Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კომპლექსური დავალება: მარილების ჰიდროლიზი

ალბათ ხშირად მიგიღიათ რჩევა უფროსებისგან, არ მიიღოთ დიდი დოზით ცხარე, მჟავე ან ცხიმიანი საკვები, მათ
შეიძლება გამოიწვიონ კუჭის მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა). გიფიქრიათ, რატომ სვამენ გულძმარვის
დროს სოდიან ან მინერალურ წყალს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გაეცანით სხვადასხვა ტიპის მარილთა
ჰიდროლიზს, იმსჯელეთ, რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს კუჭში სოდიანი წყლის ან რომელიმე ანტაციდის
(პრეპარატი, რომელიც გულძმარვის სამკურნალოდ გამოიყენება) მიღებისას და შედეგი წარმოადგინეთ პოსტერის
სახით.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:


 მოცემული მარილების (სასმელი სოდა, ამონიუმის ნიტრატი, სუფრის მარილი) მაგალითზე ახსენით ჰიდროლიზის
არსი შესაბამის ქიმიურ რეაქციათა ტოლობების ჩვენებით.
 რა კავშირია მარილის შედგენილობას, მის თვისებებს და გამოყენებას შორის?
 რა გამოყენება აქვს ჰიდროლიზს ყოფა-ცხოვრებაში?

ნაბიჯი 1.
 როგორ შექმნით პოსტერს?

http://mastsavlebeli.ge/?p=7931

https://www.living-democracy.ge/textbooks/volume-2/students-manual-10/tool-2/toolbox-6/

https://www.canva.com/

https://www.youtube.com/watch?v=R-CHOwORQYU

ნაბიჯი 2.

 ექსპერიმენტი - მოამზადეთ სამი მარილის - სასმელი სოდის, ამონიუმის ნიტრატის, სუფრის მარილის წყალხსნარი.
ჩააწვეთეთ თითოეულ მათგანში 3-3 წვეთი ერთი და იგივე ინდიკატორი. დააკვირდით ფერის ცვლილებას.
მონაცემები შეიტანეთ ცხრილში.

ინდიკატორის შეფერილობა სარეაქციო არე


სასმელი სოდა
ამონიუმის ნიტრატი
სუფრის მარილი

- ურთიერთქმედებს თუ არა ყველა მარილი წყალთან?


- რაში მდგომარეობს ჰიდროლიზის არსი?

- როგორ მიმდინარეობს სუსტი მჟავასა და ძლიერი ფუძისაგან წარმოქმნილი მარილის ჰიდროლიზი?

- როგორ მიმდინარეობს ძლიერი მჟავასა და სუსტი ფუძისაგან წარმოქმნილი მარილის ჰიდროლიზი?

- ივარაუდეთ, განიცდის თუ არა ჰიდროლიზს სუსტი მჟავასა და სუსტი ფუძისგან წარმოქმნილი მარილი. პასუხი
დაასაბუთეთ.

- როგორ მიმდინარეობს სასმელი სოდის ჰიდროლიზი? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის მოლეკულური და იონური
ტოლობა;

- როგორ მიმდინარეობს ამონიუმის ნიტრატის ჰიდროლიზი? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის მოლეკულური და იონური
ტოლობა;
- მიმდინარეობს თუ არა სუფრის მარილის ჰიდროლიზი? რატომ?
- როგორ დაადგენთ სხვადასხვა მარილის წყალხსნარის სარეაქციო არეს? პასუხი დაასაბუთეთ.

ნაბიჯი 3.

რა კავშირია მარილის შედგენილობას, მის თვისებებს და გამოყენებას შორის? რა გამოყენება აქვს ჰიდროლიზს ყოფა-
ცხოვრებაში?
რესურსი/აქტივობა:

ყოფა-ცხოვრება: https://www.youtube.com/watch?v=eP9nt2r39Ho

 იცით თუ არა რა არის ანტაციდი? როდის და რატომ გამოიყენებთ?


 რატომ სვამენ კუჭის მომატებული მჟავიანობისას სოდიან წყალს ან ანტაციდს?
 რა კავშირია მარილის შედგენილობას, მის თვისებებს და გამოყენებას შორის?
 რა გამოყენება აქვს ჰიდროლიზს ყოფა-ცხოვრებაში?

You might also like