Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

1.

მოკლევდიანი ვალდებულებები იყოფა:

ა) ფაქტიურ, შეფასებით და პირობით ვალდებულებად

. ვალდებულება არის მიმდინარე პერიოდის მოვალეობა წარმოქმნილი წარსულში


მომხდარი სამეურნეო ოპერაციების შედეგად, რაც მოითხოვს ფირმის ეკონომიკურ
სარგებელში განივთებული რესურსების ფირმიდან გასვლას. ე. ი. ვალდებულება
არის სავაჭრო, სასესხო და საგადასახადო ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი
ვალი, რომელიც მომავალში უნდა დაიფაროს.

ფაქტიური ვალდებულება წარმოიქმნება კონტრაქტების ან კანონმდებლობის


საფუძველზე და მათი გამოანგარიშება შეიძლება აბსოლუტური სიზუსტით -
ვალდებულება მოწოდებით და მომსახურებით, დარიცხული ხელფასი ,
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, მიღებული ავანსები ,
გრძელვადიანი სესხის მიმდინარე ნაწილი, გასანაღდებელი თამასუქები და
დივიდენდები.

შეფასებითი ანუ მოსალოდნელი ვალდებულება არის ისეთი ვალდებულება,


რომლის ზუსტი თანხის გამოთვლა შეუძლებელია ფინანსური ანგარიშგების
შედგენამდე-მოგებისა და ქონების გადასახადი, საგარანტიო ვალდებულება და
სხვ.

პირობითი ვალდებულება სტანდარტის შესაბამისად არის ვალდებულება,


რომელსაც ფირმა ვალდებულებად არ აღიარებს. ასეთი სახის ვალდებულებების
წარმოქმნის საფუძველი ხშირ შემთხვევაში არის სასამართლო სარჩელი ,
რომელიც აღიძვრება ფირმის წინააღმდეგ ამა თუ იმ გარიგების შესრულების
შემდეგ. ინფორმაცია პირობითი ვალდებულებების შესახებ ასახვას პოულობს
ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშნვნებში

2.. ფულის გადახდით, სხვა აქტივების გადაცემით, მომსახურების გაწევით, ერთი


ვალდებულების მეორეთი შეცვლით და სხვა
5.

6. გ) ფულად და არაფულად აქტივებზე, ხელმოწერით, უფასოდ და ოფციონით

6) აქციების გაყიდვა ფულზე. აქციების ემისიით ს/ს იღებს ფულს და ამით ზრდის
თავის კაპიტალს. ასეთ შემთხვევაში აქტივები ფასდება ნომინალური ღირებულებით.
აქციების გაყიდვა არაფულად აქტივებზე. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია აქციები
გაიყიდოს არაფულადი აქტივების სანაცვლოდ ან გამოყენებული იქნეს გადახდის
საშუალებად. ასეთ დროს გაყიდული აქციები ფასდება რეალური, საბაზრო ფასით ან
აქციაზე გაცვლილი აქტივის საბაზრო ფასით. ამას განაპირობებს ის თუ რომელი
შეფასებაა უფრო საიმედო. აქციების გაყიდვა ხელმოწერით. აქციების გაყიდვა
შესაძლებელია ხელშეკრულების საფუძველზე, ანუ ხელმოწერით. დოკუმენტში
მითითებული უნდა იყოს რა რაოდენობის აქციები იქნება შესყიდული, განაღდების
პირობები და ვადები. განაღდება შეიძლება მოხდეს ერთჯერადად ან რამდენიმე
გადახდევინებით, ზოგ შემთხვევაში განვადებითაც. აქციების გაყიდვა
ოფციონით(სახელობითი ემისია). ს/ს წესდების ან საერთო კრების გადაწყვეტილებით
შეუძლია აქციების გაყიდვა აქციონერებზე ან თანამშრომლებზე ოფციონით, ანუ
საბაზრო ფასზე დაბალ ფასში წახალისების ან დაჯილდოების მიზნით. აქციების
ბონუსური ემისია. აქციების ბონუსური ემისია, ანუ გამოშვება უფასოდ ხდება
საემისიო კაპიტალის ხარჯზე. ამ ქმედების ძირითად მიზანს წარმოადგენს აქციის
საბაზრო ფასის შემცირება, ვინაიდან აქციების ემისიით იზრდება აქციების რიცხვი
და პროპოციულად მცირდება ერთი აქციის საბაზრო ფასი.

10.

II ვარიანტი
2.
მომწოდებელსა და მყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად
შესაძლებელია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა და
მომსახურების გაწევა წინასწარი გადახდით, ანუ ავანსად. ავანსად მიღებული
თანხა არის გამოუმუშავებელი შემოსავალი.

მიღებული ავანსის აღრიცხვა ხორციელდება ბასს 18 „ამონაგების“ შესაბამისად


და გულისხმობს, რომ საქონლის გაყიდვამდე მიღებული ნებისმიერი ანაზღაურების
თანხა აისახება როგორც ვალდებულება.
შემოსავალი არის ფირმის ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო
პერიოდში აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების ხარჯზე , რაც
გამოიხატება საკუთარი კაპიტალის გადიდებით, მაგრამ არ არის დაკავშირებული
ამ კაპიტალის მესაკუთრეთა დამატებით შენატანებთან.
3.
გაუნაწილებელი მოგება არის ფირმის განკარგულებაში დარჩენილი წმინდა
მოგების ნაწილი, რომელიც გაუნაწილებელი დარჩა. ის განაწილებას
დაექვემდებარება მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, იმ პერიოდში
მიღებულ წმინდა მოგებასთან ერთად, რათა მოხდეს წარმოების გაფართოება და
სრულყოფა.
საწესდებო კაპიტალი ბიზნესში ინვესტირებული კაპიტალის სიდიდეა.

გაუნაწილებელი მოგება არის ბალანსის შედგენის თარიღისათვის დაგროვილი


მოგება, რომელიც მცირდება დივიდენდებით და რეზერვებში გადატანილი
მოგებით. გაუნაწილებელი მოგება გვიჩვენებს, მიღებული მოგების რა სიდიდე იქნა
ინვესტირებული ბიზნესში.

9. აქცია არის სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს


აქციონერის საკუთრების უფლებას კაპიტალზე და ვალდებულებას პარტნიორების ,
ანუ აქციონერების მიმართ.
აქციების შეფასება ხდება: ნომინალური, გამოცხადებული, საბალანსო, საბაზრო
და რეალური ფასით.

აქციების ემისია (გამოშვება-გაყაიდვა) შეიძლება განხორციელდეს:


• აქციების ფულზე გაყიდვით;
• აქციების არაფულად აქტივებზე გაყიდვით;
• აქციების ხელმოწერით გაყიდვით;
• აქციების უფასო გამოშვებით (ბონუსური ემისია);
• აქციების ოფიციონით გაყიდვით

You might also like