Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალური პრობლემატიკა და სოფლის ყოფა ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედებაში

სტუდენტი - თამარ ტოგონიძე

ხელმძღვანელი - ასისტენტ პროფესორი ლეავნ ბებურიშვილი

თბილისი 2023
XIX საუკუნემ მარავალი შესანიშნავი მწერალი შემატა ქართულ ლიტერატურას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნი იყო თერგალეულთა ჯგუფი - ილიას, აკაკის და სხვათა
ნაწარმოებებმა დიდი როლი შეასრულეს ქართული ზნეობის, ეროვნული თვითშეგნებისა და
იდენტობის ჩამოყალიბებაში. ამასთანავე, ისინი გამოირჩეოდნენ მხატვრულობითა და
ლიტერატურული ხარისხით. ამ მწერლების შესახებ მუდამ ვმსჯელობთ, მათ მუდამ
ვახსენებთ, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესონი არიან სხვა მწერლები,რომლებიც თითქოს
ყურადღების მიღმა რჩებიან. ასეთია ეკატერინე გაბაშვილიც, ქალი მწერალი, რომლის
შემქმედებაც ირეკლავდა ეპოქის სახეს და სადაც თავისებურად წარმოჩინდა ის პრობლემები,
რომლებიც ამ პერიოდისათვის იყო აქტუალური.

ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია. გარკვეულ შემთხვევებში მასთან


ნოვატორულ ტენდენციებსაც ვხვდებით ( ნოველა, სალექსო პროზა) მაგრამ , სანამ უშუალოდ
ნაწარმოებებს შევეხებით, მნიშვნელოვანია მისი პიროვნების წარმოჩენაც, რადგანაც
გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აუცილებლად აირეკლება ავტორის ნაწილი მის
შემოქმედებაში.

ეკატერინე გაბაშვილს ( რევაზ თარხნიშვილის ასული) დაიბადებული 1851 წელს, თორმეტ


წლამდე ოფიციალური განათლება არ ჰქონდა მიღებული. თავისთ უსწავლია წერა-კითხვა,
1863 წელს შედის ფაბრის პანსიონში სადაც ეცნობოდა ქართულ და რუსულ ლიტერატურას.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ პანსიონს ხშირად სტუმრობდა იაკობ გოგოებაშვილი, რომელიც
უნერგავდა ახალგაზრდებს სწავლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულს. სამწერლობო
საქმიანობის გარდა, ის საზოგადოებრივ პროცესშიც აქტიურად მონაწილეობდა. ილია, აკაკი,
გიორგი წერეთელი, რაფიელ ერისთავი - ყველა ეს გამორჩეული ადმიანი, რომლებმაც
ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ქართული მწერლობის განვითარებაში, აფასებდა
ეკატერინე გაბაშვილს. იგი იყო წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი,
საბავშო ჟურნალ „ჯეჯილის“ დაარსების ერთ-ერთი პირველი ინიციატორის. აღსანიშნავია,
რომ ზოგადად საყმაწვილო ლიტერატურის გამდიდრებაში დიდი წვლილი მიუძღვის მას;
მონაწილეობდა „ ვეფხისტყაოსნის“ დამდგენ კომისიაში და მრავალი სხვა. მისი ეს
საზოგადოებრივი ქმედება აისახა კიდეც შემოქმედებაში.
ეკატერინე გაბაშვილის შემოქემდებაში თემატიკურად მრავალფროვანია. ეს
განსხვავებულობა აიხსნება ქვეყანაში არსებული იმდროინდელი ვითარებით. რუსეთის
იმპერიის ქვეშ ყოფნა და სხვადასხვა საზოგადოებრივი საკითხების წარმოჩენა წარმოადგენდა
პრიორიტეტს ამ ეპოქის მწერლებისთვის. არც ეკატერინე გაბაშვილია გამონაკლისი. მასთან
ვხვდებით რიგ სოციალურ პრობლემატიკას, იქნება ეს ბატონყმობის პრობლემატიკა- მისი
გადავრდნის შემდეგად გამოწვეული შედეგები. კლასთაშორის დაპირისპირება,
მატერიალურობისა და სიდუხჭირის თემა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ამ საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობისას მოქმედების არეალი


სოფელია. სოფლის ცხოვრების წარმოჩენა და ხშირ ასახვს ვხდვებით ქალი მწერლის
ნამუშევრებში და ეს არცაა გასაკვირი. ეკატერინე გაბაშვილი იმ ეპოქას ეკუთვნის, როცა
ბატონყმობა გადავარდა, ამ პროცესის საბოლოო შედეგი კი ყველაზე მეტად აისახა სწორედ
სოფლის ყოფაზე, ვინაიდან აქ მცხოვრებთ ყველაზე მეტად ეს შეეხო ძირეული ცვლილებები.
გლეხების ემანისპაცია ერთი შეხედვით დადებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო, თუმცა რა
თქმა უნდა, ეს ყველაფერი უმტკივნეული პროცესი არ ყოფილა არც ერთი ფენისთვის. მის
ნაწარმოებებში ვხედავთ, რომ გათავისუფლებული გლეხობა სულაც არაა იმაზე უკეთ
ვითარებაში, ვიდრე აქამდე იყო.

ამ თემას შეეხება „ მეურმის ფიქრები“. გაბაშვილი შთამბეჭდავად ახერხებს ამ დიდი


პრობლემების მცირე მასშტაბზე გადმოცემას. ნაწარმოები სულ ორიოდე გვერდია და
ძირითადად მონოლოგის წარმოადგენს გლეხ თედო წიწვიანისას. სწორედ ამ ფიქრების ასეთ
პიროვნეულ დონეზე წარმოჩენა და პერსონაჟს ფიქრების უშუალო ხილვა ახდენს გავლენას
მკითხველზე და თანაგრძნობით განაწყობს მას. ბადრი მთვარით განათებულ ღამე სიჩუმეშია
ჩაფლული. მხოლოდ შორად მოჩანს მომუშავე ადამიანთა სილუეტები. ძმები გვიან ღამით
ასრულებენ მუშაობას. სწორედ მათი შრომის პროცესში ვეცნობით თედოს ფიქრებს,
რომლებიც ძალიან ადამიანურია. მისი გული დამძიმებულია, ეფიქრება გარდაცვლილი
მამისთის გადასახდელ წირვაზე, ღელავს შემდეგი სეზონის მოსავალზე, რომ შესაძლოა არ
აღმოჩნდეს საკმარისი, ფიქრობს უსინათლო დედაზე და მის თხოვნაზე რომ მალე შეირთოს
ცოლი. ეს ერთი მხრივ ძალიან ინდივიდუალური პეროსნაჟი თავისი ღრმად პირადული
ფიქრებით შეგვიძლია განვაზოგადოდ და დავინახოთ ფართო სუართი- მდგომარეობა სხვა
ადმიანებისა, რომლებიც ამავე პრობლემების წინაშე იყვნენ. მამით ობოლი შვილები,
რომელბიც ცდილობენ მუხლჩაუხრელი შრომით ფიზიკურად გადარჩნენ, რომელბიც
დაროდბენ დედის ჯანმრთელობასა და მდომარეობაზე. ხაზგასმულია ისიც, თუ რამდენი
დაბრკოლებაა მათ წინაშე, რამდენი ბარიერია გადასალახი მხოლოდ იმისათვის, რომ
ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ. თედო ვერ ახერხებს ცოლის შერთვას.
ამის ხელის შემშლელი ერთადერთი პრობლემა მხოლოდ სდუხჭირეა. „ დიდ ცოლს დიდი
ცომი უნდაო“( გაბაშვილი. 1987,390) ამბობს თედო, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა არ
აძლევს ამ ნაბიჯის გადაგმის უფლებას. რეალურად მეუღლის ყოლა შეუმსუბუქებდა კიდეც
ყოფას, დედის შრომას. თუმცა ის მოჯადოებულ წრეშია მოქცეული.

კლასთაშორის სხვადასხვაობას გვიღწერას „ თინას ლეკური“. მოქმედება სოფლად,


გიორგობის თვეს ხდება. ყველა სახლიდან კვამლი ამოდის, მხოლოდ თინას კერაა
გაცვიებული. უაღრეს სიდუხჭირეშია მოხუცი ქალი თავის შვილიშვილებთან ერთად,
რომელთა ერთადერთი გასათბობი საშუალება დაძონძილი საბნის ნაგლეჯია. თინა და მისი
შვილიშვილები ყველასგან დავიწყებულნი არიან, მათ შორის ბავშვების დედისგანაც,
რომელმაც შვილები მიატოვა და უსუსურ მოხუცებულს შეაჩეჩა გასაზრდელად. კიდევ უფრო
მძიმეა ოჯახის მდგომარეობა, რადგან თინას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც ვერ
ახერხებს ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებელ ისეთ მოქმედებას, რაც ფიჩხების
შეგროვებაა. ჩანს საზოგადოების გულცივობაც. თუ როგრო არიან უარყოფილი მეზობლების
მიერ : „ ვენახის ღობეზე ფიცხის მტვრევისთის ხომ არა ერთხელ იყო ნალანძღავ - ნათრევი“.
(გაბაშვილი.1987,547) ორიოდე ჩნახი ფქვილი, რაც გააჩნია თინას გამოუსადეგარია მისთვის,
რადგან პურის გამოცხობას ვერ ახერხებს, მისი ერთადერთი იმედი ისევ მეზობლები არიან,
რომლებსაც ადრიანად მოუმთავრებიათ სამზადისი სადღესასწაულოდ. ადამიანის სულიერი
გნადაგურება კარგად ჩანს თინას მხატვრულ სახეში. სასოწაკვეთილი ქალი სრულიად
უიმედოა, მისი მხარდამჭერი არავინაა და ერთადერთ ხსნად სიკვდილი ესახება, რაც
უდიდესი საფრთხე ბავშვებისთვის, რომლებსაც მის გარდა არავინ ჰყავს.

ნაწარმოებში კონტრასტის საშუალებით კარგადაა დანახული სხვაობა - ერთ მხრივ თინას


სამყოფელი, ცივი, ნაცრისფერი, მშიერი ბავშვებით და გარედან შემოსული დუდუკის ხმა,
ბატონის სახლი, საიდანაც დიდი მხიარულება და ჟრიამული მოისმის. ეს ხმა მოგონებებს
აღვიძებს თინაში, ახსენებს ძველ დროს, როცა მისი მოხდენილობით და სილამაზით, მისი
ლეკურის ცეკვით ხიბლავდა ყველას. ზუსტად იმ სახლში , სადაც ახლიდან მოისმოდა
ხმაურობა ორმოცი წლის წინ მარგალიტივთ გამორჩეულს აქებდნენ „ აი დაილოცა შენი
მშობელ გამზდელიო“, სწორედ ამ სახლს მიუყვებოდა თინა.( გაბაშვილი,1987, 549)

ფინალური სცენა განსაკუთრებით ტრაგიკულია. მოგონებეში დაკარგული თინა იწყებს


ლეკურის ცეკვას. ჩამომჭკნარ- დაძონძლი თავადებისა და სტუმრების დაცინვის ობიექტი
ხდება, როგორც გასართობი, სანახაობის ნაწილი.ჩვენ ვერ ვხედავთ სტუმრებში რაიმე
დაეჭვებას თინას მდგომარეობაზე ან შეცოდებას, რაზეც ტამნისამოსის მიხედით უნდა
მიმხვდარიყვნენ. ვერ ვხედავთ მათ თანგრძნობას, შეცოდებას, ფიქრს, რომ რამით
დაეხმარონ. ისედაც სუსტი გულის პატრონს ჯერ უზარმაზარ აღმართზე ასვლის და ახლა
ცეკვა- თამაშის შემდეგ , საბოლოოდ გამოელევა სიცოცხლე ხელიდან. შემზარავი სურათია,
როცა სტუმრებში გარეული ბავშვების მოთქმას ვიგებთ, შეშინებული , დაუცველი ბავშვების
ხმას, რომლებსაც ხელიდან ერთადერთი შემწე და პატრონი გამოეცალა. მხოლოდ ამ
ტრაგიკული სცენის ფონზე ხდება თინა და მისი ოჯახი თანაგრძნობის ღირსი „მოწყალება
ობლებს“ ამბობს ერთ-ერთი სტუმარი და ყველა ჯიბიდან იღებს თანხას. მართალია ბოლოს
ნათქვამია, რომ თინამ მოუპოვა შვილიშვილებს ლუკმა -პურის ფული, თუმცა დიდად
საეჭვოა, რომ ეს რაიმეთი დაეხმარს გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვებს. მართალია, იმ
კონკრეტულ მომენტში შეუმსუბუქდებოდათ ტანჯვა, მაგრამ ნაკლებ სავარუდოა რომ მათი
მომავალი უკეთესობისკენ შეიცვლილიყო. ნაწარმოების სიუჟეტი გვთავაზობს ისე სურათს,
სადაც ბაშვები ობლად რჩებიან, მოუწევთ ბავშვობის დათმობა და მალევე გაზრდა , რათა
გადარჩნენ საზოგადოებაში. საზოგადოება კი ორ ნაწილადაა გაყოფილი და იშვიათად ხდება,
რომ ერთი მხრიდან მეორესადმი რაიმე დახმარების ხელი იყოს გაწვდილი. მეტიც, არა
მხოლოდ სხვადასხვა კლასს შორის, არამედ იმავე სოციუმის ფარგლებშიც იშვიათად
მოიძებნება სიკეთე და ერთმანეთის გამტანობა. ეს დიდი პრობლემაა, რადგანაც სწორედ ასეთ
მდგომარეობას მივყავართ ფინალამდე. აქვე აღსანიშნავია როგორაა დღესასწაულები
დანახული, თუ ერთგან სიხარული და ზეიმია, მეორეგან ტკივილი და ზედმეტის წნეხი
მოაქვს ამ ყველაფერს.

დღესასწაულის დროს ვითარდება მოთხორობა „ ღვინია გადაიჩეხა“. ნინიკას ოჯახი


საახლაწლო სამზადისშია. მთავრი მოვალეობა კი ნინიკას - ოჯახის თავს ევალება,რაც
ქალაქში ურმით შეშის ჩატანა და გაყიდვაა. იქ მიღებული მცირე თანხა უნდა იყო
სადღეასასწაული ხარჯების დასაფარი, სხვადასხვა სანოვაგის შემომტანი ოჯახში. ოჯახის
თიითოეული წევრი რაღაცას აბარებს ნინიკას. ამ ჩამონათვალში შეინიშნება გლეხის ოჯახის
მატერიალური ყოფა, თაფლი, ხუთიოდე გრივანქა ხორცი, ფეხსაცმელი- ეს ის ნივთებია რაც
ამ ოჯახის წევრებს სურთ და სჭირდებათ. ნინიკა აღნიშნავს კიდეც, რომ მამისთვის აჯობებს
ტერნო წამოიღოს, რადგან გულისპირი სულ ჩამოგლეჯილი აქვს. სოფლის ტყის ნობათია
ნინიკას ოჯახის იმდედი, რომ ეს საშინლად ცივი ზამათარი როგრომე გადაიტანონ.

ამ ნაწარმოებში იკვეთება დამოკიდებულება ქალაქელების სოფლის მაცხოვრებლებისადმი .


როგორც აღვნიშნეთ, მეცხრამეტე საუკუნეში ძირეული ცვლილებები დაიწყო როგროც
მთელს მსოფლიოში, ისევე საქართველოში. ნელ-ნელა კაპიტალისტურმა ტენდენციებმა
იჩინა თავი. ყველაფერს ფულის პრიმატი ჩაიენაცვლა , რაც აქაც ჩანს. ნინიკას შეშას ძვირად
არავინ ყიდულობს. ყველა გამორჩენაზეა, ყველა ვაჭრობს იმის იმედით, რომ ყველაზე უფრო
იაფ საქონელს ჩაიგდებს ხელში. ამ ერთ ურემ შეშის მოსაპოვებლად კი უდიდესი შრომაა
ჩადებული. სუსხიან ზამთარს , ბევრჯერ ტყეში დავარდნილი ხარების ზიდვა თავად ნინიკას
უწევდა. ამხელა ფიზიკური ჯაფისთვის კი სულ რაღაც 5 მანეთს ითოვს, რასაც ზოგჯერ ვერც
კი იღებს.

ნაწარმოებში წამოჭრილია საზოგადოებრივი პრობლემა. გარდა გლეხთა ფიზიკური


გადარჩენის თემატიკისა, ჩანს ქალაქის ყოფაც. ქაოტოური, მუდამ გადატვირთული
ადგილისა, სადაც ადამიანი ძნელად თუ იპოვის ადგილს. განსაკუთებით გელხი. ამ
შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. შეშის მოედანზე გასაჩერებელი ადგილი
ნინიკასთვის არ მოიძებნა. პოლიციელი ანიშნებს , რომ ქვევით ჩავიდეს, რაც ნიშნავს ციცაბო
მოყინულ დაღმართზე ჩასვლას. ნინიკსა მუდარის , რომ ნახევრად მოშიმშილენი არიან მისი
ხარები და თუ ჩავლენ უკან ნამდვილად ვეღარ ამოვლენ, ყურადღებას არ აქცევს.არანაირი
გვერდში დგომა პოლიციელისგან არ ჩანს, არც მოსმენა არც გააზრება მისი ნათქვამის.
იმედგაცრუებული ნინიკა თავითვის ფიქრობს „ ერთი ორი საური მქონოდა ხელში, ჩუმად
ჩამედო ხომ არ იზამდა“ - როგროც ჩანს მხოლოდ ფულს შეუძლია ადმიანში გრძნობა,
ემპათია გააჩინოს.

ნაწარმოების ფინალი ტრაგიკულია. დაღმართზე „ღვინია“ ოჯახის მარჩენალი ხარი იჩეხება.


ნინიკა უძლურია ამ ყველაფრის შესაჩერებლად ნაბიჯი გადადგას. ის უყურებს პირუტყვის
ტანჯვას და ეს ტკივილი მის სახეზეც იბეჭდება . ვაჭრის რეპლიკა, რომ ღვინიასთვის ყელი
გამოეჭრა, რაღას აწვალებო, ძალიან უხეშად ჟღერს „ განა ღვინია ნინიკასთრვის მარტო
საქონელი იყო და სხვა არაფერი? არა რვინია იყო მისი იმედი, იმისი მარჯვენა ხელი და განა
მარჯვენას მოიჭრის ვინმე , თუნდ ის მარჯვენა ამუშაოდ აღარ ვარგოდეს’’. ნინიკას
დანაკარგი ძალიან მძიმეა. მან დაკარგა მეგობარი, არსებაა, რომელიც გარკვეულწილად მის
არსებობას განაპირობებდა. ამიტომაცაა, რომ სახლში დაბრუნებული ვერ იკავებს ემოციებს
და მწარედ აქვითინდება. განსაკუთრებულ ტრაგიზმს ქმნის დროც - ახალი წლის ღამე, ღამე
რომელიც სიმბოლურად ახალი დასაწყისის, სურვიელბის, იმედის დრო უნდა იყოს
სასოწარკვეთად იქცევა მთელი ოჯახისთვის.

საზოგადოებისაგან გარიყულობის თემას ეხება „ხოლერა“. ნაწარმოები სასაოწარკვეთილი


ქალის ქეთოს მოთქმით იწყება, რომელსაც ხელიდან მეუღლე ეცლება. საზოგადოებისგან
მიტოვებულობა სწორედ ამ წუთებიდანვე ჩანს. არავინაა გარშემო ვინც დაეხმარება მას , ვინც
უპატრონებს, ხელ წააშველებს. ახალგაზრდა ქეთო, სულ ოცდაორი წლის მალავე
აანალიზებს, რომ საშინელი რეალობის წინაშეა, მისი მეუღლე გარადცვლილია, ერთადერთი
მეპატრონე და ლუკმის მშოვებელი ცოცხალი აღარაა და ეს არცაა ერთადერთი უბედურება,
არამედ ის , რომ იგი ქოლერას მსხვერპლი გახდა,და შესაძლებელია, რომ მისივე მსხვერპლი
შეიქმნას ქეთოც, ამიტომ სასწრაფოდ ტოვებს სახლ კარს.

ამ პატარა მინიატურაში ოსტატურადაა წარმოდგენილი პიროვნების ტრაგედია. ქეთი -


ადამიანი რომელსაც არასდროს ჰქონია ბედნიერი ცხვრება, ბავშვობაში დაობლებული და
დენდინაცვლის ცივ ატმოსფეროში გაზრდილს ზრდასრულობაც უბედური ჰქონდა.
უმზითვოდ გაჰყვა გიგილას მეთუნეს, რომელსაც ასევე არაფერი ებადა. ეს იყო ოჯახი ,
რომელსაც ყველა ერიდებოდა, ყველა თავს არიდედა. ასეთ მდგომარეობაში, როცა
სსაზოგადოებისაგან მხარდამჭერა არ გაქვს ძალიან რთულია, შესაძლოა ეს მხარდამჭერა არ
გულისხმობდეს აუცილებლად ფინასურად ხელის გამართვას, მაგრამ სიტყვებით
ნუგეშისცემა იყოს. ესეც არ ჰქონდა ცოლ-ქმარს, მხოლოდ ერთმანეთი გააჩნდათ ბოლო
მომენტამდე. ახლა ესეც წარსულს მიბარდა. ამის მიუხედავას, მიუხედავად იმისა, რომ ქეთო
სასოწარკვეთილია, ბოლომდე ფარ-ხმალს მაინც არ ყრის , ბავშვებს ხელს კიდებს და
შორდება სახლ-კარს, იმ იმედით რომ გაექცევა მომაკვდინებელ დაავადებას. სამწუხაროდ
იღბალი არ უმართლებს და დილით როგროც თვის ქმარი, თვითონაც გამოეთხოვება
სიცოცხლეს. ერთადერთი სიბრალულის შემცველი ნათქვამი ტეტიკას ეკუთვნის, რომელიც
მუცვალებულ ქალის შემზარავ სურათს გადაეყრება ბავშვებთან ერთად და ათქმევინებს
„ ღმერთო სახიერო! რისთვის მოგვაყენე ეს საშინელი სასჯელი“.

„სარჩობელაზედ“ ნაწარმოებია, რომელსაც გარდა იმავე სათაურისა, ილიას დიდი გავლენა


ატყვია. აქ წამოწეული თემები ეხება ზნეობას, მორალს, სამართლიანობას. ნაჩვენებია თუ
როგროი ინტერესია ადამიანის სიკვდილის დასჯისაკენ მიმართული. ამ შემაძრწუნებელი
აქტის სანახავად მიდი დიდც, პატარაც ქალიც და კაციც. ამ ნაკადში გარეული ბაბაჭუა -
ფეიქარი, ერთ დრო სპირველი გილდის ვაჭარი. სწორედ ამ პირვნების სახი ჩვენებაზეა
ორიენტირებული ავტორი.

ბაბჭუას ვიზუალი მისი სულიერების შესაბამისია. ჩაცმულობით მართლაც უზადოდაა


შემოსილი, ქურქი , ატლასი , მაუდი, სულ ძვირფასი ქსოვილებია მის ტანზე. თუმცა გარეგანი
სამოსელი მის რეალურ სახეს ვერ მალავს. ამაზარზენი გარეგნობა თითქოს ააშკარავებს მის
შინაგან სამყაროს. საინტერესოა, რომ ეს წინაღობა არაა მისთვის, კეკლუცი ქალი,
ეპოლეტიანი ვაჟკაცი, რომლებიც მაღალი ფენის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, უღიმიან
მას და პატივს სცემენ დიალოგსაც კი იწყებენ მასთან. მკითხველისთვის სრულიად აშკარაა ეს
რატომაც ხდება. უსაზღვრო სიმდიდრის მფლობელი დიდ ძალაუფლებასაც გრძნობს.
ბაბჭუას ხასიათი დაუნდობელია, მისთვის ამაღელვებლია ისეთი საზარელი სანახობის
ხილვა, როგრორიც ჩამოხრჩობაა დამიანის, განსაკუთრებით მისი ფიზიკური განადგურების
ნახვა, ეს მისთვის უზენაესი სამართლის აქტის განხორციელებაა. ავაზაკები უნდა დაისაჯონ,
რადგანაც სხვის ქოენაბს უკანონოდ ითვისებენ.

ირონიულია, რომ ბებჭუაც ზუსტად იმავეს აკეთებს, შესაძლოა მისი ქცევა ხარისხით
უარესიც იყოს. მისთვის ოჯახის გამოახლებადა სახლის მიტაცება იმ მიზეზით რომ ვალი
დროულად არ იქნა დაფარული სამართლიანია, გამართლებულია ასევე ორჯერ გამორთმევა
ვალის თუ სასმართლო უარყოფს ამამს.

სამწუხაროა, რომ თუ გასასამართლებელ ავაზაკს სიკვდილს უსჯიან, ამ კაცის დანაშაული


სრულიად დაუსჯელად რჩება. ამის უფლებას კი მას საზოგადოება აძლევს. ისინი, ვისაც
ძალაუფლება გააჩნია, რომ მსგავსი ქმედება აღკვეთოს, ადვილად ექცევა ფულის მარწუხებში
და ქრთამის მეშვეობით იმას აკეთებს რაც უფრო მეტად აწყობთ.
ყოვლად უგრძნობი ბაბაჭუა სრულიად გულგრილი შეჰყურებს სიკვიდლით დასჯის
სანახაობას. სამწუხაროა, რომ ასეთი ბაბაჭუები არიან ისინი, ვინც წყვეტს ვინაა დამნაშავე და
ვინ არა. ბვერი არაფერი ვიცით ბრალდებულის შესახებ, თუმცა უფრო ხშირად ვიდრე
იშვიათად, ბევრად მეტი კრიმინალის ცამდენი სწორედ ამ ვაჭრის მსგავსი ადამიანები არიან.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედება თემატიკური


განსხვავებულიბთ გამორიჩევა. მისი კალამს აღწერილი აქვს ყველა ის
პრობლეატიკა,რომელიც თავს იჩენდა მისი ეპოქის საზოგადოებაში. სამწუხაროდ ეს
პრობლემები დღესაც კვლავ აქტუალურია. ეკატერინე გაბაშვილის მიზანი ამ მანკიერების
მხილება და, რაც მთავარია, თანაგრძნობის აღძვრა იყო მკითხველში იმ ადამიანებისადმი,
ვინც ასეთ სასტიკ ცხოვრებას არ იმსახურებდნენ და ის, რომ მათთვის ამ სასტიკი ცხოვრების
მისჯაში ჩვენც მიგვიძღვოდა გარკვეული წვლილი. ეს იყო მინიშნება ადამიანებისთვის
გადედგათ ნაბიჯი ამ მახინჯი საზოგადოების შესაცვლელად. ვფიქრობ მის ნაწარმოებებს ეს
ეფექტი დღესაც აქვს, ამიტომ იმსახურებ, რომ კვლავ ხშირად აღმოჩნდეს მისი ნაწარმოებეი
მკითხველის ხელში.

გამოყენებული ლიტერატურა:

ი. ევგენიძე, თ კიკაჩეიშვილი (რედ), ლ. მინაშვილი(რედ) ს. ყუბანეიშვილი, ჯ ჭუმბირიძე,


ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია (II), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2010 წ.

გ. გვერწითელი (რედ);რ. თვარაძე (რედ), ქართული პროზა, (ტომი 13). გამომცემლობა


„საბჭოთა საქართელო“ თბილისი 1987

You might also like