Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 76

გინეკოლოგიური გასინჯვა (PAP)

• ეს არის კლინიკური უნარ-ჩვევების საგამოცდო სადგური. თქვენ


მოგეთხოვებათ პაციენტის კლინიკური გინეკოლოგიური
გამოკვლევა.
• თქვენ ხართ ქალთა კონსულტაციის ექიმი. ვიზიტზე მოვიდა 35 წლის
ქალი. პრაქტიკულად ჯანმრთელია. მოგაკითხათ რიგითი
გინეკოლოგიური გამოკვლევისთვის.
• 6 წუთის განმავლობაში :
Øაღწერეთ რას აკეთებთ
Øდაათვალიერეთ საშვილოსნოს ყელი ( განსაზღვრეთ
ნამშობიარევია თუ არა ქალი)
Øაიღეთ pap ტესტი
Øაწარმოეთ ბიმანუალური გასინჯვა
• წარვუდგინოთ თავი
• ავუხსნათ პროცედურა ( რის გაკეთებას ვაპირებთ) , მივიღოთ
თანხმობა და დავრწმუნდეთ რომ შარდის ბუშტი აქვს დაცლილი
• ვთხოვოთ გაიხადოს წელს ქვემოთ და მოთავსდეს სამეანო
სავარძელზე , დავეხმაროთ ლითოტომიური პოზიციის მიღებაში
• ვხსნით ხელთათმანის გარეთა შეფუთვას, შიგნითა სტერილური
შეფუთვა თავსდება სტერილურ მაგიდაზე
• ვიმუშავებთ ხელს, ვიმშრალებთ ერთჯერადი ხელსახოცით
(აუცილებლად ვამბობთ)
• ვხსნით შიდა შეფუთვას, ვიცვამთ ხელთათმანს. პირველ ხელზე
ჩაცმისას ვკიდებთ ხელს ხელთათმანის შიდა ზედაპირს, მეორე
გადაკეცილს, გარე ზედაპირიდან 4 თითით
• გარეგანი სასქესო ორგანოების ინსპექცია (ინსპექციით არ
აღინიშნება ჰიპერემია, გამონადენი, შეშუპება, დაწყლულება,
დაზიანება, შეწითლება, პროლაფსი).
• შევარჩიოთ სათანადო ზომის სარკე და გავათბოთ ხელით ან თბილი
წყლით
• გავპოხოთ სარკე წყალზე დამზადებული ლუბრიკანტით ან თბილი
წყლით
• არადომინანტური ხელის ცერა და საჩვენებელი თითით
დავაცილოთ ბაგეები, ისე რომ გზას არ კეტავდეს თმები ან კანი
• ჩავდგათ სარკე( დახურულ მდგომარეობაში) ისე რომ სარკის ხრახნი
გვერდზე იყოს მიმართული(ვერტიკალურად) და სარკე იყოს
დახრილი 45 გრადუსით , შემდეგ მოვახდინოთ როტაცია , გავხსნათ
სარკე და დავრწმუნდეთ რომ საშვილოსნოს ყელი მოჩანს და
დავაფიქსიროთ სარკე გახსნილ მდგომარეობაში.
• საშვილოსნოს ყელი ხილული პათოლოგიების გარეშე , ქალი
ვაგინალურად არანამშობიარევი
• ნაცხისთვის საჭირო ნაკრები
• ეერის შპადელი დაიჭირეთ ცერა და საჩვენებელი თითით
ჰორიზონტალურად ,მომრგვალებული ბოლოდან , შპადელის
ჩაღრმავებული ბოლოს გრძელი კიდე მოათავსეთ არხში, ხოლო მოკლე
ბოლო მჭიდროდ მიაბჯინეთ ექტოცერვიქსზე ( 3 ან 9 სთ -ის პოზიციაზე)
• დაატრიალეთ შპადელი 360 გრადუსით(9 სთ -საათის ისრის
მიმართულებით და 3 სთ -საათის ისრის საწინ.) , ისე რომ მოკლე ბოლო
რჩებოდეს მიბჯენილი ექტოცერვიქსთან.
• სასაგნე მინის დაბურულ ნაწილზე ფანქრით დააწერეთ პაციენტის
სახელი , გვარი, ასაკი
• მასალა მოათავსეთ სასაგნე მინაზე ( შპადელის ორივე მხარე გაუსვით
მინაზე) და მყისიერად დააფიქსირეთ ფიქსატორით ( ფიქსატორი
დაიჭირეთ მინიდან 15-20 სმ დაშორებით ჰორიზონტალურად 2 ჯერ
დაშხაპუნება).
• შეიტანეთ ენდოცერვიკალური ბრაში( ჯაგრისი) საშვილოსნოს ყელის
არხში ისე, რომ ჯაგრისის ბუსუსები მოჩანდეს (2/3 შიგნით, 1/3 გარეთ).
• მოახდინეთ ჯაგრისის 180 გრადუსიანი ბრუნი და ჯაგრისი გადააგორეთ
სასაგნე მინაზე საწინააღმდეგო მიმართულებით.
• მოუშვით სარკის ხრახნი და მოახდინეთ სარკის როტაცია ისე, რომ
ხრახნი გვერდისკენ იყოს მიმართული. გამოტანისას სარკე თავისით
დაიხურება.
• ხელთათმანიან მარჯვენა ხელის საჩვენებელ და შუა თითზე წაისვით
ლუბრიკანტი
• მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით გადაწიეთ მცირე
სასირცხო ბაგეები
• მარჯვენა ხელის ჯერ შუა თითი და ვთხოვთ ქალს ჩაახველოს ან
გაიჭინთოს რა დროსაც საჩვენებელი თითიც შეგვაქვს საშოში.
• მოახდინეთ საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის პალპირება
• მოათავსეთ მარცხენა ხელისგული მუცელზე ბოქვენის სიმფიზიდან 3-5
სმ-ით ზემოთ , ხოლო მარჯვენა ხელის თითები ყელის უკან ( უკანა თაღში)
და გაამოიკვლიეთ საშვილოსნოს ზომა , ფორმა, კონსისტენცია,
მოძრაობა, მტკივნეულობა, მდებარეობა.
• საშოში შეტანილი თითები მოათავსეთ მარჯვენა თაღში , ხოლო მუცელზე
მოთავსებული ხელი გადაანაცვლეთ საზარდულის მიდამოში და ორ
ხელს შორის გასინჯეთ საკვერცხე და ფალოპის მილი, იგივენაირად
მარცხენა მხარეს.
• როდესაც გამოიტანთ თითებს საშოდან ნახეთ ხომ არ არის
ხელთათმანზე სისხლი ან გამონადენი
• გაიხადე ხელთათმანი
ჩექლისთი
1. სწორად იბანს ხელს ( იყენებს თხევად საპონს, იცავს დაბანის ტექნიკას, იმშრალებს ერთჯერადი
ხელსახოცით, ნახმარ ხელსახოცს ათავსებს სპეციალურ კონტეინერში).
2. სწორად ხმარობს ხელთათმანს
3. სწორად დგამს სარკეს ( ასველებს ლუბრიკანტით, თითებით გადაწევს სასირცხო ბაგეებს, 45
გრადუსიანი დახრილი კუთხით შეაქვს სარკე საშოში).
4. სწორად აფიქსირებს
5. სწორად აფასებს საშვილოსნოს ყელს ( ნორმალური , ნამშობიარევი)
6. სწორად იღებს ნაცხს პაპ-ტესტისთვის
Ø ეერის შპადელს ხმარობს სწორად
Ø ჯაგრისს ხმარობს სწორად
Ø სწორად გადააქვს სასაგნე მინაზე
Ø აფიქსირებს ნაცხს სასაგნე მინაზე
7. ხურავს და იღებს სარკეს ფრთხილად
8. სწორად ახორციელებს ბიმანუალურ გასინჯვას
Ø პაციენტს ეუბნება გაიჭინთოს
Ø ორი თითით გადაწევს დიდ სასირცხო ბაგეებს
Ø საშოში შეაქვს ჯერ ერთი და შემდეგ მეორე თითი
Ø მეორე ხელს ათავსებს აბდომინურად
9. აღწერეთ რას აკეთებთ: უკანა თაღის მხრიდან ვაწვები ხელს, მარცხენა ხელი უფრო ინფორმატიულია,
საშვილოსნოს ზომას ფორმას კონსისტენციას მოძრაობას და მტკივნეულობას შევიგრძნობ.
სპირალის ჩადგმა
• სარკე გვხვდება ჩადგმული, ყელს ვამუშავებთ ბეტადინით 3-ჯერ, ცენტრიდან
პერიფერიისკენ
• ვადებთ ორკბილას ზედა ბაგებზე 11 სთ-ის პოზიციაზე (მემარჯვენეები) ან 13
სთ-ის პოზიციაზე (მემრაცხენეები), ისე რომ შევიდეს ცერვიკალურ არხში და
იკეცება 1 კბილზე (ვამბობთ!)
• ზონდირება. მულაჟის საშვილოსნო ანტევერსიოშია, ამიტომ ზონდის სმ-ებიანი
მხარე ჩვენკენაა. ზონდის შეტანის პარალელურად ,ორკბილას ვქაჩავთ ჩვენკენ
და დაბლა, ყელსა და ტანს შორის კუთხის გასწორებისთვის, წინააღმდეგობისას
ვწყვეტთ შეტანას (ძირითადად მულაჟებზე 7 სმ, რეალობაში სიგრძე ზონდზე
ლორწოს ან სისხლის არსებობით ისაზღვრება)
• ვამზადებთ სპირალს. იხსნება დისტალურად 1/3, იხრება ფრთები, მილის
ბოლოს გახსნილ მხარეს ვწევთ მაღლა და ფრთები ჯდება მილში (მხოლოდ
თეთრი ნაწილი). ლურჯი რგოლის(სანიშნი) ზედა კიდე დგება იმ სმ-ზე,
რამდენიცაა საშვილოსნოს სიგრძე, მერე, ვაფიქსირებთ ლურჯ რგოლს და
მილის მოძრაობით სპირალის თავი 0 დონეზე დგება, როგორც ნახატზეა.
ვასწორებთ მილს, ისე რომ რგოლი და ფრთები ერთ სიბრტყეში იყოს (ამას
ვამბობთ რომ გავასწორეთ). ვხსნით პაკეტს და ავიღებთ სპირალს
ჰორიზონტალურაად, არასტერილურ დისტალურ 1/3 რომ არ შეეხოს. ზონდი
შეგვყავს სპირალის ფუძემდე.
• ორკბილას ვქაჩავთ ჩვენკენ და ქვევით, შეგვაქვს სპირალი, ლურჯი რგოლი
ებჯინება ყელს. მარცხენა ხელში - ორკბილა და ზონდის რგოლი, მარჯვენაში
მილი. მარცხენა ხხელი უძრავია, მარჯვენათი მილს გარეთ ვწევთ დაახლოებით
2 სმ (იშლება ფრთები), ვაწვებით მილს ისევ უკან (ლურჯი რგოლი ყელამდე),
გამოიტანეთ ზონდი, შემდეგ მილი და ვამბობთ, რომ ყელიდან 2-3 სმ-ზე
ჩექლისთი
1. ხელთათმანი ჩაიცვა და საშვილოსნოს ყელის დამუშავება შესაბამისი ანტისეპტიკით
2. საშვილოსნოს ყელის აღება ტყვიის მაშით( ორკბილა)
3. საშვილოსნოს ღრუს ზონდირება საშვილოსნოს ზომებისა
4. სშს-ს მომზადება სტერილურ პაკეტში
Ø პაკეტი გახსნა დისტალური ნაწილიდან ერთ მესამედზე
Ø ზონდის მოთავსება ჩასადგმელ მილში
Ø ჰორიზონტალური მხრების მოხრა ( სტერილური პაკეტის გარედან) და მოხრილ მდგომარეობაში
ჩასადგმელ მილში მოთავსება
5. სანიშნე რგოლის დაფიქსირება ხელით, ხოლო მეორე ხელით ჩასადგმელი მილის მოძრაობა
მანამ, სანამ მანძილი სშს-ის მოხრილ ჰორიზონტალურ მხრებს და სანიშნე რგოლს შორის არ
იქნება საშვილოსნოს ღრუს სიგრძის შესაბამისი
6. სშს-ის ამოღება პაკეტიდან , აუცილებელია, რომ ჰორიზონტალური მხრები და სანიშნე რგოლი
თავსდებოდნენ ჰორიზონტალურ სიბრტყეში
7. სშს-ის ჩადგმა საშვილოსნოს ღრუში: ჩასადგმელი მილის ფრთხილი შეტანა საშვილოსნოს
ღრუში სანიშნე რგოლამდე. პლასტიკის ზონდის დაფიქსირება ერთ პოზიციაში , ჩასადგმელი
მილის გამოღება ჰორიზონტალური მხრების განთავისუფლებისთვის.
8. პლასტიკის ზონდის გამოღება , ხოლო ჩასადგმელი მილის ნელ-ნელა კვლავ შეტანა სანიშნე
რგოლამდე ჰორიზონტალური მხრების მაქსიმალურად კარგად მოთავსებითვის საშვილოსნოს
ფუძეში.
9. ჩასადგმელი მილის გამოღება . ძაფების მოჭრა, საშვილოსნოს ყელის არხის გარეთა პირიდან 2-
3 სმ-ზე.
სამეანო გასინჯვა
• თქვენ ხართ ქალთა კონსულტაციის ექიმი. მოგმართათ ორსულმა
მორიგ ანტენატალურ ვიზიტზე. 40 კვ G2P1, ბოლო მენსტრუაციის
თარიღია 04-08-05.2013
• 6 წუთის განმავლობაში აწარმოეთ სამეანო გასინჯვა
Øლეოპოლდის მანევრების გამოყენებით განსაზღვრეთ ნაყოფის
პოზიცია, მდებარეობა და წინმდებარე ნაწილი
Øგაზომეთ საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე და მუცლის
გარშემოწერილობა
Øგანსაზღვრეთ ნაყოფის სავარაუდო წონა
Øგანსაზღვრეთ ნაყოფის გულისცემის მოსასმენი წერტილი
Øსტეტოსკოპის გამოყენებით მოისმინეთ ნაყოფის გულისცემა
Øგანსაზღვრეთ მოსალოდნელი მშობიარობის თარიღი
• მისალმება, წარდგენა, პაციენტის ვინაობა, ასაკი, პროცედურის ახსნა, თანხმობა,
შარდის ბუშტი დაცლილია თუ არა, სთხოვეთ მუცლის გაშიშვლება გულმკერდამდე
ბოქვენის სიმფიზიდან.
• ლეოპოლდის მანევრები
1. ხელები საშვილოსნოს ფუძეზე ურთიერთშემხვედრად ( საშვილოსნოს ფუძეში
ნაყოფის თავის თუ ჯდომის მდებარეობის განსაზღვრა). ორივე ხელის გული
მჭიდროდ ეკვრის საშვილოსნოს ფუძეს ისე, რომ ფრჩხილის ფალანგები
ერთმანეთისკენაა მიქცეული ჯდომი-დიდი კვანძოვანი, ნაკლებად მოძრავი
მასა,რომელიც არ ბალოტირებს. თავი-მკვრივი, მრგვალი,მოძრავი, ბალოტირებს;
2. ხელის გულები გადაადგილდება საშვილოსნოს ფუძიდან ჭიპის დონემდე
საშვილოსნოს მარცხენა და მარჯვენა გვერდის გასწვრივ. ხდება ნაყოფის
მდებარეობის, სახის და პოზიციის დაგენა; წარმოებს ფრთხილი და ღრმა ზეწოლა
მუცლის გვერდითა კედლებზე. ნაყოფის ზურგი -მკვრივი, არაელასტიური ,
ამოზნექილი სტრუქტურა. ნაყოფის კიდურები-მრავალრიცხოვანი, მცირე, მობილური
ბორცვები;
3. ერთი ხელის (უპირატესად მარჯვენათი) ოთხივე თითით და ცერით აწარმოებენ
მოჭიდებას წინამდებარე ნაწილზე და გადაადგილებენ მარცხნივ და მარჯვნივ. თუ
ნაყოფის თავი არ არის ჩასული მენჯის ღრუში, ის ადვილად პალპირდება; მიზანი:
წინმადებარე ნაწილის და მენჯის ღრუში მისი ადგილმდებარეობის დადგენა. სამივე
მანევრის დროს ვდგავართ მარჯვნივ.
4. არ ტარდება სამეანო გასინჯვისას, ტარდება მხოლოდ მშობიარობისას. ვატარებთ თუ
წერია საგამოცდო ბილეთში შესაბამისი ქეისი, ან თუ გავაკეთეთ ხაზს ვუსვამთ, რომ
არ შედის სამეანო გასინჯვაში. მეანი დგება პირისახი ორსულის ფეხებისაკენ;
თითოეული ხელის სამი თითით ფრთხილად აღწევს წინამდებარე ნაწილსა და მენჯის
კედლებს შორის, აწარმოებს ღრმა ზეწოლას მენჯის ღრუს ღერძის მიმართულებით.
qთუ თითები ხვდება ერთმანეთს- ე.ი.ნაყოფის თავი მოძრავია მენჯის შესავლის
• საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე - სანტიმეტრი ედება ბოქვენის
სიმფიზის ზედა კიდეზე (ვამბობთ) მარცხენა ხელის ნეკისმხრივი
ზედაპირის გადაცურებით თეთრი ხაზის გასწვრივ მიდის ფუძემდე
და ხელისგულის ზედა კიდეზე რამდენი სანტიმეტრიცაა - ვამბობთ.
• ჭიპის დონეზე მუცლის გარშემოწერილობა
• ქეისის შესაბამისი ფორმულით ნაყოფის სავარაუდო მასა : მუცლის
გარშემოწერილობა (სმ ) x საშვ. ფუძის სიმაღლე (სმ)
• გულისცემის მოსმენა. სტეტოსკოპს ვადებთ იმ მხარეს სადაც თავია
და ზურგი. ყურს ვადებთ სტ. ფართ ზედაპირს და ორივე ხელს
ვუშვებთ, ვამბობთ რომ ვუსმენთ 1 წთ-ის განმავლობაში და
ნორმაშია 110-160 გულისცემა წუთში.
• ქეისის შესაბამისი ფორმულით ნაყოფის სავარაუდო მასა
• მშბიარობის სავარაუდო თარიღი ნეგელეთი(მსთ = უმთ - 3 თვე + 7
დღე) ან ორს.რგოლით (უკანასკნელი მენსტრუაციის თარიღი დგება
შესაბამის თარიღზე, ვნახულობთ სად მოთავსდა მშობიარობის
თარიღი)
• დამშვიდობება.
ჩექლისთი
შესასრულებელი უნარ-ჩვევები ( ასრულებს სრულყოფილად-2 , ასრულებს
არასრულყოფილად-1 , ვერ ასრულებს-0)
1. ლეოპოლდის მანევრები
2. ნაყოფის პოზიციის განსაზღვრა
3. ნაყოფის წინმდებარე ნაწილის განსაზღვრა ( თავი)
4. ნაყოფის მდებარეობის განსაზღვრა
5. საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის გაზომვა
6. მუცლის გარშემოწერილობის გაზომვა
7. ნაყოფის სავარაუდო წონის განსაზღვრა
8. ნაყოფის გულისცემის მოსასმენი წერტილის განსაზღვრა ( ჭიპის
ქვემოთ , მარცხნივ)
9. სტეტოსკოპით ნაყოფის გულისცემის ტექნიკურად სწორად მოსმენა(
სტეტოსკოპს უშვებს ხელს და ისმენს სრული 1 წუთის განმავლობაში)
10. მოსალოდნელი მშობიარობის ვადის გამოთვლა ბოლო მენსტრუაციის
მიხედვით
მშობიარობის მესამე პერიოდის
მართვა
• ვამბობთ, რომ გვაქვს წინასწარ მიღებული ინფორმირებული თანხმობა
მშობიარისგან. აქტიურ მართვაზე შემდეგი უპირატესობების გამო: მესამე
პერიოდის ხანგრძლივობა 5-8 წთ-მდე მცირდება, სისხლის დანაკარგი
მშობიარობისას <500 მლ-ზე, ნაკლებია მშ. შემდგომი სისხლდენები, ნაკლებია
ჰემოგლობინის დანაკარგი, ნაკლებია ჰემოტრანსფუზიისა და უტეროტონიკების
საჭიროება.
• მშობიარობიდან პირველივე წუთში ვაკეთებთ ოქსიტოცინს (10 ერთეული იგივე
2 მლ) კუნთში. მანამდე აუცილებელია შემოწმდეს მეორე ნაყოფის არსებობა.
ვიღებთ შპრიცს, დგუშს ჩამოვწევთ 2მლ-მდე, ბამბის ბურთულას ვუსვამთ
ბარძაყზე და ნემსს ვხსნით თავს, უბრალოდ ვადებთ ბარძაყზე და ვაგდებთ
ჯამში.
• ბავშვის დაბადებიდან 1 წუთის შემდეგ ჭიპლარი იკვეთება 2-3 სმ-ით
დაშორებულ 2 მომჭერს შორის.
• ოქსიტოცინის შეყვანიდან 2-3 წუთში იწყება საშვილოსნოს შეკუმშვები, თითო
ხანგრძლივობით 30-40 წმ. მარცხენა ხელი საშვილოსნოს ფუძეზე, მარჯვენაში
ჭიპლარი და მომჭერი ერთად და ვქაჩავთ ნელა. ვამბობთ, რომ საშვილოსნოს
შეკუმშვების პაუზისას ვჩერდებით და აღდგენისას ვაგრძელებთ ჭიპლარის
კონტროლირებად ტრაქციას. პლაცენტის გამოჩენისას ვულვარულ რგოლში
ხელით გამოვიღებთ წრიული მოძრაობით.
• თვალიერდება მომყოლის მთლიანობა
• მყისიერად უნდა მოხდეს საშვილოსნოს გარეგანი მასაჟირება 2 საათის
განმავლობაში 15-წთ ინტერვალებით. თითო მასაჟი გრძელდება მანამდე, სანამ
საშვილოსნო არ შეიკუმშება (ამ დროს უბრლაოდ ვადებთ ხელს სიმფიზის
მაღლა)
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
ჭეშმარიტი ეროზია
• საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის
მფარავი ეპითელიუმის დეფექტი რომელიმე
უბანზე. ანთებითმა პროცესებმა, ან უხეშმა
გამოკვლევამ შეიძლება გამოწვიოს მრავალშრიანი
ბრტყელი ეპითელიუმის დესკვამაცია, აშრევება და
საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზიის გაჩენა.
• ჭეშმარიტ ეროზიას აქვს უსწორმასწორო,
მომრგვალო ფორმა, მკვეთრი წითელი
ფერი,შეხებისას ადვილად სისხლმდენია, ფსკერი
წარმოადგენს შეშუპებულ შემაერთებელ ქსოვილს
მრავალრიცხოვანი სუბეპითელური
სისხლძარღვებით,გამოხატული ლეიკოციტების
წვრილუჯრედოვანი ინფილტრაციით.
• შეიძლება მოხდეს ჭეშმარიტი ეროზიის სრული
ეპითელიზაცია ან შეიძლება დაიფაროს
ცილინდრული ეპითელი-უმით, ფსევდოეროზიის
წარმოქმნით.,
• დიაგნოსტიკა: კოლპოსკოპია, კლინიკური სურათი
და ციტოლოგიური კვლევა.
• მკურნალობა: თანმხლები-გამომწვევი (მაგ.
ანთებითი) დაავადების მკურნალობა
ექტოპია და ექტროპიონი
• საშვილოსნოს ყელის საშოს
ნაწილზე ვითარდება და
წარმოადგენს ენდოცერვიქსის
ცილინდრული ეპითელიუმით
დაფარულ უბანს, რომლის
განლაგება უჩვეულო ადგილზე
(საშვილოსნოს ყელის
საშოსმხრივი ნაწილზე)
აღინიშნება.
• განასხვავებენ თანდაყოლილ,
პოსტტრავმულ და ჰორმონული
ცვლილებების შედეგად
განვითარებულ ექტოპიებს.
• ცილინდრული ეპითელიუმის
პოსტტრავმული ექტოპია ანუ
(ექტროპიონი).
• დიაგნოსტიკა : ციტოლოგიური
გამოკვლევა, კოლპოსკოპია,
ჰისტომორფოლოგიური კვლევა
საშვილოსნოს ყელის პოლიპი
• წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის არხის
ლორწოვანიs 2-4მმ ზომის გარსის წანაზარდები
• პოლიპების წარმოქმნა დაკავშირებულია,
როგორც ჰორმონულ, ისე ანთებით
ცვლილებებთან.
• პოლიპი არის უფრო ხშირად
ერთეული,იშვიათად მრავლობითი. მათ აქვთ
მომრგვალო, ენისებური ფორმა, უფრო
იშვიათად წილაკოვანი შენება და სადა
ზედაპირი.
• თუ ზედაპირი ცილინდრული ეპითელიუმითაა
დაფარული, პოლიპი ვარდისფერია,
(ქვეშმდებარე სისხლძარღვოვანი ქსელის
გალანდვის გამო). თუ პოლიპი დაფარულია
ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმით, მაშინ
იგი მოთეთრო შეფერილობას იღებს.
• საშვილოსნოს ყელის პოლიპების მქონე
პაციენტებში აღინიშნება ლორწოვანი
კონსისტენციის თეთრად შლა, ზოგჯერ
კონტაქტური (მათ შორის კოიტუსის შემდეგ)
სისხლდენა. რეციდივები პოლიპექტომიის
შემდეგ ეჭვს ბადებს პროცესის
ავთვისებიანობაზე.
• მკურნალობა: ქირურგიული(პოლიპექტომია)
საშვილოსნოს ყელის დისკერატოზები
(ლეიკოპლაკია)
• ლეიკოპლაკია საშვილოსნოს ყელის
მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის
ლოკალური გარქოვანებაა (ჰიპერ
პარაკერატოზი).
• ლეიკოპლაკიას აქვს მოთეთრო ფერი
• მიმდინარეობს პრაქტიკულად
უსიმპტომოდ,სარკეების საშუალებით
დათვალიერებისას ლეიკოპლაკია ვლინდება
თეთრი თხელი აპკის სახით, რომელიც
სცილდება საშვილოსნოს ყელის ზედაპირს.
ასეთი ლეიკოპლაკია ძირითადად
კეთილთვისებიანია.
• ლეიკოპლაკია მსხვილი ფოლაქის სახით,
რომელიც შეხორცებულია ქვეშმდებარე
ქსოვილებთან და წამოწეულია ყელის
ზედაპირიდან, შეიძლება ავთვისებიანიც იყოს.
• დიაგნოსტიკა: კოლპოსკოპია, ციტოლოგიური
გამოკვლევა, მორფოლოგიური გამოკვლევა
• გართულება: ეპითელიუმშიდა კარცინომა,
საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო
• მკურნალობა: ნადების მოცილება სკალპელის,
ლაზერის ან კრიოპრობის გამოყენებით.
საშვილოსნოს ყელის დისკერატოზები
(ერითროპლაკია)
• საშვილოსნოს ყელის ბრტყელი
მრავალშრიანი ეპითელიუმის
ზედაპირული შრისა და
შუამდებარე შრის დიდი ნაწილის
ძლიერ გათხელება ბაზალური და
პარაბაზალური შრეების
ჰიპერპლაზიასთან ერთად.
• ერითროპლაკიას მაკროსკოპულად
აქვს ღია წითელი, ზოგჯერ
მოლურჯო ფერი, ადვილად
სისხლმდენი უსწორმასწორო
ლაქების სახე. ჰისტოლოგიურად
დგინდება ეპითელური
საფარველის ძლიერი გათხელება,
ზოგჯერ ერთეული შრით
წარმოდგენილი
• კოლპოსკოპიური გამოკვლევით
ვლინდება გათხელებული
ბრტყელი ეპითელიუმის წითელი
უბნები გარქოვანების ნიშნებით,
რომელშიც ილანდება
პაპილომა
• საშვილოსნოს ყელის საშოს მხრივ
ზედაპირზე ვლინდება პაპილომური
წანაზარდები როზეტის სახით,
რომლებიც გარეგნულად ჰგავს
ეგზოფიტური ფორმის კიბოს
• პაპილომა ვარდისფერი ან თეთრია,
მკვეთრად გამოყოფილია გარშემო
ქსოვილებისაგან.
• კოლპოსკოპიური გამოკვლევით მის
ზადაპირზე აღინიშნება ხის
ტოტისმაგვარი სისხლძარღვების დიდი
რაოდენობა, პაპილომის ზედაპირზე
ლუგოლის ხსნარის წასმისას მის
გარშემო ჩნდება იოდით შეღებილი
ყავისფერი არშია. პაპილომები
შედარებით ხშირად განიცდიან
ავთვისებიან გადაგვარებას
• ფონური დაავადების სამკურნალოდ
ძირითადად ქირურგიული მეთოდები
გამოიყენება
(ელექტრული,ლაზერული,კრიო,ულტრა
ბგერითი ზემოქმედებით).
კონსულტირება (კონტრაცეპტივები)
• ვარ 23 წლის , გაუთხოვარი. ვეწევი სქესობრივ ცხოვრებას,
ორსულობა არ მქონია. მენსტრუალური ციკლი მაქვს
არარეგულარული, ზოგჯერ ჭარბი სისხლიანი გამონადენით.
ანამნეზში ბებია ( დედის დედა) გარდაიცვალა ენდომეტრიუმის
კიბოთი, დედასაც გაკეთებული აქვს ჰისტერექტომია
ენდომეტრიუმის კიბოს გამო. მინდა თავი დავიცვა ორსულობისგან ,
მინდა დავიწყო ტაბლეტური ფორმის კონტრაცეფტივის მიღება. რას
მირჩევთ?
• სთხოვეთ სტუდენტს აგიხსნათ
Øრა სახის კონტრაცეფტიული ტაბლეტები არსებობს
Øრა სახის კოკები არსებობს
Øჰკითხეთ გამომდინარე იქიდან რომ ბებიას და დედას ჰქონდა
ენდომეტრიუმის კიბო, საშიში ხომ არ არის კოკ-ების მიღება
თქვენთვის?
ჩექლისთი
1.
Øკომბინირებული ორალური კონტრაცეფტივები
Øმხოლოდ პროგესტინული ტაბლეტები ( მინი-პილი)
2.
Øკოკები თრგუნავს ოვულაციას
Øენდომეტრიუმი განიცდის სწრაფ სეკრეტორულ ტრანსფომრაციას
Øფალოპის მილების პერისტალტიკა ქვეითდება
Øიზრდება ცერვიკალური ლორწოს წებოვნება
3. არსებობს მონოფაზიანი, ორფაზიანი და სამფაზიანი კოკები
4. ესტროგენული კომპონენტების შემცველობის მიხედვით არსებობს
მაღალდოზიანი, დაბალდოზიანი და მიკროდოზირებული კოკები.
5. ამ პაციენტისთვის რეკომენდებულია კოკ-ი , რადგან კოკები ამცირებს
ენდომეტრიუმის კიბოს რისკს
6. შედგა თუ არა კომუნიკაცია სტუდენტსა და პაციენტს შორის
• თქვენი პაციენტი არის 37 წლის ქვრივი G4P1. ანამნეზში აქვს ერთი
თვითნებითი და ორი ხელოვნური აბორტი. პრაქტიკულად
ჯანმრთელია. აქვს რეგულარული მენსტრუაცია. ამჟამად ჰყავს
დროებითი სქესობრივი პარტნიორი , რომელიც მკურნალობს
ტრიქომონიაზის გამო. პაციენტი ეწევა დღეში 1 კოლოფ სიგარეტს.
აინტერესებს ინფორმაცია სპირალის შესახებ.
• 6 წუთის განმავლობაში აუხსენით პაციენტს
Øრა სახის სპირალი არსებობს
Øრა არის არა ჰორმონული სპირალის უპირატესობები
Øრა არის ჰორმონული სპირალის უპირატესობები
Øმენსტრუაციის რომელ დღეს შეიძლება ჩაიდგას სპილენძის
სპირალი და ჰორმონშემცველი სპირალი
Øსასურველია თუ არა მისთვის ამ ეტაპზე სპირალის ჩადგა და რატომ
Øრომელ კონსტრაცეფტივს ურჩევდით თქვენ და რატომ
ჩექლისთი
1. არსებობს სპილენძის შემცველი და ჰორმონ შემცველი სპირალი
2. ჰორმონ შემცველი სპირალი შეიძლება შეიცავდეს პროგესტერონს ან ლევონორგესტრელს
3.
Ø მაღალი ეფექტურობა (0,2-0,7 ორსულობა 100 ქალზე წელიწადში)
Ø დაუყოვნებელი ეფექტი
Ø შექცევადია და ეკონომიური
Ø უსაფრთხო მეძუძური და ახალნამშობიარევი ქალებისთვის
Ø არჩევის მეთოდია ქალებისთვის , სადაც სიფრთხლით გამოიყენება კოკები
Ø არ საჭიროებს დამატებით კონტრაცეფციას
4. ჰორმონული სპირალის უპირატესობაა
Ø ამცირებს მენსტრაულურ ტკივილს
Ø ამცირებს მენსტრუალურ სისხლდენას
Ø გამოიყენება ადენომიოზის, მიომის, და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ
Ø გამოიყენება ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპიის დროს
5. სპილენძის შემცველი სპირალი შეიძლება ჩაიდგას მენსტრუაციის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში.
6. ჰორმონშემცველი სპირალი შეიძლება ჩაიდგას მენსტრუაციის დაყწბებიდან 7 დღის განმავლობაში
7. სპირალის ჩადგმა არ არის სასურველი ვინაიდან მის პარტნიორს აქვს ქლამიდიოზი
8. ვინაიდან ქალი არის 35 წელს გადაცილებული, მწეველი, რეკომენდებულია სუფთა პროგესტინული
კონტრაცეფცია და კონდომი
• თქვენი პაციენტი არის 43 წლის. ორსულ ობა 40 კვირის G5P4,
პრაქტიკულად ჯანმრთელია. აქვს რეგულარული მენსტრუაცია.
ხმარობდა მექანიკურ კონტრაცეფციულ საშუალებებს და მაინც
დაფეხმძიმდა. აინტერესებს ინფორმაცია ქირურგიული
სტერილიზაციის შესახებ.
• 6 წუთის განმავლობაში აუხსენით პაციენტს
Øრა არის ქირურგიული სტერილიზაცია
Øრა სახის ქირურგიული სტერილიზაცია არსებობს
Øრა არის მამაკაცის ქირურგიული სტერილიზაცია
Øრა არის ქალის ქირურგიული სტერილიზაცია და რა მეთოდები
არსებობს
Øროდის შეიძლება თქვენი პაციენტისთვის ქირურგიული
სტერილიზაციის ჩატარება
ჩექლისთი
1. ქირურგიული სტერილიზაცია კონტრაცეფციის მუდმივი ფორმაა. რომლის დროსაც
ქირურგიული მეთოდით ხდება ფალოპის მილის ან სათესლე ბაგირაკის ბლოკირება.
2. არსებობს ქალის და მამაკაცის ქირურგიული სტერილიზაცია
3. მამაკაცის ქირურგიული სტერილიზაცია არის ვაზექტომია. სათესლე ბაგირაკების
გადაკვანძვა, გადაკვეთა , ნაწილის მოკვეთა ან ელ. კოაგულაცია
4. შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ დროს და ეფექტი მიიღწევა ოპერაციიდან 3 თვის
შემდეგ.
5. 3 თვის განმავლობაში საჭიროა დამატებითი კონტრაცეფტივების გამოყენება
6. ქალის სტერილიზაციისთვის კეთდება მინი ლაპაროტომია, ლაპაროსკოპია ან
ჰისტეროსკოპია.
7. ქალის სტერილიზაცია შეიძლება გაკეთდეს : მენსტრუალური ციკლის პირველი 7 დღის
განმავლობაში ; მშობიარობის შემდეგ მაშინვე, 7 დღის ან 6 კვირის შემდეგ;
გართულეული აბორტის შემდეგ 48 სთ-ის განმავლობაში
8. ეფექტი მყისიერია , დამატებითი კონტრაცეფცია საჭირო არ არის
9. ჰისტეროსკოპიული მიდგომის შემთხვევაში ეფექტს ვიღებთ 6 თვის შემდეგ, ამიტომ
საჭიროა დამატებითი კონტრაცეფცია
10. მშობიარობის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს მინი ლაპაროტომია, იმდენად
რამდენადაც ამ დროს საშვილოსნოს ფუძე მაღლა დგას და ადვილი მისაწვდომია
კვერცხსავალი მილები
11. შედგა თუ არა კომუნიკაცია სტუდენტსა და პაციენტს შორის
კონსულტირება ( ანტენატალური)
ჩასახვამდელი ვიზიტი
• ჩასახვამდელი ვიზიტი მოიცავს რისკების შეფასებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და
ფსიქოსოციალური ინტერვენციების განხორციელებას.
• რისკის შეფასება გულისხმობს ანამნეზის შეკრებას, საექიმო გასინჯვას, ლაბორატორიული კვლევის
ჩატარებას (მუკოვისციდოზი, თალასემია, პაპ-ტესტირება, სკრინიგი ინფექციებზე და სხვ. ), პოტენციური
რისკის გამოვლენას, ქალის სათანადო კონსულტირებას და შესაძლებლობისამებრ, მკურნალობასაც.
• ასეთ რისკს მიეკუთვნება: აივ-ინფექცია, ჰეპეტიტი B, თOღჩH ინფექციები, გულ-სისხლძარღვთა
დაავადებანი, დიაბეტი,ჰიპერტენზია, მედიკამენტოზური მკურნალობა ( მაგ. ეპილეფსიის დროს),
გაცხიმოვნება, ეკონომიური მდგომარეობა, თამბაქოს მწეველობა, ალკოჰოლი, აკრძალული
მედიკამენტების გამოყენება და არასახარბიელო გენეტიკური ფაქტორები. საჭიროა ქალის
კონსულტირება ტერატოგენული ფაქტორების არსებობის, მაგალითად, A ვიტამინის, თამბაქოს კვამლის
და ალკოჰოლის ზეგავლენის შესახებ; ასევე, რეკომენდაციის გაცემა ფოლიუმის მჟავის მიღების
დაწყების აუცილებლობის შესახებ.
• ანამნეზის შეკრება
Ø დაეხმარეთ პაციენტს ილაპარაკოს ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით თავისი საჭიროებების,
სურვილების, ეჭვების, პრობლემებისა და საკითხების შესახებ. გახსოვდეთ მისი რეპროდუქციული სტადია
და მოუსმინეთ მის საუბარს პირადი მოტივაციის , მიზნებისა და არჩევანის შესახებ.
Ø ჰკითხეთ პაციენტს მისი მემკვიდრეობითობისა და ანამნეზის შესახებ , სტანდარტული საკონტროლო
ფურცლის მეშვეობით, რომელიც მოიცავს: პაციენტის ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, ორსულობის ,
მშობიარობის და ცოცხლადშობილ ბავშვთა რაოდენობას, ამჟამად ან წარსულში ოჯახის დაგეგმვის
გამოყენებას და ძირითად სამედიცინო ინფორმაციას.
პირველი ანტენატალური ვიზიტი
• პრენატალური მეთვალყურეობა დაწყებული უნდა იქნას პირველ ტრიმესტრში, ორსულობის
ალბათობის დასაბუთებული დადგენისთანავე, უპირატესად ორსულობის 10 კვირის ვადისათვის
• პირველადი ანტენატალური შეფასებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ერთზე მეტი ვიზიტის
განხორციელება
• პირველი ვიზიტის დროს გასინჯვა მოიცავს:
Ø ანამნეზის სრულყოფილ შეკრებას
Ø საბაზისო მონაცემების შეფასება: წონა, არტერიული წნევა
Ø ობიექტურ(ფიზიკალური) გამოკვლევას
Ø მშობიარობის ვადის დადგენა
Ø ულტრასონოგრაფიას
Ø რუტინული ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას
Ø პაციენტის განათლებასა და ინფორმირებას
Ø ორსულობის მართვის დაგეგმვას.
Ø ადრეული სოციალური დახმარების და ინტერვენციების განხორციელება.
ანამნეზის შეკრება
• პირადი და დემოგრაფიული ინფორმაცია
• სამეანო ანამნეზი
• ოჯახური და პირადი ავადობის ანამნეზი
• ქირურგიული ანამნეზი
• გენეტიკური ანამნეზი
• მენსტრუალური და გინეკოლოგიური ანამნეზი
• მიმდინარე ორსულობის ანამნეზი
• ფსიქოსოციალური ანამნეზი :
Øთამბაქოს მოხმარება
Øალკოჰოლი და აკრძალული მედიკამენტები
Øოჯახური ძალადობა
• მნიშვნელოვანია ორსული ქალის ასაკის განსაზღვრა, რომელიც
ერთ-ერთი უძველესი სკრინინგ-ტესტია
• თანმხლები სომატური და გინეკოლოგიური დაავადების რისკის
დადგენა, განსაკუთრებით დეტალური შესწავლა სჭირდება სამეანო
ანამნეზს, რადგან წინა ორსულობის დროს განვითარებულ
გართულებათა უმრავლესობას ახასიათებს გამეორების
ტენდენცია.
• როგორი იყო ორსულობამდე თქვენი მენსტრუალური ციკლი?
ქალის მოსალოდნელი მშობიარობის ვადის დადგენა უფრო ზუსტი
და ადვილია, თუ მენსტრუალური ციკლი იყო რეგულარული და
28დღიანი.
• იყენებდით თუ არა დაორსულებამდე სტეროიდულ
კონტრაცეფტივებს? ამ შემთხვევაში შეიძლებოდა, რომ ოვულაცია
ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მომხდარიყო.
• ხომ არ უძღოდა ორსულობას წინ უნაყოფობის ხანგრძლივი
პერიოდი? ან ხომ არ არის ორსულობა ხელოვნური
განაყოფიერების შედეგი? ამ დროს მატულობს ორსულობის
გართულებათა საშიშროება.
• ხართ თუ არა მწეველი? მწეველობა დაკავშირებულია ორსულობის სხვადასხვა
გართულების განვითარებასთან --.თვითნებითი აბორტი, ნაყოფის
საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება, ახალშობილთა სიკვდილი.
• სვამთ თუ არა ალკოჰოლურ სასმელებს? ეთანოლი პოტენციური
ტერატოგენია და იწვევს ფეტალურ ალკოჰოლურ სინდრომს, რომელიც
ხასიათდება ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებით, ცენტრალური
ნერვული სისტემის დისფუნქციით. ქალებმა, რომლებსაც სურთ ორსულობა, ან
უკვე არიან ორსულნი, უნდა თავი შეიკავონ სიგარეტის წევისა და სასმელის
მიღებისაგან.
• ხომ არ მოიხმართ აკრძალული მედიკამენტებს? ამჟამად რაიმე
მედიკამენტს ხომ არ სვამთ? (ოპიოიდები, ბარბიტურატები, ამფეტამინი და
სხვ.) ხანგრძლივი გამოყენება მავნეა ნაყოფისათვის. ასეთ შემთხვევებში,
დაბადებისთანავე გამოხატულია ახალშობილის დაბალი წონა, დისტრესი,
წამლის მოხსნის სიმპტომი.
• ცნობილია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად მოზარდები და
ქალები არიან. სამწუხაროდ, ეს ძალადობა გრძელდება ორსულობის დროსაც,
რითაც სისხლისდენის, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებისა და
პერინატალური სიკვდილობის რისკი მატულობს. ოჯახური ძალადობის
სკრინინგი როგორც ორსულის პირველი ვიზიტისას, ასევე, მის ყოველ
ტრიმესტრსა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც უნდა
განხორციელდეს.
ფიზიკალური გამოკვლევა და საბაზისო მონაცემების
შეფასება
• ორსულობის პირველი ვიზიტის დროს უნდა ჩატარდეს სრული
ფიზიკალური გამოკვლევა, რომელიც ზოგად გამოკვლევასა და სამეანო
გასინჯვას მოიცავს.
• ზოგადი გამოკვლევის დროს ორსული სრულყოფილად უნდა
დაათვალიერონ:
Øაგებულება ( კონსტიტუციური ტიპი)
Ø კანის საფარი
Øსარძევე ჯირკვლები
Øშეფასდეს შინაგანი ორგანოების მდგომარეობა
Øგანისაზღვროს ქალის წონა და სიმაღლე და გამოითვალოს სხეულის
მასის ინდექსი ( უკანასკნელი მენსტრუაციის დროს დაფიქსირებული
მონაცემებით)
Øგანისაზღვროს ბაზისური არტერიული წნევა;
• სამეანო გასინჯვა:
Øსაშვილოსნოს ყელის დათვალიერება სარკეებში
Øსაშვილოსნოს ყელის ფორმისა და ზომის დადგენა
მშობიარობის ვადის დადგენა
• ორსულობის ხანგრძლივობა საშუალოდ 280 დღეს, 40 კვირას, 10
სამეანო (28-დღიანი თვე) ან 9 კალენდარული თვეს შეესაბამება.
• ტრიმესტრი:
1. ორსულობის პირველი 14 კვირა
2. ორსულობის 15-28 კვირა
3. ორსულობის 29-42 კვირა
• მოსალოდნელი მშობიარობის ვადის დასადგენად იყენებენ ე.წ.
ნეგელეს წესს ანუ უკანასკნელი მენსტრუაციის მიხედვით
გესტაციური ვადის გამოთვლას; უკანასკნელი მენსტრუაციის
პირველ დღეს უმატებენ 7 დღეს და შემდეგ სამ თვეს აკლებენ.
• ე.წ. ოვულაციურ, ანუ ფერტილურ ასაკის განსაზღვრა- არშემდგარი
მენსტრუაციის პირველ დღეს აკლებენ 14-16 დღეს, ხოლო მიღებულ
რიცხვს 273-274 დღეს უმატებენ.
ულტრასონოგრაფია
• ადრეული ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება რეკომენდებულია
მხოლოდ ორსულობის >7კვირიდან.
• კრიტიკულად მნიშვნელოვანს წარმოადგენს გესტაციური
ასაკის/მშობიარობის ვადის ზუსტად დადგენა ულტრასონოგრაფიით,
რადგან გესტაციური ასაკის/მშობიარობის ვადის ზუსტი დადგენის
შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება:
Øვადაგადაცილების გამო ჩასატარებელი ინტერვენციები;
Ø ნაყოფის ზრდის შეფერხების დიაგნოზი;
Øტოკოლიზის გამოყენების სიხშირე;
Øორსულობის 39კვირამდე ჩატარებული გეგმიური საკეისრო კვეთის
სიხშირე;
• გესტაციური ასაკის ყველაზე ზუსტ ბიომარკერს ორსულობის 7-10კვირის
ვადაზე თხემ-კუდუსუნის სიგრძის განსაზღვრა წარმოადგენს.
• გარდა გესტაციური ასაკისა, ორსულობის I ტრიმესტრში ჩატარებული
რუტინული ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია
მრავალნაყოფიანი ორსულობისა და ნაყოფის განვითარების მანკების
იდენტიფიცირება და ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქის განსაზღვრა
სტანდარტული ლაბორატორიული კვლევები
• აუცილებელია შეფასდეს ჰემოგლობინის საბაზისო დონე და
ორსულობის I ტრიმესტრში ჰემოგლობინის ნორმალურ მაჩვენებლად >
11გ/დლ მიიჩნევა;
• სისხლის ჯგუფი და რეზუს კუთვნილება, ჰემატოკრიტის განსაზღვრა
(>33%)
• შარდის კულტურალური კვლევის მიზანს ასიმპტომური ბაქტერიურიის
გამოვლენა წარმოადგენს; ასიმპტომური ბაქტერიურია განისაზღვრება,
როგორც საშარდე გზების პერსისტირებადი ბაქტერიული კოლონიზაცია
კლინიკური სიმპტომების გარეშე. ადრეულად გამოვლენილი
ასიმპტომური ბაქტერიურიის მკურნალობა ანტიბიოტიკებით
მნიშვნელოვნად ამცირებს პიელონეფრიტისა და ნაადრევი
მშობიარობის განვითარების რისკს .
• დაუნის სინდრომის ( ტრისომია21) და ტრისომია 18 სკრინინგის მიზნით
მოწოდებულია ერთისმხრივ დედის შრატისმიერი ბიოქიმიური
ტესტების ჩატარება ან მეორესმხრივ თავისუფალი ფეტალური DNA
განსაზღვრა დედის სისხლში 21,18,13 ტრისომიების და სასქესო
ქრომოსომების ანეუპლოიდიეს სკრინინგის მიზნით.
• საშვილოსნოს ყელის სკრინიგი ტარდება შესაბამისი პროტოკოლის
რეკომენდაციების შესაბამისად.
• სკრინინგი ინფექციებზე: სიფილისი, ჰეპატიტი B და C , აივ-ინფექცია,
• სკრინინგი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე ( აივ) უნდა ჩატარდეს უნივერსალურად,
ორსულობის ადრეულ ვადებზე ; უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:
Ø ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ორსულობის შენარჩუნების შესახებ;
Ø დედის სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა;
Ø ინფიცირებული პარტნიორთა იდენტიფიკაცია ან პარტნიორის დაინფიცირების პრევენცია;
Ø პერინატალური ტრანსმისიის პრევენცია
• უნივერსალური სკრინინგი სიფილისზე I ანტენატალური ვიზიტის დროს,როგორც
ტრეპონემული, ასევე არატრეპონემული ტესტებით, რადგანაც სიფილისის მკურნალობა
ეფექტური და უსაფრთხოა დედისა და ნაყოფისათვის ; ათაშანგის ადრეული გამოვლენა იძლევა
მისი ადრეული მკურნალობის შესაძლებლობას და აუმჯობესებს გამოსავალს როგორც დედის,
ასევე ნაყოფისათვის
• პირველ ანტენატალურ ვიზიტზე ქალს უნდა ჩაუტარდეს პირველადი სკრინინგი აქტიურ
ტუბერკულოზზე, რაც მოიცავს აქტიური ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების
გამოვლენას(ხველა, რომელიც გრძელდება 2 კვირა და მეტი, ნახველში სისხლი, წონის კლება,
სუბფებრილიტეტი, ჭარბი ოფლიანობა და ა.შ).
• რეკომენდებულია რუტინული სკრინინგი C ჰეპატიტზე საქართველოში ინფექციის მაღალი
პრევალენტობიდან გამომდინარე და მშობიარობის შემდეგ ეფექტური ინტერვენციების
ჩასატარებლად (ვაქცინაცია და იმუნიზაცია) აუცილებელია B ჰეპატიტისუნივერასალური
სკრინინგის ჩატარება (HBsAg) ანტიგენზე;
• რეკომენდებულია შაქრიან დიაბეტზე უნივერსალური სკრინინგი ორსულობის 24-28 კვირის
ვადაზე 50გ გლუკოზის მცირე ტესტით, ხოლო მაღალი რისკის ორსულებში- პირველივე
ანტენატალური ვიზიტის დროს;
• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის TSH-ით შეფასების შეთავაზება ; ორსულობის განმავლობაში
როგორც ჰიპერ- ასევე ჰიპოთირეოზი შესაძლებელია მავნე გავლენა როგორც დედაზე ასევე
ნაყოფზე
პაციენტის განათლება და ინფორმირება- ჩვეული მოთხოვნები
• ფიზიოლოგიური ორსულობის დროს ქალებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში. საშუალო
ინტენსიობის ვარჯიშები ორსულობის დროს არ არის დაკავშირებული დედისა და ნაყოფისათვის
რაიმე საფრთხეებთან. ორსული ქალი ასევე ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მისი
მდგომარეობისთვის შეიძლება საზიანო იყოს ზოგიერთი ტიპის აქტივობა, მაგ: კონტაქტური და
სპორტის მძიმე სახეობები, ყვინთვა და ა. შ..
• ორსულობისას მუშაობა არ იზღუდება, თუმცა. ძლიერი დაღლილობის შემთხვევაში შრომა
მიზანშეუწონელია. მუშაობისას იდეალურია დასვენების პერიოდების უზრუნველყოფა.
ქალებისათვის, რომელთაც წინა ორსულობების დროს აღენიშნებოდათ გართულებები,
რეკომენდებულია ფიზიკური შრომის შეზღუდვა. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს
ქალებს შეუძლიათ მშობიარობამდე გააგრძელონ მუშაობა.
• ავტომობილით მგზავრობა ორსული ქალისათვის დასაშვებია, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია
ღვედების სწორი გამოყენება, რადგან მათმა არასწორმა გამოყენებამ საგზაო შემთხვევის დროს
შესაძლოა ნაყოფის დაზიანებაც გამოიწვიოს. ამიტომ ორსულს უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია
ღვედების გამოყენების შესახებ: ანუ ღვედები უნდა გადაეჭიროს მუცლის ქვემოთ ან ზემოთ და
არა შუაში და რაც მნიშვნელოვანია, ღვედი უნდა იყოს სამნაწილიანი. ამასთან, ორსული
ინფორმირებული უნდა იყოს, რომ თვითმფრინავით ხანგრძლივად მგზავრობა მისთვის ვენური
თრომბოზების განვითარების რისკთანაა დაკავშირებული და ამიტომ სასურველია, რომ ფრენის
დროს ელასტიური წინდები ჩაიცვას. შესაძლებელია, რომ დედას აღენიშნოს სიმაღლესთან
დაკავშირებული ფიზიოლოგიური ადაპტაციური ცვლილებებიც: გულისცემის გახშირება,
ჰიპერტენზია, ჟანგბადის პარციალური წნევის დაქვეითება.
• ორსულობის და ლოგინობის ხანაში წყლის პროცედურების ჩატარება არ იზღუდება. ჩაცმასთან
დაკავშირებული რეკომენდაციები ითვალისწინებს თავისუფალი, კომფორტული ტანსაცმლის
ტარებას. ორსულმა გადიდებული მკერდისათვის შესაბამისი ზომის ლიფი უნდა შეირჩიოს, ასევე,
უპირატესობა უნდა მიანიჭოს სუპინატორებიან ფეხსაცმელსაც.
• ყაბზობა ორსულობის ჩვეული პრობლემაა. შეკრულობის დროს ორსულს უნდა მიეცეს
რეკომენდაციები ცხოვრების სტილის შეცვლისა და ბოჭკოვანი დიეტის შესახებ.
• ორსული ქალი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ სქესობრივი აქტივობა ორსულობის დროს
უარყოფით შედეგებს არ უკავშირდება.
პაციენტის განათლება და ინფორმირება- პრევენციული ინტერვენციები
• ფოლიუმის მჟავის მიღება ყველა დაბალი რისკის მქონე ქალმა უნდა დაიწყოს
ორსულობამდე სულ ცოტა 6 კვირით ადრე 400 მკგ ოდენობით დღეში და
განაგრძოს ორსულობის 12 კვირის ჩათვლით; ოჯახურ ანამნეზში ნერვული
მილის დეფექტების, ან სხვა ტიპის განვითარების მანკების არსებობის
შემთხვევაში დოზა უნდა შეადგენდეს 5მგ/დღეში (5000მკგ).
• ყველა ორსულისთვის რუტინულად რეკომენდებულია ანემიის
საპროფილაქტიკო რკინის შემცველი პრეპარატის შეთავაზება დღიური
დოზით 30 მგ, თუ ქალს არ აღენიშნება ანემია (ჰემოგლობინის მაჩვენებელი
არის ≥110 გ/ლ პირველ და მესამე ტრიმესტრში ან ≥105 გ/ლ მეორე ტრიმესტრში
და ფერიტინის მაჩვენებელი > 30 მკგ/ლ). თუ ქალს აღენიშნება ანემია, რკინა
ეძლევა სამკურნალო დოზით - 120 მგ, სანამ ჰემოგლობინის მაჩვენებელი
ნორმას არ დაუბრუნდება.
• ყველა ორსული უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ორსულობის პერიოდში
ვიტ.A გამოყენებით მატულობს ნაყოფის ტერატოგენული ეფექტი.
ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული A ვიტამინისა და მისი შემცველი
პროდუქტების გამოყენება,მაგ: ღვიძლისა და ღვიძლის პროდუქტებისა.
• არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება ორსულობის პერიოდში D ვიტამინის
გამოყენების ეფექტურობის შესახებ, ამიტომ მისი რუტინული გამოყენება
ორსულობის დროს ასევე არ არის რეკომენდებული(A). არ არსებობს საკმარისი
ინფორმაცია მაგნიუმის, ცინკის, ვიტ.B6, ჩდა E -ს ეფექტურობის შესახებ(A)
პაციენტის განათლება და ინფორმირება- კვებითი რეკომენდაციები
• ორსულობის პერიოდში ქალის მიერ მოხმარებული ცილების რაოდენობას
ემატება მზარდი ნაყოფის მოთხოვნილებანიც; ასევე, საშვილოსნოს,
მკერდის, პლაცენტის ზრდა-შენებისათვის და დედის მომატებული
სისხლის მოცულობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცილებიც.
მშობიარობის II ნახევრის განმავლობაში პროტეინზე ყოველდღიური
მოთხოვნა შეადგენს 5-6გ-ს, ხოლო ორგანიზმში ამ დროისათვის
დეპონირებულია 100გრამამდე ცილა. უპირატესობა ენიჭება ცხოველური
წარმოშობის ცილებით ორსული ქალის ორგანიზმის მომარაგებას.
ამისათვის აუცილებელია, რომ მან მიიღოს რძის, ხორცის, თევზის,
კვერცხის, ხაჭოს პროდუქტები, რადგან ისინი შეიცავენ ამინომჟავების
ოპტიმალურ კომბინაციას. რძე და რძის პროდუქტები, განსაკუთრებით,
ცილებისა და კალციუმის შემადგენლობით, იდეალური საკვებია
ორსულისა და მეძუძური დედისათვის. ორსული ქალისათვის
დაუშვებელია სითხის და მარილის შეზღუდვა, მან დღიურად
დაახლოებით 2- 3ლ.სითხე უნდა მიიღოს.
• ორსულმა ქალმა, რომელიც ჭარბი რაოდენობით იღებს კოფეინის
შემცველ სასმელებს (> 300 მგ/დღეში), მიზანშეწონილია, შეზღუდოს
კოფეინის დღიური მიღება, რათა შეამციროს ორსულობის შეწყვეტისა და
მცირე წონის ახალშობილის გაჩენის რისკი.
• ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე ორსულთათვის დასაშვები
წონის ნამატი ორსულობის განმავლობაში არის 11,5-16 კილოგრამი.
პაციენტის განათლება და ინფორმირება- ორსულობის ტიპიური პრობლემები

• გულისრევა და პირღებინება - ორსულობასთან დკავშირებული ყველაზე ხშირი სიმპტომია.


ქალთა უმრავლესობას გულისრევა და პირღებინება ეწყება უკანასკნელი მენსტრუაციიდან
8კვირის შემდეგ და სიმპტომები სრულიად ქრება 16-20 კვირის ვადისთვის. ორსული
ინფორმირებული უნდა იყოს, რომ გულისრევა და ღებინება ძირითადად, ორსულობის 16-20
კვირის ვადაზე, თავისით გაივლის და ეს ორსულობის ცუდ გამოსავალს არავითარ
შემთხვევაში არ უკავშირდება. გულისრევისა და პირღებინების შესამსუბუქებლად
მიზანშეწონილია არაფარმაკოლოგიური მეთოდების გამოყენება, როგორიცაა
მაპროვოცირებელი ფაქტორის („ტრიგერის“) მოხსნა, კვებითი რეჟიმის კორექტირება, კოჭა
(სიროფის, აბების ან ფხვნილის სახით 4 გ/დღ), გვირილის ნაყენი, აკუპუნქტურა.თუმცა, თუ
არაფარმაკოლოგიური მეთოდები შვებას არ აძლევს ორსულს, შესაძლებელია, გამოიყენოს ვიტ
B6 (25მგ/3Xდღეში) და ანტიჰისტამინური პრეპარატები;
• გულძმარვა - ორსულობის ტიპიური პრობლემაა და გამოწვეულია კუჭის შიგთავსის რეფლუქსით
საყლაპავის ქვედა ნაწილში. თუ პრობლემა კვების რეჟიმის დაცვით არ მოიხსნა, მაშინ
ორსულებს უნდა დაენიშნოთ ანტაციდი.
• ჭარბი სალივაცია
• თავის ტკივილი
• ყაბზობა-ვ ტიპიური პრობლემაა ორსულობის დროს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია
დიეტური რეკომენდაციებით (მაგ. წყლით და უჯრედისით მდიდარი საკვები და სხვა);
• წელის ტკივილი - ორსულობის დროს დაკავშირებულია, მუცლის
სიმძიმისა და კუნთების გადაწელვის გამო, სიმძიმის ცენტრის
გადანაცვლებასთან. ორსულ ქალს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ
წყალში ვარჯიში დადებითად მოქმედებს წელის ტკივილზე.
• ვენების ვარიკოზული გაგანიერება თანდაყოლილი
წინასწარგანწყობითაა განპირობებული. მის განვითარებას ხელს უწყობს
დიდხანს ფეხზე დგომა და ხანდაზმული ასაკი. ორსული ინფორმირებული
უნდა იყოს, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელებული
სიმპტომია ორსულობის დროს და არ საჭიროებს მკურნალობას.
შეიძლება გამოიყენოს ელასტიური წინდები.
• სწორი ნაწლავის ვენების ვარიკოზი. ამის მიზეზი არის ყაბზობა და
ვენებში სისხლის შეგუბება, რაც განპირობებულია ორსული საშვილოსნოს
ზეწოლით. ჰემოროიდული დაავადება უმეტესწილად, მშობიარობის
შემდეგ თავისით გაივლის.
• სისუსტე და ძილიანობა, შემთხვევათა უმრავლესობაში ორსულობის 4
თვის ვადაზე იგი ასევე თავისით გაივლის.
• ორსულთა უმრავლესობას ასევე აღენიშნება ლეიკორეა, რომელიც არ
არის საშიში სიმპტომი.
• ფეხის კუნთების დაჭიმვა, ასევე, ჩვეული პრობლემაა ორსულობისას და,
შესაძლებელია, შემსუბუქდეს მაგნეზიალური თერაპიით (დღიური 300-
360 მგ მაგნეზია დაყოფილი 2-3 მიღებად) და კალციუმის მიღებით
(დღიური 2 გრ დაყოფილი 2 მიღებად);
ორსულობის საშიში ნიშნები
• ძლიერი თავის ტკივილი
• ტკივილი ეპიგასტრიუმისა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში
• მხედველობის დაბინდვა
• სახის ან/და გენერალიზებული შეშუპება
• მტკივნეული შარდვა
• სუნიანი გამონადენი საშოდან
• ცხელება
• ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშოდან
• სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა
• ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის შემცირება
• საშვილოსნოს მტკივნეული შეკუმშვები
შემდგომი ანტენატალური ვიზიტები
• პირველის ანტენატალური ვიზიტის შემდეგ განხორციელებული ყოველი შემდგომი
ანტენატალური ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და ემსახურებოდეს
კონკრეტული მიზნის განხორციელებას. თითოეული ამ ვიზიტის დროს ფასდება
დედისა და ნაყოფის მდგომარეობა და წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით,
ტარდება ტესტები:
• არტერიული წნევა
• პროტეინურიის ხარისხი
• სხეულის წონა
• ორსულობის პოტენციური გართულებების სიმპტომების შემოწმება (თავის ტკივილი,
მხედველობის დაბინდვა, მუცლის ტკივილი, სისხლიანი გამონადენი საშოდან).
• გესტაციური დიაბეტი
• GBS სკრინინგი
• გრავიდოგრამა (ორსულობის II-III ტრიმესტრში ნაყოფის ზრდა-განვითარების
შესაფასებლად)
• ნაყოფის გულისცემის მოსმენა და დოკუმენტირება
• მდებარეობა/წინმდებარეობის განსაზღვრა (ლეოპოლდის წესების გამოყენებით)
• არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება გესტაციის 24 კვირის შემდეგ რუტინული
ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
მოკლე პასუხები
კითხვა პასუხი 1
22 წლის ქალს, რომელსაც აღენიშნებოდა რეგულარული მენსტრუალური ციკლი,
მენსტრუაცია გადაუცდა 2 კვირით და საშინაო შარდის ტესტი აღოჩნდა
დადებითი. მიმართა ქალთა კონსულტაციის ექიმს.
1. როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი? ორსულობა
2. კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის რეკომენდებული დიაგნოზის
დადასტურება? სისხლის შრატში hCG-ის განსაზღვრა
3. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ:
Øრომელ მედიკამენტურ მკურნალობას დაუნიშნავთ რუტინულად ამ ეტაპზე?
ფოლიუმის მჟავა
Ø რა მიზნით? ნერვული ღეროს დეფექტის პრევენციის მიზნით
4. რომელი კვებისმიერი დანამატის დანიშვნა არის ნებადართული პრევენციული
მიზნით ორსულობის განმავლობაში და რა მიზნით?
Øკალციუმი - პრეეკლამფსიის პრევენციის მიზნით
Øიოდი - კრეტინიზმის პრევენციისთვის
5. მკურნალობის რომელი მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი
შემდგომში ნაადრევი მშობიარობის პრევენცია? ანტიბიოტიკოთერაპია
ასიმპტომური ბაქტერიურიის გამოვლენის შემთხვევაში
კითხვა-პასუხი 2
• 22 წლის ქალმა , G1P0, გესტაციის ვადა 10 კვირა ( განსაზღვრული ნეგელეს წესით)
მიმართა ქალთა კონსულტაციის ექიმს პირველ ანტენატალურ ვიზიტზე.
1. კვლევის რომელი მეთოდის ჩატარება არის რეკომენდირებული და ორსულობის რა
ვადაზე?
Øგესტაციური ასაკის ყველაზე ზუსტად განსაზღვრის მიზნით? ულტრასონოგრაფიული
ფეტომეტრია ორსულობის 10-13 კვირაზე
Øრომელი დიაგნოსტიკური კრიტერიუმის მიხედვით? ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომის
მიხედვით
2. გესტაციური ვადის განსაზღვრის გარდა რა ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი
დამატებით კვლევის ამ მეთოდის საშუალებით?
Øმრავალნაყოფიანი ორსულობა
Øნაყოფის განვითარების მანკი - კისრის ნაოჭის სისქე
3. რომელ ინფექციებზე სკრინინგის ჩატარება რუტინულად არის რეკომენდებული I
ანტენატალური ვიზიტის დროს? სიფილისი, ბე ჰეპატიტი, აივი, ასიმპტომური
ბაქტერიურია
4. რომელ ინფექციებზე სკრინინგის ჩატარება რუტინულად არ არის რეკომენდებული
ანტენატალური მეთვალყურეობის დროს? გონორეა, ტუბერკულოზი, ქლამიდიოზი,
ჰეპატიტი C, ტოქსოპლაზმოზი, ჰერპესი, ჩუტყვავილა
5. რომელი კვლევების განმეორებით ჩატარებაა რეკომენდებული შემდგომი
ანტენატალური ვიზიტების დროს? აივ-ინფექცია, სიფილისი, ჰემოგლობინი,
კითხვა-პასუხი 3
• 20 წლის ქალმა G1P0 , გესტაციური ვადა 9 კვირა, მიმართა ქალთა
კონსულტაციის ექიმს I ანტენატალურ ვიზიტზე.
1. ამ ეტაპზე ორსულის ფიზიკალური გამოკვლევის დროს რომელი ზოგადი
მონაცემი უნდა შეფასდეს? კონსტიტუციური აგებულება , კანის საფარი,
შინაგანი ორგანოების მდგომარეობა , სხეულის წონა და სიმაღლე, სხეულის
მასის ინდექსი ( კგ/მ2).
2. როგორ გამოითვლება სხეულის მასის ინდექსი? სხეულის წონა(კგ)/ სიმაღლის
კვადრატი (მ2)
3. რას უდრის სხეულის მასის ინდექსის ნორმალური მაჩვენებელი? 18.5-24.9
კგ/მ2
4. რა შემთხვევაშია რეკომენდებული სხეულის სავალდებულო განმეორებითი
აწონვა შემდგომი ანტენატალურ ვიზიტის დროს? თუ სხეულის მასის ინდექსი
<18 კგ/მ2
5. როგორია ორსული ქალის კვების ზოგადი რეკომენდაციები და დასაშვები
წონის ნამატი? დასაშვებია ორსული ქალის კვება
Øმისთვის სასურველი საკვებით
Øშეუზღუდავი მოცულობით
Øგემოვნების შესაბამისი მარილიანობით
Ø11,5-16 კგ
კითხვა-პასუხი 4
• თქვენ ხართ ქალთა კონსულტაციის ექიმი. მოგმართათ 26 წლი ქალმა , რომელსაც
უკანასკნელი ნორმალური მენსტრუაცია ჰქონდა 7 კვირის წინ. სისხლის შრატში
ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობა შეესაბამება ორსულობის 5 კვირის ვადას.
1. კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით შეძლებთ დიაგნოზის დადასტურებას?
ტრანსვაგინალური ექოსკენირებით , ორსულობის 5 კვირის ვადაზე ნაყოფის
გულისცემის დეტექციით
2. ორსულობის რომელი კვირის ვადაზე დაიბარებთ ორსულს ზუსტი გესტაციური ვადის
დადგენის მიზნით? ორსულობის 10-13 კვირის ვადაზე
3. დიაგნოსტიკური კვლევის რომელი მეთოდით და რომელი დიაგნოსტიკური
კრიტერიუმის გამოყენებით შეძლებთ ყველაზე ზუსტად გესტაციური ასაკის
დადგენას? ექოსკენირებით, თხემ-კუდუსუნის ზომის მიხედვით
4. ორსულობის რომელი კვირის ვადაზე და კვლევის რომელი მეთოდის გამოყენებით
შეძლებთ ზუსტად ნაყოფის განვითარების მანკის დეტექციას? ულტრასონოგრაფიით-
ორსულობის 18-20 კვირის ვადაზე.
5. კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით და რომელი დიაგნოსტიკური
კრიტერიუმების გამოყენებით შეძლებთ ყველაზე ზუსტად ნაყოფის სავარაუდო
წონის განსაზღვრას?
Øულტრასონოგრაფია
Øთავისა და მუცლის გარშემოწერილობა
Øბარძაყის სიგრძე
კითხვა-პასუხი 5
• თქვენ ხართ ქალთა კონსულტაციის ექიმი და თქვენთან IV ანტენატალურ
ვიზიტზე მოვიდა G3P2 ორსული, რომელმაც მოგიტანათ შევსებული
გრავიდოგრამა, რომლის მიხედვით საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე იმყოფება
მე-9 პერცენტილზე
1. როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი? მოცემული გესტაციური ასაკისათვის
მცირე მასის ნაყოფის არსებობის მომატებული რისკი
2. კვლევის რომელი მეთოდის და რომელი დიაგნოსტიკური პარამეტრების
საშუალებით შეძლებთ დიაგნოზის დაზუსტებას? ულტრასონოგრაფიული
ფეტომეტრია, ნაყოფის თავისა და მუცლის გარშემოწერილობა, ბარძაყის
სიგრძე.
3. კვლევის რომელი მეთოდების საშუალებით შეძლებთ მოცემული გესტაციური
ასაკისთვის მცირე მასის ნაყოფის და ზრდის შეფერხების დიფერენცირებას?
დოპლეროგრაფია და ბიოფიზიკური პროფილი
4. რომელი დიაგნოსტიკური პარამეტრები დაგეხმარებათ დიაგნოზის
დაზუსტებაში ყველაზე მეტად? ჭიპლარის არტერიაში სისხლისდინების
დიასტოლური სიჩქარე, სანაყოფე წყლების რაოდენობა, არასტრესული ტესტი
5. როგორ უნდა იქნეს განხორციელებული შემთხვევის მართვა ნაყოფის ზრდის
შეფერხების დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში? მონიტორინგის
გაგრძელება და ოპტიმალურ ვადაზე მშობიარობა
კითხვა-პასუხი 6
• ქალთა კონსულტაციას მიმართა 18 წლის ორსულმა , G1P0 , გესტაციური ვადა 34
კვირა, ჩივილებით: ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ტკივილი
მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ობიექტურად TA 150/100, პროტეინურიის ხარისხი 3,0
გ/ლ.
1. როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი? პრეეკლამფსია მძირე ფორმის
2. რა დამატებითი კვლევების ჩატარებაა რეკომენდებული დიაგნოზის
დაზუსტების მიზნით?
Øთრომბოციტების განსაზღვრა
Øთირკმლის ფუნქციის შეფასება - კრეატინინი, შარდოვანა, შარდმჟავა
Øღვიძლის ფუნქციის შეფასება ALT/AST/LDH
3. რომელი გართულებების პრევენციის მიზნით და რა სახის მკურნალობა უნდა
დაენიშნოს ორსულს ამ ეტაპზე?
Øქალასშიდა სისხლჩაქცევის პრევენციის მიზნით - ანტიჰიპერტენზიული
თერაპია
Ø ეკლამფსიური გულყრის პრევენციის მიზნით - მაგნეზიალური თერაპია
4. როგორი უნდა იყოს ამ ეტაპზე მეანის მიერ მიღებული ყველაზე სწორი
გადაწყვეტილება? ჰოსპიტალიზაცია და შემდგომი დაუყოვნებლივ მშობიარობა
5. ნაყოფის დისტრესის პრევენციის მიზნით, რომელი ჯგუფის პრეპარატების
გამოყენებაა რეკომენდირებული? კორტიკოსტრეოიდები
კითხვა-პასუხი 7
• ქალთა კონსულტაციას მიმართა 16 წლის ორსულმა G1P0, გესტაციური
ვადით 37 კვირა, ჩივილით თავის ტკივილზე , ქვედა კიდურების
შეშუპებაზე. ობიექტურად: TA 140/90, შარდში ცილა 0,3 , სხეულის წონის
ნამატი 18 კგ.
1. როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი? პრეეკლამფსია მსუბუქი
ფორმის
2. ჩამოთვალეთ დიაგნოზის დამადასტურებელი დიაგნოსტიკური
კრიტერიუმები? TA 140/90, პროტეინურია 0,3 გ/ლ
3. რა წესების დაცვით აწარმოებთ TA-ის განმეორებით გაზომვებს?
Øორსულის მოსვენებულ მდგომარეობაში 45 გრადუსიანი კუთხით
მჯდომარე
Øსათანადო ზომის მანჟეტით
Øდიასტოლური არტერიული წნევის მაჩვენებლად მიჩნეული იქნეს
კოროტკოვის V ტონი
4. კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი
პროტეინურიის ხარისხის განსაზღვრა ყველაზე ზუსტად? 24 საათიან
შარდის ულუფაში ცილის რაოდენობრივი განსაზღვრა
5. როგორი უნდა იყოს ამ ეტაპზე მეანის მიერ მიღებული ყველაზე სწორი
კითხვა-პასუხი 8
• თქვენ ხართ ქალთა კონსულტაციის ექიმი და თქვენთან მორიგ ანტენატალურ ვიზიტზე
მოვიდა ორსული G2P1, გესტაციური ვადა 32 კვირა . ულტრასონოგრაფიული
ფეტომეტრიით ნაყოფის მასა მოცემული გესტაციური ვადისთვის <10 პერცენტილზე.
1. ამ ეტაპზე დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დიაგნოტიკური კვლევის რომელ
მეთოდებს ენიჭება უპირატესობა? ბიოფიზიკური კვლევის მეთოდები,
დოპლეროგრაფია და ბიოფიზიკური პროფილი
2. დოპლეროგრაფიული კვლევის რომელი დიაგნოსტიკური კირტერიუმები
დაადასტურებს ნაყოფის ზრდის შეფერხების დიაგნოზს? ჭიპლარის არტერიაში
სისხლისდინების დიასტოლური სიჩქარის შენელებეა, სიჩქარის ნულოვანი ტიპი ან
რევერსული ტიპი .
3. მოდიფიცირებული ბიოფიზიკური პროფილის შემადგენელი ულტრასონოგრაფიული
კვლევის რომელი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი დაადასტურებს ნაყოფის ზრდის
შეფერხების დიაგნოზს? ამნიონური ინდექსი <10 სმ და ვერტიკალური ჯიბე <2 სმ
4. არასტრესული ტესტის რომელი დიაგნოსტიკური კიტერიუმი დაადასტურებს ნაყოფის
ზრდის შეფერხების დიაგნოზს? 20 წუთის განმავლობაში ნაყოფის <2 მოძრაობა ;
ნაყოფის მოძღაობაზე გულისცემის აჩქარება <15 დარტყმა ; აქცელერაციის
ხანგრძლივობა <15 წმ.
5. როგორი უნდა იყოს ამ ეტაპზე მეანის მიერ განხორციელებული ყველაზე ეფქტური
ქმედება?
კითხვა-პასუხი 9
• 26 წლის ქალს აქვს დადებითი შარდის ორსულობის ტესტი. მისი
უკანასკნელი მენსტრუალური ციკლის I დღე იყო 9 კვირის წინ.
მიმართა ქალთა კონსულტაციას.
1. როგორ გამოითვლი მისი მშობიარობის მოსალოდნელ ვადას
ნეგელეს წესის გამოყენებით?
2. რატომ არის ფოლიუმის მჟავა რეკომენდებული ყველა
ორსულისთვის?
3. რა დოზით? რა ვადებში ორსულობამდე და ორსულობის
განმავლობაში?
4. ზოგი ქალისთვის რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მაღალი
დოზები . რა დოზებით და რომელი ქალებისთვის?
კითხვა-პასუხი 10
• I ანტენატალურ ვიზიტზე დადგინდა , რომ ორსული G1P0 , რეზუს უარყოფითია.
სისხლის კუთვნილებასა და ავტომატიზირებული მეთოდით ტესტი
ანტისხეულებზე აღმოჩნდა დადებითი.
1. ამ ეტაპზე კვლევის რომელი მეთოდის ჩატარებაა რეკომენდებული
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით? ანტისხეულებზე განმეორებითი ტესტირება
კუმბსის არაპირდაპირი მანუალური მეთოდით
2. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში რა ინტენსივობით არის
რეკომენდებული ანტისხეულებზე მონიტორინგის წარმოება ? ორსულობის 20
კვირის შემდეგ 2-4 ჯერ კვირაში
3. იმ შემთხვევაში თუ ორსულობის 28 კვირაზე დაფიქსირდა ანტისხეულების
ტიტრი 1:8 , როგორ უნდა განხორციელდეს ანტისხეულების რაოდენობაზე
შემდგომი მონიტორინგი? ანტისხეულებზე განმეორებითი ტესტირება 2
კვირაში ერთხელ მშობიარობამდე ან კრიტიკული ტიტრის მიღწევამდე
4. ანტისხეულების კრიტიკული ტიტრის არსებობა რომელი პათოლოგიური
მდგომარეობის პროგნოსტულ ნიშანს წარმოადგენს? ნაყოფის
ერითრობლასტოზი
5. ანტისხეულების კრიტიკული ტიტრის არსებობისას , ნაყოფის რომელი
პათოლოგიის გამოვლენა არის რეკომენდებული და რომელი დიაგნოსტიკური
კრიტერიუმი დაადასტურებს ამ პათოლოგიის პროგნოზს? ნაყოფის
ანემიზაციის ხარისხის დეტექცია. ნაყოფის მწვავე ანემიად ითვლება Ht<30%.
კითხვა-პასუხი 11
• I ანტენატალურ ვიზიტზე დადგინდა რომ ორსული G1P0 რეზუს უარყოფითი
სისხლის კუთვნილებისაა. ანტისხეულებზე ტიტრი აღმოჩნდა უარყოფითი.
1. ამ ეტაპზე დამატებით განხორციელებული კვლევის რომელი მეთოდის
საშუალებით გახდება შესაძლებელი შემდგომში ანტისხეულებზე
მონიტორინგის ან იზოიმუნიზაციის პრევენციის თავიდან აცილება? მამის
რეზუსკუთვნილების დადგენა , დედის სისხლში თავისუფალი ფეტალური დნმ-
ის განსაზღვრა
2. როგორ უნდა განხორციელდეს ანტენატალურ პერიოდში იზოიმუნიზაციის
პრევენცია რუტინულად? არასენსიბილიზებულ ორსულთათვის ანტი - D
იმუნოგლობულინის შეყვანა ორსულობის 28- 34 კვირის ვადაზე.
3. როგორ უნდა განხორციელდეს პოსტნატალურად იზოიმუნიზაციის პრევენცია
რუტინულად? რეზუს დადებითი ნაყოფით მშობიარობის შემთხვევაში,
მშობიარობიდან პირველი 72 სთ-ის განმავლობაში ანტი-D იმუნოგლობულინის
შეყვანა
4. იზოიმუნიზაციის პრევენციის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით
მშობიარობის შემდეგ კვლევის რომელი მეთოდი უნდა ჩატარდეს , რა მიზნით
და როდის? კლეიჰაუერის ტესტი, ფმს რაოდენობის შეფასების მიზნით,
მშობიარობიდან 2 საათის განმავლობაში.
5. როგორია ანტი-D იმუნოგლობულინის ოპტიმალური დოზირება 4მლ ფმს-ის
დროს და რამდენი დამატებითი დოზაა საჭირო 1 მლ ფმს-ზე? 4 მლ ფმს-ზე 500
კითხვა-პასუხი 12 ( აქ პასუხები იცოდა და კითხვები ავტორმა
მოიფიქრა)
1. გამოკვლევები Rh(-) ორსულის: ტესტირება ანტისხეულებზე, მამის
რეზუსკუთვნილების დადგენა , დედის სისხლში ნაყოფის
თავისუფალი ფეტალური დნმ-ის განსაზღვრა
2. რა სიხშირით და როდის კეთდება რეტესტირება ანტისხეულებზე?
ანტისხეულების არ არსებობის შემთხვევაში - ორსულობის 28
კვირის ვადაზე და მშობიარობის წინ; ანტისხეულების
არსებობისას 20 კვირის შემდეგ ყოველ 2-4 კვირაში ერთხელ.
3. რა მეთოდით ისაზღვრება ანტისხეულების ტიტრი? მანუალური
მეთოდი
4. როდის არის საშიშროება ნაყოფის ანემიის განვითარების?
ანტისხეულების კრიტიკული ტიტრის არსებობისას , კრიტიკულ
ტიტრად მიიჩნევა 1:8-1:32 განზავება
5. ნაყოფის ანემიის დიაგნოსტირების მეთოდები? ამნიოცენტეზი და
კორდოცენტეზი
კითხვა-პასუხი 13
• სამშობიარო კლინიკაში შემოვიდა 24 წლის ქალი G1P0, აღენიშნება 10
წუთში 1-2 სამშობიარო შეტევა , 20-25 წმ-ის ხანგრძლივობით. ვაგინალური
გასინჯვით: საშვილოსნოს ყელის გახსნა 2სმ, ნაყოფის თავი მდებარეობს
-2 დონეზე.
1. მშობიარობის რომელი პერიოდის რომელ ფაზაშია მშობიარე?
მშობიარობის I პერიოდის ლატენტური ფაზა
2. რას უდრის მშობიარობის ამ ფაზის საშუალო ხანგრძლივობა? 6-8 სთ
3. რამდენ სმ-მდე იხსნება საშვილოსნოს ყელი და რას უდრის
საშვილოსნოს ყელის გახსნის სიჩქარე ამ ფაზაში? 0 დან 3 სმ-მდე,
სიჩქარე არის 0,35 სმ/სთ
4. რა ძალები განაპირობებს საშვილოსნოს ყელის გახსნას მშობიარობის
ამ პერიოდის განმავლობაში? ქვემოდან ზემოთ მიმართული ძალა(
ონტრაქცია, რეტრაქცია, დისტრაქცია), რომელიც ქვედა სეგმენტის
მუსკულატურას ზემოთ გადაადგილებს. ზემოდან ქვემოთ მიმართული
ძალა - სანაყოფე ბუშტის ან წინამდებარე ნაწილის ზეეწოლა.
5. მშობიარობის პროგრესის რომელი მაჩვენებელის მონიტორინგი ხდება
მშობიარობის ამ პერიოდის განმავლობაში? საშვილოსნოს ყელის
გახსნა, ნაყოფის თავის წინმსვლელობა, სამშობიარო მოქმედების
ინტენსივობა
კითხვა-პასუხი 14
• სამშობიარო კლინიკაში შემოსვლისას 24 წლის ქალს აღენიშნება 10
წუთში ერთხელ 3 სამშობიარო შეტევა, 25-30 წამი ხანგრძლივობით.
საშვილოსნოს ყელი გახსნილია 4 სმ, ნაყოფის თავი მდებარეობს -1
დონეზე. G1P0
1. მშობიარობის პერიოდი და ფაზა? მშობიარობის I პერიოდი ,
აქტიური ფაზა
2. ამ ფაზის ხანგრძლივობა? 10-12 სთ
3. რამდენ სმ-მდე იხსნება საშვ ყელი და რას უდრის საშვილოსნოს
ყელის გახსნის სიჩქარე ამ ფაზაში? 3იდან 10 სმ-მდე , სიჩქარე
არის 1,5-2 სმ/სთ
4. ნაყოფის მდგომარეობის შეფასების რომელი მაჩვენებლების
მონიტორინგი წარმოებს მშობიარობის ამ პერიოდში? ნაყოფის
გულისცემის სიხშირე, თავის წინმსვლელობა, თავის
კონფიგურაციის ხარისხი
5. როდის იღვრება სანაყოფე სითხე? საშვილოსნოს ყელის სრული
კითხვა-პასუხი 15
• 26 წლის მშობიარე G2P4, აქვს 10 წუთში 4 სამშობიარო შეტევა 40-45 წამის
განმავლობაში. საშვილოსნოს ყელი გახსნილია 10 სმ-ზე. ნაყოფის თავი -
1 დონეზე.
1. მშობიარობის რომელი პერიოდი და რომელ ფაზაა? მშობიარობის II
პერიოდი , პასიური ფაზა.
2. რა ქმედებას ახორციელებს ნაყოფის წინამდებარე ნაწილი
მშობიარობის ამ პერიოდის განმავლობაში? წინმსვლელობას და
აღწევს მენჯის ფსკერს
3. რა ფაქტორები განაპირობებს ამ ქმედებას? საშვილოსნოს კუმშვითი
აქტივობა, მენჯის ძვლების გამწევადობა, ნაყოფის თავის
კონფიგურაცია, დედის ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა და
მშობიარობის ბიომექანიზმი
4. მშობიარობის პროგრესის რომელი მაჩვენებლების მონიტორინგი
ხდება მშობიარობის ამ პერიოდის განმავლობაში? ნაყოფის თავის
წინმსვლელობა , სამშობიარო მოქმედების ინტენსივობა
5. მშობიარობის ამ ფაზის დასრულების შემდეგ რომელი ფაზა იწყება?
აქტიური ფაზა- ჭინთვები
კითხვა-პასუხი 16
• მშობიარე G2P1 შემოვიდა სამშობიარო კლინიკაში ჭინთვებით. შემოსვლიდან
10 წუთში იმშობიარა დროული ახალშობილით.
1. მშობიარობის რომელი პერიოდია? მშობიარობის მესამე პერიოდი
(მომყოლის)
2. რას უდრის საშუალოდ მშობიარობის ამ პერიოდის ხანგრძლივობა ? 5-30 წუთი
3. რა პროცესები მიმდინარეობს საშვილოსნოში ნაყოფის დაბადების შემდეგ?
საშვილოსნოს შეკუმშვები/მომყოლის პერიოდის შეკუმშვები, კავშირის
დარღვევა საშვილოსნოს კედელსა და პლაცენტას შორის, საშვილოსნო-
პლაცენტარული სისხლძარღვების დარღვევა
4. ნაყოფის დაბადების შემდეგ , რომელი ზედაპირით/წესით არის შესაძლებელი
პლაცენტის დაბადება? პლაცენტის დაბადება ნაყოფის მხრივი ზედაპირით (
შულტეს წესით), პლაცენტის გამოძევება დედისმხრივი ზედაპირით (
დუნკანის წესი).
5. მშობიარობის ამ პერიოდის განმავლობაში განვითარებული რომელი
კომპენსატორული პროცესები უზრუნველყოფს სისხლის დანაკარგის
მინიმიზაციას მშობიარობის შემდგომ პერიოდში?
Øსაშვილოსნოს სპირალური სისხლძარღვების გადაადგილება მიომეტრიუმის
ღრმა შრეებში
Øსისხლძარღვების მიჭყლეტა მიომეტრიუმის ირიბი ბოჭკოების შეკუმშვის
შედეგად
კითხვა-პასუხი 17
• სამშობიარო კლინიკაში შემოსვლისას 24 წლის ქალს, G1P0, აღენიშნება 10
წუთში ერთხელ 2 სამშობიარო შეტევა 20-25 წამის ხანგრძლივობით.
საშვილოსნოს ყელი გახსნილია 2 სმ-ზე, ნაყოფის თავი -2 დონეზეა.
1. მშობიარობის მართვის რომელი ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებაა
რეკომენდებული მშობიარობის ამ პერიოდში პაციენტის შემოსვლისთანავე?
მშობიარის მოთავსება ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში - თანმხლები
პირის დასწრება.
2. შემდგომში მშობიარობის ამ პერიოდის მართვის განმავლობაში , რომელი
ეფექტური ტექნოლოგიების დაცვა არის რეკომენდებული? მშობიარის მიერ
საკვების და სითხის მიღება , ვერტიკალური ან გვერდზე მწოლიარე
მდგომარეობა
3. რა წარმოადგენს მშობიარობის ამ ეტაპზე მონიტორინგის ყველაზე ზუსტ
მეთოდს? პარტოგრამის საშუალებით მშბიარობის პროცესისი გრაფიკული
გამოსხავა
4. რომელი მონაცემების ასახვა არის შესაძლებელი ერთდროულად
მშობიარობის მონიტორინგის ამ მეთოდის საშუალებით? მშობიარობის
პროგრესის, ნაყოფის მდგომარეობის, დედის მდგომარეობის
5. მონიტორინგის გარდა რა ფუნქცია გააჩნია მშობიარობის მონიტორიგნის ამ
მეთოდს? მშობიარობის ფიზიოლოგიური გადახრის მყისიერი ინდიკატორია
კითხვა-პასუხი 18
18 წლის მშობიარემ იმშბიარა ფიზიოლოგიურად მამროითი სქესის
ახალშობილით.
1. მშობიარობის რომელი პერიოდია? მესამე პერიოდი
2. როგორი უნდა იყოს სამშობიარო ოთახი? ოთახის მომზადება , ყველა
ხელსაწყო მზადყოფნაში , გაწმინდეთ და გაათბეთ 25-28 გრადუსამდე,
გაათბეთ ახალშობილის სამოსი, ქუდი , წინდები
3. ახალდაბადებულის I წუთში მოვლის რომელი ნაბიჯები ხორციელდება?
გამშრალება, შეფასება , კლასიფიცირება, ზედა სასუნთქი გზების
სანაცია, კანით-კანთან კონტაქტი, ჭიპლარის გადაკვეთა
4. როდის უნდა განხორციელდეს ძუძუთი კვების ინიცირება? ჩამოთვალეთ
მზაობის 4 ნიშანი
5. როგორ უნდა განხორციელდეს სწორად ძუძუთი კვება? სწორი
მოჭიდების ნიშნები
6. რომელი პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება სამშობიარო
ოთახში ? კონიუნქტივაზე 1% ტეტრაციკლინის მალამო ან 0,5%
ერითრომიცინის მალამო და სისხლდენის პრევენცია ვიტამინი K -ს
კითხვა-პასუხი 19
• სამშობიარო კლინიკაში შემოსვლისას 26 წლის ქალს G2P1, აღენიშნება 10 წუთში
4 სამშობიარო შეტევა, 40-45 წამის ხანგრლივობით. საშვილოსნოს ყელი
გახსილია 10 სმ, ნაყოფის თავი -1 დონეზე.
1. ჩამოთვალეთ მშობიარობის ამ პერიოდის მართვისთვის რეკომენდებული
ეფექტური ტექნოლოგიები? ვერტიკალური ან გვერდზე მწოლიარე პოზიცია ,
პასიური ფაზის მართვა მოცდითი ტექნიკით, ჭინთვა ბუნებრივად , სუნთქვის
შეკავების გარეშე
2. ჩამოთვალეთ იმ სამეანო ხელდახმარების მომენტები, რომელთა
განხორციელება მშობიარობის ამ პერიოდში არის რეკომენდებული? ნაყოფის
თავის სწრაფი გაშლის პრევენცია, შორისის ქსოვილების დაჭიმულობის
შემცირება, ჭინთვის რეგულირება, ნაყოფის მხრის სარტყლისა და ტანის
დაბადების ხელშეწყობა
3. რომელი ოპერაციული ჩარევის განხორციელება არის მოწოდებული
მშობიარობის ამ პერიოდში მკაცრი ჩვენებით და რუტინულად? ეპიზიოტომია
4. რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ამ ოპერაციული ჩარევის
განხორციელების ჩვენებას? მშობიარობის სასწრაფოდ დამთავრების
აუცილებლობა
5. რომელი გართულების განვითარების რისკი მატულობს ამ ოპერაციული
ჩარევის რუტინულად ჩატარებბის დროს? შორისის ტრავმების
კითხვა-პასუხი 20
• მშობიარე G2P1 შემოვიდა სამშობიარო კლინიკაში ჭინთვებში. კლინიკაში
შემოსვლიდან 10 წუთში იმშობიარა დროული ახალშობილით.
1. რომელი ტაქტიკის გამოყენებაა მოწოდებული მშობიარობის ამ პერიოდის
მართვის მიზნით? მშბიარობის III პერიოდის მართვა მოცდითი ტაქტიკით, III
პერიოდის აქტიური მართვა
2. მშობიარობის ამ პერიოდის მართვის რომელ ტაქტიკას ენიჭება უპირატესობა?
აქტიურ მართვას
3. რა უპირატესობა გააჩნია ამ ტაქტიკის მართვის სხვა ტაქტიკებთან
შედარებით? ნაკლებია მშობიარობისშემდგომი სისხლის დანაკარგი,
ნაკლებია მშობიარობისშემდგომი სისხლდენის განვითარების რისკის
სიხშირე, ნაკლებია მშობიარობის III პერიოდის ხანგრძლივობა
4. ჩამოთვალეთ მშობიარობის ამ პერიოდის მართვის ეფექტური ტაქტიკის
ნაბიჯები? ახალშობილის დაბადებიდან 1 წუთის განმავლობაში კუნტებში
2,0(10 ერთ) ოქსიტოცინის ინექცია, ჭიპლარის კონტროლირებადი ტრაქცია და
საშვილოსნოს გარეგანი მასაჟი
5. რომელი ქმედების განხორციელებაა სავალდებულო მშობიარობის ამ
პერიოდის მართვის ნებისმიერი ტაქტიკის განხორციელების შემდეგ?
პლაცენტის სრულყოფილი დათვალიერება მისი მთლიანობის შეფასების
მიზნით

You might also like