Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

მეორე ლიგა

I ტური - 08.10.2023
ტოპ-რედაქტორები: დავით ბახტაძე / გიორგი ჭეიშვილი

-1- 1978 წლის აგვისტოში მომხდარი გაუგებრობის მიზეზი იყო მათი სურვილი, რაც
შეიძლება მალე გაენადგურებინათ ჩანაწერები და ბარათები. დაასახელეთ ისინი
ლათინური წარმოშობის სიტყვით.
პასუხი: კარდინალები
კომენტარი: კონკლავის დასრულების შემდეგ მომლოდინეებმა თეთრის ნაცვლად რუხი
კვამლი შეამჩნიეს, რომელიც კენჭისყრის პროცესის შესახებ დიდი ოდენობით
კონფიდენციალური ჩანაწერებისა და ბარათების დაწვას მოჰყვა.
წყარო: 1. https://en.wikipedia.org/wiki/Papal_conclave,_August_1978
2. https://glavred.info/world/245388-interesnye-fakty-iz-istorii-vyborov-papy-favority-
pobezhdali-12-raz-iz-265.html
ავტორი: ტარას ვიხრივი

-2- ერთი ნაწარმოების პერსონაჟი აღშფოთებულია ანტიკურ ღმერთთან შედარებით და


აცხადებს, რომ ყველას მსგავსად გამოხატავს წუხილს. ამაზე პასუხობენ, რომ ეს ღმერთი
არა მხოლოდ წუხს, არამედ იმედოვნებს კიდეც. დაასახელეთ ეს ღმერთი.
პასუხი: იანუსი.
კომენტარი: პერსონაჟი აცხადებს - ზოგიერთებისგან განსხვავებით მე ორსახოვანი
იანუსი არ ვარ, რაზეც მიუგებენ, რომ იანუსი ორსახოვანი კი არაა, არამედ იყურება
თავისი ორი სახით - მოწყენილითა და გახარებულით, წარსულსა და მომავალში, წუხს
და იმედოვნებს.
წყარო: http://lib.ru/RUSS_DETEKTIW/WAJNERY/zaveschan.txt
ავტორი: ევგენი იარკოვი

-3- გერმანელმა კანონმდებლებმა შეიმუშავეს საავტორო უფლებების დამცველი კანონი,


რომლის მიხედვითაც, რესტორანში მყოფი კლიენტი ვალდებულია, უხმოს მას, მიიღოს
თანხმობა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვეყნოს ფოტო სოციალურ ქსელებში.
დაასახელეთ ის დეფისის შემცველი სიტყვით.
პასუხი: შეფ-მზარეული.
კომენტარი: სოციალურ ქსელებში პოპულარულ ჟანრად გვევლინება
გასტრონატურმორტი - კერძების ფოტოები. კანონმდებლებმა კერძები გაუთანაბრეს
ხელოვნების ნიმუშებს და აკრძალეს მათი ფოტოების გამოქვეყნება, საავტორო
უფლებების მქონე პირების თანხმობის გარეშე.
წყარო: https://www.techdirt.com/articles/20150816/01043931970/germany-says-taking-
photos-food-infringes-chefs-copyright.shtm
ავტორი: ალექსანდრ კუდრიავცევი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
-4- როცა ფაინა რანევსკაიას ჰკითხეს, რომელი ქალები უფრო ერთგულები არიან -
ქერები თუ წაბლისფერთმიანები - მან დაუფიქრებლად უპასუხა: „ასეთები!“. ასეთების
შესახებ სტატიაში გვხვდება სიტყვათშეთანხმებები „70 პროცენტიანი დეფიციტი“ და
„პიგმენტი მელანინი“. რა სიტყვაა შეცვლილი „ასეთით“, თუ მასში ყველა ხმოვანი
ერთნაირია.
პასუხი: ჭაღარა.
კომენტარი: სტატიაში ვკითხულობთ რომ პიგმენტ მელანინის 70%-იანი დეფიციტი
იწვევს გაჭაღარავებას.
წყარო: 1. http://ru.wikiquote.org/wiki/Фаина_Георгиевна_Раневская
2. https://www.bsmp.by/press-tsentr/polezno-znat/aktivnoe-dolgoletie/psikhosomatika-sedykh-
volos-istinnye-prichiny-pochemu-my-sedeem
ავტორი: ევგენი იარკოვი

-5- ბერნარ ვერბერის რომანში ცოცხლად გადარჩება ორი ადამიანი - ადრიანი და


ელისაბეთი. მალე ელისაბეთიც კვდება. არ გეკითხებით ელისაბეთის სიკვდილის
გამომწვევ მიზეზს, დაასახელეთ ქალი, ვინც ძვ.წ.-ის პირველ საუკუნეში იგივე
მიზეზით გარდაიცვალა, რითაც ელისაბეთი.
პასუხი: კლეოპატრა [VII ფილოპატორი]
კომენტარი: ერთგვარად მეორდება ძველ აღთქმაში გადმოცემული ამბავი ადამის, ევასა
და გველის შესახებ. კლეოპატრას მსგავსად ელისაბეთიც გველის ნაკბენით კვდება.
წყარო: 1. Бернар Вербер. Звёздная бабочка.
2. https://ru.wikipedia.org/wiki/Клеопатра
ავტორი: ევგენი იარკოვი

-6- იმ ტურისტს, ვინც ყველაფრის მიუხედავად მაინც მიირთმევს მის ნაყოფს, არ


ურჩევენ ამის შემდეგ ალკოჰოლის მიღებას. საქმე იმაშია, რომ ნაყოფი შეიცავს დიდი
რაოდენობით გოგირდს, რაც ართულებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
დაასახელეთ ის, რის ნაყოფზეცაა საუბარი.
პასუხი: დურიანი.
კომენტარი: ნაყოფში გოგირდის მაღალი შემცველობა განაპირობებს მის მძაფრ,
უსიამოვნო სუნს.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Durian
ავტორი: ალექსანდრ კუდრიავცევი

-7- [წამყვანმა გამოკვეთილად წაიკითხოს „კითხვა ნომერი შვიდი!“]


კითხვა ნომერი შვიდი! რამდენიმე წლის წინ ამ ევროპული კლუბის ექიმმა ერთ-ერთი
ცნობილი ფეხბურთელის შესახებ განაცხადა: - მიუხედავად მისი ასაკისა, ის ინარჩუნებს
ყმაწვილის კონდინციებს. დაასახელეთ ეს კლუბი.
პასუხი: „იუვენტუსი“.
კომენტარი: ამ კლუბის მეტსახელში ფიგურირებს სიტყვა „ბებერი“ (ბებერი
ქალბატონი); თუმცა, სახელწოდება ლათინურიდან ითარგმნება როგორც -
ახალგაზრდობა. ფეხბურთელი იყო კრიშტიანუ რონალდუ. კითხვის ნომერიც
დამატებითი მინიშნებაა.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
წყარო: http://www.sportbible.com/football/news-take-a-bow-legends-the-results-of-cristiano-
ronaldos-medical-compared-to-20-year-old-20180723
ავტორი: არტიომ გულეცკი

-8- (დასარიგებელი მასალა)

თქვენს წინაშეა ერთ-ერთი სახუმარო კოლაჟის ნაწილი. ამ კოლაჟის სრულ ვერსიაზე,


გვერდითი გამოსახულება მიგვანიშნებს ცნობილ თამაშზე. დაასახელეთ ეს თამაში.
პასუხი: ქვა, ქაღალდი, მაკრატელი. (ჩათვლა აზრობრივად)
კომენტარის წაკითხვასთან ერთად შეგვიძლია ვაჩვენოთ კოლაჟის სრული ვარიანტი.

კომენტარი: „ნიუკასლი“ ამარცხებს „ასტონ ვილას“, მარცხდება „ბრაიტონთან“, რომელიც


თავის მხრივ აგებს „ასტონ ვილასთან“.
წყარო: https://www.facebook.com/photo/?fbid=339960051765459&set=a.196023592825773
ავტორი: დავით ბახტაძე

-9- [წამყვანმა სიტყვა „ფორმებისთვის“ წაიკითხოს გამოკვეთილად.]


აშოტ ნადანიანი წერს: „ძახილის ნიშნები შექმნილია ლოზუნგებისთვის, კითხვის
ნიშნები - ანკეტებისთვის, ხოლო ტირეები - ფორმებისთვის. წინა წინადადების ერთ
სიტყვაში ჩვენ ამოვაკელით სამი ასო. აღადგინეთ შესაბამისი ძველბერძნული სიტყვა.
პასუხი: აფორიზმი/აფორიზმებისთვის.
კომენტარი: აფორიზმში ხშირად მოყვანილია რაღაც ცნების არასტანდარტული
განსაზღვრება. ამ აფორიზმში არც მეტი, არც ნაკლები - სამი ტირეა))))
წყარო: https://ru.wikiquote.org/wiki/Ашот_Сергеевич_Наданян
ავტორი: ევგენი იარკოვი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
-10- სისხლის სამართლის ერთი საქმის გამოძიების ეტაპზე გამოვლენილ იქნა 160
ეჭვმიტანილი, რომელთაგანაც მხოლოდ 16 გაასამართლეს და დაპატიმრეს. ამ ფაქტზე
საუბრისას ჟურნალისტმა ხუმრობით ახსენა ლათინური ენიდან მომდინარე ტერმინი.
დაასახელეთ ეს ტერმინი.
პასუხი: დეციმაცია.
კომენტარი: რომის არმიაში უმაღლესი დისციპლინარული სასჯელი. ყოველ მეათე
მეომარი ისჯებოდა სიკვდილით. ლათინურად - decimatio. კითხვის ნომერიც
მინიშნებაა.
წყარო: 1. https://old.primetime.ge/1124/html
2. https://en.wikipedia.org/wiki/Decimation_(punishment)
ავტორი: დავით ბახტაძე

-11- მეოცე საუკუნის შუა პერიოდში პაკისტანის მთავრობამ აკრძალა ქვეყნიდან


რუპიების გატანა. ხალხისათვის, ვისი მიზანიც იქსი იყო, გამოუშვეს სპეციალური
ბანკნოტები. არ გეკითხებით იქსს, დაასახელეთ ქვეყანა რომლის ტერიტორიაზეც
იყენებდნენ ამ ბანკნოტებს.
პასუხი: საუდის არაბეთი.
კომენტარი: ეს ბანკნოტები არ წარმოადგენდნენ ანგარიშსწორების კანონიერ საშუალებას
პაკისტანში. მრავალრიცხოვანი მომლოცველები მექაში ჰაჯის დროს მათი საშუალებით
ყიდულობდნენ საუდის არაბეთის რიალებს, შემდეგ კი ჰაჯი-რუპიები საუდური
ბანკების გავლით ბრუნდებოდნენ პაკისტანში.
წყარო: 1. https://en.wikipedia.org/wiki/Pakistani_rupee
2. https://www.bonistika.net/news/show/1445
ავტორი: ტარას ვახრივი

-12- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 500 მილიონი წლის წინათ მომხდარი
იქსის მიზეზი იყო მიკროორგანიზმების საქმიანობა. შვეიცარიაში იქსის წყალობით
გაიზარდა არქეოლოგიური აღმოჩენების რიცხვი. დაასახელეთ იქსი მეზობელ ასოებზე
დაწყებული ორი სიტყვით.
პასუხი: გლობალური დათბობა.
კომენტარი: კემბრიული აფეთქებისას გაჩენილმა მიკროორგანიზმებმა შთანთქეს
ფსკერის ორგანული ლექის უზარმაზარი მარაგები, რის შედეგადაც ატმოსფეროში
ნახშირორჟანგის კონცენტრაცია გაიზარდა და გამოიწვია სათბურის ეფექტი.
ტემპერატურის მატების გამო ლღვება მყინვარები და თოვლის საფარი ალპიურ
უღელტეხილებზე, რაც წარმოაჩენს არტეფაქტებს, რომლებმაც თოვლის ქვეშ რამდენიმე
ათასი წელი გაატარეს.
წყარო: 1. https://www.thelocal.ch/20170727/4000-year-old-lunch-box-found-on-swiss-alpine-
pass-reveals-bronze-age-cereal
2. https://www.thelocal.ch/20171004/bronze-age-equipment-found-on-swiss-mountain-pass
ავტორი: ალექსანდრ მუდრი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
-13- ლაპლანდიაში, პოლარული სარტყლის მახლობლად, 2018 წელს ააგეს ყინულის
სასტუმრო. მისი შემქმნელების შთაგონების წყარო იყო ცნობილი ნაწარმოები.
სასტუმროში განსაკუთრებულ ადგილზე დგას იქსი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა
ჟღერდეს, ისიც კი ყინულისგანაა დამზადებული. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: რკინის ტახტი.
კომენტარი: ყინულის სასტუმრო ფილმ „სამეფო ტახტის თამაშების“ თემატიკაზეა
შექმნილი. რკინის ტახტი ამ ფილმის გამორჩეული სიმბოლოა.
წყარო: https://ria.ru/world/20180113/1512548173.html
ავტორი: ელენა ანტონოვა

-14- მასტოსის ჭურჭელს, რომელსაც ქალის მკერდის ფორმა აქვს, ამას ვერ
გაუკეთებდი. იგივენაირი პრობლემა, თქმულების თანახმად, გადაჭრა გენუის
რესპუბლიკაში დაბადებულმა ადამიანმა კარდინალ მენდოსასთან სადილის დროს.
დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ქრისტეფორე კოლუმბი.
კომენტარი: მასტოსის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ღვინის შეუსმელად
სუფრაზე ვერ დადებდი. კოლუმბმა დაჰკრა კვერცხი მაგიდას და ასე მოახერხა
დაეყენებინა ვერტიკალურად.
წყარო: 1. https://ru.wikipedia.org/wiki/Колумбово_яйцо
2. https://ru.wikipedia.org/wiki/Мастос
ავტორი: ევგენი იარკოვი

-15- ელექტროობით საყოველთაოდ გატაცების პერიოდში ქალბატონები ხშირად


მიმართავდნენ ე.წ. ელექტრული ვენერის კოცნას. ქალები იცმევდნენ მათ,
იმუხტებოდნენ სტატიკური ელექტროობით და როცა კოცნიდნენ მამაკაცს, დენის მცირე
დარტყმა ხდებოდა. არ გეკითხებით რას იცმევდნენ ეს ქალები, დაასახელეთ ზღაპრის
მთავარი პერსონაჟი, რომელიც ასევე ატარებდა მათ?
პასუხი: კონკია.
კომენტარი: ისინი - ბროლის ან შუშის ქოშები. შუშა და ბროლი - კარგი
დიელექტრიკებია, ამიტომ რათა სტატიკურ ელექტროობას დენის დარტყმა გამოეწვია,
აუცილებელი იყო სათანადო ფეხსაცმელების ტარება.
წყარო: http://www.colta.ru/articles/science/6305
ავტორი: ევგენი იარკოვი

-16- გთხოვთ ჩაიწეროთ. ყურადღება! გამოტოვებით შეცვლილია ერთი სიტყვა.


“National Geographic”-ის (ნეშნლ ჯეოგრეფიკის) ფოტოგრაფი ჯიმი ჩინი სპეციალიზდება
ექსტრემალი მთამსვლელების ფოტოგრაფირებაზე, ამიტომ ხშირად, პირდაპირი
მნიშვნელობით არის გამოტოვება. ორი სიტყვით დაასახელეთ ის, რაც ძველბერძნული
გადმოცემის მიხედვით იყო გამოტოვება.
პასუხი: დამოკლეს მახვილი.
კომენტარი: გამოტოვება - დაკიდებული. (ჩამოკიდებული)
წყარო: 1. http://birdymagazine.ru/news/national-geographic-125
ავტორი: ტარას ვახრივი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
-17- (დასარიგებელი მასალა)

ფოტოგრაფმა რუბენ ვუმ ეს ფოტო შექმნა მისი გამოყენებით. მექსიკის შტატ ქვედა
კალიფორნიაში მათ აქტიურად იყენებენ როგორც პოლიციელები, ასევე -
ნარკომოვაჭრეები. დაასახელეთ ის.
კომენტარი: დრონი. (ჩათვლა: კვატროკოპტერები, უპილოტო საფრენი აპარატები და ა.შ.
- აზრობრივად)
კომენტარი: ფოტოგრაფმა მის კორპუსზე დაამონტაჟა მანათობელი დიოდები, ასე
აკონტროლებდა ტრაექტორიასაც და თან, გრძელი ექსპოზიციის მეშვეობით იღებდა
კადრებს. მექსიკელი პოლიციელები იყენებენ მათ პატრულირებისთვის, მექსიკელი
ნარკომოვაჭრეები კი ცდილობენ მათი მეშვეობით ნარკოტიკების გადატანას აშშ-ის
საზღვარზე.
წყარო: 1. https://hype.ru/@id184/fotograf-ruben-vu-ispolzoval-drony-dlya-sozdaniya-
prekrasnyh-nochnyh-peyzazhey-57gesdvk
2. https://www.webcitation.org/6VmjW8vvY?url=http://www.cnn.com/2015/01/22/world/drug-
drone-crashes-us-mexico-border
ავტორი: არტიომ გულეცკი

-18- სტივ მარტინის დადგმაში მე-20 საუკუნის დასაწყისის ინტელიგენციის


წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან. შეხვედრის დასასრულს ერთ-ერთი აღნიშნავს,
რომ „მატისის“ წარმოთქმა უკეთესი ვარიანტია, რადგან „ელ გრეკო“ მათ (ანუ თავად ამ
ხალხს) თევზებს დაამსგავსებს. რას აკეთებენ ისინი ამ მომენტში?
პასუხი: ფოტოს იღებენ.
კომენტარი: პერსონაჟები ფოტოს იღებენ და იგონებენ სიტყვას, რომლის წარმოთქმისას
ღიმილიანები გამოჩნდებიან. ერთი პერსონაჟის აზრით, ელ გრეკო ტუჩების გაწელვას
ვერ მოახერხებს, რადგან მთელი ძალისხმევა „ო“-ზე წავა და ფოტოში ხალხი თევზებს
დაემგვანებიან.
წყარო: http://lib.ru/PXESY/MARTIN_S/pikasso.txt
წყარო: ევგენი იარკოვი

-19- ერთი აპოკრიფის თანახმად, ის გახდა ღვთისმშობლის ზეცად ამაღლების


თვითმხილველიც, რომლის დროსაც ღვთისმშობელმა მას საკუთარი სარტყელი
გადმოუგდო. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
პასუხი: თომა.
კომენტარი: იესოს აღდგომისას ის ასევე იმყოფებოდა ეჭვებში.
წყარო: http://lib.ru/HISTORY/LIHACHEW/semant.txt
ავტორი: ევგენი იარკოვი

-20- 1612 წლის შემოდგომაზე მოსკოვის კრემლში ალყაშემორტყმული პოლონური


გარნიზონი მოწყვეტილი იყო მომარაგებას. სწორედ ამიტომ პოლონელებმა შეჭამეს
სამეფო იქსი. დაასახელეთ იქსი ბერძნული წარმოშობის სიტყვით.
პასუხი: ბიბლიოთეკა
კომენტარი: როცა ალყაშემორტყმულებს გამოელიათ პროვიზია, ისინი იკვებებოდნენ
ვირთხებით, ჩიტებით, ბალახითა და ხის ფესვებით. ბოლოს კი მოხარშეს პერგამენტები
სამეფო ბიბლიოთეკიდან, რომლებიც ხბოს ტყავისგან იყვნენ დამზადებულნი.
წყარო: http://www.universalinternetlibrary.ru/book/72219/chitat_knigu.shtml
ავტორი: ალექსანდრ მუდრი

-21- ფილიპე მესამის მმართველობისას ესპანეთის სამეფო კარის ეტიკეტი


წარმოუდგენელ დონემდე განავითარეს. ისტორიული ანეკდოტის თანახმად, ერთხელ
ფილიპეს ბუხართან ჩაეძინა, გვერდი დაეწვა და მოკვდა, რადგან ვერ ნახეს ადამიანი,
ვისაც ამის გაკეთების უფლება ჰქონდა. ფილმ „ავატარის“ 4D ვერსიაში ამას სპეციალური
მოწყობილობა აკეთებდა. რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ ამის გაკეთებით?
პასუხი: სავარძლის განძრევა (ჩათვლა: ყველა პასუხი, რომლებიდანაც სავარძლის
მოძრაობა გამომდინარეობს).
კომენტარი: საბოლოოდ, ეტიკეტის წესებმა დაღუპეს მეფე. მოძრავ სავარძლებს
კინოთეატრში უნდა გამოეწიათ სცენებში თანამონაწილეობის ეფექტი.
წყარო: 1. https://ru.wikipedia.org/wiki/Филипп_III_(король_Испании)
2. https://ru.wikipedia.org/wiki/Аватар_(фильм,_2009)
ავტორი: ევგენი იარკოვი

-22- ჩარლზ ბუკოვსკის რომანის პერსონაჟი დამკრძალავ ბიუროს სარფიან ბიზნესს


უწოდებს, რამეთუ ამ საქმეში არ არსებობს იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, თუ
ამგვარად ასევე მოიხსენიებენ წლის არაპოპულარულ, დამსვენებელთა სიმცირით
გამორჩეულ პერიოდს კურორტებზე.
პასუხი: მკვდარი სეზონი.
წყარო: 1. Чарльз Буковски. Макулатура.
2. https://kartaslov.ru/значение-слова/мёртвый+сезон
ავტორი: ვიტალი პაუტოვი

-23- კუბელი პოლიტიკოსი ფერნანდო ორტისი თავის ესსეში საუბრობს პირველის და


მეორის შესახებ. პირველს იგი ადარებს თეთრ ქალს, რომელიც იღუპება ცხოვრებისეულ
წყლის მორევში შთანთქმული, ხოლო მეორეს - მულატ კაცს, ვისი ფერფლიც ზეცად
მიილტვის. დაასახელეთ პირველიც და მეორეც.
პასუხი: შაქარი და თამბაქო.
კომენტარი: კუბის ეკონომიკაში შაქარსა და თამბაქოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
შაქარი იხსნება წყალში - აქედან წყლის მორევი, ხოლო თამბაქო მიისწრაფვის ზევით
ბოლსა და ფერფლთან ერთად.
წყარო: http://magazines.russ.ru/inostran/2015/1/17ort.html
ავტორი: ევგენი იარკოვი

-24- ერთ იუმორისტულ სკეტჩში მას შემდეგ, რაც ინსტრუქტორი გაიგებს, რომ მისი
პარტნიორი ფლობს კარატე-დოს, თეკვონდოს და ძიუდოს, ასკვნის, რომ ის არის
პროფესიონალი. დაასახელეთ გვარი, რომელიც შევცვალეთ სიტყვით „პროფესიონალი“.
პასუხი: ბელმონდო.
კომენტარი: ზემოთჩამოთვილ საბრძოლო ხელოვნებათა თანაჟღერადი გვარის მქონე
მსახიობის პერსონაჟებიც არ იყვნენ იოლი დასამარცხებლები. ფილმში „პროფესიონალი“
ჟან-პოლ ბელმონდო ასრულებს მთავარი როლს.
წყარო: www.youtube.com/watch?v=e1OSzBeHfM
ავტორი: დავით ბახტაძე

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.

You might also like