Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

მონარქია

მონარქია არის მმართველობის ის ფორმაა,როდესაც ქვეყანას მართავს ერთი


მემკვიდრეობითიმონარქი.ესაა ერთი პირის მმართველობა .ამ შემთხვევაში საინტერესო
არაა მონარქიის ინსტიტუტის კონსტიტუციური დახასიათება,არამედ მისი უფლება -
მოვალეობების განსაზღვრა სხვა შტოებთან მიმართებაში,სწორედ ასე იყოფა მონარიქ
აბსოლუტურ და კონსტიტუციურ მონარქიად

აბსოლუტური მონარქია

აბსოლუტური მონარქია მმაღტველობის ისეთი ფორმაა,როდესაც მთელი ძალაუფლება


ერთი პირის ხელშია.მონარქი ახორციელებს საკანონმდებლო ფუნქციას ,მისი დანიშნული
პირები ახორციელებენ აღმასრულებელ ფუნქციასაც და მართლმსაჯულებასაც
ძირითადად მონარქი ახორციელებს ხოლმე.ზოგიერთ ქვეყანაში მონარქი უმაღლესი
სასულიერო პირიცაა,რაც თავისთავად ზრდის მის გავლენას სახელმწიფოში .
მონარქიული მმართველობის ფარგლებში,ქვეყნის ძირითადი კანონი ოქტრირებული
წესითაა ხოლმე მიღებული,რაც მონარქის ძალაუფლებას ვერ ზღუდავს,შესაბამისად მას
კონსტიტუცია შეიძლება არც ვუწოდოთ.

დუალისტური მონარქია

დუალისტური მონარქია კონსტიტუციური მონარქიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა .აქ


ხელისუფლება გადანაწილებულია არჩევით წარმომადგენლობით ორგანოს
პარლამენტსა და მონარქს შორის. პარლამენტს აქვს საკანონომდებლო ფუნქცია ,ხოლო
აღმასრულებელ ფუნქციას ახორციელებს მონარქი მის წინაშე პასუხისმგებელი
მთავრობის მეშვეობით.ასეთი მმართველობის ფოორმის მქონე ქვეყნებში სასამართლოს
ან მონარქი განაგებს ან ის მეტნაკლებად დამოუკიდებელი სახით არსებობს .მართალია
დუალისტური მონარქიის ფარგლებში პარლამენს აქვს საკანონმდებლო ფუნქცია ,თუმცა
მონარქს თავის მხრივ აქვს ვეტოს დადების უფლება.მოარქს შეუძლია პარლამენტის მიერ
გამოცემულ კანონს ვეტო დაადოს.მთავრობა მის წინაშე პასუხისმგებელი
ორგანოა.პარლამენტს შეუძლია ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურის მეშვეობით
შეზღუდოს მონარქის უფლებები,თუმცა მონარქს აქვს პარლლამენტის დათხხოვის
უფლება,შესაბამისად ეს ფაქტი პარლამენტის უფლებებს მეტად მოკრძალებულს ხდის .

საპარლამენტო მონარქია

საპარლმენტო მონარქია წარმოადგეს მონარქის უფლებების შეზღუდვას და მის


დისტანცირებას ხელისუფლების სამივე შტოსგან.საპარლამენტო მონარქია
დემოკრატიული გზით მიღებული კონსტიტუციების მეშვეობით გაკეთებული სახალხო
არჩევანია. თანამედროვე მონარქიულ სახელმწიფოში განსაზღვრულია არა მარტო
მონარქის სტატუსი არამედ გვირგვინის ხელისუფლების მემკვიდრეობაც .ასევე ვინაიდან
საპალამენტო მონარქიის მაღტველობის ფარგლებში მონარქი დისტანცირებულია
ხელისუფლების სამივე შტოსგან ხელისუფლების სტრუქტურის განმსაზღვრელია ერთის
მხრივ პარლამენტის მონაწილეობა აღმასრულებელი ხელლიოსუფლების ფორმირებაშ
და შემდეგ მისი საქმიანობის პოლიტიიკური კონტროლი პარლამენტის მიერ ,სწორედ
ამიტომ თანამედროვე მონარქიის ფორმებში მონარქი დისტანცირებულია
საკანონმდებლო ორგანოსგან. ქვეყნის აღმასრულებელი ორგანო ასეთი მმართველობის
ფორმის ქვეყნებშ პრემიერ-მინისტრის ხელშია. პრემიერ-მინისტრად აიღცევა
საპარლამენტო არჩევნებში დაწინაურებული პარტიის მეთაური ,რომელიც თავისი
თანაგუნდელებით აკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს,პარლამენტს შეუძლია
უნდობლობა გა,ოუცხადოს მთავრობას და ეს უკანასკნელი გადადგეს ,თუმცა
მთავრობასაც შეუძლია მონარქს შესთავაზოს პარლამენტის დათხივა რიგგარეშე
საპარლამენტო არჩევნებით.თუ ამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვებს
აღმასრულებელი ხელისუფლება მაშინ პარლამენტი შეიქმნება მთავრობის
მხარდამჭერთა უმრავლესობა,თუმცა თუ ხალხი არ ეთანხმება მინისტრთა კაბინეტს ,ამ
შემთხვევაში შეიცვლება საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური შემადგენლობაც
და ახალი მთავრობის ფორმირების საშუალება გაჩნდება.საკანონმდებლო და
აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დამოკიდებულების განსაზღვრაში დიდი როლი
აქვს პარტიულ სისტემას. ამ მხრივ უკეთესი შედეგი მაშინაა,როცა ქვეყანაში
ორპარტიულობა ან მრავალპარტიულობაა ,ერთი დომინირებული
პარტიით.თანამედროვე მონარქიულ ქვეყნებში მონარქი სასამაღტლო ორგანოსგანაც
დისტანცირებულია,თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შენარჩუნებულია მონარქის უფლება
შეიწყალოს ან შეამსუბუქოს სასჯელი ან მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს
ფორმირებაში,თუმცა აქაც ის ნაწილობრივ შეზღუდულია პარლამენტისგან .

რესპუბლიკა

რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში ქვეყნის მეთაური არჩევითია და მისი


განწესების წესი და სტატუსი დამოკიდებულია იმაზე თუ რესპუბლიკის რომელი
ნაირსახეობაა დამკვიდრებული ქყვეყანაში:არსებობს საპრეზიდენტო ,საპარლამენტო და
ნახევრად-საპრეზიდენტო რესპპუბლიკები.

საპრეზიდენტო რესპუბლიკა

საპრეზიდენტო რესპუბლიკის სახე პირველად ამერიკაში ჩამოყალიბდა 1787 წლის


კო9ნსტიტუციით.აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებს მანდატს იღებენ
ხალხისგან.აღმასრულებელ ორგანოს როგორც წესი სათავეშ პრეზიდენტი უდგას და ის ამ
ფუნქციიას სახელმწიფოს მმართვის ფუნქციას უთავსებს.როგორც წესი ასეთი
მმართველობის ქვეყნებში მთავრობა როგორც კოლეგიური ორგანო არ არსებობს და
მინისტრები პრეზიდენტის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.ზოგ ქვეყანაში პრეზიდენტი
ნიშნავს პრემიერმინისტრს,თუმცა მას ადმინისტრაციულ პრემიერ -მინისტრს
უწოდებენ.საპრეზიდენტო რესპუბლიკის ერთ0ერთი მთავარი მახასიათებელი ისაა რომ
აღმასრულებელ ფუნქციას პრეზიდენტი ერთპიროვნულად
ახორციელებს.აღმასრულებელი ორგანოს ვადამდელი გადაყენების მხოლოდ
ერტადერთი საშუალება არსებობს და ესაა იმპიჩჩმენტი რომელიც სერიოზული პროცესია
და მოითხოვს კონსტიტუციით დადგენილი წესის მკაცრად დაცვას და სადსამართლოს
მიერს სამაღთალდარღვევის ფაქტის წარმოჩეჩენას. პრეზიდენტს საპრეზიდენტო
რესპუბლიკაში გააჩნია დროებითი ვეტო,რომლის დაძლევა კონსტიტუვიით განსაზღვრულ
ხმათა კვალიფიციკურ უფრავლესობას მოითხოოვს,ამ გზით შესაძკლებელია
პრეზიდენტმა თავიდან აირიდოს არასასურველი კანონის მიღება .პარლამენტს უფლება
აქვს იმპიჩმენტის გზით გადააყენოს აღმასრულებელი ან სასმართლო ორგანოს
წარმომადგენლები.სასამართლო ორგანიზაცია ახორციელებს იმის კონტროლს თუ
რამდენად კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ორგანოები.

საპარლამენტო რესპუბლიკა

საპარლამენტო რესპიბლიკის ფარგლებში ქვეყნის მეთაური აირჩევა ან პარლამენტის ან


სხვა კოლეგიური როგანოს მიერ.კონსტიტუციამ შეიძლება პრეზიდენტი საკმაოდ ფართო
უფლებამოსილებით აღჭურვოს,თუმცა ამ ფუნქციებს ძირითადად აღმასრულებელი
ორგანო ახორციელებს.პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტების ასამოქმედებლად
საჭიროა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა.საპარლლამენტო რესპუბლიკის მთავარ
მახასიათებელს წარმოაგდენს პარლამენტის ან მისი ქვედა პალატის წინაშე
პასუხისმგებელიმთავრობა,რომელიც როგორც წესი სოლიდურ ხასიათს ატარებს .თუმცა
მთავრობა აღჭურვიილია უფლებამოსილებით ქქვეყნის მეთაურს მიმართოს
პარლამენტის დათხოვნის მიზნით.შესაბამისად ასეთი მმართველობის მქონე ქვვეყანაშ
ხელისუფლების შტოებისგან დისტანცირებული პრეზიდენტი არბიტრალური ფუნქციების
მქონე ინსტიტუტია რომელიც საჭიროებს სამთავრობო კრიზისის დაძლევის
კონსტიტუციური მექანიზმის ამოქმედებას უზრუნველყოფს.საპარლმანეტო რესპუბლიკაშ
არაპირდაპირი გზით არჩეული პრეზიიდენტის დამოუკიდებლად მოქმედების არეალი
საკმაოდ მცირეა.ორეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაი შეიძლება შეიჩეს პირდაპირი
გზითაც ანუ ხალხის მეშვეობით.საპარლამენტო რეპუბლიკაშ მთავარ პოოლიტიკურ
ფიგურას მთავრიბის მეთაური წარმოადგენს,რომელმაც გაიმარჯვა საპარლამენტო
არჩევნებში. პრეზიდენტი პრემიერმინისტრის კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს
თუმცა ეს რეალურად ფორმალური პროცედურა უფროა.მთავრობის შემადგენლობაზე
გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული პილიტიკური სისტემა:მრავალპარტიული სისტემის
პირობებში,თუ კი სახეზეა ერთი დომინირებული პარტია მაშინ მთავრობა შეიძლება
ერთპარტიული იყოს.ხოლო თუ სახეზე არაა ერთი დომინირებული პარტია მაშნ მთავრობა
კოალიციურია.

ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა

მმართველობის სერეული ფორმა აერთიანებს როგორც საპრეზიდენტო ,ასევე


საპარლამენტო რესპუბლიკის სხვადასხვა ნიშნებს.ნახევრად -საპრეზიდენტო რესპუბლიკა
პირველად ჩამოყალიბდა პარიზში 1985 წელს.ასეთთი მმართველობის ფორმის მქონე
ქვეყნებში პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი გზით,ხალხის მიერ და აქვს აღმასრულებელი
ხელისუფლების ფუნქციონირების უფლება,მინისტრთა კაბინეტი აუცილებლად
საპარლამენტო ნდობით უნდა იყოს აღწურვილი,შესაბამისად პრეზიდენტი
პრემიერმინისტრის არჩევისას ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების
შედეგებს.ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება გაორებულია ,ვინაიდან მის
განხორციელებასი აქტიურად მონაწილეობს პრეზიდენტი თუმცა ის ხორციელდება
საპარლამენტო უმრავლესობიტ აღჭურვილი მთავრობის საშუალებით .ასეძთ შემთხვევაშ
პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს დაითხოვის პარლამენტი .პრეზიდენტის
მონაწილეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაშ განმსაზღვრელია,როცა სახელმწიფოს
მეთაური და პარლამენტი ერთსა და იმავე პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნებიან ,თუმცა
როდესაც პარლამენტი ოპოზიციას წარმოადგენს პრეზიდენტისთვის ,მას აქვს ორი
არჩევანი.ან დაითხოვოს პარლამენტი ხელსაყრელ დროს და იმედოვნოს რომ მისი
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენკები გაიმარჯვებენ არჩევნებში ,ან თავისი
პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე შეეგუოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში
კონსტიტუციით განნსაზღვრული უფლებებების შეზღუდვას.საბოლოოდ,ნახევრად -
საპრეზიდენტო მმართველობის ამოცნობა შესაძლებელია პრეზიდენტის ჩართულობით
აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში.

სახელმწიფოს დანაწილება

სახელმწიფოს,როგორც წესი,აქვს სამი ძირითადი ელემენტი,მახასიათებელი .ეს არის


სუვერენული ხელისუფლება,ტერიტორია რომელზეც ვრცელდება ხელისუფლების
სუვერენიტეტი და მუდმივი მოსახლეობა.სახელმწიფოს მოწყობის გზით განასხვავებენ სამ
ძირითად მოდელს;უნიტარული,ფედერალური და რეგიონული სახელმწიფოები .

უნიტარული სახელმწიფო

უნიტარული სახელმწიფოს მოდელი გავრცელებული მოდელია.უნიტარული სახემწფიოს


მოდელი გულისხმობს ხელისუფლების დანაწევრებას ტერიოტორიულ -ადმინისტრაციულ .
ერთეულებად,რომელსაც ფედერალიური სახემწიფოსგან განსხვავებით სტატუსს
ცენტრალური ხელისუფლება ანიჭებს.ხელისუფლება ცენტრალიზებულია და
სახელმწიფოში მოქმედებს საერთო კონსტიტუცია,ფულის ერთეული და ასე შემდეგ .ასეთი
სახელმწიფოს მოწყობის გზა კონსტიტუციაში მითითებული არ აირს ხოლმე ,თუმცა რიგი
კონსტიტუციური ნორმებით შეიძ₾ება ამ მოდელის ამოცნობა.უნიტარული სახელმწიფო არ
გულისხმოს მკაცრ ცენტყალკიზაციას,პირიქით საკონტიტუციო სამართლის თეორიაშძი
უმნიტარულ სახელმწიფოებს განასხვავებენ დეცენტრალიზების
ხარისხით:ცენტრალიზებული,შედარებით დეცენტრალიზებუი და დეცენტრალიზებული
სახემწიფოები. ცენტრალლიზებულ სახელმწიფოში ტერიტორიულ-ადმინსტრაციულ
ერთეუ;ს მართავს ცენტრალური ხელუსიფლების მიერ დანიშნული ორგანო .შდარებით
დეცენტრალიზებულ სახელმწიფოში ტერიორია ცენტრალური ხელისუფლების მიერ
დანიშნული ორგანოს გარდა მართავს ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი
ორგანო,ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული ორგანო გამლოირჩევა რიგი
პრივილეგიებით ადგილობრივ ძთვითმმართველ ორგანოსგან შედარებით და
ინფორმაცის აწვდის ცენტრალურ ხელისუფლებას იმ ტერიტოიასთან
დაკავშირებულსა.რაც შეეხება დეცენტრალიზებულ სახელმწიფოს აქ ცენტრალური
ხელისუფლება არ ნიშნავს ტერიტორიის მმართელს და თვითმმართველობა
შეუზღუდავად ხორციელდება.ცენტრაური ხელისუფლება ამ ტერიტორიას მხოლოდ
საფინანსო-საბიუჯეტო და სადამარტლო კონტროლის მექანიზმებით
აკონტროლებს.დეცენტრალიზებული ტერიტორია შეიძლება ავტონომიურ ერთეულადაც
ჩამოყალიბდეს,რომელიც აღჭურვილი იქნება თვითთმართველობის კპონსტიტუციური
უფლებით.თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი რელიგიის
წარმომადგენელი ადამიანების ქვეყნის ძირითად რელიგიიის წარმომადგენლებთან
ერთად ჰარმონიული ცხოვრებისთვისმქსიმალურად ქმნის პირობებს .ამ თვალსაზრისით
არსებოობს ტერიტორიული და ექსტერიტორიული ავტონომია.ტერიტორიული ავტონომია
ითვალისწინებს გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ განსხავებულ ეთნიკურ ჯგუფს
რომელსაც ენიჭება ავტონომია,ხოლო ექსტერიორიული ავტონომია ნიშნავს როდესაც
არა გარკვეულ ტერიოტირაზ ემცხოვრებ ხალხს ენიჭება ავტონომია ,არამედ
განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფეფს მთელი ქვეყნის ტერიოტიაზე. განასხვავენენ
პერსონალურ და კორპორაციულ ავტონომიებს.პერსონალურია როდესაც ეთნიკური
ჯგუფი არაა ერთ ტერიტორიაზე თავმოტრილი,ხოლო კორპორაციული ავტონომიის
ფარგლებში განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ქმნიან მათი
ინტერესების გამომხატველ დაჯგუფფებებს.

ფედერალური სახელმწიფო

ფედერალური სახელმწიფო ქვეყნის დანაწილების ისეთი პრინციპია ,რომელშც


სახელმწიფოში არსებობს ფედერაციული სუბიექტები საკუთარი კანონმდებლობითა და
მმართველი ხელისუფლებით.ფედერალური სახელმწიფო მაქსიმა.ურად
დეცენტრალიზებულია და ის მიჩნეულია უფრო დემოკრატიულ ფორმად და ძირირთადად
გავრცებელბულია რესპუბლიკურ ქვეყნებში. ფედერალურ სახელწმიფოსა და
ფედერაციულ სუბიექტებს საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები აქვთ :ქვეყნის საერთო
ტერიტორია დაყოფილია ფედერაციებად,შტატებად,რომელბსაც ფედერაციის სუბიექტის
სტატუსი გააჩნიათ რაც გულისხმობს იმას რომ მაათ აქვთ საკუტარი კანონმდებლობა და
მმართველი ხლეისუფლება.ფედერალურ სახელმწიფოს შემადგენლობაშ ასევე ზოგ
შემთხვევაშ არსებობს არასუბიექტური ფედერაციებიც,რომმლებიც წარმოადგენენ
ფედერაციის ცენტრს,დედაქალაქს.ფედერალური სახემწიფოს შემადგენელი
ფედერალური სუბიექტები არ ქმნიან ქვეყნის ადმინისტრაციულ -პოლიტიკურ
ერთიანობას.ფედერაციულ სუბიექტებს არ აქვთ სუვერენიტეტი რაც ნიშნავს იმას რომ მათ
ან არ აქვთ საგარეო საქმეებში ჩარევის უფლება,ან მათი ეს უფლება მაქსიმალურად
შეზღუდულია ცენტრალური ხელისუფლებისგან~. ფედერაციული სუბიეტქების საგარეო
ურთიერთობები ძირითადად დამოკიდებულია ხოლმე კულტურულ
საქმიანობებს.ფედერაციულ სუბიექტებს გააჩნიათ საკუთარი კანონმდებლობა და ეს
კანონები ფედერალური სახელმწიფოს ცენნტრალური ხელისუფლების მიერ შედგენილ
კანონებთან ერთად მოქმედებს და ის უპირადესია ადგილობრივ კანონბთან
შედარებიტ.ასეთ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიან გააჩნი ორდონინი
მოქალაქოება,რაც ნიშნავს იმას რომ ის ფედერალური სახელმწიფოს მომქალაქესთან
ერთად ასევე შესაბამისი სუბიექტის მოქალაქეცაა.ფედერაციიულ სუბიექტს გააჩნია
საკუთარი სახელისუფლეობო სისტემა,რიომელიც გამოიხატობა ადგილობრივ
საკოანონმდელო,აღმასრუკებელი და რიგ შემთცხვევებში სასამართო ორგანიზაციების
არსებობით.საკანონმდებლო ორგანო აირჩევა პირდაპირი წესით,აღმასრულებელი კი ან
პპირდაპირი წესით ან საპარლამენტო არჩევნებით. ასეთ სახელმწიფოშ კომპეტენციები
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გადანაწილებულია და ისინი
რამდენიმე სახით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:საკავშირო ცენტრის
კომპეტენცია,ფედერალური სუიექტის კომპეტტენცია,ფედერალური სუბიექტისა და
ფედერაციული ცენტრის ერთობლივი კომპეტენცია და ნარჩენი კომპეტენცია .
ფედერალური ცენტრის კომპეტენციაა ისეთი სახელმწიფოებრივი საკითხების
გადაწყვეტა,როგორიცაა:ფედერალური ცენტრისა და მმისი სუბიექტების ურთიერთობბის
მოწესრიგება,ასევე საერთო-სახელმწიოფებრივი გადასახადების აკუმულირება და
სხვ.ფედერაციის სუბიექტის კომპეტენციაში შედის ისეთო საკოთხების გადაწყვეტა
როგორიცაა ტერიტორიის ადგილობრივი წესრიგი,იმ ინსტიტუციების კონტროლი
რომლისს მართვაც ევალება ფედერაციულ სუბიექტს.საერთო გადაწყვეტილებების
მიღება ითვალისწინებს იმას რომ ფედერალური ცენტრი ადგენს ჩარჩო -კანონის რომლის
ფარგლებშიც მოქმედებს ფედერალური სუბიექტი რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ,ხოლო
ნარჩენი კომპეტენცია ისსეთი საკითხების მოგვარებაა,რაც ვერ აისახა ქვეყნის ძირითად
კანონშ.კომპეტენციათა რეგლამენტაცია იყოფა ოთხ ჯგუფად:პირველს განეკუთხვნება
ისეი სახელმწიფოები რომელთა კონსტიტუცია ფედერალური ცენტრის კომპეტენციას
განამტკიცებს,მეორეს გამეკუთხვენა ისეთი სახელწიფო რომლის კონსტიტუცია ან
ფედერალური სუბიექტის ან ფედერალური სუბიექტისა და ფედერალური ცენტრის
ერთობლივად საკითხების გადაწყვეტას განაპირობებს.მესამე ჯგუდისაკავშიტო
ხელისუფლებასა და ფედერალურ სუბიექტს შორის კომპეტენციის სამსაფეხუროვანი
გამიჯვნის პრინციპს ეფუძვნება და მეოთხე შედარებით რთული ფორმაა და ის გამოყოფს
კომპეტენც იათა გამიჯვნის ოთხ ჯგუფს. ასევე ფედერაციული სახემწიფო შეიძლება იყოს
ასმიმეტრიულიუ და სიმეტრიული.ასიმეტრიულია მაგალითად რუსეთი რადგან მასში
შემავალი ფედერაციული სუბიექტი სხვადასხვა კონსტიტუციურ სამართლებრივ სტატუსებს
ატარებენ.

რეგიონუ;ი სახელმწიფო

რეგიონული სახემწიფოს იდეა პირველად იტალიასა და ესპანეთში გაჩნდა და


დამკვიდრდა.რეგიონულ სახელმწიფოს საერთო აწვს როგორც უნიტარულუ
სახელმწიფოს ასევე ფედერალური სახელმწიფოს ნიშნებთან.რამდენადაც ფედერალური
სახელლმწიფო დაყოოფილია ავტონომიურ ფედერალიურ სუბიექტებად,რეგიონები
რეგიონულად სტრუქტურული სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებს
წარმოადგენენ.უნიტარული სახელმწიფოს მსგავსად კი რეგიონული სახელმწიფოს
ტერიტორიული ერთეულები ავტონომიური თუმცა მას სტატუსს ცენტრალური
ხელისუფლება ანიჭებს.რეგიონულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი მახასიათებელი
ნიშნები,რომლითაც ადვილად ამოვიცნობთ რეგიონულ სახელმწიფოს:რეგიონში
მოქმედებს საკუთარი კანონმდებლობა,ყველა რეგიონს ჰყავს საკუთარი აღმასრულებელი
ა საკანონმდებლო ორგანო.საკანონმდებლო ორგანო რეგიონში აირჩევა პირდაპირი
წესით.რეგიონის საკანონმდებლო ორგანოკანონშემოქმედებითი ფუნქციითაა
აღწურვილი.რეგიონის დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროს საფუძველზე აქვს
საკუთარი საგადასახადო სისტემა,ადგილობრივ თვითმმართველებს ევალებათ რეგიონს
შიგნით მისი მოწესრიგება და ყველაზე აღსანიშნავი ნიშანი ისაა რომ რეგიონს
ცენტრალური ხელისუფლების მიერ განსაზღვრული წესიტ უფლება აქვს მონაწილეობა
მიიღოს სახელმწიფოთაშოეის ურთიერთობებშიც.

You might also like