Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ADHD - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

რა არის ADHD ?
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს
ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური
დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს:

 ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა,


გონებაგაფანტულობა);
 იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე);
 ჰიპერაქტივობას (მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემოციური
მოუმწიფებლობა და აგრესიულობა.

ADHD-ის სინდრომში ერთიანდება ინდივიდების ორი ჯგუფი:

1. ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე;


2. ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით;

რითი ხასიათდება ADHD ?

ADHD--ს მქონე ბავშვებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია უყურადღებობა,


დეზორგანიზებულობა, იმპულსურობა, ჰიპერაქტივობა. ბავშვის ქცევა, ძირითადად,
შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს:

 ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვებს არ უსმენს.


 ადვილად ეფანტება ყურადღება;
 უჭირს კონცენტრაცია;
 არ შეუძლია ლოდინი;
 ვერ ემორჩილება განრიგს;
 ბევრს დარბის, მოუსვენრობს;
 მოქმედებს დაუფიქრებლად;
 ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს;
 აგრესიულია და შემტევი;
 უჭირს მითითებების შესრულება;
 ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას.
რა იწვევს ADHD-ს ?

რაიმე კონკრეტულიგამომწვევი მიზეზი არ არსებობს. მკვლევრები ცდილობენ, მისი


განვითარება გენეტიკურ, ბიოქიმიურ, ნეირობიოლოგიურ და გარემოს ფაქტორებს
დაუკავშირონ. ერთ ერთი მოდელი (Kenn, 1980) წარმოდგენილია შვიდი
ურთიერთმოქმედი კომპონენტით:

 გენეტიკური მიდრეკილება;
 განვითარებაში ჩამორჩენა;
 საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური და სოციალური უნარები;
 აზროვნების სპეციფიკური პრობლემები;
 არახელსაყრელი გარემო;
 ემოციური პრობლემები და რთული დამოკიდებულებები ოჯახში.

ADHD-ს ბიოლოგიურ, ინტრაფსიქიკურ და ფსიქოსოციალურ ეტიოლოგიურ


თეორიებს განარჩევენ

 ბიოლოგიური თეორიები.

გენეტიკური ჰიპოთეზა - ADHD-ის სინდრომის გამომწვევი გენეტიკური კომპონენტი


შეისწავლის ტყუპებისა და ნაშვილები ბავშვების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ
ერთკვერცხუჯრედიანი განაყოფიერებით დაბადებულ ტყუპებს უფრო ხშირად
ჰქონდათ ADHD-ის დამახასიათებელი ერთნაირი სიმპტომები. ADHD უფრო ხშირია
მკვიდრ და-ძმაში, ვიდრე ნახევარ და-ძმას შორის. ასევე, აღმოჩნდა, რომ
ჰიპერაქტიური ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებში ხშირია ფსიქიური აშლილობა,
ნევროზები, თვითმკვლელობის შემთხვევები, ალკოჰოლიზმი.

 ინტრაფსიქიკური თეორიები.

უყურადღებობის ჰიპოთეზა გულისხმობს, რომ ADHD-ის სიმპტომებს საფუძვლად


უდევს ყურადღების ერთ მოქმედებაზე შენარჩუნების პრობლემა. ბავშვი ამ დროს
იძულებულია ხშირად შეცვალოს ყურადღების ფოკუსი, რაც იწვევს ქცევის
იმპულსურობასა და ჰიპერაქტივობას.

 ფსიქოსოციალური თეორიები.

სისტემების თეორია. ფსიქოსოციალური თეორიები ADHD-ის აღმოცენებაში


ძირითად ყურადღებას ამახვილებს ოჯახის, ან უფრო ფართო სოციალური გარემოს
როლზე
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტირებისას
აუცილებელია დიფერენცირება გაკეთდეს შემდეგ მდგომარეობებთან:

 შფოთვითი აშლილობა;
 განვითარების პერვესიული აშლილობა;
 გონებრივი ჩამორჩენილობა;
 მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით გამოწვეული იმპულსურობის,
ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის სიმპტომები;
 სენსორული ინტეგრაციის დარღვევა.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სინდრომთან თანმხლები მდგომარეობებია


დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ქცევითი აშლილობა, მეტყველების სპეციფიკური
დარღვევები და დასწავლის უნარის დარღვევა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ორივე
დიაგნოზის კოდირება.

რამდენად ხშირია ADHD ?

ADHD-ის გავრცელება განსხვავდება ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური


მდგომარეობების მიხედვით, თუმცა, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად,
გარკვეული ხარისხით გვხვდება ყველა ქვეყანასა და კულტურაში. გამოკვლევების
თანახმად, იგი სასკოლო ასაკის ბავშვების 3-7%-ს აღენიშნება. ამასთან, მისი
შემთხვევები ბიჭებში უფრო ხშირია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დიაგნოსტიკური
კრიტერიუმების მიხედვით შეფასებისას, გოგონებში ხშირია ყურადღების
დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის უყურადღებო ტიპი, რომლის ქცევითი
გამოვლინებები ნაკლებად შესამჩნევია. გენერალურ პოპულაციაში ADHD-ს
დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, საშუალოდ, მამაკაცების 9%, ხოლო ქალების 4%
აკმაყოფილებს.

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ADHD-ის შემთვევაში?

ამ სინდრომის ძირითადი პრობლემებია ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და


ჰიპერაქტივობა. მათთან დაკავშირებული სირთულეებია:

 პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;


 დაბალი თვითშეფასება;
 ქცევის პრობლემები;
 ნეგატიური დამოკიდებულება მშობლებთან;
 აგრესიულობა.
როგორ შეიძლება დავეხმაროთ ADHD-ის მქონე ბავშვს?

პირველ რიგში აუცილებელია სინდრომის დიაგნოსტიკა და სწორი შეფასება. იმის


გამო, რომ ADHD-ის გამოვლინებები მრავალფეროვანია, სხვადასხვა სიტუაციაში
განსხვავებულად ვლინდება, უშუალო დაკვირვებასთან ერთად მნიშვნელოვანიa
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოგროვება. დიაგნოსტიკისათვის
აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად ეთანხმება ქცევითი გამოვლინებები
ADHD-ის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, რა სიხშირით და რომელ სიტუაციებში
აღმოცენდება პრობლემური ქცევები და რა ხარისხით უშლის ეს ქცევები ბავშვს
ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და გარემოსთან შეგუებაში, ასევე, აქვს თუ არა
ბავშვს სხვა თანმხლები აშლილობა. ADHD-ის მქონე ბავშვის დასახმარებლად
შესაძლებელია ისეთი ხერხების გამოყენება როგორიცაა: მხოლოდ ერთი ან ორ
ნაბიჯიანი დავალების მიცემა, საშინაო დავალების მცირე დავალებებად დაყოფა,
ბავშვისთვის დღიურის წარმოებაში დახმარების აღმოჩენა, დღის განრიგის გეგმის
ჩამოწერა...

როგორ ვასწავლოთ ADHD-ის მქონე ბავშვს ?

ADHD-ის მქონე ბავშვებს, პირველ რიგში ესაჭიროებათ სწავლის ფიზიკური


პირობების შექმნა, შემდეგ სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც ასეთი
ბავშვების თავისებურებებს ითვალისწინებს.ფიზიკური გარემოს მოწყობა
სასურველია და აუცილებელიც, დახურული ტიპის საკლასო ოთახები ვინაიდან
ღია ტიპის საკლასო ოთახებში მრავალი სმენითი და მხედველობითი
ხელშემშლელი სტიმულია, უმჯობესია ბავშვი დავსვათ პირველ მერხზე
მასწავლებელთან ახლოს კარებისა და ფანჯრებისგან მოშორებით.

ნათია ეჯიბიშვილი

You might also like