Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ

საქმეთა პალატის მოსამართლეს


ბატონ გიორგი ტყავაძეს

იმდად ალიევის წარმომადგენელის მიხეილ ბაიდოშვილის, მცხ.


თბილსი, ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო, მე-2, კორპ-10/82,
ტელ: 599 540905

განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი საკომლო წიგნების, #24 სააღრიცხვო ბარათის და


2012 წლის 9 ნოემბრის ცნობა-დახასიათების თანახმად, მარნეულის რაიონის სოფელ
გაჯისკენდში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლი 1985 წლიდან იმდად ალიევის
კუთვნილებაა. 2013 წლის 08 აგვისტოს #AA2013032286-04 საარქივო ცნობის თანახმად,
მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის სასოფლო საბჭოს სოფელ გაჯისკენდის 1988 -2011
წლების საკომლო წიგნში იმდად ალიევი რეგისტრირებულია კომლის უფროსად, რომლის
შემადგენლობაშიც ირიცხებიან მისი ცოლი სონა ალიევა და შვილები - ილხამ და ჯალალ
ალიევები. კომლს საკუთრებაში ერიცხება 1985 წელს აგებული 100 კვ/მეტრის საერთო
სასარგებლო ფართის (მათ შორის 100 კვ/მეტრი საცხოვრებელი ფართი) სახლი და 0.05 ჰა
მიწის ფართობი. იმდად ალიევის მიწის ნაკვეთს მარჯვნივ გვერდით ემიჯნება
გარდაცვლილი დედის სარია ალიევზე აღრიცხული, ამჟამად იმდად და მადატ ალიევის
ძმის ფოლად ალიევის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი
83.03.01.24, სადაც დგას მათი მამის ჯალალ ალიევის კომლის კუთვნილი სახლი, სადაც
კომლიდან გამოყოფამდე ერთად ცხოვრობდნენ მოდავე მხარეები. 1980 -1982 წლების
საკომლო წიგნში კომლის უფროსად აღნიშნულია ჯალალ ალიევი. ჯალალ ალიევის
კომლს 1980 წელს საკუთრებაში ერიცხება 50 კვ/მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი და
0.25 ჰა მიწის ფართობი. იმდად ალიევი, მადათ ალიევი და თავის ოჯახის წევრები
გადახაზულია, იქვე მინიშნებულია - ცალკე კომლი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმ
ფაქტზე, რომ როგორც იმდად ალიევი, ისე მადატ ალიევი და მათი ოჯახის წევრები იმ
მომენტისათვის ჯალალ ალიევის კომლისაგან ცალკე კომლებად არიან გამოყოფილები.
1983 -1985 წლების საკომლო წიგნში მადატ ალიევი ცოლშვილთან ერთად, მამის
ჯალალ ალიევის კომლისაგან გამოყოფილი ცალკე კომლის წევრებად არიან
აღრიცხულები, მათ კომლის საკუთრებაში უძრავი ქონება შესახებ მონაცემები არ არის
მითითებული. 1986-1990 წლების საკომლო წიგნში მოსარჩელე მადატ ალიევის კომლს
საკუთრებაში ერიცხება 0.098 ჰა მიწის ფართობი, ხოლო საცხოვრებელი სახლის შესახებ
მონაცემები მითითებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ 2011
წელს იმდად ალიევზე საცხოვრებელი სახლი არ არის რეგისტრირებული.
მოსარჩელე იმდატ ალიევი თავის სარჩელს ამყარებს იმ გარემოებებზე რომ სოფელ
გაჯისკენდში საკუთრებაში აქვს 0.980 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული
საცხოვრებელი სახლი, რომელიც რეგისტრირებულია საკომლო წიგნში და საჯარო
რეესტრის სარეგისტრაციო სამასახურში და მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი
83.03.01.226. მისივე განმარტებით ეს ქონება შედგება მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი
სახლისაგან, რომელიც სანახევროდ დგას მის ნაკვეთზე, სანახევროდ კი მომიჯნავედ
არსებულ დედის სარია ალიევას კოთვნილ მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელი სახლი
საზიაროა. იმის გათვალისწინებით, რომ სარია ალიევა თავისი სიცოცხლის მანძილზე
ცხოვრობდა მხოლოდ ქმრის ჯალალ ალიევის, წარსულში საერთო კომლის კუთვნილ
სახლში, რომელიც მადატ ალიევის მტკიცებით მისი და სარია ალიევის საზიაროა. ამ
შემთხვევაში საკითხავია იმდად ალიევის სახლი, რომელიც სარია ალიევის სახლისაგან
განცალკავებულად დგას, მადატ ალიევის და იმდად ალიევის საზიარო როგორ უნდა
იყოს. მადატ ალიევმა, თავსდაპირველად, ბოლნისის რაიონიულ სასამართლოში
სარჩელში იმდად ალიევი დაასახელა მოპასუხედ, შემდეგ გაიხმო სარჩელი იმ მიზეზით,
რომ სინამდვილეში საზიარო სახლი საირა ალიევზე რეგისტრირებულ ნაკვეთში
მდებარეობდა. ფაქტიურად მადატ ალიევი ამტკიცებს, რომ სადავო სახლი მისი და
დედამისის საზიაროა, მაგრამ საერთოდ არ საუბრობს რა საერთო აქვს იმდად ალიევს
სარია ალიევზე რეგისტრირებულ სახლთან, თუ არ ჩამთლით იმას, რომ 80 წლებში
კომლიდან გასვლამდე ცხოვრობდა იქ მამის კომლში.
2014 წლის 14 აპრილს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს #882014194817
განცხადებით მიმართა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებით
რეგისტრაციის მოთხოვნით. მან განცხადებას სარეგისტრაციო დოკუმენტებად დაურთო
1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2.
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია იხილეთ განაცხადებში 892012097257, 892012125187 და
882013383470, 3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება N3/118-13 და N3/72-13 (2
ცალი), 4. სააღრიცხვო ბარათები 28187/2002 და 28189/2002 და საკადასტრო რუკები, 5.
ბოლნისის რაიონული სასამართლოსადმი გაცემული წერილი N36415 თანდართული 15
ფურცლითურთ, 6. საარქივო ცნობა AA2013032286-04; 7. საარქივო ცნობა AA2013032903-04,
8. საარქივო ცნობა AA2013032289-04, 9. საარქივო ცნობა AA2013032238-03, 10. საქართველოს
ეროვნული არქივის მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოსადმი გაცემული წერილი
15/2511, 11. აზ. ნახაზის ასლი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ამონაწერში უფლების
დამდგენ დოკუმენტაციად მითითებულია მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის
სოფელ გაჯისკენდის #24 სააღრიცხვო ბარათი, რითაც მოწინააღმდეგე მხარე
მანიპულირებს და სურს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო, ამტკიცებს თითქოს
რეგისტრაცია მხოლოდ ამ დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდა. 2014 წლის 7 მაისის
სარეგისტრაციო სამსახურის #882014194817-07 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა,
იმდად ალიევის სახელზე დარეგისტრირდა დაზუსტებული 508 კვ/მეტრი ფართის
სასოფლო-სამურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, #1,2,3 შენობა
ნაგებობებთან ერთად, საკადასტრო კოდი 83.03.11.980.
საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა ცირა სუნქიძემ
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნა, რომ იმდად ალიევის სახელზე სადავო
ქონების რეგისტრაცია მოხდა მასთან დაკავშირებული ყველა გარემობის გამოკვლევის
შედეგად, არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, ვინაიდან
წარმოდგენილი იყო კანონით გათვალისწინებული ყველა სარეგისტრაციო დოკუმენტი.
ვინაიდან მიწის ნაკვეთზე იდგა სახლი, რომელიც საკომლო წიგნების თანახმად
ეკუთვნოდა იმდად ალიევს, საკუთრების უფლების აღიარების წესის თანახმად, პირდაპირ
გადაეცა მას საკუთრებაში. ასევე გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მიწის
ნაკვეთი საკადასტრო კოდი 83.03.01.226, მადატ ალიევის სახელზე დარეგისტრირდა
სისტემური რეგისტრაციის დაუზუსტებელი მონაცემებით, დღესაც მისი საზღვარი
დაუზუსტებელია და თუ მათთვის ცნობილი გახდება, რომ არის უფრო კარგი და
დამაჯერებელი დოკუმენტები, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს
ან გააუქმოს რეგისტრაცია პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის 327 ბრძანებულების
შესაბამისად. რეგისტრაციის მომენტში წარმოდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში
ქმნიდა იმის საფუძველს, რომ საჯარო რეესტრს დაერეგისტრირებინა იმდად ალიევის
მიერ წარმოდგენილი მონაცემები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო
სამსახურის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლოს მოსაზრებით თითქოს
დადგენილი იყო, რომ სადაო საცხოვრებელი სახლი აშენებული იყო ორი
დამოუკიდებელი ოჯახისათვის და დგას მადატ და იმდად ალიევის კუთვნილ ორ მიწის
ნაკვეთზე. საქმის მასალებით დასტურდება საწინააღმდეგო, კერძოდ საკომლო წიგნების
თანახმად, მადატ ალიევის კუთვნილ 0.098 ჰა მიწის ფართობზე 2011 წლის მდგომარეობით
საცხოვრებელი სახლის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, როცა სადაო
საცხოვრებელი სახლი ჯერ კიდევ 1985 წელს არის აშენებული. სასამართლო ასევე
დადგენილად მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეების ძმის პოლად ალიევის სახელზე
რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში ს/კ 83.03.01.224, მდებარე სარია ალიევაზე რიცხული
სადაო სახლი, დიდი ალბათობით განკუთვნილი იყო იმდად და მადად ალიევებისათვის,
მიუხედავად იმისა, სახლის ტექნიკური პასპორტი შედგენილი იქნა მხოლოდ იმდად
ალიევის სახელზე. აღნიშნული მოსაზრება ფაქტობრივად არ დასტურდება, ვინაიდან
საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება ამას არ ადასტურებს. 1980 -1982 წლების
საკომლო წიგნის თანახმად კომლის უფროსად აღნიშნულია ჯალალ ალიევი. ჯალალ
ალიევის კომლს 1980 წელს საკუთრებაში ერიცხება 50 კვ/მეტრი ფართის საცხოვრებელი
სახლი და 0.25 ჰა მიწის ფართობი. შესაბამისად სადაო 1985 წელს აშენებული სახლი,
რომელიც ეკუთვნის იმდად ალიევს ვერ იქნება ის სახლი რომელიც დგას სარია ალიევის
მიწის ნაკვეთზე, რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს. სასამართლომ ასევე
უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად თითქოს მადატ ალიევი როცა გამოეყო მამამისის
კომლს, მას კომლიდან გადაეცა რომ 0.098 ჰა მიწის ფართობი, რომელიც
რეგისტრირებულია დღეს მასზე. როგორც საკომლო წიგნებიდან და საღრიცხვო
ბარათიადან ჩანს 0.098 ჰა მიწის ფართობი, ამჟამად მიწის ნაკვეთი ს/კ 83.03.01.226, მან
მიიღო 2002 წელს, როცა საერთო კომლი 1980-1985 წლებში უკვე დაცალკავებული იყო.
მისი რეგისტრაციის საფუძველია გადამხდელთა საგადასახადო სია #2008, არასოდეს
ეკუთვნოდა ჯალალ ალიევის კომლს. აღნიშნულს ადასტურებენ პირველ ინსტანციის
სასამართლოში მესამე პირად ჩართული პირები, რომლებიც მოდავე მხარეების ახლო
ნათესავები და ცოცხალი მომსწრეები არიან, სამწუხაროდ სასამართლომ ამას არასწორის
შეფასება მისცა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, 2013 წლის 4 ნოემბრის
#201952 გადაწყვეტილებით განმარტებული იქნა, რომ ..საჯარო რეესტრის შესახებ
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, #83.03.01.226 და #83.03.01.224
საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ
მოქმედებდა უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ძალდაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნებოდა ცნობილი. იმის
გათვალისწინებით #83.03.01.226 და #83.03.01.224 საკადასტრო კოდების მქონე მიწის
ნაკვეთის ფართები რეფისტიტრებული იყო სისტემური რეგისტრაციის შედეგად, იყო
დაუზუსტებელი ფართებით, მათი საზღვრების ზუსტი განსზღვრა შეუძლებელია,
შესაბამისად მათი ზუსტი ადგილმდებარების თვალსაზრისით უტყუარობის პრეზუმფცია
მათზე ვერ გავრცელდება. საყურადღებოა, რომ იმდატ ალიევის კუთვნილი მიწის
ნაკვეთის ს/კ #83.03.01.226 სარეგისტრაციო მოწმობაში მოცემულ საკადასტრო გეგმაზე
აღნიშნული მიწის ნაკვეთის და შენობის ნახაზი არ არის მოქცეული კორდინატებში და
მისი ფართის ზუსტი ოდენობა და მდებარეობა ვერ დგინდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11
მაისის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალ გადაწყვეტილებით მადატ
ალიევის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მადატ ალიევის სააპელაციოს საჩივარს მიგვაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ
უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.
სააპელაციო საჩივარში მადატ ალიევი აღნიშნავს, რომ თითქოს პირველი ინსტანციის
სასამართლომ არასწორად მიიშნია დადგენილად, რომ 1991 წლის 26 დეკემბრით
დათარიღებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ეგზემპლიარს უსვია
შესაბამისი რეკვეზიტები. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე იმდად
ალიევის მიერ წარმოდგენილი იყო სადაო ტექნიკური პასპორტის ეგზემპლიარი,
რომელზეც აღბეჭდილია შესაბამისი ბეჭედი, რაც ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის
მოსაზრების მცდარობას. გთხოვთ, არ დააკმაყოფილოთ მადატ ალიევის სააპელაციო
საჩივარი

/მ. ბაიდოშვილი/

21 ნოემბერი 2017 წელი

You might also like