Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 35

ბილეთი 1

აღწერეთ ინსტიტუციური და ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტები,


გამოკვეთეთ რა განსხვავებებია მათ შორის. მოიყვანეთ მაგალითები
• ინსტუტუციონალური კონფლიქტი - ამ ტიპის კონფლიქტები ძირითადად
ოფიციალურად მიღებულ კანონებთან, წესებთან, ნორმებთანაა კავშირში. მათი
დარღვევის შემთხვევაში მატულობს კონფლიქტის ინტენსივობა და გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება უმართავიც გახდეს. ამ დროს მხარეები მხოლოდ საკუთარი
სიმართლის დამტკიცებაზე არიან ორიენტირებულნი. ამ ტიპის კონფლიქტები გარე
ფაქტორებითაა განსაზღვრული, რომლის დაცვა/არდაცვა განსაზღვრავს სიტუაციას.
კონფლიქტის მოგვარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სხვადასხვა სტრუქტურულ
ერთეულებს შორის შეთანხმებები არ ირღვევა. კონფლიქტის დარეგულირებაში
სიტუაციური პრობლემების საჯარო განხილვა და დებატები გვეხმარება.

მაგალითად კონფლიქტი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კონსტიტუციაში


შესატანი ცვლილებების შესახებ

ამ ტიპის კონფლიქტები დაკავშირებულია:


• ძალაუფლებასთან და ხელისუფლების სისტემასთან;

• კანონიერ ხელისუფლებასთან;

• სხვადასხვა სოციალურ ნორმასთან და სტანდარტებთან;

• რესურსების განაწილების სისტემასთან;

• კონტრაქტებთან, ხელშეკრულებებთან, შეთანხმებებთან, მემორანდუმებთან;

• სტატუსთან, როლთან;

• ადამიანის უფლებებთან;

• გენდერულ უფლებებთან;

• საკუთრების სამართლებრივ სისტემასთან;

• გეოგრაფიულ მდებარეობასთან;

• იძულებით ან ნებაყოფლობით იზოლაციასთან;

• გარე სამყაროსთან ღიაობასთან;

• მართლმსაჯულების სისტემასთან;

• რელიგიასთან;

• ტრადიციებთან;

• მიღებულ და დამკვიდრებულ „თამაშის წესებთან“;


• ტექნიკურ ნორმატივებთან (ფიქსირებულ დროსთან, დღეებთან, საზომებთან და ა.შ.);

• ეკონომიკურ სფეროსთან

• მიღებულ და აღიარებულ დღესასწაულებთან;

• ინფორმაციულ ველთან (კავშირგაბმულობა, მედია და სხვა ტექნიკური საშუალებები);

• ცოდნის გადაცემის სისტემასთან

• ურთიერთმიმართების კონფლიქტი - ურთიერთობა ეხება ყველა სახის კავშირებს


გარკვეულ პირებთან, ჯგუფებთან, თემებთან, სხვადასხვა სახის ინსტიტუტებთან,
ორგანიზაციებთან. დამოკიდებულება გულისხმობს, დადებითია თუ არა ეს
ურთიერთობა. კონფლიქტის შემთხვევაში ძირითადად ურთიერთდამოკიდებულების
უარყოფით მხარეზეა საუბარი. ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტები
ძირითადად ემოციურ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე მათი მოგვარება პირველ
რიგში ემოციების რეგულაციას საჭიროებს.

ამ ტიპის კონფლიქტებისას შემდეგი მახასიათებლები გამოიყოფა:


• ურთიერთობის საფუძველი და არსი (სურვილი, დამოკიდებულება, რამის მოპოვება);

• ურთიერთობის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული მოლოდინები;

• მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების ხანგრძლივობა და მისი მნიშვნელობა;

• მხარეთა წვლილი და ძალთა ბალანსი ამ ურთიერთდამოკიდებულებაში;

• მხარეთა შორის ურთიერთდამოკიდებულებაში შესატყვისობა (ქცევა, ღირებულებები,


პირადი/საზოგადოებრივი/სახელმწიფო მიზნები);

• ურთიერთდამოკიდებულებების ისტორია და მათი წვლილი ამ სახის მიმართებებში


(მატერიალური, პროცედურული, სულიერი და ა.შ.);

• მხარეთა შორის ნდობის დონე, ავტორიტეტი, ნეგატიური აღქმა;

• ღირებულებების გავლენა ურთიერთდამოკიდებულებაზე (რელიგიური,


პოლიტიკური, სამართლებრივი, საზოგადოებრივი);

• ურთიერთდამოკიდებულების ფორმები: უშუალო, დამრღვევი, შეუსრულებელი...

• ურთიერთდამოკიდებულების და იდენტობის შესაბამისობა;

• განსხვავებები (განათლება, სტატუსი, გამოცდილება და სხვა.

განმარტეთ რა განსხვავებაა პროცედურულ და სანქციონირებულ ძალაუფლებებს


შორის? მოიყვანეთ მაგალითები
• პროცედურული ძალაუფლება - გამოიხატება გადაწყვეტილების მიღების პროცესის
გაკონტროლების შესაძლებლობაში, აკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების
პროცესს (სპიკერი, თავმჯდომარე);

• სანქცირებული ძალაუფლება - გამოიხატება შესაძლებლობაში, საკუთარი


ინტერესებიდან გამომდინარე ზემოქმედება მოახდინოს ან დასაჯოს სხვა;

მაგალითად მოსამართლეს აქვს უფლება ადამიანი ვინც სასამართლო პროცესის დროს


დესტრუციულ ხასაითს ავლენს დსაატოვებინოს დარბაზი

სანქცირებული ძალაუფლების მაგალითი კი შეიძლება იყოს უფროსის მიერ


სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომელი რომელიც მას პირადი ახირებების გამო არ
მოწონს

აღწერეთ შუამავლის მოქმედებები და მიზნები კონფლიქტის პროცესში. მოიყვანეთ


მაგალითები
მოლაპარაკებას თუ შედეგი არ მოყვება, მაშინ დაპირისპირებული მხარეები
მიმართავენ მესამე მხარეს. მესამე მხარის როლში გამოდის: შუამავალი, არბიტრი,
ფასილიტატორი და სხვა. მესამე მხარე აუცილებლად ნეიტრალური და
მიუკერძოებელი უნდა იყოს. მას უნარი უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პროცედურების
გამოყენებით კონფლიქტის გადაჭრას მიაღწიოს.
შუამავლობა არის მესამე მხარის მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში,
რომელიც პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზებს ეძებს, ამავე დროს
მიუკერძოებელი და ნეიტრალური, ხელს უწყობს შუამავლობის პროცესის
წარმართვას, სთავაზობს გადაწყვეტილების მიღების გასაადვილებელ პროცედურებს.
მხარეთა ინტერესები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული და მხარეები
გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ. შუამავლის ჩართვა კონფლიქტის დროს
ხორციელდება მხარეთა ნებასურვილით.
შუამავლობაზე უარის თქმა ხდება იმ შემთხვევაში, როცა:
• არ იცნობენ თვით შუამავლობის პროცესს;
• კონფლიქტურ სიტუაციაში მხოლოდ გამარჯვებისკენ მიისწრაფვიან;
• ემოციები უკიდურესობამდე აქვთ დაძაბული;
• სასამართლო გადაწყვეტილების იმედი აქვთ;
• სხვა მხარე აიძულებს მოიქცეს ამ გზით.
შუამავლის ჩართვა კონფლიქტურ პროცესში ხდება მაშინ, როცა:
• პირისპირ მოლაპარაკებით ვერ აღწევენ სასურველ გადაწყვეტას, საკუთარ
პოზიციებზე რჩებიან და მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული;
• ხანგრძლივი გაჭიანურებული კონფლიქტის დროს;
• მოლაპარაკების მოწყობაში სირთულეებს აწყდებიან და ვერ თანხმდებიან მის
ჩატარებაზე;
• როდესაც მხარეებს არ სურთ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს საერთოდ ან
მოლაპარაკების საწყის ეტაპზე;
• როდესაც სამართლებრივ განხილვებს გაურბიან;
• როდესაც მოვლენებს სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებენ;
• როდესაც ერთმა მხარემ ძლიერი ზარალი მიაყენა მეორეს;
• როდესაც მხარეებს სურთ კეთილგანწყობილი ურთიერთობების შენარჩუნება;
• როდესაც დროებით შეთანხმდნენ, დაზავდნენ და სურთ ამაზე დაყრდნობით
გააგრძელონ კომუნიკაცია.
შუამვალი კონფლიქტურ სიტუაციაში მაშინ ერევა დამოუკიდებლად, როცა:
• არის კონფლიქტის ესკალაციის საშიშროება, ძლიერდება ძლადობა, რაც
მთელს რეგიონზე შეიძლება გავრცელდეს;
• როცა ერთი მხარე მასიურ ძალადობას იყენებს (გენოციდი);
• იმ შემთხვევაში, როცა მესამე მხარეს თავად არ აწყობს კონფლიქტის
ინტენსიობის ზრდა;
• როცა კონფლიქტი უარყოფითად მოქმედებს გარემოზე;
• როცა მხარეები ვერ ზავდებიან, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და სხვ.

შუამავლობის სტრატეგია
შუამავალი სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებს, რომლებიც საკითხის კონსტრუქციულ
გადაჭრას ემსახურება. გარეშე შუამავლობის წარმართვა „სახის შენარჩუნებით“
გულისხმობს, ჰუმანიტარულ სფეროში და არა სამხედრო ან ეკონომიკურში
მხარდაჭერას.
შუამავლის მიერ გამოყენებულ სტრატეგიებში მნიშვნელოვანია მხარეებს შორის
ურთიერთობების უზრუნველყოფა და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა. ამ შემთხვევაში
მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარება.
შუამავალი ასევე იყენებს მანიპულირებად სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს
მხარეებს შორის იძულების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს. ასეთი სტრატეგია
მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭირისაკენ. შუამავალი ამ დროს
იყენებს სხვადასხვა ხერხებს, მაგალითად, დროით შეზღუდვებს.
აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის პირველი არხი. მოიყვანეთ მაგალითები
პირველი არხი: ოფიციალური დიპლომატია

ჩვენი სამყარო ოფიციალური დიპლომატიის, პოლიტიკის შემუშავებისა და მშვიდობის


მშენებლობის სამყაროა, თუკი ვიმსჯელებთ სახელმწიფო პროცესების ასპექტების მიხედვით
ვიმსჯელებთ.
ეს არხი ხელს უწყობს ერებს შორის რწმენის, ნდობის, ურთიერთგაგების მშენებლობას;,
აგრეთვე, შუამავლის როლს ასრულებს დაპირისპირებულ მხარეთა შორის მოლაპარაკების
პროცესში, კონფლიქტების შეწყვეტის საქმეში და ეძებს მათი თავიდან აცილების გზებს
ეძებს.

ბილეთი 2
აღწერეთ ჯგუფური მოლაპარაკების ფაზები; ჩამოთვალეთ რამდენი ფაზა არსებობს
და დაახასიათეთ თითოეული, ასევე დაახასიათეთ მოლაპარაკებებისთვის
მოსამზადებელი ფაზის ეტაპები
მოლაპარაკებებს თავისი სტრუქტურა გააჩნია. ჯ. როჰოტი მოლაპარაკების სამ ფაზას
გამოყოფს:
• დაგეგმვა (მოქმედების დაწყება, ინფორმაციის შეგროვება და მათი შეფასება, გეგმის
შემუშავება და შეხვედრის მომზადება);

• მოლაპარაკების უშუალო პროცესი (შედგება სამი ეტაპისგან: დასაწყისი, საშუალო და


საბოლოო სტადია);

• მოლაპარაკების შემდგომი პერიოდი.

დაახასიათეთ კონფლიქტში განრიდების ქცევითი სტრატეგია; განმარტეთ, თუ რას


იგებს და რას აგებს სუბიექტი ამ სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში? მოიყვანეთ
მაგალითები

• განრიდება ერთი მხარე მოქმედებას იქითკენ წარმართავს, რომ გამოვიდეს


კონფლიქტური სიტუაციიდან. ეს პროცესი უმეტესად აღიწერება, როგორც იზოლაცია,
თვითგანადგურება („სირაქლემის პოლიტიკა“). ეს სტრატეგია გამოიყენება იმ
შემთხვევაში, როცა საქმე ეხება მაღალი დონის ესკალაციას ან მაშინ, როცა მხარეები არ
საჭიროებენ კონფლიქტში ჩაბმას. არის შემთხვევები, როცა კონფლიქტის შედეგი
მნიშვნელოვანია მხარისათვის, მაგრამ თავს არიდებს იმის გამო, რომ „სახე არ
დაკარგონ“; მაშინ, როცა დარწმუნებულები არიან, რომ კონფლიქტს ვერ დასძლევენ.

განმარტეთ, რა განსხვავებაა პროცედურულ და მორალურ ძალაუფლებებს შორის,


მოიყვანეთ მაგალითები
პროცედურული ძალაუფლება - როცა ძალაუფლების პატრონი აკონტროლებს
გადაწყვეტილების მიღების პროცესს (სპიკერი თავჯდომარე და ასე შემდეგ)

მორალური ძალაუფლება - ეფუძვნება მორალურ, ზნეობრივ წესებს და ნორმებს

აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეორე არხი. მოიყვანეთ მაგალითები (10


ქულა)

არასამთავრობოების და საზოაგდოებრივი გაერთიანებების ინიციატივები. ისინი არ


იმართება ოფიციალურად მთავრობის იმერ, რომელიც შეიძლება არც ეთანხმებოდეს მის
პოზიციას. მეორე არხს ხშირად სახალხო დიპლომატიასაც უწოდებენ.
მისი მიზანია კონფლიქტების მოწესრიგებაშ დახმარების აღმოჩენა და პრობლემების
ერთობივად გადაჭრისკენ სწრაფვა თანამშრომლობის გზით. (პროფესიონალი
კონფლიქტოლოგები)
მეორე არხის სამი ძირითადი მიზანია:
• ჯგუფებს ან ერებს შორის კონფლიქტების შემცირება ან აღმოფხვრა კომუნიკაციის
ურთიერთგაგებისა და ურთიერთკავშირების დამყარების გზით;
• დაძაბულობის, შიშის, გაუგებრობის შემცირება „მტრის ხატის“ გაადამიანურებისა და
პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების უშუალო ურთიერთგაცვლის გზით;
• ზემოქმედება პირველი არხის შეხედულებებსა და ქმედებებზე, მიუკერძოებლობის
დიპლომატიის გამოყენება, რაც ნიადაგს ამზადებს უფრო ფორმალური მილაპარაკებისა და
პოლიტიკის ხელახალი დაგეგმვისათვის ამზადებს ნიადაგს.
მეორე არხის დიპლომატიის წინაპირობებია:
• კონფლიქტების წარმატებით გადაჭრა და მშვიდობის მშენებლობა არ არის მხოლოდ
სახელმწიფო მოხელეთა საქმე არ არის და, ანუ მარტო ოფიციალურ პროცედურებს არ
ეკისრება;
• სხვადასხვა განათლების, წარმომავლობისა და ჩვევების მქონე ადამიანებს შესწევთ
მიმდინარე პროცესებში ცვლილებების შეტანის უნარი შესწევთ.
ბილეთი 3

განმარტეთ, რა საერთო და რა განსხვავება აქვთ განრიდებისა და შეგუების ქცევით


სტრატეგიებს? მოიყვანეთ მაგალიეთები

განრიდება - ამ სტრატეგიას ასევე პრობლემისგან გაქცევის სტრატეგია ეწოდება. ერთი


მხარე მოქმედებას იქითკენ წარმართავს, რომ გამოვიდეს კონფლიქტური სიტუაციიდან.
ეს პროცესი უმეტესად აღიწერება, როგორც იზოლაცია, თვითგანადგურება
(„სირაქლემის პოლიტიკა“). ეს სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საქმე
ეხება მაღალი დონის ესკალაციას ან მაშინ, როცა მხარეები არ საჭიროებენ კონფლიქტში
ჩაბმას. არის შემთხვევები, როცა კონფლიქტის შედეგი მნიშვნელოვანია მხარისათვის,
მაგრამ თავს არიდებს იმის გამო, რომ „სახე არ დაკარგონ“; მაშინ, როცა
დარწმუნებულები არიან, რომ კონფლიქტს ვერ დასძლევენ.

• შეგუება - i.e. დათმობა. ამ შემთხვევაში მიზანზე ორიენტაცია ნაკლებია, ხოლო


ურთიერთობაზე ორიენტაცია მაქსიმუმს აღწევს. ერთი მხარე კოოპერირების შესანარ-
ჩუნებლად თმობს თავის ინტერესებს, რათა მეორე მხარის კეთილგანწყობა
შეინარჩუნოს.

მსგავსება არის ის რომ ორივე სტრატეგია კონფლიქტური სიტუაციიდან


გამოსვლას,უკან დახევას ემსახურება ხოლო განსხვავება არის ის თუ რა მიზნით
არიდებენ მხარეები ამ დროს კონფლიქტს თავს განრიდების შემთხვევაში ორ მხარეს არ
უღირს კონფლიქტრში ჩაბმა მათ არუნდათ რომ „სახე დაკარგონ“ და იციან რომ მათ ეს
კონფლიქტი არ უღირთ ხოლო შეგუებისას ერთი მხარე ღიად თმობს საკუთარ
ინტერესებს აღარ ებმება კონფლიქტის ესკალაციაში და ცდილობს აასეთი ქმედების
ხარჯზე დაპირისპირებულ მხარესთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

რატომ მიმართავენ მხარეები შუამავლობას? ჩამოთვალეთ შუამავლობის სახეები და


განმარტეთ, შუამავლობის რომელ სტრატეგიებს იცნობთ? მოიყვანეთ მაგალიეთები

მოლაპარაკებას თუ შედეგი არ მოყვება, მაშინ დაპირისპირებული მხარეები


მიმართავენ მესამე მხარეს. მესამე მხარის როლში გამოდის: შუამავალი, არბიტრი,
ფასილიტატორი და სხვა. მესამე მხარე აუცილებლად ნეიტრალური და
მიუკერძოებელი უნდა იყოს. მას უნარი უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პროცედურების
გამოყენებით კონფლიქტის გადაჭრას მიაღწიოს.
შუამავლობა არის მესამე მხარის მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში,
რომელიც პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზებს ეძებს, ამავე დროს
მიუკერძოებელი და ნეიტრალური, ხელს უწყობს შუამავლობის პროცესის
წარმართვას, სთავაზობს გადაწყვეტილების მიღების გასაადვილებელ პროცედურებს.
მხარეთა ინტერესები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული და მხარეები
გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ. შუამავლის ჩართვა კონფლიქტის დროს
ხორციელდება მხარეთა ნებასურვილით.
შუამავლობაზე უარის თქმა ხდება იმ შემთხვევაში, როცა:
• არ იცნობენ თვით შუამავლობის პროცესს;
• კონფლიქტურ სიტუაციაში მხოლოდ გამარჯვებისკენ მიისწრაფვიან;
• ემოციები უკიდურესობამდე აქვთ დაძაბული;
• სასამართლო გადაწყვეტილების იმედი აქვთ;
• სხვა მხარე აიძულებს მოიქცეს ამ გზით.
შუამავლის ჩართვა კონფლიქტურ პროცესში ხდება მაშინ, როცა:
• პირისპირ მოლაპარაკებით ვერ აღწევენ სასურველ გადაწყვეტას, საკუთარ
პოზიციებზე რჩებიან და მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული; hh
• ხანგრძლივი გაჭიანურებული კონფლიქტის დროს;
• მოლაპარაკების მოწყობაში სირთულეებს აწყდებიან და ვერ თანხმდებიან მის
ჩატარებაზე;
• როდესაც მხარეებს არ სურთ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს საერთოდ ან
მოლაპარაკების საწყის ეტაპზე;
• როდესაც სამართლებრივ განხილვებს გაურბიან;
• როდესაც მოვლენებს სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებენ;
• როდესაც ერთმა მხარემ ძლიერი ზარალი მიაყენა მეორეს;
• როდესაც მხარეებს სურთ კეთილგანწყობილი ურთიერთობების შენარჩუნება;
• როდესაც დროებით შეთანხმდნენ, დაზავდნენ და სურთ ამაზე დაყრდნობით
გააგრძელონ კომუნიკაცია.
შუამვალი კონფლიქტურ სიტუაციაში მაშინ ერევა დამოუკიდებლად, როცა:
• არის კონფლიქტის ესკალაციის საშიშროება, ძლიერდება ძლადობა, რაც
მთელს რეგიონზე შეიძლება გავრცელდეს;
• როცა ერთი მხარე მასიურ ძალადობას იყენებს (გენოციდი);
• იმ შემთხვევაში, როცა მესამე მხარეს თავად არ აწყობს კონფლიქტის
ინტენსიობის ზრდა;
• როცა კონფლიქტი უარყოფითად მოქმედებს გარემოზე;
• როცა მხარეები ვერ ზავდებიან, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და სხვ.

შუამავლობის სახეები
შუამავლობის სახეებია – ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური
გულისხმობს ოფიციალურს, კანონიერს, სადაც შუამავლობა მიმდინარეობს
იურიდიული ასპექტების გათვალისწინებით.
არაფორმალურს, ანუ არაოფიციალურს, შეიძლება არ ჰქონდეს ნორმატიული
სტატუსი და პრობლემის გადაჭრისთვის მხარეებმა არაფორმალური ავტორიტეტი
გამოიყენონ.
ოფიციალური შუამავლები შეიძლება იყვნენ:
• საერთაშორისო ორგანიზაციები;
• ცალკეული სახელმწიფოები;
• სახელმწიფოს სამართლებრივი ინსტიტუტები;
• სახელმწიფო კომისიები;
• სამართლებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები;
• სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები;
• არასამთავრობო ორგანიზაციები;
• პროფესიონალი შუალავლები.
არაოფიციალური შუამავლები შეიძლება იყვნენ:
• ცნობილი პიროვნებები;
• რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები;
• არაფორმალური ლიდერები;
• უფროსი თაობის წარმომადგენლები;
• მეგობრულად განწყობილი პირები, ორგანიზაციები და ქვეყნები.

შუამავლობის სტრატეგია
„სახის შენარჩუნებით“ გულისხმობს, ჰუმანიტარულ სფეროში და არა სამხედრო ან
ეკონომიკურში მხარდაჭერას.
შუამავალი ასევე იყენებს მანიპულირებად სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს
მხარეებს შორის იძულების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს. ასეთი სტრატეგია
მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭირისაკენ. შუამავალი ამ დროს
იყენებს სხვადასხვა ხერხებს, მაგალითად, დროით შეზღუდვებს.
ჩამოთვალეთ და განმარტეთ კონფლიქტის ტიპები; რითი განსხვავდება
ღირებულებითი კონფლიქტი სხვა ტიპის კონფლიქტებისგან? მოიყვანეთ
მაგალიეთები
ინფორმაციული კონფლიქტი - კონფლიქტის ეს ტიპი დაკავშირებულია ინფორმაციის
არსებობის სიმცირესთან ან სიჭარბესთან. ასეთ დროს კონფლიქტის საბაბი ინფორმაციის
ხარისხი და რაოდენობაა. ინფორმაცია იზღუდება ან მახინჯდება

• ხარისხობრივად ინფორმაცია შეიძლება სრულყოფილი ან ნაწილობრივ


სრულყოფილი იყოს.
• რაოდენობრივის დროს ინფორმაცია ან შემჭიდროვებულია, ან პირიქით,
განზოგადებულია და შესაბამისად, ხდება ინფორმაციის დამახინჯება.

• დროში გახანგრძლივება ასევე შეიძლება კონფლიქტის ესკალაციის საბაბი


გახდეს.

• საინფორმაციო წყარომ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დავის გამწვავებას,


რამდენადაც წყარო თავის მხრივ განსაზღვრავს მხარეთა აღქმებს და
შეხედულებებს.

• ინფორმაცია ასევე შეიძლება დამახინჯდეს მათი მოპოვების ან გადაცემის


დროს. ინფორმაციული კონფლიქტის მოგვარება იმ შემთხვევაშია
შესაძლებელი, როდესაც მხარეები საჯაროდ გადმოსცემენ ხელმისაწვდომ
ინფორმაციას და მათ ადეკვატურად აფასებენ.

ინფორმაციული წყაროს გამოვლენა შესაძლებელია

ინსტუტუციონალური კონფლიქტი - ამ ტიპის კონფლიქტები ძირითადად


ოფიციალურად მიღებულ კანონებთან, წესებთან, ნორმებთანაა კავშირში. მათი
დარღვევის შემთხვევაში მატულობს კონფლიქტის ინტენსივობა და გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება უმართავიც გახდეს. ამ დროს მხარეები მხოლოდ საკუთარი
სიმართლის დამტკიცებაზე არიან ორიენტირებულნი. ამ ტიპის კონფლიქტები გარე
ფაქტორებითაა განსაზღვრული, რომლის დაცვა/არდაცვა განსაზღვრავს სიტუაციას.
კონფლიქტის მოგვარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სხვადასხვა სტრუქტურულ
ერთეულებს შორის შეთანხმებები არ ირღვევა. კონფლიქტის დარეგულირებაში
სიტუაციური პრობლემების საჯარო განხილვა და დებატები გვეხმარება.

ღირებულებათა კონფლიქტი - ღირებულება წარმოადგენს საზომს, რომლის საშულებით


მოვლენების მიმართ გარკვეული სახის დამოკიდებულებები ვლინდება. მისი სისტემა
სიმტკიცით გამოირჩევა და უმეტეს შემთხვევაში გარკვეული ჯგუფის ან პიროვნების
ქცევას განსაზღვრავს. ღირებულებათა დაპირისპირების დროს გამოჩენილმა
წინააღმდეგობამ შესაძლოა უკიდურესობამდე დაძაბულობა შექმნას. ასეთი სახის
კონფლიქტის დარეგულირება მხარეთა მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც
ხშირად წარუმატებლად მთავრდება.

მაგალითად რადიკალი ტერორისტი ისლამისტური დაჯგუფებების დაპირისპირება


მსოფლიო მშვიდობასთან,მათი რადიკალური რელიგიური შეხედულებების დაცვა
უგუკლებელყოფს ფუნდამენტურ ადამნიანების უფლებებს.
ურთიერთმიმართების კონფლიქტი - ურთიერთობა ეხება ყველა სახის კავშირებს
გარკვეულ პირებთან, ჯგუფებთან, თემებთან, სხვადასხვა სახის ინსტიტუტებთან,
ორგანიზაციებთან. დამოკიდებულება გულისხმობს, დადებითია თუ არა ეს
ურთიერთობა. კონფლიქტის შემთხვევაში ძირითადად ურთიერთდამოკიდებულების
უარყოფით მხარეზეა საუბარი. ურთიერთდამოკიდებულებითი კონფლიქტები
ძირითადად ემოციურ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე მათი მოგვარება პირველ
რიგში ემოციების რეგულაციას საჭიროებს.

ინტერესთა კონფლიქტი - ინტერესთა კონფლიქტი ძირითადად დაკავშირებულია


მოთხოვნილებებთან და ქცევასთან. მოთხოვნილებებში რეალური ან მოჩვენებითი
შეუსატყვისობა წარმოშობს კონკურენციას, რომლის შედეგი უმეტესად ნეგატიურია.
ინტერესები უკავშირდება მატერიალურ, ფსიქოლოგიურ და პროცედურულ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ინტერესთა კონფლიქტი ვლინდება ქცევაში, იმ
სახის მოქმედებაში, როცა იგნორირებულია მეორე მხარის მოთხოვნილება.

აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეორე არხის სამი ძირითადი მიზანი. მოიყვანეთ


მაგალითები
• ჯგუფებს ან ერებს შორის კონფლიქტების შემცირება ან აღმოფხვრა კომუნიკაციის
ურთიერთგაგებისა და ურთიერთკავშირების დამყარების გზით;
• დაძაბულობის, შიშის, გაუგებრობის შემცირება „მტრის ხატის“ გაადამიანურებისა და
პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების უშუალო ურთიერთგაცვლის გზით;
• ზემოქმედება პირველი არხის შეხედულებებსა და ქმედებებზე, მიუკერძოებლობის
დიპლომატიის გამოყენება, რაც ნიადაგს ამზადებს უფრო ფორმალური მილაპარაკებისა და
პოლიტიკის ხელახალი დაგეგმვისათვის ამზადებს ნიადაგს.
ბილეთი 4
1. დაახასიათეთ სტრატეგიები, რომლებიც გამოიყენება მედიაციის შემთხვევაში
კონფლიქტის მიმდინარეობისას მედიაციის საშუალებით დაპირისპირებულ
მხარეებში შეიძლება გამოინახოს ის ჯანსაღი პოტენციალი და სურვილი, რომელიც
ხელს შეუწყობს კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას და მედიატორის
დახმარებით შეთანხმებამდე მისვლას.
მედიატორის როლი, ესაა - დაპირისპირებული მხარეების მიყვანა მოლაპარაკების
მაგიდასთან, მოლაპარაკების წარმართვა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და
მხარეების შეთანხმებამდე მიყვანა შემდეგი საწყისი აუცილებელი წესების დაცვით,
ეს წესებია: კონფიდენციალურობა, მხარეების მიმართ ნეიტრალური პოზიციის
გამოვლენა, არ გასამართლება და საკუთარი აზრის არ გამოთქმა, რჩევების არ მიცემა.
მედიაციის საშუალებით წარმართული მოლაპარაკება შემდეგნაირად ვითარდება:
მოლაპარაკებისას მხარეები საუბრობენ თავიანთ საჭიროებებზე, ინტერესებზე,
განიხილავენ პრობლემას და ეძებენ მისი მოგვარების, გადაჭრის გზებს
(ჩვეულებრივი მოლაპარაკებისაგან განსხვავებით, სადაც მხარეები აფიქსირებენ
თავიანთ პოზიციას და ნაკლებად - ინტერესს და საჭიროებას).
მედიაცია სთავაზობს დაპირისპირებულ მხარეებს თავადვე გადაწყვიტონ თავიანთი
კონფლიქტი იმის მაგივრად, რომ სხვა ინსტიტუტსა თუ პიროვნებას მისცენ მისი
მოგვარების და მათ მაგიერ გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
მედიაციის პროცესში 5 საფეხურია:
• პროცესის მშენებლობა - მედიატორი ორივე მხარეს უხსნის მედიატორის როლს
მოლაპარაკების პროცესში და დაწვრილებით აცნობს პროცესის მიმდინარეობის
წესებს. მედიატორი ჯგუფის მუშაობის ნორმებს ადგენს და იწყებს დღის
წესრიგის შემუშავებას ორივე მხარესთან ერთად.
• პერსპექტივების გაზიარება - ამ დროს მხარეები ჰყვებიან მომხდარი
კონფლიქტის შესახებ, ანუ გადმოსცემენ თავიანთ ხედვას მომხდარ
კონფლიქტზე - ხდება ინფორმაციის გადმოცემა. ხდება ორივე მხარის
სუბიექტური რეალობის განხილვა.
• სიტუაციის ნათელყოფა და მისი გამორკვევა - მედიატორი ცდილობს მიღებულ
ინფორმაციასა და საკითხებზე მუშაობას, საერთო ინტერესების გამონახვას და
მათ მნიშვნელობაზე ხაზგასმით საუბარს.
• იდეების განვითარება - მედიატორი აფიქსირებს მხარეების მიერ გამოთქმულ
აზრებს, მათ მიერ დასახელებული გამოსავალის ანალიზს და ავითარებს მათ
იდეებს. იწყება შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება.
• გადაწყვეტილების მიღება - მედიატორი აფიქსირებს პრობლემის მოგვარების
სხვადასხვა ვარიანრებს, რომლებიც მხარეების მიერაა მოფიქრებული და
დასახელებული, ეძებს მათ შორის ყველაზე ოპტიმალურს და მხარეებთან
ერთად ადგენს დაწვრილებით შეთანხმებას.
მედიატორმა მოლაპარაკებისას ხელი უნდა შეუწყოს შემდეგს:
• მან უნდა შექმნას გარემო, სადაც მხარეები იგრძნობენ, რომ ისინი თავად არიან
გადაწყვეტილების მიმღებნი, რომ ძალაუფლება მათ ხელშია;
• იგი უნდა დაეხმაროს მხარეებს იმ ბარიერების დანგრევაში, რომლებიც მათ
თავიანთ პრობლემაზე კონცენტრაციაში უშლით ხელს.
• მედიატორი უნდა დაეხმაროს მხარეებს, რომ მათ კარგად გაიგონ ერთმანეთის
საჭიროებები, ინტერესები და პერსპექტივები.
მედიატორის დახმარებით წარმართული პროცესი საშუალებას იძლევა:
• მხარეებმა არ წარმართონ მოლაპარაკება მხოლოდ საკუთარი პოზიციების
დასაფიქსირებლად;
• მხარეებმა საერთო პრობლემის გადაწყვეტაზე ერთმანეთის ინტერესებისა და
საჭიროებების გათვალისწინებით იმუშაონ;
• მხარეები თავად მივიდნენ შეთანხმებამდე.
პრობლემა ორივე მხარის მიერ ერთობლივადაა გადაწყვეტილი და არა მესამე მხარის
მიერ, რომელმაც შეიძლება ვერ გაითვალისწინოს მხარეთათვის მნიშვნელოვანი
დეტალები, რასაც შეიძლება მომავალში კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვეს.
მედიაციის პროცესისას შესანარჩუნებლი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები
შემდეგია:
• მედიატორი აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს მხარეების მიმართ.
• მან არ უნდა გაამართლოს ან გაამტყუნოს ერთი ან მეორე მხარე, განსაჯოს და
გაასამართლოს ისინი.
• მედიატორს არ აქვს უფლება, მხარეებს რჩევა მისცეს და ამით საკუთარი აზრი
დააფიქსიროს.
• მედიატორის ძირითადი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ორ დაპირისპირებულ
მხარეს შორის მოლაპარაკებას და თავად მათ მოაძებნინოს კონკრეტული
სიტუაციიდან გამოსავალი, ამუშაოს ჯერ პრობლემის გადაჭრაზე, ხოლო შემდეგ
ხელშეკრულების დადებაზე.
• მედიატორმა უნდა შექმნას განსაკუთრებული გარემო ნდობის მისაღწევად. ამ
პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა კონფიდენციალურობა -
მედიატორმა არ უნდა გაახმაუროს მხარეებს შორის მომხდარი კონფლიქტი და
საერთოდ მედიაციის პროცესის მსვლელობის ამბავი.
მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის მოგვარების ნეიტრალური ტექნიკა - მედიაცია,
მშვიდობის მშენებლობის პროცესის განუყოფელი ნაწილია.
დაახასიათეთ ინფორმაციული და ინტერესთა კონფლიქტები. მოიყვანეთ მაგალითები
ინფორმაციული კონფლიქტი - კონფლიქტის ეს ტიპი დაკავშირებულია ინფორმაციის
არსებობის სიმცირესთან ან სიჭარბესთან. ასეთ დროს კონფლიქტის საბაბი ინფორმაციის
ხარისხი და რაოდენობაა.

• ხარისხობრივად ინფორმაცია შეიძლება სრულყოფილი ან ნაწილობრივ


სრულყოფილი იყოს.

• რაოდენობრივის დროს ინფორმაცია ან შემჭიდროვებულია, ან პირიქით,


განზოგადებულია და შესაბამისად, ხდება ინფორმაციის დამახინჯება.

• დროში გახანგრძლივება ასევე შეიძლება კონფლიქტის ესკალაციის საბაბი


გახდეს.

• საინფორმაციო წყარომ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დავის გამწვავებას,


რამდენადაც წყარო თავის მხრივ განსაზღვრავს მხარეთა აღქმებს და
შეხედულებებს.

• ინფორმაცია ასევე შეიძლება დამახინჯდეს მათი მოპოვების ან გადაცემის


დროს. ინფორმაციული კონფლიქტის მოგვარება იმ შემთხვევაშია
შესაძლებელი, როდესაც მხარეები საჯაროდ გადმოსცემენ ხელმისაწვდომ
ინფორმაციას და მათ ადეკვატურად აფასებენ.

ინტერესთა კონფლიქტი - ინტერესთა კონფლიქტი ძირითადად დაკავშირებულია


მოთხოვნილებებთან და ქცევასთან. მოთხოვნილებებში რეალური ან მოჩვენებითი
შეუსატყვისობა წარმოშობს კონკურენციას, რომლის შედეგი უმეტესად ნეგატიურია.
ინტერესები უკავშირდება მატერიალურ, ფსიქოლოგიურ და პროცედურულ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ინტერესთა კონფლიქტი ვლინდება ქცევაში, იმ
სახის მოქმედებაში, როცა იგნორირებულია მეორე მხარის მოთხოვნილება.

ინტერესები ეხება მხოლოდ ღირსებას ან ღირებულებებს.


რას გულისხმობს კონფლიქტის ესკალაცია? ესკალაციის რომელ ეტაპზეა კონფლიქტის
შეჩერება რთული? მოიყვანეთ მაგალითები
კონფლიქტის დინამიკას ორი გამოვლინება აქვს - ესკალაცია და დეესკალაცია. კონფლიქტის
ესკალაცია დინამიკის მაჩვენებელია მათი ინტენსივობა. ესკალაცია თავისი ბუნებით
პროგრესული ხასიათისაა, რომელიც იწყება გარკვეული ინცინდენტით და დიდია
ალბათობა, რომ შეტაკებით დასრულდება.
შეჩერება რთულია მესამე ფაზის დროს რაც მოიცავს შეზღუდვებს და დამანგრეველ
შეტევებს,მტრული ძლის დეზინტეგრაციას და მტრის სრულ განადგურებას

აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეორე არხის დიპლომატიის წინაპირობები.


მოიყვანეთ მაგალითები
მეორე არხის დიპლომატიის წინაპირობებია:
• კონფლიქტების წარმატებით გადაჭრა და მშვიდობის მშენებლობა არ არის მხოლოდ
სახელმწიფო მოხელეთა საქმე არ არის და, ანუ მარტო ოფიციალურ პროცედურებს არ
ეკისრება;
• სხვადასხვა განათლების, წარმომავლობისა და ჩვევების მქონე ადამიანებს შესწევთ
მიმდინარე პროცესებში ცვლილებების შეტანის უნარი შესწევთ.მაგალითად პროფესიონალ
კონფლიქტოლოგებს
ბილეთი 5
• დაახასიათეთ, რა განსხვავება და რა მსგავსებაა კონკურენციის და
კომპრომისის სტრატეგიას შორის? მოიყვანეთ მაგალითები

კონკურენციის სტრატეგია-კონკურენცია არის სტრატეგია, რომლის


დროსაც ადამიანისათვის მთავარია საკუთარი მიზნების მიღწევა და ის არ
არის დაინტერესებული ურთიერთობის შენარჩუნებით. ეს სტრატეგია
გულისხმობს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილებას და
ცალმხრივი გადაწყვეტილების გატანას, მან შეიძლება გაამწვავოს
დაპირისპირება. ამ სტრატეგიის გამოყენებას საფუძვლად უდევს პრინციპი
„მე უნდა გავიმარჯვო, შენ კი აუცილებლად უნდა დამარცხდე“. მაგალითად:
ქვეყნებს შორის შეიარაღების ზრდა ამ სახის სტრატეგიის ნათელი მაგალითია.

კომპრომისის სტრატეგია - კომპრომისი გულისხმობს კონფლიქტში ჩართული


მხარეების მიეს დათმობაზე წასვლას როგორც საქმის, ასევე ურთიერთობის
კუთხით. ამ სტრატეგიის დროს დამაკმაყოფილებელი შედეგი ორივე
მხრიდან ნაწილობრივი დათმობის ხარჯზე მიიღწევა.იდეალურ კომპომისად
შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტის ორივე მხარის ინტერესთა სანახევრო
დაკმაყოფილება. მიიღწევა. ამ სტრატეგიის ძირითადი ფორმულაა „რამე რომ
მივიღოთ, ყოველმა ჩვენგანმა რაღაც უნდა დავთმოთ”.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციისა და კომპრომისისი სტრატეგია


ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, მაინც აქვთ გარკვეული მსგავსება.
კონკურენციის დროსაც გჭირდება გარკვეული კომპრომისი, რადგან
არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც თვისთავად გულისხმობს
კონკურენტუნარიან გარემოში უპირატესობის მოპოვებას ჯანსაღი
მეთოდებით. რაც, თვისმხრივ მოიცავს რიგ საკითებზე კომპრომისს. ანუ
კომპრომისის გარეშე ჯანსაღი კონკურენცია ვერ შედგება.

2. აღწერეთ მოლაპარაკების ფაზები და პრობლემის გადაჭრის საფეხურები

მოლაპარაკებები შეიძლება განვასხვავოთ მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით; გამოყოფენ


ინდივიდუალურ და ჯგუფურ მოლაპარაკებებს. პოლიტიკურ ცხოვრებაში უმეტესად
ჯგუფურ მოლაპარაკებებთან გვაქვს საქმე.
მოლაპარაკებას. ბუნებრივია ყოველი მოლაპარაკება თავის საფეხურებს, ფაზებს შეიცავს და
გარკვეული თანმიმდევრობით ხორციელდება. ჩვენ ჯგუფის მოლაპარაკების ფაზებს
შევეხებით. ამგვარი პროცესი სამი ფაზისგან შედგება:
• მოსამზადებელი ფაზა - მოსამზადებელი პერიოდი ხანგრძლივი პროცესია, სადაც
გუნდის მომზადება, პოზიციების, ინტერესების ჩამოყალიბება, საკითხის განხილვა და
წინასწარი მოლაპარაკება მიმდინარეობს. პირველ რიგში მხარეები განიხილავენ
საკითხს - საერთოდ საჭიროა თუ არა კონფლიქტის მოგვარებისათვის მოლაპარაკების
საშუალების გამოყენება თუ დავა სხვა საშუალებებით შეიძლება მოგვარდეს.

1.ინტერესების გამოყოფა - ვის რა ინტერესეი და მოთხოვნები აქვს

2.შეთავაზება - საჭიროა მხარეებმა წარმოადგინონ სხვადასხვა ვარიანტები


შეთანხმებისთვის, რაც მეტი ოფციუა იქნება მაგიდაზე მით მეტია ალბათოიბა რომ
მხარე დაიკმაყოფილებს ინტერესებს

3.ალტერნატივები - საბოლოო შედეგი ირჩევა ალტერნატივებიდან

4.ლეგიტიმურობა - მხარეებმა უნდა გამოიყენონ დაკანონებული სტანდარტები, რათა


დავრწმუნდეთ რომ ისინი იქცებიან სამართლიანად და კანონიერად.

5.კომუნიკაცია - მხარეებს შორის უნდა არსებობდეს ორმხრივი კავშირი- უნდა


დაზუსტდეს რა სურთ და რას მოელიან ისინი ერთმანეთისგან
6.ურთიერთდამოკიდებულება - მოლაპარაკების დაწყებამდე საჭიროა ადამიანის
ფაქტორის გათვალისწინება

7.ვალდებულება - მხარეებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ვალდებულებები და


შეთანხმების შემთხვევაში აუცილებლად შეასრულონ ისინი

რ. ფიშერი და რ. ერტელი მიიჩნევენ, რომ ეფექტური შედეგების მისაღწევად


მოლაპარაკებისათვის მზადება შემდეგი ეტაპების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს:
პრობლემის გადაჭრის პროცესი თ. გორდონის აზრით შეიცავს ექვს საფეხურს:
• პრობლემის განსაზღვრა;

• ალტერნატივების გამოვლენა;

• ალტერნატივების შეფასება;

• გადაწყვეტილების მიღება;

• გადაწყვეტილების შესრულება;

• გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგი.

აღწერეთ კონფლიქტის ტრანსფორმაციისას მესამე მხარის ჩარევის სამი მოდელი და


ჩარევის დონეები. მოიყვანეთ მაგალითები

არსებობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის სხვადასხვა საშუალებები. ყველაზე ხშირია


მესამე მხარის ჩარევა. საერთოდ, ჩარევა (ინტერვენცია) – რომ კონფლიქტი
მშვიდობიან ურითერთობაში გადაიზარდოს კონფლიქტის დაძაბულობის ყოველ
დონეზე ხორციელდება. მშვიდობიანი, არასამხედრო ჩარევა, რომელიც მიმართულია
კონფლიქტების ტრანსფორმაციისაკენ გულისხმობს სხვადასხვა მიდგომებში იმის
გარკვევას, თუ სად რა არის საჭირო.
მნიშვნელოვანია წინასწარი ჩარევა მოხდეს, იქამდე სანამ კონფლიქტი ლატენტურ
სტადიაშია. ასეთ შემთხვევაში შეისწავლება, თუ რა კონფლიქტურ სიტუაციასთან
გვაქვს საქმე, დაისახება გზები კონფლიქტის მოსაგვარებლად. კონფლიქტი
თავიდანვე არაძალობრივად რომ წარიმართოს, საჭიროა მასში კონფლიქტის
საკითხებზე მომუშავე ორგანოები ჩაერიოს.
ჩარევის შემთხვევაში ძირითადად სამ მოდელს გამოყოფენ:
• „ნაბიჯ - ნაბიჯ" - რომელიც გულისხმობს უნდობლობის ნელ-ნელა შემცირებას,
რწმენისა და ნდობის ატმოსფეროს ეყრება საფუძველი, საუბრობენ
შეთანხმებაზე და ძირითადად ისეთ საკითხებზე თანხმდებიან, რაც ზოგადად
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება;
• „პროცედურული სქემების შემუშავება“ - გულისხმობს პროცესზე ორიენტაციას,
როდესაც კონფლიქტში ჩართული მხარეები დაგეგმავენ, რომ მომავალში
აწარმოონ მოლაპარაკება. ამ პროცესს ხშირად „მოლაპარაკება
მოლაპარაკებისათვის“ უწოდებენ.
• „საბოლოო სურათი“ - ამ სტრატეგიით მხარეები აღმოჩნდებიან პირისპირ
პრინციპული საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად. მათ მიერ
დაისახება მომავლის ფართო მიზნები, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის
მოგვარებას.
ჩარევას თავისი დონეები გააჩნია. ის შეიძლება განხორციელდეს პიროვნულ,
ადგილობრივ, სათემო, ნაციონალურ, რეგიონალურ, საერთაშორისო და გლობალურ
დონეზე.
აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მესამე არხი. მოიყვანეთ მაგალითები

მესამე არხი: სამშვიდობო საქმიანობა სავაჭრო საქმიანობის დონეზე ანუ ბიზნესი

ამ არხის მიზანია ურთიერთობების დამყარება და გზის გაკვალვა ურთიერთკავშირებისა და


ერთობლივი მოქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვება ქვეყნების ეკონომიკის
გაჯანსაღება., ეს კირაც აღმოფხვრის სიღარიბისა და გაჭირვების ნეგატიურ ფაქტორებს,
რომლებიც ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი.
სავაჭრო საქმიანობის მეშვეობით ხერხდება ურთიერთხელსაყრელი საქმიანი კავშირების
დამყარება, რაც მსოფლიო თანამეგობრობას ერთიან ოჯახად აქცევს მსოფლიო
თანამეგობრობას.
ბილეთი 6
• მოლაპარაკების რა სახეები არსებობს? ჩამოთვალეთ და განმარტეთ

არსებობს მოლაპარაკების მრავალი სახე, ისინი შეიძლება მიდინარეობდეს ორმხრივი ან


მრავალმხრივი ურთიერთობებით.

ჰორიზონტალური მოლაპარაკების დროს მხარეები იყენებენ სხვადასხვა აქტივობას და


ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, ასევე ჰორიზონტალური შეთანხმება გულისხმობს
პოზიციურ ვაჭრობას. ამ დროს მხარები ერტმანეთს სთავაზობენ წინადადებებს და
კონტრწინადადებებს, იმისათვის რომ შეთანხმება შედეგს, პირველ რიგშ საჭიროა შეთანხმება
შედგეს თავად გუნდში. გუნში შეიძლება რსებობდეს სტაბილური და არასტაბილური
წევრები, სტაბილური წევრები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, ხოლო არასტაბილური
წევრები ცდილო0ბენ შემოიტანონ არეულობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები. მესამე
წევრი არის ლიდერი, იგი პასუხისმგებელია მოლაპარაკების პროვესის წარმართვაზე.

კონსტრუქციული მოლაპარაკება - როდესაც მხარეებს შორის კოოპერაციული სტრატეგიებია


და მოლაპარაკება თანამშრომლობისკენ არის მიმართული .
ვერტიკალური მოლაპარაკება - არის გუნდის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკება,
როდესაც გუნდის ლიდერი მომლაპარაკებლის როლშია საკუთარი გუნდის წევრებთან.
ვერტიკალური მოლაპარაკება არის ჰორიზოპნტალურიო მოლაპარაკების წინმსწრები, აქ
გუნდის წევრები თანხმდებიან თავიანთ როლებზე და ვინ რა უნდა თქვას.

ინტერნალური მოლაპარაკება - მიმდინარეობს გუნდის წევრებს შორის დიდი ხნის


განმაველობაში, წინასწარი სამუშაოების შესრულების შემდეგ. ეს მოლაპარკება ხელს უწყობს
ინტერესების აღრიცხვას და განსაზღვრას. თუ გუნდის შიგნით არსებობს წინააღმდეგობა, იგი
არუნდა იყოს მნიშვნელოვანი და არ უნდა მოქმედებდეს საეწრთო პოზიციაზე, კონსენსუსსის
მიღწევას უზრუნველყოფს ლიდერი

ჩრდილოვანი მოლაპარაკება - ამ დროს გუნდის წევრები ან ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან


არა მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ პირადად, რათა კომპრომისებს მიაღწიონ. ასეთ
პროცესს მაგიდის ქვევით მოლაპარკებასაც უწოდებენ, რაც ხან პოზიტრიურად მტავრდება
ხან ნეგატიურად. მსგავსი მოლაპარაკება ხშირად წააგავს პირადი ინტერესებისთვის
გარიგებას.

შეთანხმებითი მოლაპარაკება - როდესაც ლიდერები ერთმანბეთს კონფიდენციალურად


ხვდებიან ოფიციალურ შეხვედრამდე, ოფიციალური შეხვედრა კი უბრალოდ ფორმალობის
როლს ასრულებს.
სანქციონირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე. ასეთი სახის
მოლაპარაკებებს გაფართოებული მაგიდის ირგვლივ მოლაპარაკებებს უწოდებენ. თავიდან
მოლაპარაკება ქვეკომისიებში ხორციელდება, როდესაც ერთ-ერთი გუნდის წევრები სხვა
გუნდის მონაწილეებს წინასწარ ხვდებიან, რათა კონფლიქტის მოგვარების მიზნით
განიხილონ საკითხები და ერთობლივად შეიმუშაონ რეკომენდაციები. ასეთი სახის
რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ, ორმხრივ ან
მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. მხარეებს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკება
მიმდინარეობს ლიდერებს (პრეზიდენტები, პრემიერ - მინისტრები) შორის, რომლებიც
იღებენ კარდინალურ გადაწყვეტილებებს და ხელს აწერენ ხელშეკრულებებს.

• განმარტეთ კონფლიქტის არსი და მისი გამომწვევი მიზეზები. მოიყვანეთ


მაგალითები

კონფლიქტი განიმარტება, როგორც მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, რომლის დროსაც


ძირითადად ვერ თანხმდებიან რესურსების განაწილებაზე და საკუთარ ქცევას ამგვარი
არაშესატყვისი წარმოდგენებით წარმართავენ.
კონფლიქტის წარმოშობის შემდეგი მიზეზები შეიძლება არსებობდეს:
1. საზოგადოებაში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც კონფლიქტის პირობა და მიზეზია.
აქ ყურადღება ექცევა გამომწვევ ძალას. ამ მიდგომის ფარგლებში ზოგადად იკვლევენ, თუ
საიდან და რა მიზეზებით წარმოიშვა ეს კონფლიქტი.
2. მეორე მიდგომა ეხება ფაქტების დადგენას და მასზე დაყრდნობით მიზეზების გამოყოფას.
აქ ყურადღება ექცევა ადამიანების ქცევას და ფსიქოლოგიურ საწყისებს.
3. მესამე მიდგომაში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია კონფლიქტის წარმოშობის
ისეთ მიზეზებზე, როგორიცაა პოზიციები, ინტერესები, მოთხოვნები. კონფლიქტის
წარმოშობის მიზეზების განხილვისას ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით მესამე მიდგომას.
კონფლიქტის წყარო ხშირად რაიმე ამბავი ან მოვლენაა, თუმცა შესაძლოა მისი ესკალაციის
ძირითადი მიზეზი სხვა რამე იყოს. ინტერესებში გასვლა არის კონფლიქტის ძირითადი
საფუძველი. რაიმე მოვლენა მხოლოდ მაშინ ხდება კონფლიქტის მიზეზი, როცა ის მხარეთა
მოთხოვნილებას ასახავს.
3.რა განსხვავებაა ვალდებულებით და არავალდებულებით არბიტრაჟს შორის, საქმის
წარმოებისა და გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით? მოიყვანეთ მაგალითები(
არბიტრაჟი არის დავის გადაჭრის პროცესი, რომელშიც მხარეები პრეტენზიებს უყენებენ
ერთმანეთს და ნეიტრალურ მესამე მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს.
ვალდებულებითი არბიტრაჟი. მხარეთა მიერ ნეიტრალურ არბიტრთან საკუთარ
არგუმენტებზე დაყრდნობით საკითხის წარდგენა. არბიტრის როლში უმეტესად
გამოდიან იურისტები, მოსამართლეები, კონფლიქტის მართვის სპეციალისტები.
არბიტრი ახერხებს მხარეების ჯვარედინ დაკითხვა და ბოლოს მათ აძლევს
გადაწყვეტილების გამოტანამდე საბოლოო სიტყვის უფლებას. ამ მოსმენის შემდგომ
არბიტრი აცხადებს გადაწყვეტილებას, რომლის დაცვაც ევალებათ მხარეებს. ასეთ.
შემთხვევაში ბუნებრივია მხარეები თანახმა არიან მესამე მხარემ მიიღოს
გადაწყვეტილება, რაც სავალდებულო იქნება მათთვის, თუმცა შეიძლება ზოგ
შემთხვევაში არ ეთანხმებოდნენ.
არავალდებულებითი არბიტრაჟი ძირითადად სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს
იღებს. ასეთ შემთხვევაში მხარეებს უფლება რჩებათ შეიმუშაონ შეთანხმება. აქ
არბიტრის გადაწყვეტილება არ არის მხარეთათვის სავალდებულო, მაგრამ ისინი
ხშირად მიმართავენ დავის გადასაწყვეტად ამ მეთოდს.
• აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეოთხე არხი.

მეოთხე არხი: სამშვიდობო საქმიანობა პირადი მონაწილეობის დონეზე - მოქალაქეთა


ჩართვა, ყველა ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სიტუაციის ცვლილება და ყველა
ადამიინაი ბუნებით მშვიდობისკენ მიისწრაფვის

ბილეთი 7

• დაახასიათეთ ექსპერტის ძალაუფლება; რა საფრთხეს შეიცავს მისი არსწორი


გამოყენება? მოიყვანეთ მაგალითები

ექსპერტი - ძალაუფლების სუბიექტს ძალაუფლების ობიექტი უჯერებს, რადგან


პირველს გააჩნია ცოდნა და გამოცდილება. აქ თავს იჩენს ნდობა, რომელიც ხელს
უწყობს კონფლიქტის შემცირებას.
ექსპერტი ფლობს ისეთ ინფორმაციას რაც სხვისთვის ხელმიუწვდომელია

მაგრამ შესაძლებელია ექსპერტმა მის ხელთ არსებული ძალაუფლება კერძო ინტერების


დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს

• ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მნიშვნელობა; რას ნიშნავს


მისი უნივერსალობა?

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია არის მეორე მსოფლიო ომის


„ქმნილება“ რომელიც მოახდენდა ისეთი ტრაგედიების პრევენციას როგორიც
მაგალითად ჰოლოკოსტი იყო

დეკლარაციის მნიშვნელობა მდგომარეობდა იმაში, რომ კაცობრიობას პირველმა


შესთავაზა ადამიანის უფლებათა კატალოგი. დეკლარაციის მიღებით
საერთაშორისო საზოგადოებამ დაადასტურა რწმენა ადამიანის ძირითადი
უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და
კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი. დეკლარაციით
გათვალისწინებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მიენიჭა ყოველ
ადამიანს დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის,
ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური
წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

• რა საერთო და რა განსხვავებაა რადიკალურ და ლიბერალურ ფემინიზმს შორის?

ლიბერალური ფემინიზმი ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერი სახის უთანასწორობას


ქალსა და მამაკაცს შორის, იგი ეხებოდა სისტემის რეფორმას გენდერული
თანასწორობის მისაღწევად. ლიბერალები ფიქრობდნენ რომ მთავარი პრობლემა
საზოგადოებრივ სფეროშ ქალთა გარიყვა იყო, რომელიც შრომის ბაზარზე მათი
შესვლის უფლებებს ითვალისწინებდა, მეორე მხარეს რადიკალური ფემინიზმი
ეწინააღმდეგებოდა მათ იდეეებს,. მათი მიზანი იყო პატრიარქალური წესირიგის
გაუქმება. რადგან იგი უცვლელი გახდა სისტემის რეოფრმის შემდეგ, ამის მიზეზი კი
ისიყო რომ. ქალებმა მიიღეს უფლებების ლეგიტიმაცია, თუმცა სოციალურ სისტემაში
კვლავ რჩებოდა სექსისტური ღირებულებები.

• აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეხუთე არხი.

მეხუთე არხი: სამშვიდობო საქმიანობა კვლევითი მუშაობის, ტრეინინგებისა და განათლების


დონეზე
• საუნივერსიტეტო პროგრამების შემუშავების, „გონებისითი ცენტრების“ (think tanks)
და საგანგებო დანიშნულების კვლევითი ცენტრების შექმნა;
• ისეთი ტრეინინგ-ების პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს უწყობს
მოლაპარაკების წარმოების, შუამავლობის, კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის
პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას უწყობს ხელს;
• განათლება – სკოლამდელიდან დოქტორანტურის ჩათვლით – შეიცავს
კროსკულტურული განათლების მრავალმხრივ ასპექტებს, სამშვიდობო მისიასთან,
კონფლიქტების ანალიზთან, მათი მართვისა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული
დისციპლინების შესწავლას.
ბილეთი 8

• აღწერეთ მედიაციის როლი; განმარტეთ, რომელი სტრატეგიები გამოიყენება


მედიაციის შემთხვევაში? მოიყვანეთ მაგალითები

კონფლიქტის მიმდინარეობისას მედიაციის საშუალებით დაპირისპირებულ


მხარეებში შეიძლება გამოინახოს ის ჯანსაღი პოტენციალი და სურვილი, რომელიც
ხელს შეუწყობს კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას და მედიატორის
დახმარებით შეთანხმებამდე მისვლას.
მედიაციის დროს, მედიატორი არ იღებს არანაირა გადაწყვეტილებას, იგი უბრალოდ
უზრუნველყოფს მხარეების ერთმანეთთან შეხვედრას და მათ კომუნიკაციას. მედიატორი არ
ერევა მათ გადაწუვეტილებაში. ყველაფერი ისე ჩანს თითქოს მხარეები თვითნ ეძებენ
გამოსავალს, თყმცა სინამდვილეში პროცესს მედიატორი უძღვება . ყველაფერი უნდა მოხდეს
კონფიდენციალურობის დაცვით და ნეიტრალური გადაწყვეტილებებით. მეწდიატორს არ
ევალკება ვინმეს განსჯა, გასამართლება ან საკუთარი აზრის გამოთქმა. არც რჩევების მიცემა.
კმედიაციაშ არ არსებობს მოგება და წაგება, ამ დროს ორივე მხარის ინტერესებია
გათვალისწინებული და ორივე მხარე მოგებული რჩება. ამ დროს მხარებები აფიქსირებენ მათ
ინტერესებს და არ კავდებიან მხოლოდ პოზიციების დაფიქსირებით

მედიაცია შედგება 5 საფეხურისგან:

1.პროცესის მშენებლობა
2. პერსპექტივების გაზიარება
3.სიტუაციის ნათელყოფა და გამორკვევა
4.იდეების განვითარება
5.გადაწყვეტილების მიღება

პროცესისი მშენებლობა - მედიატორი თავის როლს უხსნიოს მხარეებს, და აცნობს პროცესის


მიდმინარეობის ცნებებს

პერსპექტივების გაზიარება - ამ დროს მხარეები აფიქსირებენ თავიანთი პერსპექტივიდან,


მომხდარი კონფლიქტის შესახებ ხდება ინფორმაციის გაცვლა. და ეცმოციებისგან დაცლა.
მედიატორი ეუბნება ორივე მხარეს, რომ აღიაროს მოწინააღმდეგის სიმართლე ამის მიერ
იწყება დისკუსია, სადაც მხედველობაშ მიიღება ახალი ინფორმაცია

სიტუაციის ნათელყოფა - ამ დროს მედიატორი ცდილობს გამოყოს საერთო ინტერესები და


მათ მაქსიმალურად გაუსვას ხაზი

.იდეების განვითარება - ამ დროს მედიატორი აფიქსირებს მხარეების აზრებს, იმის შესახებ


თუყ როგორ უნდა გამოვიდნენ შექმნილი სიტუაციიდან. მედიატორი ხელს უწყობს მათი
იდეების განვითარებას. იწყება გამოსავის ძიებ, რომელზეც ორივე მხარე მუშაობს
მედიატორის დახმარებით

გადაწყვეტილების მიღება -ამ დროს განიხილება მხარეების ვარიანტები კონფლიქტის


გადასაჭრელად, და მიმდინარეობს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების ძიება.

მედიატორს ევალება:

ისეთი გარემოს შექმნა სადაც მხარეები იგრძNობენ, რომ თავად არიან გადაწყვეტილების
მიმღებნი.

დაეხმაროს მხარეებს იმ ბარიერების დანგრევაშიუ, რაც მათ კომუნიკაციაში უშლით ხელს.

მედიატორი უნდა დაეხმაროს მხარეებს რომ მათკარგად გაიგონ ერთმანეთის საჭიროებები.

მედიაციაშ გამოიყენება ყველა ის სტრატეგია, რომელიც ხხელს უწყოიბს კონფლიქტის


მშვიდობიანად გადაჭრას, და უარყოფილია ყველა ის სტრატეგია, რომელმაც შეიძლება
უარყოფითი შედეგი იქონიოს.
2. ფემინიზმის ისტორიაში განვითარების რამდენ ტალღას გამოჰყოფენ? რამ გამოიწვია
ახალი ტალღის გაჩენა?
ფემინიზმის 4 ტალღას გამოყოფენ
ფემინიზმის პირველი ტალღა მე -18 საუკუნეში დაიბადა საფრანგეთის რევოლუციის და
განმანათლებლობის დასაწყისში. საფრანგეთის რევოლუციის მთავარი მიზანი იყო
თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის პრინციპების მიღწევა, თუმცა ამ პროცესებიდან
ქალები გამორიცხულნი იყვნენ.
ქალთა ბრძოლა დაიწყო საფრანგეთის რევოლუციის მიერ მხარდაჭერილ პრინციპებში
ქალთა წარმომადგენლობის არარსებობის გამო.
ქალთა ერთობის მოთხოვნები, რომლებიც ფემინიზმის პირველ ტალღაში გაჩნდა,
ყურადღებას ამახვილებდა განათლებაზე , თავისუფლებაზე. თანასწორობასა და
პოლიტიკურ უფლებების ქალებისათვის ხელმისაწვდომობაზე.
ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსში ქალების ასეთ მოთხოვნებზე მიღებული პასუხი იყო
დისკრიმინაციული კანონების შემუშავება, მაგალითად, განისაზღვრა, რომ მხოლოდ სახლია
ქალთა განსაკუთრებული ადგილი. ქალები არასრულწლოვნებად ითვლებოდნენ და მათი
წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ მამაკაცები.
ფემინიზმის მეორე ტალღა
ფემინიზმის მეორე ტალღა ჩნდება ერთ -ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლების
მოთხოვნისას: ესაა საყოველთაო საარჩევნო უფლება. მეორე ეტაპი მოდის მე -19 საუკუნის
მეორე ნახევრიდან (დასაწყისი 1848 წ.) მე -20 საუკუნის მეორე ნახევრამდე (დასასრული
სამოციან წლებშია).
ფემინიზმის მეორე ტალღა, რომელსაც უწოდებენ ხმის უფლების მოპოვების ეტაპს,
მიმდინარეობდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე,
მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჩათვლით.
1848 წელს ნიუ იორკში გაიმართა ფემინისტური მოძრაობის დამცველ ქალთა და მამაკაცთა
კონგრესების სერია, რომელიც დასრულდა "გრძნობების დეკლარაციის" გამოქვეყნებით. ესაა
დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ფემინიზმის ყველა პრინციპის დაცვა. რაც შეეხება
უფლებების აღიარებას, მათ შორის, ცხადია, წამყვანი იყო საარჩევნო უფლება.
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ ტალღის დასაწყისში იყო აშშ-ში მიმდინარე პროცესი,
სადაც ოთხი ქალი შეუერთდა ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობის და მონების
განთავისუფლების საქმეში. ამ ორმა მოვლენამ გამოიწვია ის, რომ ქალებმა დაიწყეს
სოციალური და პოლიტიკური საკითხების მოგვარება. შესაბამისად სუფრაჟიზმი დაიბადა,
რომელიც ორ მიზანს ისახავდა: ქალთა ხმის მიცემის უფლება და განათლების უფლება.
ქალთა მოძრაობა ყველა სოციალურ კლასს მოიცავდა, რადგან ითვლებოდა, რომ ყველა
ქალი განიცდიდა ამ უთანასწორობას, მიუხედავად მათი სოციალური კლასისა .ამ პერიოდში
ქალებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში
ქალებმა ეს უფლება მიიღეს უკვე 19 საუკუნის 20 იანი წლებიდან.
ამ მეორე ეტაპზე მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიცაა ქალებისთვის
საკუთრების უფლება, ანაზღაურებადი სამუშაოს და განათლების მიღების უფლება. ქალები
უკვე აქტიურად ჩანან საზოგადოებაში, იცვლება ტანსაცმელი და ესთეტიკური მოდები,
(მოდა ხდება უფრო თავისუფალი და მრავალფეროვანი ქალებისათვის, შემოდის მამაკაცური
ელემენტები ჩაცმაში (შარვალის ტარება) , მოკლედ შეჭრილი თმა და სხვა ) ქალები იწყებენ
დამოუკიდებლად ცხოვრებას და იკავებენ სამუშაოებს, რაც ისტორიულად მამაკაცებისთვის
იყო.
ამ ტალღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის საყოველთაო საარჩევნო უფლება.
სუფრაჟისტები ( ტერმინიდან „სუფრაჟე“ რაც ხმას ნიშნავს) ქალთა ხმის უფლების
მისაღწევად ბრძოლის სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ და აღწევენ შედეგებს. პირველი
ქვეყანა, სადაც ეს იქნა მიღწეული, იყო ახალი ზელანდია 1893 წელს, მოგვიანებით კი
მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებშიც მოიპოვეს ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ფემინიზმის მესამე ტალღა

სამოციანი წლების ათწლეულში დაიწყო ფემინიზმის მესამე ტალღა. ქალურობის მისტიკის


ფონზე, ქალები თავს ცარიელად გრძნობდნენ საზოგადოებაში თავიანთი როლის
შეზღუდულობის გამო. ეს როლი შემოიფარგლებოდა დედის, ცოლისა და დიასახლისის
როლით. მაშინ ბეტი ფრიდანმა შექმნა ქალთა ეროვნული ორგანიზაცია, ლიბერალური
ფემინიზმის ქალთა ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაცია.
ფემინიზმის მესამე ტალღას უწოდებენ ფემინისტურ აქტივიზმსა და ფემინისტურ თეორიას
მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე. ფემინიზმის მესამე ტალღა
პოსტსტრუქტურალისტურ, პოსტმოდერნისტულ და პოსტკოლონიალურ თეორიულ ჩარჩოს
ეყრდნობა და, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს ფემინიზმის მეორე ტალღის მიღწევების
მნიშვნელობას, აკრიტიკებს კიდეც მას დასავლეთზე კონცენტრირებულობის, თეთრკანიანთა
თვალსაზრისის დომინირებისა და ჰეტერონორმატიულობის გამო. ის ერთგვარი
თვითრეფლექსიური ნაბიჯია ფემინიზმში, რომლითაც მეორე ტალღის ჰომოგენური და
უნივერსალისტური დაშვებები შეიცვალა კულტურულ და ისტორიულ კონტექსტზე
ორიენტირებული კონსტრუქტივისტული ანალიზით.
ძირითადად აკადემიური წრეებიდან წამოსული მესამე ტალღის ფემინიზმი ცდილობს
რასის, კლასის, გენდერისა თუ სექსუალობის საკითხების მიმართ უფრო სენსიტიური იყოს.
მესამე ტალღამ გამოიწვია ის, რაც დღეს ძალაშია: ფემინიზმის მეოთხე ტალღა. მესამე და
მეოთხე ტალღებს შორის გადასვლა არ არის ძალიან მკაფიო, რადგან საზღვრები ძალიან
ბუნდოვანია. სინამდვილეში, ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მესამეში
ვართ.
როგორც არ უნდა იყოს, ფემინიზმის მეოთხე ტალღა ჩვეულებრივ განიხილება, როგორც
ფემინისტური მოძრაობის ყველაზე თანამედროვე ეტაპი, რომელიც 21 -ე საუკუნის მეორე
ათწლეულში დაიბადა. ის ცდილობს ხელი შეუწყოს თანასწორობის იდეალებს ციფრული
ხანის რესურსების გამოყენებით.
ამ თვალსაზრისით, სოციალური ქსელები და მედია არის ინსტრუმენტები, რომლითაც
ფემინისტებმა უნდა გაავრცელოთ შინაარსი, რომელიც იცავს ფემინისტურ ღირებულებებს
და იბრძვის ქალთა და მამაკაცებს შორის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური
უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
ფემინიზმის მეოთხე ტალღაში, როცა უკვე ქალებმა მიაღწიეს ფუნდამენტური უფლებების
დაცვას, შემოთავაზებულია გენდერული პრივილეგიების დასრულება, რომლებიც
ისტორიულად დამკვიდრდა მხოლოდ კაცისთვის, ფემინისტური მოძრაობა უფრო
აქტიურად იბრძვის, ვიდრე ოდესმე გენდერული ძალადობის ნებისმიერი ფორმის
წინააღმდეგ და ქალთა სოლიდარობა და ერთიანობა წარმოუდგენლად ძლიერია.
3. დაახასიათეთ ლედერიხის ძალაუფლების პირამიდა. რითი განსხვავდება საშუალო დონის
ლიდერი საწყისი და ზედა დონის ლიდერისაგან? მოიყვანეთ მაგალითები
ლედერახის მიერ შემუშავებული პირამიდა გვეუბნნება თუ საზოგადოების რომელი ფენა რას
აკეთებს საზოგადოების თითოეული ფენა მშვიდობის მშენებლობისათვის კონფლიქტის
შემდგომ პერიოდში.
პირამიდიას თავში არის ხელისუფლება, ანუ ხელისუფლებისა და მთავრობის უმაღლესი
დონის ლიდერები და ასევე, ხელისუფლებისა და მთავრობის, ისევე როგორც ოპოზიციის
უმაღლესი ჩინის წარმომადგენლები. მათი ცნობა ძნელი არ არის - ისინი ეს ის ხალხია,
რომლებიც ქვეყანისაში მმართველი ლიდერები არიან დას წარმოადგენენ.
პირამიდის შუა ნაწილში არის საშუალო დონის სხვადასხვა მიმართულების ლიდერები
არიან, რომლებიც მოღვაწეობენ განათლების, ჯანმრთელობის, მრეწველობის, სხვადასხვა
ბიზნესის დარგებში ეს დონე დაკავშირებულია ზედა დონესთან თუმნცა ის მისგან არ
იმართება. ისინი უბრალოდ კონფლიქტის აღმოფხვრაზე მუშაობენ და მათი მიზანი არ არის
პირობითად პოპულარობის მოპოვება საზოგადოებაში
პირამიდის ფუძეში კი არიან საწყისი დონის, ადგილობრივი ლიდერები ასევე
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილთა და სხვადასხვა არაფორმალური
ჯგუფების ლიდერები და სხვა. ეს საფეხური წარმოადგენს საზოგადოების ძირითად და
ყველაზე მრავალრიცხოვან ფენას, რომელსაც საშუალება აქვს, დაინახოს და დააფიქსიროს
ომის შედეგად დაზარალებული ტანჯული ხალხის მდგომარეობა;. ამასთანავე, ამ ფენის
ლიდერებს ადგილობრივი პოლიტიკოსებისათვის საჭირო საწყისი განათლება აქვთ. თუ
გვინდა, რეალურად დავინახოთ კონფლიქტში მყოფი საზოგადოების მდგომარეობა, ეს
სწორედ ამ ფენიდანაა არის შესაძლებელი.
4 აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეექვსე არხი
მეექვსე არხი: აქტივიზმი, ანუ სამშვიდობო საქმიანობა ადვოკატირების დონეზე

• მთავარი ამოცანაა შეხედულებებისა და პოლიტიკის შეცვლა პოლიტიკური აქციების


მეშვეობით;
• ეფუძნება ვარაუდს, რომ მშვიდობის შენარჩუნება შეუძლებელია სოციალური,
პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სამართლებრივი ინტეგრაციის გარეშე;
• მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მას მორალური უფლება აქვს, გამოხატოს პროტესტი
გამოხატოს სახელმწიფოს მიერ გაუაზრებელი, არასწორი პოლიტიკის გატარების
შემთხვევაში.
ბილეთი 9
• აღწერეთ მოლაპარაკების სტილი, მისი ნეგატიური და პოზიტიური მხარეები

მოლაპარაკების ზოგადკულტურული სტილი კონფლიქტის ბუნებიდან გამომდინარეობს. რ.


ფიშერი და ვ. იური გამოყოფენ სამი სახის სტილს: მსუბუქი, მკაცრი (უხეში) და პრიციპული.
სტილი მსუბუქია იმ შემთხვევაში, როცა ერთი მონაწილე გაურბის კონფლიქტს შეთანხმების
მიღწევის სურვილით და ამის გამო მიდის დათმობაზე.
მკაცრი (უხეში)სტილია, როდესაც ერთი მხარე განიხილავს მოლაპარაკებას, როგორც
შეჯიბრს. ამ მხარის პოზიცია მყარია და იგი სასურველ აღწევს, მაგრამ საპასუხოდ ხანდახან
უხეშ ერთიერთდამოკიდებულებას აწყდება ოპონენტისგან.
პრინციპული სტილის გამოყენებისას ორივე მხარე პრობლემის გადაჭრაზეა
ორიენტირებული. ისინი საქმის არსს განიხილავენ და არ ვაჭრობენ იმის თაობა თუ რა უნდა
გააკეთონ. ეს კი ნიშნავს, მოგება ნახონ იქ, სადაც მათი ინტერესები არ ემთხვევა. ასეთ
შემთხვევაში არ იყენებენ მოპარაკების სხვადასხვა ხერხებს და ტაქტიკებს.
ამ კლასიფიკაციაზე დაყრდნობით ა. გოტშალკი აყალიბებს მოლაპარაკების 4 სტილს:
• უხეში - ხასიათდება ძალისმიერი ღონისძიებებით, ძალაზე ორიენტირებით;

• თბილი - ხასიათდება მხარდაჭერით, გაგებით, თანამშრომლობით;

• მიკუთვნებითი - ხასიათდება კონსერვატულობით, შედეგზე ორიენტაციით;

• გამანაწილებელი - ხასიათდება მოქნილობით, კომპრომისებით, ინტეგრაციულობით.

ოთხივე სტილს პოზიტიური და ნეგატიური მხარე გააჩნია. სტილი შეირჩევა იმის მიხედვით,
თუ რა სიატუაციაშია მომლაპარაკებელი. პირველი სტილი შეესატყვისება შეჯიბრს,
კონკურენციას; მეორე - თანამშრომლობას; მესამე - შეგუებას და მეოთხე - კომპრომისს.
2. როგორც სოციალური ინსტიტუტი რისგან შედგება გენდერი; დაახასიათეთ თითოეული
შემადგენელი ნაწილი
????????????????????????????
• რას ეწოდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი? რა დანაშაულებს ეხება ის?
მოიყვანეთ მაგალითები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, იგივე შეიარაღებული კონფლიქტის


სამართალი, მოიცავს იმ წესებს, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს, პირველ
რიგში, იცავს სამოქალაქო მოსახლეობას, ასევე - სამხედრო პირებს, განსაზღვრავს ბრძოლის
ნებადართულ მეთოდებსა და საშუალებებს. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის
ძალით, ომის წესები მოქმედებს ყველა სახელმწიფოს მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ
ჰუმანიტარული სამართალი არის საომარი პერიოდის განმავლობაში მოქმედი ის
მინიმალური სტანდარტები, რომლებიც მიზნად ისახავს შეიარაღებული კონფლიქტის
შედეგებისგან ადამიანების დაცვას მათი სტატუსის (კომბატანტი, სამხედრო ტყვე,
სამოქალაქო პირი) გათვალისწინებით.ს
ანუ ვინ ჩაიდინა ომის დანაშაული ქალების ბავშვებისა და უბრალოდ მშვიდობიანი
მოსახლეობის წინააღმდეგ იგი ებრძვის ბარბაროსობას განსაკუთრებით დაცულები არიან
ფეხმძიმე ქალები და მცირეწლოვანი შვილების დედები
• აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეშვიდე არხი.

მეშვიდე არხი: რელიგია, ანუ სამშვიდობო საქმიანობა რწმენის დონეზე,რელიგიური


ორგანიზაციები

• სულიერი ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ყოველი ცოცხალი არსება


ურთიერთკავშირშია;
• საზოგადოებრივი ქმედებები, თანასწორობა და სამართლიანობა, მიტევება, შერიგება;
• წინასწარმეტყველური ჭეშმარიტება: დააპურო მშიერი, განკურნო ავადმყოფი,
დაეხმარო ღატაკს;
• ადამიანის ცხოვრებაზე სულიერ ღირებულებათა კეთილი გავლენის მაგალითები;
• იმედის გაღვივება;
• ღვთისმსახურება.

ბილეთი 10

1. დაახასიათეთ მოლაპარაკების ტაქტიკა “ბოლო წუთს წინადადების შეთავაზება“;


ჩამოთვალეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
ბოლო წუთის წინადადების შეთავაზება - ამ ტაქტიკას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში. როცა
მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება, ნათელია, რომ ის წარმატებით სრულდება, მაგრამ
ამ დროს ერთი მხარე ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს. ეს ტაქტიკა გათვლილია იმაზე, რომ
ოპონენტი ამ ახალ წინადადებებს ხელს მოაწერს და დათმობებზე წავა, რადგან მოლაპარაკება
თითქმის დამთავრებულია.
2. რა ცვლილებები მოიტანეს საზოგადოების განვითარების კუთხით ქალთა მოძრაობის
ქრონოლოგიის თვალსაზრისით მომხდარმა რევოლუციებმა? მოიყვანეთ მაგალითები
????????????????????????????????????????
• რა განსხვავებაა კონფლიქტის პრევენციასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციას შორის?
მოიყვანეთ მაგალითები

აუცილებელია უნდა აღინიშნოს, რომ ერთი კონფლიქტის მოგვარება ავტომატურად არ


აგვარიდებს თავიდან მომდევნოს. უთანხმოების დარეგულირებისაგან განსხვავებით,
კონფლიქტის მოგვარების მთავარი მიზანი კონკრეტული შემთხვევით არ ამოიწურება.
კონფლიქტის მოგვარების პროცესი ანალიტიკურია და პრობლემის გადაწყვეტაზე
ორიენტირებული, და ეს მიდგომა ჯდება თეორიულ ჩარჩოებში ჯდება. ამგვარად, ამ
მიდგომის მთავარი აქცენტი მხოლოდ კონფლიქტის პრევენციაში (წინასწარ თავიდან
აცილებაში) არ მდგომარეობს – ანუ კონფლიქტის წყაროების იზოლირებასა და მოშორებაში -
იგი, ასევე, კონცენტრირდება კონფლიქტის პრევენციაზე: - ისეთი პირობების განვითარებაზე,
რომლებიც ქმნიან თანამშრომლობით ურთიერთობებს ქმნის. ამ მხრივ კონფლიქტის ამ მხრივ
მოგვარება რადიკალურად განსხვავდება ნებისმიერი დარეგულირების პროცესების
პრაქტიკისაგან: იგიეს დაინტერესებულია პოლიტიკურ ფილოსოფიაზე დაფუძნებული
წინასწარმეტყველებითა და პოლიტიკის ფორმაციით, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ
უნივერსალური ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა წარმოადგენდეს
საზოგადოებების ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
ავიღოთ მაგალითი ავიღოთ სამხრეთ აფრიკის, ფიჯის, შრილანკის, კვიპროსის, ჩრდილოეთ
ირლანდიის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სიტუაციებიდან. სამხრეთ აფრიკაში არსებობს
თეთრკანიანთა უმცირესობა, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ავტონომიის
შენარჩუნებით;, ასევე, სხვა ადგილებშიც უმცირესობები ცდილობენ, მიაღწიონ საკუთარ
განცალკევებულ იდენტურობას მიაღწიონ. სამხრეთ აფრიკაში საარჩევნო ფორმულა – ერთი
ხმა ერთ კაცზე - ჩააყენებდა უმცირესობებს იგივე მდგომარეობაში ჩააყენებდა, როგორშიც
იმყოფებიან ის დანარჩენი უმცირესობები არიან, რომლებიც ცდილობენ გამოყოფას
ცდილობენ. მაშინ რატომ დავუჭიროთ მხარი „ერთი ხმა - ერთ კაცზე“ საარჩევნო ფორმულას
სამხრეთ აფრიკაში შეცვლილი კონსტიტუციური ფორმის ნაცვლად, რომელიც
უმცირესობათა მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებდა?
იგიგე ტიპის დასკვნები, შეიძლება, მივუყენოთ ყველა საზოგადოებრივ დონეზე
გავრცელდესს. ძველბიჭურ - ქუჩური ჯგუფების წევრთაების გამოკვლევა გვიაჩვენებს, რომ
ამ ჯგუფების წევრები არიან ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან ურთიერთოებებს
და გამწარებულნი თავდაუზოგავად ეძებენ ამ ურთიერთობებს ყველგან, სადაც შეუძლიათ.
ისეთი სოციოლოგების შრომა, როგორებიც არიან ბოქსი (1971) და საიტსი (1971) არიან,
ცხადჰყოფს,გვაჩვენებს, რომ კანონსაწინააღმდეგო და დაუფარავად ანტი - სოციალური
საქციელი, ხშირად, თუ არა, ყოველთვის, გამოაშკარავდება ალტერნატივების არარსებობის
შემთხვევაში.
კონფლიქტის ტრანსფორმაცია თავისი არსით განსხვავდება სხვა მიდგომებისაგან,
ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს,რომ კონფლიქტები ორ მხარეს შორის აღიწეროს
როგორც პროცესი, რომელიც უნდა გადაიზარდოს არაძალადობრივ ქმედებებში. ასეთ
შემთხვევებში აქცენტი მხარეთა საჭიროებებზე კეთდება. ამგვარად, კონფლიქტის
ტრანსფორმაციის ძირითადი მიზანია ძალადობრივ და დამანგრეველ კონფლიქტს
შეეცვალოს მიმართულება, რათა ის კონსტრუქციულ ძალად იქცეს. ასეთ პროცესს
მივყავართ სოციალურ ცვლილებებამდე, კონფლიქტის თანდათანობით ჩაქრობამდე ან
უკიდურეს შემთხვევაში კონფლიქტის შეზღუდვამდე და იმ მიზეზების შემცირებამდე,
რომელმაც დაძაბულობა გამოიწვია. ამ პროცესის შედეგად მიღწეული მშვიდობა
მოსალოდნელია, რომ მდგრადი იქნება.
კონფლიქტის კონსტრუქციული გზით ტრანსფორმაცია ხანგრძლივი პროცესია,
რომლისთვისაც სხვადასხვა სახის დახმარებები გამოიყენება; მაგალითად
სემინარების, ტრენინგების ჩატარება, კონფლიქტში ჩართულ მხარეთა შორის.
არსებობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის სხვადასხვა საშუალებები. ყველაზე ხშირია
მესამე მხარის ჩარევა. საერთოდ, ჩარევა (ინტერვენცია) – რომ კონფლიქტი
მშვიდობიან ურითერთობაში გადაიზარდოს კონფლიქტის დაძაბულობის ყოველ
დონეზე ხორციელდება. მშვიდობიანი, არასამხედრო ჩარევა, რომელიც მიმართულია
კონფლიქტების ტრანსფორმაციისაკენ გულისხმობს სხვადასხვა მიდგომებში იმის
გარკვევას, თუ სად რა არის საჭირო.
მნიშვნელოვანია წინასწარი ჩარევა მოხდეს, იქამდე სანამ კონფლიქტი ლატენტურ
სტადიაშია. ასეთ შემთხვევაში შეისწავლება, თუ რა კონფლიქტურ სიტუაციასთან
გვაქვს საქმე, დაისახება გზები კონფლიქტის მოსაგვარებლად. კონფლიქტი
თავიდანვე არაძალობრივად რომ წარიმართოს, საჭიროა მასში კონფლიქტის
საკითხებზე მომუშავე ორგანოები ჩაერიოს.
• აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მერვე არხი. მოიყვანეთ მაგალითები

მერვე არხი: დაფინანსება, ანუ სამშვიდობო საქმიანობა ფულადი სახსრებით


უზრუნველყოფის დონეზე

• ამ არხს საფუძველს უქმნის ფინანსური წრეები – საქველმოქმედო


ორგანიზაციები და ფილანტროპები, რომლებიც სხვა არხების საქმიანობისასთან
ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

ბილეთი 11

• დაახასიათეთ როგორია შეგუების სტრატეგია; რა შემთხვევებში გამოიყენება ის? (10


ქულა)

შეგუება - i.e. დათმობა. ამ შემთხვევაში მიზანზე ორიენტაცია ნაკლებია, ხოლო


ურთიერთობაზე ორიენტაცია მაქსიმუმს აღწევს. ერთი მხარე კოოპერირების შესანარ-
ჩუნებლად თმობს თავის ინტერესებს, რათა მეორე მხარის კეთილგანწყობა
შეინარჩუნოს.
2. რა განსხვავებაა და რა მსგავსება ინტერესთა და ღირებულებით კონფლიქტებს
შორის? მოიყვანეთ მაგალითები

ინტერესთა კონფლიქტი - ინტერესთა კონფლიქტი ძირითადად დაკავშირებულია


მოთხოვნილებებთან და ქცევასთან. მოთხოვნილებებში რეალური ან მოჩვენებითი
შეუსატყვისობა წარმოშობს კონკურენციას, რომლის შედეგი უმეტესად ნეგატიურია.
ინტერესები უკავშირდება მატერიალურ, ფსიქოლოგიურ და პროცედურულ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ინტერესთა კონფლიქტი ვლინდება ქცევაში, იმ
სახის მოქმედებაში, როცა იგნორირებულია მეორე მხარის მოთხოვნილება.

ღირებულებათა კონფლიქტი - ღირებულება წარმოადგენს საზომს, რომლის საშულებით


მოვლენების მიმართ გარკვეული სახის დამოკიდებულებები ვლინდება. მისი სისტემა
სიმტკიცით გამოირჩევა და უმეტეს შემთხვევაში გარკვეული ჯგუფის ან პიროვნების
ქცევას განსაზღვრავს. ღირებულებათა დაპირისპირების დროს გამოჩენილმა
წინააღმდეგობამ შესაძლოა უკიდურესობამდე დაძაბულობა შექმნას. ასეთი სახის
კონფლიქტის დარეგულირება მხარეთა მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც
ხშირად წარუმატებლად მთავრდება.

3. დაახასიათეთ კონფლიქტის დესტრუქციული ფუნქცია, მოიყვანეთ


მაგალითები (10 ქულა)

დესტრუქციული კონფლიქტი სოციალური სისტემების სხვადასხვა დონეზე იჩენს


თავს - სადაც კონფლიქტი კავშირშია ძალადობრივ მეთოდებთან. ასეთ შემთხვევეაში
მსხვერპლი და მატერიალური ზიანი უფრო დიდია. ამ დროს სოციალურ სისტემაში
დესტაბილიზაციაა და კონფლიქტი აფერხებს სისტემის განვითარებას (ეკონომიკურს,
პოლიტიკურს, მორალურს და სხვ.)

4. აღწერეთ მრავალარხიანი დიპლომატიის მეცხრე არხი. მოიყვანეთ მაგალითები


(10 ქულა)

მეცხრე არხი: სამშვიდობო საქმიანობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დონეზე


• განმსაზღვრელია საზოგადოებრივი აზრი: რა ფორმით აწვდიან მასობრივი
ინფორმაციის საშუალებები ინფორმაციასათა მიერ რა ფორმით ხდება (ბეჭდვითი სიტყვა,
ფილმები, ვიდეო, რადიო, ელექტრონული სისტემები, გამოყენებითი ხელოვნება)
ინფორმაციის მიწოდება.
ბილეთი 12

• განმარტეთ, რას გულისხმობს არასანქციონირებული მოლაპარაკება.


მოიყვანეთ მაგალითები
არასანქცინირებული მოლაპარაკების ერთ-ერთი სახეა – შეთანხმებითი მოლაპარაკება. ასეთი
შეთანხმება მართალია მოლაპარაკების მაგიდასთან მიმდინარეობს, მაგრამ მას წინ უძღვის
კონფიდენციალური შეხვედრები, სადაც მხარეების ხელმძღვანელობა სადავო საკითხებზე
წინასწარ თანხმდება, ხოლო შემდგომ მოლაპარაკების პროცესი ფორმალურად ტარდება.
ასეთი მოლაპარაკების შედეგი წინასწარვეა ცნობილი.
• აღწერეთ კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები. მოიყვანეთ მაგალითები (10 ქულა)

კონფლიქტის წარმოშობის შემდეგი მიზეზები შეიძლება არსებობდეს:


1. საზოგადოებაში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც კონფლიქტის პირობა და მიზეზია.
აქ ყურადღება ექცევა გამომწვევ ძალას. ამ მიდგომის ფარგლებში ზოგადად იკვლევენ, თუ
საიდან და რა მიზეზებით წარმოიშვა ეს კონფლიქტი.
2. მეორე მიდგომა ეხება ფაქტების დადგენას და მასზე დაყრდნობით მიზეზების გამოყოფას.
აქ ყურადღება ექცევა ადამიანების ქცევას და ფსიქოლოგიურ საწყისებს.
3. მესამე მიდგომაში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია კონფლიქტის წარმოშობის
ისეთ მიზეზებზე, როგორიცაა პოზიციები, ინტერესები, მოთხოვნები. კონფლიქტის
წარმოშობის მიზეზების განხილვისას ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით მესამე მიდგომას.
კონფლიქტის წყარო ხშირად რაიმე ამბავი ან მოვლენაა, თუმცა შესაძლოა მისი ესკალაციის
ძირითადი მიზეზი სხვა რამე იყოს. ინტერესებში გასვლა არის კონფლიქტის ძირითადი
საფუძველი. რაიმე მოვლენა მხოლოდ მაშინ ხდება კონფლიქტის მიზეზი, როცა ის მხარეთა
მოთხოვნილებას ასახავს.
3. დაახასიათეთ რა განსხვავებაა განრიდებისა და თანამშრომლობის სტრატეგიას
შორის? მოიყვანეთ მაგალითები

განრიდება - ამ სტრატეგიას ასევე პრობლემისგან გაქცევის სტრატეგია ეწოდება. ერთი


მხარე მოქმედებას იქითკენ წარმართავს, რომ გამოვიდეს კონფლიქტური
სიტუაციიდან. ეს პროცესი უმეტესად აღიწერება, როგორც იზოლაცია,
თვითგანადგურება („სირაქლემის პოლიტიკა“). ეს სტრატეგია გამოიყენება იმ
შემთხვევაში, როცა საქმე ეხება მაღალი დონის ესკალაციას ან მაშინ, როცა მხარეები არ
საჭიროებენ კონფლიქტში ჩაბმას. არის შემთხვევები, როცა კონფლიქტის შედეგი
მნიშვნელოვანია მხარისათვის, მაგრამ თავს არიდებს იმის გამო, რომ „სახე არ
დაკარგონ“; მაშინ, როცა დარწმუნებულები არიან, რომ კონფლიქტს ვერ დასძლევენ.

თანამშრომლობა - ამ სტრატეგიას ასევე ინტეგრირებულს უწოდებენ. ასეთ დროს


ყურადღება ექცევა მიზნებს და კოოპერირებას. მხარეები მოლაპარაკების საფუძველზე
გადაწყვეტილებებზე თანხმდებიან, რომელიც ორივე მონაწილეს დააკმაყოფილებს. ამ
სტრატეგიის მთავარი კომპონენტია ის, რომ ყველა მხარე თავისი სურვილით არის
ჩართული კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ხშირად ასეთი კონფლიქტი დებატებს
ემსგავსება, გამოყოფენ საერთო ინტერესებს და ყურადღება ექცევა კონფლიქტის
საფუძველს. მხარეები მიდიან კონსენსუსამდე.
4. ქმნის კონფლიქტის აცილება/მოგვარება ადამიანის უფლებების დაცვის
გარანტიას? დაასაბუთეთ პასუხი და მოიყვანეთ მაგალითები

????????????????????????????????????

ბილეთი 13

• ჩამოთვალეთ ფასილიტაციის სახეები და მიზნები, აღწერეთ ფასილიტაციის


პროცესი. მოიყვანეთ მაგალითები

ფასილიტაციის პროცესი მოლაპარაკების და შუამავლობის მსგავსია. ის ეხება


მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას, სადაც ძირითადი ყურადღება ინფორმაციის
გაცვლასა და გადაწყვეტილებების ვარიანტის შემუშავებას ექცევა: ამ პროცესის
წამყვანი (ფასილიტატორი) ხელს უწყობს შეხვედრების გამართვას, სადაც მესამე
მხარედ მონაწილეობს, წარმართავს შეკრებას და მიუკერძოებელი პოზიცია უკავია.
მხარეები კონფლიქტის არსებობისას ძირითადად სადავო საკითხზე საუბრობენ,
ხოლო ურთიერთობის პროცესს ყურაღებას არ აქცევენ. როდესაც მესამე მხარე
მიუკერძოებულია და მიღებული მხარეთა მიერ, მაშინ კონფლიქტიც
კონსტრუქციულად შეიძლება გადაიჭრას.
მოლაპარაკებაში ჩართულ პირთა თანაბარი პოზიციების შექმნას ხელს უწყობს
ფასილიტატორი. პროცესსაც სწორედ ის წარმართავს. ის უნდა იყოს პროფესიონალი
და მიეხმაროს შეხვედრის მონაწილეებს დღის წესრიგის შემუშავებაში, შესთავაზოს
პროცედურები და წარმართოს შეხვედრა, შეეცადოს, რომ მხარეებს დავის
გადასაწყვეტად დრო არ დაეხარჯოთ პროცედურულ საკითხებზე და
გააკონტროლოს, რომ შეხვედრამ არ გადაუხვიოს ძირითად საკითხს.
ფასილიტატორი მონაწილეებთან ურთიერთობაში ქმნის ნდობის ატმოსფეროს,
იყენებს კომუნიკაციის ეფექტურ ხერხებს (აქტიურ მოსმენას), ჩართავს ყოველ წევრს
პროცესში და ამით ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნას.
ფასილიტატორი ხელს უწყობს:
• შეხვედრის გეგმის შემუშავებას;
• საკითხზე ფოკუსირებას;
• მონაწილეთა შორის კომუნიკაციის ეფექტურ წარმართვას;
• მხარეთა ემოციების გამოხატვის ინტენსიობის შემცირებას;
• პრობლემის კონსტრუქციული ფორმით ჩამოყალიბებას;
• პროცედურების გამოყენებას, რათა ადვილად მოგვარდეს პრობლემები;
• პრობლემის გადაჭრის პროცედურის ეტაპების თანმიმდევრულ
განხორციელებას;
• კონსენსუსის მიღწევას.
ფასილიტატორს არ აქვს უფლება რომელიმე მხარე გააკრიტიკოს ან მხარი დაუჭიროს.
2. აღწერეთ პოზიტიური და ნეგატიური მშვიდობა. მოიყვანეთ მაგალითები

• „ნეგატიური მშვიდობა“ განიხილება, როგორც მშვიდობა, რომლის დროსაც არ არის


პირდაპირი ძალადობა (კონფლიქტი, ომი), მაგრამ არის არაპირდაპირი ძალადობა -
სტრუქტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა, რაც ადამიანის
უფლებებს არღვევს, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არც კონფლიქტია და არც ომი.
• „პოზიტიური მშვიდობა“ განიხილება, როგორც მშვიდობა, რომლის დროსაც არ არის
არაპირდაპირი (სტრუქტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა) და
არც პირდაპირი ძალადობა. „პოზიტიური მშვიდობა“ მოიცავს ქვეყნის ყველა
მოქალაქისათვის სხვადასხვა სფეროში თანასწორუფლებიანობას.
• რა განსხვავებაა გენდერულ იდენტობასა და გენდერულ როლებს შორის? მოიყვანეთ
მაგალითები

გენდერული იდენტობა უკავშრდება ადამიანის ფუნდამენტურ შეგრძნებებს, როც აადამიანი


გრძნობს თავის თავს ახლოს და წარმომადგენლად რომელიმე გენდერის მიმართ. ხოლო
გენდერული როლებისთვის დამახასიათებელია იერარქიულობა და არა თანასწორობა.
გენდერული როლები შეიძლება იყოს მასკულინური და ფემინური. და იგი სოციალუ-
კულტურული ნორმაბით განპირობებულ ქცევებს გულისხმობს. ბევრი ადამიანი მიიჩნევს,
რომ გენდერული როლი ემყარება ქალისა და მამაკაცის ფუნდამენტალურ ბიოლოგიურ
საწყოსებს.

4. აღწერეთ სქესის ფილოსოფიური თეორიები (10 ქულა)


ფალოგოცენტრიზმი სადაც ნათქვამია რომ კაცს მიეკუთვნება გონი(ანუ სულიერება
შემეცნნება რაციონალურობა და ა.შ) ხოლო ქალს სხეული(არაცნობიერება სენსიტიურობა
ირაციონალურობა და ა.შ)შესაბამისად ფალოგოცენტრიზმი გონს მამაკაცის სასქესო ორგანოს
უკავშირებს.

ანტიკურ ფილოსოფიაში პატრიარქალური ფილოსოფიური ტრადიციების საფუძვლები


ათენის სკოლიდან (ჩვ. წ-მდე V - IV სს, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე) მოდის. მათ
ფილოსოფიაში აზროვნება (გონი)აცურ საწყისთან ასოცირდება, რომელიც უმაღლესი
სრულყოფილებაა არამარტო ადამიანის სუბიექტურობის სტრუქტურაში, არამედ მთლიანად
სამყაროსი: უმაღლესი გონი გაიგივებულია უმაღლეს შემოქმედთან და უმაღლეს
მშვენიერებასთან.
დასავლეთის ფილოსოფიაში გაბატონებული დუალისტური პარადიგმები პლატონის
ფილოსოფიიდან მოდის: იდეა, სული და მატერია, სული და სხეული, რაციონალური და
ემოციური. პლატონის ფილოსოფია დიდი ქალთმოძულეობით გამოირჩეოდა. იგი ქალურ
საწყისს გონის საფრთხედ თვლიდა სამართლიანი სახელმწიფოს შემოღების საქმეში. ის
მოითხოვდა ქალთა დეპრივატიზაციას, კერძო სახლებიდან მათ გამოდევნას, საერთო
ცოლების ინსტიტუტის შექმნას, რითაც ის მმართველების მესაკუთრულ ინტერესებს
ქალების გავლენისგან იცავდა.
ქალურ საწყისს არისტოტელეს ფილოსოფიაშიც აქვს თავისი ფუნქცია. ქალი რაციონალური
(კაცური) საწყისის კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ქალის დანიშნულებაა
მოემსახუროს კაცს, სარგებლობა მოუტანოს ოჯახსა და სახელმწიფოს. იგი გამოყოფს ქალურ
სფეროს, საოჯახო მეურნეობას, სადაც ქალს კაცთან ბუნებრივი უთანასწორობისა და
არასრულფასოვნების კონტექსტში განიხილავს.
თუ ანტიკურმა ფილოსოფიამ კულტურული სიმბოლოების: რაციონალურისა და
ბუნებრივის, მასკულინურისა და ფემინურის დიფერენციაცია მოახდინა, შუა საუკუნეების
ფილოსოფიამ ეს იდეები კიდევ უფრო გაამძაფრა. შემდგომ ეპოქებში ქალური საწყისის –
ხორციელის, ბუნებრივის - დათრგუნვა სისტემაწარმომქმნელი პრინციპი გახდა
ფილოსოფიურ აზროვნებაში.
შუა საუკუნეებში პატრიარქალური ფილოსოფია ტრადიციულად ძლიერდება, რადგან
დიქოტომიურ ოპოზიციაში სული-სხეული, სულის პოზიცია ქრისტიანობის
გავრცელებასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა (ამ პერიოდშია აღსანიშნავი „კუდიანებზე
ნადირობა“ და მრავალი სხვა დისკრიმინაციული აქტი ქალის მიმართ).
ინტელექტუალური და საზოგადოებრივი მიზოგინიის პრინციპები პირველად ეჭვის ქვეშ
განმანათლებლობის ეპოქაში დადგა.
XVIII საუკუნეში განათლებისკენ სწრაფვა კულტურული პროცესის დომინანტად იქცა, რამაც
„ძმობის, ერთობის და თავისუფლების“ იდეა წარმოშვა. განსაკუთრებული ინტერესი
განათლებისადმი ქალებსაც გაუჩნდათ.
ვოლტერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალთა განათლებას და აღნიშნავდა, რომ ქალს, ისე
როგორც კაცს, ღირსეული არჩევანის გაკეთება შეუძლია და მას ხელი არ უნდა შევუშალოთ
ბუნებრივი ნიჭის გამოვლენაში. დიდროს აზრით კი აუცილებელი იყო ქალის
დამამცირებელი კანონებისა და წეს-ჩვეულებების შეცვლა. მონტესკიე აღნიშნავდა, რომ
ქალმა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
როგორც ჰელვეციუსი ამბობდა, სამოქალაქო საქმეებში ქალის გაუნათლებლობა მისი
აღზრდის ნაკლია. განმანათლებლებმა კი სააშკარაოზე გამოიტანეს „მითი“ ქალზე, როგორც
მეორე ხარისხოვან არსებაზე, მაგრამ მის მოქალაქეობრივ სტატუსზე მაინც არაფერი თქვეს.
მათ არ აღიარეს ქალი ისტორიის სუბიექტად. საკითხის ასე გაშუქებაში მნიშვნელოვანი
როლი ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომებმა შეასრულა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ქალის ბუნება
განსხვავდება კაცისგან, განსხვავდება მათი ზნეობრიობის პრინციპებიც. ქალისთვის თავის
ღირსებაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის საყოველთაო შეხედულება მასზე და
საზოგადოების თვალსაზრისი. აქედან გამომდინარე, გოგოს ბიჭისაგან განსხვავებული
აღზრდის სისტემა სჭირდება.
რუსო განსაკუთრებით აკრიტიკებდა ფეოდალურ-წოდებრივ ქორწინებას, რომელსაც
„ფინანსურ გარიგებას” უფრო ამსგავსებდა.
არასრულყოფილი ანალიზის მიუხედავად, პირველად განმანათლებლებმა აღიარეს ქალთა
ინდივიდუალობა და უფლებები. XVIII საუკუნის მეორე ნახევარი (საფრანგეთის
ბურჟუაზიული რევოლუცია და მისი წინაპერიოდი) თვით ქალთა აქტიურობითაც
ხასიათდება. ქალები აარსებდნენ სალონებს, სადაც საზოგადოებას არა მარტო მოდას, არამედ
იდეებსაც კარნახობდნენ; დაარსდა უამრავი ქალთა გაზეთი და ჟურნალი, რომლებშიც
სტატიები იბეჭდებოდა ერთობაზე, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და ადამიანურ
ბედნიერებაზე. საფრანგეთის რევოლუციის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ქალი
გათვალისწინებული არ იყო, რამაც ფემინიზმის წარმოშობა განაპირობა. პირველ
ფემინისტებად ფრანგი ოლიმპია დე გუჟი, ინგლისელი მერი უოლსტონკრაფტი და
ამერიკელი მერი ადამსი ითვლებიან.
ქალთა უფლებების დაცვასა და ემანსიპაციაზე ჩამოყალიბებული აზრი ერთ-ერთმა
პირველმა გამოთქვა ქალმა, მერი უოლსტონკრაფტმა (1759-1797 წწ). თავის წიგნში „ქალთა
უფლებების დაცვა“ (1792 წ.) იგი ინგლისელი ფილოსოფოსის ჯ. ლოკის თეორიას
ეყრდნობოდა, რომლის ძირითადი იდეა სრულფასოვან მოქალაქეთათვის თანასწორი
უფლებების მინიჭებაში მდგომარეობდა. სრულფასოვნად ითვლებოდა ყველა ის კერძო
საკუთრების მქონე პიროვნება, ვინც აზროვნებდა ე.ი. რაციონალური სუბიექტი იყო. მერი
უოლსტონკრაფტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ფილოსოფიურ თეზისს ქალის, როგორც
რაციონალური სუბიექტის, აღიარების შესახებ. იგი ცნობდა იმ ფაქტს, რომ ქალთა
უმრავლესობა მომზადებული არ იყო საზოგადოებრივ სფეროში მოქმედებისთვის, მაგრამ
ამას იმით კი არ ხსნიდა, რომ გრძნობა სჭარბობდა გონებას (როგორც ამტკიცებდა რუსო), ან,
რომ ქალი გონებრივად ჩამორჩენილია (რასაც შემდგომში კანტიც ეთანხმებოდა), არამედ
განათლებისა და აღზრდის სისტემის შეზღუდულობით, რაც ქალთა სამოქალაქო
უფლებების შეზღუდვით იყო განპირობებული.
გერმანული კლასიკური ფილოსოფოსების (ჰეგელი, კანტი) დამოკიდებულება ფემინურობის
საკითხისადმი, განმანათლებლების მსგავსად, ორგვაროვანია. თეორიული ცოდნის
წანამძღვრები, მათი ობიექტურობის სტანდარტები შემდეგია: რაციონალურობა,
უნივერსალურობა, იმპერსონალურობა მასკულინურთან ასოცირდება და, შესაბამისად,
ისინი მოითხოვენ გამოირიცხოს ქალთან ასოცირებული ირაციონალური, ბუნებრივი,
ხორციელი. ამასთანავე, კანტი შემეცნების პროცესში უპირატესობას ანიჭებს კაცური
სუბიექტის ინტელექტუალურ თავისებურებებს და ქალს, როგორც სუბიექტს,
პრივილიგირებული ფილოსოფიური შემეცნების სფეროსთან არ უშვებს. მისი აზრით, ქალი
დაბალი მორალური ღირსების მქონე არსებაა.
ჰეგელი ქალს საზოგადოების წევრად არ მიიჩნევს. ის თვლის, რომ ქალის სამყაროა ოჯახი...
რადგან ქალები მოქალაქეები არ არიან, ესაა მათი, „ქვედა სამყარო“. კაცებს მოქმედებისთვის
აქვთ თავიანთი სფერო, სადაც ისინი „უნივერსალურისა“ და „ეთიკურისათვის” მუშაობენ.
ოჯახისთვის კაცები თავიანთ ეთიკურ ცხოვრებას სწირავენ. ქალები განსხვავდებიან
კაცებისაგან, როგორც მცენარეები ცხოველებისგან. პრინციპი, რომელიც მათ განვითარებას
განაპირობებს, ესაა გრძნობა და არა უნივერსალურობის გაგება, ამიტომ ფემინურობა
სამოქალაქო საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მეორე მხრივ, კი ქალთა სამყაროს
არსებობა აუცილებელია, რადგან იგი ხელს უწყობს კაცებს თვითშეგნების მქონე ეთიკურ
არსებებად განვითარებაში.
მარქსისტულმა ფილოსოფიამ დასავლური ფილოსოფიის ტრადიციები უარყო მატერიის,
როგორც პასიური სუბსტანციის შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, ყოფიერება განსაზღვრავს
ცნობიერებას, ე.ი. ფემინურობის პრიორიტეტი კულტურაში მარქსიზმიდან მოდის. თუმცა
მარქსისტებს საზოგადოების გენდერული დიფერენციაციის არა კულტურულ - სიმბოლური,
არამედ, სოციალური ასპექტები აინტერესებდათ. ფემინურობის მეორადობასა და მის შედეგს
- ქალთა დისკრიმინაციას საზოგადოებაში, ისინი კლასობრივი სტრატიფიკაციით ხსნიდნენ.

You might also like