Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ბილეთი 5

1. აზროვნება, აზროვნების პათოლოგია (აუტისტური, რეზონორული,


პარალოგიური, გაჭიანურებული აზროვნება)
a. აზროვნება - რთული ინტელექტური პროცესია, ობიექტური რეალობის ასახვის
უმაღლესი ფორმა, რომლის საშუალებით ხდება საგანთა და მოვლენათა შორის
შინაგანი კანონზომიერების დამყარება, მათ არსში წვდომა, განზოგადებული
შემეცნება, ცნებების ჩამოყალიბება და დასკვნების გამოტანა.
b. აუტისტური აზროვნება - აზროვნების ისეთი ფორმა, რომლის დროსაც ასოციაციების
წარმოქმნა და შემეცნებითი პროცესები ეყრდნობა არა ობიექტური გარემოდან
მიღებულ რეალურ ინფორმაციას, არამედ არაცნობიერ ემოციურ განცდებსა და
სურვილებს.
c. რეზონიული აზროვნებისათვის - დამახასიათებელია მიდრეკილება ფუჭი უმიზნო
გრძნობისადმი
d. პარალოგიოური აზროვნების დროს ხდება აზროვნების ლოგიკური კანონებიოს
იგნიორირება. შენარცუნებულია მხოლოდ ფორმალური მხარე, რასაც შედეგად
დაუსაბუტებელი და მცდარი დასკვნები მოსდევს.
e. გაჭიანურებული აზროვნება - ახალ ასოციაციათა წარმოქმნის შენელებაში
მოვლენატა მეორეხარისხოვან არაარსებიტ დეტალებზე ყურადღების
გამახვილებაშიზედმეტი დეტალიზაციიტ გამოიხატება. ავადმყოფს უჭირს
ძირიტადისა და პირველხარისხოვანის გამოყოფა. საუბრისას მოჰყავს მრავალი
უმნიშვნელო დეტალი, რის გამოც ვერ ახერხებს აზრის გადმოცემას და
სრულყოფილი დასკვნის გამოტანას.

2. ეპილეფსია (ზოგადად). ეპილეფსიის ფსიქიკური ეკვივალენტები, პიროვნების


ხასიათობრივი თავისებურებები და ინტელექტის ცვლილებები.
ეპილეფსია - ქრონიკულად მიმდინარე ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება
პაროქსიზმული, გულყრითი შეტევებით და სპეციფიკური ფსიქიკური დარღვევებით.
ეპილეფსიას ყველა შემთხვევაში თან ახლავს სხვადასხვა სახის და სიღრმის
ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობები.
შეიძლება ეს იყოს:

1. მწვავედ, პაროქსიზმებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა - ფსიქიკური


ეკვივალენტი.
2. პიროვნების ხასიათობრივი თავისებურებებისა და ინტელექტის თანდათანობითი
ცვლილება - ამათუიმ სიღრმის ეპილეფსიური ჭკუასუსტობის განვითარება.

ეპილესიური ეკვივალენტების კლინიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. ეპილეფსიის


კლასიკური ფსიქოზური გამოვლინებაა - ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლა. იწყება
მწვავედ, უეცრად, სრული დეზორიენტაციით ადგილში, დროში, მიმდინარე მოვლენებში.
გარემო ავადმყოფის მიერ აღიქმება ფრაგმენტული, შეცვლილი სახით. ვერ ხერხდება
სიტუაციაში გარკვევა. დისფორიული ბოღმიანი აფექტის ფონზე წარმოდგენილია ხატოვანი,
შემზარავი ჰალუცინაციები. დევნის ბოდვითი იდეები. გამოხატულია შიში და გაბოროტება.
გამორჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით და დაუნდობობით, სჩადიან საზარელ
დანაშაულს. ეს მთავრდება ღრმა პათოლოგიური ძილით და გადატანილ მოვლენათა
ამნეზიით.

მწვავე ეპილეფსიური პარანოიდი - ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლით და


დისფორიული გუნებაგანწყობის ფონზე ვითარდება. სპონტანურია და ახასიათებს დევნის,
ზემოქმედების ბოდვითი იდეები რომლებიც ხშირად ერწყმიან რელიგირუ ან განდიდების
შინაარსის პარანოიდულ იდეებს. ბოდვით სეტევას ახასიათებს სრული ან ნაწილობრივი
ამნეზია.

ქრონიკული პარანოიდის დროს ცნობიერება ნათელია. დისფორიული გუნებაგანწყობის


ფონზე ვითარდება დევნის დამოკიდებულების მოწავმლის ბოდვითი იდეები. ხშირ
შემთხვევაში ბოდვითი იდეები პარანოიალური სტრუქტურისაა და მათი შინაარსი არ ცდება
ყოფით პრობლემებს.

ეპილეფსიური დელირი - მწვავედ და უეცრად ვითარდება შიშის დაძაბულობბის და


პანიკის ფონზე. დამახასიათებელია ხატოვანი, მკვეთრი ფერების მხედველობითი
ჰალუცინაციები- სისხლი, გვამები, ხანძარი, საზარელი სახეები და დევნის ბოდვითი იდეები.
ავადმყოფი დელირის დროს აღგზნებულია, შეშინებულია, გარბის ან თავს ესხმის მტრებს.
მდგომარეობა სპონტანურადვე წყდება და ახასიათებს ავადმყოფური მდგომარეობის სრული
ამნეზია.

ფსიქოზური აშლილობანი ეპილეფსიის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ეპილეფსიური


სტუპორის სახით. ამ დროს სუბსტუპორული მოტორული შეკავების დონზე გამოხატულია
მუტიზმი, იშვიათად ფრაგმენტული ჰალუცინაციური განცდები, უსისტემო ბოდვითი
იდეები.

იშვიათია ეპილეფსიური ონეროიდი - ფანტასტიკური ილუზორულ-ჰალუცინაციური


დარღვევების უეცარი მოზღვავებით ხასიათდება. განცდები რელიგიურ შინაარსს ატარებს
და მიმდინარეობს ექსტაზური, აღტაცებული გუნება განწყობის ფონზე.

ემოციური პაროქსიზმებიდან ეპილეფსიისათვის პათოგნომურია დისფორია - ბოღმიანი,


გაბოროტებილ- სევდიანი გუნებაგანწყობა ჩნდება სპონტანურად ყოველგვატი გამომწვევი
მიზეზის გარეშე და გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ცნობიერება
ნათელია და ამნეზიას არ აქვს ადგილი. ეს შეტევა ხშირად ხდება დიფსომანიის,
დრომომანიის ან სხვა იმპულსური ქმედების მიზეზი.

ეპილეფსიის დროს გვხვდება სინდრომები რომლებიც ამბულატორიული ავტომატიზმის


სახელითაა ცნობილი. ამ მდგომარეობას ეკუთვნის:

1. ფუგა - ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლის ფონზე განვითარებული ხანმოკლე


ფსიქო-მოტორული აღგზნება.
2. ტრანსი - ხანგრძლივი ცნობიერების ბინდისმაგვარი მდგომარეობა, რომლის
დროსაც ხდება გადაადგილება მნიშვნელოვან მანძილზე. (ავადმყოფი ამ დროს
სრულიად მოწესრიგებული ადამიანის შთაბეწდილებას ტოვებს)
3. სომნაბულიზმი ანუ მთვარეულობა ღამით განვითარებული ხანმოკლე
ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლა, რომლის დროს ავადმყოფი დგება
ლოგინიდან და დადის ოთახში ან სახლის მიმდებარედ.

ყველა ეს მდგომარეობა სრულიად ამნეზირებულია.


არსებობს ასევე ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობებიდან - ,,განსაკუთრებული
მდგომარეობები’’. ეს არის ცნობიერების ბინდისმაგვარი შეცვლის იოლი, არაღრმა,
თავისებური სახეები რომელიც დროის სივრცის და საკუთარი პიროვნების აღქმის
გაუკუღმართებაში გამოიხატება.

გამოხატულია გუნებაგანწყობის დონის შეცვლა, გაოგნება, იოლი დეზორიენტაცია


გარესამყაროს შეცვლილი აღქმის გამო და სენსორული სინთეზის მოშლა. ეს უკანასკნელი
დეპერსონალიზაციურ-დერეალიზაციური მდგომარეობის სახითაა წარმოდგენილი სადაც
გვაქვს უკვე ნანახის (déjà vu) და არასდროს ნანახის ფენომენები (jamais vu).

ეპილეფსიისთვის როგორც ქრონიკულად მიმდინარე ფსიქიკური დაავადებისთვის


დამახასიათებელია ფსიქიკური სფეროს ცვლილებები რომლებიც მყარ შეუქცევად ხასიათს
ატარებს. თანდათან ყალიბდება ხასიათის ცვლილებები, ქვეითდება შემეცნების უნარი, და
ყალიბდება ჭკუასუსტობა.

ეპილეფსიური ხასიათის ძირითადი ნიშნებია:

1. ეგოცენტრულობა
2. პედანტიზმი
3. მიდრეკილება დეტაილზაციისადმი
4. ემოციური ბიპოლარობა და გუნებაგანწყობის დისფორიული ფონი
5. ბიპოლარობა - პიროვნების ემოციურ რეაქციაში ორი, დიამეტრულად საპირისპირო
გრძნობის არსებობა.

გარეგნულად კეთილგანწყობილი, სათნო თბილი ავადმყოფი უკიდურეს ბოღმას,


ზღვარგასულ თავმოყვარეობას და სისასტიკეს მალავს. რეალური ემოციური ტონი
პერიოდულად მრისხანების და აგრესიის იმპულსურ შეტევაში გამოვლინდება.

გამორჩეული ორგანიზებულობა, დისციპლინა, პედანტიზმი, ბეჯითი და


პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ ეპილეფსიით დაავადებულთა
ჰიპერსოციალურობის მიზეზი ხდება. პროგრესიისას ეს თვისებები მწვავდება და ზოგჯერ
კონფლიქტების, ასოციალური ქცევების სახით ვლიდება.

თავისებურ ცვლილებებს განიცდის ეპილეფსიით დაავადებულთა აზროვნება. შეიმჩნევა


გაჭიანურებული, დეტალიზებული აზროვნება. ვერ ხერხდება წამყვანი, პირვეხაისხოვანი
ასოციაციების გამოყოფა, ნაკლებად მნიშვნელობანი, მეორეხარისხოვანი ასოციაციისგან.

ასოციაციათა ტემპი და მეტყველება მონოტონურია, მოვლენათა არსში წვდომა კარგავს


სიღრმეს. ავადმყოფის საქმიანობაში ვლინდება დეტალიზაცია, ვიწროვდება ინტერესების
სფერო.

დაავადების პროგრესიისას ყალიბდება ეპილეფსიური ჭკუასუსტობა. დემენცია


ძირითადად დეტალიზებული, გაჭიანურებული, ტკეპნილი ასოციაციების გაღრმავების
ხარჯზე ვლინდება. ავადმყოფი ვეღარ ასხვავებს ძირითადს უმნიშვნელოსგან. ეფლობიან
დეტალებში, გადადიან გვერდით ასოციაციებში, ვერ ახერხებენ მოვლენათა აბსტრაქციას.
აზროვნება კონკრეტულ-აღწერილობითი, ზერელე და ზედაპირულია. თანდათან მცირდება
სიტყვათა მარაგი და ვითარდება ოლიგოფაზია, შენელებულია მოტორიკა და მეტყველება,
ინტერესები იფარგლება ვიწრო, პირადი საქმეებით, საკუთარ თავზე ზრუნვით.
3. ტრანკვილიზატორები - სედაციური, შფოთვის მომხსნელი და დამამაშვიდებელი
მოქმედების პრეპარატებია. ძირითადად გამოიყენებიან ემოციური დაძაბულობის, შიშის,
შფოტვის, აწეული აგზნებადობის მოსახსნელად და არაქვთ მკვეთრი სედატიური ეფექტი.
ტრანკვილიზატორებს ახასიათებთ ძალზე სუსტი ანტიფსიქოზური ეფექტი. მათი
მოქმედების ძირითადი მიმართულებებია
a. სედატიური მოქმედება - სიმშვიდის, სასიამოვნო მოდუნების, დადებიტი ემოციური
ტონის განცდა
b. ანქსიოლიზური ეფექტი - შფოტვის, შინაგანი დაძაბულობის და ამ განცდებთან
დაკავშირებული ვეგეტატიური კომპონენტების მოხსნა
c. თიმოანალეპტიკური მოქმედება - სედაციის ფონზე ემოციური აქტივაცია საერთო
მასტიმულირებელი მოქმედებით.

ტრანკვილიზატორები იყოფა ორ ჯგუფად:

1. სედატიური მოქმედების ტრანკვილიზატორები - ბენზოდიაზეპინების ჯგუფი,


პროპანდილის დერივატი, დიფენილმეთანის ჯგუფი.
2. სრტიმულაციური მოქმედების ტრანკვილიზატორები - დიაზეპამი, რუდოტელი,
ტრიოქსაზინი.

შეგვიძლია ტრანკვილიზატორების როგორც ცალკე ასევე სხვა ფსიქოტროპულ


საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენება.

You might also like