Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

აღზრდის სტილი და მისი გავლენა პიროვნების განვითარებაზე

ავტორი: მარი კოდუა

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

ხელოვნებისა და

ჰუმანიტარული მეცნიერებიბის სკოლის

განათლების ფსიქოლოგიის კურსისთვის

ხელმძღვანელი: პროფესორი შალვა დუნდუა

თბილისი

2023
აღზრდის სტილი

აღზრდის მეთოდები

აღზრდის სხვადასხვა სილმა რომ იარსებოს ამისთვის საჭიროა არსებობდეს აღზრდის


მეთოდები. მეთოდი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს გზას, ხერხს მიზსნის მისაღწევად.
თუ გვსურს, რომ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენს ნებისმიერ საქმიანობაში უნდა ვიფიქროთ
იმაზე თუ რა გზებსა და საშუალებებს გამოვიყენებთ მიზნის სისრულეში მოსაყვანად.

აღზრდის მეთოდები მრავალგვარია, შესაბამისად, მათი გამოყენება განურჩევლად


ხელაღებით არ შეიძლება. უნდა გავითვალისწინოთ აღზრდის მიზანი, აღსაზრდელის ასაკი,
აღზრდილობის დონე და სხვ. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ არ არსებობს რაიმე
ერთი, უნივერსალური მეთოდი, რომელიც ერთნაირად გამოდგება ყველგან და ყველა
ვითარებაში. ეს იმიტომ, რომ ბავშვები თავიანთი ხასიათით უნარითა და შესაძლებლოებით
განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისას მხედველობაში
უნდა მივიღოთ თუ რისი აღზრდა გვსურს ბავშვში. თუ გვსურს შრომისმოყვარე იყოს, უნდა
ჩავაბათ შრომით საქმიანობაში. მთავარია, რომ ერთმანეთისგან განვავსხვავოთ მეთოდი,
ხერხი და საშუალება, თუმცა ისინი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან და ცალ-ცალკე არ
მოიაზრებიან.

სხვადსხვა მეცნიერები მათი დაკვირვებებისა და კვლევების ფონზე აღზრდის მეთოდებს


რამდენიმე ჯგუფად ყოფენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯგუფია: 1. პიროვნების შეგნების
ჩამოყალიბების მეთოდები. 2. საზოგადოებრივი ქცევის გამოცდილებისა და საქმიანობის
ორგანიზაციის მეთოდები. 3. მოქმედებისა და ქცევის სტიმულირების მეთოდები.

ახლა გადავხედოთ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართველი ავტორების მიერ შედ- გენილ


სახელმძღვანელოებში. აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის მთავარი რედაქციით
გამოცემულ პედაგოგიკის სახელმძღვანელოში (თბ., 1969) აღზრდის მეთოდები დაყოფილია
5 ჯგუფად: 1. ბავშვთა ცხოვრების ორგანიზაციის მეთოდები; 2. სიტყვიერი მეთოდები; 3.
საზოგადოებრივ დავალებათა შესრულებისა და პრაქტიკულ-ორგანიზაციული მუშაობის
მეთოდები; 4. მაგალითი როგორც აღზრდის მეთოდი; 5. მოსწავლეთა ქცევის სტიმულირების
მეთოდები. პროფესორ ა. გობრონიძის „პედაგოგიკაში“ (ბათუმი, 2000) მოცემულია აღზრდის
მეთოდთა სამი ჯგუფი: 1. დარწმუნების მეთოდები; 2. მოსწავლეთა ცხოვრებისა და

2
აღზრდის სტილი

საქმიანობის ორგანიზაციის მეთოდები; 3. მასტიმულირებელი და უკუქცევით-შეფასების


მეთოდები.

აღზრდის სტილის გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე

ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ


გარემოს გავლენას, რომელშიც ის ვითარდება. მშობლების დამოკიდებულება და მათი
მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერა განსაზღვრავს ბავშვის ხასიათის და მისი
პიროვნების ფორმირებას. თანდაყოლილი ტემპერამენტი გავლენას ახდენს ბავშვის
ქცევაზე, რაც თავის მხრივ მშობლის აღზრდის სტილს განსაზღვრავს. მიუხედავად ამ
გავლენისა, მშობლის მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდი მოითხოვს დიდ
პასუხისმგებლობას და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს. ბავშვის ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და მედეგობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, აღზრდის
პროცესში მისისაჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინება.
აღზრდის სტილი არის მეთოდი რომლის გამოყენებითაც მშობელი ზრდის შვილს.
მშობლის დამოკიდებულება განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ
ჯანმრთელობას. ის გავლენას ახდენს ბავშვის კოგნიტურ, სოციალურ და
კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე. აღზრდის სტილს გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ბავშვის სოციალიზაციისა და პიროვნებად ფორმირების პროცესში.

კვლევებით გამოიკვეთა მშობლის მიერ გამოყენებული აღზრდის სტილის ოთხი ტიპი,


ესენია: ავტორიტარული,ლიბერალური, ინდიფერენტული, ავტორიტეტული.
თითოეული მათგანი განსხვავებულ გავლენას ახდენს ბავშვის მენტალურ (ფსიქიკურ)
განვითარებაზე, განსაზღვრავს მის ქცევას და სამომავლო წარმატებას.
1. ავტორიტარული აღზრდის სტილი – გულისხმობს ბავშვის მიმართ წაყენებულ
მაღალ მოთხოვნებს და მშობლის მხრიდან გამოვლენილ არასაკმარის უკუკავშირს.
აღზრდის ამ სტილის მქონე მშობლები მოითხოვენ მათი მითითებების უპირობო
შესრულებას იმ მიზეზით რომ მშობელს ასე სურს. ეს სტილი გულისხმობს ცალმხრივ
კავშირს, რომელიც მშობლის მხრიდან გამოხატულია წესებისა და ბრძანებების

3
აღზრდის სტილი

ფორმით. ასეთი მშობლები იყენებენ მკაცრ დისციპლინას და ხშირად მიმართავენ


დასჯისისეთ მკაცრ მეთოდებს, როგორიცაა მაგალითად ფიზიკური დასჯა ბავშვის
ქცევის მართვის მიზნით. მათი დისციპლინური მეთოდები ძალდატანებას
გულისხმობს.ასეთი მშობლის მოქმედება თავხედურია, იმპერატიულია,
ძალაუფლებაზედამშობლის სტატუსის ბოროტად გამოყენებაზეა დამყარებული.
ავტორიტარული მშობლები გულისხმიერად არ რეაგირებენ თავიანთი შვილების
მოთხოვნილებებზე და როგორც წესი, არ ზრუნავენ მათზე. ასეთ უპასუხისმგებლო
ქცევას ისინი ამართლებენ ბავშვის მიმართ გადამეტებული სიყვარულით. ამ სტილის
გავლენით ბავშვს: უყალიბდებაჭირვეული ხასითი; არის ნაკლებად დამოუკიდებელი;
გარემოს აღიქვამს როგორც საფრთხის შემცველს; აქვს დაბალი თვითშეფასება; აქვს
ქცევის პრობლემები; აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება; აქვსდეფიციტური
სოციალური უნარები; მიდრეკილია ფსიქიკური პრობლემებისაკენ; ზრდასრულ ასაკში
მაღალია ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების რისკი.

2. მომთმენი (ლიბერალური) – აღზრდის სტილი გულისხმობს ბავშვის მიმართ


წაყენებულ დაბალ მოთხოვნებს და მაღალ მიმღებლობას.

ამ ტიპის მშობლები აწესებენ ძალიან ცოტა წესებს და საზღვრებს. თავადვე არ იცავენ


ამ წესებს, რითიც ბავშვს აძლევენ ამ წესების დარღვევის მაგალითს. ისინი თბილი და
მომთმენნი არიან. მათ არ უყვართ უარის თქმა შვილის სურვილებზე და ცდილობენ
ბავშვის ყველა ჭირვეულობის შესრულებას.
ამ სტილის გავლენითაღზრდილ ბავშვებს როგორც წესი აქვთ ყველაზე ცუდი
შედეგები: არ შეუძლიათ წესების მიყოლა; აქვთ დაბალი თვითკონტროლის უნარი;
არიან ეგოცენტრულები; აქვთ სირთულეები სოციალურ ურთიერთობებში.
3. უყურადღებო (ინდიფერენტული) – აღზრდის სტილის მქონე მშობლებს ბავშვის
მიმართ აქვთ დაბალი მოთხოვნები და დაბალი მიმღებლობა.
არ აწესებენ ბავშვის ქცევის მყარ საზღვრებს ან მაღალ სტანდარტებს. მათთვის
სულერთია შვილების მოთხოვნილებები და არ ერთვებიან მათ ცხოვრებაში. ასეთ
მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა
მაგალითად დეპრესია, იყვნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ან თავადვე
ჰქონდეთ გამოცდილებაში – ბავშვობაში ზრუნვის ნაკლებობა.

4
აღზრდის სტილი

ასეთი აღზრდის სტილის გავლენით ბავშვები არიან: უფრო იმპულსურები; არ


შეუძლიათ ემოციების დამოუკიდებლად მართვა; აქვთ სირთულეები კანონთან ან
ბოროტად იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს; აქვთ ფსიქიკური სირთულები –
მაგალითად, სუიციდის მცდელობები.
4. ავტორიტეტული აღზრდის სტილი – გულისხმობს მშობლების მხრიდან წაყენებულ
მაღალ მოთხოვნებს და შვილის საჭიროებების გულისხმიერ მიმღებლობას.
ასეთი აღზრდის სტილის მქონე მშობლები ბავშვს უყენებენ მაღალ მოთხოვნებს, დიდ
იმედებს ამყარებენ შვილის მიღწევებსა და განვითარებაზე. ამასთანავე, თბილი და
გულისხმიერი დამოკიდებულება აქვთ ბავშვთან.
ამ ტიპის მშობლები აწესებენ წესებს და საზღვრებს. უხსნიან შვილს ამ წესების
დაცვისათვის აუცილებელ პირობებს, არგუმენტირებული მსჯელობის გამოყენებით
ღიად განიხილავენ მათი ქცევის შედეგებს. ამ გზით ბავშვი აცნობიერებს ცხოვრების ამ
ეტაპის მიზნებს, უყალიბდება ღირებულებები და მორალი.

ავტორიტეტული მშობელი მზრუნველი და მხარდამჭერია. ის ბავშვს აძლევს


ავტონომიას და ახალისებს დამოუკიდებლობას. ეს სტილი ასევე ცნობილია როგორც
დემოკრატიული აღზრდის სტილი.
ამ სტილის გამოყენებით აღზრდილი ბავშვი: დამოუკიდებელია; ბედნიერი და
კმაყოფილია; აქტიურია; აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება; აქვს კარგი
თვითშეფასება; თანატოლებთან სოციალურ ურთიერთობაში არის უფრო
კომპეტენტური; აქვსკარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა – დაბალია დეპრესიის,
შფოთვის, სუიციდის, დანაშაულებრივი ქმედების, ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური
ნივთიერებების ბოროტად გამოყენების რისკი; აქვს ძალადობის გამოვლენის დაბალი
მაჩვენებელი.

5
აღზრდის სტილი

ბავშვის აღზრდის უჩვეულო ქართული ტრადიციები, რომლებიც დავიწყებას მიეცა

სხვადასხვა ეპოქაში, ბავშვის აღზრდის მეთოდები განსხვავებული იყო. განსხვავდებოდა


ასევე მთისა და ბარის ტრადიციებიც. საქართველოში იშვიათი არ იყო აკვანში მწოლარე
ბავშვების დანიშვნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აკვნის ბავშვი საქორწინო სუბიექტს
წარმოადგენდა. ეს მოვლენა საზოგადოებაში ბავშვისადმი დამოკიდებულების
თავისებურებაზე მეტყველებს. ზოგადად, ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაში ბავშვი,
ჩვილიც კი, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. მას არ აღიქვამდნენ
უსქესო და უსუსურ არსებად. ძველად, საქართველოში ბავშვს ისევე სცემდნენ პატივს,
როგორც მოზრდილს. მათი ინტელექტუალური განვითარება თანდათანობით და
ძალდაუტანებლად ხდებოდა. შესაბამისად, მათი დანარჩენ საზოგადოებასთან
ინტეგრირებაც თანმიმდევრულად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა. აკვნად ქორწინების
რიტუალის შემდგომ (სარძლო და სასიძო) გარკვეულ დამატებით სტატუსს იძენდნენ და
მათი არსებობის მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების საჭირო წევრებისა, უფრო მეტად
ესმებოდა ხაზი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს
მთიანეთში ბავშვს ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობასა და მოზრდილი ადამიანის
სხვა თვისებების გამომუშავებას აჩვევდნენ, იმავდროულად, ბავშვებზე ზრუნავდნენ და
განსაკუთრებულად იცავდნენ. ბავშვი ამ საზოგადოებაში საყოველთაო დაცვის სუბიექტი
იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვის სიცოცხლის ხელშეუხებლობა. „ბავშვის მოკვლა
ძალიან სირცხვილია. ვინც ბავშვს მოკლავს, მას სამუდამოდ შეარცხვენენ, თემ-სოფელში
დარჩება სასირცხო საყვედურად“. ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ - „ყმაწვილს რაღა მოკვლა
უნდა უიარაღოს, რის ეშინოდა, ყმაწვილს რომ კლავდაო“ .საქართველოს მთის ზოგიერთ
მხარეში გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი, რაც დაზარალებულის მხრიდან
შეურაცხყოფის საპასუხო რეაქციას, შურისძიებას (სისხლი სისხლის წილ) გულისხმობდა. ამ
შემთხვევაშიც ბავშვის სიცოცხლის უფლებას ადათი იცავდა.

6
აღზრდის სტილი

ბავშვზე ზრუნვას მისი ჩასახვისთანავე იწყებდნენ. ყოველივე ძირითადად მის ფიზიკურ


გადარჩენას უკავშირდებოდა. ფეხმძიმე ქალი გარკვეულ აკრძალვებს ემორჩილებოდა და
ბავშვის სასურველი განვითარებისკენ იყო მიმართული. ეს აკრძალვები ზოგ შემთხვევაში
ქალის ოჯახის სხვა წევრებზეც ვრცელდებოდა. (მაგალითად, ფეხმძიმეს არ უნდა ეყურებინა
მომაკვდავისთვის, ხოლო მის ქმარს მონაწილეობა არ უნდა მიეღო მიცვალებულის
დამარხვაში; ღორის დაკვლისთვის არ უნდა ეცქირა ფეხმძიმეს და სხვა). აღმოსავლეთ
საქართველოს მთიანეთში, თვეში ჩამდგარ ფეხმძიმე ქალს ქოხ-სამრევლოში თან მიჰქონდა
დაშნა, ნაცარი და ღორის კბილი. ისინი ეშმაკისგან დამცავ საშუალებებად იყო მიჩნეული და
ფართოდ გამოიყენებოდა. ხევსურები თვლიდნენ, რომ ავი და ბოროტი ძალები
განსაკუთრებულად სწორედ ბავშვებს ერჩოდნენ. ზრუნვა კიდევ უფრო ძლიერდებოდა
ბავშვის დაბადების შემდგომ.„ახალდაბადებულს ქუდის ყურში ჩაუკერებდნენ ხოლმე
ნახშირს, ყურძნის ქერქს, ჯორის ძუას. ღორის ჯაგარს, ღორის კბილს, არწივის გაზს (არწივის
ფეხების ყანწს) ძაფზე აასხამდნენ და აკვანზე ჩამოკიდებდნენ. ყველაფერი ეს იყო ავგაროზი,
ფათერაკის ამცილებელი, ავი თვალისგან დასაცავად. ხმარობდნენ ქარვისა და გიშრის
მძივებს“. ხევსურებს მიაჩნდათ, ომ ტანისამოსზე ნაქარგები დააფრთხობდა ავ სულებს და
ჩვილებს დაიცავდა.გარკვეულწილად დაცვის ფუნქცია ჰქონდა სახელსაც, რომელსაც
ახალდაბადებულს ურჩევდნენ. თუმცა სახელის თავდაპირველი ფუნქცია მისამართობა უნდა
ყოფილიყო.ხევსურეთში თითოეულ ადამიანს რამდენიმე სახელი ჰქონდა: სახელი,
რომელსაც ოჯახი არქმევდა, ჯვრის, ნათლობისა და სულის სახელი. სულის სახელის
დარქმევა ასე ხდებოდა: თუ ბავშვი ჭირვეულობდა, ბევრს ტიროდა და ვერ იგებდნენ რის
გამო, მშობლები სულის მკითხავს მიმართავდნენ, რომელიც ეტყოდა, ვისი სულის სახელი
უნდა დაერქმიათ ბავშვისთვის, რათა მას დაეცვა იგი. სულის სახელი, ანუ მიცვალებული
მფარველობას გაუწევდა ბავშვს, რომელსაც მათი რწმენით უამრავი ბოროტი ძალა ებრძოდა.
სვანეთში ბავშვის სახელის შერჩევისას, რა თქმა უნდა, ღირსეულ წინაპრებს იხსენებდნენ,
თუმცა მიცვალებულის სახელის დარქმევა „ჭირვეული“ ბავშვისთვის არ იყო მიღებული.
მთის ხალხს სჯეროდა, რომ ეშმაკეული განსაკუთრებით ვაჟებს ერჩოდა და შესაბამისად მათ
უფრო საგულდაგულოდ იცავდნენ და უვლიდნენ.თუშეთში ბავშვებს 5-6 წლის ასაკიდან
ჩართავდნენ სხვადასხვა საოჯახო საქმეში, ბიჭები სამკალში მიჰყავდათ, გოგონები კი სახლის
საქმეებს ასრულებდნენ. 7-8 წლის ბიჭები ზაფხულობით მამებს ცხვარში მიჰყავდათ. თუში
მამა შვილს მკაცრად ეპყრობოდა, თუმცა „ბინის სხვა წევრები ათამამებდნენ მას, „კაცს“

7
აღზრდის სტილი

უწოდებდნენ და ასაქმებდნენ კიდევაც მისთვის შესაფერისი საქმით. თუშთა ცხოვრების


წესიდან გამომდინარე, ვაჟი ადრეული ასაკიდან წყდებოდა ოჯახურ გარემოს და ცხოვრების
მკაცრ პირობებს ეგუებოდა. მწყემსის ფილოსოფიის თანახმად: „შინ გაზრდილი არც ძაღლი
ვარგა და არც ბალღიო“. თუში ვაჟს გარკვეული ასაკიდან (9-10 წლიდან) თავისთანაც არ
გააჩერებდა. საზამთროდ შირვანში მიმავალი შვილს რომელიმე აზერბაიჯანელი „ყონაღის“
სახლში დატოვებდა,ენას ისწავლისო. მეცხვარისთვის თათრული ენის ცოდნა დიდ სიკეთედ
ითვლებოდა. ყონაღის ოჯახი, მას, ცხადია საშინაო საქმეებშიც იშველიებდა“. ამდენად,
გამოზაფხულამდე ვაჟი უცხო ოჯახსა და შესაბამის გარემოს ეგუებოდა. ბუნებრივია,
ამგვარად უცხო ტომელებთან დაახლოება და დამეგობრება საერთო და კერძო ინტერესების
თანხვდენას წარმოადგენდა. ამ ურთიერთობებში ბავშვებს მედიატორთა ფუნქციაც
გააჩნდათ, რადგან მათზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ოჯახებსა და თემებს შორის
მომავალი დამოკიდებულებების განვითარება. ამ შემთხვევაში ეს ბავშვები პასიურ
აქტორებად არ გვევლინებიან აღნიშნულ ურთიერთობებში, არამედ უკვე დაინტერესებულ
და მოტივირებულ სუბიექტებად.ხევსურეთში საბრძოლო განწყობას ვაჟს ადრეული
ბავშვობიდან უნერგავდნენ. ამის მაგალითს ოჯახში მამა იძლეოდა, რომელიც ბავშვების
აღზრდაში ფიზიკურად მინიმალურად მონაწილეობდა. „მამა შვილს ხელში არ აიყვანს,
თუნდაც იგი ბანიდანაც ძირს ვარდებოდეს. მივა და ფეხს ადგამს პერანგის ბოლოზე ან
ფეხების ბოლოზე და უყვირის ცოლს: - „არ მაგდისა! ყმაწვილს მაუდით!“ მიუხედავად იმისა,
რომ მამის მხრიდან შვილის მოფერებაზე, კოცნასა და ალერსზე ლაპარაკიც ზედმეტია, ნ.
ხიზანიშვილი მათი ურთიერთობების შესახებ წერდა: „შვილები მამისაა, და, სხვათაშორის, ამ
ჩვეულებით უნდა აიხსნას ის საყურადღებო მოვლენა, რომ ხევსური მამროვანი, დიდი
ოსტატია შვილების აღზრდაში, თავისებურად დავარჯიშებული პედაგოგია.
პატარაობიდანვე შვილები მამას უფრო ეტრფიან, გარშემო ახვევიან“. მამის ავტორიტეტი და
მისდამი პატივისცემა ხელშეუხებელი იყო და დამატებით განსჯას არ საჭიროებდა. ვაჟის
სოციალიზაციის აგენტი უპირველესად მისი მამა ან ოჯახის უახლოესი მამაკაცი იყო.
ძლიერი მამის ხატი ყველაზე კარგი არგუმენტი იყო ვაჟისთვის იმაში დასარწმუნებლად,
რასაც მისგან ოჯახი და თემი ითხოვდა.

8
აღზრდის სტილი

აღზრდის ტრადიციული სტილი უცხოეთში

აღზრდის თანამედროვე მიდგომები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, არც


ქართველი დედებისთვისაა უცხო. თუმცა არის მიდგომები, რომლების პრაქტიკაში
განხორციელება ჩვენთვის დღესაც რთულია. აღზრდის ეს მეთოდები,
უცხოეთში კარგად დამკვიდრდა, ჩვენ კი მათი პრაქტიკაში განხორციელება ცოტა გვიჭირს.
ეს გამოწვეულია არა მარტო მშობლების საწინააღმდეგო შეხედულებებით, არამედ
სისტემური პრობლემებითაც. მოდი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ნორვეგია - დაბადებიდანვე გაკაჟების მკაცრი მეთოდები


სკოლაში კვირის ერთი დღე ლაშქრობას ეთმობა და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ამინდია.
ზამთრის სეზონზე თხილამურებით სრიალი სავალდებულოა, ასევე შუძლიათ თან წაიღონ
ციგურები. თუ რაიმე მიზეზით არ მიდიან სალაშქროდ, მაშინ ამ დღეს აუცილებლად
სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ ატარებენ.
საბავშვო ბაღებშიც კი, სადაც ბავშვები წლამდე ასაკში შეჰყავთ, პატარებს ეზოში ეტლებში
სძინავთ. ეტლებით დაჰყავთ სკვერებში სასეირნოდაც. ბაღებში ბავშვები დღის უმეტეს
ნაწილს გარეთ ატარებენ.

სკოლებში მე-7 კლასამდე ნიშნები არ იწერება


ეს კეთდება იმისთვის, რომ ნიშანმა თვითშეფასებაზე არ იმოქმედოს და სამომავლოდ ხელი
არ შეუშალოს ბავშვს სწავლაში. ნორვეგიაში სასკოლო პროგრამა მიზნად ისახავს
მოსწავლეთა ძლიერი მხარეების განვითარებას, თავად პროცესისადმი ინტერესის
გამოვლენას და არა კარგი ნიშნისადმი სწრაფვას. მასწავლებლები თვლიან, რომ ნიშნები
იწვევს თანაკლასელებთან კონკურენციას. ვინც დაფასთან უკეთ პასუხობს, მათთან
შედარებით სხვა ბავშვებს თვითშეფასება უქვეითდებათ. ასევე განათლების იქაურ სისტემას
არ სურს,, რომ რომელიმე ბავშვი დაბალი ნიშნის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობდეს.

მშობელთა კრებაზეც კი მასწავლებელი ბავშვს სხვა მშობლების წინაშე არ შეაქებს. ცუდის


თქმაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ბავშვის პროგრესი ინდივიდუალურად ეცნობება მშობელს.
ბავშვებს არვინ ავალდებულებს გაკვეთილზე უჩუმრად და გაუნძრევლად ისხდნენ.
ატმოსფერო მაინც უფრო მშვიდია. საშინაო დავალებაც მარტივია და მშობლებს არ

9
აღზრდის სტილი

სჭირდებათ შვილებთან ერთად საშინაო დავალებების შესრულება.

წვნიანებში დიდ სარგებელს ვერ ხედავენ


ნორვეგიაში სადილზე წვნიანის ტრადიცია არ არსებობს. თუმცა სიცივეში გასათბობად
ხშირად მიირთმევენ კრემსუპებს. მაგალითად, პომიდვრის თბილი კრემსუპები მაღაზიებშიც
იყიდება.

ისრაელი

ნაკლები შენიშვნა
ისრაელში საერთოდ არ არის ბავშვისთვის გამუდმებული ჭკუის სწავლების პრაქტიკა.
გამუდმებით არავინ უთითებს, რა და როგორ გააკეთოს, არც განებივრება სჩვევიათ. ამიტომ,
ბავშვები ძირს გაგორება და ისტერიკული ყვირილი ქუჩაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას
იქაური გამვლელები ყურადღებასაც არ აქცევენ. პოსტსაბჭოთა სივრცის მშობლებისთვის კი
ეს ველურობად და "ცივსისხლიან დედობად" გამოიყურება. დაწყებით სკოლაში, სადაც 6
წლის ასაკში შედიან, არ აიძულებენ ჩუმად ისხდნენ და არ იმოძრაონ. გაკვეთილები ტარდება
თამაშის პრონციპით და უფრო ჰგავს სამყაროს შეცნობის გაკვეთილს.

ბაღში და სკოლაში არ იკვებებიან


უფასო საბავშვო ბაღები და სკოლები 14-14:30 საათამდე მუშაობს და მათში ბავშვები არ
იკვებებიან. ისინი იკვებებიან მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ გარკვეული გადასახადის
სანაცვლოდ.
მშობლები ატანენ ლანჩბოქსებს სენდვიჩებით, ხილით და ბოსტნეულით. ბავშვები ამ
ულუფას დაახლოებით 10-11 საათზე მიირთმევენ. სამაგიეროდ, სადილი ძალიან ჯანსაღია.
არ შედის ცხიმიანი, შემწვარი კერძები და ძეხვეული. მენიუში შედის ჰუმუსი, თევზი,
ბოსტნეული და ხილი, ღუმელში გამომცხვარი ხორცი და მოხარშული კვერცხი.

ოჯახის გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

10
აღზრდის სტილი

მას შემდეგ, რაც განვიხილეთ აღზრდის მეთოდები და სტილები ქართულ და უცხოურ


დონეზე სკოლებში, აუცილებელია ვისაუბროთ ოჯახის გავლენაზე, რადგან სწორედ, რომ
ოჯახში იწყება ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბება. ბავშვის პიროვნების განვიტარების
წამყვანი ფაქტორი ოჯახი, რომელიც მოქმედებს მის მომავალ ბედზე. ცნობილია, რომ
ადამიანი უკვე ჩვილობიდანვე ვითარდება როგორც სოციალური არსება, რომლისთვისაც
გარემო არამარტო პირობაა, არამედ განვითარების წყაროც. ოჯახი სოციალიზაციის ყველაზე
მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც; ის
მეტწილად განსაზღვრავს თუ როგორ მიდის ადამიანის ფიზიკური, ემოციური და
სოციალური განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის პირადი გარემო
ბავშვების, მოზარდების, ახალგაზრდების სიცოცხლისა და განვითარებისათვის, რომელთა
ხარისხს განსაზღვრავს კონკრეტული ოჯახის რიგი პარამეტრები. ეს არის შემდეგი
პარამეტრები: დემოგრაფიული - ოჯახის სტრუქტურა ; მშობლების სოციალურ-
კულტურული - საგანმანათლებლო დონე, მათი მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში;

ოჯახური გარემო არის პირველი კულტურული ნიშა ბავშვისთვის, რომელიც მოიცავს


ბავშვის საგნობრივ-სივრცით, სოციალურ-ქცევით, მოვლენებს, ინფორმაციულ გარემოს.
ოჯახურ ცხოვრებაში ყალიბდება სოციალურ-ბიოლოგიური, საყოფაცხოვრებო, ზნეობრივი
და იურიდიული, ფსიქოლოგიური და ესთეტიკური ურთიერთობები. ოჯახური ცხოვრების
თითოეული ეს სფერო მნიშვნელოვან სოციალიზაციურ როლს ასრულებს. ოჯახში ბავშვი
იღებს პირველ სამუშაო უნარებს, როდესაც ის მონაწილეობს თვითმომსახურებაში, ეხმარება
უფროსებს ოჯახში, აკეთებს სკოლის გაკვეთილებს, თამაშობს, ეხმარება დასვენებისა და
გართობის ორგანიზებაში; სწავლობს სხვადასხვა მატერიალური და სულიერი ნივთების
მოხმარებას. ოჯახი დიდ გავლენას ახდენს მომავალი პროფესიის არჩევაზე. ოჯახში
ვითარდება სხვა ადამიანების: მშობლების, ნათესავების შრომის დაფასებისა და
პატივისცემის უნარი. ხდება მომავალი ოჯახის კაცის აღზრდა. ოჯახი ასევე არის აღზრდის
ფაქტორი, რადგან ის არის სხვადასხვა სახის საქმიანობის ორგანიზატორი ბავშვებისთვის.
დაბადებიდან ბავშვი, ცხოველთა სამყაროს მრავალი წარმომადგენლისგან განსხვავებით, არ
ფლობს უნარებს, რაც მის დამოუკიდებელ ცხოვრებას უზრუნველყოფს. სამყაროსთან მისი
ურთიერთობა ორგანიზებულია მისი მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მიერ. ამას
უდიდესი პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვიც კი, რომელსაც გაუმართლა, რომ

11
აღზრდის სტილი

ხელსაყრელ გარემოში დაიბადოს, ვერ შეძლებს სრულყოფილად განვითარდეს, თუ მას


შეეზღუდება ან მასთან აქტიური ურთიერთობის შესაძლებლობა ჩამოერთმევა. ფაქტია, რომ
ის თავისთავად არ ფლობს იმ კულტურული მიღწევების ათვისების, ათვისებისა და
მითვისების საშუალებებს, რომლითაც ის გარშემორტყმულია. ოჯახში ბავშვი იწყებს
სხვადასხვა სახის საქმიანობის გაცნობას: შემეცნებითი, საგნობრივი, თამაში, სამუშაო,
საგანმანათლებლო და ასევე საკომუნიკაციო საქმიანობა. თავდაპირველად, მოზრდილები
ბავშვთან ერთად მუშაობენ, ასტიმულირებენ და აძლიერებენ მის საქმიანობას.

შემდგომ კი ბავშვი ამ გარემო-პირობების მიხედვით აღზრდისა და გაზრდის ფონზე აძლევს


მიმართულებას თავის პიროვნულ განვითარებას და ყალიბდედა პიროვნებად.

ზემოხსენებული საკითხების განხილვის შედეგად, ვიზრებთ, რომ მშობელსა და სკოლას,


პედაგოგსა და გარშემო მყოფ მოსწავლეებს დიდი გავლენა აქვთ ბავშვის პიროვნების
განვითრებაზე. სხვადასხვაგვარია მიდგომები, ხერხები და სტილი. ზოგიერთ მშობელს არ
მოსწონს ლიბერალური მიდგომა, ზოგიერთს პირიქით. ამ აზრთასხვადასხაობის
მიუხედავად, ჩვენ გადაჭრით მაინც არ შეგვიძლია ვთქვათ რომელი აღზრდის სტილია
საუკეთესო პიროვნების განვითრებისთვის ( რა თქმა უნდა, არ იგულისმევა ძალადობრივი
მიდგომები). თუმცა შეგვიძლია მათი დახვეწა, ახლის შემუშავება, ამ მიმართულებით
წინსვლა, რათა ზუსტად და სწორად იყოს განსაზღვრული ვის როგორი სტილი სჭირდება
საკუთარი თავის უკეთ გასავითარებლად.

12
აღზრდის სტილი

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mhc.ge/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9
6%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-
%E1%83%91/
https://mhc.ge/
%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-
%E1%83%91/
http://www.jes.org.ge/number/10/article/34/
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/10
0758/193/ https://www.mshoblebi.ge/article/24373-agzrdis-6-tradiciuli-metodi-ucxoetshi-romlebic-mogvcons-
magram-mati-migeba-gvichirs/
https://dedamicis.ge/aghzrdis-4-stili/ https://www.calameo.com/read/0065516274df0a8811ca3
https://www.mshoblebi.ge/article/22950-bavshvis-agzrdis-uchveulo-kartuli-tradiciebi-romlebic-davicqebas-
mieca/
https://www.ambebi.ge/article/112605-chinuri-agzrdis-metodebi-girs-tu-ara-umaglesi-shedegi-bavshvis-
tanjvad/ https://vivien.ge/?p=10073
https://sputnik-georgia.com/20170119/aRzrdis-iaponuri-metodi-234585557.html
https://exclusivetv.ge/news/saintereso-ambebi/rogor-unda-gadachran-mshoblebma-bavshvis-aghzrdis-
sirtuleebi-akademikosi-shalva-amonashvili-girchevt-videoseminari

13

You might also like