Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

აპოლინერი

მირაბოს ხიდი
აპოლინერის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია სევდა, მის
ნაწარმოებებში გაერთიანებულია სხვადასხვა ჟანრები. იგი მეტად
დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე რაც მის შემოქმედებაშიც აისახება.
ავტორის გამორჩეული ლექსია „მირაბოს ხიდი“.
პირველ სტროფში ნახსენები მდინარე სენა შეიძლება გავაიგივოთ
ცხოვრებასთან, რადგან ჩვენი ცხოვრებაც ზუსტად ისე მიედინება თავის
კალაპოტში როგორც ეს მდინარე, ცხოვრებას ვატანთ ჩვენს გრძნობებს და
ემოციებს. ცხოვრების მშვიდ დინებასთან ერთად დროდადრო
განსაცდელები და გამოწვევებიც იჩენს თავს, თუმცა ავტორი
ერთმანეთის გვერდით დარჩენას და მხარში ამოდგომას გვირჩევს
რადგან ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მაინც გრძელდება. შემდეგ
სტროფში უკვე სიყვარულის თემა შემოდის, როგორც გრძნობა რომელსაც
ეს ცხოვრება არ ინდობს და გულში მხოლოდ იმედი რჩება, იმედი
უკეთესი მომავლისა.“ და სიყვარულიც, ვით მდინარე, მიედინება,მასაც
არ ინდობს ამ ცხოვრების მდოვრე დინება,მხოლოდ იმედი ცოცხლობს
გულში, არ ეძინება“.საბოლოოდ უკან არც ცხოვრება და სოყვარული
ბრუნდება, დროთა სვლა ერთმანეთს ენაცვლება თუმცა ცხოვრება კვლავ
მდორედ მიედინება.

დღეები რბიან ცხოვრება მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.

რომელიმე მიმდინარეობაში ვერ თავსდება. მასში არის


როგორც სიმბოლიზმის,
ასევე იმპრესიონიზმისა და კუბიზმის ელემენტები, საბოლოოდ
კი სიურრეალიზმის მამამთავრადაც კი გვევლინება.
რილკე
შემოდგომა
რილკეს ერთერთ ლექსში შემოდგომა ჭარბობს სევდა. პირელივე
სტროფში ჩანს ავტოროს ხასიათი, თითქოს იგი უიმედოდაა დარჩენილი
და ამას ლექსით გადმოსცემს. ჩემი აზრით ავტორს ფოთლები
ადამიანთან აქვს გაიგივებული, როგორ ეს ფოთლები სცვივა ზამტარში
უიმედოდ და უგუნებოდ, სწორედ ასეა ადამოანიც როცა იმედს კარგავს,
კარგავს სიცოცხლის ხალისს და სასოწარკვეთილებას ეძლევა. „ფოთლები
ცვივა, თითქოს შორით მომწყდარან იმედს.თითქოს ჭკნებიან შორეული
ზეცის ბაღები.ცვივიან ცივად, უგუნებოდ და ხელაღებით.“მაგრამ ბოლო
სტროფში ავტორს ჩემი აზრით ღმერთი შემოჰყავს როგორც იმედი
„ მაგრამ არსებობს ერთადერთი ვინც ყოცელ ვარდნას უკიდურესად
ნაზად იჭერს თავისი ხელით” აქ ავტორს იმის თქმა სურს რომ
ნებისმიერი გასაჭირის დროს ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას
და მისი რწმენა აუცილებლად გულს ისევ იმედით აგვივსებს.
ელიოტი
უნაყოფო მიწა
პოემა საკმაოდ მრავალფეროვანია, მასში სხვადსხვა მნიშვნელოვანი
საკითხების გამოყოფა შეგვიძლია რომლებიც ერთმანეთთან
ლოგიკურადაა გადაბმული 1) მკვდრის დამარხვა 2) ჭადრაკის თამაში 3)
ცეცხლოვანი ქადაგება 4) წყლით სიკვდილი 5) რა სთქვა ქუხილმა.
ვინაიდა ლექსი პირველი მსოფლიო ომის პერიოდშია დაწერილი
შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ ფაქტმა ავტორის ემოციურ
მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია, მასში ხშირია დანაკარგისგან
გამოწვეული ტკივილის განცდა რაც ყველა ომს თან ახლავს. პირველ
ნაწილში ავტორი გვიხატავს გარემოს. სამყაროს სადაც ხდება მოქმედება.
ლექსში საუბარია ბედნიერ დღეებზე, თავისუფლებაზე მთაში, ტკბილ
მოგონებებზე მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულის ნაწილი ხდება. ჩვენ
არაფერი გაგვეგება ბედნიერების, ან თავისუფლების. ის მხოლოდ რაღაც
სურათის ბუნდოვანი ნამსხვრევია ჩვენთვის. აქ ნათლად ჩანს ავტორი
გულისწყვეტა და უიმედობა ბედნიერი მომავლის. აქვე მკითხავ ქალს
ახსენებს რომლითაც თითქოს აშარჟებს ყოველგვარ მისტიკურსა და
წინასწარმეტყველურს. ელიოტის ეს სამყარო თითქოს გამომშრალია,
უწყლო უდაბნოა. ამ არარეალურ ქალაქში სიკვდილ–სიცოცხლე
ერთმანეთის გვერდიგერდ არსებობს.ბოლო ციტატა კი საერთოდ
საოცარია. ბოდლერის სიტყვები: “პირფერო მკითხველო! – ჩემო მსგავსო
– ჩემო ძმაო!” თითქოს გვეუბნება, რომ რასაც წერს არც მარტო მას, არც
ვინმე გარეშეს არ ეხება. ეს ყველას გვეხება.
მაგრამ გადავიდეთ მეორე ნაწილზე, პირველი ნაწილისაგან
განსხვავებით სადაც ძირითადი აქცენტი ქალაზე იყო გადატანილი ახლა
ბინა ანაცვლებს. აღწერილია ოთახი სადაც შეყვარებული წყვილია, მათ
შორის თითქოს ყველაფერი გამქრალი იყო მათ შორის სიყვარული ისინი
არც კი ჩხუბობდნენ უბრალოდ სიჩუმეში ისხდნენ,წყვილს შორის
უფსკრული და გაუცხოვებაა. აქვე ჩანს კიდევ ერთი წყვილი ალბერტი და
ლილია, ეს უკანასკნელი კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
ამ ნაწყვეტშიც შეგვიძლია დავინახოთ ავტორის გინაგანი სამყარო,
თითქოს მასაც აკლია სიყვარული ადამიანების გვერდში დგომა ეს კი
მასში უდიდეს სიცარიელეს იწვევს, ავტორისათვის ეს ყოველდღიურობა
იმდენად აუტანელი ხდება რომ უაზრო სიმღერასაც კი იწყებს და ასე
ცდილობს დარდის გაქარვებას.

You might also like