Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ვირუსები მიეკუთვნებიან სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს.

მათ გააჩნიათ მხოლოდ


დნმ ან რნმ და მფარავი გარსი. მფარავ ცილოვან გარსს ჰქვია - კაფსიდი . დნმ შემცველი
ვირუსებია: ჰერპესი, ყვავილის ვირუსი, პაპილომავირუსი, B ჰეპატიტის და ბაქტერიოფაგი.
რნმ-შემცველი ვირუსებია - გრიპის, შიდსის(2 რნმ), C ჰეპატიტის, თამბაქოს მოზაიკის
ვირუსი. ყველა ვირუსი არის აბსოლუტური უჯრედშიდა პარაზიტი ანუ მათ ესაჭიროებათ
მასპინძელი ორგანიზმი და მისი უჯრედული რესურსი, რომ გამრავლდნენ . ბაქტერიის
ვირუსს ეწოდება - ბაქტერიოფაგი. მას გააჩნია თავი, კუდი და ფიბრილები . თავში არის
მოთავსებული დნმ. იგი თავდაპირველად უკავშირდება ბაქტერიის უჯრედის გარსს .
შემდეგ თავის დნმ-ს შეუშვებს უჯრედში. აღნიშნული დნმ ინტეგრირდება ბაქტერიის
გენომში, რის შედეგადაც დაიწყება ვირუსული ცილების სინთეზი. ამის საშუალებით
აიწყობა ახალი ვირუსები, რომლებიც ბოლო ბოლო გახეთქავენ უჯრედს, გამსკდარი
უჯრედიდან გამოიფრქვევა ასობით ვირუსი, რომლებსაც შეუძლიათ უკვე სხვა
ბაქტერიების დასნებოვნება. ფაგები გამოიყენება რიგი ბაქტერიული დაავადებების
სამკურნალოდ. თამბაქოს მოზაიკის ვირუსი მრავლდება მცენარე - თამბაქოში, იწვევს მისი
ქლოროპლასტების განადგურებას და აზიანებს აღნიშნულ მცენარეს . შიდსი - ესაა
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც ვითარდება აივ - ვირუსის საშუალებით .
აივ - ინფექცია იშიფრება, როგორც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. აღნიშნული
დაავადება გადაეცემა სისხლის საშუალებით და სქესობრივი კონტაქტით . იგი შეიჭრება
უშუალოდ ჩვენს ლეიკოციტებში, კონკრეტულად T ლიმფოციტებში და აზიანებს მათ, რაც
იწვევს იმუნური სისტემის მოშლას. შიდსი - ეს არის ამ დაავადების საბოლოო სტადია ,
როცა მკვეთრად შემცირებულია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა . იმუნოდეფიციტის
ვირუსს გააჩნია ფერმენტი უკუტრანსკრიპტაზა(იგივე რევერსული ტრანსკრიპტაზა ),
რომლის საშუალებითაც ის ახდენს ტრანსკრიპციის შებრუნებულ პროცესს ანუ საკუთარი
რნმ-დან დნმ-ის სინთეზს, რომელიც უნდა ინტეგრირდეს მასპინძელი უჯრედის გენომში .
ლატენტურ ვირუსებს მიეკუთვნება ჰერპესი. ის შემოიჭრება რა ორგანიზმში ,
რჩება ,,მიძინებულ“ მდგომარეობაში და გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორების
შედეგად გამოიღვიძებს და ივწვევს დაავადებას. ვირუსული დაავადებებია : წითელა ,
წითურა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, შიდსი, ცოფი, ჰეპატიტი, გრიპი, პოლიომიელიტი.

You might also like