Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

6.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის თემიდან გამომდინარე მეტ-ნაკლებად შესაძლებელია წინასწარ


განისაზღვროს მოსალოდნელი შედეგი. ჩვენი პროექტის მიზანს წარმოადგენს როგორც
მოგების მიღება ასევე სტუდენტებისთვის (მაღლივი,განივი) კომფორტული ადგილის
შექმნა კვების ობიექტის სახით. შესაბამისად სასურველი შედეგი მოგებასთან ერთად
იქნება სტუდენტების კმაყოფილების ამაღლება და ასევე ამასთან ერთად უშუალოდ
სტუდენტების დასაქმება ხელსაყრელი პირობებით (უნივერსიტეტთან ახლოს).

ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით გავარკვიეთ რომ ამ ტერიტორიაზე არ არის


მსგავსი ობიექტი და ასევე თვითონ უნივერსიტეტშიც არ ფუნქციონირებს კაფეტერია.
აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით რომ კარგად ვიცით რამდენ დროს
ატარებენ სტუდენტები უნივერსიტეტში, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს პროექტი დაეხმარებათ
მათ რომ მოახერხონ როგორც კვება ასევე დასვენებაც და შესაძლოა მუშაობაც. ასევე
აღსანიშნავია ისიც რომ არის შემთხვევები როცა სტუდენტებს საგნებს შორის დიდი
შუალედი აქვთ და სჭირდებათ მსგავსი ადგილი, რომელიც არ არის რაც პრივილეგიას
აძლევს ჩვენს პროექტს და მეტად მკაფიო და კარგ შედეგს მოგვიტანს ნაკლები
კონკურენციის პირობებში.

ჩვენთვის სასურველი შედეგი მიიღწევა თავდაპირველი დაფინანსებით


/ინვესტირებით. ჩვენი პროექტის წამოწყება დამოკიდებულია სწორედ ამაზე, შემდეგ
სტადიაზე კი უკვე განხორციელებული პროექტის მიღებული მოგებიდან ჩატრიალდება
ის თანხა რაც საჭირო იქნება ობიექტის მუშაობისთვის.

სავარაუდო ეფექტი რასაც ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის განხორციელება მოიტანს


ეს არის, სტუდენტთა კმაყოფილების გაზრდა და ამასთან ერთად მოგება რომელსაც
ჩვენი სამიზნე აუდიტორია მოიტანს, კერძოდ სტუდენტებთან ერთად ისინიც, ვინც
ისარგებლებენ მიტანის სერვისით. აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს
სტუდენტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, რომ სტუდენტებმა თავი
მნიშვნელოვნად იგრძნონ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს პროექტში
სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. საბოლოო მოსალოდნელი შედეგი რასაც ეს
პროექტო მოიტანს ისეთი მაჩვენებელია, რომელიც ასახავს შესაძლებლობების
გათვალისწინებით მაქსიმალურ მოგებას, და ამასთან ერთად მაქსიმალურად ბევრი
სტუდენტის კმაყოფილების ამაღლებას. რა თქმა უნდა, ყველანაირი სტანდარტების
დაცვით მოხდება როგორც საკვები პროდუქტების შერჩევა ისე ფართის მოწყობა, რადგან
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ეს არის.

You might also like