Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

თავი მეორე – იდეების წარმოშობის შესახებ

 გონების ყველა აღქმას ორ ჯგუფად ვყოფთ: 1. შთაბეჭდილება (ცხოველი გრძნობები) 2. აზრები იდეები
(აქვთ ნაკლები სიცხოველე). უკანასკნელი გვაქვს მაშინ, როცა რეფლექსიას ვახდენთ შეგრძნებაზე ან
სულის ძვრაზე.
 ჩვენი ყველა იდეა, ანუ ჩვენი სუსტი აღქმები ჩვენი შთაბეჭდილების ანუ უფრო ცხოველური აღქმების
ასლებია. მაგ: ოქროს მთა. ოქროს+მთა
უკანასკნელის დასამტკიცებლად მოჰყავს ორი არგუმენტი:
1. რაც არ უნდა რთულ იდეაზე ვფიქრობდეთ მისი დაყვანა შეგვიძლია იმ მარტივ იდეებამდე,
რომლებიც ასლებია ჩვენი შთაბეჭდილების.
2. თუ ადამიანს დეფექტი გამო არ აქვს რომელიმე შეგრძნება, იგი ვერ აღიქვამს შესაბამის იდეასაც.
ბრმამ ფერი არ იცის, ყრუმ ბგერა.
 მიუხედავად იმისა, რომ მკაცრ ჭეშმარიტებად (მაქსიმად) მიაჩნია ზემოთ ახსნილი ტესტი ბატონ
ჰიუმს, ის მაინც საუბრობს ერთ გამონაკლისზე, კერძოდ ფერების
გრადაცია. ერთი ფერის გადასვლისას მეორე ფერში, თუ ერთ–
ერთი ელფერი გვაკლია, ამას ადამიანი შთაბეჭდილების გარეშე
მიხვდება. ეს იმდენად ერთეულოვანია, მისი განმარტებით, რომ
მაქსიმას საძირკველს მაინც ვერ აცლის.
 ჰიუმის აზრით, თანდაყოლილია შთაბეჭდილებები, იდეები – არა.

თავი მესამე – იდეების ასოციაციის შესახებ


 ჰიუმი ბრძანებს, რომ არსებობს კავშირის სამი პრინციპი:
1. მსგავსება – კამეჩის სურათი ბუნებრივად გაგვახსენებს კამეჩს.
2. დროსა და სივცეში მოსაზღვრეობა – ერთი ბინის ხსენება, დანარჩენ ბინებზეც იწვევს
კითხვებს
3. მიზეზის შედეგი – როდესაც ვფიქრობთ ჭრილობაზე, ძნელად თუ შევძლებთ, რომ
ვიფიქროთ ტკივილზე, რომელიც მას მოსდევს.

თავი მეოთხე – სკეპტიკური ეჭვები გონების მოქმედების შესახებ

 ყველა ობიექტი, რომელიც განიხილება ჩვენი გონების მიერ, იყოფა ორ ჯგუფად:


1. მიმართებადი იდეები: გეომეტრია, არითმეტიკა. ევკლიდეს გეომეტრია ჭეშმარიტი იქნებოდა,
მაშინაც კი თუ არ იარსებდა გეომეტრიული ფიგურები.
2. ფაქტები – რაც არ უნდა სიცხადე ჰქონდეს ჩვენთვის რომელიმე ფაქტს, მისი სიცხადე მაინც
განსხვავებული ინქბა პირველის ჭეშმარიტებისგან. „მზე ხვალ ამოვა“ ისეთივე ფაქტია,
როგორც ,,მზე ხვალ არ ამოვა“.
 ფაქტებს ადამიანები ძირითადად მიზეზ–შედეგობრივი კავშირით ვაკავშირებთ, ორივე ბოლოში
ფაქტია. ჩემი მეგობარი საფრანგეთშია, რადგან წერილში მომწერა, რომ ჩემი ფილოსოფიის გამოცდის
დროს საფრანგეთში იქნებოდა.
 ცეცხლი რომ წვავს ადამიანმა გამოცდილებით იცის. ადამი, სრული გონით რომ შექმნილიყო, მაინც
ვერ მიხვდებოდა, რომ ცეცხლი დაწვავდა ან წყალი დაახჩობდა, მანამ სანამ დამწვარს ან დამხჩვალს არ
იხილავდა.
 ბუნების ყველა კანონი და სხეულის უკლებლივ ყველა მოქმედება
შეიმეცნება მხოლოდ ცდის მეშვეობით: წარმოვიდგინოთ ნივთი,
რომელიც არ ვიცით რა არის და მხოლოდ გვაჩვენებენ.
 ყოველი შედეგი განსხვავებულია თავისი მიზეზისგან. ამიტომ არ
შეიძლება მისი (შედეგის) აღმოჩენა მიზეზში და მისი პირველი
გამოგონება ან მოაზრება აპრიორულადვე სავსებით თვითნებური უნდა
იყოს. შედეგი თუნდაც ვიცოდეთ, მიზეზთან მისი კავშირი მაინც
თვითნებურად უნდა გვეჩვენოს.
 მოჰყვას პურის მაგალითი: ერთხელ რომ პურმა დამანაყრა არ ნიშნავს,
რომ იგივე შეფერილობის მოყვანილობის რაიმე, რასაც პურად
ჩავთვლი, აუცილებლად დამანაყრებს. ანუ მიზეზ–შედეგობრიობის
არეალი მცირეა და მისი განზოგადება არასწორი.
ყველა მსჯელობა შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ:
1. დემონსტრაციული მსჯელობა – ეხება იდეათა მიმართებას.
2. მორალური მსჯელობა – ეხება ფაქტობრივ ვითარებას და არსებობას.

უკანასკნელს როცა ვიკვლევთ ჩვენი ყველა კვლევა ალბათობრივია. იმისათვის, რომ რაც ცდით დავასკვენით
გამეორდეს, მომავალი უნდა იყოს წარსულის მსგავსი და არც ცდაში ჩართული ობიექტები არ უნდა იყოს
შეცვლილი.

ბავშვი რომ სანთელზე ხელს ერთხელ დაიწვავს და მერე სანთელს მოერიდება, იმის გამო ხდება, რომ მოელის
მომავალი წარსულს ემსგავსება.

თავი მეხუთე – ამ ეჭვების სკეპტიკური გადაწყვეტა

 სკეპტიკური ფილოსოფია დაცლილია ყველა ვნებისგან, გარდა ჭეშმარიტების ძიებისა.


 ყოველთვის როდესაც კი რაიმე ცალკეული აქტის ან ოპერაციის გამეორე მიდრეკილებას წარმოშობს,
რომ იგივე აქტი ან ოპერაცია გავიმეოროთ გონების რაიმე პროცესის ან მსჯელობის მიერ იძულების
გარეშე, ჩვენ ყოველვის ვამბობთ რომ ეს მიდრეკილება არი ჩვეულების შედეგი.
 ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სჯა და ცდა. პირველი გულისხმობს ინტელექტუალურ უნართა
ერთობას, რომელიც განიხილავს აპრიორულ საგანთა ბუნებას. მეორე მთლიანად გამოყვანილია
შეგრძნებიდან და დაკვირვებიდან.
 იმის რწმენა, რომ ცეცხლი სითბოს მოგვცემს (რაღაც ცნობილი მიზეზი ცნობილ შედეგს მოგვცემს),
აუცილებელი შედეგია გონების ამ გარემოებებში მოთავსებისა. ჩვენს ამ მდგომარეობაში ეს სულიერი
პროცესი ისეთივე აუცილებელია, როგორ სიყვარულის გრძნობა, როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ.
 ჩვენ შეგვიძლია ჩვენს აზრში ადამიანს ცხენის თავი მივამაგროთ, მაგრამ არ გძალგვიმცს ვიფიქროთ,
რომ ასეთი ცხოველი გვინახავს. აქედან გამომდინარე, რწმენა გამონაგონისგან იმით განსხვავდება, რომ
ის დამოკიდებული არ არის ნებელობაზე და მას ვერ უბრძანებ სურვილისამებრ.
 რწმენა არის მხოლოდ და მხოლოდ უფრო ცხოველი, ცოცხალი, ძლიერი, მტკიცე და სტაბილური
მოაზრება ობიექტისა, ვიდრე ის, რომლის მოცემაც მხოლოდ წარმოსახვას შეუძლია.
 რწმენა არის ის, რასაც გონება გრძნობს, და რაც განარჩევს მსჯელობისეულ იდეებს წარმოსახვისეული
გამონაგონისაგან.
 უკვე ვთქვით, რომ ბუნებამ დაადგინა კავშირები ცალკეულ იდეებს შორის. როგორც კი ერთ იდეა
მოგვივა აზრად, მას თან მოჰყვას თავისი კორელატი, და სათუთად და შეუმჩნევლად წარმართავს
იქითკენ ჩვენს ყურადღებას. კავშირის ანუ ასოციაციის ეს პრინციპები ჩვენ დავიყვანეთ სამ ჯგუფზე:
მსგავსება, მოსაზღვრეობა, მიზეზობრივობა. თუ რწმენა მიზეზობრივობაში იჩენს თავს, მაშ იგი
განვიცილოთ, როგორ ზოგადი წესი, სამივე კორეალაციისთვის.
1. მეგობრის ფოტოს ექსპერიმენტი – მსგავსება
2. სახლთან ახლოს ყოფნა – მსგავსება + მოსაზღვრება (მაინც არაა ისეთივე ცხოველი, როგორც
შტაბეჭდილება)
3. მკვდარი მეგობრის შვილი
 სამივე შემთხვევაში აუცილებელი იყო რწმენა: მეგობრისა და სახლის არსებობის გაცნობიერება.
როდის უფრო გავიაზრებ სიკვდილის იდეას, როცა ყელზე ხმალს მომადებენ თუ როცა ჭიქა ღვინოს
ვსვამ?

You might also like