IYPT ის ამოცანები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

გამოიგონე
აიღეთ ერთნაირი ობიექტებით (მაგ. ასანთებით, ბურთებით, ...) გავსებული ყუთი
(მაგ. ასანთის ყუთი). მოიფიქრეთ მეთოდი, რათა გასნასზღვროთ ყუთში ობიექტების
რაოდენობა მხოლოდ ყუთის რხევისას წარმოქმნილი ხმით. როგორაა სიზუსტე
დამოკიდებული ობიექტების თვისებებზე, ყუთზე და ჩაწყობის სიმჭიდროვეზე ?

2. წვეთის მიკროსკოპი
შუშის ზედაპირზე მოთავსებულ წყლის წვეთში გახედვით შეგვიძლია დავაკვირდეთ
რომ ეს წვეთი იქცევა როგორც გამოსახულების მიღების სისტემა. გამოიკვლიეთ
ასეთი ლინზის გამადიდებლობა და გარჩევადობა.

3. მყარი დაქანებაზე მოსიარულე


ააწყვეთ ოთხფეხიანი მყარი დაქანებაზე მოსიარულე (მაგ. კიბის ფორმის ). ამ
ნაგებობამ შესაძლოეა დაქანებაზე ‘ჩამოსვლა’ დაიწყოს. გამოიკვლიეთ რა
გავლენას ახდენს მოსიარულეს გეომეტრია და შესაბამისი პარამეტრები მის
სიარულის ტერმინალურ სიჩქარეზე.

4. რეზინის ზონარის სროლა


რეზინის ზონარი შესაძლოა უფრო შორს გაფრინდეს თუ ის გასროლისას
არათანაბრადაა გაჭიმული, რაც მის დატრიალებას იწვევს. მოახდინეთ ტრიალა
რეზინის ზონარის მიერ მიღწეული მანძილის ოპტიმიზაცია.

5. პინგ პონგის რაკეტა


პინგ პონგის ბურთი მოთავსებულია წყლიან კონტეინერში. თუ კონტეინერი
დავარდება, პინგ პონგის ბურთი დიდ სიმაღლეზე ავარდება. რა მაქსიმალური
სიმაღლის მიღწევა შეგიძლია ორ ლიტრამდე წყლით?

6. უკონტაქტო წინაღობა
ცვლადი დენის წყაროთი ამუშავებული LRC წრედის რეაქცია შეიძლება შეიცვალოს
კოჭაში არამაგნიტური ან ფერომაგნიტური ჯოხის მოთავსებით. როგორ შეგვიძლია
გავიგოთ ჯოხის მაგნიტური და ელექტრული თვისებები წრედის რეაქციის
საშუალებით?

7. გიგანტური ხმიანი ფირფიტა


დიდი, თხელი და დრეკადი ფირფიტის (მაგ. პლასმასი, მეტალი ანს პლექსის შუშა )
მოღუნვისას მან შეიძლენა გამოსცეს ხმამაღალი და უჩვეულო ღმუილის ხმა .
ახსენით და გამოიკვლიეთ ეს მოვლენა.

8. კიდევ ერთი მაგნიტური ლევიტაცია


დისკის ფორმის მქონე დიდი მაგნიტი მოათავსეთ არამაგნიტურ გამტარ
ფირფიტაზე. როდესაც ფირფიტის ქვეშ პატარა მაგნიტს გაამოძრავებთ, გარკვეულ
პირობებში ზედა მაგნიტმა შეიძლება ლევიტაცია დაიწყოს. გამოიკვლიეთ ეს
ლევიტაცია და ზედა მაგნიტის შესაძლო მოძრაობა.
9. წვნიანი მზის ელემენტი
მომუშავე მზის ელემენტი შეიძლება დამზადდეს გამტარი შუშის ნაჭრებით, იოდით,
წვენით (მაგ. მაყვლის) და ტიტანიუმის დიოქსიდით. ასეთი ტიპის ელემენტს
გრეტცელის ელემენტი ეწოდება. გააკეთეთ ასეთი ელემენტი და გამოიკვლიეთ
მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად საჭირო პარამეტრები.

10. მაგნიტური ხრახი


აიღეთ რამდენიმე ერთნაირი ფიჯეტ სატრიალო და ბოლოებზე ნეოდიმიუმის
მაგნიტები მიამაგრეთ. თუ მათ მოათავსებთ სიბრტყეზე გერდიგვერდ და ერთ ერთს
დაატრიალებთ, მაშინ დანარჩენებიც დაიწყებენ ტრიალს მზოლოდ მაგნიტური
ველის გავლენით. გამოიკვლიეთ და ახსენით ეს მოვლენა.

11. ამომტუმბი საწრუპი


მარტივი წყლის ტუმბოს დამზადება შეიძლება სამკუთხა ფორმა მიცემული საწრუპის
კუთხეების გაჭრით. როდესაც ასეთი სამკუთხედი ნაწილობრივაა წყალში ჩაყოფილი
ერთერთი კუთხით და მისი ვერტიკალური ღერძის გარშემო ტრიალებს, წყალმა
შეიძლება საწრუპიდან ამოდინება დაიწყოს. გამოიკვლიეთ როგორ გავლენას ახდენს
გეომეტრია და სხვა შესაბამისი პარამეტრები ამოტუმბვის სიჩქარეზე.

12. საპნის სპირალი


შეკუმშული სპირალი ჩაუშვით საპნისან წყალში, ამოიღეთ და გაშალეთ. სპირალის
ხვიებს შორის წარმოიქმნება საპნის აპკი. თუ აპკის მთლიანობას დაარღვევთ, აპკის
წინა მხარე მოძრაობას დაიწყებს. ახსენით ეს მოვლენა და გამოიკვლიეთ საპნის აპკის
წინა მხარის მოძრაობა.

13. მუხტის გამხომი


მსუბუქი ბურთი ძაფითაა ჩამოკიდებული დამუხტულ ფირფიტებს შორის. თუ
ბურთი დამუხტულია მაშინ იგი კონკრეტული კუთხით გადაიხრება რომელიმე
მხარეს. რა არის ასეთ დანადგარის სიზუსტე ბურთზე მუხტის გაზომვისათვის.
მოახდინეთ თქვენი დანადგარის ოპტიმიზაცია რათა გაზომოთ რაც შეიძლება პატარა
მუხტი ბურთზე.

14. სახაზავის ხრიკი


სახაზავი მოათავსეთ მაგიდის კიდეზე და თავისუფალ ბოლოზე ბურთი დააგდეთ.
სახაზავი ჩამოვარდება. თუმცა თუ სახაზავის ნაწილს ქაღალდის ნაჭრით დაფარავთ
და ბუურთს დააგდებთ, მაშინ სახაზავი მაგიდაზე დარჩება და ბურთი ახტება.
ახსენით ეს მოვლენა და გამოიკვლიეთ შესაბამისი პარამეტრები.

15. სველი გრაგნილი


გადასაკოპირებელი ქაღალდის ნაჭერი ფრთხილად მოათავსეთ წყლის ზედაპირზე.
ისსწრაფად დაეხვევა გრაგნილად და მერე ნელა გაიშლება. ახსენით და გამოიკვლიეთ
ეს მოვლენა.

16. ბალიშის კატაპულტი


დიდ ჰაერის ბალიშზე დადეთ ობიექტი და მასზე დააგდეთ რამდენიმე სხვა
ობიექტები ისე რომ პირველი ობიექტი ახტეს. გამოიკვლიეთ როგორაა ახტომის
სიჩქარე დამოკიდებული შესაბამის პარამეტრებზე.

17. კვანტური სინათლის ჩამბნელებელი


თუ მარილ დამატებულ ცეცხლის ალს მოათავსებთ ნატრიუმის ორთქლის ლამპის
წინ, მაშინ ალი ჩრდილს შექმნის. თუ ალს მოვათავსებთ ძლიერ მაგნიტურ ველში,
მაშინ ჩრდილი უფრო ნათელი გახდება. გამოიკვლიეთ და ახსენით ეს მოვლენა.

You might also like