ტორნადოების ხეივანი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ტორნადოების ხეივანი

თეკლა თანდაშვილი
რა ვიცით და რა არ ვიცით ტორნადოების ხეივნის შესახებ?ტორნადო, ერთი
შეხედვით, ძაბრს ჰგავს,დედამიწის ზედაპირს რომ უახლოვდება, ვიწრო პირი
აქვს, ხოლო ცისკენ ის უფრო დიდდება და ფართოვდება. ამ ვიწრო პირით
ტორნადო დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს, რაც კი გზად
შეხვდება.ტერმინი „ტორნადოების ხეივანი“
არც გეოგრაფიული და, მითუმეტეს, არც
მეტეოროლიგიურია, ის მედიამ დაამკვიდრა.
ტორნადო ფიქსირდება ყველა კონტინენტზე,
ანტარქტიდის გარდა. ყველაზე ძლიერი
ტორნადოები აშშ-ს ტერიტორიაზე გვხვდება,
მათი რაოდენობა აქ ყოველწლიურად 1000
აღწევს.ტორნადოს მოქმედება ძლიერია
გაშლილ ადგილებში, სადაც არ გვხვდება
ბუნებრივი ბარიერები (მთები). მისი
წარმოქმნის მექანიზმი სრულყოფილად არ
არის შესწავლილი. ასე რომ, მისი
პროგნოზირება ძალზე რთულია. ტორნადოს ჩამოყალიბებას წინ უძღვის ე.წ.
ტორნადოს „წარმომქმნელი“ ჭექა-ქუხილი. ტორნადოს წარმომქმნელი ჭექა-
ქუხილის ადგილები, თავის მხრივ, ჰაერის სხვადასხვა ტიპის ნაკადების
ურთიერთქმედებით ჩნდება -
ატმოსფეროს ზედა ნაწილის ცივი და
უფრო ქვედა ფენების თბილი და ტენიანი
ჰაერის შეხვედრის შედაგად. ჰაერის
ორი მასა ერთმანეთში არ ირევა, თუმცა
ერთი მეორეს ეხვევა გარს და ძალიან
ძლიერ ქარს ქმნის. ინტენსიურად
მბრუნავი ჭექა-ქუხილის ღრუბლები
ჰაერის მბრუნავ სვეტს წარმოქმნიან და
თუ ეს სვეტი დედამიწას შეეხება, ჩნდება
ტორნადო, რომლის სინონიმი ჩვენთან ქარბორბალაა. რატომ ჩნდება ისინი
აშშ-ში ხშირად? ისინი გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე ჩნდება, თუმცა,
შეიძლება, წელიწადის ნებისმიერ დროსაც ჩამოყალიბდეს - ჩრდილოეთ
პოლუსიდან წამოსული ცივი არქტიკული ჰაერის მასებისა და მექსიკის
ყურიდან წამოსული ტროპიკული ჰაერის ნაკადის შეხვედრის შედეგად. ამ
დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატწარმომქნელ ისეთ
ფაქტორებს, როგორიცაა ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი (რელიეფი),
გეოგრაფიული განედი (კლიმატური სარტყლები), ტემპერატურა, რასაც
ემატება განსხვავებული ტენიანობისა და წნევის მაჩვენებლელი. ამერიკის
შეერთებულ შტატებში
კლიმატწარმომქნელი ერთ-ერთი
უმთავრესი ფაქტორი რელიეფია.
ცენტრალური ნაწილი მთლიანად
დაბლობებს უკავია, დასავლეთით
და აღმოსავლეთით კი
მთებია.საინტერესოა, როგორ
ჩნდება ტორნადო და რა იწვევს მის
ასეთ სიძლიერეს.თურმე ტორნადო
ღრუბლების შეჯახების შედეგად
ჩნდება.ამ დროს წარმოიქმნება
დიდი ძალა. მაშინაც კი, როდესაც ტორნადო დედამიწაზე გამოჩნდება, ეს
ძალა ისევ აქვს და სწორედ ამის გამოა, რომ ყველაფრის შესრუტვა
შეუძლია.მას შემდეგ, რაც ქარბორბალა მიწას შეეხება, შესაძლოა, რამდენიმე
წამიდან რამდენიმე საათის განმავლობაში „იცოცხლოს“. ანადგურებს
სახლებსა და ინფრასტრუქტურას-ხიდებს, გზებს, აიტაცებს მატარებლებს,
მანქანებს, ფესვიანად ამოძირკვავს ხეებს და მდინარეების კალაპოტიდან
ამოიღებს მთელ წყალს. ტორნადოს მიერ დაზარალებულ ადამიანთა უმეტესი
ნაწილი მფრინავი ნამსხვრევებით - სახურავის ნაწილებით, გატეხილი მინით,
კარებით, მეტალის მასალით არის დაშავებული. ისინი მნიშვნელოვან ზიანს
აყენებენ მოსახლეობას და დამანგრეველი ეფექტით წყალდიდობებსა და
მიწისძვრებს ედრება. ტორნადოების შედეგად ნადგურდება მინდვრები,
ზიანდება საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები, იღუპებიან
ცხოველები. პროგნოზირების გაუმჯობესებისა და გამაფრთხილებელი
სისტემების გამოყენებამდე, შეერთებულ შტატებში, წელიწადში, საშუალოდ
გარდაცვლილთა რიცხვი
ბევრად მეტი იყო.
ტორნადოები შეიძლება
სასიკვდილო იყოს, თუმცა
არსებობს ნაბიჯები,
რომელთა გადადგმით
მოსალოდნელი დაზიანების
რისკი მცირდება.
გახსოვდეთ, რომ
მიუხედავად იმისა, რომ
ტორნადოები, უმეტესად,
გარკვეულ ადგილებში
ვრცელდება, ისინი,
შეიძლება, მოულოდნელად ბევრ სხვა ადგილას გამოჩნდნენ.ამიტომ
მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი:
➔ საკვების, წყლის, მედიკამენტების, ბატარეების, ფანრების,
მნიშვნელოვანი დოკუმენტების, საგზაო რუკებისა და საწვავის
მომარაგება;
➔ მოერიდეთ ავტომობილებსა და მობილურ სახლებს, რომლებიც
თითქმის არ იცავენ ტორნადოებისგან. ერთადერთი უსაფრთხო
ადგილი ტორნადოს დროს ძლიერი მიწისქვეშა თავშესაფარია;
➔ მეორე უსაფრთხო ადგილი გახლავთ სარდაფი. ტორნადოს დროს
დაზიანებები, უმეტესად, გამოწვეულია მფრინავი საგნებისგან,
როგორიცაა: ავეჯი, მინის
ჭურჭელი. თუ შენობას
სარდაფი არ აქვს, მაშინ შიდა
ოთახით, კორიდორით, ან
სახლის ყველაზე
ცენტრალური ადგილით
ისარგებლეთ. შეძვერით
ავეჯის ქვეშ ან ზემოდან
ლეიბები დაიფარეთ. წინათ
ადამიანები თვლიდნენ, რომ
ტორნადოს დროს სახლი
„ფეთქდებოდა“, ამიტომ ფანჯრები ღია მდგომარეობაში უნდა
ყოფილიყო, რათა ჰაერის წნევა გათანაბრებულიყო სახლის შიგნით და
გარეთ. თუმცა ღია ფანჯრები ნამდვილად არ არის რეკომენდებული;
➔ იმის გამო, რომ ტორნადოზე სრული ინფორმაცია არ არსებობს,
შესაბამისად, თავდაცვის მექანიზმებიც არასრულყოფილია.

და მაინც, რა ვიცით მის შესახებ, როგორია დასკვნები ტორნადოს გამომწვევ


მიზეზებთან დაკავშირებით და შეგვიძლია თუ არა პრევენციული
ღონისძიებების გატარება? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად
პერმანენტულად მიმდინარეობს კვლევები.

You might also like