ფუტკრების ცხოვრებას, მან გაარკვია
რომ ფუტკრებს აქვთ ინფორმაციის მიღების უნარი(საკვები), ისინი
ყნოსვით საკმაოდ შორ მანძილზე არკვევენ საკვების ადგილსამყოფელს,
იმახსოვრებენ ამ ინფორმაციას და გადაცემენ სხვა ფუტკრებს. ამგვარად
ყველა ცოცხალ არსებას აქვს კომუნიკაციის უნარი.

რა განსხვავებაა სხვა ცოცხალ არსებებს შორისა და ადამიანის ენობრივ


კომუნიკაციას შორის. ენობრივი არსება არის მხოლოდ ადამიანი, არც
ერთი სხვა ცოცხალი არსება. რა უპირატესობას და ვალდებულლებას
ანიჭებს ეს ადამიანს? უნდა გაირკვეს რას ემსახურება ცოცხალი არსების
კომუნიკაცია. როგორც ირკვევა ყველა ცოცხალი არსება მიისწრაფვის
სამი მთავარი მიზნისკენ, ესაა გამოკვება, თავის დაცვა და გამრავლება. რა
თქმა უნდა ისევე როგორც სხვა ცოცხალმა არსებებმა კომუნიკაცია უნდა
გამოიყენოს ამ სამი მთავარი პრინციპოსათვის, ენა როგორც
საკომუნიკაციო სისტემა უნდა გამოიყენოს ამ მიზნით, მაგრამ ადამიანი
იმით განსხვავდება სხვებისაგან რომ ის არის კულტურის შემქმნელი
არსება, ანუ შედეგი მხოლოდ ის კიარაა რომ მან თავი გამოკვება, არამედ
ის რომ შექმნას კულტურა და რაც მთავარია თაობებს გადასცეს იგი, იყოს
კულტურის მიმღები, მომხმარებელი, განავითაროს იგი და შექმნას
ახალი, სწორედ ამით განსხვავდება ადამიანის ენობრივი კომუნიკაცია
სხვა ცოცხალი არსებების კომუნიკაციის უნარისაგან და შედეგებისაგან
რომელიც ამ კომუნიკაციას მოსდევს.
რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ადამიანმა განახორციელოს
ენობრივი კომუნიკაცია?

ამისათვის უნდა დავაკვირდეთ რა შემადგენელი ერთეულები აქვს


კომუნიკაცია. პირველი და მთავარი არის ის რომ უნდა გვყავდეს ორი
ადამიანი რომელსაც ერთმანეთთან საუბარი უნდა, მეტყველი-
ადრესანტი(მეტყველი, მწერალი,მხატვარი),ნებისმიერი კომუნიკაციის
წამომწყები და ასევე საჭიროა ადრესატი-ამ კომუნიკაციაში ჩართულია.
სურვილთან ერთად აუცილებელია საერთო ან ნაწილობრივ საერთო ენა,
რათა კომუნიკაცია შედგეს. ენის ანუ კოდის საერთოობა აუცილებელია
კომუნიკაციისათვის. ამ კოდზე ანუ ამ ენაზე ადრესანტი ადრესატს
უგზავნის შეტყობინებას, ისეთ შეტყობინებას რომელიც ენობრივი,
ვერბალურია, შეიძლება ეს იყოს ნაწრი, წარმოთქმული სიტყვა და ა.შ. ანუ
ან უნდა იყოს ვერბალური ან უნდა იყოს შესაძლებელი მისი
ვერბალიზაცია. შეტყობინება ყოველთვის გარკვეულ კონტექსტში ხდება,
მაგ: სოციალური კონტექსტი, გარკვეული სოციალური გარემო
რომელშიც ამ შეტყობინებას აქვს ღირებულება რადგან კონტექსტის
ცვალებადობის შემთხვევაში შეტყობინებამ შეიძლება მნიშვნელობები
შეიცვალოს. მეექვსე აუცილებელი ელემენტი რომლის გარეშეც
კომუნიკაცია შეუძლებელია ეს არის ფიზიკური არხი, გარემო რომელშიც
ხდება მოქმედება, ყველაფერი რაც საჭიროა იმისთვის რომ ფიზიკური
კომუნიკაცია შედგეს, ტექნიკური საშუალება.

ადრესანტს უკავშიდება ენის ექსპრესიული ანუ გამომხატველობითი


ფუქნცია, უნარს ადამიანისას გამოხატოს, მიაწოდოს ადრესატს
ინფორმაცია მისი კომუნიკაციური მიზნებიდან გამომდინარე,
შესაბამისად ადრესატს უკაშირდება კონოტატური ფუნქცია-როგორ
აღიქვამს იგი ადრესანტის ნათქვამს ან მის დაწერილს. კოდი რომელიც
უნდა იყოს საერთო ენა მოსაუბეებისათვის, მას უკავშირდება
მეტალინგვისტური, განმარტებითი/ახსნითი
ფუნქცია(ლექსიკონი/განმარტებითი ლექსიკონი). ფიზიკურ არხს
უკავშირდება ფატიკური ფუნქცია, რამდენად გამათულია ფიზიკური
არხი, რათა ორ მეტყველს შორის შედგეს კომუნიკაცია (ალიო გესმის?).
ფატიკური ფუნქცია გულისხმობს კომუნიკაციის დაწყებას გაგრძელებას
და შეწყვეტას. შეტყობინება რომელიც კოდის/ენის საშუალებით
მიეწოდება მთქმელიდან მსმელს ამას უკავშირდება პოეტური ფუნქცია,
მიზანი გარითმვა კი არ არის არამედ ის რომ დაამახსოვრებინოს
ადამიანს ეს რეკლამა, შექმნას რარაც ისეთი ენობრივი ფორმა რომელიც
აქამდე ამ ენისთვის დამახასიათებელი არ იყო. შეტყობინება ხდება
გარკვეულ კონტექსტში, ეს აუცილებლად უკავშირდება სოციალურ
გარემოს, მას უკავშირდება რეფერენციული ფუნქცია, სიტყვასიტყვით
დანაწევრება, რამდენად ანაწევრებს ენა გარემოს.

როგორია სამყაროს მიმართება სამყაროსთან ეს გამოხატულია ენაში, რა


მიმართება აქვს ადამიანს სამყაროსთან და რა ადგილი უჭირავს ამ
მიმართებაში ენას. რა თქმა უნდა ენა არის შუამავალი ადამიანსა და
სამყაროს შორის, ადამიანის წამოდგენები სამყაროზე აისახება ენაში.
ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთმეცნიერული ცოდნა სამყაროს შესახებ
და ის ინფორმაცია რაც ენაში დაილექება სამყაროს შესახებ. ამან
წარმოშვა ენის ენერგეისტული თეორია, რომელიც უკავშირდება მე-19
საუკუნეში მოღვაწე ჰუმანისტს. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი
ტერმინი:“რა არის ენა“, ენა ენერგეიაა თუ ერგონია, ანუ შემოქმედება თუ
შემოქმედების ნაყოფი. ერთის მხრივ იგი შემოქმედების ნაყოფია რადგან
ტაობიდან ტაობას გადაეცემა და შემდგომი თაობა იღებს მზა სახით წინა
თაობისაგან, მაგრამ რადგანაც ადამიანი სხვა მეტყველისაგან იმით
განსხვავდება რომ მას აქვს ენობრივი კომუნიკაციის უნარი, მიუთითებს
მის შემოქმედებითობაზე, ენა ამის გამო ხდება პირველადი
მამოდელირებელი სისტემა, ამ ტერმინს ვიყენებთ იმისათვის რომ
ვაჩვენოთ რა ღირებულება აქვს ენას სამყაროს მოდელირებისათვის
ადამიანის ტვინში, შემდეგ კი ხდება საფუძველი მეორადი
მამოდელირებელი სისტემებისთვის,ანუ კულტურისთვის იქნება ეს
ვერბალური, პოეზია, პროზა ფოლკლორი, არავერბალური,
მხატვრობა/ქანდაკება თუ სხვა ყოფითი მიღწევები. ენას აქვს უნარი
საფუძველი დაუდოს სხვა მეორად მამოდელირებელ სისტემებს, იგი
არის საშუალება პროზისთვის, ფოლკლორისთვის,პოეზიისთვის...

რადგანაც ენა ენერგეიაა რადგან შემოქმედებაა და ზოგჯერ იგი


შემოქმედების ნაყოფიცაა, 21-ე საუკუნეში გახდა ახალი ჰიპოთეზების
საფუძველი, სეპირ-უორფის ჰიპოთეზა, რომელსაც საფუძვლად დაედო
ამერიკის ინდიელთა ენობრივი და კულტურული გამოცდილების
შედარება იქ დასავლეთევროპიდან ჩასული ცივილიზებული ხალხების
ენობრივ და კულტურულ გამოცდილებასთან. ამ ჰიპოთეზამ, რომელმაც
გააგრძელა ენერგეისტული თეორია, ბევრი რამ საჭოჭმანო გახადა.

You might also like