Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

შემაჯამებელი დავალება#2

საკითხი: მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი

ადამიანის განვითარების თითოეულ ეტაპს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.უძველესი ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა
წინ-პროგრესისაკენ. მან განვლო გზა, რომელიც ურთულესი იყო, მაგრამ ყველა ეს სირთულე მან წარმატებით დაძლია და რაც
მთავარია, ამ გზამ შეცვალა მისი ცხოვრება მისსავე სასიკეთოდ. თითოეულ ეტაპზე ადამიანი ნელ-ნელა ახდენდა ახალი სახის
/შემადგენლობის იარაღის დამზადებას,ახალი ტერიტორიების ათვისებას, სივრცის გაფართოებას და შესაბამისად, თავისი
ცხოვრების შედარებით უკეთესად მოწყობას.ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანამდე გავლილი გზაც პროგრესის მანიშნებელია.
ბრინჯაოს ხანა საზოგადოების განვითარების ისტორიულ-კულტურული პერიოდია, როდესაც ადამიანი ძირითად იარაღად
ბრინჯაოს იყენებდა.ბრინჯაოს ხანის საწყისი პერიოდი ადრებრინჯაოს ხანის კულტურის, იგივე მტკვარ-არაქსის კულტურის
სახელითაა ცნობილი , რომელმაც საკმაოდ დიდი არეალი მოიცვა.ეს არის მნიშვნელოვანი კულტურა ცხოვრების თითქმის
ყველა სფეროში დადებითი /მნიშვნელოვანი ძვრებით-მეურნეობის დაწინაურებით,ცხოვრების დონის ამაღლებით,მოსახლეობის
რიცხვის ზრდითა თუ დასახლებული სივრცის გაფართოებით.

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ტარდება მტკვარ-არაქსის კულტურის დღეები .თქვენ უნდა შეიტანოთ კონკრეტული
წვლილი და აამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით.ამისათვის თქვენ უნდა შექმნათ საინფორმაციო
ბუკლეტი, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ხალხის შესახებ(შესაბამისი
თეორიული ფაქტებით, ფოტომასალითა თუ რუკებით).

ნაშრომში/ბუკლეტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

1.რამ განაპირობა მტკვარ-არაქსის კულტურის ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება კონკრეტულ ტერიტორიებზე და რა გავლენა
მოახდინა ამ კონკრეტულმა სივრცემ ადამიანის განვითარებაზე;
2.რა სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა იმ კონკრეტულ არეალებს ,სადაც ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის
კულტურა;

3.საქართველოს რომელი ტერიტორია,რომელი კონკრეტული მახასიათებლებით/თავისებურებებით მოიცვა ამ კულტურამ და


იყო თუ არა ტერიტორიული სიახლოვე გადამწყვეტი ფაქტორი კონკრეტულ ქვეყნებში ამ კულტურის გავრცელებისათვის;

4. შეიძლება თუ არა ეს კულტურა დააკავშიროთ თანადროულ სხვა ცივილიზაციებთან;

5.სავარაუდოდ, კიდევ რომელ ტერიტორიაზე შეიძლებოდა გავრცელებულიყო ეს კულტურა და რატომ (მოიყვანეთ


კონკრეტული არგუმენტები);

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 საკითხავ მასალაში მოცემულია რუკები, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ მტკვარ-არაქსის კულტურის
გავრცელების არეალი;
 ყურადღებით გაეცანით ამონარიდს საქართველოს ისტორიიდან და გააკეთეთ დასკვნა ,ჩვენი ქვეყნის რომელი არეალი
მოიცვა კონკრეტულად მტკვარ-არაქსის კულტურამ;
 გაეცანით კონკრეტულ ბმულებს, სადაც მტკვარ-არაქსის კულტურის შესახებ არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და
რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას პასუხი გასცეთ კითხვებს,თუ რა გავლენა მოახდინა ამ კონკრეტულმა სივრცემ
ადამიანის განვითარებაზე და ტერიტორიული სიახლოვე იყო თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი ამ კონკრეტულ ქვეყნებში
მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელებისათვის;
 მოცემული რუკები გაგიწევენ დახმარებას ეს კულტურა დააკავშიროთ თანადროულ ცივილიზაციებთან;
 აღნიშნული მასალა მოგცემთ შესაძლებლობას ივარაუდოთ, კიდევ რომელი ტერიტორიის ათვისება შეიძლებოდა ამ
კონკრეტული კულტურით.

შეფასების კრიტერიუმები:

ზედაპირულად , მხოლოდ ყველა საკითხზე სრულყოფილად ,ინ


მხოლოდ ინფორმაციულ საუბრობს, თუმცა სტრუქციის
ცალკეულ დონეზე გვაწვდის ცალკეულ შესაბამისად,
დეტალებზე არასრულ შემთხვევაში აკლია განმარტავს ყველა
საუბრობს- ინფორმაციას- დასაბუთება- მიმართულებას
(0.5ქ) (1ქ.) (1.5) სათანადო
დასაბუთებით-
(2ქ.)
 მოსწავლე აანალიზებს, თუ რა
გავლენა მოახდინა ადამიანის
განვითარებაზე იმ
კონკრეტულმა სივრცემ, სადაც
ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის
კულტურა(სივრცე-მ.წ.1);

 მოსწავლე აკეთებს
არგუმენტირებულ დასკვნას, თუ
რამ განაპირობა ერთიანი
მტკვარ-არაქსის კულტურის
ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება
კონკრეტულ
ტერიტორიებზე(სივრცე-მ.წ.2);

 მოსწავლე მსჯელებს, თუ რა
სტრატეგიული და
კულტურული მნიშვნელობა
ჰქონდა იმ კონკრეტულ
არეალებს,სადაც ჩამოყალიბდა
მტკვარ-არაქსის
კულტურა;მოსწავლე
აანალიზებს,საქართველოს
რომელი სივრცე მოიცვა ამ
კულტურამ და მოკლედ აღწერს
ამ ტერიტორიების
თავისებურებებს( სივრცე-მ.წ.3);

 მოსწავლე შეძლებს მტკვარ-


არაქსის კულტურის
დაკავშირებას თანადროულ
ცივილიზაციებთან(სივრცე-მ.წ.3;
ისტორიული მოვლენა/პროცესი-
3);

მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდს, თუ


რომელი არეალის ათვისება
შეიძლებოდა კიდევ ამ კულტურის
მიერ და არგუმენტირებულად
ასაბუთებს თავის მოსაზრებას(მ.წ.3);

საკითხავი მასალა #1
საქართველოს ისტორია.ტ.1.გიორგი მელიქიშვილი,ანდრია აფაქიძე,ოთარ ჯაფარიძე,დავით მუსხელიშვილი.
რედ.დავით მუსხელიშვილი.გამომც.,,პალიტრა L,,.2012;
ბრინჯაოს ხანაში კავკასიის უფრო ფართოდ ათვისების პროცესი მიმდინარეობს…ძვ.წ.მე-4 ათასწლეულის
შუახანებისათვის აღმოსავლეთ საქართველოში დასრულდა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ეპოქა და
საზოგადოების განვითარების ახალ ეტაპს, ბრინჯაოს პერიოდს ეყრება საფუძველი.ბრინჯაოს ხანის ადრეულ
ეტაპზე სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურა ვრცელდება.ამ დროს
მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ცხოვრების ყველა სფეროში.საწარმოო ძალების საფუძვლიანმა
შეცვლამ, მეურნეობის დაწინაურებამ,ცხოვრების დონის ამაღლებამ,მოსახლეობის რიცხვის მნიშვნელოვან
ზრდას შუწყო ხელი.
მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობის,მისი პირველადგილსამყოფელის საკითხში ჯერ კიდევ
ყველაფერი ნათელი არ არის...აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშია გამოვლენილი მტკვარ-არაქსის კულტურის
ადრეული ხანის ძეგლები და ,შესაძლოა,აქ უნდა არსებულიყო ამ კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი
ძირითადი კერა...მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეულ საფეხურზე საგრძნობლად უმჯობესდება ცხოვრების
პირობები,მკვეთრად იზრდება მოსახლეობის რიცხვი და ეს კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში სულ
უფრო ფართო ტერიტორიაზე ვრცელდება როგორც ბარში, ასევე მთისწინეთსა და მთაში. ამ კულტურის
მატარებელი ტომები ინტენსიურად ითვისებენ ქვემო და შიდა ქართლს, იორ-ალაზნის ორმდინარეთს და
მესხეთ-ჯავახეთს.იგივე პროცესი მიმდინარეობს აგრეთვე აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა მხარეებიც.
ბრინჯაოს ხანის არცერთ პერიოდში სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილი ისე ინტენსიურად
დასახლებული არ ყოფილა ,როგორც მტკვარ-არაქსის კულტურის დროს...შიდა ქართლიდან ვრცელდება
მტკვარ-არაქსის კულტურა დასავლეთ საქართველოში.ყვირილის ხეობის ზემო წელი ამ კულტურის გავლენის
ქვეშ ექცევა, სადაც გამოვლენილია ამ დროის ნამოსახლარები და სამაროვნები...ამ კულტურის გავლენის ქვეშ
ექცევა რიონის შუა წელი.
ამრიგად,მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთიდან მიმდგომი
მხარეებით,ინტენსიურადაა დასახლებული. მეურნეობის დაწინაურებამ და საერთოდ, ცხოვრების დონის
გაუმჯობესებამ მოსახლეობის რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რომელიც ფართოდ ითვისებს ბარსა და
მთას. დასახლებისთვის უპირატესად მიწათმოქმედებისათვის ვარგის ადგილებს ირჩევენ-მდინარისპირა
ტერასებს, მაღალმთიან პლატოებს და სხვა.
...ძვ.წ.მე-3 ათასწლეულის დასაწყისიდან მთკვარ-არაქსის კულტურა საკმაოდ ფართოდ ვრცელდება
სხვადასხვა მიმართულებით. მისი გავლენის ქვეს ექცევა თითქმის მთელი კავკასია,დასავლეთი ნაწილის
გამოკლებით.იგი იკავებს ამიერკავკასიის დიდ ნაწილს, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიას,
სამხრეთ დაღესტანს,ოსეთს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს.მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები
ვრცელდებიან სამხრეთით აღმ. ანატოლიაში და ჩრდილო-დასავლეთ ირანში.ამ კულტურის ნაკვალევი ჩანს
ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში-სირია-პალესტინაში,სადაც იგი კირბეთ-კერაკის კულტურის
სახელითაა ცნობილი. კავკასიის არცერთ კულტურას არც მანამდე და არც მერე ასე ფართო გავრცელებისთვის
არ მიუღწევია...ადრებრინჯაოს ხანაში დაიწყო კოლხეთის ბარის დასახლება, რომელიც მანამდე უკაცრიელი
იყო. პირველი დასახლებები აქ უპირატესად განაპირა,ზღვისპირა ზოლში ჩნდება-სამხრეთ- დასავლეთით
ქობულეთის მხარეში და ჩრდილო-დასავლეთით ენგურის ქვემო წელის რეგიონი...საქართველოს დასავლეთ
ნაწილში ჩამოყალიბებული ეკონომიკური სისტემა ჩანს, სავსებით აკმაყოფილებდა მოსახლეობის გაზრდის
მოთხოვნილებებს.

საკითხავი მასალა #2

საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ.1,რედ.გიორგი მელიქიშვილი, თბ.1980


საქართველოს ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანის 60-ზე მეტი ძეგლია ცნობილი-თეთრიწყაროს, ახალციხის
ამირანის გორას, აბელიას და სხვა ძეგლებიადრებრინჯაოს ხანის კულტურის ძეგლთა ქრონოლოგიური
დაჯგუფების შესაძლებლობას იძლევა ერთიმეორის გვერდით მდებარე ხიზანაანთგორა და ქვაცხელები(შიდა
ქართლი).განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება იმ ძეგლებს, რომლებიც ერთ მიკრორაიონში მდებარეობენ,
მაგრამ აშკარად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან(ბეშთაშენი,ქულბაქები და სხვა).ამ კულტურისათვის
დამახასიათებელიაპატარა საგვარეულო სამოსახლოები.აქ აღმოჩენილი საცხოვრებელი სახლების
უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს ცენტრალური კერა, დედაბოძი და მისი გარემო...ირკვევა, რომ
თითოეული ასეთი საცხოვრებელი სახლი იმავე დროს ,,შინაურ,,სამლოცველოსაც წარმოადგენდა.
მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთ დაწინაურებულ სამოსახლოს ახალციხის ამირანის გორა
წარმოადგენს,სადაც ცალკე მდგარი საცხოვრებელისახლების უკან , ზედა ტერასებზე მოქცეულია სამეურნეო
დანიშნულების გრძელი და ვიწრო შენობები.დასახლების ტერიტორიაზეა გამართული საგვარეულო
სამაროვნები.მთის მწვერვალზე მდებარეობს მსხვერპლშესაწირი ადგილი პატარა სენაკებით-
სამლოცველოებით...მოსავლის შესანახად იყენებდნენ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებს....მტკვარ-არაქსის
კულტურის ძეგლების მრავალრიცხოვან ჯგუფს სამაროვნები შეადგენს...საზოგადოებრივი განვითარების
დონის სხვა მაჩვენებელი ნიშნების გვერდიტ საგულისხმოა ამ კულტურისატვის დამახასიათებელია სხვა
ტიპის სამარხებიც, რომლებიც გვაროვნული საზოგადოების წიაღში ცალკეული ოჯახების დაწინაურებული
პირების თანდათანობით გამოჩენას გვიდასტურებს.
დასავლეთ საქართველოში, ბორის კუფტინის აზრით, გამოიყოფოდა მთისძირა ზოლს და შავი ზღვის
სანაპიროზე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურა.
მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელება ბევრად სცილდება მტკვრისა და არაქსის
შუამდინარეთს.დას,საქართველოს გარდა, მან მოიცვა აღმოსავლეთ ანატოლია,ჩრდილო-დასავლეთი ირანი და
ის უშუალოდ მაიკოპის კულტურის გავრცელების ტერიტორიას დაუკავშირდა .უფრო მეტიც,გამოირკვა, რომ
ერთგვაროვანი კერამიკა ჩნდება ცენტრალურ ანატოლიაში, მის სამხრეტ რაიონებსი და ბოლოს, ჩრდილოეთ
სირიისა და პალესტინის ტერიტორიაზეც კი.
მდ.არაქსის სათავეებთან და მის მოსაზღვრე რაიონებში აღმოსავლეტ ანატოლიაში გათხრილია
მრავალფენიანი სამოსახლოები(პულური, ქარაზი).ეს კულტურაც მტკვარ-არაქსის ტერიტორიალური
გავრცელების ფარგლებში ექცევა.იგივე ადრეული ბრინჯაოს კულტურა გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეტ
ირანში-ურმიის ტბის სანაპიროებზე გათხრილ მრავალფენიან სამოსახლოებზე(იანიკთეფე, გეოითეფე).
მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ხანისათვის დადასტურებულია მიწათმოქმედებისა და
მესაქონლეობის შერწყმა თუ ურთიერთდაკავშირება....მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილების პირობებში
შესაძლებელი ხდებოდა დიდი ფართობის ხშირი ცვლა ან ერთი და იგივე სათეს-საძოვრების ხანგრძლივად
გამოყენება.
ადრეული ბრინჯაოს პერიოდში უფრო ინტენსიურადაადასახლებული ზეგნები.
ერთი სიტყვით, ამიერკავკასიასი წარმოდგენილი კულტურა მთლიანად ,,ეგუება,,იმდროინდელ გეოგრაფიულ
გარემოს. ცხოვრების ამა ახალ პირობებში გვაროვნული საზოგადოება სულ უფრო მეტ ემპირიულ ცოდნას
იძენს და ახლებურად იყენებს იმ გამოცდილებას,რომელიც მამაკაცის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკულ
საქმიანობას მოჰყვა....სავარაუდოდ, ეს ტომები მეტალურგიის ფუძემდებლები უნდა ყოფილიყვნენ...ამის
დამადასტურებელია მეტალურგიულ ნაწარმთა სხვადასხვაობა და დასტურდება,რომ უკვე წარმოდგენილია
ნამდვილი მეტალურგიისთვის დამახასიათებელი პროდუქცია.

საკითხავი მასალა#3

სამხრეთ კავკასიის პირველი ჩვენთვის ცნობილი კულტურაიყო შულავერისკულტურა, რომელმაც იარსება


მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ძვ.წ. 4000 წლამდე, შემდეგ კი იგი შეცვალა ახალმა კულტურამ - მტკვარ-
არაქსისკულტურამ, რომელმაც იარსება დაახლოებითძვ.წ. 4000 წლიდანძვ.წ. 2200 წლამდე. ის მოიცავდ ავრცელ
ტერიტორიებს, თითქმის მთელსამხრეთკავკასიას, ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც და მისი საზღვრები
მიდიოდა, მცირ ეაზიის დიდ ნაწილზე და ახლოაღმოსავლეთშიცკი, დღევანდელი პალესტინის
ტერიტორიებამდე. ის ვრცელდებოდამდინარეების: მტკვრის, არაქსის, ჰალისის, ტიგროსისა და ევფრატის
სანაპიროებამდეც კი. მასვე უმეზობლებოდა ნაყოფიერი ნახევარმთვარის შუმერული ცივილიზაცია და მისი
დიდებულიქალაქ-სახელმწიფოები.

აღნიშნულ კულტურას დიდი სამოსახლოების განვითარება ახასიათებს. როდესაც მტკვარ-არაქსის კულტურა


ჩამოყალიბდა, საქართველოს ტერიტორიაზე და საერთოდ მთელ სამხრეთკავკასიას უკვე მინიმუმ 25 საუკუნის
მიწათმოქმედების ტრადიცია ჰქონდა. საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი, ათეულობით ამ პერიოდის
ნამოსახლარიაა ღმოჩენილი: ტყვიავი, ნაწინდრებისჭალა, მაშნაარი, ხირსა, ტაბაწყური, მწვანეყორღანი, სამგორი,
ბედენისგადაჭრილიგორა, სამგორისტერიტორია, ახალციხისამირანისგორა, ურბნისი, ქვაცხელები, ძაღინა,
ქულბაქევი, მეჯვრისხევი და კიდევ ძალიან ბევრი... ამ პერიოდისთვის ჩამოყალიბებული იყო საგვარეულო
სოფლები, და ყოველი ოჯახი ამ სოფელში დაახლოებით შედგებოდა 15-20 სულისგან. ეს ოჯახები კი თავის მხრივ
ერთიანდებოდნენ უფრო დიდ გაერთიანებებში და ერთობლივად აწარმოებდნენ სასოფლო-სამეურნეოსამუშაოებს.

You might also like