აფხაზეთი - 1917-1921; მეხსიერების რეკონსტრუქცია

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 102

აფხაზეთი 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია

აფხაზ ეთთან მიმართებით მეხსიერება და საჯ არო დისკურსი რამდენიმე


„ფუნდამენტ ური ,“ საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული და მყარად
ფესვგადგმული ნარატ ივის ირგვლივ ტ რიალებს როგორც ოკუპირებულ
აფხაზ ეთში , ასევე რუსეთის ფედერაციაში . Სწორედ ამ ნარატ ივებს და მე -20
საუკუნის საბჭოთა პერიოდით დაღდასმულ მეხსიერებას ეყრდნობოდა და
ეყრდნობა რუსეთის ფედერაციის პოლიტ იკა აფხაზ ეთთან მიმართებით
როგორც 1990-იან წლებში , ასევე დღესაც .

საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებული ნაციონალიზ მის


„ფოლკლორიზ აციის ,“ დემოკრატ იული სახელმწიფოებრიობის
მეხსიერების წაშლისა და 1980-იან და 1990-იან წლებში ეთნიკური
ნაციონალიზ მის დომინირების შედეგად , აფხაზ ეთის შესახებ
ჩამოყალიბებულ ქართულ დისკურსში ასევე დომინირებდა შემხვედრი
ეთნონაციონალისტ ური პარადიგმა . ისტ ორიკოსები თუ პოლიტ იკოსები
უმეტ ესად იმის მტ კიცებით იყვნენ დაკავებული , თუ რომელ საუკუნეში
რომელი ეთნიკური ელემენტ ი დომინირებდა აფხაზ ეთში . ხშირ
შემთხვევაში ამგვარი დისკუსიები ათასობით წლის წინანდელ ეთნიკურ
სურათზ ე დავაში გადაიზ რდებოდა და არამოდერნულ განზ ომილებაში
აბრუნებდა აუდიტ ორიას .

მოცემული ნაშრომი ფოკუსირდება სამ ყველაზ ე მნიშვნელოვან


შეხედულებაზე/მითზე/ნარატივზე აფხაზეთის შესახებ, რომლებიც
დომინირებს აფხაზ ეთის ირგვლივ წარმოებულ დისკურსში როგორც
საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზ ეთში , ასევე რუსეთის ფედერაციასა და
დიდწილად საქართველოშიც . აღნიშნული მითები გამარტ ივებული სახით
შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

● 1921 წლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


წინააღმდეგ აფხაზი ბოლშევიკების ბრძოლა ამავე დროს
წარმოადგენდა აფხაზი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას
საქართველოს მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ და დღევანდელი
გადასახედიდან სწორედ ამგვარად უნდა იქნას განხილული . ამ
ბრძოლის ლიდერი ნესტ ორ ლაკობა კი თანამედროვე აფხაზ ური
სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი მამაა . ამავე კონტ ექსტ ში ,
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე პოლიტ იკური პროცესების
განმსაზ ღვრელი სწორედ ეს ბრძოლაა და დაყოფის მთავარი ხაზ იც -
ეთნიკურ მდგენელზ ე გადის .

● აფხაზ ეთში „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება ” აფხაზ ი ხალხის


საქართველოს მხრიდან ჩაგვრისგან გათავისუფლების კონტ ექსტ ში
უდავოდ დადებითი მოვლენაა რომელიც „სახალხო აჯ ანყების “ გზ ით
მოხდა . ამავე ნარატ ივით , წითელი არმია ამ პროცესში ერთგვარ
დამხმარე , არაგადამწყვეტ როლს თამაშობს .1

● აფხაზ ეთის ტ ერიტ ორიაზ ე თუ აფხაზ ეთთან მიმართებით Საბჭოთა


კავშირის ლიდერების , იოსებ სტ ალინისა და ლავრენტ ი ბერიას
გადადგმული ნაბიჯ ები (კერძოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
აფხაზ ეთის სამართლებრივი სტ ატ უსის დაკნინება და ლავრენტ ი
ბერიას მიერ ნესტ ორ ლაკობას სავარაუდო მკვლელობა )
წარმოადგენს ქართული შოვინიზმის გამოვლინებას და მათზე
პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს
სახელმწიფოა . იმავე კონტ ექსტ ში განიხილება მტ კიცება , რომ ლ .
ბერიამ 1930-იან წლებში დასავლეთ საქართველოდან აფხაზ ეთში
ჩაასახლა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც აფხაზეთის ასსრ
ეთნიკურ ბალანსზ ე გადამწყვეტ ი გავლენა იქონია . Შესაბამისად , 1993
წელს აფხაზეთიდან ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული
ეთნიკური წმენდა ამ ისტ ორიული უსამართლობის გამოსწორებაა .
უსეთის საოკუპაციო ძალების აფხაზ ეთში ყოფნა კი იმისთვისაა
საჭირო, რომ საქართველომ ისტ ორიული მზ აკვრობა არ გაიმეოროს .

სტ ატ ია მიმოიხილავს ვითარებას აფხაზ ეთში 1917 წლიდან , რუსეთის


იმპერიის დაცემის მომენტ იდან 1921 წლამდე და ეხება ამ პერიოდის ყველა
პოლიტ იკურ, სამხედრო თუ საერთაშორისო სამართლებრივ პროცესს .
კვლევის მიზ ანია საჯ არო და აკადემიური დისკუსიის ინიციირება
ზ ემოთჩამოთვლილი სამი ფუნდამენტ ური ნარატ ივის ირგვლივ , რათა
გადაიხედოს საბჭოთა რეჟ იმის პირობებში ფრაგმენტ ირებული მეხსიერება
და დამკვიდრებული დოგმები .

კვლევა ავითარებს სამ ძირითად თეზ ისს :

1 “Сто лет назад: революция и Абхазия” *(რუსეთის სამთავრობო მედიის „სპუტნიკ-აბხაზიას“ მიერ
მომზადებული ვიდეო) Спутник Абхазия 06.03.2021 URL: https://www.facebook.com/watch/?
v=470532684109412

1
1. 1917-1921 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული
პოლიტ იკური პროცესების დროს ეთნიკური განსხვავებები არ
ყოფილა პოლიტ იკური პროცესების ეპიცენტ რში . აფხაზ ეთის
ტერიტორიაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
წინააღმდეგ მოქმედ ბოლშევიკურ ორგანიზაციას არ ჰქონია
ეთნიკური ხასიათი . Მისი ლიდერები იყვნენ როგორც ქართველები
(ისაკ ჟ ვანია , სევერიან კუხალეიშვილი , ამბერკი ურუშაძე ) ასევე
აფხაზ ები (ეფრემ ეშბა , ნესტ ორ ლაკობა ). ამავე დროს , საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის აფხაზ ეთში მოქმედი პოლიტ იკური და
უშიშროების ინსტ იტ უტ ების სათავეში იდგნენ ეთიკური აფხაზ ები
(არზ აყან ემუხვარი , ვარლამ შერვაშიძე , გრიგოლ ზ უხბაია , თარასხან
ეშბა , ვასილ გურჯ უა ).

ამ სურათიდან ირკვევა , რომ მოცემულ პერიოდში აფხაზ ეთში


პოლიტ იკური დაპირისპირების მთავარი ხაზ ი პოლიტ იკური იყო და
არა ეთნიკური . საბჭოთა რუსეთი და ბოლშევიზ მი უპირისპირდებოდა
საქართველოს დემოკრატ იულ რესპუბლიკასა და დემოკრატ იულ ,
რესპუბლიკურ წეს -წყობილებას . ამის ერთ -ერთ (მაგრამ , ცხადია , არა
ერთადერთ ) მაგალითად გამოდგება 1918 წლის 9 მაისს
შეიარაღებული დაპირისპირება ვალიკო ჯუღელის სარდლობით
მოქმედ (ჯ ერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმის ) წითელ გვარდიასა და
ადგილობრივ „რევკომსა “ (ბოლშევიკებს ) შორის , სადაც
ადგილობრივი ქართველების რაზ მი იბრძოდა ბოლშევიკების მხარეს ,
ხოლო ადგილობრივმა აფხაზ ებმა 300-კაციანი რაზ მით დახმარება
შესთავაზეს ვ. ჯუღელს.

ამავეზ ე მეტ ყველებს 1917-იდან 1921 წლამდე აფხაზ ეთის


ტერიტორიაზე ჩატარებული ხუთი საყოველთაო, დემოკრატიული და
კონკურენტ ული არჩევნები , რის შედეგადაც შეიქმნა დემოკრატ იული
პოლიტ იკური ინსტ იტ უტ ები , რომლებიც საბჭოთა რუსულ
ოკუპაციამდე ფუნქციონირებდა .

აფხაზ ეთის ტ ერიტ ორიაზ ე მოქმედი ბოლშევიკური ორგანიზ აცია


წარმოადგენდა საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტიის ნაწილს. ის
საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა საქართველოს
დემოკრატ იულად არჩეული მთავრობის დასამხობად და
საქართველოს სუვერენიტ ეტ ისა და დამოუკიდებლობის

2
გასაუქმებლად საქართველოს დანარჩენ ტ ერიტ ორიაზ ე მოქმედ
ბოლშევიკებთან ერთად .

2. აფხაზ ეთის ტ ერიტ ორიაზ ე „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება ” არ


მომხდარა რაიმენაირი , თუნდაც სიმბოლური მასშტ აბის , სახალხო
აჯ ანყების გზ ით , არამედ საბჭოთა რუსეთის თავდასხმისა და
სამხედრო აგრესიის შედეგად თავის მიერვე აღიარებულ
საქართველოს დემოკრატ იულ რესპუბლიკაზ ე . ამავე დროს , რუსეთ -
საქართველოს 1921 წლის თებერვალ -მარტ ის ომის მიმდინარეობისას ,
პირველადი წყაროები , მათ შორის , რუსეთის მე -9 არმიის
გამოცემული სამხედრო დოკუმენტ ები და დირექტ ივები ცხადყოფს ,
რომ საკუთრივ საბრძოლო მოქმედებებში ადგილობრივ
ბოლშევიკებს არანაირი ხელშესახები როლი არ უთამაშიათ . Მეტ იც ,
რუსულ სამხედრო წყაროებში ამგვარი რაზ მების არსებობაც კი არ
დასტ ურდება . Მეორე მხრივ , ანტ ისაოკუპაციო მოძრაობაში ჩართული
იყო არაერთი აფხაზ ი წარმომავლობის პოლიტ იკური ფიგურა ,
რომლის ნაწილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში
აღმოჩნდა , ნაწილი კი საბჭოთა ტ ოტ ალიტ არული რეჟ იმის
რეპრესიებს შეეწირა (თარასხან ეშბა , ვასილ გურჯ უა …).
3. 1921 წელს მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატ იული სახელმწიფოს
ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ. 1921 წლის რუსეთ -საქართველოს
ომის შედეგად აფხაზ ეთში , ისევე , როგორც დანარჩენ
საქართველოში , დამყარდა უკანონო სამხედრო საოკუპაციო რეჟ იმი ,
რომელიც არ გამოხატ ავდა ადგილობრივი მოსახლეობის ნებას .
იოსებ სტ ალინი და ლავრენტ ი ბერია იყვნენ საბჭოთა
ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერები. იოსებ სტალინი თავად იყო
საბჭოთა რუსეთის საქართველოს დემოკრატ იულ რესპუბლიკაზ ე
თავდასხმისა და 1920-იან წლებში გაჩაღებული რეპრესიების ერთ -
ერთი ინიციატ ორი . Საბჭოთა რუსეთის სამართალმემკვიდრე არის
რუსეთის ფედერაცია . Საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო
არის საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის
სამართალმემკვიდრე . ის გარემოება , რომ არც ქართულ საჯ არო
დისკურსში და არც პროფესიულ წრეებში არ მომხდარა ამ გამიჯ ვნის
მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი არტ იკულირება , ხელს უწყობს
რუსეთის ფედერაციისთვის სასურველი ნარატ ივების დამკვიდრებას
როგორც აფხაზ ეთში , ასევე დანარჩენ საქართველოში . Სტ ალინის
გადადგმულ ნაბიჯ ებზ ე საქართველოს სახელმწიფოს მიერ

3
პასუხისმგებლობის აღება ემსგავსება პოლონეთის მიერ ფელიქს
ძერჟ ინსკიზ ე ან თანამედროვე უკრაინის მიერ ნიკიტ ა ხრუშჩოვზ ე
პასუხისმგებლობის აღებას , რაც , ბუნებრივია , არასდროს მოხდება .
მეხსიერებაზ ე საბჭოთა პერიოდის დაღის სიღრმესა და
ეთნონაციონალიზ მის ინერციას შეგვახსენებს ის გარემოებაც , რომ
საბჭოთა ადმინისტ რაციულ დაყოფაში აფხაზ ეთის სამართლებრივი
სტ ატ უსის ცვლილების საკითხზ ე (რაც ასევე მიიჩნევა სტ ალინის და
ბერიას „ქართული ნაციონალიზ მის “ გამოვლინებად ) ფოკუსი
პრაქტ იკულად არასდროს ყოფილა ამ ცვლილებების საერთაშორისო
სამართლებრივ მხარეზ ე .

სოხუმის ოლქი 1917 წლისთვის

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციისას რუსეთის იმპერიის


კავკასიის სამეფისნაცვლოს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქი -
აფხაზ ეთი რთული სოციალური და კულტ ურული მოცემულობის სივრცეს
წარმოადგენდა. მხარე ეთნიკურად ძალზე ჭრელი იყო, რაც XIX საუკუნის
განმავლობაში რუსეთის იმპერიის კავკასიაში ჩატ არებულმა დაპყრობითმა
ომებმა , გენოციდურმა წმენდებმა და აქტ იური კოლონიზ აციის პოლიტ იკამ
გამოიწვია . შავიზ ღვისპირეთის ზ ონაში მცხოვრები ჩერქეზ ი და ადიღე
ხალხების მსგავსად , აფხაზ ები 1860-1870-იან წლებში რუსეთის იმპერიის
რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ . კავკასიური ომის , აჯ ანყებისა და
შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის ომის კვალდაკვალ, რუსეთის იმპერიამ
მხარეში მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზ თა მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლ .
43000-მდე ადამიანი ) ოსმალეთის იმპერიაში იარაღის ძალით გააძევა .2
„მუჰაჯ ირობის ” ამ ტ ალღის შემდეგ აფხაზ ების რიცხვი განახევრდა (1877
წლისათვის დარჩენილთა რაოდენობა დაახლოებით 30,8 ათასი იყო).
მომდევნო ათწლეულებში რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების
სამინისტ როსთან არსებულმა გადასახლების სამმართველომ
გამოთავისუფლებულ მიწებზ ე რუსეთის სხვადასხვა მხარიდან
“მოახალშენეთა ” სისტ ემატ ური ჩასახლება დაიწყო . პარალელურად ,
კოლონიური პოლიტ იკის შესაფერისად , იმპერია ცდილობდა
მაქსიმალურად შეეზ ღუდა აფხაზ ეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ
უკეთესი პირობებისა და მეტ ი მიწის რესურსის საძიებლად დაძრული
ადგილობრივი მოსახლეობის ლტ ოლვა უახლოესი მხარეებიდან ,

2 ვახტანგ ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში; დემოგრაფიულ-


გეოგრაფიული გამოკვლევა, “მეცნიერება”, თბილისი, 1984 წელი, გვ. 89-90.

4
სამეგრელოდან და დასავლეთ საქართველოდან ,3 თუმცა , შეზ ღუდვის
მიუხედავად , ბუნებრივი გადინება მაინც ხდებოდა და უკვე 1917 წლისათვის
ქართველები მრავალეროვანი მხარის სტ ატ ისტ იკაში პირველ
მრავალრიცხოვან ჯ გუფად იქცნენ სამურზ აყანოს ძველი მეგრული
მოსახლეობის ჩათვლით .4

პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიის დაშლის მომენტ ისთვის


ჩამოყალიბებული ეს რთული მოცემულობა მომავალი, თვისებრივად
ახალი ეპოქისათვის ფუნდამენტ ური გამოწვევებით სავსე რეალობას
ქმნიდა . ერთი მხრივ , უშუალოდ ეთნიკური აფხაზ ური საზ ოგადოება
საკმაოდ არაემანსიპირებული და ღრმად ტ რადიციული იყო ; ძველი
ფეოდალური , რთული სტ რუქტ ურის მემკვიდრეობა და ტ რადიციები ყოფილ
გლეხთა სხვადასხვა ფენასა და თავად -აზ ნაურთა შორის კვლავ
განმსაზ ღვრელი იყო . გლეხობა , ზ ოგადი და პოლიტ იკური განათლების
ნაკლებობის გამო არისტ ოკრატ იის დიდ გავლენას განიცდიდა და მის
გადაწყვეტ ილებას ენდობოდა .5 მეორე მხრივ , მუჰაჯ ირობის გამო
მოსახლეობის შემცირების გამო დარჩენილ აფხაზ გლეხებს მიწის საკმაოდ
დიდი რესურსი ერგოთ , რაც მათ მცირე მემამულეებად აქცევდა და
საშუალებას აძლევდა , ამ მიწაზ ე , მსხვილი მემამულეების მსგავსად ,
დაქირავებული შრომა მიეზ იდათ - მეგრელი , სომეხი , ბერძენი , რუსი და ა . შ .
მოიჯ არეების სახით . XX საუკუნის დასაწყისიდანვე აფხაზ ური
არისტ ოკრატ ია , მსხვილი მემამულეები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი
გლეხობა იმპერიაში გაძლიერებული რევოლუციურ რყევებს ,
დემოკრატ იულ ცვლილებებს (რისი აუცილებელი ელემენტ იც მიწის
მფლობელობის წესის რეფორმა იქნებოდა ) შეშფოთებით და მტ რულად
უცქერდნენ , რადგან ეს მათ პრივილეგიებსა და რესურსებს უქმნიდა
საფრთხეს .6 მომავალი დემოკრატ იული ცვლილებებისა და სოხუმის
ოლქის /აფხაზ ეთის ყველა მცხოვრებთათვის მიწის საკუთრების
დაკანონების პერსპექტ ივა უმცირესობაში დარჩენილ აფხაზ ურ
არისტ ოკრატ იასა და ტ რადიციული ღირებულებებისა თუ ეთნიკური
ლოიალობის გამო მათი გავლენის ქვეშ მოქცეულ გლეხობას

3 გრიგოლ გიორგაძე, საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში 1864-1905; ბატონ-ყმობის


გადავარდნიდან პირველ რევოლიუციამდე, სახელგამი, თბილისი, 1928 წელი, გვ. 223-224.
4 ქართველები - 42,1 % (74,846), აფხაზები - 21,4 % (38,121), რუსები - 11,7 % (20,893), ბერძნები - 11,7 %
(20,673), სომხები - 10,2 % (18,219), სხვა - 2,9 % (5,087). 1917 წლის სამეურნეო აღწერის მონაცემებზე
დაყრდნობით.
5 ივ. გომართელი, აბხაზები და ჩვენ, ალიონი (გაზეთი) #58, 16.11.1917 წელი, გვ. 3
მეგობარი (კოკი დადიანი), აფხაზეთი (დასასრული), თეთრი გიორგი (გაზეთი) #45-46, ოქტომბერი-
ნოემბერი, პარიზი, 1931 წელი, გვ
6 ივ. გომართელი, აბხაზები და ჩვენ, ალიონი (გაზეთი) #58, 16.11.1917 წელი, გვ. 2.

5
გაძლიერებული (თუმცა უმიწაწყლო ) ქართველი და სხვა ეროვნების
მოსახლეთა მიმართ , მტ რულად განაწყობდა . შესაბამისად , ახალი ტ იპის
მოდერნული ნაციონალური იდენტ ობის ფორმირების ამ გარიჟ რაჟ ზ ე
აფხაზ ური ელიტ ური არისტ ოკრატ იული ჯ გუფებისა და “ინტ ელიგენციის ”
ნაწილის ნაციონალისტ ური იდეის ერთ -ერთი ქვაკუთხედი აფხაზ ური
ეთნიკური უმრავლესობის აღდგენა გახდა , რაც მოიაზ რებდა ოსმალეთიდან
აფხაზ მუჰაჯ ირთა დაბრუნებასა და ჩამოსახლებული “კოლონისტ ების ”
გაძევებას . ამასთანავე , თანამედროვეთა დაკვირვებით ,7 დიდი
ცვლილებების მოლოდინით იყო განპირობებული, რომ ოლქში
დამკვიდრებული იმპერიული ადმინისტ რაციის წარმომადგენლები , რუსი
მოხელეები არსებული პრივილეგიების შენარჩუნებას ცდილობდნენ . ამის
რესურსს ისინი დემოკრატ იული ძალების წინააღმდეგ განწყობილ
ფენებთან შეკავშირებაში ხედავდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ,
აფხაზ ური ნაციონალისტ ური წრეები კიდევ უფრო გაეთიშათ ქართული
პოლიტ იკური და კულტ ურული სივრცისაგან .

სოხუმის ოლქი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ; დროებითი


მთავრობის ორგანოები და რევოლუციური ხელისუფლება

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის გუბერნიის


სოხუმის ოლქში , მთელი კავკასიის ტ ერიტ ორიის უმეტ ესობის მსგავსად ,
დროებითი მთავრობის სტ რუქტ ურების პარალელურად , რომლებიც
ნომინალურად ფლობდნენ ძალაუფლებას , რეალური პოლიტ იკური
ძალაუფლების მქონე ინსტ იტ უტ ი და გადაწყვეტ ილებების ცენტ რი მუშათა ,
ჯ არისკაცთა და გლეხთა დეპუტ ატ ების საბჭოების აღმასრულებელი
კომიტ ეტ ი იყო . პეტ როგრადისაგან განსხვავებით (სადაც დროებით
მთავრობასა და საბჭოებს შორის ღია მეტ ოქეობა და კონკურენცია იყო
გაჩაღებული ) ამიერკავკასიაში საბჭოების ჰეგემონია ეფუძნებოდა ძველი ,
გამოცდილი , მასობრივ წევრობაზ ე დაფუძნებული და ავტ ორიტ ეტ ული
პარტ იების : საქართველოს სოციალ -დემოკრატ ების (ყოფილი რსდმპ -
„მენშევიკების ” ფრაქცია ), სომხური „დაშნაკცუტ იუნისა ” და აზ ერბაიჯ ანული
“მუსავათის ”, ხოლო კავკასიის რუსული არმიის ნაწილებში - სოციალისტ -
რევოლუციონერთა (ესერების ) პარტ იის გავლენასა და თანამშრომლობას .
თებერვლის რევოლუციის პირველ თვეებში კლასობრივი პრინციპით
7 საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში - სეა), საქართველოს ცენტრალური საისტორიო
სახელმწიფო არქივი (შემდგომში - სცსსა). ფონდი #1836 (საქართველოს ეროვნული
საბჭო/პარლამენტი), ანაწერი #1, საქმე #12, გვ. 140-141

6
მოწყობილი საბჭოების შეკავშირების კვალდაკვალ , საერთო -სახალხო
ლეგიტ იმაციისათვის ამიერკავკასიის მთავარმა ქალაქებმა დროებითი
აღმასრულებელი კომიტეტები შექმნეს, რომლებშიც პარტიათა და
რევოლუციურ საბჭოთა წარმომადგენლების გარდა ქალაქების ბოლო
მოწვევის თვითმმართველობების არჩეული დეპუტ ატ ებიც შეიყვანეს . Ამის
შემდეგ აღმასკომებმა საკუთარი ძალაუფლება მაზრებსა და გუბერნიებზეც
გაავრცელეს და საბოლოოდ ამიერკავკასიის აღმასკომების ყრილობაზ ე
ამიერკავკასიის ცენტრალური გამგეობა დააფუძნეს , რომელიც დროებითი
მთავრობის ნომინალურ ორგანოსთან , „ოზაკომთან” (ამიერკავკასიის
განსაკუთრებული კომიტ ეტ ი ) ფუნქციონირებდა საბჭოს სახით 8 და
დამატ ებით აძლიერებდა რევოლუციური ცენტ რის გავლენას .

ფაქტ ობრივი რევოლუციური მმართველობის პარალელურად , დაიწყო


დემოკრატ იული ინსტ იტ უტ ების ჩამოყალიბებაც . 1917 წელს დაიწყო
საქალაქო თვითმმართველობების არჩევნები , რაც პირველი ტ ესტ ი იყო
ყველა დემოკრატ იული პარტ იისათვის საკუთარი გავლენის გასაზ ომად და
პირველი ნაბიჯ ი - დემოკრატ იულ რეფორმების განსახორციელებლად . ამ
დროს ყოფილი იმპერია ემზ ადებოდა სრულიად რუსეთის დამფუძნებელი
კრების არჩევნებისათვის , რომელსაც უნდა განესაზ ღვრა ახალი
სახელმწიფოს ჩარჩო და ფუნდამენტ ური პრინციპები და სრულფასოვანი
სახალხო ლეგიტ იმაციის წყალობით ყველა მწვავე და კრიტ იკული
გამოწვევა გადაეჭრა .

მრავალეროვან იმპერიაში , რომელიც ბოლო ათწლეულებში რუსიფიკაციის


კურსს ახორციელებდა , რევოლუციამდე თავისთავად იდგა ნაციონალური
თვითგამორკვევისა და ერთა პოლიტ იკური გარანტ იების საკითხი , რაც
პოსტ რევოლუციური ეიფორიის კვალდაკვალ , მწყობრ ინსტ იტ უციურ სახეს
იძენდა . 1917-1918 წლებში ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა ნახევრად
დემოკრატ იული წარმომადგენლობითი ეროვნული ორგანოები - ეროვნული
საბჭოები. ქართულ პოლიტ იკურ ძალთა შორის ამგვარი ინსტ იტ უტ ი 1917
წლის 17 აპრილს (ახალი სტილით) გაჩნდა ეროვნული ინტერპარტიული
საბჭოს სახით . ამავე პერიოდში ამიერკავკასიაში შეიქმნა სომეხთა ,
„მუსულმანთა ,“ რუსთა , ოსთა , ბერძენთა (ელინთა ), პოლონელთა ,
გერმანელთა , უკრაინელთა და სხვა ეროვნული საბჭოები . საბჭოების
დაკომპლექტ ების წესი ყველასათვის თავისებური იყო , თუმცა მათ
უმრავლესობას საერთო ნიშანიც ჰქონდათ - ისინი არ იყვნენ არჩეული
8 ირაკლი ხვადაგიანი, ქალაქი; საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური
პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1917-1921, SOVLAB, თბილისი, 2021 წელი.
გვ. 51-52.

7
თანამედროვე დემოკრატ იული (იმ დროის ტ ერმინით “ოთხწევრიანი
ფორმულის ”) არჩევნების გზ ით და ექსკლუზ იურად წარმოადგენდნენ
კონკრეტ ულ ეთნიკურ/ეროვნულ ჯ გუფს მათი ტ ერიტ ორიული განსახლების
საზ ღვრების მიღმაც .

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ახალი პოლიტიკური


(რევოლუციური და დემოკრატ იული ) ინსტ იტ უტ ების ჩამოყალიბების
ლოგიკა სოხუმის ოლქშიც ასეთივე იყო . რევოლუციის პირველ დღეებში ,
სოციალ -დემოკრატ იულმა პარტ იამ (მენშევიკების ფრაქციამ ) მუშათა
დეპუტატების საბჭო და აღმასკომი ჩამოაყალიბა, რომელსაც სევერიან
რამიშვილი თავმჯ დომარეობდა .9 მენშევიკური ფრაქცია დომინირებდა
ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოშიც, მას გავლენიანი აფხაზ ი პოლიტ იკური
ფიგურა არზ აყან (დიმიტ რი ) ემუხვარი ხელმძღვანელობდა , რომელიც
შემდგომ ამბერკი ურუშაძემ10 შეცვალა. სოხუმის ოლქში სოციალ-
დემოკრატ იულ პარტ იას საკმაოდ ძლიერი , მასიურ წევრობაზ ე
დაფუძნებული და ეთნიკურად მრავალფეროვანი ორგანიზ აცია ჰყავდა . 1905
წლის პირველი რევოლუციისას მათ სოხუმში ძალაუფლების ხელში აღებაც
მოახერხეს და „შავი რეაქციის ” დროს და შემდგომ ხანებშიაც
ინარჩუნებდნენ გავლენას . ორგანიზ აციის ბირთვშიც და ქვედა
უჯ რედებშიც , ისევე , როგორც საერთო სოციალ -დემოკრატ იულ მოძრაობაში ,
მონაწილეობდნენ როგორც ქართველები და აფხაზ ები , ასევე სოხუმის
ოლქში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნების წარმომადგენლები .

შემდგომ, 1917 წლის 8 მარტს (ძველი სტილით), ქალაქ სოხუმის ქალაქის


სათათბირომ „საზოგადოებრივი უშიშროების (უსაფრთხოების) საქალაქო
კომიტეტი“ დააფუძნა , რომელსაც ქალაქის თავის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. ნ. დოლინსკი ხელმძღვანელობდა. 11
კომიტ ეტ მა
მოახდინა პოლიციის მუნიციპალიზ აცია და იგი ქალაქის სათათბიროს
დაუქვემდებარა . ქალაქის თვითმმართველობის ფარგლებში დაიწყო
ყველა სახელმწიფო და საზ ოგადოებრივი ორგანიზ აციის კურირება . 1917
წლის 10 მარტს მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობა გაიმართა უკვე
ოლქის „საზ ოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტ ეტ ის ”
ჩამოსაყალიბებლად. ყრილობამ დააკომპლექტა სოხუმის ოლქის

9 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",


თბილისი, 1963 წელი, გვ. 68.
10 ეს უკანასკნელი, 1917 წლის განმავლობაში ატიურად ჩაება ბოლშევიკური ფრაქციის მუშაობაში
და შემდგომ შეიარაღებული გადატრიალებების მცდელობაში.
11 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий, 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 49.

8
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დროებითი კომიტეტი, რომელიც მოცემულ
მომენტ ში სოხუმის ოლქში ხელისუფლების მთავარ ორგანოდ იქცა .
კომიტ ეტ ს თავმჯ დომარეობდა ალექსანდრე შერვაშიძე (ჩაჩბა ). წევრები
იყვნენ : ნიკოლოზ თავდგირიძე , ვარლამ ლაკერბაია , ჯ ოტ ო შერვაშიძე ,
არზ აყან (დიმიტ რი ) ემუხვარი , ვლადიმერ ემუხვარი , დიმიტ რი ზ ახაროვი და
ანდრო ჩოჩუა (მის კანდიდატ ად - მიხეილ ცაგურია ).12 საოლქო მილიციის
უფროსად ტ ატ აშ მარშანია დაინიშნა . მომავალი , სრულფასოვანი
კომიტ ეტ ის შესაქმნელად გადაწყდა , რომ ოლქის თითო უბნიდან 3
წარმომადგენელი უნდა არჩეულიყო, ხოლო ქალაქ სოხუმიდან - 1. ყველა
უბანში უნდა აერჩიათ კომისრები , ხოლო თემებში - მამასახლისები .13
კომიტ ეტ ის ეს ხელმძღვანელობა ცნო და დაამტ კიცა „ოზ აკომმა “ -
დროებითი მთავრობის წარმომადგენლობამ ამიერკავკასიაში .

1917 წლის მაის-ივნისში “ოზაკომმა” სოხუმის ოლქში თავის რწმუნებულებად


დანიშნა : არზ აყან ემუხვარი , ვლადიმერ ემუხვარი , კონსტ ანტ ინე შარია ,
ივანე მარღანია და ვასილ გურჯ უა (შემდგომში საქართველოს
დამფუძნებელი კრების დეპუტ ატ ი ).14

გაზ აფხულის განმავლობაში “საზ ოგადოებრივი უსაფრთხოების


კომიტ ეტ ის ” დასაკომპლექტ ებლად და ადგილობრივი კომისრების
ასარჩევად ოლქის უბნებში ტ არდებოდა მოსახლეობის შეკრებები , რაც ,
საერთო პირობებიდან გამომდინარე , საჯ არო შეკრებისა და კოლექტ იური ,
ღია ხმის მიცემის ფორმით მიმდინარეობდა . თავისთავად ეს შორს იყო
კლასიკური დემოკრატ იული არჩევნების ნორმებისგან , მათ შორის და
პირველ რიგში , ხმის ფარული მიცემის არარსებობის გამო . უბნების
მნიშვნელოვან ნაწილში სოციალ -დემოკრატ იული პარტ იის მენშევიკური
ფრაქციის წარმომადგენლები იღებდნენ სახალხო ლეგიტ იმაციას , რიგ
მხარეებში კი (განსაკუთრებით გუდაუთის უბანზ ე ) ბოლშევიკებმა
მოახერხეს წარმომადგენელთა გაყვანა .

რევოლუციური , დროებითი მმართველობითი ორგანოების ჩამოყალიბების


ბოლო ფაზ ად შეიძლება მივიჩნიოთ 1917 წლის 15 ივლისს 15 სოხუმის ოლქის
გლეხთა პირველი ყრილობის გამართვა , რომელმაც გლეხთა დეპუტ ატ ების
12 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 14
13 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 49.
14 სეა, სცსსა. ფონდი #2080 (ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი - “ოზაკომი”), ანაწერი #1,
საქმე #472, გვ. 1-8.
15 ტა-ი, აკ. ჩხენკელი სოხუმის ოლქში, ერთობა (გაზეთი) #107, 27.07.1917 წელი, გვ. 3.
ეშმაკი, ეშმაკი პროვინციაში (გუდაუთი-სოხუმი), ეშმაკის მათრახი (ჟურნალი) #34, 20.08.1917 წელი,
გვ. 6-12.

9
საბჭოს დაკომპლექტ ებით დაასრულა „რევოლუციური კლასების ” საოლქო
დონის სტ რუქტ ურების მშენებლობა . ყრილობას საპატ იო სტ უმრის რანგში
დაესწრო “ოზ აკომის ” წევრი - აკაკი ჩხენკელი .

პირველი დემოკრატიული საქალაქო არჩევნები სოხუმის ოლქში

1917 წლის ზაფხულში სოხუმის ოლქში უკვე კლასიკური დემოკრატიული


ლეგიტ იმური ორგანოების ჩამოყალიბების პირველი ციკლი დაიწყო . 1917
წლის 2(15) ივლისს ჩატარდა ქალაქ სოხუმის საქალაქო თვითმმართველობის
პირველი დემოკრატ იული არჩევნები . ქალაქში 8,860 ამომრჩეველი იყო
რეგისტ რირებული . არჩევნებში , რომელიც სრულად პროპორციული წესით
და ბარიერის გარეშე ჩატ არდა , მონაწილეობა მიიღო 51,32 %-მა 16 (4,547
მოქალაქე ). ქალაქის საბჭოში საკანდიდატ ო სიებიდან 40 დეპუტ ატ ი
გავიდა :

● სოციალ -დემოკრატ იული მუშათა პარტ ია (“მენშევიკები ”) - 18,


● სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ ია - 10,
● სახალხო თავისუფლების პარტ ია - 4,
● საქართველოს სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო პარტ ია -
2,
● საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იული პარტ ია - 2,
● უპარტ იოთა ჯ გუფი - 2,
● დაშნაკცუტ იუნი - 1,
● უკრაინელთა და პოლონელთა კავშირი - 1.17

ქალაქის საბჭოს თავმჯ დომარედ დიმიტ რი ზ ახაროვი აირჩიეს , ქალაქის


თავად კი - ბენიამინ ჩხიკვიშვილი .

აღსანიშნავია , რომ ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ვერცერთი დეპუტ ატ ის


გაყვანა , მიუხედავად იმისა , რომ არჩევნები ბარიერის გარეშე ჩატ არდა .

16 ჩიტაია დავით, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; აფხაზეთის


სახალხო საბჭო 1917-1921 წლებში, თბილისი, 2006 წელი, გვ. 106. თავის მხრივ ეყრდნობა - სეა,
სცსსა, ფონდი #2080, ანაწერი #1, საქმე #656, გვ. 18.
17 Выборы в Сухуме, Известия совета рабочих и солдатских депутатов гор. Тифлиса (გაზეთი) #96,
25.07.1917 წელი, გვ. 3.
სეა, სცსსა, ფონდი #2080, ანაწერი #1, საქმე #656, გვ. 4

10
1917 წლის ივლისის ბოლოს ჩატარდა საქალაქო თვითმმართველობის
არჩევნები ოჩამჩირეში. წყაროების სიმწირის გამო ცნობილია მხოლოდ
გამარჯ ვებულ პარტ იათა საერთო მონაცემები . ქალაქის საბჭოში შეიყვანეს
დეპუტ ატ ები :

● სოციალ -დემოკრატ იული მუშათა პარტ ია (“მენშევიკები ”) - 14,


სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ ია - 3,
● სხვა პარტ იები - 5 დეპუტ ატ ი .18

მნიშვნელოვანია , რომ სოხუმისა და ოჩამჩირის საქალაქო


თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტ იმაცია არცერთ აქტ ორს , მათ
შორის, არცერთი ოლქის არცერთ თემს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ამის
მიმანიშნებელი არანაირი ცნობა არ მოიპოვება .

ჩრდილოკავკასიელ ხალხთა კავშირის გავლენა სოხუმის ოლქის


პოლიტიკურ სიტუაციაზე

ყოფილ რუსეთის იმპერიაში მწვავე პოლიტ იკური კრიზ ისისა და


დეზ ინტ ეგრაციის პროცესები 1917 წლის ზ აფხულის მიწურულს გაძლიერდა ,
რაც გავლენას ახდენდა ამიერკავკასიაზ ეც .

ანარქიისა და ეროვნული ანტ აგონიზ მის გაძლიერებასთან ერთად ,


ადგილობრივი ნაციონალისტ ური წრეების წარმომადგენლები , რომელთაც
აშფოთებდათ დემოკრატ იული წეს -წყობილებისა და ინსტ იტ უტ ების
დამკვიდრება და რეფორმები , საიმედო მოკავშირეების გამოსაძებნად
ამოძრავდნენ . “სოხუმის ოლქის უსაფრთხოების კომიტ ეტ ის ” ჯ ერ კიდევ
მოქმედმა ხელმძღვანელმა , ალექსანდრე შერვაშიძემ 1917 წლის 10-17
აგვისტ ოს შავი ზ ღვის გუბერნიისა და ყუბანის მხარის წარმომადგენელთა
მთიელთა პირველ ყრილობაში მიიღო მონაწილეობა , რომელიც
მაიკოპთან , აულ ხაკურინოვსკში გაიმართა . მან აფხაზ ი ხალხის სახელით
დაიწყო კავშირების დამყარება „კავკასიის მთიელთა კავშირთან .“ ამ
ყრილობაზ ე დამსწრე აფხაზ ებმა კავშირის წარმომადგენელი , ასლანბეკ
შერიპოვი მიიწვიეს სამუშაოდ, აფხაზეთში ურთიერთობის
გასაღრმავებლად . შერიპოვის მისია ნაკლებად წარმატ ებული აღმოჩნდა -
18 სექტ ემბერს სამურზ აყანოში , ხოლო 20 სექტ ემბერს გუდაუთაში

18 საქალაქო არჩევნები ოჩამჩირეში, საქართველო (გაზეთი) #164, 28.07(10.08).1917 წელი, გვ. 3.

11
გამართულ ყრილობების დამსწრეებს დიდი ენთუზ იაზ მი არ გამოუხატ ავთ
აფხაზ ეთის მთიელთა კავშირში შესვლის იდეასთან დაკავშირებით . 20
სექტ ემბერს შერიპოვი სოხუმის მუშათა დეპუტ ატ ების საბჭოში დაიბარეს
განმარტ ებისათვის (თუ რა სამუშაოებს აწარმოებდა ადგილობრივი
დემოკრატ იული ხელისუფლების ორგანოების გვერდის ავლით ). სხდომაზ ე
გადაწყდა მთიელთა კავშირისათვის ვლადიკავკაზ ში დეპეშის გაგზ ავნა და
შეტყობინება, რომ ალექსანდრე შერვაშიძე თვითნებურად მოქმედებდა და
არ წარმოადგენდა ხალხის ინტ ერესებს .19

ამ ინციდენტ ის გამო 1917 წლის 30 სექტ ემბერს სოხუმის ქალაქის საბჭომ 20


და მუშათა და ჯ არისკაცთა დეპუტ ატ ების საბჭომ “სოხუმის ოლქის
უსაფრთხოების კომიტ ეტ ის ” შემადგენლობაში ახალი წევრები შეიყვანეს ,
ხოლო 19 ოქტ ომბერს კი ხელმძღვანელობა შეცვალეს ; კომიტ ეტ ის
თავმჯ დომარედ ვარლამ (ძიკი ) შერვაშიძე (ჩაჩბა ) აირჩიეს , რომელიც
აფხაზ ეთის მოსახლეობაში დიდი ავტ ორიტ ეტ ით სარგებლობდა ,
თანაშემწედ - პორუჩიკი ბათალჯ ი , მდივნად - მეკლერი . საოლქო კომისრად
- სიმონ ბასარია , თანაშემწედ კი - დიმიტ რი ზ ახაროვი და ივანე მარღანია
დაინიშნნენ 21 (27 ოქტ ომბერს , ბასარიამ და ზ ახაროვმა “ოზ აკომის ”
გადაწყვეტ ილებით ადგილები გაცვალეს 22). შეცვალეს საოლქო მილიციის
უფროსი , ალექსანდრე შერვაშიძის თანამოაზ რე , ტ ატ აშ მარშანია და მის
ადგილი ლუკა კარტ ოზ იამ დაიკავა .23

ალექსანდრე შერვაშიძის მიერ გაბმული კავშირები ჩრდილოკავკასიის


მთიელთა მოძრაობასთან სიცოცხლისუნარიანი გამოდგა ;
ოქტ ომბრისათვის მთიელთა პირველი ყრილობის შემდეგ წარმოქმნილ
“ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა გაერთიანებულ კავშირს”
“კაზ აკთა ჯ არების , მთიელთა და სტ ეპის თავისუფალ ხალხთა სამხრეთ -
აღმოსავლური კავშირი ” მიუერთდა . ეს ახალი კონგლომერატ ი სოხუმის
ოლქში მცხოვრებ აფხაზ ხალხს საკუთარი კავშირის წევრად მიიჩნევდა .24
ზ ემოხსენებული სირთულეების მიუხედავად , ასლანბეკ შერიპოვი
აფხაზ ეთში მათივე მანდატ ით განაგრძობდა მუშაობას .

19 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 72-74.
20 სეა, სცსსა, ფონდი #2080, ანაწერი #1, საქმე #490, გვ. 1
21 სეა, სცსსა, ფონდი #1818, ანაწერი #1, საქმე #29, გვ.1
22 სეა, სცსსა ფონდი #2080, ანაწერი #1, საქმე #472, გვ.34-35.
23 სეა, სცსსა, ფონდი #1818, ანაწერი #1, საქმე #29, გვ. გვ. 7.
24 ჯემალ გამახარია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან, გამომცემლობა
“საქართველო”, თბილისი, 1991 წელი, გვ. 37

12
სოხუმის ოლქი პეტროგრადის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ;
აფხაზთა სახალხო საბჭოს შექმნა

პროცესებმა ახალი და კრიტ იკული განზ ომილება შეიძინა 1917 წლის 25


ოქტ ომბრის (ახ . 7 ნოემბერი ) ბოლშევიკური გადატ რიალების შემდეგ .
სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის უმრავლესობის ინტ ერესების
წარმომადგენელმა პარტიების უდიდესმა ნაწილმა არ ცნო რუსეთის
ბოლშევიკურ პარტ იის მიერ ძალაუფლების ძალისმიერი უზ ურპაცია და
განაცხადა , რომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე გააგრძელებდა
რევოლუციის მონაპოვრის დაცვას და დემოკრატ იული ინსტ იტ უტ ების
მშენებლობას ამიერკავკასიის მასშტ აბით . დაფუძნდა ამიერკავკასიის
კომისარიატ ი , რომელმაც ჩაანაცვლა ისედაც სუსტ ი “ოზ აკომი ”, რომელმაც
არსებობა შეწყვიტ ა , რადგანაც დროებითი მთავრობა პეტ როგრადში
გადატ რიალების შედეგად აღარ არსებობდა . კომისარიატ მა გადაიბარა
ამიერკავკასიის მართვის სადავეები და განაგრძო მზ ადება სრულიად
რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატ არებლად .

1917 წლის 7 ნოემბერს (ძვ. სტილით) სოხუმში, სამურიდის თეატრში გაიხსნა


„აფხაზ თა ყრილობა “. მკვლევართა უმეტ ესობა გვერდს უვლის ყრილობაზ ე
დამსწრეთა მოწვევის პრინციპის და რეგლამენტ ის შესახებ დეტ ალებს ,
ხოლო წყაროების სიმწირე მისი რეკონსტ რუირების საშუალებას არ
გვაძლევს ; თუკი 1917-1921 წლების პროცესების აქტ იურ მონაწილეს და
სახალხო საბჭოს წევრს , მიხეილ ტ არნავას მონათხრობს ვენდობით , იგი
აღნიშნავს , რომ დელეგატების არჩევის არანაირი ფორმალური პროცედურა
არ არსებობდა და მათ მოსახლეობის საერთო კრებაზ ე ასახელებდნენ .25
იმავეზ ე მიუთითებს ნიკო თავდგირიძეც : “არჩევა ამ საბჭოს რაღაც
ყოველივე საარჩევნო წესის დარღვევით მოხდა ”.26 ამასთანავე , ყრილობა
ექსკლუზ იურად აფხაზ ი და სამურზ აყანოელი მოსახლეობის
წარმომადგენლების თათბირი იყო.

ამ ყრილობას უნდა გამოემუშავებინა ხედვა ბოლშევიკური


გადატ რიალების შემდეგ წარმოქმნილი გამოწვევების შესახებ ,
უმთავრესად კი , აფხაზ ი ხალხის სახელით მისი თვითგამორკვევის
უფლების საფუძვლებისა და ორიენტ აციის შესახებ მკაფიო პოზ იცია უნდა
25 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, Михаил Тарнава,
Воспоминания о революционном движении в Абхазии за 1917 – 1921 годы; Фрагменты. გვ. 39
26 ნ. თავდგირიძე, აფხაზეთში, ახალი საქართველო (გაზეთი) #5, 10.07.1919 წელი. გვ. 3.

13
განეცხადებინა . ორიენტ აციაში მოიაზ რებოდა ეთნიკური და კულტ ურული
კავშირის პოლიტ იკურში გარდაქმნა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან
თანამშრომლობის გაღრმავება თუ ამიერკავკასიის ახალ პოლიტ იკურ
სივრცეში ინტ ეგრირების უალტ ერნატ ივობის აღიარება . ყრილობის წინა
ხანებში და მიმდინარეობისას უკვე გამოკვეთილი ანტ აგონიზ მის
გათვალისწინებით , სამურზ აყანოელი მეგრელების უმრავლესობასა და
აფხაზ ურ ნაციონალისტ ურ წრეებს შორის (რაც სამურზ აყანოელების მიერ
ჩრდილოკავკასიაზე ორიენტაციის კრიტიკასა და საქართველოსთან
კავშირის შენარჩუნების აუცილებლობის მტ კიცებაში გამოიხატ ებოდა )
ყრილობის ორი დღის განმავლობაში დარბაზ სა თუ კულუარებში ცხადი
პოლიტ იკური დაპირისპირება და დისკუსიები დუღდა .

ყრილობაზ ე დამსწრე აფხაზ მა ბოლშევიკებმა , ნესტ ორ ლაკობამ და ეფრემ


ეშბამ (რომლებიც ბოლშევიკური , განუყოფელი რუსეთისა და პარტ იის
ექსკლუზ იური ძალაუფლების მოდელის პროპაგანდისტ ები იყვნენ ) ვერ
შეძლეს დამსწრეებზე ზეგავლენა მოეხდინათ. მათ ვერ შეძლეს
დაერწმუნებინათ ყრილობა , რომ სახალხო საბჭოს ჩამოყალიბება
კონტ რრევოლუციურ აქტ ს წარმოადგენდა , რომ გლეხთა დეპუტ ატ ების
საბჭოდ ტ რანსფორმირებულიყვნენ და ლენინური ლოზ უნგით
ძალაუფლების ამ საბჭოსათვის გადაცემა მოეთხოვათ .

ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ინტ ერპარტ იული


საბჭოს დელეგატ ები : აკაკი ჩხენკელი , ვალიკო ჯ უღელი და ივანე
გომართელი , რომლებიც ამიერკავკასიის პოლიტ იკური სივრცის ნაწილად
ყოფნის უპირატ ესობაში არწმუნებდნენ დამსწრეებს .27

8 ნოემბერს ყრილობამ აფხაზ ეთის (რეალურად - აფხაზ ი ხალხის ) სახალხო


საბჭო დააფუძნა და მისი შემადგენლობა დააკომპლექტ ა . შემუშავდა
აფხაზ თა სახალხო საბჭოს დებულება (კონსტ იტ უცია ). აფხაზ თა სახალხო
საბჭომ გამოაქვეყნა დეკლარაცია (რომლის შემუშავებაში აქტ იური
მონაწილეობა მიიღო ასლანბეკ შერიპოვმა ), სადაც თავს აფხაზ ი ხალხის
წარმომადგენლად აცხადებდა, მის ამოცანებში კი გამოიკვეთა აფხაზი
ხალხის ინტ ერესების a და უსაფრთხოების დაცვა , თვითგამორკვევის
უფლების რეალიზ ების უზ რუნველყოფა , მოძმე ხალხებთან კავშირების
გაღრმავება და ა . შ .

27 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 77.

14
ამავდროულად , აფხაზ თა სახალხო საბჭო აცხადებდა , რომ ხელისუფლების
ლეგიტ იმურ ორგანოდ ცნობდა ამიერკავკასიის კომისარიატ ს ,
საზ ოგადოებრივი უსაფრთხოების სოხუმის საოლქო კომიტ ეტ ს a და
ამიერკავკასიის ყველა საზ ოგადოებრივ -პოლიტ იკურ და ადმინისტ რაციულ
ორგანოებს . აფხაზ ი ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზ ებას კი ,
საერთო კონსენსუსის შესაბამისად , მომავალ - სრულიად რუსეთის
დამფუძნებელი კრების კომპეტ ენციად აღიარებდა .

ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან კავშირის სურვილის გამომხატველი ლოზუნგების


პარალელურად , ასეთი პოსტ ულატ ების დეკლარაციაში დაფიქსირებას ,
ბოლშევიკები და შემდგომ საბჭოთა რუსული ისტ ორიოგრაფია “მთიელთა
კონტ რრევოლუციურ კავშირსა ” და ქართველ მენშევიკთა შორის
საიდუმლო შეთანხმებისა და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ
28
პარტ ნიორობის ილუსტ რაციად მიიჩნევდნენ . თუმცა , ცხადია , რომ ახალი
პოლიტ იკური განზ ომილების სიმწვავისა და სოხუმის ოლქის რეალობის
გათვალისწინებით , აფხაზ თა სახალხო საბჭოს დეკლარაციაში ჩამოყალიბებული
ეს ხედვები კომპრომისული და რაციონალური იყო.

ყრილობის დასრულების შემდეგ , 8-9 ნოემბერს , გაგრძელდა


მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეროვნული ინტ ერპარტ იული
საბჭოს დელეგაციასა და აფხაზ თა სახალხო საბჭოს შორის .

სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები სოხუმის ოლქში

1917 წლის ნოემბერ-დეკემბერში სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების


საყოველთაო და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა სოხუმის ოლქშიც.
ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 34,170 მოქალაქემ .
ამომრჩეველთა აქტ ივობა მიახლოებით 29 - 52,65 %-ს შეადგენდა .
მონაწილე პარტ იათა შედეგები :

#1 - სოციალ-დემოკრატ იული მუშათა პარტ ია - (მენშევიკები ) - 26,336


ხმა (77,07%),
#2 - სახალხო თავისუფლების პარტ ია - 910 (2,66 %),

28 Н. Лакоба, Искры Октябрьской революций, К Историй революционого движения в Абхазий, აფხაზეთის


პოლიტგანათლების კრებული, სოხუმი, 1922 წელი, გვ. 11
29 1917 წლისათვის სოხუმის ოლქში ხმის უფლების მქონეთა ზუსტი რიცხვი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
აქტივობის გაანგარიშებას ვახდენთ 1919-1920 წლების მონაცემებით, რაც სავარაუდოდ
რიცხობრივად მეტია, ვიდრე 1917 წლისა.

15
#3 - სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ ია - 1,985 (5,8 %),
#4 - დაშნაკცუტ იუნი - 282 (0,81 %),
#5 - სოციალ-დემოკრატ იულმა მუშათა პარტ ია (ბოლშევიკები ) - 3,336
(9,76 %),
#6 - საქართველოს სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო
პარტ ია - 656 (1,91 %),
#7 - სომხეთის სახალხო პარტ ია - 18 (0,052 %),
#8 - საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იულმა პარტ ია - 638 (1,86 %).30

1917 წლის სოხუმისა და ოჩამჩირის საქალაქო თვითმმართველობის


არჩევნების მსგავსად , ამ შემთხვევაშიც არცერთ ორგანიზ ებულ ჯ გუფსა თუ
აქტ ორს არჩევნების ლეგიტ იმურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია .

სოხუმის ოლქი 1918 წლის პოლიტიკური ტურბულენტობის გარიჟრაჟზე

1918 წლის დასაწყისისათვის კრიზისი ახალ საფეხურზე ავიდა.


ბოლშევიკების მიერ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების გარეკვამ ,
შიდა რუსეთში ანტიბოლშევიკური ძალების მიერ ძალაუფლების ხელში
აღებამ და სამოქალაქო ომმა უშუალოდ დაფარა ჩრდილოკავკასია და დე -
ფაქტ ო გამოყოფილ ამიერკავკასიაზ ეც მოახდინა გავლენა . კავკასიის
ფრონტ ზ ე მყოფ რუსულ არმიაში ბოლშევიკურმა ორგანიზ აციებმა
ანტ ისაომარი პროპაგანდა გააჩაღეს და ისედაც დემორალიზ ებულ
ნაწილებში უკვე მასობრივი დეზ ერტ ირობა დაიწყო ; ფრონტ იდან მოხსნილი
გაბოლშევიკებული ჯ არის ნაწილები კავკასიის მაგისტ რალური რკინიგზ ით
ბრუნდებოდნენ რუსეთში და გზ ადაგზ ა მოროდიორობდნენ , ბოლშევიკური
პარტ ია კი ცდილობდა , მათი ხელით შეეტ ია ამიერკავკასიის
კომისარიატ ისათვის და შეიარაღებული ძალით დაემხო , რასაც
დეზ ერტ ირთა ეშელონებთან სისხლიანი შეტ აკებების სერია მოჰყვა .
შედეგად, ამიერკავკასია პირისპირ დარჩა ოსმალეთის იმპერიის

30 Результаты выборов в учред собрание по Сухумского округу, Борьба (გაზეთი) #181, 17.12.1917 წელი,
გვ. 3.

16
სამხედრო მანქანის წინაშე , საკუთარი რეალური და ეფექტ იანი საჯ არისო
ნაწილების ამარა და გამოურკვეველი სახელმწიფოებრივი სტ ატ უსით .

ამ დროისათვის ბოლშევიკურ პარტ იას კავკასიის დემოკრატ იული


ინსტ იტ უტ ებთან ფარგლებში ყოველგვარი თანამშრომლობა უკვე
ფაქტ ობრივად გაწყვეტ ილი ჰქონდა და მხოლოდ საბჭოებში აგრძელებდა
წარმომადგენლების შენარჩუნებას. ბოლშევიკები აქტიურად
ემზ ადებოდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად .

ამ გეგმის სიმპტ ომები სოხუმის ოლქშიც საგრძნობი იყო . პირველ რიგში ,


ბოლშევიკებმა მოახერხეს , რომ მათი ერთ -ერთი ადგილობრივი ლიდერი ,
ეფრემ ეშბა მუშათა და ჯ არისკაცთა საბჭოს აღმასკომის თავმჯ დომარედ
დაწინაურდა .31 ჯ არისკაცთა საბჭოს თავმჯ დომარე , ეთნიკურად ქართველი
აბერკი ურუშაძე , თავის მხრივ , აქტ იურად მუშაობდა ბოლშევიკური კურსის
გასატ არებლად . პარალელურად ბოლშევიკები გამალებულად
ამზ ადებდნენ შეიარაღებულ რაზ მებს , განსაკუთრებით გუდაუთის რაიონში ,
სადაც 1917 წლის ზ აფხულის დამდეგიდან უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ
რაზ მი “კერაზ ის ”32 (“კიარაზ ის ” / ან - “ანხაიუ ყიარაზ ი ”. აფხაზ ურად - გლეხთა
გაერთიანება ) სახელწოდებით . ბოლშევიკების გავლენის ქვეშ იყო სოხუმში
სახელდახელოდ შეკოწიწებული “საყარაულო რაზ მიც ”.33

1917 წლის ბოლოს და 1918 წლის დასაწყისისთვის სოხუმის ოლქში ანარქიის


საფრთხე თვალსაჩინო იყო . კრიმინალური ფონი გამწვავდა . სოხუმში
ბანდების თარეშის აღმოსაფხვრელად ოლქში არსებული ყველა
სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები გაერთიანდნენ და საგანგებო
შტაბი შექმნეს, რომელმაც სამილიციო და სამხედრო ძალის გამოყენებით
დაიწყო კრიმინალის აღკვეთა .34

ამ მოცემულობის გათვალისწინებით , საქართველოს ეროვნული საბჭო


(საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს
არჩეული დემოკრატიული ორგანო, რომელიც ქართველი ერის სახელით

31 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 102
32 Н. Лакоба, Искры Октябрьской революций, К Историй революционого движения в Абхазий, აფხაზეთის
პოლიტგანათლების კრებული, სოხუმი, 1922 წელი, გვ. 8.
33 სეა, საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (შემდგომში -
სუიცსა), ფონდი #2417 (რევოლიუციის მუზუემის დოკუმენტური კოლექცია), ანაწერი #1, საქმე 366, გვ.
33.
34 ჩიტაია დავით, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; აფხაზეთის
სახალხო საბჭო 1917-1921 წლებში, თბილისი, 2006 წელი, გვ. 140-141.

17
გამოდიოდა არსებულ პოლიტიკურ ველზე) იანვრის განმავლობაში
ამზ ადებდა ნიადაგს აფხაზ თა სახალხო საბჭოსთან
მოლაპარაკებებისათვის , რისთვისაც ოფიციალური დეპეშით მიმართა
მათ .35 პარალელურად ის ეკონტ აქტ ებოდა სამურზ აყანოს
წარმომადგენლებს (რომელთაც ჯერ კიდევ 3 ნოემბერს, სამურზაყანოს
რაიონის გლეხთა დეპუტ ატ ების ყრილობაზ ე გააპროტ ესტ ეს აფხაზ ების
ცალმხრივი კავშირის სურვილი მთიელებთან36), რათა შემაკავშირებელი
ფუნქცია ეტ ვირთათ სამომავლო შეხვედრაზ ე .37 ამავე დროს საბჭო
მაქსიმალურად ცდილობდა , მხარის კულტ ურული განვითარებისა და
პოლიტ იკური გააქტ იურებისათვის შეეწყო ხელი .38 ამგვარი მოწოდებით
გამოვიდა სამურზ აყანოს წარმომადგენელი , ივანე გეგია საქართველოს
პირველ ეროვნულ ყრილობაზ ე ,39 სადაც სამურზ აყანოს გარდა , მოწვეული
იყო “აფხაზ ეთის სახალხო კომიტ ეტ ის ” (იგულისხმება - სახალხო საბჭო )
წარმომადგენელიც.40 ქართული პრესის მიხედვით , ყრილობას “აფხაზ ების ”
წარმომადგენელი ესწრებოდა. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა
აუდიტ ორიას ,41 თუმცა ბოლომდე ცხადი არაა , აქ სამურზ აყანოელ
დელეგატ ს გულისხმობენ თუ აფხაზ თა სახალხო საბჭოსას . რიგი ავტ ორები
ამტ კიცებენ ,42 რომ ყრილობას აფხაზ თა სახალხო საბჭოს დელეგატ ის
სტ ატ უსით თვით ასლანბეკ შერიპოვი დაესწრო , თუმცა ქართულ
დოკუმენტ ურ წყაროებში ეს დეტ ალი ჯ ერ -ჯ ერობით არ დასტ ურდება .

აფხაზ თა სახალხო საბჭომაც საჭიროდ ჩათვალა , მოლაპარაკებოდა


საქართველოს ეროვნულ საბჭოს მხარის სამომავლო პოლიტ იკური
პერსპექტ ივების საკითხებზ ე . ამ დროს ამიერკავკასიის კომისარიატ ი უკვე
იწყებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებას ფედერალურ
საფუძვლებზ ე . ამიერკავკასიის პარლამენტ ი (სეიმი ) პარტ იების მიერ
სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებზ ე ნაჩვენები
შედეგების გადაანგარიშების მიხედვით ეწყობოდა.

35 სეა, ფონდი #1836 (ეროვნული საბჭო/პარლამენტი), ანაწერი #1, საქმე #19, გვ. 30.
36 სეა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #459, გვ. 1-2.
37 სეა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #19, გვ. 29.
38 სეა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #19, გვ. 38-38ა, საქმე#2, გვ. 40.
39 საქართველოს ეროვნული ყრილობა; ყრილობის მეორე დღე, საქართველო (გაზეთი) #258,
23(6).11(12).1917 წელი. გვ. 1.
40 ეროვნული ყრილობა, საქართველო (გაზეთი) #252, 14(27).11.1917 წელი. გვ. 3.
41 ქართული ეროვნული ყრილობა, ერთობა (გაზეთი) #202, 21.11.1917 წელი. გვ. 2-3.
42 Станислав Лакоба, Абхазия после двух империй. XIX-XXI вв. სლავური კვლევების ცენტრი, ჰოკაიდოს
უნივერსიტეტი, საპპორო, 2004 წელი, გვ. 47.

18
ამ მოცემულობაში აფხაზ ურ პოლიტ იკურ წრეებს საკუთარი ლეგიტ იმური
წარმომადგენელი არ მოეპოვებოდათ - არ არსებობდა ვიწროდ ეთნიკურ
აფხაზ თა ინტ ერესის გამომხატ ველი პოლიტ იკური პარტ ია ,43
ამომრჩეველთა სეგმენტ ის სიმცირის (კრებაში ამიერკავკასიის საარჩევნო
ოლქიდან 1 დეპუტ ატ ის გაყვანას დაახლოებით 45,000 ხმის მობილიზ ება
სჭირდებოდა ) გამო , არჩევნებში წარმატ ების შანსი თეორიულადაც არ
არსებობდა . შესაბამისად , გეოპოლიტ იკური მოცემულობის გავლენით ,
აფხაზ თა საბჭოს დეპუტ აცია საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან
კავშირით ცდილობდა მომავალი სახელმწიფოს კონსტ რუქციაში საკუთარი
ხმის უზ რუნველყოფას .

1918 წლის 9 თებერვალს თბილისში , საქართველოს ეროვნული საბჭოს


აღმასრულებელ კომიტ ეტ ში მიიღეს დელეგატ ები : ალექსანდრე შერვაშიძე ,
მელიტ ონ ემუხვარი , ნ . კ . მარღანია , რაფიელ ჩხოტ უა , ბ . ცაგურია .
მოლაპარაკება კონსტ რუქციული , თუმცა აშკარად დაძაბული იყო .
მიუხედავად იმისა , რომ საქართველოს ეროვნულ საბჭოს ჯ ერ არ ჰქონდა
დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნების ღია და ხელშესახები
რიტ ორიკა , აფხაზ თა დელეგაციამ განაცხადა , რომ აფხაზ ეთს
დამოუკიდებელი პოლიტ იკური ერთეულობის პრეტ ენზ ია აქვს და
საქართველოსთან კეთილმეზ ობლურ ურთიერთობას ესწრაფვის . ამ
ფორმულირებას საპასუხო ღია რიტ ორიკა შეხვდა : “მზ იმთადან 44

43 საინტერესოა, რომ კრიტიკოსები წამყვან, სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკები) პარტიას


საყვედურობდნენ, რატომ არ შეიყვანეს მათ რუსეთის დამფუძნებელი კრების სიაში ერთი
ეთნიკურად აფხაზი კანდიდატი მაინც, რაც მათ პრესტიჟს აწევდა აფხაზთა თვალში (ივ.
გომართელი, აბხაზები და ჩვენ, ალიონი (გაზეთი) #58, 16.11.197 წელი, გვ. 2), თუმცა ისინი
მხედველობაში არ იღებდნენ სიის დაკომპლექტების დემოკრატიულ პოლიტიკურ ლოგიკას, სადაც
ეთნიკური თუ გენდერული კვოტების ნაცვლად, რეალური პოლიტიკური გათვლა მუშაობდა -
რომელი კანდიდატი რამდენად ცნობილი და ავტორიტეტული იყო და ხმების რა ოდენობის
მობილიზებას შეძლებდა ამიერკავკასიის საარჩევნო ოლქში. სოციალ-დემოკრატიულმა
(მენშევიკები) პარტიამ სოხუმის ოლქში მიცემული ხმების 77% მობილიზება შეძლო, რაც ყველა სხვა
მონაწილის შედეგებს ლამის ოთხჯერ აღემატებოდა. კანდიდატთა სიაში აფხაზეთთან
ცხოვრებისეული გამოცდილებითა და პოლიტიკური მუშაობით დაკავშირებული პირი კი აკაკი
ჩხენკელი იყო. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ არჩევნებზე, რომლის საერთო აქტივობის მასშტაბი
1917-1920 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო, სოხუმის ოლქში ხმის უფლების მქონეთა
დაახლოებით 52%-მა მიიღო მონაწილეობა. დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგების
მიხედვით, ამიერკავკასიის სეიმის დაკომპლექტების შემდეგ აკაკი ჩხენკელს დაემატნენ
აფხაზეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სოციალ-დემოკრატები - ვასილ გურჯუა და ვალიკო
ჯუღელი.
44 მდინარის დასახელება ოქმებში სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება, რაც საინტერესო
ინტერპრეტაციის საფუძველს გვაძლევს. ეროვნული საბჭოს აღმასკომის სხდომის ოქმის
ხელნაწერში (სცსსა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #9, გვ. 16, გვ. 18.) რუსულად და ქართულად -
ბზინთა წერია, ხოლო მანქანაზე დაბეჭდილ “სხდომის ჟურნალში” ბზიფად არის ხელით
ჩასწორებული (სცსსა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #2, გვ. 44ა.). შესაბამისად, სავარაუდოდ,
აფხაზთა სახალხო საბჭოს თავდაპირველი ხედვა “აფხაზეთად” გაცილებით დიდი ტერიტორიას

19
(თანამედროვე მდინარე Бешеная, ადლერთან ) ენგურამდე ” წარმოსახული ,
განუყოფელი აფხაზ ეთის იდეა პრობლემურად მიიჩნიეს , რადგან
სამურზ აყანო მასში ვერ მოექცეოდა . ამიტ ომ აჯ ობებდა აფხაზ ეთს ფართო
ავტ ონომიის შესახებ ეფიქრა საქართველოს ფარგლებში იმავე
პრინციპებით , რასაც საქართველოს ეროვნული საბჭო “სამაჰმადიანო
საქართველოსათვის ” ამუშავებდა . სხდომაზ ე აკაკი ჩხენკელმა თავისი
ავტ ორიტ ეტ ის გამოყენებით შეძლო კომპრომისული ფორმულირების
შემუშავება,45 რომელიც ხაზ ს უსვამდა საკითხის პოლიტ იკური
განზ ომილების შემდეგ საკვანძო ელემენტ ებს :

1 - ტერიტორიულად აფხაზეთში მოიაზრებოდა სოხუმის ოლქი,


სამურზ აყანოს ჩათვლით .
2 - აფხაზ ეთის პოლიტ იკური მოწყობის ფორმა მომავალში უნდა
განესაზ ღვრა დემოკრატიულ საწყისებზე არჩეულ აფხაზეთის
დამფუძნებელ კრებას.
3 - აფხაზ ეთსა და საქართველოს ერთმანეთთან კონსულტ აციის
გარეშე არ უნდა მიეღოთ სხვა არსებულ ეროვნულ სახელმწიფოებთან
ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტ ილება .

ამ პრინციპების დამტ კიცებით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ


დაადგინა აფხაზ ეთის საკითხის პოლიტ იკური ხედვა . ხაზ ი გაესვა რიგ
საკითხებს : სამურზ აყანოს გამაერთიანებელი მნიშვნელობის იგნორირება
დაუშვებელი იყო (უკვე ჩამოყალიბებული ქართულ -მეგრული საერთო
იდენტ ობისა და აფხაზ ურ ეთნიკურ ელემენტ თან გადაკვეთის გამო ),
სამურზ აყანო საქართველოსაგან ჩამოშორებას არ შეურიგდებოდა და ,
თუკი აფხაზ ეთის ტ ერიტ ორიაზ ე ეროვნული თვითგამორკვევისა და
სახელმწიფოებრიობის ფორმის არჩევის საკითხი დადგებოდა , ეს
დემოკრატ იულ პრინციპს უნდა დაფუძნებოდა და საყოველთაო
დემოკრატ იული არჩევნებით შექმნილ აფხაზ ეთის (და არა - აფხაზ ების )
დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტ ა . მანამდე კი არც საქართველოს
და არც აფხაზ ეთს ასეთი გადაწყვეტ ილება ცალმხრივად არ უნდა მიეღოთ ,

მოიაზრებდა - ადლერიდან, მდინარე მზიმთიდან ენგურამდე. ხელშეკრულებაში კი ხაზი გაესვა


არსებული ადმინისტრაციული საზღვრების ხელშეუხებლობას, რადგან ეს ეროვნული საბჭოების
კომპეტენცია არ იყო და ამიერკავკასიის სახელმწიფოს უნდა გადაეწყვიტა, მით უმეტეს, რომ
ადლერი შავი ზღვის გუბერნიის ტერიტორიას წარმოადგენდა, რომელიც წესით სხვა სახელმწიფოს
საზღვრებში მოექცეოდა. ხელშეკრულებაში, თუკი საბოლოო ვერსიად ჩასწორებულ ვარიანტს
მივიჩნევთ, მდინარე ბზიფის აღნიშვნა უფრო ცხადად აჩვენებს ზემოხსენებულ განზომილებას,
რადგან 1916 წლის მდგომარეობით საზღვარი შავი ზღვის გუბერნიასა და ქუთაისის გუბერნიის
სოხუმის ოლქს შორის გაგრასა და მდინარე ბზიფს შორის გადიოდა.
45 სეა, სცსა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #2, გვ. 44-44ა

20
რადგან ამიერკავკასიის კომისარიატ ის ქოლგის გარდა , მათ მიღებული არ
ჰქონდათ სხვა, უკვე შემდგარ სახელმწიფოსთან შეერთების ლეგიტიმური
აქტ ი და არც თავად ჰქონდათ დაფუძნებული სახელმწიფოებრიობა .

ეს ფორმულირება დამაკმაყოფილებელი არ იყო აფხაზთა სახალხო საბჭოს


გარკვეული წრეებისათვის , რომელთაც უკვე ცხადად ჰქონდათ
გამოკვეთილი სენტ იმენტ ები მთიელთა კავშირისა ან ოსმალეთის მიმართ
და ადგილობრივ , აფხაზ თა სახალხო საბჭოს , სახელით უკვე იწყებდნენ
საკანონმდებლო და ადმინისტ რაციული კომპეტ ენციების დასაკუთრების
მცდელობას .46 შესაბამისად, აფხაზურმა დელეგაციამ განაცხადა, რომ ამ
შეთანხმებაზე სახალხო საბჭო დამატებით იმსჯელებდა და საქართველოს
ეროვნული საბჭოს აღმასკომს შედეგებს აცნობებდა .

1918 წლის გაზაფხული: ბოლშევიკური გადატრიალებების მცდელობები და


პოლიტიკური კრიზისი სოხუმის ოლქში

გლობალური და ადგილობრივი სამხედრო -პოლიტ იკური ესკალაცია


მალევე დაიწყო: კავკასიის ფრონტ ის დემორალიზ ებისა და მისი რუსული
არმიისაგან დაცლის , ამიერკავკასიის კომისარიატ ის ოსმალეთთან
შეიარაღებულ დაპირისპირებაში შესვლის პარალელურად, ჩრდილოეთში
უკვე რუსეთის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა . სამხრეთ კავკასიას
ერთდროულად ემუქრებოდა ოსმალური ოკუპაცია და თეთრი და წითელი
რუსეთის აგრესიული ინტ ერესები .

სოხუმის ოლქში პირველი კრიტ იკული განმუხტ ვა 1918 წლის 15 თებერვალს


მოხდა ; შავი ზ ღვის ფლოტ ის გაბოლშევიკებული და გადეზ ერტ ირებული
კონტ რნაღმოსანი “დაკია ” სოხუმს მიადგა . ნაღმოსანს უკვე რეპუტ აციის
შექმნა მოესწრო ტრაპიზონისა და იალტის პორტებში ჩადენილი ძარცვა-
გლეჯ ით , ასევე სოხუმის ახლო აგარაკებსაც დასხმია თავს .47 სანაპიროზ ე
გადმოსული მატ როსთა ჯ გუფი შეეჩეხა “აფხაზ ური ასეულის ” ოფიცერს ,
ნიკოლოზ მელიტ ონის ძე ემუხვარს (ემხაა /აიმხაა ) და მისთვის ოფიცრის
სამხრეების მოგლეჯ ა დააპირა . ემუხვარმა მოახერხა და თავი აარიდა
მოძალადეებს . საღამოს ემუხვარს მატ როსთა სხვა ჯ გუფი გადაუდგა და
კვლავ სამხრეების აყრა დაუპირა . ნიკოლოზ ს ცალი ხელი ომში
46 სეა, სცსსა, ფონდი #2081 (ამიერკავკასიის კომისარიატი), ანაწერი #1, საქმე #109, გვ. 1-3. აფხაზთა
სახალხო საბჭოს და გაგრის კლიმატური სადგურის დავა ქონების შესახებ.
47 სეა, სუიცსა, ფონდი #2417, ანაწერი #1, საქმე 366, გვ. 33.

21
კონტ უზ ირებული ჰქონდა და იძულებული გახდა , თავდაცვისთვის
რევოლვერი გამოეყენებინა . ემუხვარმა იქვე მოკლა ერთი მატ როსი , ორი
დაჭრა და შექმნილი არეულობის ფონზ ე მიიმალა . ზ ოგიერთი ცნობით ,
რამდენიმე მატ როსი ნიკოლოზ ის მეგობრებმა მაშინვე მძევლად აიყვანეს ,
რომ ემუხვარი და ქალაქი დაუყოვნებლივი შურისძიებისაგან დაეცვათ .
“დაკიას ” ეკიპაჟ მა ქალაქს ულტ იმატ უმი წაუყენა - მკვლელი მათთვის
გადაეცათ და კონტ რიბუცია გადაეხადათ , წინააღმდეგ შემთხვევაში
ქალაქს ცეცხლს გაუხსნიდნენ .

ქალაქის საბჭოსა და მუშათა და ჯ არისკაცთა საბჭოს აღმასკომის


წარმომადგენლების ეკიპაჟთან მოლაპარაკების მცდელობა უშედეგო
გამოდგა . მძევლების გათავისუფლებამ მათი გული ვერ მოალბო . ისინი
საკონტ აქტ ოდ მხოლოდ ბოლშევიკებს ითხოვდნენ . ბოლშევიკურმა
ორგანიზ აციამ მდგომარეობა ხელსაყრელად ჩათვალა და გადაწყვიტ ა ,
მატ როსთა დახმარებით ძალაუფლება ჩაეგდო ხელში . 16 თებერვალს
მათმა ათკაციანმა დელეგაციამ (ეფრემ ეშბას , ამბერკი ურუშაძის , სევა
კუხალეიშვილის , ნიკოლოზ სვანიძის , გიორგი ათარბეგოვის და სხვ .
შემადგენლობით) მატროსებთან ერთად ულტიმატუმი წაუყენა ქალაქის
თავს , ბენია ჩხიკვიშვილს , რომ ძალაუფლება “სამხედრო -რევოლიუციური
კომიტ ეტ ისათვის ” გადაებარებინა . ქალაქს საკუთარ განკარგულებაში
რჩებოდა დემოკრატ იული ლეგიტ იმური ორგანოებისადმი ლოიალურად
განწყობილი წითელი გვარდიის მცირე რაზ მი და “აფხაზ თა ასეული ”. 48
ბენია ჩხიკვიშვილი იძულებული გახდა , მიეღო ულტ იმატ უმი . სამხედრო
“რევკომს ” მაინც აშინებდა ადგილზ ე ლეგიტ იმაციის უქონლობა . მათ , ასევე
იძულებით , ბენია ჩხიკვიშვილი კომიტ ეტ ის წევრად გამოაცხადეს და მისი
სახელით გაგზ ავნეს განკარგულება სოხუმის ოლქში ნიკოლოზ ემუხვარის
დასაპატ იმრებლად .

ბოლშევიკთა თვითნებობის შემყურე აფხაზ თა სახალხო საბჭოს წევრები


ფრიად აღშფოთდნენ , “აფხაზ ურ ასეულთან ” ერთად ქალაქი დატ ოვეს და
ბოლშევიკების ამბოხის აღსაკვეთად და ემუხვარის გადასარჩენად
მიმდებარე ზ ონებში მოხალისეთა მობილიზ ებას შეუდგნენ . ამავდროულად ,
სოხუმის მოქალაქეებმა ფულის შეგროვება დაიწყეს იმ იმედით , რომ
მატ როსები ამ კონტ რიბუციას დასჯ ერდებოდნენ და ემუხვარის გადაცემას

48 პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის იმპერიის არმიის შემადგენლობაში არსებული


აფხაზეთიდან არმიაში მოხალისედ შესული მხედრებისაგან დაკომპლექტებული შენაერთი,
რომელიც კავკასიის ცხენოსანი დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა. იმპერიის რესპრესიული
პოლიტიკის ფარგლებში აფხაზები “დამნაშავე ერად” ითვლებოდა და მათი მობილიზება არმიაში
არ ხდებოდა.

22
აღარ მოითხოვდნენ . ბენია ჩხიკვიშვილი და “რევკომის ” წევრები ეშერაში
დაბანაკებულ აფხაზ თა სახალხო საბჭოს წევრებს შეხვდნენ , სადაც ბენიამ
შეძლო მათი დარწმუნება სოხუმზე შეტევა შეეჩერებინათ და ქალაქისთვის
უფრო დიდი საფრთხე არ შეექმნათ .

ამასობაში , 17 თებერვალს „დაკია ” რეიდიდან მოიხსნა და ქალაქის


ტერორიზება მომდევნო, ჰიდროპლანერებით აღჭურვილ ნაღმოსან
„დერზ კის ” და კრეისერ „კაროლ კარლს “ გადააბარა .

ნიკოლოზ ემუხვარი ბოლშევიკების თანამგრძნობმა ადგილობრივმა


მეგრელებმა დრანდაში დააკავეს და “რევკომს ” გადასცეს .
თანამედროვეთა ჩვენებით , “რევკომს ” დიდად არ გამოუდია თავი ადგილზ ე
მის გასასამართლებლად . თავმჯ დომარემ , ეფრემ ეშბამ , რომელიც
აფხაზ ური ტ რადიციით ნიკოლოზ ის მამის ოჯ ახში იყო აღზ რდილი და
ნათესავად ითვლებოდა , ემუხვარი მატ როსებს გადასცა გემზ ე .
დაპატ იმრებულ ემუხვარს თან ახლდა მისი ძიძიშვილი - სამურზ აყანოელი
გლეხი სმელ (ისმაილ ) ბადია , რომელიც ცდილობდა მატ როსები
დაერწმუნებინა , რომ მან მოკლა მათი ამხანაგი და ის დაესაჯ ათ , თუმცა
ბადიაც დააპატ იმრეს და ნიკოლოზ თან ერთად აიყვანეს გემზ ე .
გადაცემამდე გულშემატ კივრებმა ემუხვარს საიდუმლოდ მიაწოდეს
პატ არა რევოლვერი (ოფიცრული ღირსების დასაცავად , უკიდურეს
შემთხვევაში თავი რომ მოეკლა), რომელიც ჩოხის სახელოში ჰქონდა
ჩამალული. როდესაც ეშბამ ემუხვარი და ბადია მატროსებს გადააბარა,
ნიკოლოზ მა რევოლვერი ამოიღო და ეფრემს ესროლა , თუმცა ააცილა და
იქვე მდგარი უნტ ერ-ოფიცერი კონოვალჩუკი მოკლა , მეორე გასროლას
ემუხვარი „სასამართლო კომიტ ეტ ის ” თავმჯ დომარე პ . გრუდაჩევის
მისამართით აპირებდა , მაგრამ რევოლვერის ვაზ ნა გაიჭედა და ცალი
ხელით განმუხტ ვა ვეღარ შეძლო .49 გამხეცებულმა მეზ ღვაურებმა ორთავე
ტყვე გემის საქვაბეში ცოცხლად ჩახარშეს.50

ამ მხეცურმა მკვლელობამ უკიდურესად აღაშფოთა მთელი სოხუმი და


მხარე . სამხედრო „რევკომის “ მიმართ სიძულვილმა და გაბოროტ ებამ პიკს
მიაღწია და ქალაქი აღელვებული აფხაზ ების შეტ ევას ელოდა . აფხაზ თა
სახალხო საბჭო „რევკომის ” დაშლას , „საყარაულო როტ ას “ რუსული

49 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий, 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ.105.
50 ნ. თავდგირიძე, აფხაზეთში; 5. ბოლშევიკების პირველი შემოსევა, ახალი საქართველო (გაზეთი)
#1, 04.07.1919 წელი, გვ. 3.
გადმოხვეწილი, სოხუმის ოლქში, ერთობა (გაზეთი) #91, 09.05.1918 წელი, გვ. 2-3.

23
გარნიზ ონისადმი 51 დამორჩილებას , სოხუმის ბატ არეის „აფხაზ ური
ასეულისთვის “ გადაცემას და ემუხვარის მატ როსებისათვის გადამცემთა
სიის გამოქვეყნებას მოითხოვდა . „რევკომმა ” ვერ გაუძლო ესკალაციას და
ნაღმოსანზ ე გადაბარგდა .

17-20 თებერვალს ქალაქში და მის შემოგარენში საბრძოლო მოქმედებები


გაჩაღდა : ქალაქში დარჩენილმა გაბოლშევიკებულმა “საყარაულო როტ ამ ”
ციხიდან წინა თვეებში დაპატიმრებული კრიმინალები გამოუშვა,
არტ ილერიის საწყობი გაძარცვა , შეაიარაღა ისინი და ერთობლივი
ძალებით ქალაქის დარბევა წამოიწყო . ამავდროულად , მათ შეიარაღება
გაუგზ ავნეს დრანდელ მეგრელებს და სთხოვდნენ , კოდორის მხრიდან
მომავალი ანტ იბოლშევიკური რაზ მები შეეკავებინათ . ნაღმოსანმა ქალაქს
და ეშერას გაუხსნა ცეცხლი ,52 ეშერას მიდამოებს ჰიდროპლანერებიც
ბომბავდნენ , რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა . 20
თებერვალს წითელი გვარდიის ნაწილმა და “აფხაზ ურმა ასეულმა ”
აფხაზ თა სახალხო საბჭოსა და ქალაქის თავის , ბენია ჩხიკვიშვილის ,
გვარდიის შტ აბის უფროსის თანაშემწის , მიხეილ წულუკიძის , ქალაქის
კომისრის , ვარლამ ლაკერბაიას და ოლქის მილიციის უფროსის , ლუკა
კარტ ოზ იას ხელმძღვანელობით იერიში მიიტ ანეს სოხუმზ ე და შეტ აკებების
შემდეგ, გაბოლშევიკებული ნაწილებს იარაღი დააყრევინეს, ქალაქი
გაწმინდეს და წესრიგი აღადგინეს .53 ამბოხებულთა ნაწილი კი
აღმოსავლეთით - დრანდისკენ გაიხიზ ნა და ადგილობრივ
გაბოლშევიკებულ მოსახლეობას შეუერთდა . კრეისერი და ნაღმოსანი
რეიდიდან მოხსნეს და “სამხედრო რევოლიუციური კომიტ ეტ ის ” წევრები
ბათუმისაკენ გაიყოლეს . გაბოლშევიკებული ფლოტ ისაგან ბათუმში ეშბამ ,
ათარბეგოვმა , ტ ფილისიდან ჩასულმა ლაკობამ მამია ორახელაშვილისა
და ფლოტ ის კომისარი ივანოვისაგან საბრძოლო მასალა მიიღეს და უკან
დაბრუნდნენ გადატ რიალების მორიგი მცდელობის
54
განსახორციელებლად .

სოხუმში მოეწყო “საზ ოგადოებრივი უშიშროების კომიტ ეტ ი ” ბენია


ჩხიკვიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მის განკარგულებაში მყოფი

51 სოხუმის საქალაქო გარნიზონი ჯერ კიდევ რუსული არმიის ნაწილი იყო.


52 სოხუმის ამბები; ოლქის კომისრის ცნობა, საქართველო (გაზეთი) #42, 24(09).02(03).1918 წელი. გვ.
2.
სოხუმის ამბები, ერთობა (გაზეთი) #44, 23.02.1918 წელის, გვ. 2.
53 ი. ტ-ძე, სოხუმის ამბები, ერთობა (გაზეთი) #53, 04.03.1918 წელი, გვ. 4.
54 Н. Лакоба, Искры Октябрьской революций, К Историй революционого движения в Абхазий, აფხაზეთის
პოლიტგანათლების კრებული, სოხუმი, 1922 წელი, გვ. 14.

24
შეიარაღებული ძალები “სოხუმის სახალხო ლეგიონად” გამოაცხადა.55
ბოლშევიკური გადატ რიალების მცდელობის ლიკვიდაციის შემდეგ ,
როგორც ჩხიკვიშვილი , ასევე ოლქის კომისარი , დიმიტ რი ზ ახაროვი
ამიერკავკასიის კომისარიატ ს სთხოვდნენ , მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი
ოლქში სამხედრო ძალების გადაგზ ავნისთვის , რადგანაც გაფანტ ული
ბოლშევიკები სოფლებში აგრძელებდნენ აგიტ აციასა და ამბოხებისთვის
მზ ადებას , აფხაზ ური ყოფილი არისტ ოკრატ იის რადიკალურად
განწყობილი ნაწილი კი უკვე აშკარად ოსმალეთის სამხედრო ძალის
მოპატ იჟ ებას გეგმავდა . ადგილზ ე ამიერკავკასიის ხელისუფლების
დასაყრდენი რეალური სამხედრო ძალა კი არასაკმარისი იყო .

ამ დროისათვის , 23 თებერვალს , ამიერკავკასიის კომისარიატ ის


დელეგაცია ტ რაპიზ ონისკენ გაემგზ ავრა ოსმალეთთან სამშვიდობო
მოლაპარაკებების წამოსაწყებად .

1918 წლის 4 მარტს სოხუმში სოხუმის ოლქის გლეხთა მეორე ყრილობა


გაიხსნა . მას ყველა ეროვნების გლეხთა 300-მდე დელეგატ ი ესწრებოდა
მთელი აფხაზ ეთიდან . ბოლშევიკები ყრილობაზ ე ტ ოტ ალურ უმცირესობაში
აღმოჩნდნენ . მათი ლიდერი , ეფრემ ეშბა , ბათუმიდან საიდუმლოდ ,
იარაღის პარტ იით დაბრუნებული , გუდაუთაში იყო გამაგრებული და
ემუხვარის გაწირვის გამო შურისძიების შიშით ყრილობაზ ე არ
გამოცხადდა . მასთან მოსალაპარაკებლად და სათავდებოდ მისულ ბენია
ჩხიკვიშვილსაც უარი უთხრა და ბოლშევიკთა წარმომადგენლად
ყრილობაზ ე ნესტ ორ ლაკობა გაგზ ავნა . ყრილობის პრეზ იდიუმის
თავმჯ დომარედ ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს , მოადგილეებად - ნესტ ორ
ლაკობა და არზ აყან ემუხვარი . მდივნებად - გიორგი აჯ ამოვი და დარსალია .
ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული საბჭოს დელეგაცია -
დავით სულიაშვილი და ქრისტ ეფორე რაჭველიშვილი და ზ უგდიდის
მაზ რის გლეხთა დელეგაცია კალანდარიშვილის , ჯ იჯ ალავას და ბერულავას
შემადგენლობით.56 ყრილობაზ ე შეიქმნა თებერვლის გადატ რიალების
მცდელობის საგამოძიებო კომისია .

ყრილობამ მთავარ სოციალურ და პოლიტ იკურ გამოწვევაზ ე - აგრარულ


საკითხსა და ხელისუფლების ორგანოების ჩამოყალიბებაზ ე იმსჯ ელა .
ყრილობის რეზ ოლუციით გამოცხადდა , რომ სოხუმის ოლქის გლეხთა
მეორე ყრილობა ამიერკავკასიის სეიმს ცნობდა უმაღლეს საკანონმდებლო
55 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 109
56 ვ.ქ., სოხუმის ოლქის გლეხთა მეორე ყრილობა, ერთობა (გაზეთი) #66, 22.03.1918 წელი, გვ. 3.

25
ორგანოდ და ამიერკავკასიის მთავრობას უცხადებდა ნდობას .
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზ ების გარშემო ხანგრძლივი
დისკუსიებისა და ნესტ ორ ლაკობას დესტ რუქციული ჩარევის მიუხედავად ,
ყრილობამ საბოლოო რეზ ოლუცია გამოიმუშავა , რომლის მიხედვითაც ,
ერთა თვითგამორკვევის პრინციპზ ე დაყრდნობით , აფხაზ ეთი შინაური
საქმეების მოწესრიგებაში თავს დამოუკიდებლად აცხადებდა. ყრილობის
გადაწყვეტ ილებით აფხაზ ეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალი
აფხაზთა სახალხო საბჭო უნდა გამხდარიყო , რომელსაც აფხაზ ეთში
მცხოვრები მოსახლეობა (სხვა სახელმწიფოს ქვეშევრდომთა გარდა )
აირჩევდა ოთხ-მუხლიანი ფორმულის (საყოველთაო, პირდაპირი, ფარული
და პროპორციული) საფუძველზე, მთლიანი ოლქის 5 რაიონიდან 5
დეპუტ ატ ის , ქალაქ სოხუმიდან - 2 და გუდაუთა , ოჩამჩირე და გაგრიდან -
თითო დეპუტ ატ ის შემადგენლობით (ჯ ამში 30 წევრით ). ამ საბჭოს უნდა
დამორჩილებოდა ოლქში ყველა აღმასრულებელი ორგანო . აფხაზ ეთს
თავისი წარმომადგენელი უნდა გაეგზ ავნა ამიერკავკასიის სეიმსა და
მთავრობაში . ახალი სახალხო საბჭოს მოწვევისათვის კი გლეხთა საბჭოს
და არსებულ სახალხო საბჭოს უნდა ემუშავა .57

აგრარულ საკითხში ყრილობამ დაადგინა , რომ სახაზ ინო , კერძო


მემამულეების და საეკლესიო მიწები საადგილმამულო კომიტ ეტ ების
საშუალებით უფასოდ უნდა გადასცემოდა გლეხობას . კომიტ ეტ ი
გამოიმუშავებდა მიწის ნორმას და პირველ რიგში დააკმაყოფილებდა
სოხუმის ოლქში მუდმივად მცხოვრებ ყველა გლეხს , ასევე დატ ოვებდა
რესურსს ოსმალეთიდან დაბრუნების მსურველი მუჰაჯ ირებისთვისაც .
მიწის მოიჯ არეების საკითხი ღიად დარჩა - უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანოს კომპეტ ენციაში . გადაწყდა , რეფორმის გატ არებამდე
შეზღუდულიყო ახალმოსახლეების მიღება ოლქის ტერიტორიაზე.
რეფორმის მიმდინარეობისას აიკრძალა მიწის -ყიდვა გაყიდვა და ძველი
ხელშეკრულებები გაუქმებულად გამოცხადდა . საადგილმამულო
კომიტ ეტ ების მუშაობა მომავალ , აფხაზთა სახალხო საბჭოს კონტ როლს
ქვეშ უნდა განხორციელებულიყო . ყრილობამ აირჩია 26 წევრისაგან
შემდგარი სოხუმის ოლქის გლეხთა დეპუტატების საბჭო, რომელმაც
დააკომპლექტ ა აღმასრულებელი კომიტ ეტ ი არზ აყან ემუხვარის , მაქსიმე
ცავას, დიმიტრი გულიას, მიხეილ ცაგურიას, ნ. დაცენკოს, ვანო ესვანჯიას, მ.

57 ვ.ქ., სოხუმის ოლქის გლეხთა მეორე ყრილობა (გაგრძელება), ერთობა (გაზეთი) #67, 23.03.1918
წელი, გვ. 3.
Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 20-23

26
აბხუბას , გ. ძიძარიას და კალისტ რატ ე ბარციცის შემადგენლობით , მდივნად
გიორგი აჯ ამოვი დაინიშნა .58

ყრილობაზ ე განცდილი მარცხისა და თებერვლის გადატ რიალების


მცდელობიდან მიღებული გაკვეთილებით , ოლქის ბოლშევიკური ძალები
ახალ სტ რატ ეგიაზ ე გადაეწყნენ . მათთვის ცხადი გახდა , რომ მათი
პროგრამისა და რიტ ორიკის მიუღებლობის კომპენსაციას და მოსახლეობის
ფართო ფენებში დასაყრდენის მოძიებას მოწინააღმდეგე ძალების
დეზ ინტ ეგრაციით თუ შეძლებდნენ , რისთვისაც ოლქში არსებული ,
ერთმანეთთან გადაჯ აჭვული სოციალური -ეთნიკური ანტ აგონიზ მი
საუკეთესო ნიადაგი იქნებოდა . ყრილობის შემდგომ დღეებში
ბოლშევიკებმა აგიტ აცია გააძლიერეს გუდაუთის , გაგრის და გუმისთის
რაიონებში , ასევე ცდილობდნენ კოდორის რაიონშიც გაედგათ ფესვები .
მათი პროპაგანდისტ ული ტ აქტ იკა ყველა ეთნიკურ ჯ გუფთან ცალ -ცალკე
მუშაობასა და დეზ ინფორმირებაში გამოიხატ ებოდა : აფხაზ ებთან
ამბობდნენ , რომ ყრილობამ მათ ჩამოსახლებულები და მოიჯ არეები
გაუთანაბრა , რომ აფხაზ ეთის მიწებს მეგრელებსა და სხვა ხალხებს
ურიგებდნენ . მეგრელებს კი არწმუნებდნენ , რომ აფხაზ ური თავად -
აზ ნაურობა ხდებოდა მხარის ბატ ონ -პატ რონი და თუ ამას ხელს არ
შეუშლიდნენ, მიწის დამტკიცების გარეშე დარჩებოდნენ. უმტკიცებდნენ,
რომ საჭირო იყო ბოლშევიკებთან ერთად და რუსეთის დახმარებით
ძალაუფლების ხელში ჩაგდება . ასევე მუშაობდნენ ბერძნებთან და
სომხებთანაც - აფხაზ თა ჰეგემონიით აშინებდნენ .59

ახალი შეიარაღებული გამოსვლა ბოლშევიკებმა ფაქტ ობრივად სოხუმის


გლეხთა საოლქო ყრილობის პარალელურად დაიწყეს ; 1918 წლის 1
მარტ ისათვის გაგრაში ბოლშევიკთა ორგანიზ ებულმა მიტ ინგმა თავი
მუშათა და ჯ არისკაცთა საბჭოდ გამოაცხადა , მეორე დღეს კი სოჭიდან
შემოყვანილ წითელი გვარდიის ნაწილმა, “შავი ზღვისპირეთის დაცვის

58 ვ.ქ., სოხუმის ოლქის გლეხთა მეორე ყრილობა (გაგრძელება), ერთობა (გაზეთი) #68, 24.03.1918
წელი, გვ. 3-4.
Абхазия – Документы и материалы (1917-1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 23.
59 ბენია ჩხიკვიშვილი, სოხუმის ოლქის ამბები I, ერთობა (გაზეთი) #88. 17.04.1918 წელი. გვ 2-3
В Сухумском округе; По Кавказу (ინტერვიუ ბენია ჩხიკვიშვილთან), Кавказ (გაზეთი) #86, 15.04.1918
წელი. გვ. 2.
სოხუმის ქართული მოსახლეობის წარმომადგენლის - ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძის
მოხსენება ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარეს 20.07.1918 წელი, სეა, სცსსა, ფონდი #1836,
ანაწერი #1, საქმე #124, გვ. 141ა.
ნ. თავდგირიძე, აფხაზეთში; ბოლშევიკების მეორე შემოსევა, ახალი საქართველო (გაზეთი) #4,
09.07.1919 წელი, გვ. 2.

27
საგანგებო შტ აბის ” უფროსის ნიკიფორ პოიარკოს მეთაურობით 60 და
გუდაუთიდან მოსულ ბოლშევიკურ რაზ მთან ერთად საარტ ილერიო ცეცხლი
დაუშინა პრინც ოლდენბურგის სასახლეს . გაგრის დასახმარებლად
სოხუმიდან წასულმა აფხაზ ურმა ასულმა და წითელი გვარდიის ნაწილმა
მცირე შეტ აკების შემდეგ უკან დაიხია , რადგანაც სოხუმის საოლქო
ხელისუფლება ერიდებოდა ფართომასშტ აბიან სამხედრო მოქმედებებს
და , ამავდროულად , უფრთხილდებოდა “აფხაზ ურ ასეულს ”,61 რომელიც
მაღალი დისციპლინითა და ლოიალობით გამოირჩეოდა . თუმცა , რადგანაც
ბოლშევიკთა შორის აფხაზ ებიც იყვნენ , მათ წინააღმდეგ აფხაზ ური რაზ მის
გამოყენება პოლიტ იკურ ლიდერებს სახიფათოდ მიაჩნდათ ისედაც
კრიტ იკული ეთნიკურ-სოციალური დაძაბულობის ფონზ ე .

გაგრაში ბოლშევიკებმა “სახალხო კომისართა საბჭო ” და აღმასკომი


შექმნეს: თავმჯდომარედ - გუდაუთელი გაზეთების გამყიდველი დმიტრი
სმირნოვი (შემდგომში შეცვალა - პ . მიხაილოვსკიმ ) გამოცხადდა ,
მოადგილედ - აკულინა ეფრემოვა , წევრებად - ივან კრივოლაპოვი
(კურსკიდან ; გაგრის სატ ყეო მრეწველობის საზ ოგადოების ბრიგადირი ),
მატ როსი სიროტ ინი , ბესარიონ კვირკველია , გაგრის კლიმატ ური სადგურის
წარმომადგენლები - ალექსანდრ სოლოვიოვი, ვასილი ფილიპჩუკი, ალექსი
მარჩენკო და ვასილ ფარღალავა , სისხლის სამართლის დამნაშავე ,
ყოფილი კატ ორღელი - ბესედინ -კოვალენკო . ”სახალხო კომისრებად ” -
კუზ ნეცოვი (მატ როსი ), კონსტ ანტ ინე სემერჯ იევი (სტ უდენტ ი ), ივლიანე
მუმულია (სოხუმელი დუქნის ნოქარი , მილიციის უფროსად - ალექსანდრე
ბენდუქიძე (რაჭველი იუველირი ).62

გუდაუთაში ნესტ ორ ლაკობამ გააქტ იურა “კერაზ ის ” რაზ მები . სახალხო


შეკრებაზე, სოფელ ლიხნში, სოხუმის ოლქის მილიციის უფროსი, ლუკა
კარტ ოზ ია და გუდაუთის რაიონის ხელმძღვანელი , კალისტ რატ ე ბარციცი
(აფხაზ თა სახალხო საბჭოს წევრი ) ცდილობდნენ , სიტ ყვიერი აგიტ აციით
გაეწიათ წინააღმდეგობა ,63 მაგრამ მათ ვერ შეძლეს ბოლშევიკების
განეიტ რალება , რომლებიც , როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ ,
აფხაზ გლეხობას სოჭის რაზ მით (საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი

60 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 115.
61 (“ბ.”), სოხუმის ამბები, ერთობა (გაზეთი) #74, 31.03.1918 წელი, გვ. 2.
62 სეა, სცსსა, ფონდი #1938 (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო),
ანაწერი #1, საქმე #189, გვ. 38ა-41ა
63 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 116.

28
ძალით ) აშინებდნენ და რუსეთთან მიმხრობით ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯ ობესებას ჰპირდებოდნენ .64

გუდაუთაში ჩამოყალიბებულ ბოლშევიკურ “მუშათა და გლეხთა


დეპუტ ატ ების გაერთიანებული საბჭოს აღმასკომში ” შედიოდნენ :
თავმჯ დომარე - ნესტ ორ ლაკობა , წევრები : ვასილი აგირბა , კალისტ რატ ე
ბარციცი , ესნათ ბარდანია , ილია ჩამაგუა , ანტ ონოვი , ზ ოლოტ ინსკი ,
ოტ ირბა , პიოტ რ კოზ ლოვსკი და სოკოლოვი .65

ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ბოლშევიკებმა ორივე რაიონში


პოლიტ იკური მოწინააღმდეგეების შევიწროება , “ბურჟ უაზ იის ” დაბეგვრა და
რეკვიზ იციები , რეალურად კი ძარცვა -გლეჯ ა წამოიწყეს .

ოლქის ხელისუფლება ცდილობდა , კომპრომისი გამოეძებნა და


სოხუმისაკენ დაძრული ბოლშევიკთა მარში შეეჩერებინა . ამიერკავკასია
ომში იყო ჩაბმული ოსმალეთის წინააღმდეგ ; ოსმალური არმია ბათუმის
მისადგომებს უტ ევდა , სამხრეთ საქართველოსა და ერევნისაკენ
ავითარებდა გარღვევას , პარალელურად , ზ ურგში საბჭოთა რუსეთის
სატ ელიტ ი ადგილობრივი ბოლშევიკური ორგანიზ აციები ამბოხებებს
აწყობდნენ : გორის , ლეჩხუმის , სენაკის და ზ უგდიდის მაზ რებში .
შესაბამისად, ამიერკავკასიის შეიარაღებული ძალები ძირითადად ამ
ფრონტ ებზ ე იყო დაბანდებული და სოხუმის ოლქისკენ ვერ ნაწილდებოდა .
სოხუმიდან ბოლშევიკურ ბანაკებში ადგილობრივი ავტ ორიტ ეტ ული
მოღვაწეების დელეგაცია გაიგზ ავნა ვანო ესვანჯ იას და ლევან ლიფონავას
შემადგენლობით. ისინი ბოლშევიკებს მოლაპარაკებებს სთავაზობდნენ,
რასაც ბოლშევიკების ლიდერები დეზ ინფორმაციით პასუხობდნენ .
ამბობდნენ , რომ ისინი 28 მარტ ისათვის კოდორის რაიონის გლეხობის
ყრილობას ელოდნენ და მათ მიერ საბჭოთა ხელისუფლების მოწონების
შემთხვევაში მოითხოვდნენ ხელისუფლების “სახალხო კომისართა
საბჭოსათვის ” გადაცემას .66 თან პირობას დებდნენ , რომ სოხუმისკენ
საიდუმლოდ არ დაიძვრებოდნენ . რეალურად , ბოლშევიკების ემისრები
გამალებული მუშაობდნენ დრანდა -ბაბუშარაში და კოდორის რაიონის
აფხაზ ურ, ბერძნულ და სომხურ სოფლებში და მათ აჯ ანყებაში ჩაბმას
ცდილობდნენ.67 მათ წარმატ ებას მხოლოდ ბაბუშარაში და წებელდაში

64 გადმოხვეწილი, სოხუმის ოლქში, ერთობა (გაზეთი) #91, 09.05.1918 წელი, გვ. 2-3.
65 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერ #1, საქმე #189, გვ. 31ა-38
66 გადმოხვეწილი, სოხუმის ოლქში, ერთობა (გაზეთი) #91, 09.05.1918 წელი, გვ. 2-3.
67 ნ. თავდგირიძე, აფხაზეთში; ბოლშევიკების მეორე შემოსევა, ახალი საქართველო (გაზეთი) #4,
09.07.1919 წელი, გვ. 2.

29
მიაღწიეს , რომლის მეგრული და სომხური მოსახლეობა მანამდეც
აქტ იურად ემხრობოდა ბოლშევიკურ კურსს .

26 მარტ ის შუაღამეს გუმისთის და ბაბუშარის ჯ გუფმა სოხუმის


აღმოსავლეთიდან დაიწყო ქალაქზ ე შეტ ევა . პირველი გასროლების
შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილმა სამშვიდობო დელეგაცია გაგზავნა ყველაზე
ავტ ორიტ ეტ ული ლიდერების , ვარლამ (ძიკი ) შერვაშიძის და გრიგოლ
ზ უხბაიას შემადგენლობით და თხოვნით , რომ ბოლშევიკებს წინა დღეებში
შეთანხმებული პირობა დაეცვათ და სროლა შეეწყვიტათ. აღმოსავლეთის
დაჯ გუფებამ თხოვნა ყურად არ იღო და შეტ ევა გააგრძელა , იმის
მიუხედავად , რომ დასავლეთიდან შეტ ევაში გუდაუთის დაჯ გუფება გეგმის
მიხედვით ჩართვას აგვიანებდა . ქალაქს “აფხაზ ური ასეული ”, წითელი
გვარდია და სამთო ბატ არეა იცავდა , რომელმაც მცირეხნიანი ცეცხლი
გახსნა ქალაქის დასაცავად . დილის 4 საათისკენ დასავლეთიდან
გუდაუთელებიც ამოძრავდნენ და შეტ ევა დაიწყეს . ქალაქის პოლიტ იკურმა
ხელმძღვანელობამ მცირე ძალებით წინააღმდეგობის გაწევა
კონტ რპროდუქტ იულად ჩათვალა და ქალაქის განადგურებისაგან
გადასარჩენად მისი დატ ოვება გადაწყვიტ ა . სანამ ჩხიკვიშვილის
რწმუნებულები ფრონტ ის ხაზ ზ ე გასვლას და თავდამსხმელებთან
მოლაპარაკებას შეძლებდნენ , სროლა გრძელდებოდა , რადგან სუსტ ი
კოორდინაციის გამო ბოლშევიკების ორთავე ფლანგი ერთმანეთის
გასროლებს ქალაქის დამცველი ძალების ცეცხლად აღიქვამდა და
სროლას აგრძელებდა .

26 მარტ ის დილით , ქალაქში შესვლისთანავე , ბოლშევიკურმა ძალებმა


დაიკავეს სტ რატ ეგიული პუნქტ ები და “სამხარეო სამხედრო -რევოლუციური
კომიტ ეტ ი ” დააფუძნეს . თავმჯ დომარე ეფრემ ეშბა გახდა , მოადგილეები -
ნესტ ორ ლაკობა და გევორქ ათარბეგოვი . წევრები : თეოფილე დარსანია ,
გავრილ რადოვიჩი , აკოფ ზ ეითუნიანი , ვასილ გოგია , ალექსანდრე
მგელაძე , ყარამან ბარკალაია , ამბერკი ურუშაძე , ბესარიონ კვირკველია ,
ყარამან აპბა , ვ . ერემიანი , ფარნა გეგელია , ანდრო დოლიძე , სევერიან
კუხალეიშვილი , ვალია ბახტ აძე , პეტ რე აღნიაშვილი , ერმილე დამენია ,
გევორქ თოფჩიანი , კონსტ ანტ ინე ინალ -იფა , შახგელდი , მიხეილ ჩიქობავა ,
მ . შელია , გიორგი ჯ ალაღონია , ლადარია და ვლადიმერ ადლეიბა .

სოხუმის დამცველი “აფხაზ ური ასეულისა ” და წითელი გვარდიის


ნაწილების მებრძოლებმა ქალაქიდან გააღწიეს და თავი კოდორის რაიონს
და ფოთს შეაფარეს . აფხაზ ური რაზ მის ნაწილმა ტ ფილისში ჩააღწია , სადაც

30
მის დაბინავებაზ ე ქართველთა საქველმოქმედო საზ ოგადოება , ნიკო
თავდგირიძე და აფხაზ თა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი , ყოფილი
მღვდელი , გიორგი თუმანოვი (ახან -იფა ) უზ რუნველყოფდნენ . ისინი
ცდილობდნენ, ამიერკავკასიის მთავრობისაგან სოხუმის დამცველი რაზმის
დაკომპლექტ ების ნებართვა , სახსრები და იარაღი მიეღოთ .

თვითგამოცხადებულმა ბოლშევიკურმა რეჟ იმმა ძალაუფლება სრულად


მიისაკუთრა , გააუქმა არსებული სამხარეო სტ რუქტ ურები და მუშათა და
ჯ არისკაცთა საბჭოს ხელმძღვანელად კონსტ ანტ ინე მაკაროვი გამოაცხადა ,
დაშალა არსებული მილიცია , დააპატ იმრა სოხუმის ქალაქის თავი , ბენია
ჩხიკვიშვილი, აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრი, ვარლამ (ძიკი) შერვაშიძე,
ქალაქის საბჭოს წევრი , გრიგოლ ზ უხბაია , მუშათა დეპუტ ატ ების საბჭოს
თავმჯ დომარე , სევერიან რამიშვილი . სხვა დაპატ იმრებული მოქალაქეების
გადაგზ ავნა კი გუდაუთაში და შემდეგ არმავირში დაიწყეს . სოხუმში
დაუყოვნებლივ შეუდგნენ შეძლებული მოქალაქეებისგან “კონტ რიბუციის ”
ამოღებას .

დაპატ იმრებულ პოლიტ იკოსებს კოდორის რაიონის ბერძნული


მოსახლეობის შეიარაღებული რაზ მი მოევლინა მხსნელად ; ბოლშევიკებმა
ვერ შეძლეს ამ მხარეში გავლენის გავრცელება, რადგან ბერძნების
ლიდერები სოციალ -დემოკრატ იული პარტ იის კურსის მხარდამჭერები
იყვნენ . მათმა წარმომადგენლებმა “რევკომს ” ულტ იმატ უმი წაუყენეს , რომ
პატ იმრები გაეთავისუფლებინათ , წინააღმდეგ შემთხვევაში , ისინი იარაღს
გამოიყენებდნენ .68 ძალაუფლების გამყარების საწყის ფაზ აში “რევკომი ”
მოერიდა მათთან და , ზ ოგადად , კოდორის რაიონის მოსახლეობასთან
დაპირისპირებას , რომელიც ბოლშევიკების წინააღმდეგ ირაზ მებოდა ,
ჩხიკვიშვილი, შერვაშიძე და ზუხბაია პატიმრობიდან გაათავისუფლა და
ქალაქიდან გააძევა .

ბენია ჩხიკვიშვილი ფოთში გაემგზ ავრა , შემდეგ ქუთაისში და გუბერნიის


კომისრად დაინიშნა . შერვაშიძე და ზ უხბაია - კოდორისაკენ , სადაც
ქალაქიდან გასული და დეზ ორგანიზ ებული აფხაზ თა სახალხო საბჭოს
წევრები აფარებდნენ თავს.

“რევკომმა ” მის განკარგულებაში მყოფი შეიარაღებული რაზ მები “წითელ


გვარდიად ” გამოაცხადა , რუსი ჯ არისკაცებისაგან კი დამატ ებით

68 ნ. თავდგირიძე, აფხაზეთში; ბოლშევიკების მეორე შემოსევა, ახალი საქართველო (გაზეთი) #4,


09.07.1919 წელი, გვ. 2.

31
“განსაკუთრებული რაზ მი ” დააკომპლექტ ა . “რევკომი ” პირდაპირ ხაზ ზ ე იყო
ყუბანი -შავიზ ღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოსთან და
თავდაცვის საგანგებო შტ აბთან . ბოლშევიკებმა მაშინვე დაიწყეს
შავიზღვისპირეთისა და ჩრდილოკავკასიის მხრიდან დამატებითი
რაზ მების შემოყვანა , იარაღის პარტ იების შემოზ იდვა 69 და მდინარე
კოდორთან საბრძოლო პოზ იციების მოწყობა , რადგანაც , ამ
მიმართულებიდან მოწინააღმდეგეების შეტ ევას ელოდნენ და , მათი
პასიურობის შემთხვევაში , თავად სჭირდებოდათ შეტ ევის განვითარება ,
რათა კოდორი -ოჩამჩირის რაიონი დაეკავებინათ და სამურზ აყანოში მათ
სატ ელიტ მოძრაობას შეერთებოდნენ .

სოხუმის აღების პარალელურად , ბოლშევიკური ჯ გუფების გააქტ იურება


დაიწყო სამურზ აყანოშიც . 1918 წლის 11 აპრილს (ძველი სტ ილით ) გალში
დეზ ერტ ირ, გაბოლშევიკებულ ჯ არისკაცთა ჯ გუფმა მოიწვია
“სამურზ აყანოელთა კრება ”, რომელსაც 300-მდე მოსახლე ესწრებოდა და
ამავე შეიარაღებულ ჯ არისკაცთა რაზ მით იყვნენ გარშემორტ ყმულნი .70 ამ
კრებაზ ე მათ სოხუმელი ბოლშევიკების წარმომადგენლობის , გოგიას ,
შონიას და თოდუას მეთაურობით თავი “საბჭოთა მთავრობად”
გამოაცხადეს . “გლეხთა საბჭოს ” ჯ არისკაცთა ხსენებული ჯ გუფის ლიდერი ,
პავლე ძიგუა ჩაუდგა სათავეში . ჩამოყალიბდა “რევკომი ” და მისი შტ აბი ,
რომელიც სოფელ რეფო -შეშელეთში განთავსდა .71 “რევკომმა ” მთელ
მხარეში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა და ამიერკავკასიის
მთავრობისა და რევოლუციური სტ რუქტ ურების წარმომადგენელთა დევნა -
შევიწროება დაიწყო.

1918 წლის 7 მაისს (ახალი სტილით) სოხუმიდან განდევნილმა აფხაზთა


სახალხო საბჭომ რეზ ოლუცია გამოაქვეყნა , სადაც “კატ ეგორიულად
დაეთანხმა ” სოხუმის ოლქის გლეხთა საბჭოს 4 მარტ ის გადაწყვეტ ილებას
იმის თაობაზ ე , რომ აფხაზ ეთი ამიერკავკასიის ერთა ოჯ ახის
სრულუფლებიანი წევრი იყო და , შესაბამისად , უკვე ოსმალეთის მიერ
ოკუპირებულ ბათუმში მიმდინარე ამიერკავკასიისა და ოსმალეთის საზ ავო
მოლაპარაკებებზ ე აფხაზი ხალხის სახელით საკუთარი წარმომადგენლების
გაგზ ავნის შესახებ გამოაცხადა .72 დელეგაციის შემადგენლობაში
შედიოდნენ: ვარლამ (ძიკი) შერვაშიძე, გრიგოლ ზუხბაია, სიმონ ბასარია,

69 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 124.
70 გამვლელი, სამურზაყანო, ერთობა (გაზეთი)#90, 03.05.1918 წელი, გვ. 3.
71 ვლ. ქარჩავა, ალ. სოფია, პავლე ძიგუა, “ალაშარა”, სოხუმი, 1967 წელი, გვ. 22.
72 Абхазцы, В Тифлис, Хроника, Кавказ (გაზეთი) #102, 23(10).05.1918 წელი, გვ. 2.

32
კეღვა ჯ იმათოვ -კიუტ ი , ანტ ონ ჩუკბარი , ჰაკი ავიძბა , ანდრო ჩოჩუა , ხუჯ ინ
გიცბა და მეჯ იდ ბაღაფში .73

აფხაზ თა სახალხო საბჭოს დელეგაცია გემით ჩავიდა ფოთში , სადაც


სასტ უმრო “კოლხიდაში ” შეჩერდა . ამ დროს მათ საქართველოს ეროვნული
საბჭოს აღმასკომისა და ტ ფილისის მუშათა , გლეხთა და ჯ არისკაცთა
საბჭოების აღმასკომის თავმჯ დომარე , ნოე ჟ ორდანია ესტ უმრა . ანდრო
ჩოჩუას მტკიცებით, იგი თითქოს კორექტულად ცდილობდა, დელეგაციისათვის
ბათუმში გამგზ ავრება გადაეფიქრებინა და უარის შემდეგ თითქოს ძალით
უკან დაბრუნებით დაემუქრა ,74 მაგრამ დელეგაცია მაინც გაემგზ ავრა
ბათუმისკენ და , ავტ ორისვე მტ კიცებით , მთელი დღე მოუნდა “ხელოვნური
დაბრკოლებების ” გადალახვას . საბჭოთა პერიოდში დაწერილი ამ
მემუარის რიტ ორიკის მიღმა , თავისთავად ცხადია , რომ ფოთიდან
ბათუმამდე ჩასვლისას დელეგაციას ფრონტ ის ხაზ ი უნდა გადაეკვეთა -
ომისაგან დაზ იანებული რკინიგზ ა და კომუნიკაციები უნდა გაევლო . ამიტ ომ
მათ ჩვეულებრივზ ე მეტ ი დრო დაეხარჯ ათ ბათუმში ჩასვლასა და სასტ უმრო
“ევროპაში ” გაჩერებამდე .

ბათუმისაკენ წამოსული დელეგაციის წევრები გზ ად , ნატ ანებში , შეხვდნენ


ფრონტ ზ ე მდგარი ამიერკავკასიის არმიის ქართული შენაერთების ერთ -
ერთ სარდალს , გიორგი მაზ ნიაშვილს და მას აფხაზ ეთიდან ბოლშევიკების
განსადევნად სამხედრო ძალის გამოყოფა და ექსპედიციის დაწყება
სთხოვეს .75 მაზ ნიაშვილს სარდლობისა და მთავრობისაგან სათანადო
განკარგულებისა და ფრონტ ზ ე არსებული მდგომარეობის
გათვალისწინებით , მათ თხოვნაზ ე უშუალო რეაგირება არ შეეძლო და
ისინი ამიერკავკასიის მთავრობასთან გადაამისამართა .

პარალელურად , ტ ფილისში მყოფი ნიკო თავდგირიძე და გიორგი თუმანოვი


დამოუკიდებლად ცდილობდნენ სოხუმში სამხედრო ექსპედიციის
ორგანიზ ებას . ამიერკავკასიის დემოკრატ იული -ფედერაციული
რესპუბლიკა უკვე კრიზ ისში იყო და დეზ ინტ ეგრაციას იწყებდა .
საქართველოს ეროვნული საბჭო დემოკრატ იული რესპუბლიკის
დაფუძნებისათვის ემზ ადებოდა . ნოე ჟ ორდანია და სხვა ლიდერები უკვე
ინფორმირებული იყვნენ აფხაზ ი დელეგატ ებისა და ოსმალების გეგმების

73 Абхазцы, В Тифлис, Хроника, Кавказ (გაზეთი) #102, 23(10).05.1918 წელი, გვ. 2.


სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #189, გვ. 42.
Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 115
74 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 115.
75 გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებები, სახელგამი, თბილისი, 1927 წელი, გვ. 57.

33
შესახებ (იხ. ქვემოთ). ისინი ასევე მკაფიოდ აცნობიერებდნენ
არაბოლშევიკურ კუნძულად დარჩენილ კოდორის (ოჩამჩირის ) რაიონში
არსებულ კრიტ იკულ მდგომარეობას . შესაბამისად , მათ მხოლოდ პოსტ -
ფაქტ უმ , სამხედრო ოპერაციის შესახებ გადაწყვეტ ილების მიღების
შემდეგ, ჩააყენეს საქმის კურსში თავდგირიძე და თუმანოვი. აკაკი
ჩხენკელმა ბათუმიდან მათ დეპეშით აცნობა, რომ ამ საკითხზე
სამტ რედიაში , შტ აბში შეხვედროდნენ ნოე ჟ ორდანიას და ვალიკო ჯ უღელს .
პარალელურად , გიორგი მაზ ნიაშვილმაც აცნობა , რომ ფოთში დაეწყოთ
სამზ ადისი საჯ არისო ნაწილების შესახვედრად და ოჩამჩირეში
გადასაგზ ავნად . სამტ რედიაში ჟ ორდანიასთან შეხვედრაზ ე ჯ ოტ ო
შერვაშიძე და გიორგი თუმანოვი გაემგზავრნენ. თავდგირიძე კი ფოთში
ჩავიდა , შემდეგ კი ოჩამჩირეში გაემგზ ავრა სიტ უაციის მოსამზ ადებლად .76

15 მაისს ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის ხელმძღვანელი , აკაკი


ჩხენკელი საიდუმლო წერილით ატყობინებდა ნოე ჟორდანიას ბათუმში
აფხაზ თა დელეგაციის გამოჩენის შესახებ . ჩხენკელი მათ “დაუპატ იჟ ებელ
სტ უმრებად ” მოიხსენიებს , რადგანაც მან შეიტ ყო დელეგაციის ნაწილის
რეალური დღის წესრიგის შესახებ . ის აფრთხილებდა ნოე ჟ ორდანიას , რომ
მიეღოთ ზ ომები და არ დაეშვათ აფხაზ თა ჯ გუფის ოსმალურ მხარესთან
ერთად სიტ უაციის დესტ აბილიზ ება . ითხოვდა სამურზ აყანოს
წარმომადგენელთა დაუყოვნებლივ ჩასვლას ბათუმში აფხაზთა
დელეგაციის პროოსმალური ნაწილის გასანეიტ რალებლად და
აღნიშნავდა , რომ ოსმალები ოფიციალურად სოხუმის ოლქზ ე პრეტ ენზ იებს
არ გამოთქვამდნენ , მომავალ ხელშეკრულებაში კი მხოლოდ აფხაზ ი
მუჰაჯ ირების დაბრუნების შესაძლებლობა და აფხაზ ეთის ამიერკავკასიის
შემადგენლობაში ყოფნა იქნებოდა კონსტატირებული.77

9 მაისს წითელი გვარდიის ნაწილები ვალიკო ჯ უღელის სარდლობით


ფოთიდან საზ ღვაო დესანტ ით ოჩამჩირეში გადასხდნენ .78 სახმელეთო
გზ ით , სამურზ აყანოს გავლით მარშირება დროის თვალსაზ რისით
გაჭიანურებულ სახეს მიიღებდა იქ მოქმედი ბოლშევიკური რაზ მების
მოქმედების გამო , რომელთა გასანეიტ რალებლად მაისის პირველი
რიცხვებიდან უკვე გაგზ ავნილი იყო არმიის ქართული ნაციონალური
76 ნ. თავდგირიძე, აფხაზეთში; ბოლშევიკების მეორე შემოსევა, ახალი საქართველო (გაზეთი) #4,
09.07.1919 წელი, გვ. 3.
77 ტრაპეზუნდისა და ბათუმის სამშვიდობო კონფერენციები, 1918 წელი, თებერვალი - მაისი;
დოკუმენტები და მასალები, პირველი გამოცემა, პასუხისმგებელი რედაქტორი ირაკლი
იაკობაშვილი, თბილისი, 2018 წელი, გვ. 248.
78 ვალიკო ჯუღელი, მძიმე ჯვარი (სახალხო გვარდიელის ჩანაწერები), “ზიარი-პრეს”, თბილისი,
2022 წელი, გვ. 72.

34
დანაყოფის მცირე რაზ მები კაპიტ ან ფავლენოვის , დონდუას და ჭკადუას
მეთაურობით . სამურზ აყანოში სრული დატ ვირთვით ფრონტ ის გახსნა დროს
მისცემდა სოხუმის “რევკომს ”, რომ ესარგებლა უპირატ ესობით და
ოჩამჩირისათვისაც შეეტ ია .

დესანტ ის ოჩამჩირეში გადასხდომის შემდეგ , გვარდიის ნაწილებმა


მდინარე კოდორის მისადგომებთან პოზ იციების მოწყობა დაიწყეს .
კოდორის გაღმა ნაპირზ ე ბოლშევიკური ძალები იყვნენ ჩასანგრებული
საარტ ილერიო ბატ არეებითურთ . კოდორის რაიონში ამიერკავკასიის
მთავრობის სამხედრო ძალის გამოჩენას ადგილობრივი ძალები
წინააღმდეგობრივი ემოციებით შეხვდნენ. ერთი მხრივ, მოსახლეობას და
ადგილობრივ პოლიტ იკურ ძალებს , ბოლშევიკთა დამარცხების რეალური
იმედი გაუჩნდათ , მაგრამ , მეორე მხრივ , რაიონის აფხაზ ური
არისტ ოკრატ იის ნაწილში უკვე ბათუმში მოქმედი პროოსმალური ძალების
ემისრები მუშაობდნენ . აფხაზ თა სახალხო საბჭო კრიზ ისში იყო - სოხუმის
დატ ოვების შემდეგ, მისი ავტ ორიტ ეტ ი საგრძნობად დაეცა . პროოსმალური
ძალები ცდილობდნენ , ესარგებლათ მომენტ ით და , რადგან ამ
დროისათვის მხარეში მყოფი ანტ იბოლშევიკური რეალური ძალა
ამიერკავკასიის წითელი გვარდია იყო , მას მიჰკედლებოდნენ და ოლქის
ბოლშევიკებისაგან გაწმენდაში მიეღოთ მონაწილეობა .

ჯ უღელის შტ აბი უკვე ინფორმირებული იყო პროოსმალური ძალების


ფარული დღის წესრიგის შესახებ . ამიტ ომ მათ , ერთი შეხედვით ,
არაადეკვატ ურად მკაცრი და ცივი დამოკიდებულება გამოავლინეს
ადგილობრივი არისტ ოკრატ იის მიმართ . გვარდიის შტ აბს უკვე ჰქონდა
დასავლეთ საქართველოს გამოცდილება , სადაც ბოლშევიკი აგიტ ატ ორები
გლეხობას არწმუნებდნენ , რომ წითელი გვარდია “თავად -აზ ნაურობის მიერ
იყო მოსყიდული ”. ამიტ ომ მათთან ნებისმიერი საჯ არო სიახლოვე სოხუმის
ოლქში დათესილ ამ დეზ ინფორმაციას გაამყარებდა და არ აწყობდა
მათთან აფილირება . ასევე , გვარდიის მისია ბოლშევიკურ
გადატ რიალებამდე არსებული ლეგიტ იმური სტ რუქტ ურების აღდგენა იყო .
შესაბამისად, გვარდია დაუკავშირდა ოჩამჩირის ქალაქის
თვითმმართველობას , გლეხთა საბჭოს დეპუტ ატ ებს და აფხაზ თა სახალხო
საბჭოს , რომელსაც 4 მარტ ის დადგენილებით დელეგირებული ჰქონდა
ოლქის დროებითი წარმომადგენლობა . დესანტ ის გადასხმისას მან უარი
განაცხადა , ემუშავა ოჩამჩირეში ადგილობრივების მიერ ჩამოყალიბებულ

35
7-კაციან “დამცველ კომიტ ეტ თან ”,79 რომელიც ყველა ხსენებული
სტ რუქტ ურის კონკურენტ ად აღმოცენდა .

ვალიკო ჯუღელს აუდიენცია სთხოვა ალექსანდრე შერვაშიძემ და მას 300-


კაციანი რაზ მით დახმარება შესთავაზ ა . ჯ უღელმა ხისტ ად უარყო ეს
შეთავაზება80 და შერვაშიძეს საბრძოლო მოქმედებების ზ ონის დატ ოვება
მოსთხოვა . ამ მოცემულობის გარდა , აქ კიდევ ერთი ნიუანსი იჩენდა თავს .
ფრონტ ის მეორე მხარეს , ბოლშევიკური “რევკომის ” განკარგულებაში
მებრძოლი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი დრანდელი (ბაბუშარელი )
მეგრელები იყვნენ . მათ პოზ იციებზ ე შეტ ევისას აფხაზ ური ნაწილის
გამოყენება მეგრელებსა და აფხაზ ებს შორის უკვე მწვავედ არსებულ
ეთნიკურ-სოციალურ დაძაბულობას მძიმე ფორმას მისცემდა და
მშვიდობიან გადაწყვეტ ას სამომავლოდ უკიდურესად გააძნელებდა .
შესაბამისად, გვარდიის შტაბმა და კოდორის რაიონის გლეხთა საბჭომ
მოსახლეობას ოფიციალურად მიმართა : ფრონტ ის განსაზ ღვრული ხაზ ის
შიგნით ნებისმიერი შეიარაღებული პირი, რომელიც შტაბთან არ იქნებოდა
უშუალო დამოკიდებულებაში , მტ რის ჯ აშუშად ჩაითვლებოდა . რაზ მში უკვე
ჩარიცხულთა გარდა, რომელშიც დიდი ალბათობით ჯუღელის განკარგულებაში
მყოფი , სოხუმიდან გამოსვლის შემდეგ ხელახლა ორგანიზ ებული
“აფხაზ ური ასეული ” (კორნეტ დ . მხეიძის მეთაურობით )81 იგულისხმებოდა .
საბრძოლო ოპერაციაში არ დაიშვებოდნენ ფრონტის ზონაში თავად-
აზნაურთა წარმომადგენლებიც. ხსენებული წესები მათაც უნდა დაეცვათ.

შერვაშიძე დაემორჩილა მოთხოვნას და ტატაშ მარშანიასთან ერთად


ბათუმში გაემგზ ავრა , ოფიციალურად , ოსმალეთთან ომში ტ ყვედ
ჩავარდნილი ნათესავების დასახსნელად .82

ჯ უღელს და გვარდიის შტ აბს ასევე მოუწიათ ზ ომები მიეღოთ კოდორის


რაიონში ჩამოსული გიორგი თუმანოვის მოქმედების გასანეიტ რალებლად ,
რომელიც იყენებდა აკაკი ჩხენკელთან მის წინადროინდელ მიმოწერას ,
თავს მის რწმუნებულად აცხადებდა და სამხედრო ოპერაციის მეთაურობას
იჩემებდა . თუმანოვთან კავშირზ ე უარის თქმის გარდა , ჩხენკელის
რეკომენდაციის შესაბამისად , მხარის რევოლუციური ორგანიზ აციების
წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა დელეგაცია, რომელიც ბათუმში

79 ნ. თავდგირიძე, აფხაზეთში, ახალი საქართველო (გაზეთი) #5, 10.07.1919 წელი, გვ. 3.


80 ვალიკო ჯუღელი, მძიმე ჯვარი (სახალხო გვარდიელის ჩანაწერები), “ზიარი-პრეს”, თბილისი,
2022 წელი, გვ. 72-73.
81 სოხუმის ამბები, ერთობა (გაზეთი) #101, 21.05.1918 წელი, გვ. 2.
82 ვინ მოიწვია ოსმალოს ჯარი? ერთობა (გაზეთი) #192, 08.09.1918 წელი, გვ. 3.

36
უნდა გამგზ ავრებულიყო , დაებალანსებინა წინა დელეგაციის
პროოსმალური მისწრაფებები და ისინი არალეგიტ იმურ
წარმომადგენლებად გამოეცხადებინა. 83

ამ დროისათვის ბათუმში ჩასულმა აფხაზ თა სახალხო საბჭოს დელეგაციის


ნაწილმა (სიმონ ბასარიამ და მეჯ იდ ბაღაფშმა ) განაცხადა , რომ საბჭოს
ინსტ რუქციის მიუხედავად , ისინი ჩრდილოკავკასიური მთის რესპუბლიკის
მოკავშირეებად მიიჩნევდნენ თავს . მათ მაშინვე მოძებნეს კოდორის
რაიონიდან ახალჩამოსული ალექსანდრე შერვაშიძე და ტ ატ აშ მარშანია
და აქტ იური კომუნიკაცია დაამყარეს ოსმალური ჯ არების სარდლობასთან ,
რომელთა შორისაც აფხაზ ი მუჰაჯ ირი ოფიცრობაც იყო წარმოდგენილი
(ჯ ემალ-ბეკ მარშანიას , ჰასან ბუთბას , მეხტ ატ -ბეი მარღანიას (მაან ) და
სულეიმან ბღანბღას სახით ). ბასარიას და ბაღაფშს მალევე მიემხრნენ
კიუტ ი და ავიძბა .84 დაჯ გუფებამ , ოსმალურ სარდლობასთან ერთად დაიწყო
რაზ მების დაკომპლექტ ება და მათი მომზ ადება აფხაზ ეთში დესანტ ის
გადასასხმელად . მათი მოტ ივაცია და მსოფლმხედველობა ბუნებრივად
გამომდინარეობდა მათი წარსული პოლიტ იკური არჩევანისა და მიმდინარე
ომის განზ ომილებიდან ; თებერვლის რევოლუციის შემდეგ , ეთნო -
ნაციონალისტ ური სენტ იმენტ ების შესაბამისად , პოლიტ იკოსთა ეს ნაწილი
იმედებს ჩრდილოკავკასიის მონათესავე ხალხებთან ალიანსზ ე
ამყარებდა , გასული თვეების განმავლობაში ამიერკავკასიის მთავრობის
შეიარაღებული ძალების სისუსტე, სოხუმის ოლქში ბოლშევიკთა თარეში
მათ რეალური , ძლიერი სამხედრო მოკავშირის მოძიებისკენ უბიძგებდა .
მითუმეტ ეს , ამ დროისათვის , მთიელთა რესპუბლიკის მფარველად
ოსმალეთი გამოდიოდა და , შესაბამისად , ოსმალური ჯ არის სოხუმის ოლქში
შეყვანა და საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გამყარება სრულიად
რეალისტ ურ და იდეალურ გამოსავლად ჩანდა .

დელეგაციის მეორე ნაწილი ამჩნევდა , რომ ისინი ოსმალო ოფიცრების


აშკარა თვალთვალის ფონზ ე , მალე ფაქტ ობრივად შინაპატ იმრობის
რეჟ იმში შეიძლება აღმოჩენილიყვნენ . შესაბამისად , ბათუმში დარჩენა
კონტ რპროდუქტ იულად ჩათვალეს . ღამით მცირე კატ არღით საიდუმლოდ
დატ ოვეს ბათუმი და ფოთისაკენ გაეშურნენ , თუმცა შტ ორმისა და
ტექნიკური გაუმართაობის გამო ფოთში ვერ შევიდნენ და საბოლოოდ
ოჩამჩირესთან გადმოსხდნენ .85

83 ჯუღელის მოხსენება; სოხუმის ამბების შესახებ, საქართველო (გაზეთი)#106, 01.06.1918 წელი. გვ.
2-3.
84 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #189, გვ. 42ა.
85 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 116.

37
წითელმა გვარდიამ 12 მაისს ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ,
რასაც ბოლშევიკური “რევკომის ” ძალების მიერ საარტ ილერიო ცეცხლის
გახსნა მოჰყვა , საპასუხო ცეცხლი გახსნა და შეტ ევისთვის მზ ადება
წამოიწყო. 11 მაისს “რევკომის” თავმჯდომარე ეშბა ტელეგრაფით
პანიკურად სთხოვდა საბჭოთა რუსეთის ლიდერს , ვლადიმერ ლენინს და
“სამხრეთ რუსეთის საგანგებო ” კომისარ სერგო ორჯ ონიკიძეს , სასწრაფოდ
გამოეგზ ავნათ შავი ზ ღვის ფლოტ ი სოხუმის დასაცავად .86

16-17 მაისს კოდორის ფრონტ ზ ე მასირებული საარტ ილერიო ცეცხლისა და


ქვეითთა შეტ ევის შემდეგ გვარდიის ნაწილებმა მდინარე გადალახეს ,
მოწინააღმდეგის სანგრები დაიკავეს , მათი დიდი რაზ მები და
საარტ ილერიო ბატ არეები ხელში ჩაიგდეს და სოხუმისაკენ გზ ა გახსნეს .
მდინარის ფორსირებისას და ბოლშევიკების მარჯ ვენა ფლანგის
გარღვევაში თავი გამოიჩინა “აფხაზ თა ასეულმა ”87. ბოლშევიკური რაზ მები
პანიკურად დაიფანტ ნენ , ქალაქის მისადგომებთან გამაგრება ვეღარ
შეძლეს და გაგრაში გაიქცნენ. 17 მაისს, დღის პირველის ნახევარზე
წითელი გვარდიის მოწინავე ნაწილები ვალიკო ჯუღელის
წინამძღოლობით სოხუმში შევიდნენ. ქალაქის მოსახლეობა აღტაცებით
შეხვდა მათ.88 ნაშუადღევის 4 საათისათვის ქალაქში უკვე ჯ არების
ძირითადი ნაწილებიც შევიდნენ .

სამხედრო ოპერაციისას გვარდიამ დაატ ყვევა სანაპიროსთან მდგარი


ოსმალური მცირე გემები , რომელთაც ოფიციალური ვერსიით , სიმინდი
გაჰქონდათ აფხაზ ეთიდან .89 რეალურად , ამ ტ რანსპორტ ით , ოსმალებს
საიდუმლოდ უკვე მოესწროთ შეიარაღებული რაზ მის გადმოსხმა , რომელიც
მომავალი , უფრო ფართომასშტ აბიანი , დესანტ ისათვის ამზ ადებდა
პირობებს . გვარდიამ დაპატ იმრებული გემების ჩხრეკისას აფხაზ ი თავადის ,
მარშანიას (სავარაუდოდ , აფხაზ თა სახალხო საბჭოს წევრი , დიმიტ რი
მარშანია ) ბათუმთან მიმოწერაც მოიპოვა .90
86 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 146.
87 პრომეთეოსი, სოხუმის ფრონტზე; პროვინცია, ერთობა (გაზეთი) #113, 04.06.1918 წელი, გვ. 4.
88 სოხუმის ამბები, ერთობა (გაზეთი) #101, 21.05.1918 წელი, გვ. 2.
ვალიკო ჯუღელი, მძიმე ჯვარი (სახალხო გვარდიელის ჩანაწერები), “ზიარი-პრეს”, თბილისი, 2022
წელი, გვ. 78-80.
89 გუდაუთასთან აპრილის შუა რიცხვებში ასეთი გემების რეიდზე გამოჩენას ადასტურებს
კორესპონდენცია სოხუმის ოლქიდან - გადმოხვეწილი, სოხუმის ოლქში, ერთობა (გაზეთი) #91,
09.05.1918 წელი, გვ. 2-3.
90 ჯუღელის მოხსენება; სოხუმის ამბების შესახებ, საქართველო (გაზეთი) #106, 01.06.1918 წელი. გვ.
2-3.

38
სოხუმის დაკავების შემდეგ ქალაქის კომენდანტ ად გვარდიის შტ აბის
წევრი, ლევ ტუმარკინი დაინიშნა. მთელს ოლქში “საალყო წესები”
(საომარი მდგომარეობა ) გამოცხადდა . სოხუმში მუშაობა განაახლა
ქალაქის დემოკრატ იულმა თვითმმართველობამ .

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება; ახალი პოლიტიკური


განზომილება სოხუმის ოლქში

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა


რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტ ა . საღამოს 17:10 წუთზ ე ტ ფილისში
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია
მიიღო და საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკა დააფუძნა .
ამიერკავკასიაში ახალი პოლიტ იკური განზ ომილება გაჩნდა .

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ სოხუმის ოლქში


დაბნეულობა გამოიწვია . დემოკრატ იული საქალაქო
თვითმმართველობები , სადაც საქართველოს სოციალ -დემოკრატ იული
პარტ ია დომინირებდა და მუშათა და გლეხთა საბჭოები მალევე გაერკვნენ
გადაწყვეტ ილების არსში და შესაბამისი კურსის გატ არებაში ჩაებნენ ,
თუმცა ოლქში ადგილობრივი დონის დროებითი წარმომადგენლობითი
ორგანო - აფხაზ თა სახალხო საბჭო დაიბნა და პანიკური ტ ელეგრამებით
მიმართა ტ ფილისს .

1918 წლის 2 ივნისის ტელეგრამაში აფხაზთა სახალხო საბჭო მიუთითებდა,


რომ ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლისა და საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ “აფხაზ ეთმა დაკარგა
საქართველოსთან კავშირის იურიდიული საფუძველი ” და სოხუმის ოლქში
მყოფი წითელი გვარდიის ნაწილი , რომელიც ამ ახალი სახელმწიფოს
საჯ არისო ნაწილს წარმოადგენდა , ქვეყნის საზ ღვრების მიღმა
იმყოფებოდა . აფხაზ თა სახალხო საბჭო აცხადებდა , რომ “საკუთარ თავზ ე
იღებდა ხელისუფლებას ” და საქართველოსთან კეთილმეზ ობლურ
ურთიერთობას ესწრაფოდა . არსებული საერთო გამოწვევების ფონზ ე ის
მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში ითხოვდა წითელი გვარდიის
დატ ოვებას და სახელმწიფო ორგანიზ ების საქმეში დახმარებას .
ამასთანავე მიუთითებდა , რომ საქართველოს მთავრობის გამოცემული
განკარგულებები აფხაზ ეთის ტ ერიტ ორიაზ ე “გაუგებრობის ” შედეგი იყო და

39
შეეძლო ორ ხალხს შორის ურთიერთობა გაემწვავებინა. აფხაზთა სახალხო
საბჭო ამ საკითხების გამოსარკვევად მოლაპარაკებებისათვის მანდატ ს
ანიჭებდა ტ ფილისში მყოფ წევრებს : რაჟ დენ კაკუბას , ვასო გურჯ უას ,
გიორგი თუმანოვსა და გიორგი აჯ ამოვს .91 საბჭო ასევე ითხოვდა მისი
წარმომადგენლები ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის
სალიკვიდაციო კომისიაშიც ჩაერთოთ .

დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები ტ ფილისში


1918 წლის 6 ივნისს დაიწყო. საქართველოს მთავრობას კომისიის
თავმჯ დომარე , სამხედრო მინისტ რი , გრიგოლ გიორგაძე , ფინანსთა
მინისტ რი , გიორგი ჟ ურული , გზ ათა და მიმოსვლის მინისტ რი , ივანე
ლორთქიფანიძე , იუსტ იციის მინისტ რი , შალვა ალექსი -მესხიშვილი ,
მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტ რი , ნოე ხომერიკი და სახალხო
განათლების მინისტ რი , გიორგი ლასხიშვილი და მათი მოადგილეები
(ამხანაგები ) წარმოადგენდნენ . აფხაზ თა სახალხო საბჭოს დელეგატ მა ,
კაკუბამ , კომისიას სახალხო საბჭოს ტ ელეგრამების შინაარსი და სოხუმის
ოლქის მიმდინარე სოციალურ -პოლიტ იკური მდგომარეობა გააცნო .
კომისიამ ხომერიკს და მესხიშვილს დაავალა შეთანხმების პირობების
გამომუშავება .

8 ივნისს ხელშეკრულების პროექტ ი უკვე მზ ად იყო . მისი ძირითადი


პუნქტ ები ასე გამოიყურებოდა :

● საქართველოს მთავრობა დროებით ადგილობრივ მმართველობას


აფხაზ თა სახალხო საბჭოზ ე დელეგირებდა .
● ქმნიდა აფხაზ ეთის საქმეთა სამინისტ როს და სახალხო საბჭოს მიერ
წარგზავნილ კანდიდატს ნიშნავდა მინისტრად.
● გვარდია რჩებოდა აფხაზ ეთში ხელისუფლების ორგანოების
ძალაუფლების უზ რუნველსაყოფად . ასევე უნდა შექმნილიყო
“ინტ ერნაციონალური რაზ მიც ”
● საქართველოს მთავრობა ფინანსურ კრედიტ ებს უხსნიდა აფხაზ თა
სახალხო საბჭოს .
● სოციალური რეფორმების გატ არება მოხდებოდა საერთო წესით ,
აფხაზ თა სახალხო საბჭოს გავლით , ადგილობრივი კონტ ექსტ ის
გათვალისწინებით .

91 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы. 11. Постановление
Абхазского Народного Совета от 2 июня 1918 года. О суверенитете Абхазии после распада Закавказской
Федеративной Республики, სოხუმი 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003

40
● აფხაზ ეთში ახლო მომავალში დემოკრატ იულ საწყისებზ ე უნდა
მოწვეულიყო მოსახლეობის საერთო ყრილობა , რომელიც დაიწყებდა
აფხაზ ეთის მოწყობის საბოლოო ხელშეკრულების მომზ ადებას .92

ეს პირობები გაეგზ ავნა სახალხო საბჭოს გადასასინჯ ად და


დასადასტ ურებლად .

ხელშეკრულების ეს პირობები გამომდინარეობდა 1918 წლის 9 თებერვლის


შეთანხმებისა და სოხუმის ოლქის გლეხთა ყრილობის დადგენილების
პირობებიდან . ადგილობრივ დონეზ ე სოხუმის ოლქში მართვა -გამგეობის
სპეციფიკური გადაწყვეტ ის საჭიროებას საქართველოს ეროვნული საბჭო
და შემდეგ საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის მთავრობა
უცილობლად აღიარებდა . მეორე მხრივ , საკითხის სრულფასოვნად
გადასაწყვეტ ად მთავრობას სჭირდებოდა მთელი ოლქის მოსახლეობის
სრულფასოვანი დემოკრატ იული წარმომადგენლობა და არა ვიწრო -
ეთნიკური , ფაქტ ობრივად თვითარჩეული “აფხაზ თა სახალხო საბჭო ”,
რომელსაც არ ჰქონდა არც რეალური ლეგიტ იმაცია და არც რესურსი
მთელი აფხაზ ეთის მოსახლეობის სახელით ელაპარაკა .
ახალდაფუძნებული საქართველოს რესპუბლიკის კომპლექსური
გამოწვევების ფონზ ე , მთავრობამ თავისი ხედვა კვლავ მაქსიმალურად
კომპრომისულ მიდგომას დააფუძნა - ოლქში საყოველთაო
დემოკრატ იული არჩევნების გზ ით ლეგიტ იმური ადგილობრივი
წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნამდე დროებით შიდა
მმართველობის დელეგირება აფხაზ თა სახალხო საბჭოზ ე მოეხდინა ,
რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებით უზ რუნველეყო წესრიგის აღდგენა
ოლქში , საგარეო საფრთხეების , ოსმალეთისა და ბოლშევიკური რუსეთის
აგრესიის მოგერიება და შემდეგ წამოეწყო ძალაუფლების გამიჯ ვნის
ცივილური პროცესი ადგილობრივი ლეგიტიმური ორგანოს
დელეგაციასთან ერთად .

ეს პირობები მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზ თა სახალხო საბჭოს


რადიკალურად (პროოსმალურად და პრორუსულად ) განწყობილი
ძალებისათვის , რომელთა უკმაყოფილების გამოხატ ვის კვალდაკვალ , 8-10
ივნისს შორის შედგა “პირდაპირი მავთულით ” მოლაპარაკება სახალხო
საბჭოსა და მისსავე წარმომადგენლობას შორის ტ ფილისში . რაჟ დენ
კაკუბამ ცხადად განუმარტ ა საბჭოს , რომ ამ პირობების მიღების გარეშე

92 სეა, სცსსა, ფონდი #1861 (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა


მმართველობა), ანაწერი #3, საქმე #6, გვ. 1-2.

41
საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებდა აფხაზ ების სახელით ემოქმედა
საერთაშორისო არენაზ ე , დაეტ ოვებინა მის განკარგულებაში მყოფი
შეიარაღებული ძალები სოხუმის ოლქში და დაეცვა მხარე რუსული-
ბოლშევიკური თუ მოსალოდნელი ოსმალური აგრესიისაგან . კაკუბა
სთხოვდა საბჭოს , სასწრაფოდ ეცნობებინა , ანიჭებდა თუ არა მათ
ხელშეკრულებაზ ე ხელმოწერის უფლებამოსილებას და საბჭოს ნაწილის
მერყეობის ფონზ ე , დელეგაციის სახელით მზ ადყოფნას გამოთქვამდა , რომ
თავად აეღო სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტ ილებაზ ე .93

10 ივნისს , აფხაზ თა სახალხო საბჭომ იმსჯ ელა და დელეგაციას


ხელშეკრულებაზ ე ხელმოწერის დადებითი გადაწყვეტ ილება და
უფლებამოსილება დაუდასტ ურათ . დელეგაციას ტ ელეგრაფით გადაეცათ
საბჭოს ცალკეულ წევრთა “განსაკუთრებული პოზ იცია ” ხელშეკრულების
საწინააღმდეგო , კრიტ იკული დასკვნით .

1918 წლის 11 ივნისს ტფილისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას


საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზ თა
სახალხო საბჭოს შორის .94 ხელშეკრულებაში პროექტ ისაგან
განსხვავებული , დამატ ებითი ახალი ჩანაწერი იყო : ეს შეთანხმება
მომავალში, აფხაზეთში არჩეული დემოკრატიული ეროვნული ყრილობის
მიერ გადაისინჯებოდა და დამტკიცდებოდა, საქართველო საგარეო არენაზ ე
აფხაზ ეთის სახელითაც გამოვიდოდა . მნიშვნელოვანია , რომ
ხელშეკრულებას ერთოდა 1918 წლის 9 თებერვლის შეთანხმების ასლიც ,
თავდაპირველი პრინციპების ურყეობის და განგრძობითობის
ხაზ გასასმელად .

ხელშეკრულების დამტ კიცებისთანავე , საქართველოს რესპუბლიკის


მთავრობამ დაიწყო კრედიტ ის გახსნა აფხაზ ეთის სახალხო საბჭოსათვის
და სამხედრო კომპონენტ ების მომზ ადება .

მოგვიანებით (ივლისში ) აფხაზ თა სახალხო საბჭომ აფხაზ ეთის საქმეთა


მინისტ რად პოლკოვნიკი რაფიელ ჩხოტ უა წარადგინა . თავის მხრივ ,
საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის მთავრობამ თავის
93 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 16. Телеграмма
сухумскому окружному Комиссару, в АНС до 11 июня 1918 года. О необходимости скорейшего заключения
договора, სოხუმი, 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
94 აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს
შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული, რეგიონალიზმის
კვლევის ცენტრი, თბილისი 2004 წელი, გვ. 19-20.

42
რწმუნებულად სოხუმის ოლქში (აფხაზ ეთში ) მაშინვე მიავლინა ეროვნული
საბჭოს წევრი , ავტ ორიტ ეტ ული სოციალ -დემოკრატ ი , ისიდორე რამიშვილი .
სოხუმის ოლქში “ანარქიასთან მებრძოლის ძალების მოსაწყობად და
სახელმძღვანელოდ ” რამიშვილთან ერთად ეროვნული საბჭოს მეორე
წევრი, გიზო ანჯაფარიძეც გაიგზავნა.95 ისიდორე რამიშვილი აფხაზ თა
სახალხო საბჭოს დელეგაციასთან ერთად 15 ივნისს , შუაღამეს ფოთიდან
კატ არღით გაემგზ ავრა სოხუმისაკენ . კატ არღას კოდორის შესართავთან
სანაპიროდან სროლა აუტ ეხეს და მცირედ დააზ იანეს , თუმცა მგზ ავრებმა
დილით სოხუმს უვნებლებმა მიაღწიეს .96

16 ივნისს გაგრაში თავშეფარებულმა ბოლშევიკურმა “რევკომმა ” ძალების


მობილიზ ებისა და დაზ ვერვის შემდეგ გაარკვია , რომ გუდაუთის ფრონტ ზ ე
მხოლოდ საქართველოს წითელი (სახალხო ) გვარდიის 150-კაციანი რაზ მი
(ტფილისის აღმასკომის განსაკუთრებული რაზმი) იდგა და გუდაუთის
მიმართულებით შეტ ევა წამოიწყო . 18 ივნისს ბოლშევილებმა დაიკავეს
ქალაქი , გვარდიის რაზ მმა მძიმე დანაკარგების (11 მოკლულის და 30 ტ ყვედ
ჩავარდნილის) ფონზე უკან დაიხია.97 “რევკომის ” ძალებმა შეტ ევა გააგრძელეს
და ახალ ათონამდე მიაღწიეს .

18 ივნისს , რადგანაც ოლქში , მაისიდან მოყოლებული , “საომარი


მდგომარეობა ” იყო გამოცხადებული და საქართველოს მთავრობა შეუდგა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას ,
აფხაზ ეთის გენერალ -გუბერნატ ორად (საომარი ვითარებისას მოქმედი
სამხედრო-ადმინისტ რაციული საგანგებო წარმომადგენელი ) და შავი
ზ ღვის სანაპირო ჯ არების უფროსად გენერალი გიორგი მაზ ნიაშვილი
დანიშნა .98

სოხუმში ჩასვლისთანავე მაზ ნიაშვილმა დაიწყო ჯ არების ორგანიზ ება


კონტ რშეტ ევისათვის . მის განკარგულებაში იყო არმიის მე -3 ლეგიონის 3
ასეული , საარტ ილერიო ბატ არეა , მესანგრეთა ასეული , 3 გამანადგურებელი
კატ არღა და სატ რანსპორტ ო გემი “მიხეილი ” 3-დუიმიანი ქვემეხებით , ასევე
სოხუმის ოლქში მყოფი გვარდიის ნაწილები . აფხაზ თა ეროვნულმა საბჭომ
მაზ ნიაშვილის თხოვნით მოხალისეების მობილიზ ება შეძლო და ამ ძალებს
300 ცხენოსნისა და ქვეითისაგან შემდგარი რაზმი შეუერთა. 19 ივნისიდან

95 სოხუმის ოლქში; ახალი ამბები, ერთობა (გაზეთი) #121, 13.06.1918 წელი, გვ. 2.
96 გზიდან, ერთობა (გაზეთი) #140, 07.07.1918 წელი, გვ. 3. წერილი ეკუთვნის ისიდორე რამიშვილს.
97 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 158.
98 გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებები, სახელგამი, 1927 წელი, გვ. 59.

43
შეტაკებები ინტენსიური იყო ახალი ათონის ფრონტზე. 22 ივნისს
მაზ ნიაშვილმა ძლიერი კონტ რშეტ ევა წამოიწყო , ფრონტ ი გაარღვია და
გუდაუთაში შევიდა . ბოლშევიკური ძალები პანიკურად იხევდნენ უკან . 24
ივნისისათვის ფრონტ მა მდინარე ბზ იფს მიაღწია . “რევკომის ”
99
დასახმარებლად სოჭიდან მოსულმა რუსულმა წითელი გვარდიის
ნაწილებმა ბრძოლაში ვერანაირი გარდატ ეხა ვერ შეიტ ანეს .

იმპერიის დროის ადმინისტ რაციული გამიჯ ვნის მიხედვით , ბზ იფი ქუთაისის


გუბერნიის სოხუმის ოლქისა და შავი ზ ღვის გუბერნიის საზ ღვარს
წარმოადგენდა. მაზნიაშვილმა შეტევა შეაჩერა და საქართველოს
რესპუბლიკის მთავრობას და აფხაზ თა სახალხო საბჭოს მიმართა კითხვით ,
დასრულებულად ჩათვლილიყო თუ არა მისი ოპერაცია . ტ ფილისში
პოლიტ იკური გადაწყვეტ ილება მიიღეს , რომ ბოლშევიკებისათვის დრო და
სივრცე არ დაეტ ოვებინათ მორიგი შეტ ევის ორგანიზ ებისათვის და შავი
ზ ღვის სანაპირო მათი ძალებისაგან გაეწმინდათ . ჩრდილოკავკასიასა და
ყუბანში რუსეთის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა , თეთრი მოძრაობა
(“მოხალისეთა არმია ”) ბოლშევიკებს ავიწროებდა . უკვე თეთრ რუსეთთან
დამეზ ობლების პერსპექტ ივა აშკარა ჩანდა . თავის მხრივ , 24 ივნისს
აფხაზ თა სახალხო საბჭომ ბოლშევიკური საფრთხის ლიკვიდაციისათვის
და ჩრდილოკავკასიასთან ეკონომიკური კავშირების აღსადგენად 100
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას თხოვნით მიმართა , მისდამი
დაქვემდებარებულ ძალებს სოჭისა და ტ უაფსეს ზ ონა დაეკავებინათ .101

28 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის ჯ არებმა გაგრა დაიკავეს და იერიში


განაგრძეს სოჭისა და ტ უაფსეს მიმართულებით . 5 ივლისს სოჭი დაიკავეს ,
13 ივლისს კი - ტ უაფსე . ფრონტ ის ამ სექტ ორში შედგა კონტ აქტ ი
“მოხალისეთა არმიის ” წარმომადგენლებსა და საქართველოს
რესპუბლიკის ჯ არებს შორის და დროებითი განლაგების კოორდინაცია
დაიწყო.

99 Г.А. Дзидзария, Очерки историй борьбы за Советскую власть в Абхазий; 1917-1918, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა კადემიის გამოცემა, სოხუმი, 1958 წელი, გვ. 162
100 მაზნიაშვილი მოგონებებში მიუთითებს, რომ აფხაზთა სახალხო საბჭოს რიგი წევრები მას
არწმუნებდენ, რომ სოჭის მხარეც ისტორიულად აფხაზეთის ნაწილი იყო და ამიტომ მისი დაკავება
სასურველად მიაჩნდათ. აქ, ცხადია, შეგვიძლია გავიხსენოთ 1918 წლის 9 თებერვლის
ხელშეკრულების პროექტში ჩამოყალიბებული აფხაზთა სახალხო საბჭოს ხედვა, რომელიც
“ერთიან და განუყოფელი აფხაზეთის” საზღვარს ადლერის მისადგომებიდან - მდინარე
მზიმთასთან ავლებდა.
101 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 24. Выписка из протокола
заседания Абхазского Национального Совета от 24 июня 1918 года; Тифлис, Дворец, Премьер-министру,
სოხუმი 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003

44
მთელი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას სოხუმის ოლქში
სოციალურ-პოლიტ იკური მდგომარეობა სტ აბილურად დაძაბული რჩებოდა .
ბოლშევიკური საფრთხის განეიტ რალებასთან ერთად , საქართველოს
სოციალ -დემოკრატ იული პარტ ია და სოხუმის ოლქში მისი მოკავშირე
დემოკრატ იული ძალები აცნობიერებდნენ გადატ ანილი ქაოსის შედეგად
გამწვავებულ და კრიტ იკულ ზ ღვარზ ე მისულ ეროვნულ და სოციალურ
ანტ აგონიზ მს და მასებთან პოლიტ იკური მუშაობის ორგანიზ ებას
ცდილობდნენ102 - ისიდორე რამიშვილი , გიზ ო ანჯ აფარიძე და პარტ იის სხვა
ლიდერები სოფლებში საინფორმაციო და სააგიტ აციო შეხვედრებს
მართავდნენ 103 და რესპუბლიკის პოლიტ იკას განუმარტ ავდნენ გლეხობას .
სოხუმში დაიწყო სოციალ -დემოკრატ იული პარტ იის რუსულენოვანი
გაზ ეთის “Наше Слово”-ს გამოცემა . დემოკრატ იული ფრთის რიტ ორიკაში
ნელ-ნელა გამოკვეთილად კეთდებოდა აქცენტ ი ოლქის სრულფასოვანი ,
დემოკრატ იული პოლიტ იკური წარმომადგენლობის არჩევის
აუცილებლობის შესახებ .

ოსმალური დესანტი და მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებები სოხუმის ოლქში;


1918 ივლისი-ოქტომბერი

1918 წლის ივლისის თვე ახალი, მკვეთრი და მტკივნეული ცვლილებების


დასაწყისის ხანად იქცა სოხუმის ოლქისათვის . 27 ივნისს , ოჩამჩირის
უბანზ ე , წყურგილში , ალექსანდრე შერვაშიძის მამულში ოსმალური არმიის
დესანტ ი - 800 ასკერისა და ოფიცრებისაგან შემდგარი რაზ მი გადმოსხდა .104
მოხდა , ის , რის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყველა
პოლიტ იკურ ძალას ჰქონდა ინფორმაცია , მოლოდინი და შიშით ან იმედით
შესცქეროდა ამ პერსპექტივას. ამ აქტით, ოლქის გარშემო ორი საგარეო
ძალის რკალი შეიკრა - თეთრი რუსეთის , რომელიც უკვე სოჭი -ტ უაფსეს
ხაზ ზ ე გამოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის ძალების პირისპირ და
ოსმალეთი , რომელიც საქართველოს რესპუბლიკის აღიარების , გერმანიის
იმპერიის მიერ საქართველოს პატ რონაჟ ის და მიმდინარე დიპლომატ იური
102 სეა, სცსსა, ფონდი #1825 (საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
ცენტრალური კომიტეტი), ანაწერი #1, საქმე #25, გვ. 1, გვ. 25.
103 ის. რამიშვილი, გზიდან, ერთობა (გაზეთი) #176, 21.09.1918 წელი, გვ. 3.
104 ოსმალეთის დესანტი; უკანასკნელი ცნობები, ერთობა (გაზეთი) #133, 29.06.1918 წელი, გვ. 2.
გიორგი ასტამაძე, გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს; საქართველოს
დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2023 წელი, გვ. 239

45
მოლაპარაკებების მიუხედავად , კვლავ განაგრძობდა დასახული მიზ ნებით
სამხედრო გზ ით გადაწყვეტ ის მცდელობებს . ამ ორი ძალის ფაქტ ორი
განმსაზ ღვრელი გახდა სოხუმის ოლქში მოქმედი იმ ადგილობრივი
პოლიტ იკური ჯ გუფებისათვის , რომლებიც საკუთარი პრივილეგიების
გარანტ ორად უცხო , საქართველოს რესპუბლიკისადმი მტ რულად
განწყობილ დიდ აქტ ორებს ხედავდნენ .

დესანტ ის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა . ფრონტ იდან


გიორგი მაზ ნიაშვილი დაბრუნდა და სახალხო საბჭოსაგან ახსნა -
განმარტ ება და რეაგირება მოითხოვა . 28 ივნისს საბჭომ დელეგაცია
დააკომპლექტ ა - გრიგოლ ზ უხბაიას , ანტ ონ ჩუკბარის , ხუჯ ინა გიცბას , ვასილ
გურჯ უას , სიმონ ბასარიას და ანდრო ჩოჩუას 105 შემადგენლობით და
წყურგილში გაგზავნა ვითარებაში გასარკვევად. დესანტის რაიონში ასევე
გაემგზ ავრა სოხუმის ოლქში საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული
ისიდრე რამიშვილი .

საქართველოს მთავრობამ დახმარებისათვის მიმართა ახლადჩამოსული


გერმანული მისიის ხელმძღვანელს , გენერალ ფრიდრიხ კრეს ფონ
კრესენშტ აინს . მან ავსტ რია -უნგრეთისა და ბულგარეთის
წარმომადგენლებთან ერთად საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ოსმალთა
კავკასიური არმიის მეთაურებს სოხუმის ოლქიდან ჯ არების გაყვანის
მოთხოვნით .106 პარალელურად , ბავარიული იეგერ ბალატ იონის რაზ მი ,
ლეიტ ენანტ ლუტ ცის მეთაურობით , ფოთიდან 30 ივნისს სოხუმში ჩავიდა ,107
სადაც საგარნიზ ონო სამსახური დაიწყო და ამით საშუალება მისცა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს , რეზ ერვები გამოეთავისუფლებინათ .

29 ივნისს , ტ ფილისში საქართველოს სოციალ -დემოკრატ იული მუშათა


პარტ იის რუსულენოვანმა გაზ ეთმა “Борьба”-მ მწვავე მოწინავე სტ ატ იით
დესანტ ის შემოყვანაში ალექსანდრე შერვაშიძეს დასდო ბრალი და
ოსმალთა და ბოლშევიკთა სინქრონულ მოქმედებაზ ე გააკეთა აქცენტ ი ;
ავტ ორის მტ კიცებით , ოსმალთა დესანტ ი სტ რატ ეგიულად -
ჩრდილოეთიდან სოხუმზე ბოლშევიკთა იერიშის შემდეგ გამოზომილად
განხორციელდა , როდესაც აფხაზ ეთის დამცველი საქართველოს

105 ჯემალ გამახარია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან, გამომცემლობა


“საქართველო”, თბილისი, 1991 წელი, გვ. 65.
106 ოსმალეთის დესანტი, ერთობა (გაზეთი) #135, 02.05.1918 წელი, გვ.2.
107 გიორგი ასტამაძე, გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს; საქართველოს
დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2023 წელი, გვ. 239.

46
შეიარაღებული ძალები ამ მიმართულებაზე გადაჯგუფდნენ და
ბოლშევიკთა მოგერიების და დევნის შედეგად დიდი მანძილზ ე
მოშორდნენ სოხუმს , რამაც ქალაქი და ოლქის ცენტ რალური ზ ონა
დაუცველი დატ ოვა .108

ისიდორე რამიშვილი 27-28 ივნისს კოდორის მარჯ ვენა სანაპიროდან


ადევნებდა თვალს ოსმალური დესანტ ის წინააღმდეგ მიმდინარე
მზ ადებას ; ქართული არმიის ნაწილები სანაპიროზ ე მაისის ბრძოლებისას
მოწყობილ სანგრებს ამაგრებდნენ . 29 ივნისს , სოხუმიდან გემი “მიხეილით ”
და ორი გამანადგურებლით გიორგი მაზ ნიაშვილი კოდორთან ჩავიდა . მან
წყურგილის ზურგში სანაპირო ასეული გაგზავნა დესანტის ალყაში
მოსაქცევად . ისიდორე რამიშვილთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა
რომ დესანტ ის ბანაკში მოლაპარაკებებზ ე ისიდორე რამიშვილი და
პოლკოვნიკი რაფიელ ჩხოტ უა წასულიყვნენ , რომელსაც მაზ ნიაშვილის
ულტ იმატ უმი უნდა გადაეცა ოსმალებისათვის 24 საათის ვადაში
დაეტ ოვებინათ ტ ერიტ ორია . რამიშვილთან და ჩხოტ უასთან ერთად
დელეგაციას აფხაზ თა სახალხო საბჭოს თავმჯ დომარე - ვარლამ
შერვაშიძე, საბჭოს წევრი - გიორგი თუმანოვი და ერთი აფხაზი გლეხი
დაემატ ნენ .109 ალექსანდრე შერვაშიძის მამულში დელეგაცია დესანტ ისა
და ადგილობრივების გამალებულ მუშაობას დაადგა თავს ; გემებიდან
შერვაშიძის ეზოში დიდი ოდენობით შეიარაღებას ტვირთავდნენ და
შემდეგ ინაწილებდნენ. დელეგაცია წარუდგინეს დესანტის მეთაურს -
პოლკოვნიკ ჯ ამალ -ბეკ მარშანს , რომელთან ერთადაც დესანტ ის
სამეთაურო შემადგენლობაში ბათუმში მასთან მყოფი ზ ემოთ აღნიშნული
აფხაზ ი მუჰაჯ ირი ოფიცრები - მეხტ ატ -ბეი მარღანია და სულეიმან ბღანბა
იყვნენ წარმოდგენილი . მარშანი მათ თავდაპირველად მზ ა ემოციური
ცერემონიით შეხვდა და არწმუნებდათ, რომ იგი, როგორც აფხაზი მუჰაჯირი
თვითნებურად დაბრუნდა სამშობლოში , რომ რაზ მში უმრავლესობა
სწორედ მუჰაჯ ირები იყვნენ და ყველას სურდა სამშობლოში , მათი ძმები
ბოლშევიკთა დაპყრობისაგან დაეცვათ . რამიშვილმა ოფიციალური ენით
განუმარტ ა პოლკოვნიკს , რომ საქართველოსა და ოსმალეთს შორის
არსებული სახელმწიფო ურთიერთობის ფარგლებში , ორთავე მხარისათვის
მიუღებლად ჩანდა შეიარაღებული რაზ მის მიერ როგორც ერთი ქვეყნის
არმიის უნებართვოდ დატ ოვება , ისე მეორე ქვეყნის საზ ღვრების დარღვევა .
რამიშვილმა გაკვირვება გამოთქვა , თუ “მუჰაჯ ირების ” მოტ ივაცია
სამშობლოში დაბრუნება იყო , რატ ომ მიიღო ამ კეთილშობილურმა აქტ მა

108 Тифлись, 29 iюня, Борьба (გაზეთი) #104, 29.06.1918 წელი, გვ. 1-2.
109 ის. რამიშვილი, გზიდან, ერთობა (გაზეთი) #176, 21.08.1918 წელი, გვ. 3.

47
ასეთი ფარული სახე , როდესაც მათ შეეძლოთ პირდაპირ სოხუმში
ჩასულიყვნენ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის რწმუნებულმა
მკაცრად მიუთითა პოლკოვნიკს , რომ მათი რაზ მის იქ ყოფნა და იარაღის
მოსახლეობისათვის დარიგება ამ უკანასკნელთ საფრთხეში აგდებდა და
არმიას არჩევანს არ უტ ივებდა მათ წინააღმდეგ მოქმედება დაეწყო . მწვავე
მოლაპარაკებების კვალდაკვალ , გამოირკვა , რომ ოსმალთა სარდლობა
ინფორმირებული იყო რაზ მის მოქმედების შესახებ (რაც საქართველოში
გერმანულ მისიასთან მიმოწერისას დაადასტ ურა ოსმალთა კავკასიის
არმიის მეთაურმა ვეჰიბ -ფაშამაც ,110 რომ რაზ მი მისი განკარგულებით
გაიგზ ავნა , თუმცა , ირწმუნებოდა რომ ამის შესახებ სამხედრო მინისტ რი
ენვერ-ფაშა ინფორმირებული არ იყო ), ხოლო რაზ მის ორი მესამედი
ოსმალო ასკერები იყვნენ და არა აფხაზ ი მუჰაჯ ირები . საქართველოს
მთავრობის წარმომადგენლის ულტ იმატ უმით გაღიზ იანებულმა ოფიცრებმა
პრეტ ენზ ია და გაკვირვება გამოთქვეს , რომ არ ესმოდათ - ისინი
საქართველოს ტ ერიტ ორიაზ ე იმყოფებოდნენ თუ აფახაზ ეთის , რაზ ედაც
უკვე სახალხო საბჭოს თავმჯ დომარემ - ვარლამ შერვაშიძემ განუმარტ ათ 11
ივნისის ხელშეკრულების საფუძვლები და აღნიშნა რომ რამიშვილი
სახალხო საბჭოს რწმუნებითაც ლაპარაკობდა . დელეგაციის რიტ ორიკას
მხარი ადგილობრივმა აფხაზ მა გლეხებმაც დაუჭირეს .111

აფხაზ თა სახალხო საბჭოს დელეგაციამ ვერ შეძლო დესანტ თან დროულად


შეხვედრა; მოქვისკენ გზად, მდინარე მაჭარკასთან მათ უცნობმა რაზმმა
ცეცხლი გაუხსნათ და იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ.112
პარალელურად , წყურგილში უკვე გიორგი მაზ ნიაშვილი შეხვდა 113 პირადად
ჯ ამალ-ბეკ მარშანს და რამდენადაც ის უკვე აცნობიერებდა , რომ ალყაში
იყო მოქცეული და ადგილობრივი მოსახლეობა არც თუ აღფრთოვანებით
შეხვდა მათ გამოჩენას, იძულებული გახდა დარჩენილი იარაღის ნაწილი -
180 შაშხანა და 1,250,000 ვაზნა ჩაებარებინა.114 მარშანი და დესანტ ის ნაწილი
- 130 ასკერი , აფხაზ თა სახალხო საბჭოს წარმომადგენელთან ერთად ,115

110 გიორგი ასტამაძე, გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს; საქართველოს


დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2023 წელი, გვ. 240.
111 “ნ.ს.”, ოსმალეთის დესანტი სოხუმთან, ერთობა (გაზეთი) #138, 05.07.1918 წელი, გვ. 3.
112 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 117.
113 გიორგი მაზნიაშვილი, მოგონებები, სახელგამი, 1927 წელი, გვ. 72.
114 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, по поручению Абхазского
Народного Совета Председатель В. А. Шервашидзе, 29. Председателю правительства Грузинской
Демократической Республики от 4 июля 1918 года. О нарушениях условий Договора со стороны грузинской
армии. სოხუმი, 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
115 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 99

48
მაზ ნიაშვილის მოყვანილი ბარჟ ებით ევაკუირდნენ ბათუმისაკენ .
მუჰაჯ ირთა , ასკერთა და ოფიცერთა ნაწილმა მოასწრო შეიარაღებული
გასულიყვნენ წყურგილიდან და კოდორის რაიონში შეეფარებინათ თავი ,
მათ შორის ჯ გერდაში - ტ ატ აშ მარშანიას კარ -მიდამოში . მომდევნო
დღეებში ისინი აქტ იურად მონაწილეობდნენ მოქვში გამართულ სახალხო
ყრილობებზ ე და ადგილობრივ მოსახლეობას არწმუნებდნენ აფხაზ ეთიდან
ყველა არააფხაზ ი გაედევნათ და გაეთავისუფლებინათ სივრცე
ოსმალეთიდან დაბრუნების მსურველი მუჰაჯ ირებისთვის , თუმცა ამ
მოწოდებებს ადგილობრივები ნაკლები ენთუზ იაზ მით , შიშით და
სიფრთხილით ეკიდებოდნენ .116

ივლისის განმავლობაში , დესანტ ის გამოჩენის ფონზ ე , სოხუმის ოლქში


პოლიტ იკური ტ ემპერატ ურა მკვეთრად იმატ ებდა . აფხაზ თა სახალხო
საბჭოში თავმოყრილ პრო -ოსმალურად და პრო -რუსულად განწყობილი
ჯ გუფები , ცდილობდნენ ესარგებლათ საბჭოსადმი რესპუბლიკის მიერ
დროებით გადაცემული ადგილობრივი მმართველობის კომპეტ ენციით და
მისგან მაქსიმალური დივიდენდები მიეღოთ . ერთი მხრივ , ისინი
აცნობიერებდნენ , რომ სამხედრო ძალის უქონლობის გამო საქართველოს
არმიაზ ე იყვნენ დამოკიდებულნი , თუმცა მაქსიმალურად ცდილობდნენ
მათდამი ლოლიალური ახალი სამხედრო ერთეულები შეექმნათ და ამით
რეალური ალტ ერნატ ივა შეექმნათ . ადგილობრივი სამხედრო ერთეულის
შექმნა, ოფიციალურად, ისედაც 11 ივნისის შეთანხმების ნაწილი იყო და
აფხაზ თა სახალხო საბჭოსთან არსებული სამხედრო სექცია უკვე მუშაობდა
სამხედრო ნაწილების რაოდენობისა და ტ იპის განსაზ ღვრაზ ე , რომლის
დასაკომპლექტ ებლადაც საყოველთაო სამხედრო სავალდებულო -
სამსახური უნდა დაენერგათ , რაშიც აფზ ახური მოსახლეობაც
მოისაზ რებოდა , რომელთაც იმპერიის რეალობაში სავალდებულო
სამსახური არ ეხებოდათ . 14 ივლისისათვის , აფხაზ ური ასეულის მეთაურად ,
რომელიც ძირითადად გაგრის მიმართულებაზ ე იყო ბაზ ირებული და
მაზ ნიაშვილის მტ კიცებით , უკვე დისციპლინა მორღვეოდა , პოლკოვნიკი
რაფიელ ჩხოტ უა დაინიშნა , რომელიც პარალელურად საბჭოს სამხედრო
სექციაში აგრძელებდა მუშაობას . ამავე დროს , საბჭოს წევრი - გიორგი
თუმანოვი პარალელურად მოქმედებდა ფარული ბოლშევიკური დღის
წესრიგის განსახორციელებლად და ცდილობდა “კიარაზის” რაზმის
რეაბილიტ აცია და მისი ოფიციალურ შეიარაღებულ ნაწილად გადაქცევა
შეეთავაზებინა სახალხო საბჭოსათვის. თუმანოვი ესწრებოდა გუდაუთის
რაიონში გამართულ ყრილობებს , რომელზ ედაც “კიარაზ ის ” შეიარაღებული

116 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 117-118.

49
წარმომადგენლებიც შედიოდნენ მასთან კონტაქტში. მან საბჭოს
“კიარაზ ის ” პირობები წარუდგინა , რომელიც რეალურად ასევე საბჭოს
წევრის და ფარული ბოლშევიკის - მიხეილ ტარნავას მიერ იყო
მომზ ადებული .117 “კიარაზ ის ” წინადადებით საბჭოს უნდა გამოეყო
დელეგაცია , რომელიც მათ წარმომადგენლებთან ერთად გადავიდოდა
ეკატ ერინოდარში აფხაზ ბოლშევიკ ლიდერებთან - ეშბას , ლაკობას და აშ .
მოსალაპარაკებლად , პირობის გამოსათხოვად , რომ ისინი ხელს
აიღებდნენ აფხაზ ეთისკენ გამოლაშქრებაზ ე , ამავე დროს “კიარაზ ი ”
ითხოვდა ქართულ არმიას დაეტ ოვებინა აფხაზ ეთი , განიარაღებული
მოსახლეობისათვის იარაღი დაებრუნებინათ და მზ ადყოფნას აცხდებდა
ჩათვლილიყო აფხაზთა სახალხო საბჭოს დაქვემდებარებულ შეიარაღებულ
ნაწილად . “კიარაზ ი ” აფხაზ ეთის დამოუკიდებელ არსებობას მოითხოვდა
და წინააღმდეგ შემთხვევაში თუმანოვის თქმით “ხარაკირზ ე იყვნენ მზ ად
რათა თავისუფლები მომკვდარიყვნენ თავიანთ მიწაზ ე ”. 118 ეს კომბინაცია
კატ ეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოს პრო -ოსმალური და თეთრი
რუსეთისადმი სიმპათიით განწყობილი ნაწილისთვისაც . სხდომაზ ე
თუმანოვი კრიტ იკის ცეცხლში გაატ არეს ; საბჭოს წევრი - სიმონ ბასარია
აღნიშნავდა , რომ “კიარაზ ის ” მეთაური , ყოფილი მღვდელი , ბოლშევიკი
აგირბა იყო, რომლის პირობებზ ე დათანხმებაც არ შეიძლებოდა . ოსმან
კიუტ ი - გუდაუთა გაგრის რააიონების “დაშოშმინებას ” მოითხოვდამ საბჭოს
წევრი ჯოტო შერვაშიძე - მათ მოქმედებას აღწერდა სოხუმში ბოლშევიკური
“რევკომის ” მმართველობისას და მიუთითებდა , რომ “კიარაზ ს ”
გუდაუთელების სახელით ნაკლებად შეეძლო ესაუბრა , რადგან მასში
აფხაზ ები რეალურად უმცირესობას შეადგენდნენ , ხოლო ბოლშევი აგირბას
პირობების მიყოლა საბჭოს თვითლიკვიდაციის ტ ოლფასი იქნებოდა .
გუდაუთის კომისარი ლუკა კარტ ოზ ია “კიარაზ ის ” მიერ განხორციელებულ
ძარცვა -გლეჯ აზ ე მიუთითებდა . შედეგად , საბჭომ “კიარაზ ის ” და მათი
ფარული ბოლშევიკი მოკავშირეების გეგმა უარყო , რის პასუხადაც გიორგი
თუმანოვმა დემონსტ რაციულად დატ ოვა საბჭოს შემადგენლობა .

ამ მოვლენებამდე ორი კვირით ადრე , ანალოგიურად , სავარაუდოდ ამავე


ძალების გავლენით ჩაიშალა აფხაზ ი სოციალ -დემოკრატ ების მიერ
ინცირებული პროცესი მოლაპარაკებოდნენ ფრონტ ზ ე მყოფ “კიარაზ ის ”

117 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 213
118 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, სოხუმი 2006 წელი,
Протокол № 53 заседания Абхазского Народного Совета, состоявшегося 17 июля 1918 года под
председательством В. А. Шервашидзе.
https://proza.ru/2012/11/15/2003

50
წარმომადგენლებს, გამოეთიშათ ისინი ბრძოლიდან და ბოლშევიკური
გავლენისაგან ჩამოეშორებინათ ; ამ მისიას გუდაუთელი სოციალ -
დემოკრატ ი კალისტ რატ ე ბარციცი ხელმძღვანელობდა . ივლისის პირველ
რიცხვებში მან მოახერხა გარკვეული წარმატ ების მიღწევა - გლეხთა
თავყრილობებზ ე დაარწმუნა ლიდერები გავლენა მოეხდინათ “კიარაზ ზ ე ”
და მათთვის ბრძოლის შეწყვეტ ა მოეთხოვათ , რისთვისაც დელეგატ ები
გაგრისაკენ გაიგზ ავნენ . გუდაუთაში დაბრუნებული ბარციცი და მისი
ამხანაგები , მოულოდნელად “შტ აბმა ” დააპატ იმრა და სოხუმში გაგზ ავნა ,
სადაც პატ იმრობიდან მალევე გაათავისუფლეს . ამასობაში დელეგატ ებმა
შეძლეს “კიარაზის” საბრძოლო მოქმედებებიდან ჩამოშორება, თუმცა
დურიფშში შეკრებისას , როდესაც რაზ მის წევრებმა გაიგეს
მოლაპარაკებების ინიციატ ორების დაპატ იმრების შესახებ , დაასკვნეს ,
რომ “რადგან მენშევიკებსაც კი აპატ იმრებენ , ე .ი . ძალაუფლება თავად -
აზ ნაურობის ხელშია ”, მოლაპარაკებები ჩაშალეს და კვლავ გაგრისაკენ
დაბრუნდნენ .119

ამასობაში , საბჭოს მეორე დაჯ გუფება , რომელსაც რაფიელ ჩხოტ უა


ლიდერობდა გულხელდაკრეფილი არ იჯ და . “აფხაზ ური ასეულის ”
მეთაურად დანიშვნის შემდეგ , ჩხოტ უამ მოახერხა და ასეულის
შემადგენლობაში მიიზიდა თურქული შეიარაღებული რაზმი, რომელიც
სოხუმის ოლქის მცხოვრები ოსმალეთის მოქალაქეებით იყო
დაკომპლექტ ებული და 1918 წლის გაზ აფხულზ ე ბოლშევიკური
გადატ რიალების მცდელობაში მონაწილეობდა და “კიარაზ ის ” დამრტ ყმელ
ძალას წარმოადგენდა რეზ ა -ბიბინ -ოღლის მეთაურობით .120 პარალელურად ,
რაზ მში თავშესაფარს პოულობდნენ ოსმალური დესანტ ის ნაშთებიც , რაც
საქართველოს რესპუბლიკის არმიის სარდლობისა და ოფიცრობის აშკარა
გაღიზ იანებას იწვევდა . პირველმა მწვავე ინციდენტ მა არ დაახანა ; 1918
წლის 16 ივლისს, ქალაქ გაგრაში ქალაქის მილიციამ ქუჩაში მოხეტიალე,
შეიარაღებული თურქი ასკერი დააკავა, რომელსაც არავითარი საბუთი არ
აღმოაჩნდა , თან მხოლოდ თურქულად საუბრობდა და კომენდატ ურაში
გადაიყვანა . “აფხაზ ური ასეულის ” რაზ მელმა მიუთითა , რომ ის მათ რიგებში
ირიცხებოდა . კომენდანტ მა “აფხაზ ური ასეულის ” მეთაურს წერილით
მიმართა , თურქის ვინაობის დამადასტ ურებელი საბუთი წარედგინა . სანამ

119 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 31. За что С.-Д.
/меньшевики/ Гудаутского участка преследуются (показания К. С. Барцыц) от 5 июля 1918 года, სოხუმი,
2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
120 ჯემალ გამახარია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან, გამომცემლობა
“საქართველო”, თბილისი, 1991 წელი, გვ. 60.

51
კორესპოდენცია ადრესატ ამდე მიაღწევდა , თავად ასეულის ოფიცერი
მივიდა კომენდატ ურაში და თურქის დაუყოვნებლივი გათავისუფლება
მოითხოვა , რაზ ედაც საბუთის მიღებამდე , უარით უპასუხეს . იგივე სცენა
კვლავ განმეორდა . ამასობაში ასეულიდან დოკუმენტ ი კომენდატ ურაში
მივიდა , მაგრამ პარალელურად პოლკოვნიკ რაფიელ ჩხოტ უას
განკარგულებით და მეთაურობით “აფხაზ ური ასეული ” საბრძოლო წესით
შემოერტყა კომენდატურას, ამის შემხედვარე ქართული ჯარის რაზმმაც
განგაში ატ ეხა და კომენდატ ურის დასაცავად დადგა . დაძაბული ვითარება
გვარდიის ოფიცერმა - სამსონ ღლონტ მა განმუხტ ა .121 რაფიელ ჩხოტ უას
დაჯ გუფების მოძლიერება სახალხო საბჭოში 25 ივლისისათვის მისი
აფხაზ ეთის საქმეთა მინისტ რის კანდიდატ ად არჩევით გახდა ცხადი . მას
პრო-ოსმალური “მემარჯ ვენე ” ჯ გუფები უპირისპირდებოდნენ და მათი
კანდიდატ ის ჩასაძირად , საბჭოს “მემარცხენე ”- დემოკრატ იული ჯ გუფი
ჩხოტუას სიტუაციური მოკავშირე გახდა, რამდენადაც უშუალოდ მათმა
კანდიდატ მა - გრიგოლ ზ უხბაიამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობა
მიეღო.

ამ პროცესების პარალელურად , აფხაზ თა სახალხო საბჭოში თავმყრილი ,


როგორც თბილისთან , ისე ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ეს
დაჯ გუფებები მუდმივად მიუთითებდნენ გენერალ -გუბერნატ ორის - გიორგი
მაზ ნიაშვილის მიერ უფლებამოსილების გადაჭარებებისა და “11 ივნისის
ხელშეკრულების დარღვევების ” შესახებ . რამდენადაც , რეალურად
თვითდაკომპლექტ ებულ საბჭოში ისინი მექანიკურ უმრავლესობას
ქმნიდნენ , საბჭოს როტ აციით 122 დანიშნული თავმჯ დომარე ვარლამ
შერვაშიძე იძულებული იყო მათი დემარშები ოფიციალურად
გაეხმოვანებინა , რამდენადაც “ოპოზ იციას ” - საბჭოში მისი ლიდერობით
არსებულ დემოკრატ იულად განწყობილ ჯ გუფს საკუთარი აქტ იური
მოქმედებისათვის ჯ ერ სიტ უაცია მომწიფებულად არ მიაჩნდა . ერთი მხრივ ,
გენერლის არმიული სიხისტ ე და პირადი ინციატ ივები საამისოდ
საფუძველს იძლოდა : სახალხო საბჭოში სტ უმრობისას , მაზ ნიაშვილმა
პირდაპირ განაცხადა ,123 რომ მხარეში ანარქიის ჩაქრობასთან ერთად , მისი

121 ის. რამიშვილი, გზიდან, ერთობა (გაზეთი) #178, 23.08.1918 წელი, გვ. 4.
122 აფხაზთა სახალხო საბჭოს თავმჯდომარეები და პრეზიდიუმი საკმაოდ ხშირად იცვლებოდნენ,
რისი ფორმალური პრინციპი წყაროების სიმწირის გამო, გაურკვეველია.
123 ეს განცხადება მაზნიაშვილმა აფხაზთა სახალხო საბჭოში 1918 წლის 28 ივნისს გააკეთა,
წყურგილში ოსმალთა დესანტის გადმოსხდომის შემდეგ, როდესაც ის საბჭომ სხდომაზე მიიწვია.
გენერალს ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული სოჭის
მიმართულებაზე და მის მოგონებებშიც, ჩანს, რომ იგი აშკარად გაღიზიანებული იყო საბჭოში
ოსმალური დესანტის მიმართ არსებული სენტიმენტების გამო.

52
ამოცანა ქართველების და მეგრელების ინტ ერესებს დაცვა იყო .124
ამასთანავე , მის განკარგულებაში მყოფი საარმიო ნაწილები არ
გამოირჩეოდნენ მკაცრი დისციპლითი და პოლიტ იკური თვითშეგნებით ,
განსხვავებით სახალხო გვარდიის დანაყოფებისა , რომელთა კორექტ ულ
ქცევას კრიტ იკოსებიც აღნიშნავდნენ .125 საბრძოლო მოქმედებებს ,
ბოლშევიკური რაზ მების დევნას , მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრების
დაზ იანება , ეჭვმიტ ანილთა დაპატ იმრება და აშ . ახლდა თან , რაც
დამატ ებითი საბაბი იყო დაინტ ერესებული ძალებისათვის ბრალი დაედო
მაზ ნიაშვილისა და მისი შტ აბის უფროსის - გიორგი თუხარელისათვის
ჯ არისკაცთა თვითნებობაზ ე თვალის დახუჭვაში და ადგილობრივი
მოსახლეობის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებაში . საბჭოს
დემარშის საფუძველი გახდა საომარი მდგომარეობის ფარგლებში
მაზ ნიაშვილის მიერ მობილიზ აციის გამოცხადების ბრძანებაც ,
რამდენადაც რეზ ევრვების შესავსებად მას ადგილობრივი კონტ იგენტ ი
სჭირდებოდა . მოუხედავად იმისა , რომ მობლიზ აცია აფხაზ ებს არ
ეხებოდათ , საბჭოს ამას საკუთარ კომპეტ ენციაში ჩარევად თვლიდა ,
რამდენადაც მისი სამხედრო სექცია უკვე მუშაობდა მობილიზ აციის
კანონზ ე .

სახალხო საბჭოს შეშფოთებას იწვევდა საქართველოს რესპუბლიკის


მთავრობის განკარგულებები სახელმწიფო აპარატ ის გაეროვნების
(ნაციონალიზ აციის ) შესახებ , რისთვისაც აფხაზ ეთის პირობებს საბჭო
მოუმზ ადებლად თვლიდა და არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ,
აფხაზ ეთში ოფიციალური საქმისწარმოების ენად კვლავ რუსულის
დატ ოვებას უჭერდა მხარს . თბილისთან კომუნიკაციის შემდეგ , 1918 წლის 30
ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ რომ საგანგებო
წერილით სახალხო საბჭოს და აფხაზეთის საქმეთა მინისტრს განუმარტა,
რომ გაეროვნება სოხუმის ოლქზ ე არ ვრცელდებოდა და ეს საკითხი ,
სამომავლოდ, ცალკე დადგებოდა დღის წესრიგში.126 აფხაზ თა სახალხო

124 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, სოხუმი 2006 წელი, 29.
Председателю правительства Грузинской Демократической Республики от 4 июля 1918 года. О нарушениях
условий Договора со стороны грузинской армии, სოხუმი, 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
125 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 185. Копия заявления
правительству Грузинской Демократической Республики от Делегации группы 14-ти депутатов Народного
Совета Абхазии от 29 сентября 1919 года.О конституции автономной Абхазии, о деспотическом правлении
грузин в Абхазии, სოხუმი 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
126 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 62. Директор канцелярии.
Председателю Абхазского Народного Совета от Министерства внутренних дел. Входящий № 471, от 30 июля
1918 года № 13675, г. Тифлис. О национализации в Абхазии, სოხუმი, 2006 წელი.

53
საბჭოს წრეები , ასევე პრეტ ენზ იებს გამოთქვამდნენ სახელმწიფო ქონების
ადმინისტ რირების გარშემო . განსაკუთრებული დაძაბულობა იყო თამბაქოს
რეალიზ აციის უფლების გარშემო , რომელსაც აფხაზ თა სახალხო საბჭო
ადგილობრივ და მის კომპეტ ენციად თვლიდა , რესპუბლიკის მთავრობა კი
საერთო ეკონომიკური კრიზ ისისა და გამოწვევების ფონზ ე ყველა
სტ რატ ეგიული რესურსის მონოპოლიზ აციაზ ე ფიქრობოდა .

ამასობაში , ივლისის შუა რიცხვებში , კოდორის რაიონში კვლავ გამოჩნდა


ოსმალური დესანტ ი ; ამჯ ერად სანაპიროზ ე 200 შეიარაღებული ასკერი
გადმოსხდა და მოსახლეობაში შეერია . მეორე რაზ მმა შტ ორმის გამო ვერ
შეძლო სანაპიროსთან მიახლოვება და უკან გაბრუნდა. შემოსულ დესანტს
ადგილობრივი აფხაზ ები დაუპირისპირდნენ და მათ შორის შეიარაღებული
შეტაკება მოხდა.127

ამ აშკარა კონფრონტ აციული სიმპტ ომების ფონზ ე , საქართველოს


რესპუბლიკის რწმუნებულმა ისიდორე რამიშვილმა სახალხო საბჭოს 18
ივლისის სხდომაზ ე უკვე სრულიად ღია და მწვავე სიტ ყვით მიმართა
წევრებს და მომავალი მძიმე პერსპექტივა შეულამაზებლად დაუხატათ.
რამიშვილი სრულად იყო ინფორმირებული საბჭოში და ოლქში არსებული
პოლიტ იკური განწყობების , მიმდინარე ფარული მობილიზ აციების შესახებ
და შესაბამისად მისმა სიტ ყვამ , რომლის ძირითადი მონაკვეთი უცვლელად
მოგვაქვს , შესაფერისი - მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა საბჭოში მყოფ
ყველა ჯ გუფზ ე :

“...ჩემი მთავრობისაგან დავალებული მქონდა მიმეღო აქტიური მონაწილეობა


ანარქიისაგან აქაურობის გაწმენდაში და შექმნა ისეთი წესიერებისა და მყუდროებისა ,
როცა შესაძლებელი გახდებოდა საერთო, სახალხო ხმის მიცემით არჩევა სახალხო
წარმომადგენელთა ყრილობისა, რომელიც გაარკვევდა თავის პოლიტიკურ
მდგომარეობას, გადასჭრიდა საჭირბოროტო მთავარ კითხვებს და აირჩევდა ხალხის
მმართველ საბჭოს. შემდეგ ჩემი აქ ყოფნა საჭირო არ იქნებოდა და ჩემი მისიაც
გათავებულად ჩაითვლებოდა, მაგრამ საქმის მსვლელობა ისეთს ხასიათს ღებულობს ,
რომ სჯობს ახლავე შევსწყვიტო აქ მუშაობა, რომ უარესი მდგომარეობა ჩვენს შორის არ
შეიქნას და ნაცვლად მეგობრობისა და მოყვრობისა, რის განმტკიცებასაც ჩვენ შორის
ვცდილობთ, სიძულვილმა და მტრობამ არ დაიკავოს ადგილი. ბევრი ნიშნებია იმისა, რომ
თქვენ გწყინთ ჩვენი ჯარისა და ჩვენი აქ ყოფნა. ბევრი თქვენგანი სთესავს ხალხში
მძულვარების ღვარძლს საქართველოს მიმართ და სამაგიეროთ სიყვარულით ეპყრობიან

https://proza.ru/2012/11/15/2003
127 გიორგი ასტამაძე, გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს; საქართველოს
დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2023 წელი, გვ. 242.

54
სათათრეთს და თათრებს. ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ, რომ ვინმე სხვა გიყვარდეთ , მარა
როცა ჩვენ დაუმსახურებლად ზიზღით გვეპყრობით, ეს კაი შედეგებს ვერ მოიტანს . თქვენ
იცით, რომ წყურვილის128 დესანტი შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. იცით, რომ აქ
თანდათან იზრდება შეიარაღებული ასკერთა ჯგუფები, იარაღდებიან აქ ყოფილი
თათრები და უერთდებიან თქვენს ჯარს, ისიც იცით, რომ ამათ რიცხვს დღითი-დღე
ემატებიან თითო ოროლად ჩუმად ბათუმიდან შემოპარულნი და შემოაქვთ იარაღი .
სათათრეთის ხელი გაბედულად მუშაობს და ამ ხალხს აქაური ხელები ეხმარებიან , ჩვენ კი
გვეწინააღმდეგებიან. აიღეთ გუშინწინდელი ამბავი გაგრაში თუგინდ, სადაც ერთი
თათრის გულისათვის კინაღამ ომი გამოუცხადეს იქაურ მდგომ ქართველ რაზმს ,
რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. რატომ მოხდა ის, რომ ერთი თუ
გნებავთ ნებადაურთველად მყოფი თათარი ამჯობინეს ქართველ რაზმს . გეკითხებით მე
თქვენ. ან რით ავხსნათ ის გარემოება, რომ მთავრობისაგან გამოგზავნილი ი.ე. ხელაძე
გაგრის ქონების ჩასაბარებლად აგერ ათი დღეა იცდის და თქვენ თქვენის მხრით არ
უგზავნით წევრებს მიმღები კომისიის შესადგენათ? თქვით პირდაპირ, რომ ჩვენ აქ
როგორც ჯარი, ისე კომისიები, ისე მეც, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, მეტნი
ვართ და გაგეცლებით დღესვე. გაფრთხილებთ კი, თუ კარგათ აწონ-დაწონილი არა
გაქვთ ყოველივე შედეგები ამისა, ნუ გადადგამთ ისეთ საფათერაკო ნაბიჯს, რომელიც
თვით აფხაზეთის ხალხს უბედურებას უქადის. თუ ყველასი არა, ბევრი თქვენგანის აზრი
ცხადია და რამდენათ ცხადია, იმდენათ მავნებელია. თქვენგან უნდათ ჩვენი –
ქართველების გაძევება, მერე ბრძოლა „მოსულებთან“ – მეგრელებთან, სომხებთან,
ბერძნებთან, რუსებთან და სხვა. ამას მოყვება საშინელი სისხლის ღვრა. თქვენები ამას
განზრახ არ უფრთხიან, რომ მათ საქმეში ჩარიონ სათათრეთი და ჩრდილოეთის კავკასიის
მთიელნი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა არ იდგომებოდა თავის
მაღალ ადგილზე, თუ ასეთ ჯოჯოხეთს გულ-გრილად ცქერას დაუწყებდა; საქმეში ჩაერევა
და საქმეში მოკავშირე ნემეცებსაც ჩარევს და აქედან რაც გამოვა არც თქვენ იცით და არც
ჩვენ. ვიცი მხოლოდ ის, რომ თვით აფხაზეთის ხალხი, რომლის სახელით და სიყვარულით
აქ გამოდიან, ბევრს ვერას მოიგებს. ბევრთ თქვენგანს უნდა ჩვენ ეხლავე სისხლში
ჩაგვითრიოთ, არა, ჩვენ ვერ გაგყვებით თქვენ ბრძოლის ველზე, ჩვენ გვინდა
შემოვინახოთ ჩვენი ძალა იმ დრომდე, როცა ის უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის ,
თქვენ გადასარჩენათ და თქვენი ავანტიურა უჩვენოთ აწარმოეთ . ჩვენთვის სისხლი კი არა ,
ძმობა და სიყვარულია, შუაკაცობა და შემრიგებლობა. ასეთი ვიყავით თათარ სომხების
ბრძოლაში, ასეთი ვიქნებით თქვენ და სხვა ერების აქ შეტაკებაშიც. მაშ პირდაპირ
გვითხარით, წავიდეთ ჩვენ აქედან ახლავე, სანამ მეგობრობა ჩვენ შორის არ გამქრალა ,
სანამ ჯერ გვიან არ არის, და თუ საჭირონი ვართ კიდევ აქაური საქმეებისათვის ,
გვითხარით ისე პირდაპირ, როგორც პირდაპირ, ყველაფერი დაუმალავათ მე
წარმოვდექი თქვენს წინაშე. შეცდომაა, როცა ფიქრობთ, რომ მიმღებ კომისიაში
რესპუბლიკის წარმომადგენლის ყოფნა თითქმის თქვენ შინაურ საქმეებში ჩარევა იყოს .
სახელმწიფო მნიშვნელობის ქონება, დარჩენილი ძველი სახელმწიფოსაგან უნდა იქნას
მიღებული მის მემკვიდრე ახალი სახელმწიფოს მიერ. თქვენ ჯერ სახელმწიფო არა ხართ .
ჯერ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენი თაოსნობით უნდა იქნას მიღებული ყველა

128 საგაზეთო კორექტურა. იგულისხმება - წყურგილი.

55
სახელმწიფო ქონება, ისე მას, არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება, არამედ იქნება
ძალად წოდებული, რასაც ადვილად წაიღებს ყოველივე ის ვინც შენზე ძლიერი
გამოდგება…”129

სახალხო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ცდილობდა საჯ აროდ ეჩვენებინა


საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის და არმიის მიმართ
კეთილგანწყობა და რამიშვილის გამოსვლას სიტ უაციის “მუქ ფერებში ”
დახატ ვად აცხადებდა . თუმცა , საბჭოს მომდევნო 19, 20, 25, 30 ივლისის
სხდომების განმავლობაში , თითქმის ყველა გამომსვლელი (ოსმან კიუტ ი ,
დიმიტ რი მარშანია , სიმონ ბასარია , სიმონ აშხაცავა ) უარყოფდა ოსმალური
დესანტ ისაგან მომავალ რეალურ საფრთხეს და მათ ექსკლუზ იურად
“მუჰაჯ ირებად ” ნათლავდა . ეს გაბატ ონებული რიტ ორიკა ჯ ერ -ჯ ერობით
საბჭოს მემარცხენე ” ჯ გუფის წარმომადგენლებზ ეც ახდენდა გავლენას და
ისინი დესანტ ის “მუჰაჯ ირთა ” ნაწილის შესახებ მწვავე შეფასებებით არ
გამოდიოდნენ .

კონფრონტ აციის გამწვავების ფონზ ე , ერთმანეთთან დაპირისპირებისა და


კონკურენციის მიუხედავად , სახალხო საბჭოს “მემარჯ ვენე ” პრო -
ოსმალურმა და ფარულმა ბოლშევიკურმა დაჯ გუფებამ მაქსიმალური
მობილიზ ებით 28 ივლისისათვის ტ აქტ იკური წარმატ ების მიღწევა შეძლეს .
სტ ამბოლში საქართველოსა და ოსმალეთს შორის მიმდინარე
მოლაპარაკებებზ ე აფხაზ თა სახალხო საბჭოს დელეგატ ებად მათ
თავიანთი კანდიდატ ების - სიმონ ბასარიას და გიორგი თუმანოვის გაყვანა
მოახერხეს .

საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ განწყობილ ძალთა დომინაციის


დაბალანსებას და აქტ იური მოქმედებების ფაზ ამდე სტ ატ უს -კვოს
შენარჩუნებას, საბჭოს “მემარცხენე” დემოკრატიული ჯგუფი და
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა სხვადასხვა გზ ებით
ცდილობდა. ერთი მხრივ, გააქტიურდნენ ოლქში მცხოვრები სხვა ხალხების
- ქართველების , სომეხთა და ბერძენთა ეროვნული საბჭოები , რომლებიც
ივლისის დასაწყისისათვის უკვე გაერთიანებული ღია მიმართვით
გამოვიდნენ , რომ აფხაზ თა სახალხო საბჭოს არ შეეძლო ოლქის
მრავალეთნიკურ მოსახლეობას სახელით მიეღო მონაწილეობა
სტ ამბოლის მოლაპარაკებებში , მოითხოვდა საბჭოს ერთპიროვნულად არ
გაეგზ ავნა დელეგატ ები და საკითხი გაერთიანებულ ეროვნულ საბჭოებს

129 ის. რამიშვილი, გზიდან, ერთობა (გაზეთი) #178, 23.08.1918 წელი, გვ. 4.

56
გადაეწყვიტ ათ .130 მათ ივლისის განმავლობაში არ შეუწყვეტ იათ ზ ეწოლა
სახალხო საბჭოზ ე და 2 აგვისტ ოსათვის ეს უკანასკნელი იძულებული გახდა
ოფიციალურად ეპასუხნა , რომ საბჭოს მიერ არჩეული დელეგატ ები
დამოუკიდებელ დელეგაციას არ წარმოაგდენდნენ და ისინი საქართველოს
დელეგაციის ნაწილად მოიაზ რებოდნენ .131

ამავე დროს , საბჭოს “მემარცხენე ” დემოკრატ იულმა ჯ გუფმა ეფექტ იანად


გამოყენა ის მომენტ ით , რომ საბჭოს შემადგენლობაში აღარ
ირიცხებოდნენ გუდაუთის და გაგრის წარმომადგენლები , რადგან
ბოლშევიკური გადატ რიალების მცდელობის შემდეგ მათი უმრავლესობა
საბჭოს შემადგენლობას ჩამოსცილდა და საჭირო იყო მათი ადგილების
შევსება ახალი წევრებით. ეს პროცესი 21 ივლისისათვის იყო დანიშნული.
გუდაუთაში ყრილობებზ ე დასასწრებად ისიდორე რამიშვილი ჩავიდა ;
სახალხო შეკრებაზ ე იგი ცდილობდა გაენეიტ რალებინა “კიარაზ ის ”
წარმომადგენელთა ჩამშლელი მუშაობა, რომლებიც ტაფსეს მხრიდან
ბოლშევიკთა შეტ ევით დაიმედებული მოსახლეობას არწმუნებდნენ არ
გაეგზ ავნათ წარმომადგენლები სახალხო საბჭოში , თუმცა ფრონტ ზ ე
მარცხის შემდეგ მათმა გავლენამ ძალა დაკარგა და გაგრისა და გუდაუთის
რაიონებიდან , ისევ ძველი წესით - სახალხო შეკრებებზ ე ზ ეპირი
წარდგინებით 16 წევრი გაიგზავნა სახალხო საბჭოში. ერთი მხრივ, ამგვარი
“არჩევნების ” არადემოკრატ იულობაზ ე და ადმინისტ რაციის მხრიდან
განხორციელებულ გავლენაზ ე თავად სოციალ -დემოკრატ იული გაზ ეთი
“Наше Слово” შეულამაზებლად და მწვავედ მიუთითებდა,132 ხოლო ამავე
დროს , ახალ წევრთა შემადგენლობაში , ადგილობრივი რეალური გავლენის
წყალობით მაინც მოხვდნენ როგორც წინა ჯერზე წევრად მყოფი პირები,
რომლებიც დემოკრატ იულ ფრთას მიეკუთვნებოდნენ (მაგ . კალისტ რატ ე
ბარციცი ) და ასევე საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ განწყობილი
პირები - როგორიც იყო გიორგი თუმანოვი , რომელმაც საბჭოს
დემონსტ რაციულად დატ ოვების შემდეგ მომხრეთა მობილიზ ება შეძლო და
გუდაუთის რაიონიდან წევრად ხელახლა იქნა არჩეული . ახალი წევრების

130 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 27. Телеграмма в Тифлис,
и в Абхазский Национальный Совет от президиумов армянского, греческого и грузинского Советов от 2
июля 1918 года, სოხუმი, 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
131 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 69. Абхазский Народный
Совет в президиум Армянского, Греческого и Грузинского национальных Советов от 2 августа 1918 г., № 707
г. Сухум. О делегации в Константинополь, სოხუმი, 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
132 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 212.

57
უმრავლესობას “გლეხური ელემენტ ები ” წარმოადგენდნენ , რომელთაც
გააძლიერეს საბჭოს “მემარცხენე ” დემოკრატ იული ჯ გუფი და მისი აქტ იური
მოქმედებისათვის საფუძველი შექმნეს .

დაპირისპირებულ ძალთა მობილიზ ების ფონზ ე , საბჭოში ოსმალური


დესანტ ის პრობლემის ირგვლივ დისკუსია გრძელდებოდა . 25 ივლისს ,
საბჭომ გადაწყვიტ ა ალექსანდრე შერვაშიძე ახსნა -განმარტ ების
ჩაბარებისათვის სხდომაზე დაებარებინა. საბჭოს დემოკრატიული ჯგუფი
უშედეგოდ ცდილობდა “მუჰაჯ ირებად ” მონათლული დესანტ ის
წარმომადგენლები სხდომაზე ფიზიკურად მიეწვია, რათა უშუალოთ
გამორკვეულიყო მათი აფხაზ ეთთან რეალური კავშირი და
დამოკიდებულება არსებულ ხელისუფლების მიმართ , თუმცა მალე მათ
აქტ იურ მოქმედებაზ ე გადასვლა გადაწყვიტ ეს .

აგვისტ ოს პირველი რიცხვებისათვის სიტ უაცია უკვე კრიტ იკული გახდა ;


აფხაზ თა სახალხო საბჭოს 4 აგვისტ ოს სხდომის შემდეგ , სადაც სოხუმის
ოლქიდან თამბაქოს ექსპორტ ის დადგენილების გამო , საბჭომ - ვლადიმერ
შერვაშიძის და დიმიტრი გულიას სახელით პროტესტით მიმართა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ,133 სხდომაზ ე დამსწრე
“მემარცხენე ”-დემოკრატ იულმა ჯ გუფმა , საბჭოს თავმჯ დომარის - ვარლამ
შერვაშიძის ხელმძღვანელობით (ლადი ემუხვარი, არზაყან ემუხვარი,
მაქსიმე ცავა , ლავრენტ ი ხონელიძე , ჯ ოტ ო შერვაშიძე ) პროტ ესტ ის ნიშნად
დატ ოვა საბჭოს შემადგენლობა .134

8 აგვისტ ოს , საბჭოს სხდომაზ ე კვლავ განმეორდა დესანტ ის ირგვლივ


კამათი ; თავმჯ დომარემ - სიმონ აშხაცავამ უარყო საბჭოს წევრთა რაიმე
კავშირი დესანტ თან . მან წინადადება შემოიტ ანა , საბჭოს დელეგაცია
გაეგზ ავნა 12 აგვისტ ოს ტ ამიშში დაგეგმილი სახალხო ყრილობაზ ე და
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამოერკვია საქმის ვითარება .
დელეგაციაში - ვასილ გურჯ უა , ანდრო ჩოჩუა , ალხაზ წვიჟ ბა და გვაჯ ი ქეცბა
შეიყვანეს. ამავე დროს, საბჭომ იმსჯელა აფხაზეთის დამფუძნებელი
კრების მოწვევაზ ე , რაც მხარეში პოლიტ იკური სიტ უაციის სტ აბილიზ აციის
შემდეგ უნდა მომხდარიყო და არჩევნების მოსამზადებელი კომისიაც
დააკომპლექტ ა . ვასილ გურჯ უამ საბჭოს მწვავე სიტ ყვით მიმართა . მისი
თქმით - აფხაზ თა სახალხო საბჭო , მოღალატ ურად მოქმედებდა , რადგან არ
რეაგირებდა ოსმალურ დესანტ ზ ე . საჭირო იყო დესანტ ს ულტ იმატ უმი
133 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 93-94.
134 აფხაზეთის მდგომარეობა, საქართველოს რესპუბლიკა (გაზეთი) #21, 21.08.1918 წელი, გვ. 5.
Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 94-95

58
წარდგენოდა - თუ ისინი „მუჰაჯირები“ იყვნენ, სოხუმში საბჭოსთან
გამოცხადებულიყვნენ , ხოლო , თუ თავს თურქებად თვლიდნენ , მაშინ ისინი
აფხაზ ეთიდან უნდა წასულიყვნენ . თუ კი საბჭოს თურქები ერჩივნა
ქართველებს , ეს პირდაპირ უნდა ეთქვათ მათთვის და ქართული არმია
მხარეს დატ ოვებდა , წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარების საომარი
განვითარება გარდაუვალი იქნებოდა , რაც აფხაზ ეთს მხოლოდ
135
გეოგრაფიულ სახელად დარჩენას უქადდა .

სხდომის დამთავრების შემდეგ , იმავე ღამით - 1918 წლის 9 აგვისტ ოს


ოჩამჩირის რაიონში ისევ გამოჩნდა ომალთა დესანტ ის ახალი ნაკადი . 100
კაციანი რაზ მი სანაპიროზ ე გადმოსხდა და აფხაზ ი მუჰაჯ ირი ოფიცრების
მეთაურობით ჯ გერდაში , ტ ატ აშ მარშანიას მამულში დაბანაკდა . ამ ფაქტ მა
საომარი ესკალაცია დააჩქარა და მკვეთრი პოლიტ იკური განმუხტ ვისათვის
დამატ ებითი , მკაფიო არგუმენტ ი წარმოშვა .

1918 წლის 14 აგვისტოს სოხუმურ გაზეთ „Наше Слово”-ში ვარლამ შერვაშიძის


ვრცელი წერილი დაიბეჭდა,136 სადაც იგი მწვავედ და დეტ ალურად
მიმოიხილავდა აფხაზ ეთში არსებულ შიდა და საგარეო უსაფრთხოების
გამოწვევებს , ახასიათებდა ბოლშევიკთა , რუს შოვინისტ თა და
ოსმალოფილების განცალკევებულ და ასევე კოორდინირებულ
მოქმედებას დემოკრატ იული სახელმწიფოს და აფხაზ ეთისა და
საქართველოს მოკავშირეობის წინააღმდეგ . სტ ატ იაში ჩამოყალიბებული
დასკვნები ღიად მიანიშნებდა მკითხველს საბჭოს დემოკრატ იულ
“მემარცხენე ” ჯ გუფის შემდეგი მოქმედებების ლოგიკაზ ე , რომელმაც არ
დაახანა .

1918 წლის 15 აგვისტოს, დილის 9 საათზე, სოხუმში, აფხაზეთის საქმეთა


მინისტ რმა და „აფხაზ ური ასეულის ” ყოფილმა მეთაურმა - რაფიელ
ჩხოტუამ, აფხაზთა საბჭოს “მემარცხენე” დემოკრატიული ჯგუფის ლიდერ ვარლამ
შერვაშიძესთან ერთად, გამოიხმო ასეული და მილიციის ნაწილები და
სახალხო საბჭოს შენობა ალყაში მოაქცია . სხდომაზ ე , ვარლამ შერვაშიძემ
გამოაცხადა , რომ „მემარცხენეთა “ ჯ გუფის ინიციატ ივით ოსმალური
დესანტ ის შემოყვანაში ეჭვმიტ ანილი საბჭოს წევრები გარიცხულად და
135 ჩიტაია დავით, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; აფხაზეთის
სახალხო საბჭო 1917-1921 წლებში, თბილისი, 2006 წელი, გვ. 220.
ჯემალ გამახარია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან, გამომცემლობა
“საქართველო”, თბილისი, 1991 წელი, გვ. 123.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში გამოცემულ დოკუმენტურ კრებულებში საბჭოს 8 აგვისტოს სხდომის
ოქმში გურჯუას ეს გამოსვლა, გამიზნულად არ არის შეტანილი.
136 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 96-104.

59
აფხაზ ეთიდან გაძევებულებად ცხადდებოდნენ , საბჭოს არსებული
შემადგენლობა დროებით საბჭოდ ცხადდებოდა და იგი სხვა ეროვნულ
საბჭოთა დელეგატ ებით შეივსებოდა , რათა ოლქი მომავალი საყოველთაო
დემოკრატიული არჩევნებისათვის მოემზადებინა. დამსწრეთა
უმრავლესობამ ამ დეკლარაციას მხარი დაუჭირა , რითაც , აფხაზ თა
სახალხო საბჭო ახალ განზ ომილებაში გადავიდა .

აფხაზ ეთის დროებითი სახალხო საბჭოს იმავე დღეს გამოქვეყნებულ


დეკლარაციაში ნათქვამი იყო :

“... აფხაზთა სახალხო საბჭო იმ შემადგენლობით, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი


ოსმალთა აგენტების მიერ, დაეცა. აფხაზეთის დემოკრატიამ მოიშორა გზიდან თავისი
მტრები და შექმნა აფხაზეთის დროებითი სახალხო საბჭო.
აფხაზეთის დროებითი სახალხო საბჭო მიზნად ისახავს დაუყოვნებლივ შექმნას სრულ
უფლებიანი ორგანო, რომელიც გამომხატველი იქნება აფხაზეთში მცხოვრებ ერთა
ინტერესებისა განურჩევლად ეროვნებისა.

სანამ შეიქმნებოდეს აფხაზთა წარმომადგენლების სრულ უფლებიანი ორგანო , აფხაზთა


დროებითი სახალხო საბჭოში მოწვეული არიან ყველა ეროვნების წარმომადგენელნი ,
რომელნიც აფხაზეთში სცხოვრობენ. ჩვენს წმიდა მოვალეობათ ვთვლით დავიცვათ
აფხაზეთის მცხოვრებთა ინტერესები, განურჩევლად ეროვნებისა. აფხაზეთის
ტერიტორიაზე დასაშვები არ არის არავითარი წოდებრივი და ეროვნული სხვადასხვაობა
და ეროვნებათა უფლების შეზღუდვა. რაც შეეხება არა ქვეშევრდომთ აფხაზთა სახალხო
საბჭო შესძლებს მიიღოს ისინი როგორც სტუმრები და დაიცვას მათი პირადი ინტერესები
და ქონებრივი უზრუნველყოფა. თუ დღემდე აფხაზთა სახალხო საბჭოში მხოლოდ
აფხაზების წარმომადგენლები იყვნენ, ეს იმით კი არ აიხსნება, რომ აფხაზებს სურდათ
წარმომადგენლობის უფლება არ მიეცათ სხვა ეროვნების ხალხისათვის . როცა
დემოკრატიის როგორც აფხაზეთის, ისე სხვა კუთხის მტრები ცდილობდნენ აფხაზეთი
ოსმალთა ქვეშევრდომობის ქვეშ დაეყენებიათ, ამ დროს დემოკრატია იძულებული იყო
შეექმნა აფხაზთა სახალხო საბჭო, რომელიც გამომხატველი იქნებოდა აფხაზეთის
დემოკრატიის სურვილებისა, ძალა უნებურათ აფხაზთა სახალხო საბჭომ , რომელიც
შესდგება მხოლოდ აფხაზებისაგან, აიღო თავის თავზე მთელი აფხაზეთის მცხოვრებთა
წარმომადგენლობა.

როგორც კი შევიდენ ოსმალთა აგენტები საბჭოში და როცა ისინი გაძლიერდენ,


აფხაზეთის დემოკრატია გამოვიდა და მოაშორა საბჭოს ეს აგენტები .
აფხაზეთის დემოკრატიამ კავშირი შეკრა საქართველოს რესპუბლიკასთან . ჩვენ ჩვენს
მუშაობაში დავდგებით ამ დროებით შეთანხმების ნიადაგზე.

უბედურება, რომელიც მოელის როგორც შიგნიდან, ისე გარედან აფხაზეთისა და


საქართველოს დემოკრატიას - საერთოა და თავის გამოსვლებში ჩვენ საქართველოს

60
მთავრობასთან ერთად შევებრძოლებით ამ საერთო უბედურებას. მომავალში ჩვენს
დამოკიდებულებას საქართველოსთან და აფხაზეთის პოლიტიკურ ბედს განსაზღვრავს
აფხაზეთის ხალხის მიერ საყოველთაო კენჭის ყრით არჩეული საბჭო…”137

15 აგვისტ ოს დამდეგისათვის სანაპირო ჯ არების შტ აბის უფროსმა ,


პოდპოლკოვნიკმა გიორგი თუხარელმა მისი დაქვემდებარებული
სამხედრო ნაწილებით (მათ შორის რეგულარული არმიის , სახალხო
გვარდიის და ადგილობრივი ბერძნებისა და ჩრდილოკავკასიიდან
შეფარებული კაზაკთა რაზმებით) ოჩამჩირის რაიონში ოსმალთა დესანტის
თავმოყრის ადგილების გაწმენდის სამხედრო ოპერაცია წამოიწყო .

15 აგვისტ ოს ოსმალური დესანტ ის და ადგილობრივ აფხაზ თა


შეიარაღებულმა გაერთიანებულმა რაზმმა იერიში მიიტანა მოქვის
მონასტ ერთან დაბანაკებულ საქართველოს სახალხო გვარდიისა 60-კაციან
რაზ ზ ე , რომელსაც ლევ ტ უმარკინი და ილიკო ჯ უღელი
ხელმძღვანელობდნენ . მძიმე ბრძოლის შემდეგ გვარდიის რაზ მმა
თავდამსხმელები მოიგერია , კონტ რშეტ ევაზ ე გადავიდა , მტ ერს მძიმე
ზ იანი მიაყენეს - 55 მათგანი მოკლეს 138 და ნაწილი დაატ ყვევეს . 17 აგვისტ ოს
აჩეძმახის ურელტ ეხილზ ე დესანტ ისა და მათ აფხაზ მხარდამჭერთა დიდი
რაზ მი სახალხო გვარდიის მეორე რაზ მს შეეტ აკა , რომელსაც სამსონ
ღლონტ ი ხელმძღვანელობდა .139 ოსმალურმა რაზ მმა აქაც ასევე მძიმე
მარცხი იწვნია .

ბრძოლების კვალდაკვალ და მომდევნო დღეების განმავლობაში


რეგულარული არმიის ნაწილებმა გაწმინდეს დასახლებულ პუნქტ ები ,
სადაც დესანტ ის რაზ მები იყვნენ გამაგრებული . პარალელურად ჯ არი
ახორციელებდა დესანტ თან თანამშრომლობაში ეჭვმიტ ანილების
დაპატ იმრებას და მათ სახლებს წვავდნენ . ამგვარი სადამსჯ ელო
მოქმედებები განხორციელდა სოფლებში - ჯ გერდაში , კვიტ ოულში , ჭლოუსა
და გუნში , სადაც ჯ ამში 27 ოჯახის სახლ-კარი განადგურდა .140 აქედან

137 აფხაზეთის ამბები, ერთობა (გაზეთი) #175, 20.08.1918 წელი, გვ. 2.


აფხაზეთის სახალხო საბჭო; აფხაზეთის ამბები, სახალხო საქმე (გაზეთი) #310, 21.08.1918 წელი, გვ.
1-2.
138 ბრძოლა ახალ-ათონთან, ერთობა (გაზეთი) #181, 27.08.1918 წელი, გვ. 2-3
ტარასი ჩანტლაძე, შავი ზღვის პირის ფრონტზე, ერთობა (გაზეთი) #182, 28.08.1918 წელი, გვ. 2-3
ბრძოლა ახალ-ათონთან, საქართველო 9გაზეთი) #170, 27.08.1918 წელი, გვ. 3.
139 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 107.
Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 207.
140 სეა, სცსსა, ფონდი #1938 (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის
სამინისტრო), ანაწერი #1, საქმე #130, გვ. 4ა.

61
სახლების ნაწილი სოფელ ჯ გერდაში , საარტ ილერო ცეცხლის შედეგად
დაზ იანდა და დაიწვა , რამდენადაც არმიამ ცეცხლი გაუხსნა სოფელში
გამაგრებულ მოწინააღმდეგეებს . როგორც , შემდგომში ამ ინციდენტ ის
საგამოძიებო კომისიის მიერ მოწმეთა დაკითხვების მასალებშია
აღნიშნული , ჯ არების შტ აბი ყველა ამ პუნქტ ში ადგილობრივი
მოსახლეობისაგან აკომპლექტ ებდა 12-კაციან ნაფიც მსაჯ ულთა ჯ გუფს ,
რომელთაც არმიისათვის ოსმალური დესანტ ის ხელშემწყობები უნდა
დაესახელებინათ , რის შედეგადაც ხდებოდა მათი დაპატ იმრება და
სახლების დაწვა . გამოძიების მტ კიცებით , უმეტ ეს შემთხვევაში , არმია
ეგზ ეკუციის მსხვერპლთ უფლებას აძლევდა სახლებიდან ქონება და
პირადი ნივთები გაეტ ანათ .141 ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა
ჯ არისკაცთა მიერ ადგილობრივი მოსახლეობის და დასჯ ილთა ნივთების
მითვისების ფაქტ ები , რაც ოფიცერმა აღკვეთა - ჩამოართვა ეს ნივთები და
გაანადგურა , ხოლო ჯ არისკაცები დისციპლინარული წესით დასაჯ ა .142

ამავე დროს , მოწმეთა ჩვენებით , განსაკუთრებული სიხისტ ით გამოიჩინა


თავი თუხარელის განკარგულებაში მყოფმა კაზ აკთა ნაწილმა , რომლებიც
1918 წლის ივნისიდან, ჩრდილოკავკასიიდან იყო სოხუმის ოლქში
თავშეფარებული და გიორგი მაზ ნიაშვილმა ისინი სანაპირო ჯ არის
შემადგენლობაში მიიღო. დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით,
გამოიკვეთა შემდეგი მძიმე სოციალური კონფრონტ აციის ეფექტ იც -
კოდორის აფხაზ მემამულეთა ნაწილი , რომლებიც ჯ ერ კიდევ მაისიდან
მოყოლებული ცდილობდნენ 143 ოლქში საქართველოს გვარდიის და არმიის
ნაწილების ყოფნა სათავისოდ - კონტ როლდაკარგული და ბოლშევიკების
მიმართ სიმპათიით განწყობილი გლეხების დასაშინებლად
გამოეყენებინათ , სამხედრო ოპერაციებისას , კაზ აკთა რაზ მს უთითებდნენ
ამ კატ ეგორიის გლეხებზ ე , რომ თითქოს ისინი ოსმალთა დესანტ ის
მხარდამჭერები იყვნენ და ამით მათზ ე შურისიძებას ცდილობდნენ ,
რადგან კაზ აკთა რაზ მი მათ სახლებს წვავდა და ქონებას ითვისებდა . 144
კაზაკთა რაზმმთან ერთად თუხარელის განკარგულებაში იყო ოლქის
მცხოვრებ ბერძენთა რაზ მი , რომელსაც მოწმეები ასევე ბრალს სდებდნენ
სასტ იკ მოქმედებაში , რაც დიდი ალბათობით სიმართლეს შეეფერებოდა ,
რამდენადაც ბერძნული თემი თავს 1918 წელს ბოლშევიკური
141 სეა, სცსსა, ფონდი #1938 (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის
სამინისტრო), ანაწერი #1, საქმე #130, გვ. 11.
142 სეა, სცსსა, ფონდი #1938 (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის
სამინისტრო), ანაწერი #1, საქმე #130, გვ. 5.
143 Урокь Сухумскихь собитiй, Борьба (გაზეთი) #113, 10.07.1918 წელი, გვ. 2.
144 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 209.

62
გადატ რიალების მცდელობისას დაზ არალებულად და შევიწროვებულად
მიიჩნევდადა ამგვარად ცდილობდა ანგარიში გაესწორებინა ბოლშევიკთა
და ოსმალთა თანაგრძნობაში ეჭვმიტ ანილებისათვის .

აგვისტ ოს მეორე ნახევრის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკის


შეიარაღებულმა ძალებმა ოსმალთა და მათი მხარდამჭერი
ადგილობრივების რაზ მების ნაშთები გაანადგურეს ; გადარჩენილებმა
სამურზ აყანოში გააღწიეს , სადაც ჯ ერ კიდევ გრძელდებოდა ბოლშევიკური
რაზ მების თარეში და მათ შეუერთდნენ . მათი ნაწილი, ბედიაში
ადგილობრივმა რაზ მმა - ზ ოსიმე ლაბახუას ხელმძ ღვანელობით დაატყვევა
და განაიარაღა ;145 ასკერთა ეს 60-70-კაციანი რაზ მი სახალხო გვარდიის
ნაწილმა 1918 წლის 15 სექტ ემბერს ბედიაში გადაიბარა ტ ყვედ .146

აგვისტ ოს შუა რიცხვებში , საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ


სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა , რომელსაც აფხაზ ეთის საქმეებთან
დაკავშირებულ საკითხთა გამოსარკვევად - შალვა ალექსი -მესხიშვილის
(იუსტ იციის მინისტ რი ), კონსტ ანტ ინე საბახტ არაშვილის (შსს მინისტ რის
მოადგილე ), გიორგი ერაძის (შრომის მინისტ რის მოადგილე ) და ისიდორე
რამიშვილის (რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებული სოხუმის ოლქში ).
კომისიას დაევალა ემუშავნა აფხაზ თა სახალხო საბჭოს დელეგაციასთან
ერთად და დასკვნა წარედგინა მთავრობისათვის .147

მეორე კრიზისი: პრორუსული ძალების მიერ გადატრიალების მცდელობა და


აფხაზთა სახალხო საბჭოს დაშლა 1918 წლის 10 ოქტომბერს

ოსმალური დესანტ ის ლიკვიდაციის შემდეგ 1918 წლის სექტ ემბრის თვე


არანაკლებ დაძაბული და წინააღმდეგობებით სავსე გამოდგა სოხუმის
ოლქისათვის . ბოლშევიკური გადატ რიალების აღკვეთის შემდგომ მეორე
მასშტ აბურმა სამხედრო მოქმედებებმა დესანტ ისა და მისი ადგილობრივი
მხარდამჭერი ძალების წინააღმდეგ საჯ არო პოლიტ იკურ ველს ჩამოაშორა
ღიად პროოსმალური პოლიტ იკური ჯ გუფები , თუმცა ამან საერთო
145 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 207.
146 სხვა და სხვა ამბები; სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა… საქართველოს რესპუბლიკა
(გაზეთი) #47, 21.09.1918 წელი, გვ. 6.
ვალიკო ჯუღელი, მძიმე ჯვარი, ზიარი-პრეს, თბილისი 2022 წელი.
147 ამონაწერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებიდან,
საქართველოს რესპუბლიკა (გაზეთი) #20, 18.08.1918 წელი, გვ. 3.

63
არასტ აბილურობა ვერ განმუხტ ა , რადგან დროებითი სიტ უაციური ალიანსი
და თანამშრომლობა დემოკრატ იულ ძალებსა და “თეთრი რუსეთის ”
მიმართ სიმპათიით განწყობილ წრეებს შორის ხანგრძლივად ვეღარ
გაგრძელდებოდა . აფხაზ ეთის საქმეთა მინისტ რის , რაფიელ ჩხოტ უას
გარშემო თავმოყრილი პრორუსული ძალები ერთი კონკურენტ ი
დაჯ გუფების განეიტ რალების შემდეგ უფრო მოძლიერდნენ და
საქართველოს დემოკრატ იულ რესპუბლიკასა და თეთრი რუსეთის
“მოხალისეთა არმიას ” შორის უკვე გამოკვეთილი კონფრონტ აციის
კვალდაკვალ გადამწყვეტ ი მოქმედებებისათვის ემზ ადებოდნენ . პირველი
მსოფლიო ომის მიწურულს საქართველოს რესპუბლიკის მთავარი საგარეო
მოკავშირისა და უსაფრთხოების გარანტ ორის , გერმანიის იმპერიის
დასუსტ ებისა და მარცხის გამოკვეთის ფონზ ე მათი გათვლები საკმაოდ
რეალისტ ური ჩანდა .

სექტ ემბრის დასაწყისიდან მინისტ რი ჩხოტ უა ერთგვარ “სატ ელეგრაფო


შეტევას” აწარმოებდა აფხაზთა სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვარლამ
შერვაშიძეზე; 2 სექტემბერს “პირდაპირი მავთულით” საუბრისას ჩხოტუა
კოდორის რაიონში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებებს
აღუწერდა ვარლამს , აღშფოთებას გამოთქვამდა სოფლებში სახლების
გადაწვის ფაქტ ებზ ე და ეჭვმიტ ანილთა მასობრივ დაპატ იმრებაზ ე ,
რომლებიც , მისი მტ კიცებით , სოხუმის ციხეში საშინელ ანტ ისანიტ არიულ
პირობებში იმყოფებოდნენ . ის ბრალს სდებდა სანაპირო ჯ არების
სარდალს , მაზ ნიაშვილს 11 ივნისის ხელშეკრულების დარღვევაში და
მოითხოვდა , რომ სახალხო საბჭოს რესპუბლიკის მთავრობისაგან
მოეთხოვა დაპატ იმრებულთა განთავისუფლება , ზ არალის ანაზ ღაურება და
დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა .148 ვარლამ შერვაშიძემ საბჭოს
სახელით იმავე დღესვე ტ ელეგრაფით ოფიციალურად მიმართა აფხაზ ეთის
საქმეთა მინისტ რს , რესპუბლიკის მთავრობისათვის გადაეცა
149
დაზ არალებულთათვის ზ იანის ანაზ ღაურების მოთხოვნა .

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1918 წლის 3 სექტ ემბერს


განსაკუთრებული კომისია ჩამოაყალიბა , რომელიც სოხუმის ოლქში

148 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 111. Копия переговоров
между председателем АНС и министром по делам Абхазии. Протест АНС на действия грузинских войск
против мирных жителей Абхазии от 2 сентября 1918 года, სოხუმი 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
149 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 109. Телеграмма
Министру по делам Абхазии от 2 сентября 1918 года. О поджогах грузинскими войсками домов мирных
жителей Абхазии, სოხუმი 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003

64
გაიგზ ავნა . კომისიას დაევალა არმიის მოქმედებების კანონიერება
შეესწავლა და ზარალის ანაზღაურებისათვის ზიანის ოდენობა
შეეფასებინა. 150
კომისიაში შედიოდნენ : გენერალ -მაიორი დ . თოფურია ,
ტფილისის საოლქო სასამართლოს წევრი, ი. კობიაშვილი და ნაფიცი
ვექილი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, გიზო ანჯაფარიძე. ეს
უკანასკნელი სოჭში იმყოფებოდა . მან კომისიის წევრობაზ ე უარი თქვა და
იგი სოხუმის საოლქო სასამართლოსა და აფხაზ თა სახალხო საბჭოს
წევრმა, ვლადიმერ ემუხვარმა შეცვალა. კომისიის შემადგენლობაში
აფხაზ თა სახალხო საბჭომ 3 წევრი შეიყვანა : ვარლამ შერვაშიძე , დიმიტ რი
გულია და დიმიტ რი მარღანია . კომისიამ მუშაობა დაიწყო სამხედრო
გამომძიებლის , მონასელიძისა და სოხუმის საოლქო სასამართლოს
საგანგებო საქმეთა გამომძიებლის , ივანოვის მიერ უკვე აღძრული
საგამოძიებო საქმეების მასალების გამოყენებით .151 გამოძიების
დასრულებისა და დაზ არალებულთა ქონების ოდენობის გამორკვევის
შემდეგ მათ უმრავლესობას რესპუბლიკის მთავრობამ ზიანი აუნაზღაურა
1914 წლის ფასების შესაბამისად.

სექტ ემბერში რესტ რუქტ უირებული სახალხო საბჭოს დღის წესრიგში კვლავ
მწვავედ დადგა რესპუბლიკის მთავრობასთან უფლებამოსილებებისა და
კომპეტ ენციების გამიჯ ვნის პრობლემა ; საქართველოს რესპუბლიკის მიერ
გამოცხადებული საყოველთაო მობილიზ აციის კვალდაკვალ (რაც ოლქის
ყველა მცხოვრებს ეხებოდა ) სახალხო საბჭო კვლავინდებურად
მიუთითებდა , რომ მობილიზ აციის კანონი აფხაზ თა სახალხო საბჭოს უნდა
შეემუშავებინა და გაეტარებინა.152 აფხაზ ეთის საქმეთა მინისტ რი , ჩხოტ უა
აპროტ ესტ ებდა ოლქში საქართველოს არმიის მე -2 პოლკის
დისლოცირებას , რომლისათვისაც ამუნიცია აფხაზ თა სახალხო საბჭოს
უნდა გაეცა . 24 სექტ ემბერს მან პროტ ესტ ით მიმართა საქართველოს
რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტ როს გაგრის რეალური
სასწავლებლის სასწავლებლის რეორგანიზ აციისა და მისი ქალაქის
თვითმმართველობისადმი გადაცემის შესახებ და განაცხადა , რომ
150 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 113. Выписка из журнала
заседания правительства Грузинской Демократической Республики от 3 сентября 1918 года. О действиях
грузинского войска в Абхазии, სოხუმი 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
151 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #130, გვ. 10-11.
152 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 136. Переписка о
мобилизации. Абхазский Национальный Совет. Сентябрь 1918 года. 138. Копия переговоров с Тифлисом по
прямому проводу Председателя Абхазского Народного Совета с Военным министром Грузинской
Демократической Республики и с Министром по делам Абхазии. Сентябрь 1918 года. Протест АНС против
объявления Грузией в Абхазии всеобщей воинской повинности, სოხუმი, 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003

65
სახალხო განათლების დაწესებულების ბედის გადაწყვეტ ა აფხაზ თა
სახალხო საბჭოს გვერდის ავლით მოხდა . იგი სთხოვდა სამინისტ როს ,
დაჰკავშირებოდა საბჭოს და მისგან სახალხო განათლების რეფორმირების
გეგმის შედგენა მოეთხოვა .153

ახალი კონფრონტ აცია მწიფდებოდა აფხაზ თა სახალხო საბჭოში მომავალი


საყოველთაო დემოკრატ იული არჩევნების გარშემო . “შებრკოლების
ლოდად ” იქცა არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა საკითხის გადაწყვეტ ა .
დემოკრატ იული “მემარცხენე ” ფრაქცია მხარს უჭერდა ფორმულას ,
რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდათ
სოხუმის ოლქში 1914 წლის მდგომარეობით ფაქტ ობრივად მცხოვრებთ ,
ხოლო უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ
მიიღებდნენ . საბჭოში მყოფ პრორუსულ და ულტ რა -ნაციონალისტ ურ
ძალებს ეს უკანასკნელი პირობა მიუღებლად მიაჩნდათ , რადგან
თვლიდნენ , რომ ოლქის ძველი მოსახლეობა (რომელთა ნაწილი უცხო
სახელმწიფოს ქვეშევრდომად ითვლებოდა ) არჩევნებში მონაწილეობის
უფლებას კარგავდა . ასევე , მომავალი საყოველთაო დემოკრატ იული
არჩევნები მათ ლეგიტ იმაციის რესურსად არ მიაჩნდათ , რადგან
აცნობიერებდნენ , რომ მრავალეროვანი ოლქის მოსახლეთა
უმრავლესობის სიმპათია დემოკრატ იული ძალებისა და საქართველოს
რესპუბლიკის მიმართ იხრებოდა . 2 ოქტ ომბერს სახალხო საბჭომ საბოლოო
ფორმულირებად მიიღო ხმის უფლება საქართველოს ყველა
ქვეშევრდომისათვის და სოხუმის ოლქში 1914 წლის 19 ივლისამდე
ფაქტ ობრივად მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის ქვეშევრდომობის
განურჩევლად .154

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სექტ ემბრის შუა რიცხვებისათვის


უკვე ფლობდა ინფორმაციას სოხუმის ოლქში მოქმედი ძალების
მოხალისეთა არმიასთან კონტ აქტ ების დამყარებისა და კოორდინაციის
შესახებ. 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევგენი გეგეჭკორი
მთავრობას ატ ყობინებდა , რომ გენერალ ანტ ონ დენიკინს აფხაზ თა

153 Р. Ходжаа, Абхазский Народный Совет 1917-1920 гг; Документы и материалы, 143. Министерство по
делам Абхазии. Председателю Абхазского Народного Совета при Грузинской Демократической Республике
от 24 сентября 1918 года. О просвещении в Абхазии, სოხუმი, 2006 წელი.
https://proza.ru/2012/11/15/2003
154 ჩიტაია დავით, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; აფხაზეთის
სახალხო საბჭო 1917-1921 წლებში, თბილისი, 2006 წელი, გვ. 264.

66
დელეგაცია შეხვდა და აფხაზ ეთის “მენშევიკთაგან განთავისუფლება ”
სთხოვა .155

1918 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ეკატერინოდარში დაიწყო მოხალისეთა


არმიისა და საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის დელეგაციის
მოლაპარაკებები . მხარეები აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სოჭის
რაიონის კონტ როლის საკითხის გარშემო . სხდომის მომდევნო დღეს
“ყუბანის მთავრობისა ” და მოხალისეთა არმიის წარმომადგენლები უკვე
საქართველოს რესპუბლიკის მიერ გაგრის რაიონის მისაკუთრებაზ ე
ალაპარაკდნენ , შემდეგ კი მთელი აფხაზ ეთის საქართველოს მიერ ძალით
მითვისებაზ ე მიუთითებდნენ .156 მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და შეწყდა .
მხარეები მომავალი აშკარა სამხედრო კონფრონტ აციის რწმენით
დაშორდნენ ერთმანეთს .

პარალელურად , აფხაზ თა სახალხო საბჭოში რაფიელ ჩხოტ უას ირგვლივ


თავმოყრილი ჯ გუფი აქტ იური მოქმედებისათვის ემზ ადებოდა . მათ
შეკრების პუნქტად კამანის მონასტერი ჰქონდათ შერჩეული, სადაც 1918
წლის 8 ოქტომბერს მომდევნო დღის გეგმა შეათანხმეს,157 რაც , აგვისტ ოში
გათამაშებული სცენარის ახლებურად გამოყენებით , საბჭოში
ძალაუფლების ხელში აღებას ითვალისწინებდა .

1918 წლის 9 ოქტომბრის საღამოს, აფხაზთა სახალხო საბჭოს სხდომის


დაწყებამდე , სოხუმის ოლქის კომისარმა , ივანე მარღანიამ მილიციის
ნაწილები მოიხმო და საბჭოს შენობა ალყაში მოაქცია . რაფიელ ჩხოტ უამ
გუდაუთიდან “აფხაზ თა ასეული ” ჩამოიყვანა და ალყა გააძლიერა . ეს
მობილიზ აცია საბჭოს თავმჯ დომარეს , ვარლამ შერვაშიძეს არ
გამოჰპარვია ; მან საბჭოს დემოკრატ იულ “მემარცხენე ” ჯ გუფთან , ახლად
შემატებულ ქართული და ბერძნული ეროვნული საბჭოების დეპუტატებთან
ერთად “პირდაპირი მავთულით ” შეატ ყობინა ტ ფილისს გადატ რიალების
სამზ ადისის შესახებ . ვარლამმა სხდომა დაგვიანებით გახსნა .

შეთქმულთა ჯგუფს შენობაში მხარდამჭერები ჰყავდა შეყვანილი,


რომელთაც დარბაზ ში დეპუტ ატ ების სკამები ჰქონდათ დაკავებული . მათ

155 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 205.
156 ენდრიუ ანდერსენი, აფხაზეთი და სოჭი; კონფლიქტის ფესვები 1918-1921, 2016 წელი, გვ. 59-63.
ჩიტაია დავით, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; აფხაზეთის სახალხო
საბჭო 1917-1921 წლებში, თბილისი, 2006 წელი, გვ. 247.
157 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 55.

67
სიმონ აშხაცავას მეთაურობით უკვე წაეკითხათ დეკლარაცია , სადაც
საბჭოს ძველი შემადგენლობის სახელით ითხოვდნენ მის აღდგენას ,
აცხადებდნენ , რომ “ოსმალოფილობაში ” მათი დადანაშაულება
გამოგონილი საბაბი იყო საქართველოს რესპუბლიკის მიერ საბჭოში
ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და ითხოვდნენ , რომ საბჭოს ძველი
შემადგენლობა ძველი პრეზიდიუმით აღდგენილიყო და 15 აგვისტოს
“ძალადობის ” ორგანიზ ატ ორთა წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო .158

საბჭოს თავმჯ დომარის გამოჩენის შემდეგ ჯ გუფმა საბჭოს პრეზ იდიუმის


მიმართ უნდობლობის საკითხის დაყენება და გადარჩევა მოითხოვა , ხოლო
ახალ თავმჯ დომარედ კი ვლადიმერ შერვაშიძე დაასახელა . ვარლამ
შერვაშიძემ გააპროტესტა არაწევრთა დარბაზში ყოფნა და მათ შენობიდან
გასვლა აიძულა . დარჩენილები კი კვლავ კატ ეგორიულად მოითხოვდნენ
კენჭისყრას .

დამსწრე 32 წევრიდან 20-მა უნდობლობას დაუჭირა მხარი , 9 წევრმა


პრეზ იდიუმის შენარჩუნებას , 3-მა კი თავი შეიკავა . შერვაშიძემ ახალი
პრეზ იდიუმის არჩევამდე შესვენება გამოაცხადა . სხდომის განახლების
შემდეგ დარბაზში სანაპირო ჯარების შტაბის უფროსი, გიორგი თუხარელი
გამოჩნდა და განაცხადა , რომ რესპუბლიკის მთავრობისაგან მას
განკარგულება ჰქონდა მიცემული , რომ ოლქის კომისარი მარღანია
დაეპატ იმრებინა საბჭოს მიმართ ძალის გამოყენების გამო . მარღანიამ
პროტ ესტ ი განაცხადა , რომ ის საბჭოს შეიარაღებული ძალით არ
დამუქრებია და თავადაც საბჭოს წევრი იყო . შეთქმულთა ჯ გუფმა მარღანია
დაიცვა . თავმჯ დომარე ვარლამ შერვაშიძემ თუხარელს განუმარტ ა , რომ
“შენობაში მილიციის შეყვანის გარდა” მარღანიას ძალადობა არ ჩაუდენია
და მის დაპატ იმრებას მიზ ანშეუწონლად თვლიდა . თუხარელმა დარბაზ ი
დატ ოვა . საბჭომ თავმჯ დომარისაგან მოითხოვა თუხარელთან დაკავშირება
და მარღანიას დაპატ იმრებისაგან დაცვა . ტ ელეფონით საუბრის შემდეგ
ვარლამ შერვაშიძე დარბაზში დაბრუნდა და საბჭოს გადასცა, რომ
თუხარელის მტ კიცებით მას მარღანიას მიმართ საკმარისი
მტ კიცებულებები ჰქონდა და მის დაპატ იმრებას აპირებდა . საბჭოს წევრმა ,
გიორგი აჯ ამოვმა შერვაშიძეს რეპლიკა ესროლა და უთხრა , რომ ამ
ლოგიკით თავად ის უნდა დაეპატ იმრებინათ აგვისტ ოში . საპასუხოდ
ვარლამ შერვაშიძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა პერსონალური
თავდასხმების ატ ანას და საბჭოს პროტ ესტ ის ნიშნად ტ ოვებდა . მის
158 Абхазия – Документы и материалы (1917 – 1921 г.г.), სოხუმი, 2009 წელი, გვ. 54-60, 9 ოქტომბრის
ვითარებას გაზეთ “Наше Слово”-ს სტატიის მიხედვით აღწერს და მოგონებებით და კომენტარებით
ავსებს, პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე - სიმონ აშხაცავა.

68
მაგალითს მიბაძეს პლატ ონ გელოვანმა , ვლადიმერ ემუხვარმა , ლ .
გეგელაშვილმა და იოანის ფაშალიდისმა .
შენობაში დარჩენილი შეთქმულთა ჯგუფი მოქმედებას შეუდგა; მათ
დროებით თავმჯ დომარედ სიმონ აშხაცავა აირჩიეს . ახალი პრეზ იდიუმის
ასარჩევად აჯ ამოვმა წინადადება წამოაყენა , რომ ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლები მოეწვიათ საბჭოში , რისთვისაც
კომისია უნდა ჩამოეყალიბებინათ და შემდეგ საგანგებო სხდომაზ ე
აერჩიათ პრეზ იდიუმი . კომისია საჩქაროდ დაკომპლექტ და გიორგი
აჯ ამოვის , გიორგი თუმანოვის და დიმიტ რი ალანიას შემადგენლობით . ამ
დროს საბჭოს წევრმა , რაჟ დენ კაკუბამ განაცხადა , რომ მას სამურზ აყანოს
16 თემში საბჭოს წევრთა არჩევნები გაუმართავს და ეს ახალი 16 წევრი
უნდა მიეღოთ საბჭოს შემადგენლობაში .

დარბაზ ში კვლავ დაბრუნდა პოდპოლკოვნიკი თუხარელი და საბჭოს


განუცხადა , რომ , რადგან აშკარა ძალადობას ჰქონდა ადგილი . მას
გადაწყვეტ ილი ჰქონდა ივანე მარღანიას დაპატ იმრება . საბჭოს შენობა კი
არმიის ნაწილებს უკვე ალყაში ჰქონდა მოქცეული . სიმონ აშხაცავამ
თუხარელს განუმარტ ა , რომ საბჭოში უკანონო არაფერი ხდებოდა - მათ
ახალი პრეზ იდიუმი აირჩიეს , ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საბჭო
სამხედრო დახმარებას არ საჭიროებდა . თავის მხრივ , შეთქმულების
ორგანიზ ატ ორმა , მინისტ რმა ჩხოტ უამ თუხარელს დაუდასტ ურა , რომ
არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია .

თუხარელმა დარბაზ ი დატ ოვა და დაჰპირდა მათ , რომ ალყას მოხსნიდა და


რესპუბლიკის მთავრობას მომხდარის შესახებ აცნობებდა .

საბჭომ გააგრძელა პრეზ იდიუმის არჩევაზ ე მსჯ ელობა . შენობის გარშემო


კვლავ რესპუბლიკის არმიის ნაწილები იყვნენ განლაგებული . საბჭოს
წევრმა, დიმიტრი ემუხვარმა მოითხოვა, რომ პრეზიდიუმის ასარჩევად ჯერ
ოლქში უნდა ჩატ არებულიყო საბჭოს ახალი არჩევნები , რადგან ამჟ ამად
ლეგიტ იმაცია აღარ ჰქონდა საბჭოს , რომელიც წევრთა მნიშვნელოვანმა
ნაწილმა დატ ოვა . ამ მოთხოვნას აშხაცავამ უარით უპასუხა და კენჭისყრის
საკითხი სასწრაფოდ დააყენა . ემუხვარმა და მიხელსონმა სხდომა
პროტ ესტ ის ნიშნად დატ ოვეს .

ამასობაში საბჭომ გააცნობიერა , რომ გადატ რიალება ჩაიფუშა . შენობა


რესპუბლიკის არმიას ალყაში მოექცია , საბჭოდან გასული დემოკრატ იული
ჯ გუფი კი რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად აქტ იურად მოქმედებდა

69
მათი გეგმების აღსაკვეთად . სხდომა ფორმალურად მეორე დღისათვის
გადაიდო და წევრები დაიშალნენ .

იმავე ღამით სანაპირო ჯ არების შტ აბმა დააპატ იმრა ივანე მარღანია ,


რაფიელ ჩხოტ უა და სიმონ აშხაცავა . სახალხო საბჭოს ყოფილი
თავმჯ დომარე ვარლამ შერვაშიძისა და რესპუბლიკის მთავრობის
“პირდაპირი მავთულით ” კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა , რომ საბჭო
დაშლილად გამოცხადებულიყო .159

მომდევნო დღეებში დააპატ იმრეს გადატ რიალების მცდელობის 16


მონაწილე , მათ შორის , დიმიტ რი ალანია , გიორგი აჯ ამოვი , ვლადიმერ
შერვაშიძე, შტალერი და სხვ. მეთაურთა ჯგუფი ტფილისში, მეტეხის ციხეში
გადაგზ ავნეს , საიდანაც დეკემბერში გაათავისუფლეს დენიკინის თხოვნის
შემდეგ ბრიტანული საექსპედიციო ძალების ხელმძღვანელობის ჩარევის
შედეგად.160

1918 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


მთავრობის სახელით გავრცელდა ოფიციალური განცხადება , სადაც
მოკლედ იყო აღწერილი გადატ რიალების მცდელობის სურათი და
ცხადდებოდა, რომ:

“... 1. აფხაზთა სახალხო საბჭო მისი დღევანდელ შემადგენლობით დათხოვნილად


ცხადდება, ახალი არჩევნები დაინიშნება თანახმად საყოველთაო საარჩევნო პრინციპისა .
2. არჩევნების საწარმოებლად ინიშნება ცენტრალური კომისია, რომელშიც შედიან:
ვარლამ შერვაშიძე, ისიდორე რამიშვილი, ვასილი გურჯუა, ექიმი პაშალიდი და გიორგი
შანშიევი. ამ კომისიას ეძლევა უფლება თავმჯდომარის არჩევისა და საჭირო პირთა
კოოპტაციით მოწვევისა. ახალი საბჭოს არჩევამდე სოხუმის ოლქის კომისრად დროებით
ინიშნება ბენია ჩხიკვიშვილი, ქუთაისის საგუბერნიო კომისარი, რომელსაც ექვემდებარება
სოხუმში ყველა მოქმედი ნაწილი. მის დანიშნულ ადგილზე მისვლამდე უმაღლესი
სამხედრო და სამოქალაქო უფლებით აღჭურვილია სოხუმის რაზმის შტაბის უფროსი ,
თუხარელი.
4. აფხაზთა სახალხო საბჭოს დათხოვნის გამო აფხაზეთის საქმეთა მინისტრის
პოლკოვნიკ ჩხოტუას რწმუნებულება დასრულებულად ჩაითვალოს და აფხაზეთის
საბჭოთა წარმომადგენლობა დაევალოს შინაგან საქმეთა მინისტრს .
5. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ქონების დაცვა და ახალი საბჭოსადმი მათი გადაცემა
მიენდო ახლად დანიშნულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.”161

159 სეა, სცსსა, ფონდი #1861, ანაწერი #2, საქმე #37, გვ. 3-3ა.
160 Станислав Лакоба, Абхазия после двух империй. XIX-XXI вв. სლავური კვლევების ცენტრი,
ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, საპპორო, 2004 წელი, გვ.71-72.

70
1918 წლის ოქტომბერ-დეკემბრის განმავლობაში, სოხუმის ოლქში
საარჩევნო კომისიის მუშაობის კვალდაკვალ (რომელსაც აფხაზ ური
ულტ რა -ნაციონალისტ ური და პრორუსული წრეები თავდაპირველად
ბოიკოტ ს უცხადებდნენ ), საერთო მდგომარეობა უკვე თეთრ რუსეთთან
მომავალ სამხედრო დაპირისპირებაზ ე გადაეწყო . ოლქში გააქტ იურდა
“რუსთა ეროვნული საბჭო ”, რომელსაც რუსეთის დროებითი მთავრობის
იუსტ იციის მინისტ რის ყოფილი მოადგილე , ალექსანდრე დემიანოვი
ხელმძღვანელობდა . 1918 წლის დეკემბრისათვის უკვე აფხაზ თა მორიგმა
დელეგაციამ მიმართა ანტ ონ დენიკინს მფარველობის და სოხუმის
ოლქიდან “ქართველი მენშევიკების ” განდევნის თხოვნით .162

1919 წლის თებერვლიდან პრობოლშევიკური განწყობის აფხაზთა ჯგუფმა,


რომელიც შემდეგ “დამოუკიდებელი სოციალ -დემოკრატ ების ” სახელით
გაფორმდა აფხაზ ეთის სახალხო საბჭოში , სოხუმში დაიწყო პირველი
აფხაზ ურენოვანი გაზ ეთის - „Апсны”-ის გამოცემა . საქართველოს
რესპუბლიკის რწმუნებულმა , ისიდორე რამიშვილმა 1919 წლის 14 მარტ ს ამ
საეტ აპო მოვლენისადმი მისასალმებელი წერილი გამოაქვეყნა გაზ ეთში .163
აფხაზ ეთის კომისარიატ მა შესთავაზ ა რედაქციას , გაზ ეთი მთავრობის
ოფიციალური აფხაზ ურენოვანი ორგანო გამხდარიყო , რაზ ედაც მათ უარი
განაცხადეს . გამოცემის არსებობის ბოლომდე ის ოპოზ იციური ფრაქციის
გაზ ეთად რჩებოდა , თუმცა მასში მშობლიურ ენაზ ე წერილებსა და
მხატ ვრულ ნაწარმოებებს უმრავლესობის წარმომადგენლებიც 164
ათავსებდნენ .

პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები სოხუმის ოლქში 1919


წლის მარტში; დემოკრატიული ინსტიტუციური გარემოს ფორმირება

საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის პარლამენტ მა აფხაზ ეთის


სახალხო საბჭოს არჩევნების დებულება 1918 წლის 27 დეკემბერს
დაამტ კიცა .165 ეს დებულება ფაქტ ობრივად იმეორებდა საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების
161 შეთქმულობა აფხაზეთში (მთავრობის ოფიციალური ცნობა), ერთობა (გაზეთი) #220, 130.10.1918
წელი, გვ. 2.
162 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 205.
163 Апсны (გაზეთი) #2, 17.03.1919 წელი, გვ. 1.
164 მაგალითად - ვასილ გურჯუას ლექსები
165 სეა, სცსსა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #149.

71
დებულების ძირითად პრინციპებს და სოხუმის ოლქში ერთ გამონაკლისს
უშვებდა - არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა სოხუმის ოლქში
ფაქტ ობრივად მცხოვრებ ყველა მოქალაქეს . ეს დათქმა კატ ეგორიულად
მიუღებელი იყო აფხაზ თა მემარჯ ვენე წრეებისათვის , მაშინ , როცა
ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებისას სწორედ ამ
გამონაკლისის დაშვებას მოითხოვდნენ . რესპუბლიკის მთავრობის
პოზ იცია , რომელიც შსს მინისტ რმა (გარდამავალ ეტ აპზ ე მან აფხაზ ეთის
საქმეთა მინისტ რის ფუნქციებიც შეითავსა ) ნოე რამიშვილმა 1918 წლის 18
დეკემბრის მოხსენებაში ჩამოაყალიბა , ოლქის მთელი მოსახლეობის
ჩართულობა და სრული ლეგიტ იმაცია იყო . რამიშვილი აღნიშნავდა , რომ :

“...აფხაზეთის სახალხო საბჭომ საბოლოოდ უნდა გადასჭრას ჩვენთან დამოკიდებულების


ფორმა და ჩვენთან შეთანხმებით შექმნას ურთიერთობის უფლებრივი ნორმები , ამიტომაც
საარჩევნო უფლებით მხოლოდ ქართველ მოქალაქეთა აღჭურვა როგორც
ფორმალურად მიუღებელია, აგრეთვე პოლიტიკურადაც არა მიზან შეწონილად უნდა
ჩაითვალოს. კითხვის ასე დასმა პოხიერ ნიადაგს მოუპოვებდა იმ ჯგუფს, რომელიც
საქართველოს წინააღმდეგ გამოდის და რუსეთისაკენ იცქირება, ვინაიდან კითხვის ასე
დასმას საქართველოს მიერ აფხაზეთის დამონების სურვილით ახსნიდნენ . ასეთ
მტკიცებას მიეცემოდა ერთნაირი იურიდიული საფუძველიც, ვინაიდან თანახმად ჩვენი
აფხაზეთთან ხელშეკრულობისა, სახალხო საბჭომ თვით უნდა გადაჭრას
საქართველოსთან ურთიერთობის ფორმა. ჩვენ ამ ხელშეკრულობაზე ვდგავართ და მის
უარყოფას შეუძლებლად ვრაცხთ. გარდა ამისა, აფხაზეთში ბინადრობს მრავალი
კოლონისტი, პირველ რიგში, ოსმალეთიდან გადმოხვეწილი და იქაური ქვეშევრდომი
ბერძნები და სომხები. მათი ნაწილი, განსაკუთრებით ბერძნები, საქართველოს
გულწრფელი მომხრეებია.
ცხადია, საარჩევნო უფლება უნდა მიენიჭოს აფხაზეთის ყველა მოქალაქეს , რომელიც
ომამდე იქ დასახლდა და მუდმივი ბინადრობა აქვს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი
სახელმწიფოს ქვეშევრდომათ ითვლებოდა ის რუსეთის ბატონობის ჟამს.
ასეთი საარჩევნო კანონის შემოღებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა თავის გარშემო
აფხაზეთის ერთა ერთგული ნაწილი შემოვიკრიბოთ და მით რესპუბლიკას ეს მხარე
მჭიდროდ დავუკავშიროთ. ყოველივე სხვა აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობის
გამწვავების ხელის შეწყობა იქნება”166

სოხუმის ოლქის აფხაზ ურ ულტ რა -ნაციონალისტ ურ წრეებს ეს შეთავაზ ება


კატ ასტ როფად მიაჩნდათ , რადგან მათ იდეურ საფუძველს ანგრევდა იმით ,
რომ აფხაზ ეთში „გვიან მოსულებს “ თანაბარ უფლებებს ანიჭებდა .
ქართული ნაციონალისტ ური პარტ იები ასევე შეშფოთებას
167
გამოთქვამდნენ , რომ ამ სისტ ემით ოლქში მოსახლე სომხებსა და

166 სეა, სცსსა, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #159, გვ. 2-2ა.
167 რიონელი, აფხაზეთის არჩევნები, საქართველო (გაზეთი) #241, 17.12.1918 წელი. გვ. 3-4.

72
რუსებსაც ექნებოდათ ხმის უფლება , თუმცა რესპუბლიკის მთავრობისა და
ლიდერი სოციალ -დემოკრატ იული მუშათა პარტ იის პრინციპული მიდგომა
არ შეცვლილა , რადგანაც მათ მომავალი არჩევნებისათვის ხმათა
უმრავლესობის კონსოლიდაციის ცხადი გათვლა ჰქონდათ და საერთო
ლეგიტ იმაციის ეჭვქვეშ დაყენებას არ აპირებდნენ .

მიუხედავად ამისა , 1919 წლის იანვარ-თებერვალში ოლქში არსებული


ყველა პოლიტ იკური ძალა გამალებული ჩაერთო წინასაარჩევნო
კამპანიაში , რომელსაც თეთრი რუსეთის სამხედრო აგრესიამ ხელი ვერ
შეუშალა. დროებითი სახალხო საბჭოს განწყობიდან და არსებული
პოლიტ იკური რეალობიდან გამომდინარე , საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული რესურსები და
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატ არება სოხუმის
ოლქში ნაადრევად ცნო , სანამ ადგილობრივ დონეზ ე დემოკრატ იული
საკანონმდებლო ორგანო არ ჩამოყალიბდებოდა და არ განსაზ ღვრავდა
მხარის სტ ატ უსს საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში .

საბჭოს შემადგენლობა 40 დეპუტ ატ ით განისაზ ღვრა .

პარალელურად , სრული დატ ვირთვით მიმდინარეობდა დემოკრატ იული


სახელმწიფო ინსტ იტ უტ ების ჩამოყალიბების უაღრესად მნიშვნელოვანი
პროცესი - დემოკრატ იული ადგილობრივი თვითმმართველობების
მოწყობა . 1918 წლის 28 დეკემბერს ქალაქმა ოჩამჩირემ მეორედ აირჩია
საქალაქო საბჭო. საქართველოს სოციალ -დემოკრატ იულმა მუშათა
პარტ იამ ქალაქის საბჭოში 14 დეპუტ ატ ი შეიყვანა , საქართველოს
სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო პარტ იამ - 3, უპარტ იოთა
ჯ გუფმა - 2, ელინთა ჯ გუფმა - 1.168

სოხუმის ოლქის სხვა ქალაქების : სოხუმის , გუდაუთის და გაგრის


არჩევნებისათვის მზ ადება სახალხო საბჭოს საარჩევნო კამპანიის
პარალელურად მიმდინარეობდა . ასევე იგეგმებოდა სამურზ აყანოს ,
კოდორის , გუმისთისა და გუდაუთის სამაზ რო თვითმმართველობების
არჩევნებიც .

აფხაზ ეთის სახალხო საბჭოს არჩევნებისათვის საქართველოს სოციალ -


დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ საინტ ერესო ტ აქტ იკას მიმართა -
აფხაზ ებით დომინირებული გუდაუთის რაიონიდან ხმების

168 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1080, გვ. 38.

73
მობილიზ ებისათვის მან ცალკე საკანდიდატ ო სია - „გუდაუთის აფხაზ
სოციალ-დემოკრატთა” სია დააყენა , მეგრელებით დომინირებულ
სამურზ აყანოსთვის კი - „სამურზაყანოს სოციალ-დემოკრატიული“ ჯ გუფის
სია . პარალელურად , სოციალ -დემოკრატ იული მუშათა პარტ ია კიდევ ერთი
მთავარი სიით გამოდიოდა არჩევნებში . საქართველოს რესპუბლიკის
წინააღმდეგ განწყობილი ძალების ნაწილმა საპირისპირო ტაქტიკას
მიმართა და ბლოკი შეკრა , სადაც ბოლშევიკთა საკმაოდ ღია მხარდამჭერთა
ჯგუფი, აფხაზი ულტრა-ნაციონალისტები და თეთრი რუსეთისადმი სიმპათიით
განწყობილი პირები ერთიანი სიით გამოვიდნენ . საკანდიდატ ო სიები
დააყენეს სოციალისტ -ფედერალისტ ებმა , სოციალისტ -
რევოლუციონერებმა , ეროვნულ -დემოკრატ ებმა და ესტ ონელმა
კოლონისტ ებმა „ახალშენთა ჯ გუფის ” სახელით .

არჩევნები 1919 წლის 13 თებერვალს ჩატ არდა . ცენტ რალური პრესა


საომარი ვითარების , საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების ,
საქალაქო თვითმმართველობების არჩევნების ფონზ ე სათანადო
ყურადღებას ვერ უთმობდა აფხაზ ეთის სახალხოს საბჭოს არჩევნების
მიმდინარეობას . ცნობები ოლქიდან ცენტ რალურ პრესაში დაგვიანებით
აღწევდა .

1990-იანი წლებიდან მოყოლებული , აფხაზ ი , ქართველი და სხვა


მკვლევრების ინტ ერესის ფოკუსი დემოკრატ იული პროცედურებისა და
ინსტ იტ უტ ების გარშემო ნაკლებად იყო მიმართული . შესაბამისად ,
არჩევნების სტ ატ ისტ იკა ყურადღების მიღმა დარჩა . სახალხო საბჭოს
საარქივო ფონდი და სოხუმის პრესის 1917-1921 წლების კომპლექტ ები კი
1992 წელს, სოხუმში ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური არქივის
ხანძრისას განადგურდა . შესაბამისად , ზ უსტ ი საარჩევნო სტ ატ ისტ იკა
ფაქტ ობრივად ხელმიუწვდომელია .

ცენტრალურ პრესაში ფართოდ გაშუქდა არჩევნების შედეგად სახალხო


საბჭოში შესულ პარტ იათა წარმომადგენლობის სტ ატ ისტ იკა :

#1 საქართველოს სოციალ -დემოკრატ იული მუშათა პარტ ია - 16 დეპუტ ატ ი .


#2 გუდაუთის აფხაზ თა სოციალ -დემოკრატ იული ჯ გუფი - 3 დეპუტ ატ ი .
#3 საქართველოს სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ ია - 3 დეპუტ ატ ი
#4 საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იული პარტ ია - 1 დეპუტ ატ ი
#5 საქართველოს სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო პარტ ია - 1
დეპუტ ატ ი

74
#7 ახალშენთა ჯ გუფი (ესტ ონელი კოლონისტ ები ) - 1 დეპუტ ატ ი
#8 დამოუკიდებელი სოციალ -დემოკრატ ები (პრობოლშევიკთა , პრორუსთა
და აფხაზ ნაციონალისტ თა ბლოკი ) - 7 დეპუტ ატ ი
#9 სამურზ აყანოს სოციალ -დემოკრატ ები - 8 დეპუტ ატ ი 169

საბედნიეროდ , პირველ აფხაზ ურენოვან გაზ ეთში , „Апсны”, რომელმაც


გამოსვლა სწორედ საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის
პირობებში დაიწყო , სოხუმის ოლქში მიცემულ ხმათა ჯ ამური რიცხვია
დასახელებული - 41 386,170 ხოლო ცენტ რალურ პრესაში დაფიქსირებულია
არჩევნების შედეგები /სტ ატ ისტ იკა სამურზ აყანოს მაზ რაში . შესაბამისად ,
სოხუმის ოლქში , რომლის ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რაოდენობა
დაახლოებით 64 888-ს შეადგენდა , ხმა 41 386 ამომრჩეველმა მისცა .
არჩევნებში აქტ ივობის დაახლოებითი მაჩვენებელი 63,78%-მდე გამოდის ,
რაც აშკარად მიუთითებს არჩევნების ფართო მობილიზ აციასა და მისი
ლეგიტ იმურობის მაღალ ხარისხზ ე .

როგორც ზ ემოთ აღინიშნა , სამურზ აყანოში სოციალ -დემოკრატ იულ


პარტ იას ცალკე სია ჰქონდა . მიღებული ხმებით (8 191 ხმით )171 მათ სახალხო
საბჭოში 8 დეპუტ ატ ი გაიყვანეს . ამ მონაცემით შესაძლებელი ხდება
არჩევნების მთლიანი სტ ატ ისტ იკის მიახლოებითი რეკონსტ რუქცია ,
რამდენადაც ის საშუალებას გვაძლევს პირდაპირ , სრულიად პროპორციულ
და უბარიერო არჩევნებში დაფიქსირებული “მეტ რი ” მიახლოებით
გავიანგარიშოთ , რაც დაახლოებით 1 034 ხმას შეადგენს .

ამ მიახლოებითი სტ ატ ისტ იკით შეგვიძლია აღვადგინოთ მონაწილე


პარტ იათა მიღებული ხმების რიცხვიც :

#1 საქართველოს სოციალ -დემოკრატ იული მუშათა პარტ ია ≅ 16 544 (39,9%)


#2 გუდაუთის აფხაზ თა სოციალ -დემოკრატ იული ჯ გუფი ≅ 3 102 (7,2 %)
#3 საქართველოს სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ ია ≅ 3 102 (7,2 %)
#4 საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იული პარტ ია ≅ 1 034 (2,4%)
#5 საქართველოს სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო პარტ ია ≅ 1
034 (2,4%)
#7 ახალშენთა ჯ გუფი (ესტ ონელი კოლონისტ ები ) ≅ 1 034 (2,4%)

169 არჩევნები აფხაზეთის ეროვნულ საბჭოში, ერთობა (გაზეთი) #61, 18.03.1919 წელი, გვ. 2.
170 Апсны (გაზეთი) #2, 17.03.1919 წელი, გვ. 2.
171 შ. იოსელიანი, უკანასკნელი ცნობები; გალი (სამურზაყანო), ერთობა #50, 04.03.1919 წელი, გვ. 1-
2.

75
#8 დამოუკიდებელი სოციალ -დემოკრატ ები (პრობოლშევიკთა , პრორუსთა
და ნაციონალისტ თა ბლოკი ) ≅ 7 238 (17,4%)
#9 სამურზ აყანოს სოციალ -დემოკრატ ები ≅ 8,191 (19,7%)

1919 წლის 18 მარტს, დღის 12 საათზე სოხუმში, ალოიზის თეატრში საზეიმოდ


გაიხსნა დემოკრატ იულად არჩეული აფხაზ ეთის სახალხო საბჭოს პირველი
სხდომა .172 სხდომა უხუცესმა დეპუტ ატ მა , ისიდორე რამიშვილმა გახსნა .
პარტ იებმა დეკლარაციები წარმოადგინეს . საბჭომ აირჩია პრეზ იდიუმი და
თავმჯ დომარე , არზ აყან ემუხვარი , რომელიც მალე აღმასრულებელი
ხელისუფლების - აფხაზ ეთის კომისარიატ ის თავმჯ დომარედ დაინიშნა .
საბჭოს თავმჯ დომარეობა ვარლამ შერვაშიძემ განაგრძო .

1919 წლის 20 მარტის სხდომაზე საბჭოში გამარჯვებულმა სოციალ-


დემოკრატ იულმა უმრავლესობამ გამოაცხადა , რომ აფხაზ ეთს
საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის შემადგენლობაში
ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ექნებოდა , რომლის დებულებასა და
კონსტ იტ უციას საბჭო საქართველოს დამფუძნებელ კრებასთან ერთად
შეიმუშავებდა.

პარალელურად , 14-16 თებერვალს საქართველოს დემოკრატ იული


რესპუბლიკის ძირითად ტ ერიტ ორიაზ ე ჩატ არდა საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნები .
არჩევნებში დიდი უმრავლესობით გაიმარჯ ვა საქართველოს სოციალ -
დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ . დამფუძნებელ კრებაში სოციალ -
დემოკრატ იული პარტ იის საკადიდატ ო სიით შევიდა 12 დეპუტ ატ ი ,173
რომელთაც ან დაბადებით ან ცხოვრებისეულად მჭიდრო კავშირი ჰქონდათ
სოხუმის ოლქთან . მათ შორის 3 ეროვნებით აფხაზ ი (არზ აყან ემუხვარი ,
ვარლამ შერვაშიძე, ვასილ გურჯუა) იყო, 5 - ქართველი, 1 - რუსი, 2 - სომეხი, 1 -
ბერძენი .

1919 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სოხუმის ოლქში ჩატარდა


ადგილობრივ თვითმმართველობათა საყოველთაო დემოკრატ იული
არჩევნები , რითაც საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის

172 აფხაზეთის სახალხო საბჭო (საქართველოს დეპეშათა სააგენტო), ერთობა (გაზეთი) #67,
25.03.1919 წელი, გვ. 2.
173 ვასილ გურჯუა, არზაყან ემუხვარი, ლავროსი კიღურაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-
მახვილაძე, იოსებ კვარაცხელია, დიმიტრი ზახაროვი, კონსტანტინე ფანიევი, ისიდორე რამიშვილი ,
იოანის ფაშალიდისი, ვარლამ შერვაშიძე, ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ვალიკო ჯუღელი.

76
თვითმმართველობის ფუნდამენტ ური რეფორმა - დეცენტ რალიზ აციის
კურსი , აფხაზ ეთზ ეც გავრცელდა .

1919 წლის იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში სამაზრო ერობის


არჩევნები ჩატ არდა 174 გუმისთის მაზრაში. სამაზ რო ერობის საბჭოში
დეპუტ ატ ები შეიყვანა :175
საქართველოს სოციალ დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ - 30
საქართველოს სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ იამ - 5
საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იულმა პარტ იამ - 2
საქართველოს სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო პარტ იამ - 1

კოდორის მაზრაში სამაზ რო ერობის არჩევნები ჩატ არდა 1919 წლის


თებერვალში .
სამაზ რო ერობის საბჭოში დეპუტ ატ ები შეიყვანა :176
საქართველოს სოციალ დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ - 14
უპარტ იოთა ჯ გუფმა - 5
საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იულმა პარტ იამ - 3
საქართველოს სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ იამ - 2
რსდმპ (ინტ ერნაციონალისტ ებმა ?) - 1

სამურზაყანოს მაზრაში სამაზ რო ერობის არჩევნები ჩატ არდა 1919 წლის


თებერვლის ბოლოსა და მარტ ის დასაწყისში .
სამაზ რო ერობის საბჭოში დეპუტ ატ ები შეიყვანა :177
საქართველოს სოციალ -დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ - 26(23178)
საქართველოს სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო პარტ იამ - 6
საქართველოს სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ იამ - 4(8)
საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იულმა პარტ იამ - 2(1)

გუდაუთის მაზრაში სამაზ რო ერობის არჩევნები უფრო გაჭიანურდა ; დაიწყო


1919 წლის 13 მარტს და 21 მაისისათვის დასრულდა.
სამაზ რო ერობის საბჭოში დეპუტ ატ ები შეიყვანა :179

174 სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით უცნობია სოხუმის ოლქში სამაზრო ერობების არჩევნებში,


მონაწილე სუბიექტთა რაოდენობა, მათი საარჩევნო ნომრები, ამომრჩეველთა რიცხვი, აქტივობა
და მიცემული ხმების სტატისტიკა.
175 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1068.
176 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1068.
177 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1068.
178 სამურზაყანოს სამაზრო ერობაში; ქრონიკა, კავკასიის ქალაქი (ჟურნალი) #4. 01.03.1919 წელი.
გვ. 44.
179 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1068.

77
საქართველოს სოციალ -დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ - 17
გაურკვეველი პარტ იული კუთვნილებისა - 9
უპარტ იოთა ჯ გუფმა - 5

გუდაუთაში საქალაქო არჩევნები 180 ჩატარდა 1919 წლის მარტში. საქალაქო


საბჭოში დეპუტ ატ ები შეიყვანა :181
საქართველოს სოციალ -დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ - 10
უპარტ იოთა ჯ გუფმა - 7
საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იულმა პარტ იამ - 2
საქართველოს სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ იამ - 1

გაგრაში საქალაქო არჩევნები ჩატ არდა 1919 წლის 18 მაისს .


საქალაქო საბჭოში დეპუტ ატ ები შეიყვანა :182
საქართველოს სოციალ -დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ - 14
სახლის მეპატ რონეთა ჯ გუფმა - 3
„შრომის“ ჯგუფმა - 3

სოხუმში საქალაქო არჩევნები ჩატ არდა 1919 წლის 21 მაისს .


საქალაქო საბჭოში დეპუტ ატ ები შეიყვანა :183
საქართველოს სოციალ -დემოკრატ იულმა მუშათა პარტ იამ -11
საქართველოს ეროვნულ -დემოკრატ იულმა პარტ იამ - 10
საქართველოს სოციალისტ -რევოლუციონერთა პარტ იამ - 9
საქართველოს სოციალისტ -ფედერალისტ თა სარევოლუციო პარტ იამ - 7
ელინთა ჯ გუფმა - 3

შესაბამისად, 1919 წლის მარტი-მაისიდან უკვე ყოფილი სოხუმის ოლქი,


აფხაზ ეთის ავტ ონომია სრულად გადავიდა დემოკრატ იულად არჩეულ
ლეგიტ იმურ ინსტ იტ უციურ განზ ომილებაში . 1919-1921 წლების
განმავლობაში აფხაზ ეთის სახალხო საბჭოს დელეგაციები საქართველოს
დამფუძნებელ კრებასთან ერთად მუშაობდნენ ავტ ონომიის დებულებისა
და ავტ ონომიის კონსტ იტ უციის პროექტ ებზ ე . რამდენადაც სახალხო
საბჭოში პროპორციული დემოკრატ იული წარმომადგენლობის პრინციპით
თავიანთი ადგილი მაინც დაიმკვიდრეს აფხაზ ეთის საქართველოსაგან

180 აფხაზეთში საქალაქო არჩევნებშის შემტხვევაშიც, ჯერ-ჯერობით უცნობია მონაწილე სუბიექტთა


რაოდენობა, მათი საარჩევნო ნომრები, ამომრჩეველთა რიცხვი, აქტივობა და მიცემული ხმების
სტატისტიკა.
181 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1080, გვ. 47.
182 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1080, გვ. 30.
183 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #1080, გვ. 10.

78
ჩამოშორების მომხრე სხვადასხვა, პრობოლშევიკურმა და პრორუსულმა
მცირე ჯ გუფებმა , ამ წლების განმავლობაში მათი ოპოზ იციური ფრაქციები
დაუნდობელ საპარლამენტ ო ბრძოლას აწარმოებდნენ ავტ ონომიის
მთავრობის (კომისარიატ ის ), საბჭოს უმრავლესობის ფრაქციისა და
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ . ამასთანავე ,
უმრავლესობის ფრაქციას რიგი დეპუტ ატ ები ჩამოშორდნენ - ზ ოგმა ცალკე
შექმნა “ინტერნაციონალისტთა” ჯგუფი, ზოგი ინდივიდუალურად ჩადგა
ოპოზ იციაში ან “დამოუკიდებლობის მომხრეთა ” ჯ გუფს შეუერთდა , რამაც
საბჭოში ძალთა ბალანსი შეცვალა , თუმცა ეს არასაკმარისი იყო
დემოკრატ იული და საქართველოს რესპუბლიკისადმი ლოიალური
უმრავლესობის პოზ იციების შესარყევად . საპარლამენტ ო ბრძოლის ეს
განზ ომილება უაღრესად საინტ ერესოა დემოკრატ იული
თანამშრომლობისა და ბრძოლის კულტ ურის გამოცდილების კუთხით და
ცალკე სიღრმისეული ანალიზის თემას წარმოადგენს.

ამავდროულად , ფართო კომპეტ ენციებით აღჭურვილი ადგილობრივი :


საქალაქო და სამაზ რო თვითმმართველობები სრული დატ ვირთვით
მუშაობდა . 1920 წლის ზ აფხულისათვის აფხაზ ეთის სამაზ რო ერობებმა
აფხაზ ეთის ერობათა კავშირი ჩამოაყალიბა , რომელმაც მცირეხნიანი
ვირტუალური კონფრონტაციის შემდეგ184 თავი საქართველოს
რესპუბლიკის ერობათა კავშირის სტ რუქტ ურად ცნო და მუშაობა მასთან
კოორდინირებულად განაგრძო . ერობათა კავშირმა აფხაზ ეთის
ქალაქებთან კონსულტ აციები გამართა აფხაზ ეთის ქალაქთა და ერობათა
კავშირის დაფუძნების თაობაზ ე . 1920 წლისთვის კავშირის საორგანიზ აციო
ბიურო უკვე ჩამოყალიბებული იყო .

რამდენადაც სამაზ რო ერობების , სათემო თვითმმართველობებისა და


საქალაქო თვითმმართველობების უფლებამოსილებათა პაკეტ ი
ფაქტ ობრივად ძირითად სახელმწიფო კომპეტ ენციებს მოიცავდა ,
რეალურად აფხაზ ეთის სახალხო საბჭოსა და კომისარიატ ს საკითხები და
გამოწვევები ყოველდღიური მუშაობისათვის მცირე ჰქონდა . საბჭოში
პოლიტ იკური დებატ ების ძირითადი ხაზ ი ავტ ონომიის დებულებისა და
კონსტ იტ უციის საკითხებზ ე გადიოდა . პირობების შეჯ ერების მიუხედავად ,
მისი დამტ კიცება გვიანდებოდა , რადგანაც საქართველოს რესპუბლიკის
კონსტ იტ უციის შემუშავება და დამტ კიცება ჯ ერ არ იყო დასრულებული .
ავტ ონომიის კონსტ იტ უცია კი ამ უკანასკნელიდან უნდა გამოსულიყო .
საბჭო იშვიათად იკრიბებოდა , რაც მის პრესტ იჟ ზ ე ნელ -ნელა გავლენას

184 ერობა და ქალაქი, ერთობა (გაზეთი) #216, 24.09.1920 წელი.

79
ახდენდა , რადგან ყოველდღიურობა ძლიერი თვითმმართველობების
კოორდინირებულად მუშაობას თვალნათლივ წარმოაჩენდა . ამიტ ომ
მოსახლეობის უმრავლესობა საბჭოს დამატ ებით უფუნქციო სტ რუქტ ურად
აღიქვამდა . საბჭოსადმი ინტ ერესი მხოლოდ რესპუბლიკის წინააღმდეგ
განწყობილ ძალთა აქტ ივობით თუ გაღვივდებოდა ხოლმე .

ლეგიტ იმური , დემოკრატ იული ინსტ იტ უციური ჩარჩოს საბოლოოდ


დამკვიდრების ნაბიჯ ი 1920 წლის მარტ ში გადაიდგა . აფხაზ ეთის
ავტ ონომიაში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების ბოლო ,
მესამე ეტ აპი უნდა გამართულიყო . “დამოუკიდებლობის მომხრეთა ”
პრობოლშევიკური ფრაქცია ,185 ასევე რუსოფილი მემარჯ ვენეები , ულტ რა -
ნაციონალისტ ები და ბოლშევიკური იატ აკქვეშეთი არჩევნების
ბოიკოტ ირებას ღიად შეეცადნენ . საქართველოს დამფუძნებელ კრებაში
საქართველოს სოციალ -დემოკრატ იულ მუშათა პარტ იას აბსოლუტ ური
უმრავლესობა გააჩნდა , ამიტ ომ მეორე და მესამე ეტ აპზ ე პარტ ია აღარ
აწარმოებდა აქტ იურ წინასაარჩევნო კამპანიას და მომხრეთა
მობილიზ ებას , რადგან სურდა , რომ ოპოზ იციურ პარტ იებს მეტ ი დეპუტ ატ ი
შეეყვანათ კრებაში.

აფხაზ ეთში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები 1920 წლის 27-


29 მარტ ს ჩატ არდა . პირველ ეტ აპზ ე არჩევნებში მონაწილე 15 პარტ იას
კიდევ ერთი - #16 - აფხაზ ეთის ეროვნული პარტ ია დაემატ ა .

არჩევნებში მონაწილეობა 22,234-მა 186 მოქალაქემ მიიღო , რაც ხმის


უფლების მქონეთა 34,26% შეადგენდა . აფხაზ ეთის სახალხო საბჭოს
არჩევნებთან შედარებით აქტ ივობა განახევრებული იყო , თუმცა
ზ ემოჩამოთვლილ მიზ ეზ თა გამო და ამასთანავე არჩევნების გადადებული
ეტ აპის თავისებურების თვალსაზ რისით , შეგვიძლია დავასკვნათ , რომ
ბოიკოტ ის მცდელობამ შედეგი არ გამოიღო . პარტ იებიდან სოციალ -
დემოკრატ იული პარტ იის ამომრჩეველთა რიცხვმა საერთო აქტ ივობის
შემცირების შესაბამისად მოიკლო (სახალხო საბჭოს არჩევნებზე ჯამში
დაახლოებით - 27,837, დამფუძნებელი კრების მესამე ეტ აპი - 8,059 (36,24%)),
სამაგიეროდ გაიზ არდა ესერთა პარტ იის ელექტ ორატ ი , მათ 8,825 ხმის (39,69
%) მობილიზ ება შეძლეს და ოლქში პირველი ადგილი დაიკავეს . გაიზ არდა
სოციალისტ -ფედერალისტ თა პარტ იის მხარდამჭერთა რიცხვიც - 2,390
(10,74%) მხარდამჭერი .

185 ჭა-ე, წერილი სოხუმიდან, სახალხო საქმე (გაზეთი) #788, 27.03.1920 წელი, გვ. 3.
186 სეა, სცსსა, ფონდი #1834, ანაწერი #2, საქმე #17, გვ. 58.

80
ამომრჩეველთა ყველაზ ე დაბალი აქტ ივობა იყო გუდაუთის მაზ რაში , სადაც
11,500 ამომრჩევლიდან ხმა 1,202-მა (10,45%-მა ) მისცა . მაზ რის ცენტ რში ,
ქალაქ გუდაუთაში აქტ ივობა მაღალი იყო - 749 ამომრჩევლიდან 348
მოქალაქემ მისცა ხმა , რამაც - 46% შეადგინა . ქალაქებში ყველაზ ე დაბალი
აქტ ივობა სოხუმში დაფიქსირდა - 23,21%, ხოლო ყველაზ ე მაღალი -
ოჩამჩირეში - 61,14 %. მაზ რებში ყველაზ ე მაღალი აქტ ივობა გუმისთის
მაზ რაში იყო - 66,9 %.

თეთრი რუსეთის სამხედრო საფრთხის განეიტრალება აფხაზეთში 1919 წლის


გაზაფხულზე

1919 წელს რუსეთის სამოქალაქო ომში სამხრეთ რუსეთის მოხალისეთა


არმიისა და მისი მეთაურის , ანტ ონ დენიკინის წარმატ ებისა და საბჭოთა
რუსეთის შევიწროების პარალელურად , როდესაც ჩრდილოეთ კავკასია
რუსეთის მოხალისეთა არმიამ დაიკავა , საქართველოს დემოკრატ იული
რესპუბლიკის წინაშე “თეთრი რუსეთის ” საფრთხე გაჩნდა . 1919 წლის
გაზ აფხულზ ე მოხალისეთა არმიის თავდასხმას სოჭის ოლქისა და გაგრის
რაიონის ოკუპაცია მოჰყვა . ქართული არმიისა და სახალხო გვარდიის
კონტ რშეტ ევის შემდეგ გაგრის რაიონი საქართველოს დაუბრუნდა , თუმცა ,
ბრიტ ანელების ჩარევის გამო (ისინი რუსეთის მონარქისტ ული ძალების
მხარდამჭერები იყვნენ ), სოჭის დაბრუნება ვეღარ მოხერხდა . ქართულმა
შეიარაღებულმა ძალებმა, სტრატეგიული თვალსაზრისით, მდინარე
ფსოუზ ე დაიკავეს პოზ იციები , სადაც აფხაზ ეთის მთიანი ნაწილი ყველაზ ე
ახლოს არის ზ ღვის სანაპიროსთან . შემდეგ იქ დაიწყეს გამაგრებული
ფორტ იფიკაციების მოწყობა , რომელსაც “საქართველოს ფარი ” ეწოდა .

ფრონტ ზ ე მყოფი ქართული არმიისა და სახალხო გვარდიის შტ აბებში


მოქმედმა კონტ რდაზ ვერვამ გაგრის რაიონში შექმნა გაგრის
კონტ რდაზ ვერვის ზ ონა , რომელიც ფრონტ ისპირა რაიონის
კონტ რდაზ ვერვითი ოპერაციების დაგეგმვასა და შესრულებას
უზ რუნველყოფდა . იგი მხოლოდ აფხაზ ეთის ტ ერიტ ორიას არ მოიცავდა ;
კონტ რდაზ ვერვის სამუშაო მიმართულება ყუბანის ტ ერიტ ორიაზ ეც
ვრცელდებოდა.187 გაგრაში შტ აბის კონტ რდაზ ვერვის უფროსად მივლენილი
იყო სამხედრო სამინისტ როს გენერალური შტ აბის დაზ ვერვის ოფიცერი ,
187 საქართველოს შსს აკადემიის არქივი (შემდგომში შშს აკადემიის არქივი), პირველი
განყოფილება (ყოფილი КГБ-ის არქივი) ფონდი #6, საქმე #2145. პეტრე მიხეილის ძე
ფავლენიშვილის სისხლის სამართლის საქმე.

81
ვალერიან თევზაძე.188 კონტ რდაზ ვერვა ამუშავდა სოხუმშიც , რომლის
უფროსად ასევე სამხედრო სამინისტ როს გენერალური შტ აბის დაზ ვერვის
ოფიცერი , პეტ რე ფავლენიშვილი დაინიშნა .189 ბოლშევიკური ძალების
განეიტ რალების შემდეგ , 1919 წელს , აფხაზ ეთში მთავარ საფრთხეს
რუსეთის მოხალისეთა არმიის აგენტ ურა წარმოადგენდა , რომლებიც
ძირითადად მეფის რუსეთის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები
და ადგილობრივი ფეოდალები იყვნენ . მათთვის მიუღებელი იყო
რესპუბლიკური მმართველობა და რუსული მონარქისტ ული ძალების მიერ
აფხაზ ეთის ოკუპაციის შემთხვევაში პრივილეგიების აღდგენის იმედი
ჰქონდათ. 1919 წლის იანვარში კონტრდაზვერვამ სოხუმში აღმოაჩინა და
დააპატ იმრა მოხალისეთა არმიის სადაზ ვერვო ორგანიზ აციის საიდუმლო
შტაბი, რომელსაც პოლკოვნიკი ტურჩანინოვი და შატილოვი
ხელმძღვანელობდნენ . მათი ძირითადი მიზ ანი აფხაზ ეთში მეფის რუსეთის
ყოფილი ოფიცრებისა და სამხედრო მოსამსახურეების მობილიზ აცია და
რუსეთის სამოქალაქო ომში გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიაში
გაგზ ავნა იყო.190 აფხაზ ეთის ადმინისტ რაციამ , რომელსაც ოლქის კომისარი ,
ბენია ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა ტ ურჩანინოვი და შატ ილოვი
საქართველოს ფარგლებს გარეთ გააძევა .191

დენიკინის დაზ ვერვასთან დაკავშირებული აღმოჩნდა საქართველოს


სახალხო გვარდიის სოხუმის შტ აბის წევრის , 1918 წლის ბრძოლების
დამსახურებული მეთაურის , აფხაზ თა სახალხო საბჭოს უმრავლესობის
ფრაქციის წევრის , ლევ ტ უმარკინის მეუღლე , რომელიც მისგან იღებდა
ცნობებს და მოხალისეთა არმიის დაზვერვას აწვდიდა. საქართველოს
რესპუბლიკის აფხაზ ეთში მოქმედი უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი
გამოაშკარავების შემდეგ ტ უმარკინი საბჭოდან გარიცხეს . იგი იძულებული
გახდა , აფხაზ ეთი დაეტ ოვებინა .192

საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის მთავრობა რუსეთის


სამოქალაქო ომში ჩაურევლობას აცხადებდა , თუმცა , როცა სამოქალაქო
ომში გაძლიერებული მხარე საქართველოს საზ ღვარს მოუახლოვდა და
საქართველოს დემოკრატ იულ რესპუბლიკას განადგურებით დაემუქრა ,
საქართველოს მთავრობის სპეცსამსახურები მტ რის მოწინააღმდეგეების
(ბოლშევიკების ) საქართველოს სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდა .

188 ვალერიან თევზაძე, ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, “მეცნიერება”, თბილისი 1990 წელი.
189 საქართველოს შსს აკადემიის არქივი (I), ფონდი #6, საქმე #2145.
190 მონარქისტული ორგანიზაციის აღმოჩენა სოხუმში, ერთობა (გაზეთი) #17, 23.01.1919 წელი.
191 სეა, სცსსა, ფონდი #1861, ანაწერი #1, საქმე #748.
192 ისიდორე რამიშვილი, მოგონებები, არტანუჯი, თბილისი, 2012 წელი, გვ. 545.

82
1919 წელს, როდესაც აფხაზეთს რუსეთის მოხალისეთა არმია უტევდა,
სოჭისა და გაგრის დაკარგვის შემდეგ საფრთხე სოხუმს დაემუქრა .
საქართველოს მთავრობა თავდაცვის ყველა გზ ას განიხილავდა , თუ
მოხალისეთა არმია წინსვლას გააგრძელებდა . ამიტ ომ საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის იუსტ იციის სამინისტ რომ 1919 წლის მარტ ში
ამნისტ ია გამოაცხადა და 1918 წელს დაპატ იმრებული ბოლშევიკები
სოხუმის ციხიდან გაათავისუფლა , რათა ისინი მოხალისეთა არმიის
წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყენებინა.193 მნიშვნელოვანი ფაქტ ია ,
რომ გათავისუფლებამდე მათთან მოლაპარაკებას საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის სარდალი და წარსულში
აფხაზ ეთის ბოლშევიკების ერთ -ერთი ლიდერი , ვალიკო ჯ უღელი
აწარმოებდა . ის თავის ჩანაწერებშიც აღნიშნავს , რომ ციხეში ინახულა
დაპატ იმრებული ბოლშევიკები : ამბერკი ურუშაძე , ნესტ ორ ლაკობა ,
მგელაძე , კონსტ ანტ ინე ინალ -იფა და სხვები .194 აფხაზ ეთის ბოლშევიკების
მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ გამოყენების ფაქტ ს აღნიშნავს სოხუმის
კონტ რდაზ ვერვის უფროსი , პეტ რე ფავლენიშვილიც ; 1921 წლის საბჭოთა
რუსული ოკუპაციის შემდეგ , როდესაც ფავლენიშვილი დააპატ იმრეს , მან
დაკითხვის დროს ჩვენებაში მიუთითა , რომ ახლო ნაცნობობა აკავშირებდა
აფხაზ ეთის ბოლშევიკების ერთ -ერთ ლიდერ ნესტ ორ ლაკობასთან :
“ლაკობასთან, როგორც ინტელიგენტურ თანამშრომელთან, მე
ვმეგობრობდი, ის კი მე მეხმარებოდა დამალული დენიკინელების
აღმოჩენაში, რომლების ამ დროს ძალიან ბევრი გასახლებულ იქნა
ბათუმში.”195 მართალია , დაპატ იმრებული სპეცსამსახურის ოფიცრის
დაკითხვის ოქმი არ შეიძლება სარწმუნო წყაროდ მიიჩნეოდეს , თუმცა ამ
შემთხვევაში ფავლენიშვილის ჩვენების გადამოწმება შესაძლებელი
იქნებოდა უკვე აფხაზ ეთში მყოფ ნესტ ორ ლაკობასთან , ამიტ ომ , ნაკლებად
სავარაუდოა , ეს ფაქტ ი სიმართლეს არ შეესაბამებოდეს .

რუსეთის მოხალისეთა არმიის გავლენის აგენტ ები აგიტ აციას ეწეოდნენ


საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკისა და რესპუბლიკური
მმართველობის წინააღმდეგ და ერთიანი განუყოფელი რუსეთის
აღდგენისთვის იბრძოდნენ . მათ წინააღმდეგ აქტ იურ ბრძოლასა და
საინფორმაციო სამუშაოს ეწეოდნენ საქართველოს დემოკრატ იული
რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების აფხაზ ი დეპუტ ატ ი , ვასილ გურჯ უა და
საგანგებო კომისრის თანაშემწე , კალისტ რატ ე ბარციცი .196

193 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #382.


194 ვალიკო ჯუღელი, “მძიმე ჯვარი”, “ზიარი-პრეს”, თბილისი, 2022 წელი.
195 საქართველოს შსს აკადემიის არქივი, (I), ფონდი #6, საქმე #2145.
196 უკანასკნელი ცნობები. მოხალისეთა აგენტურა, ერთობა (გაზეთი) #205, 11.09.1919 წელი.

83
1919 წლის შემოდგომიდან რუსეთის მოხალისეთა არმიისა და
საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის სპეცსამსახურებს შორის
გადამწყვეტ ი ბრძოლა მიმდინარეობდა : სექტ ემბერში სოფელ ააცში
ჩასაფრების შედეგად დააკავეს რუსი ოფიცერი კრავჩენკო, მისი თანმხლები
პეტ რე ემუხვარი შეტ აკებისას მოკლეს , ხოლო მეორე მხლებელმა ,
გაბელიამ კი გაქცევა მოახერხა .197 კრავჩენკო თავის ხელქვეითებთან
ერთად სოჭიდან კატ ერით მოვიდა . მას დავალებული ჰქონდა ბზ იფის
ხიდის აფეთქება . კრავჩენკოს ჯ გუფის დავალების შესახებ წინასწარ იცოდა
გაგრის კონტ რდაზ ვერვის უფროსმა , ვალერიან თევზ აძემ , რომელსაც სოჭში
მდგარი მოხალისეთა არმიის შტ აბიდან საიდუმლო ინფორმაციებს იქ
მყოფი ქართველი ოფიცერი აწვდიდა .198

რამდენიმე პირველწყარო ადასტ ურებს , რომ 1920 წლის დასაწყისში


ქართული სპეცსამსახურების , სამხედრო მინისტ რ ნოე რამიშვილისა 199 და
სახალხო გვარდიის სარდალ ვალიკო ჯ უღელის 200 ორგანიზ ებული იყო
შავიზღვისპირეთის მოსახლეობის “მწვანე არმიის” აჯანყება რუსეთის
მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ . საიდუმლო დახმარებას მათ ქართველი
სამხედრო ინსტ რუქტ ორები უწევდნენ , რომელთა შტ აბი თბილისში და
გაგრაში იყო განთავსებული . შედეგად აჯ ანყებულმა “მწვანე არმიამ ”
სოჭისა და ტ უაფსეს რაიონებიდან მოხალისეთა არმია გააძევა . იქ
ქართული ადმინისტ რაცია და შეიარაღებული ძალები უნდა შესულიყვნენ ,
თუმცა საქმეში ბრიტ ანელები ჩაერივნენ , რომლებიც რუსეთის სამოქალაქო
ომში მოხალისეთა არმიას უჭერდნენ მხარს . ამ ფაქტ ორმა საქართველო
იძულებული გახადა , სოჭის და ტ უაფსეს ოლქში შესვლაზ ე უარი ეთქვა .201

ახალი გამოწვევები 1920-1921 წლების განმავლობაში; საბჭოთა რუსული


საფრთხე

1920 წლის გაზაფხულიდან მდგომარეობა რუსეთის სამოქალაქო ომში


ბოლშევიკების სასარგებლოდ რადიკალურად შეიცვალა . მათ დიდ
წარმატებებს მიაღწიეს რუსეთის მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ

197 ბზიფის ხიდის აფეთქების განზრახვა, საქართველო (გაზეთი) #202, 19.09.1919 წელი.
198 ვალერიან თევზაძე, ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, “მეცნიერება”, თბილისი, 1990 წელი.
199 ვალერიან თევზაძე, ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, “მეცნიერება”, თბილისი, 1990 წელი.
200 ვალიკო ჯუღელი “მძიმე ჯვარი”, “ზიარი-პრეს”, თბილისი, 2022 წელი, გვ. 263.
201 ვალერიან თევზაძე, ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, “მეცნიერება”, თბილისი, 1990 წელი.

84
ბრძოლაში , მათ შორის კავკასიის ფრონტ ზ ეც . წითელი არმიის ნაწილებმა
მარტ ისთვის მთლიანად გაწმინდეს ჩრდილოეთ კავკასია მოხალისეთა
არმიისგან და ამჯ ერად თეთრი გენერალი ერდელის გადარჩენილ
ნაწილებს თავად მოუწიათ განიარაღების პირობით საქართველოში თავის
შეფარება, ხოლო 1920 წლის 28 აპრილს წითელმა არმიამ თითქმის
უბრძოლველად დაიკავა დამოუკიდებელი აზ ერბაიჯ ანის დედაქალაქი -
ბაქო. საბჭოთა რუსეთის აზ ერბაიჯ ანის კამპანია სულაც არ იყო ინერცია და
შემთხვევითი გამარჯვება. რუსული სამხედრო დაზვერვა გამუდმებით
უთვალთვალებდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს და დაწვრილებით
სწავლობდა ადგილობრივ პოლიტ იკურ კონიუნქტ ურას , რამაც წარმატ ებები
მოუტ ანა დამოუკიდებელი აზ ერბაიჯ ანის განადგურების საქმეში . მათ
თვალსაწიერზ ე შემდეგი სამიზ ნე უკვე საქართველო , ამიერკავკასიის
შავიზღვისპირეთი და საზღვაო კარიბჭე - ბათუმი გამოჩნდა.

1919 წლის აგვისტოში, სოხუმის ბოლშევიკური არალეგალური


კონფერენციის მუშაობისას , ბოლშევიკებმა , მიუხედავად მძიმე
ორგანიზ აციული მდგომარეობისა , კვლავ მოაწყვეს რუსეთის კომუნისტ ური
პარტ იის სოხუმის საოლქო კომიტ ეტ ი , რომელსაც შემოკლებით „СОК“
(Cухумски окружнои комитет) ეძახდნენ .202 ამ კომიტ ეტ მა 1920 წლიდან მიზ ნად
დაისახა არალეგალური მუშაობითა და შეიარაღებული აჯ ანყების
მომზ ადებით აფხაზ ეთის საქართველოსგან ჩამოცილება , საბჭოთა
რუსეთისთვის მიერთება და მისთვის პლაცდარმის მომზ ადება
საქართველოში დემოკრატ იული წყობილების დამხობისა და
ოკუპაციისათვის . სოხუმის საოლქო კომიტ ეტ ის აქტ იური წევრები და
ორგანიზ ატ ორები იყვნენ : სევერიან კუხალეიშვილი , ნიკოლოზ სვანიძე ,
ივანე ვიგრიანოვი , ჰანს ლემბერგი (ფსევდონიმით „Гегель“) და სხვები .
სევერიან კუხალეიშვილი , რომელიც რუსეთში გაქცევის შემდეგ
სამოქალაქო ომში მონაწილეობდა და ვლადიკავკაზ ის ჩეკას კომენდანტ ი
იყო, საქართველოში 1919 წლის გაზ აფხულზ ე დაბრუნდა ყაზ ბეგის გავლით ,
როდესაც რუსეთის მოხალისეთა არმიამ ჩრდილოეთ კავკასია დაიკავა და
თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გაანადგურა . დოკუმენტ ური წყაროები
ადასტ ურებენ , რომ დარიალის გზ ით შემოსულ , განიარაღებულ რუსეთის
სამოქალაქო ომის ორივე მხარის მონაწილეებს ქართული კონტ რდაზ ვერვა
გულდასმით ამოწმებდა , მაგრამ სევერიან კუხალეიშვილი მაინც
დაუბრკოლებლად აღმოჩნდა სოხუმში . ეს კიდევ უფრო ამყარებს
ზ ოგიერთი მკვლევრის მოსაზ რებას , რომ სევერიან კუხალეიშვილი
202 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #523. ოფიციალური განცხადებები რუსეთის
კომუნისტური (ბ) პარტიის სოხუმის, თბილისის და ბათუმის კომიტეტების რევოლუციური მუშაობის
შესახებ.

85
ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდა .203 საინტ ერესოა
ასევე ჰანს ლემბერგის პერსონა , რომელიც მოსკოვიდან იყო მოვლენილი
და საბჭოთა რუსეთის დაზ ვერვას მნიშვნელოვან მოხსენებებს
204
უმზ ადებდა .

დასახული მიზ ნის განსახორციელებლად ბოლშევიკებმა სოხუმის საოლქო


კომიტ ეტ თან ერთად მოაწყვეს გაგრის სამაზ რო რევოლუციური კომიტ ეტ ი
და სხვა წვრილი ორგანიზ აციები სხვადასხვა მხარეებში 205. გაგრის სამაზ რო
რევკომს დავალებული ჰქონდა გაგრის ფრონტ ზ ე მდგარი ქართული ჯ არის
ნაწილებში ბოლშევიკური აგიტ აცია , მათი დეზ ორგანიზ აცია და დაშლა .
თუმცა 1920 წელს შექმნილი აფხაზ ეთის კომისარიატ ის განსაკუთრებული
რაზ მი (უშიშროების სამსახური ), რომელსაც თარასხან დიმიტ რის ძე ეშბა
ხელმძღვანელობდა , გაგრის სამხედრო კონტ რდაზ ვერვის ზ ონა , სადაც
მუდმივ კონტ რდაზ ვერვით ოპერაციებს ატ არებდა სამხედრო სამინისტ როს
დამზ ვერავი ნაწილის კონტ რდაზ ვერვის განყოფილება და სახალხო
გვარდიის კონტ რდაზ ვერვა , კარგად იყვნენ ინფორმირებული აფხაზ ეთის
ბოლშევიკების ქმედებების შესახებ .

1920 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან განსაკუთრებულმა რაზმმა სოხუმში


ბოლშევიკების დაპატ იმრება დაიწყო : 16 ივნისს დააპატ იმრეს რუსეთის
კომუნისტ ური პარტ იის სოხუმის საოლქო კომიტ ეტ ის წევრი , კონსტ ანტ ინე
მაკაროვი , 21 ივნისს სოხუმში დააპატ იმრეს საოლქო კომიტ ეტ ის წევრები :
სევერიან კუხალეიშვილი , ნიკოლოზ სვანიძე , ივანე ვიგრიანოვი , ივანე
პეტ როვი და ჰანს ლემბერგი . კუხალეიშვილის სახლში საბრძოლო იარაღი ,
დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და ბიკფორდის ზ ონარები
აღმოაჩინეს . მასვე აღმოაჩნდა სოხუმის სამხედრო რუკა და არალეგალური
ბოლშევიკური ლიტ ერატ ურა . ამავე დროს დააპატ იმრეს ისაკ ჟ ვანია და
აფხაზ ეთის ახალგაზ რდა კომუნისტ თა ორგანიზ აცია „სპარტ აკის “ მეთაური ,
ნიკოლოზ ბოკუჩავა , რომლებიც სამურზ აყანოში იყვნენ გაგზ ავნილი
სამუშაოდ .

ამავე დროს ფოთში დააპატ იმრეს ჯ არისკაცი ვარლამ კილაძე , რომელიც


ფოთის ბოლშევიკური იატ აკქვეშა ორგანიზ აციის ლიდერი იყო და კავშირი
ჰქონდა გაგრის სამაზრო რევკომთან. კილაძე სპეციალური მისიით იყო შესული

203 ნიკო თავდგირიძე, ბოლშევიკური თესლები, საქართველო (გაზეთი) #131, 26.06.1919 წერლი.
204 საქართველოს შსს აკადემიის არქივი, მე-2 განყოფილება (ყოფილი საქართველოს
კომუნისტური პარტიის არქივი) ფონდი #8, ანაწერი #3, საქმე #987. სევერიან კუხალეიშვილის
პირადი არქივი.
205 სეა, სცსსა, ფონდი #1863, ანაწერი #1, საქმე #522.

86
სამხედრო სამსახურში , რათა უკეთ ეწარმოებინა არალეგალური
საქმიანობა სამხედრო ნაწილებში - იგი ფირცხალაიშვილის ყალბი
საბუთებით სარგებლობდა , რომელიც ყუბანის ოლქში იყო დამზ ადებული 206.
თუმცა , ყველაზ ე მნიშვნელოვანი მაინც გუდაუთის კომიტ ეტ ის მეთაურის ,
ცნობილი ბოლშევიკის, ყოფილი მღვდლის - ვასილ აგირბას დაპატიმრება
იყო. დაპატ იმრებულ აგირბას ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტ ი
აღმოაჩნდა . მას მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა დაკისრებული - უნდა
მოეგროვებინა მებრძოლების ძირითადი მასა , რომელსაც აჯ ანყების
დაწყებისას ზ ურგში უნდა დაერტ ყა გაგრის ფრონტ ზ ე განლაგებული
ქართული სამხედრო დანაყოფებისთვის . მისი საბრძოლო რაზ მები
გუდაუთის აფხაზ ური სოფლების მცხოვრებთაგან შედგებოდა , აგრბას
დაპატ იმრებისას ამოღებულ მასალებში ჩანდა , რომ მას მუშაობა ჰქონდა
გაჩაღებული 8 სასოფლო საზ ოგადოების ბოლშევიკურ კომიტ ეტ ებთან ,
რომელთაც 14 საბრძოლო რაზ მი ჰყავდათ და სრული შემადგენლობა კი 560
მებრძოლს ითვლიდა . მათი ნაწილი უკვე შეიარაღებული იყო , დანარჩენ
იარაღს აგრბა გაგრის კომიტ ეტ ისგან ელოდა . აგრბას აღმოუჩინეს 10 ცალ -
ცალკე აღრიცხული სია, სადაც მებრძოლი რაზმების რაოდენობა და ყველა
მებრძოლის სახელები და გვარები იყო აღრიცხული :

I. ლიხნში 70 კაცი, მათ შორის 40 ვინტოვკიანი. სოფელ დურფშახში - 30 კაცი, მათგან


10 შეიარაღებული. ახტოძახში - 50 კაცი, მათგან 30 შეიარაღებული. აცახში - 30, მათგან 15
შეიარაღებული, აბგარხუკში - 70, მათგან 30 შეიარაღებული.
II. ჯირხვას საზოგადოება - 21 მებრძოლი.
III. კალდახვარას კომიტეტის წევრები: ჩაგუ აშხარავა, მახტი ბენია და კონჯარია იყვნენ
30 მებრძოლით.
IV. ოთხარის საბრძოლო ჯგუფის 49 წევრი.
V. 93 მებრძოლი.
VI. კალდახვარის კომიტეტის წევრები 15 კაციანი რაზმით. ამავე სიაში იყო რამდენიმე
სასოფლო კომიტეტის სიები; მუგუძირხვას, ოთხარის, ჯირხვას, კალდახვარის, ბარმიშის
და ზვანდრიფშის. თითოეული კომიტეტი 3 კაცისგან შედგებოდა.
VII. ბარლუშახის კომიტეტი, რომლსაც 28 მებრძოლი ჰყავდა.
VIII. კალდახვარის კომიტეტის დამატება, რომელშიც 20 გვარი იყო მონიშნული.
IX. ჯირხვას დამატება 22 გვარით.
X. მუგუძირხვას დამატება 41 გვარით.

206 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #497. თბილისის სასამართლო პალატის
პროკურორის მიმოწერა იუსტიციის მინისტრთან და სოხუმის ოლქის სასამართლო პროკუროთან ,
დაკითხვის ოქმები და საბუთები კომუნისტური პარტიის წევრების შესახებ.

87
სიებში რომელი გვარის გასწვრივაც დასმული იყო ციფრი 1, ნიშნავდა
შეიარაღებულს207.

კონტ რდაზ ვერვას ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც კალდახვარიდან


საბჭოთა რუსეთში სამაზ რო კომიტ ეტ ის თავმჯ დომარე ჩაგუ აშხარავას
გაგზ ავნა 7 ივნისს , რომელსაც აფხაზ ი ხალხის „რევოლუციური “ განწყობები
უნდა მოეხსენებინა ამხანაგებისათვის . ქართული სპეცსამსახურისათვის
ისიც ცნობილი იყო , რომ ეკატ ერინოდარში მუშათა და გლეხთა ყრილობაზ ე
გამოვიდა „აფხაზ ეთის წარმომადგენელი “, ნესტ ორ ლაკობა და განაცხადა -
„საქართველოს და აფხაზ ეთს ერთმანეთში ნუღარ აურევთ , რადგან
აფხაზ ეთს სურს საბჭოთა რუსეთს შეუერთდესო “. ყრილობის ანგარიში
გაზ ეთ Заря красного Черномория-ში დაიბეჭდა .

ვასილ აგირბას გაჩხრეკისას აღმოუჩინეს 9 ივნისს მიღებული ძალზე


საყურადღებო წერილი , რომელსაც მას გაგრის სამაზ რო რევოლუციური
კომიტ ეტ ის თავმჯ დომარე სწერდა :

„ამხანაგო აგრბა, ვწუხვარ რომ უშედეგოდ დავკარგე ძვირფასი დრო, ვეცდები 14 ივნისს
მივიდე კონჯარიასთან, ამ დროისთვის სასურველია დაწვრილებით გამოკვლევა ;
გუდაუთის სამაზრო კომიტეტს რა საშუალებები აქვს, ცნობაში უნდა მოვიყვანოთ მხოლოდ
სამხედრო ძალების რაოდენობა, რამდენი იარაღი აქვს რეალურ ძალას , ვინ არის
დანიშნული სამაზრო მებრძოლი რაზმების უფროსად, აგრეთვე სასოფლო რაზმების
უფროსები, გაგრის მაზრის მდგომარეობას გაიგებთ ჩემთან შეხვედრისას ანდა
წერილიდან, რომელსაც დავტოვებ კონჯარიასთან, კავშირი გვაქვს საბჭოთა რუსეთის
სამხედრო უფროსებთან სოჩაში, ამ დღეებში თქვენთან მოვა „კავშირი “ სოჩიდან , ამხანაგი
ამჟამად სოხუმშია, სასურველია დაწვრილებით ვიცოდეთ გუდაუთის სამაზრო კომიტეტის
შესახებ, სად არის ქუჩუმოვი, გიტოვებ გაზეთებს.

გაგრის სამაზრო კომიტეტის წევრი ნიკო ვერდი.

9 ივნისი 1920 წელი.”208

ეს წერილი კიდევ ერთი დასტ ური იყო , რომ გაგრის , გუდაუთისა და


აფხაზ ეთში მოქმედ სხვა კომიტ ეტ ებს კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან და
აგრეთვე , დაკავშირებული იყვნენ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალებთან .
ბოლშევიკური არალეგალური ძალები , რომელთა მეთაურებიც ძირითადად
ქართველი , რუსი და სხვა ეროვნების წევრებისგან შედგებოდა და

207 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #497.


208 სსეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #497.

88
პირდაპირ საბჭოთა რუსეთიდან იღებდნენ ინსტ რუქციებს , აქტ იურად
ემზ ადებოდნენ აჯ ანყებისთვის , მაგრამ მთავარი კომიტ ეტ ის წევრების
დაპატ იმრებამ მათი გეგმები ჩაშალა . საქმის ძიება სოხუმის საოლქო
პროკურატ ურის პროკურორმა დიმიტ რი ჩხატ არაშვილმა და მისმა
თანაშემწე პროკურორმა სულთანოვმა დაიწყეს , სამხედრო გამოძიებას
ლეიტ ენანტ ი კანდელაკი უძღვებოდა 209.

ბოლშევიკური იატ აკქვეშეთისთვის გაგრის რაიონი განსაკუთრებულ


ყურადღებას იქცევდა , რადგან იქ იდგა რესპუბლიკის შეიარაღებული
ძალები და მისი დაშლა -დეზ ორგანიზ ება პირველი რიგის ამოცანად
ჰქონდათ დასმული, რაშიც ტრადიციულად კარგად იყვნენ გამოცდილნი
ჯ ერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან .

გაგრის სამაზ რო რევკომს , რომელსაც ახალგაზ რდა ბოლშევიკი , ნიკოლოზ


ვოლკოვი მეთაურობდა, განსაკუთრებული მისია ჰქონდა - იგი ამყარებდა
კავშირს როგორც სოხუმის საოლქო კომიტ ეტ თან , ასევე გუდაუთისა და
სამურზ აყანოს რაიონის კომიტ ეტ ებთან , იგი იყო მთავარი მეკავშირე სოჭში
განლაგებული წითელი არმიის შტ აბისა და რუსეთის კომუნისტ ური პარტ იის
ყუბანის სამხარეო კომიტ ეტ ისა , რომელთათვისაც უნდა გადაეცა
მოპოვებული ინფორმაცია და მიეღო სამოქმედო ინსტ რუქციები . მასვე
უნდა შეეძინა საბრძოლო მასალები , მოეწყო დამრტ ყმელი საბრძოლო
ჯ გუფები , შემოეკრიბა ახალი წევრები და კავშირი დაემყარებინა ქართველ
ჯ არისკაცებთან . სწორედ ვოლკოვის ფსევდონიმი იყო „ნიკო ვერდი “,
რომლითაც იგი ხელს აწერდა სხვადასხვა საბუთებს და გაგრის რევკომის
მიერ გაცემულ მანდატ ებს . ვოლკოვი , როგორც გამოცდილი მზ ვერავი ,
ხშირად ყალბ საბუთებსაც იყენებდა ; სოხუმთან კავშირისთვის იგი
ვიგრიანოვის საბუთებით სარგებლობდა, რაც მიღებული პრაქტიკა იყო
ბოლშევიკურ იატ აკქვეშეთში . ვოლკოვი მალავდა ბათუმის ბოლშევიკური
ორგანიზ აციის ორ გამოქცეულ ტ ერორისტ ს . ის მიხვდა , რომ
შავიზღვისპირეთის იატაკქვეშა ჯგუფების მიყოლებით ჩავარდნა კარგს
არაფერს უქადდა და გაგრის სასწრაფოდ დატ ოვება გადაწყვიტ ა .
შეგროვილი ინფორმაციით, არალეგალური სამუშაოსთვის ცენტრიდან
მიღებული ფულით და სამი თანამგზ ავრით ვოლკოვი სასაზ ღვრო ზ ონას
მიადგა , თუმცა საზ ღვარზ ე სამივე დააკავეს , ხოლო ვოლკოვმა გაქცევა და
საზ ღვრის გადაკვეთა მოასწრო .

209 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #497.

89
სანაპირო ჯ არების შტ აბის უფროსი , მაიორი მოსე გობრონიძე 1920 წლის 30
ივნისს თავის მოხსენებაში წერდა :

„აგენტურული ცნობებით მე გავიგე, რომ ვინმე ოთხი კერძო პირი, რომლებიც ევროპულ
ტანსაცმელში არიან გამოწყობილი, 25 ივნისს გავიდნენ გაგრიდან და მიდიან ყუბანში
საიდუმლო დავალებით და თან მიაქვთ მრავალი საბუთები, ის გზები, რომლითაც
შეეძლოთ მათ გადასვლა ჩემი აგენტების მიერ თვალყურის დევნების ქვეშ იყვნენ . ჩემ
მიერ გაგზავნილი (გვარდიის კონტრდაზვერვის) უფროსი გ. თავს წააწყტა ამ ოთხ კაცს და
შეიპყრო ისინი შემდეგ პირობებში; მთებში მათ გზა დაბნეოდათ და მიემართათ
მწყემსისთვის, რომ მას ეჩვენებინა მათთვის გასავალი გზა, მწყემსი ჩემი აგენტი იყო ,
მწყემსმა ისინი მოიყვანა იმ ადგილზე, სადაც სიმაღლე 1140 /რუკა 2 ვერსის/ ჩვენი
ჯარების წყება დგას და გადაეცა მეორე რაზმის ლეიტენანტ ცინცაძისთვის. მათ ამოეღოთ
საშვები, რომელსაც ვითომდა შტაბის ბეჭედი ქონდეს დარტყმული და ჩემი
ხელმოწერილი ყოფილიყო, ეჩვენებინათ ლეიტენანტ ცინცაძისთვის და განუცხადებიათ ,
რომ ისინი შტაბის უფროსისგან გაშვებული არიან საიდუმლო დავალებით, მათ
ლეიტენანტ ცინცაძისთვის ეთხოვნათ, გაეშვა ისინი მეორე რაზმის მეცხრე გუნდში , სადაც
ყოლებოდათ მათ ნათესავი ჯარისკაცები. ცინცაძეს ნება დაერთო მათთვის და
გაეყოლებინა ერთი ჯარისკაცი, მაგრამ როდესაც დაღამდა, ისინი დარჩნენ ტყეში ღამის
გასათევად და ჯარისკაცი წასულიყო გუნდში, მეორე დღეს ჩემი გაგზავნილი აგენტი გ .
შეხვდა ჯარისკაცს, რომელმაც უამბო ყველაფერი მას და გ.-მ ჯარისკაცთან ერთად
შეიპყრო ზემოხსენებული პირნი. შეიპყრო სამი კაცი, ხოლო მეოთხე, რომელიც ტომით
რუსი იყო, მოასწრო გაქცევა. მათ აღმოაჩნდათ შვიდი სამხედრო რუკა, ერთ მათგანზე
ჩვენი ჯარების პოზიციები არის დანიშნული. ორ მათგანს, სურგულაძეს და ჯიბლაძეს,
აღმოაჩნდათ ორ-ორი მანდატები, ერთი ბათუმის და ერთი გაგრის ორგანიზაციებიდან ,
რომლიდანაც ჩანს, რომ ჯიბლაძე არის ინსტრუქტორი სამხედრო კომიტეტისა და
სურგულაძე კი წევრი ამავე კომიტეტისა. მესამე პირი აღმოჩნდა მეორე რაზმის ჯარისკაცი
კალანდარიშვილი, რომელიც გადაეცა მეორე რაზმის უფროსს გასასამართლებლად ,
როგორც დეზერტირი. მათ აღმოაჩნდათ ერთი საბუთი, რომელიც საყურადღებოა ,
მანდატი რომლითაც აკაკი სურგულაძეს ევალება გასწიოს მოლაპარაკება გაგრის
კომუნისტთა პარტიის სახელით ყუბანის რევკომთან მომავალი მუშაობისთვის გაგრის
ფრონტზე. მათ აღმოაჩნდათ აგრეთვე რამოდენიმე წერილი და ქაღალდები სხვადასხვა
წარწერებით”210

დაპატ იმრებულებიდან ორნი : ბათუმის ბოლშევიკური კომიტ ეტ ის წევრები ,


გერმანე ჯ იბლაძე და აკაკი სურგულაძე უკვე საიდუმლოდ იძებნებოდნენ
კინტ რიშის სარკინიგზ ო ხიდის აფეთქების გამო . ეს ხიდი ააფეთქეს , რათა
ქართული შეიარაღებული ძალების ბათუმისკენ წინსვლა შეეფერხებინათ .
აკაკი სურგულაძემ კი ბათუმში მოხალისეთა არმიის წარმომადგენელი ,
გენერალი ლიახოვი მოკლა . საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის
შსს სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა, პლატონ ფაჩულიამ მათზე
210 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #497.

90
ადრევე შეაგროვა ცნობები და ყველა მაზ რის მილიციის კომისრებს
დაუგზ ავნა მათი ვინაობა .

სურგულაძე და ჯ იბლაძე პირველივე დაკითხვაზ ე გამოტ ყდნენ , რომ მათ


ააფეთქეს კინტ რიშის ხიდი ბათუმელი ბოლშევიკის , ნიკოლოზ
ანასტ ასიადის სახელოსნოში დამზ ადებული ბომბებით და ნამდვილად
სურგულაძემ მოკლა გენერალი ლიახოვი . სურგულაძეს და ჯ იბლაძეს
აღმოაჩნდათ 75000 მანეთი ე .წ „კერენკები “, ციფრებით შედგენილი , რუსულ
ანბანს მორგებული შიფრი , გაგრის რაიონის ფრონტ ის , სოხუმის ოლქისა და
მეზ ობელი რაიონების ექვსი „ხუთვერსტ იანი “ რუკა . გაგრის რაიონის
რუკაზ ე ქიმიური ფანქრით აღნიშნული ორი ადგილი მდინარე ფხისტ ას და
მაღლობ ახახარის შუა , აგრეთვე ნაჩვენები იყო მაღლობები : 1428 - მდინარე
ფსოუს მახლობლად , გადასასვლელი მდინარე ლონსტ აზ ე და მაღლობი
1411, მთა შახანი , მდინარე მეხადირზ ე გადასასვლელი და ათი პუნქტ ი
მდინარე მეხადირსა და მთა შახანს შორის . გარდა სხვა საბუთებისა , მათ
აღმოაჩნდათ ხუთი მანდატ ი . ორი მათგანი ეკუთვნოდა სურგულაძეს და
ჯ იბლაძეს და გაცემული იყო ბათუმში 17 და 19 მაისის ბათუმის
ორგანიზ აციის მიერ. მანდატ ებში აღნიშნული იყო , რომ ისინი , „დაწყებული
საქმის ჩაშლის გამო , იძულებულნი არიან დატ ოვონ ბათუმი და გადავიდნენ
საბჭოთა რუსეთის ნავსადგურებში “. როგორც მოგვიანებით გერმანე
ჯ იბლაძე წერდა , მათი მუშაობა ბათუმში შეუძლებელი გახდა , რადგან
ტერორისტული აქტების განხორციელების შემდეგ მათ კვალზე მალე
გავიდნენ ინგლისის სამხედრო პოლიცია და საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის საკონსულოში მოქმედი ქართული
კონტ რდაზ ვერვა . ამიტ ომ დატ ოვეს ბათუმი და გაგრაში წავიდნენ . ჯ იბლაძე
წერდა, რომ ისინი გასცა გემის მექანიკოსმა დანელიამ, რომელიც
ქართული კონტ რდაზ ვერვის აგენტ ი აღმოჩნდა 211. დანარჩენი 2 მანდატ ი
გაცემული იყო გაგრის სამაზ რო კომიტ ეტ ის მიერ 13 ივნისს იმავე
სურგულაძისა და ჯ იბლაძის სახელზ ე , საიდანაც ირკვეოდა , რომ
სურგულაძე წევრი იყო გაგრის მაზ რის სამხედრო კომიტ ეტ ისა და ჯ იბლაძე
კი - ინსტ რუქტ ორი იმავე კომიტ ეტ ისა . მეხუთე მანდატ ი ეკუთვნოდათ
სურგულაძეს და ვოლკოვს , საიდანაც ჩანდა , რომ 19 ივნისის
დადგენილებით ისინი იგზ ავნებოდნენ ყუბანის რევოლუციურ კომიტ ეტ თან
გაგრის ფრონტ ზ ე მომავალი მუშაობის შესათანხმებლად .

211 საქართველოს შსს აკადემიის არქივი, (II)ფონდი #14, ანაწერი #5 (პარტიული აღწერის
მასალები), გერმანე ათანასეს ძე ჯიბლაძის პირადი საქმე.

91
მესამე დაკავებულმა , მეორე რაზ მის გადამწერმა , ლევან
კალანდარიშვილმა აღიარა , რომ ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა და
საბჭოთა რუსეთში მიდიოდა „საბჭოთა ცხოვრების გასაცნობად “, მაგრამ
სამხედრო ნაწილიდან დოკუმენტ ები არ გაუტ აცია და ნაწილში
ბოლშევიკურ აგიტ აციას არ ეწეოდა , თუმცა სახალხო გვარდიის სანაპირო
რაზ მის კონტ რდაზ ვერვის უფროსი გეგეჭკორი ეჭვობდა , რომ
212
კალანდარიშვილმა საბუთების განადგურება მოასწრო .

1920 წლის 17 აგვისტოს თარასხან ეშბა და მისი თანამშრომლები სახალხო


მილიციის ჯ გუფთან ერთად სოხუმის პორტ ში გემს ელოდნენ . აფხაზ ეთის
კომისარიატ ის განსაკუთრებულმა რაზ მმა საბჭოთა რუსეთიდან სანდო
ცნობა მიიღო, რომ გადაწყვეტილი იყო სოხუმის ციხეში მყოფი, სოხუმის
საოლქო და გაგრის კომიტ ეტ ის მეთაური ბოლშევიკების ციხიდან გაქცევის
მოწყობა , რისთვისაც რუსეთიდან რამდენიმე პირი მოდიოდა დიდძალი
ფულით . მალე პორტ ში შემოსულ პატ არა გემ „ესტ ონიაზ ე “
განსაკუთრებული რაზ მის თანამშრომლები და სახალხო მილიციელები
ავიდნენ და გემზ ე მყოფი 17 მგზ ავრი დააკავეს . გემის გაჩხრეკისას მასზ ე
აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით საბჭოთა პროპაგანდისტ ული
ლიტ ერატ ურა . მგზ ავრების ჩხრეკისას ორი მათგანი იძულებული გახდა
ეღიარებინა , რომ ისინი საბჭოთა რუსეთის ოფიციალური
წარმომადგენლები არიან. ერთმა, ვლადიმერ საზონოვმა განაცხადა, რომ
ის საქართველოში მყოფი საბჭოთა საელჩოსა და ტ უაფსეს რევკომის
რწმუნებული იყო და შავიზ ღვისპირეთიდან საბჭოთა რუსეთის
მოქალაქეების ევაკუაცია ჰქონდა დავალებული . მეორე დაკავებულმა
თქვა , რომ საზ ონოვის თანაშემწე , ივანე კუცენკო იყო . მათვე აღმოუჩინეს
მეფის რუსეთის დროინდელი 200 000 მანეთი . საზ ონოვს თან ჰქონდა
საქართველოში საბჭოთა წარმომადგენლის მრჩევლის , სერგო ქავთარაძის
ხელმოწერილი მოწმობა N349, ასევე მას უნახეს სამხრეთის ფრონტ ის
სამხედრო საველე შტ აბის მოწმობა , სოხუმის ციხის პატ იმრის მოწმობა
(როგორც აღმოჩნდა , ის 1918 წლის ბოლშევიკურ აჯ ანყებაში მონაწილეობდა
და სოხუმის ციხეშიც მჯ დარა ), СОК-ის 1919 წლის მანდატ ი და სხვა საბუთები .

გამომძიებლებმა კუცენკოსგან ამოღებულ საბუთებში და უბის წიგნაკში


შეამჩნიეს, რომ მისი ხელწერა ძალიან ჰგავდა ვასილ აგირბასთან ნაპოვნ
წერილში „ნიკო ვერდის“, სურგულაძისა და ჯიბლაძის მანდატების
ხელწერას , რადგან გამომძიებლებმა უკვე იცოდნენ რომ „ნიკო ვერდი “
ნიკოლოზ ვოლკოვის ფსევდონიმი იყო , მათ ეჭვი გაუჩნდათ რომ კუცენკო

212 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #497.

92
სინამდვილეში ნიკოლოზ ვოლკოვი იყო , თუმცა პატ იმარი ამას უარყოფდა .
კუცენკო აჩვენეს აფხაზ ეთის შინაგან საქმეთა მინისტ რს , მიხეილ უბირიას ,
რომელიც იცნობდა ვოლკოვს და მან დაადასტ ურა რომ კუცენკო
სინამდვილეში ნიკოლოზ ვოლკოვი იყო 213.

მიუხედავად იმისა , რომ 1920 წლის ზ აფხულში აფხაზ ეთის ბოლშევიკური


იატ აკქვეშეთის ყველა ლიდერი დაპატ იმრებული იყო , ზ ოგიერთ
ადგილებში ცალკეული გამოსვლები ოქტ ომბერში მაინც მოხდა . ამავე
დროს დააკავეს ჯ გუფი , რომელსაც მიზ ნად ჰქონდა ნიკოლოზ ვოლკოვის
ციხიდან გაქცევის მოწყობა. თუმცა, სამთავრობო ძალებს, რომლებიც
სიტ უაციას უკვე სრულად აკონტ როლებდნენ , აღარ გასჭირვებიათ მათი
განეიტ რალება 214.

საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს ოკუპაცია 1921 წელს;


აფხაზეთის ავტონომიის რეალობა რუსეთ-საქართველოს ომში

ჯ ერ საბჭოთა კავშირის , შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის პერსპექტ ივიდან


და ოკუპირებულ აფხაზ ეთში დღეს გაბატ ონებული ნარატ ივის თანახმად ,
1921 წლის მარტში აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება
ერთმნიშვნელოვნად პოზ იტ იური მოვლენად არის წარმოჩენილი , რომელიც
„სახალხო აჯ ანყების “ გზ ით მოხდა . ამავე ნარატ ივით , „წითელარმიელები “
( არა მთლიანად წითელი არმია , არამედ მისი ცალკეული
წარმომადგენლები) ამ პროცესში ერთგვარ დამხმარე, არაგადამწყვეტ
როლს თამაშობენ .

საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზ ე კომუნისტ ური პროპაგანდა


ამტ კიცებდა , რომ საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის
„გასაბჭოება “ სწორედ ამდაგვარი აჯ ანყების შედეგად მოხდა , რომელსაც
წითელმა არმიამ მხოლოდ „ძმური“ დახმარება აღმოუჩინა.

საბჭოთა პროპაგანდის მიერ შეთხზ ული ტ ერმინის , „გასაბჭოების “ შექმნის


მიზ ანი საქართველოს დემოკრატ იულ რესპუბლიკაში სამხედრო

213 სეა, სცსსა, ფონდი #1938, ანაწერი #1, საქმე #784. ბოლშევიკების შეპყრობა გემ “ესტონიაზე”
214 იუსტიციის სამინისტროში, ერთობა (გაზეთი) #226, 06.10.1920 წელი.

93
ინტ ერვენციის სამართლებრივი ბუნდოვანების მიღწევა იყო , ასევე იმ
აზ რის დამკვიდრება , თითქოს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება ,
პირველ რიგში , ადგილობრივი მოსახლეობის სურვილისა და ძალისხმევის
შედეგად მოხდა.

მრავალი დოკუმენტ ური წყარო , მათ შორის მე -9 და მე -11 წითელი არმიების


შტაბების ოფიციალური დოკუმენტები, ისევე, როგორც აფხაზეთში და
საბჭოთა რუსეთის მოქმედი კომუნისტ ური ორგანიზ აციების ცნობები ,
დეტ ალურად აჩვენებს არა მხოლოდ იმას , რომ აფხაზ ეთში არანაირი
აჯ ანყება არ მომხდარა არამედ იმასაც , რომ ადგილობრივ კომუნისტ ებს
საქართველოს დემოკრატ იული რესპუბლიკის ამ ნაწილის ოკუპაციაში
არანაირი როლი არ უთამაშიათ . აფხაზ ეთის საბჭოთა რუსეთის მიერ
ოკუპაცია მოხდა საქართველო -რუსეთის 1921 წლის ომის კონტ ექსტ ში ,
საბრძოლო მოქმედებების შედეგად , სადაც აქტ ორები იყვნენ მე -9 წითელი
არმია და საქართველოს შეიარაღებული ძალები .

1921 წლის საქართველო-რუსეთის ომის აფხაზეთის ტერიტორიაზე


განვითარებული საბრძოლო მოქმედებები საკმაოდ დეტ ალურადაა
დოკუმენტ ირებული . დეტ ალურადაა ცნობილი მე -9 წითელი არმიის ის
ნაწილები , რომლებიც დიმიტ რი ჟ ლობას სარდლობით შემოიჭრნენ
აფხაზ ეთში 19 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მხრიდან : 31-ე მსროლელი
დივიზ ია , რომელიც შედგებოდა 91-ე , 92-ე და 93-ე ბრიგადებისგან , ერთი
საკავალერიო პოლკი , 48-ე ჯ ავშან -ნაწილი და მე -9 არმიის სამხედრო
ავიაცია . მე -9 არმიის დოკუმენტ ების თანახმად , 1920 წლის
შემოდგომისთვის ამ დივიზიის საბრძოლო შემადგენლობა, საკავალერიო
პოლკის ჩათვლით , შეადგენდა 8,500 ადამიანს . ჯ ავშან -ნაწილებისა და
ავიაციის ჩათვლით , მდინარე ფსოუდან საქართველოს დემოკრატ იულ
რესპუბლიკაში შემოჭრილ წითელარმიელთა რაოდენობა შეადგენდა 9,000
ადამიანს . ამავე დროს , არ არსებობს არანაირი ცნობები რაიმე
ხელშესახები ადგილობრივი ბოლშევიკების ამ ომში მონაწილეობის
შესახებ და, შესაბამისად, საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის
დამყარებაში .

მეტ იც , აფხაზ ეთის რევოლუციური კომიტ ეტ ი (რევკომი ), რომელსაც


ათწლეულების განმავლობაში პროპაგანდა „მენშევიკური ჩაგვრის “
წინააღმდეგ ბრძოლის მედროშედ წარმოაჩენდა, მხოლოდ 17 თებერვალს
ჩამოყალიბდა, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიულ
რესპუბლიკაზ ე თავდასხმის დაწყებიდან 6 დღის შემდეგ , როცა ბრძოლები
უკვე თბილისთან მიდიოდა . ამავე დროს , აფხაზ ეთის რევკომი

94
ჩამოყალიბდა არა საკუთრივ აფხაზეთში არამედ საბჭოთა რუსეთის
ტერიტორიაზე, სოჭში. ის ჩამოყალიბდა მე-9 არმიისა და რუსეთის
კომპარტ იის კავბიუროს განკარგულებით . ამასთან , რევკომის არცერთი
ლიდერი მისი ჩამოყალიბების მომენტ ში არ იმყოფებოდა არათუ
აფხაზ ეთში , საკუთრივ სოჭშიც კი .215 ნიკოლოზ აკირტ ავა ამ მომენტ ში
ბაქოში იყო, ეფრემ ეშბა და ნესტ ორ ლაკობა კი - თურქეთში . ისინი
აფხაზ ეთში მე -9 წითელი არმიის მიერ სოხუმის აღებიდან ორ დღეში , 6
მარტ ს ჩამოვიდნენ . მათ აფხაზ ეთის ოკუპაციაში რეალურად არანაირი
როლი არ უთამაშიათ . მეტ იც , მათი საქართველო -რუსეთის ომის
გადამწყვეტ ეტ აპზ ე საზ ღვარგარეთ ყოფნა იმაზ ე მიუთითებს , რომ
აფხაზ ეთის კომუნისტ ური ორგანიზ აციის ლიდერებს (მათი ეთნიკური
წარმომავლობის მიუხედავად) თავად საბჭოთა რუსეთი და კომუნისტური
პარტ ია არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა აფხაზ ეთში „საბჭოთა
ხელისუფლების დამყარების “ კონტ ექსტ ში . წინააღმდეგ შემთხვევაში ,
ხელმძღვანელობა უზ რუნველყოფდა დიდი ხნით ადრე დაგეგმილი
სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტ ში მათ ფრონტ ის ხაზ ზ ე ყოფნას
მაინც . საბჭოთა ხელმძღვანელობას ეს არ გაუკეთებია . არანაირი ცნობა არ
არსებობს , რომ მსგავსი განზ რახვა არსებობდა და მის განხორციელებას
რაიმე ობიექტ ურმა გარემოებებმა ხელი შეუშალა . მეტ იც , 4 მარტ ს სოხუმის
ოკუპირებისას აფხაზ ეთში „საბჭოთა ხელისუფლება “ ქართველმა
216
ბოლშევიკმა , ისაკ ჟ ვანიამ გამოაცხადა .

ამავე დროს , აფხაზ ეთში მოქმედი ბოლშევიკური ორგანიზ აციის ერთ -ერთი
საკვანძო ლიდერი , სევერიან კუხალეიშვილი 1920 წლის ზ აფხულში
აფხაზ ეთში ბოლშევიკური ქსელის პრაქტ იკულად მთლიანად
დაპატ იმრების შემდეგ ქართულ ციხეში იჯ და . ბოლშევიკურ ორგანიზ აციაში
კუხალეიშვილის წონაზ ე მეტ ყველებს ის ფაქტ ი , რომ საქართველოს
საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ ის ახლად ოკუპირებული აფხაზ ეთის
ჩეკას (АбЧК) უფროსად დაინიშნა და ამ საკვანძო თანამდებობაზე
რამდენიმე წელი მუშაობდა .

215 Станислав Лакоба, Абхазия после двух империй. XIX-XXI вв. სლავური კვლევების ცენტრი, ჰოკაიდოს
უნივერსიტეტი, საპპორო, 2004 წელი, გვ. 165
216 Исаак Жвания, Из воспоминаний о работе в Абхазий, К Историй революционого движения в Абхазий,
აფხაზეთის პოლიტგანათლების კრებული, სოხუმი, 1922 წელი, გვ 36.
საქართველოს შსს აკადემიის არქივი (II), ფონდი #93 (საქართველოს სსრ ძველი ბოლშევიკების
საზოგადოება), ანაწერი #1, საქმე #267, Жвания Исаак Еквтимович, Моя Краткая биография, გვ. 7

95
ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს შემთხვევაში , ადგილობრივი
რევკომის შექმნა მიზ ნად ისახავდა სამხედრო ინტ ერვენციის თუნდაც სუსტ
სამართლებრივ შეფუთვას და ლეგიტ იმურობის იმიტ აციას .217

აფხაზ ეთის შიგნით ერთადერთი ნომინალურად მოქმედი ერთეული ,


დროებითი არალეგალური რევკომი , ქართველმა ბოლშევიკმა , ისაკ
ჟვანიამ შექმნა 18 თებერვალს გუმისთის მაზრის სოფელ იაშთახვაში, რომელშიც
რუსეთიდან საქართველოში ცოტ ა ხნით ადრე ჩამოსული მარია
კარაგოდსკაია ,218 მიხეილ ცაგურია და ილია სვერდლოვი შეიყვანა .219 თუმცა
ვერანაირი სერიოზული მოქმედების განხორციელება ვერ შეძლო. თავად
საბჭოთა აფხაზ ი ისტ ორიკოსი , ძიძარია აღნიშნავს , რომ „მენშევიკების
სადამსჯ ელო რაზ მების მიერ ტ ერორიზ ირების “ გამო „დროებითი
არალეგალური რევკომის “ მოქმედება შებოჭილი იყო .220

ძიძარია ასევე აღნიშნავს , რომ მე -9 წითელი არმიის შემადგენლობაში


„მამაცურად იბრძოდნენ აფხაზ ი ხალხის მრავალი შვილი ; ხოლო
საზ ღვარზ ე , მდ . ფსოუს რაიონში მის [მე -9 წითელ არმიის ] რიგებს შეერწყა
აფხაზ ი აჯ ანყებულების რაზ მი “ ისე , რომ ამგვარი რაზ მის არსებობის , მისი
შემადგენლობის, რაოდენობის ან შეიარაღების, მითუმეტეს, საბრძოლო
მოქმედებებში განხორციელებული კონკრეტ ული ოპერაციების არანაირი
წყარო არ მოჰყავს. გარდა ამისა, ძიძარიას მტკიცებით, გაგრაში შეიქმნა 200-
კაციანი რაზ მი , თუმცა ამის დამადასტ ურებელი არანაირი ცნობა არ
მოჰყავს . საკუთრივ მე -9 არმიის დირექტ ივები და ბრძანებები , რომლებიც
დიდი ხანია ხელმისაწვდომი და გამოქვეყნებულია , ამგვარი რაზ მის ან მის
მიერ შესრულებული რაიმე საბრძოლო ამოცანის შესახებ არანაირ ცნობას
არ იძლევა .221 გარდა ამისა , ძიძარია ასევე მიუთითებს , რომ „გუმისთის
რევკომს “ ჰქონდა ქართული ჯ არის ზ ურგში 400-500 კაციანი მეგრელების ,
სომხების და რუსების რაზ მით დარტ ყმის მიყენების გეგმა , მაგრამ
გამოსვლა ვერ მოხერხდა 222.

217 მოგვიანებით ეს მოდელი საბჭოთა კავშირმა ფინეთის წინააღმდეგ 1939 წელს წამოწყებულ
ზამთრის ომში „ტერიოკის მთავრობის“ სახით გაიმეორა
218 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 347.
219საქართველოს შსს აკადემიის არქივი (II), ფონდი #93 (საქართველოს სსრ ძველი ბოლშევიკების
საზოგადოება), ანაწერი #1, საქმე #267, Жвания Исаак Еквтимович, Моя Краткая биография, გვ. 7
220 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 350.
221 Директивы Командования Фронтов Красной Армии (1917 — 1922 гг.) Сборник Документов в 4 Томах,
Том III (апрель 1920 г. — 1922 г.) Военное Издательство Министерства Обороны СССР, Москва, 1974
222 Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო",
თბილისი, 1963 წელი, გვ. 360.

96
ამრიგად , აფხაზ ეთის , ისევე როგორც მთელი დანარჩენი საქართველოს
საბჭოთა ტ ოტ ალიტ არული სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩენა
მოხდა 1921 წლის რუსეთ -საქართველოს ომის , საქართველოს
დემოკრატ იულ რესპუბლიკაზ ე საბჭოთა რუსეთის თავდასხმისა და
აგრესიული ომის შემდეგ ოკუპაციის შედეგად .

პასუხისმგებლობა სტალინის და ბერიას საბჭოურ პოლიტიკაზე

ოკუპირებულ აფხაზ ეთში მყარად დამკვიდრებული ნარატ ივის თანახმად ,


საბჭოთა მმართველობის პირველ ათწლეულებში საბჭოთა კავშირის
(კერძოდ კი იოსებ სტ ალინისა და ლავრენტ ი ბერიას მიერ ) გატ არებული
პოლიტ იკა წარმოადგენდა „ქართული შოვინიზ მის “ გამოვლინებას , რაზ ეც
პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება . ეს ნარატ ივი ,
უპირველესად , გულისხმობს აფხაზ ეთში ეთნიკური ქართველების
ჩასახლებას, რომელმაც, ამ მითოლოგიის მიხედვით ფუნდამენტურად
შეცვალა აფხაზეთის ეთნიკური კომპოზიცია, და, ასევე, საბჭოთა კავშირის
შემადგენლობაში აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის დაკნინებას -
საკავშირო რესპუბლიკიდან საქართველოს სსრ -ს ავტ ონომიური
რესპუბლიკის სტ ატ უსამდე .

თანამედროვე რუსული და აფხაზ ური ნაციონალიზ მის პერსპექტ ივიდან , ამ


ქმედებების (რაც „ბერიევშინას “ სახელითაა ცნობილი ) შედეგი 1993 წელს
ქართველების ეთნოწმენდამ „გამოასწორა “ და ეთნიკური ბალანსი
აღადგინა , რაც ლავრენტ ი ბერიასა და იოსებ სტ ალინის მიერ ქართული
შოვინიზმის სახელით იყო დარღვეული.

რეალურად , საქართველოს უახლესი ისტ ორიის ცენტ რალური სახელმწიფო


არქივისა და შსს აკადემიის არქივის მეორე განყოფილების (ყოფილი
პარტ ორგანოების არქივი ) დოკუმენტ ების ანალიზ ით 223 დგინდება , რომ 1938-
1954 წლებში აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორიაზე გეგმით 32,159 სული
“მოახალშენის ” ჩასახლება იყო დადგენილი . ყოველწლიურად გეგმის

223 სეა, სუიცსა, ფონდი #288 (საქართველოს სსრ მიწადმოქმედების სახალხო


კომისარიატი/სამინისტრო), ანაწერი #1, საქმე #4764, საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო
გადასახლების ხუთწლიანი გეგმა (1946-1950 წწ.), გვ. 9. საქმე #4765, გვ. 8.
შსს აკადემიის არქივი (II), ფონდი #14, ანაწერი #30, საქმე #334, ცნობები აფხაზეთის ასს-რში
საქართველოს სსრ-ს მცირემიწიანი რაიონებიდან გეგმიურ ჩასახლებაზე, ჩასახლებების
ორგანიზების დასაწყისიდან, წლების იხედვით 1955 წლის მარტამდე, გვ. 32.

97
შესრულება ვარდებოდა და 1938-1954 წლებში სულ 3,195 ოჯახის
(დაახლოებით - 12,000-მდე ადამიანის ) ჩასახლება მოახერხეს . მათმა
ნაწილმა , 2,700-მდე ადამიანმა ამავე წლებში თვითნებურად მიატ ოვა
ჩასახლების ადგილი და მშობლიურ მხარეში დაბრუნდა .

1917 წლის სტატისტიკით, სოხუმის ოლქში ქართველები უკვე გამოკვეთილ


უმრავლესობას წარმოადგენდნენ (42,1 %). საბჭოთა რუსული ოკუპაციის
დასაწყისიდან 1926 წლამდე (სტ ალინისა და ბერიას პერიოდში ) ეთნიკური
ქართველების რიცხვი , პირიქით , შემცირდა 30%-მდე 224 რუსებისა კი
გაიზ არდა 19%-მდე . ამ დროს აფხაზ თა წილი 16%-ა , ბერძნებისა - 11%
სომხებისა კი - 16%.

შესაბამისად, ავტონომიაში ჩასახლებულთა რიცხვი 10,000-მდეა, რამაც


დრამატ ული ეფექტ ი ეროვნულ კომპოზ იციაზ ე ნაკლებად იქონია . 1939 წლის
საყოველთაო აღწერით ,225 აფხაზ ეთის ასსრ-ში 91,967 (29,48 %) ეროვნებით
ქართველი იყო აღრიცხული, აფხაზი - 56,197 (16,41 %), რუსი - 60,201 (19,30%),
სომეხი - 49,705 (15,93%), ბერძენი - 34,621 (11,1%). 1959 წლისათვის ქართველები
უკვე 158,221 (39,06 %) იყვნენ, აფხაზები კი - 61,193 (15,1 %).

როგორც 1980-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის პარალელურად


ეთნიკური დაძაბულობის ესკალაციის ეპიზ ოდების კონტ ექსტ ში , ასევე 1992-
1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის
პერიოდში და შემდგომაც , საქართველოს სახელმწიფოს მკაფიო
დისტ ანცირება სტ ალინისა და ბერიას პოლიტ იკიდან არ მოუხდენია .
შესაბამისად, მყარადაა დამკვიდრებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ
სტ ალინური ტ ერორი აფხაზ ეთში ეთნიკური ხასიათის იყო და მასზ ე
პასუხისმგებელი არა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის
ფედერაცია , არამედ საქართველოა . ეს რეალობა ეხება ვარდების
რევოლუციის შემდგომ პერიოდსაც . მიუხედავად საკუთარი ღრმად
ანტ ისაბჭოთა ბუნებისა და პოლიტ იკური განაცხადისა .

მეტ იც , აღნიშნულ პერიოდზ ე წერისას ქართველი ისტ ორიკოსები


ფოკუსირდებიან იმის მტ კიცებაზ ე , რომ სტ ალინური ტ ერორი არ ატ არებდა
ეთნიკურ ხასიათს , საბჭოთა ხელისუფლებას კი საქართველოს ლეგიტ იმურ

224 Население Закавказья : народность-родной язык-возраст-грамотность : Всесоюзная перепись


населения 1926 г. , краткие итоги, ამიერკავკასიის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო,
თბილისი, 1928 წელი http://elib.shpl.ru/ru/nodes/46857#mode/inspect/page/48/zoom/7
225 Поляков Юрий Александрович, Всесоюзная перепись населения 1939 года: основные итоги, "Наука",
მოსკოვი, 1992 წელი.
https://www.prlib.ru/item/328812

98
მთავრობად წარმოაჩენენ . არც სამეცნიერო და არც საჯ არო სივრცეში არ
მომხდარა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად იმის არტ იკულირება , რომ
საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არის რუსეთის ფედერაცია ,
ხოლო საქართველოს სახელმწიფო (დამოუკიდებელი და მის მიერვე
აღიარებული სუვერენული ქვეყანა ) საბჭოთა კავშირის მიერ იყო
ოკუპირებული . ოკუპაციის პირველივე პერიოდში გადადგმულ ნაბიჯ ებზ ე
მსხვერპლი პასუხისმგებელი ვერ და არ იქნება .

დასკვნა

კვლევა მიმოიხილავს 1917 წელს , რუსეთის იმპერიის დაცემის


მომენტ ისთვის , აფხაზ ეთში არსებულ ვითარებას და განიხილავს 1921
წლამდე მომხდარ ყველა პოლიტიკურ, სამხედრო თუ საერთაშორისო
სამართლებრივ პროცესს . პირველადი დოკუმენტ ებისა და წყაროების
ვრცელ კორპუსზე დაყრდნობით, კვლევა აჩვენებს, რომ 1917-1921 წლებში
აფხაზ ეთში განვითარებული პოლიტ იკური პროცესებისა და ბატ ალიების
კონტ ექსტ ში ცენტ რალურ როლს თამაშობდა არა ეთნიკური განსხვავებები
(რომლებიც ბუნებრივია არსებობდა ), არამედ პოლიტ იკური და
იდეოლოგიური ბრძოლა ბოლშევიკურ რეჟ იმსა და საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის რესპუბლიკურ , დემოკრატ იულ წეს -
წყობილებას შორის. ამ კონტექსტში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი
ბოლშევიკური ქსელის ლიდერებიცა და ქვედა რგოლებიც იყვნენ როგორც
ეთნიკური აფხაზ ები , ასევე ქართველები . Მეორე მხრივ , საქართველოს
დემოკრატ იული რესპუბლიკის დემოკრატ იულად არჩეულ ინსტ იტ უციებს
ადგილზ ე ხშირ შემთხვევაში უძღვებოდნენ აფხაზ ური წარმოშობის
პოლიტ იკური ფიგურები (რომელთა ნაწილი საბჭოთა ოკუპაციასთან
ბრძოლას შეეწირა ). ამასთან , ბოლშევიკური ქსელი სრულიად დამარცხდა
1920 წლის ბოლოსთვის და, თავად ბოლშევიკი ლიდერების თქმით,
პრაქტ იკულად განადგურდა .

ათწლეულების განმავლობაში , საბჭოთა პროპაგანდა და სახელმწიფო


იდეოლოგია კოლექტ იური მეხსიერებიდან აქრობდა არა მხოლოდ
პიროვნებებს , არამედ მოვლენებსაც . აფხაზ ეთის შემთხვევაში ამის
საუკეთესო მაგალითად გამოდგება 1917-1921 წლებში ჩატ არებული ხუთი
საყოველთაო, დემოკრატ იული და კონკურენტ ული არჩევნები : 1917 წლის
ზ აფხულის სოხუმისა და ოჩამჩირის საქალაქო თვითმმართველობების
არჩევნები , 1917 წლის ბოლოს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები ,

99
1919 წლის აფხაზეთის ეროვნული საბჭოს (ანუ პარლამენტის) არჩევნები,
1919 წლის თვითმმართველობების - ერობების არჩევნები და 1920 წელს
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები . ამ , თანამედროვე
საზ ომებითაც მაღალი ლეგიტ იმაციის , არჩევნების ჩატ არების ფაქტ იც კი
რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის იმ ნარატ ივებთან , რომლებსაც
საბჭოთა და შემდეგ რუსული პროპაგანდა მეთოდურად ამკვიდრებდა და
რომლებიც ახლაც დომინირებს როგორც ოკუპირებულ აფხაზ ეთში , ასევე
რუსეთში . 1980-იან და 1990-იან წლებში ეთნონაციონალიზ მის აღმავლობის
პირობებში , როგორც ქართველი ასევე აფხაზ ი ისტ ორიკოსები და
საზ ოგადოებებიც საკითხს ძირითადად სწორედ ამგვარი პრიზ მიდან
განიხილავდნენ . 1917-1921 წლების დემოკრატ იული გამოცდილება და
დემოკრატ იული ინსტ იტ უტ ები მათი ფოკუსის მიღმა რჩებოდა და რჩება .

ათწლეულების განმავლობაში მეთოდურად დამკვიდრებული კიდევ ერთი


მითის თანახმად , რომელსაც კვლევა ასევე ეხება , აფხაზ ეთში საბჭოთა
ხელისუფლების დამყარება მოხდა ადგილობრივი კომუნისტ ური რაზ მების
აჯ ანყებისა და , ნაწილობრივ მაინც , სახალხო მოძრაობის შედეგად ,
რომელსაც წითელი არმია დაეხმარა . მე -9 წითელი არმიის დოკუმენტ ებზ ე
და სხვა პირველად წყაროებზ ე დაყრდნობით , კვლევა დეტ ალურად
აჩვენებს , რომ არათუ ამგვარ აჯ ანყებას , მის მცდელობასაც კი ადგილი არ
ჰქონია და სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა მხოლოდ საბჭოთა
რუსეთის მე -9 წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატ იული
რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის (საფრანგეთის ფლოტ ის
ეპიზ ოდური მონაწილეობით საქართველოს მხარეს ).

და ბოლოს , ეთნონაციონალისტ ური პარადიგმის დომინირების კიდევ ერთი


და საკვანძო მაგალითია იოსებ სტ ალინისა და ლავრენტ ი ბერიას ქართველ
ნაციონალისტ ებად წარმოჩენა , მიუხედავად იმისა , რომ იოსებ სტ ალინი
თავად იყო დამოუკიდებელ საქართველოზ ე საბჭოთა რუსეთის
თავდასხმის ინიციატ ორი , ლავრენტ ი ბერია კი საბჭოთა საოკუპაციო
რეჟ იმის საკვანძო ფუნქციონერი . სტ ალინიც და ბერიაც იყვნენ საბჭოთა
ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერები, ამ რეჟიმის ერთადერთი
პოლიტ იკური სამართალმემკვიდრე არის რუსეთის ფედერაცია .
საქართველოს სახელმწიფო მისი მსხვერპლია . ის , რომ სტ ალინისა და
ბერიას პასუხისმგებლობის ერთმნიშვნელოვანი უარყოფის ნაცვლად ,
საქართველოში დისკურსი ძირითადად ან მათ მიერ გადადგმული
ნაბიჯ ების ახსნაზ ე და /ან საოკუპაციო , საერთაშორისო სამართლის
თვალსაზ რისით ლეგიტ იმაციის არმქონე ადმინისტ რაციული

100
ცვლილებების ანალიზზე ფოკუსირდებოდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ
შეგვახსენებს მეხსიერებაზე საბჭოთა პერიოდის გავლენის სიღრმეს.

101

You might also like