Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

თ.ს.ს.

ა არქიტექტურის ფაკულტეტი
ბაკალავრიატის IV კურსი
სტუდენტი: გიორგი ბალახაძე
საგანი: უახლესი თანამედროვე არქიტექტურა
პირველი შუალედური დავალების თემა: რიჩარდ მაიერი
(II სემესტრი)
ბიოგრაფია

ამერიკელი არქიტექტორი რიჩარდ ალან მაიერი დაიბადა 1934 წელს ნიუარკში, ნიუ ჯერსიში. 1957
წელს მან დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი კორნელის უნივერსიტეტში, ნიუიორკში. მაიერის
ადრეული გამოცდილება ფირმა - „სკიდმორ, ოვინგს ენდ მერილს“-ს და მარსელ ბრუერს -
არქიტექტურის საერთაშორისო სტილის წარმომადგენელს უკავშირდება. 1963 წელს მან ჩამოაყალიბა
საკუთარი ფირმა. ადრეულ პერიოდში მაიერმა კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა სმიტების
სახლზე - მისი თეთრი შენობების პირველ წარმომადგენელზე, რომელიც აშკარად ლე კორბუზიეს
1920 – 30 -იანი წლების მოდერნისტულ შემოქმედებას ეფუძნება. ამ პერიოდში მაიერმა ჩამოაყალიბა
თავისუფალი ასოციაცია ახალგაზრდა არქიტექტორების ჯგუფთან, რომელიც ცნობილია „New York
Five” - სახელით. მაიერის პროექტთა უმრავლესობა ადრეული მე -20 საუკუნის არქიტექტურულ
ხელოვანთა ნამუშევრებს ეყრდნობა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ლე კორბუზიეს
ადრეულ ფაზას ეთმობა. შეიძლება ითქვას, რომ მაიერს სავარაუდოთ უფრო მეტი აქვს ნაგები ლე
კორბუზიეს იდეების გამოყენებით, ვიდრე ნებისმიერ სხვას, მათ შორის თავად ლე კორბუზიესაც.
მაიერმა ლე კორბუზიეს ნაშრომებში გამოცენილი იდეები კიდევ უფრო განავრცო, თუმცა მასზე
უდიდესი გავლენა შესაძლოა ამ დიდი ხელოვანის ორ ნამუშევარს ჰქონდეს - ვილა სავოია და
შვეიცარული პავილიონი. მასზე გარკვეულ გავლენას ასევე ახდენს მის ვან დერ როესა და ზოგიერთ
შემთხვევაში ფრენკ ლოიდ რაიტისა და ლუის ბარაგანის დიზაინი. 1984 წელს მაიერი პრიცკერის
პრემიით დაჯილდოვდა.
სმიტების სახლი - 1967 წ. დარიენი, კონექტიკუტი.

სმიტების სახლი არის რაციონალისტების ერთოჯახიანი სახლების სერიის ნაწილი, რომელიც წარმოაჩენს პირველ ნაბიჯს მაიერის შემოქმედებაში “New York Five”- ში ყოფნის დროს.
სახლის კომპაქტური, პრიზმული ფორმა გამოხატავს გარკვეულ დამოკიდებულებას ადგილის მიმართ, გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი მოცულობაა, ასევე არის ობიექტი, რომელიც
ასახავს და არღვევს გარემომცველ ბუნებრივ სცენას. სმიტების სახლი შინაარსობრივად არის გორაკის ფერდობზე მდებარე თეთრი პრიზმა, რომელიც ჩნდება ხეებს შორის და ქმნის
მკვეთრ ვიზუალურ კონტრასტს. სახლის წინა მხარე არის ღია ფასადი დიდი მინის პანელებით, რომელიც გვთავაზობს ჰორიზონტის ფართო ხედებს შენობის ინტერიერში. ობიექტის
უკანა მხარე განიხილება, როგორც დახურული ფასადი მცირე ღიობებით. ხშირად ფიქრობენ, რომ აღნიშნული ობიექტი აშენდა ბეტონში, სინამდვილეში სმიტების სახლის
მშენებლობაში გამოყენებული მასალებია ხე, ლითონი და მინა.
დუგლასების სახლი - 1973 წ. მაიერი განაგრძობს ლე კორბუზიეს მოდერნისტული იდეების გაღვივებას საკუთარ არქიტექტურაში და
დუგლასების სახლში ხაზგასმით აფიქსირებს საკუთარ შეხედულებას ბუნებისა და არქიტექტურის
ჰარბორ სფრინგსი, მიჩიგანი. შერწყმაზე. ეს ობიექტი გამორჩეულია იმით, რომ საუცხოო სიმწვანეში მოსჩანს, როგორც თეთრი
სრულიად კონტრასტული მოცულობა. მისი გეომეტრია ნათლად წარმოაჩენს მაიერისეულ იდეებს და
შემოქმედებით ტენდენციას. თეთრი ქათქათა ფასადით გამორჩეული საცხოვრებელი ცურავს მიჩიგანის
ტბის წინ მიმდებარე ფერდობზე და მასში ეწერება. ობიექტის მთავარ ფასადზე მოთავსებული მინები
სახლის ინტერიერში აჩენს საფირონისფერი ტბის ულამაზეს ხედს.
ხელოვნების უმაღლესი მუზეუმი - 1983 წ.
ატალანტა, ჯორჯია.

ხელოვნების უმაღლესი მუზეუმი არის ძირითადი საჯარო შენობა და ხელოვნების საცავი, რომელიც პასუხობს მუზეუმის პროგრამის ტიპოლოგიურ და კონტექსტუალურ
ასპექტებს. ატალანტას მშენებლობის პროგრესულმა ტრადიციამ, ისევე როგორც მისი, როგორც განვითარებადი კულტურული ცენტრის როლი, დიდი გავლენა იქონია შენობის
დიზაინზე. მუზეუმის მთავარი დატვირთვა მის განათებაზეა ორიენტირებული. სინათლე შენობის სიმბოლოა, როგორც საგანმანათლებლო კულტურული ფასეულობება.
მაიერის უმთავრესი მიზანი იყო წაეხალისებინა ეს ფასეულობა და ხელი შეეწყო მუზეუმის კოლექციის შეფასებას სივრცითი გამოცდილების საშუალებით.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like