Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

 ინდო-ხატაელთა ამბავი

 ხვარაზმელთა ამბავი
 გმირთა სიკვდილის ამბავი

ადვილად წყდება ბოლო ორი ამბის ისტორია,რადგან ეს ორი ამბავი კარგად


აჩენს ,რომ ერთი ციკლია.(ერთი პროლოგი,ერთი ეპილოგი შეინიშნება)

პროლოგი: ესე ამბავი ნარჩომი მათ ლომთა მორჭმით მგონეთა, გალექსვა


აკლდა ხვარაზმთა, მეტად ვერ მოვიგონეთა... ძველნი ნარჩომნი ამბავნი
ლექსად ვთქვენ, გაიხარენით. სარგისს დაურჩა უთქმელად, მას ესე
დავაბარენით... (01, გვ. 286).

73 ეპილოგი: გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა... ვსწერ ვინმე მესხი მელექსე
მე რუსთველისა და მისა...(01, გვ.330).

ლოგიკური დასასრული->? სადაა როდესაც ადარებ ერთმანეთს (გამოარკვიე )

ა) რუსთველს პოემა უნდა დაესრულებინა დაახლოებით იმგვარად , როგორც შეამოკლა


ვეფხისტყაოსნის ძველი ხელნაწერებით მოღწეული ტექსტი ვახტანგ მეფის ცნობილმა
გამოცემამ; ე.ი. “ინდო-ხატაელთა ამბის” გარეშე.

 ინდო-ხატაელთა ამბის” შინაარსობლივი და ლექსიკურ-პოეტური უსუსურობა და


პოემის სიუჟეტური რკალის არაბეთში დახურვის მართებულობა (კ . კეკელიძე – 02,
გვ. 160-170)
 ნესტანისა და ტარიელის ციკლი ეფუძნება ტრადიციულ მითოლოგიურ სქემას :
დაკარგვა-ძებნა-პოვნა (03, გვ. 649-651; 04, გვ. 111-119) ეს სქემა კი პოემაში იხურება
ინდო-ხატაელთა ამბამდე;
 ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის ძირითადი ფილოსოფიური ქვეტექსტის (არეოპაგიტული
ფილოსოფია: ბოროტის სუბსტანციური არ არსებობა და მასზე სიკეთის
გარდაუვალი გამარჯვება) "ინდო-ხატაელთა ამბამდე” დასრულება
 ე.წ. აღორძინების ხანის მოღვაწეთა რწმენა, რომ რუსთველის ხელიდან
ვეფხისტყაოსანი დასრულების გარეშე (ე. ი. ე.წ. გაგრძელებების გარეშე) გამოვიდა
(ხ. ზარიძე – 05, გვ. 216- 228; 06, გვ. 188-202)

ბ) რუსთველს პოემა უნდა დაესრულებინა დაახლოებით იმგვარად , როგორც გამოსცა იგი


კომისიამ 1937 წელს; ე.ი. ინდო- ხატაელთა” ამბით

 საკუთრივ ვეფხისტყაოსანში მინიშნებულია იმაზე, რაც გაიშლება ინდო-ხატაელთა


ამბავში (ინდოეთში მტერია)
 პოემის ძირითად ამბავს – ნესტანისა და ტარიელის ამბავს – დასრულება სჭირდება
(მე და შენ ვისხდეთ ხელმწიფედ – 540) (კ. ჭიჭინაძე, ა. ბარამიძე – 07, გვ. 400, 409).
 "მთლიანი ვეფხისტყაოსნის პრობლემის” გადაწყვეტა შესაძლებელია
არეოპაგიტული ფილოსოფიის ამგვარი განვითარებაც: მოპოვებულ ბედნიერებას
ისევ სიავე მოსდევს, ქაჯეთის ციხის დამხობით გამოხატულ სიკეთის გამარჯვებას
შეიძლება ბოროტების სხვაგან დამკვიდრება – მტრის ინდოეთში გამოჩენა
მოსდევდეს (08, გვ. 12).
 ინდო-ხატაელთა ამბის კვალი ქართულ მწერლობაში საკმაოდ ადრე შეინიშნება (შ .
ონიანი – 09

გ) საკითხის კიდევ ერთი, მესამე გადაწყვეტა კომპრომისულია. ითვალისწინებს რა


ორივე ზემოთ ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს, თვლის, რომ ინდოხატაელთა
ამბავი სიუჟეტურად რუსთველს ეკუთვნის, იგი სიუჟეტის კანონზომიერი
დასრულებაა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ფორმით იგი გამგრძელებლის
ხელიდანაა გამოსული; მაშასადამე, იგი ვეფხისტყაოსნის რესტავრირებული
ნაწილია.

 სიუჟეტის მიხედვით ინდო-ხატაელთა ამბავი ვეფხისტყაოსნის ნაწილია,


რამდენადაც მასში მოთხრობილი ამბავი პოემის წინა ეპიზოდებში ნაგულისხმევია .
ამ მონაკვეთის ზოგი სტროფი, ტაეპი, ფორმა და აფორიზმი პოეტური
ოსტატობითაც ძნელად თუ განსხვავდება რუსთველურისაგან. მეორე მხრივ კი ,
ინდო-ხატაელთა ამბავში იკითხება სამი ისეთი სტროფი (1795-1797) – ავთანდილისა
და ფრიდონის შედარება კათოლიკოსთან და აწყურის ეპისკოპოსთან – რომლის
არარუსთველურობაში ეჭვის შეტანა ძნელია. მათი ამოღება კი არღვევს სიუჟეტის
განვითარების მწყობრ ხაზს.
 ინდო-ხატაელთა ამბის” მთელი რიგი სტროფების აშკარად დაბალი მხატვრული
ღირებულება (07, გვ. 409-424)
 ამ ორი ერთმანეთის საპირისპირო ტენდენციის შეთავსება შეიძლება იმ
შემთხვევაში, თუ ინდო-ხატაელთა ამბავს ჩავთვლით ვეფხისტყაოსნის
რესტავრირებულ ნაწილად. იგი სიუჟეტურად რუსთველს ეკუთვნის, მაგრამ
ჩვენამდე მოღწეული ფორმით ინტერპოლატორის რესტავრირებაა – ვ . ბერიძე (010,
გვ. 140), ალ. ბარამიძე (07, გვ. 424-427), ს. ცაიშვილი (011, გვ. 36-40)

ვფიქრობ, რომ ინდო-ხატაელთა ამბის რუსთველურობის პრობლემის


გადაწყვეტაში საკუთრივ ვეფხისტყაოსნის და ინდო-ხატაელთა ამბის მხატვრული
სტრუქტურების ერთმანეთთან შედარება უნდა იყოს ორიეტირი

მხატვრული სტრუქტურა(მოიცავს პოეტიკურ ხელოვნებას ე.ი.


ლექსთწყობას,ტროპიკას,პოემის სიუჟეტურ კომპოზიციას და სხვა. ასევე ენობრივ
სამყაროს : ლექსიკას ,მორფოლოგიას სინტაქსს. მხატვრულ-გამომსახველობით
თავისთავადობას -ტიპაჟ,მხატვრული სახეები,ცნებები ,პოეტის საზოგადოებრუვ -
პოლიტოლირო და რელიგიურ-ფილოსოფიური პოზიცია)

მიმბაძველი ცდილობს სტრუქტურის მიბაძვას და ვერც ცდილობს,


მიმბაძველი= ინტერპოლატორს(რომელსაც თავისი აქვს ყველაფერი და მისი
ამოცნობა,გამიჯვნაა მეთოდოლოგიურად სწორი)
რა არის ინდო-ხატაელთა ამბავში მიბაძვა რუსთველისა – იმგვარივე მხატვრული
სტრუქტურის შექმნის ცდა, როგორიც ვეფხისტყაოსანშია?

 ლექსთწყობა.
 ექსპრესიულობა (რაც კარგია შოთაა,რაც ნაკლებად კარგი არაა)

(კარგი/ცუდი „ნამეტნავად“ სუბიექტური კატეგორიებია ჩემი აზრით, ამიტომაა, რომ


სიტყ- ვათწარმოების რუსთველური მოდელები თანაბრადაა გამოყენებული
ვეფხისტყაოსნის სრულ ტექსტში, ინდო- ხატაელთა ამბის ჩათვლით (012, გვ. 108)

ჩემი აზრით, რუსთველის პოემის მხატვრული სტრუქტურა და გამგრძელებლის


მხატვრული სტრუქტურა უპირატესად ორი ძირითადი მიმართულებით უნდა განსხვავდნენ
ერთმანეთისაგან:

 ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტრუქტურის ფარული,შინაგანი ნიუანსები


 თვითონ გამგრძელებლის....

 გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა! – გარდახდეს, გავლეს


სოფელი, – ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! – ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის
ერთისა წამისა. ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა (1596)

გმირები დაბერდნენ,ჩამოჭკნენ და ა.შ.,რაც ცალსახად ეწინააღმდეგება რუსთველისეულ


კონცპტს.

როგორია ამ კუთხით ინდო-ხატაელთა ამბის მიმართება საკუთრივ


ვეფხისტყაოსნისადმი?
 1. ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომლის სამეფო კარზე დამკვიდრებასაც
რუსთველი ცდილობს, არის ქალის თავისუფლება საკუთარი საქმროს
არჩევანში, ანუ ქორწინების დაფუძნება ქალ-ვაჟის სიყვარულზე და არა
სამეფო კარის გადაწყვეტილებაზე ( საპირისპიროა ინდო-ხატაელთა ამბავში...
მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია; ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა
სახელია. (იხ. 013, სტრ. 1653))
 2. რუსთველის პოლიტიკური შეხედულებების ერთი ძირითადი თეზაა
ცენტრალიზებული მონარქიის იდეალიზაცია
მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად ,
მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერ ცხადი , ვერცა
მპარავი.
ინდო-ხატაელთა ამბავი რადიკალურად ეწინააღმდეგება
ვეფხისტყაოსნისეულ ცენტრალიზებული სახელმწიფოს ერთმეფობის
პრინციპს და მხარს უჭერს ერთიანი ცენტრალიზებული მონარქიის დაყოფის
თეზას
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, – ერთსა წილსა, – ზედა დაგსვამ ; შენი იყოს ,
გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა”(1649). იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის
სახელია. (იხ. 013, სტრ. 1653)

3. უფრო მნიშვნელოვანი მაინც ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტრუქტურის


ფარული, შინაგანი ნიუანსების გამგრძელებლის მიერ ვერ შეცნობა, ვერ დანახვა

 ა) გამგრძელებელი ვერ ხედავს და ვერ ბაძავს პერსონაჟის ხატვის


რუსთველისეულ პრინციპს.
 ბ) რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში შენიშნულია (07, გვ. 420), რომ
ინდოხატაელთა ამბავი დასაწყისშივე სვამს საკითხს იმის შესახებ , თუ რა ენაზე
დაამყარეს კონტაქტი არაბეთიდან ინდოეთისაკენ მიმავალმა გმირებმა
ინდოეთიდან მომავალ ვაჭრებთან;

უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა, არ ესმოდა ინდოური, არაბულად
ყვეს უბნობა (იხ. 013, სტრ. 1581).
 გ) სხვა შემთხვევაში რუსთველოლოგიური ლიტერატურაც ვერ წვდება
ვეფხისტყაოსნის მხატვრული სისტემის ერთ ნიუანსს. როსტევანის მიერ ოთხმოცი
ათასიანი ლაშქრის გაგზავნა ინდოეთში იმის არგუმენტადაა მოხმობილი , რომ
ინდო- ხატაელთა ამბავი რუსთველისეულია: 80
 თქვენ ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ ,
ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი !’’
(1040)
 შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-
კაცისა დავდგი გორი; კაცი ჩემგან შენატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ
სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი (450)
 ქაჯეთს ერთხელ მეც ყოფილ ვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების: ყოვლგნით
კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად
შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, – რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”
(1387).
 ვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ–ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას,
ყველაკაი ხასები, ქალაქის კართა სამთავე – სამათას-სამათასები” (1243)
 ერთგვარად გამონაკლისია ტარიელისა და ფრიდონის ბრძოლა ფრიდონის
ბიძასძენის წინააღმდეგ. სიუჟეტის ლოგიკური განვითარება მოითხოვდა , რომ
ფრიდონის მომჯობინების მომლოდინე ტარიელს და ფრიდონს ბრძოლა
მოღალატე ბიძასძენის წინააღმდეგ მომზადებული დაეწყოთ: მოჯობდა, ომი
შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა
ჯარისა. (616)
 ასე რომ, არაა მოსალოდნელი, რუსთველს, საზოგადოდ, ქაჯეთის ციხის
აღების შემდეგ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი სხვა ომში შეიყვანა, და
რომ კერძოდ, იმ ბრძოლის დეტალური აღწერა წამოეწყო, რომელსაც
ოთხმოცი ათასიანი არაბთა მხედრობა სამი სწორუპოვარი ჭაბუკის
წინამძღოლობით ინდოეთის გასათავისუფლებლად წამოიწყებდა. სწორედ ამ
დიდი სამხედრო უპირატესობის გამო, უფრო რუსთველურად ჟღერს სიუჟეტის
ის განვითარება, და კვანძის იმგვარი გახსნა, როგორიც ინდო-ხატაელთა
ამბის დაწყებამდე პოემაში ჩანს: სამ თვე ვლეს, – ღმერთმან მათებრი სხვა
ნურა ნუ დაჰბადოსა! მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! (1577)

]’
დ) ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი ნათლად მეტყველებს, რომ რუსთველი ერთგულია
მეტყველების მხატვრული სტილის საკუთარი კონცეფციისა: “გრძელი სიტყვა
მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი” (12). პოემაში სიუჟეტის განვითარების
ძირითადი ხაზიდან არაა არც ერთი გადახვევა
 რუსთველი ყვება მხოლოდ იმას, რაც სიუჟეტის ძირითადი რგოლის 82
მოძრაობისათვის არის აუცილებელი. ასე რომ, აღარაა თქმული, თუ როგორ
დაიტირეს და დაკრძალეს არაბეთში ტარიელის მიერ დახოცილი როსტევანის
რჩეული მხლებელი მონადირეები, მონა თორმეტი; როგორი იყო ხვარაზმეთის
სამეფო კარის რეაქცია ხვარაზმშას ძის მუხთალი მკვლელობის გამო? რა
მოუვიდა ტარი- ელის მიერ დაჭრილ და ავთანდილის მიერ მიტოვებულ
ხატაელ მონადირე დიდებულს, გადარჩა? არ უხმეს უკან დათხოვილ ლაშქარს
შურის საძიებლად მისმა ძმებმა? რა მოხდა ქაჯეთში მეფე დულარდუხტის და
`გრძნების მცოდნელი” ქაჯების ლაშქრის უკან დაბრუნების შემდეგ? როგორ
შეეგუენ დანგრეული ციხე- ქალაქის ხილვას? ეს და ამ რიგის სხვა კითხვები
ვეფხისტყაოსანში უპასუხოდ რჩებიან!
 ინდო-ხატაელთა ამბავი ვეფხისტყაოსნის ბუნებრივი ნაწილია, ნაგულისხმევია წინა
ეპიზოდებით და საერთო მწყობრიდან გამოურიცხავია” – 07, გვ. 409). იგი
რუსთველის ერთხელ თქმულს თავიდან უბრუნდება. ტარიელის მიერ ერთხელ
დამარცხებულ რამაზ მეფეს ხელში კვლავ ააღებინებს ხმალს და ახალ ამბავს
წამოიწყებს. ეს უკვე ვეფხისტყაოსნის მხატვრული სისტემის დარღვევაა , სხვა
სტილია, სხვისი ნაღვაწია.

ე) ვეფხისტყაოსნის მხატვრული სტრუქტურის ამ თავისებურებას უფრო


პრინციპულად უნდა მიექცეს ყურადღება: რა არის ის ძირითადი სიუჟეტური ხაზი
ვეფხისტყაოსანში, რომლისგან გადახვევის არც ერთი შემთხვევა არ გვხვდება ?
აქედან გამომდინარე: რა არის ის ძირითადი თეზა პოემისა, რომლის დასრულების
შემდეგ აღარაა მოსალოდნელი, რუსთველი გაყოლოდა მკითხველის
ცნობისმოყვარეობის მოთხოვნებს?

ესაა სიყვარულის თეზა-სიყვარულია ძირითადი იდეა!


სწორედ ეს ძირითადი იდეა აქცია. სად მთავრდება ვეფხისტყაოსანში ეს თეზა?
იგი მთავრდება ტარიელისა და ნესტანის შეერთებით და ამაზე დაფუძნებული
ავთანდილისა და თინათინის სიყვარულის რკალის შეკვრით. სწორედ ამას
მოსდევს პოემაში როსტევანის პირით თქმული: `ბრძენთა უთქვამს
სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა" (1543)
აქვე არ მიჰყვება მკითხველის ინტერესის მოთხოვნებს-> შუა საუკუნეების
„ტაქტიკა“- დე ტრუას „ლანსელოტი“ * ასეა ქართულ ზღაპრებშიც (დედაბრის
შვილის ამბავი)

ისევ პირველ სიტყვას დავუბრუნდეთ: რუსთველი სიუჟეტის განვითარებას


არაბეთში შეყვარებულ წყვილთა შეუღლებით ასრულებს. ამის შემდეგ სიუჟეტის
ისევ გაგრძელებას ეწინააღმდეგება საკუთრივ ვეფხისტყაოსნის მხატვრული
სტრუქტურა. ვეფხისტყაოსნის ამ ძირითადი ტექსტოლოგიური პრობლემის
მხატვრული სტრუქტურის ანალიზით გადაჭრა კი ფილოლოგიური კვლევის
მეთოდურად ერთადერთი გამართლებული პოზიციაა.

მესხი მელექსე, იოსებ თბილელი, გიორგი თუმანიშვილი,ნანუჩა

ჭიჭინაძე(ვინ გაჰბედავდაო,ან თავს მაინც მოიხსენიებნენნო)


ვუკოლ ბერიძე -> აგრძელებდნენ მხოლოდ ვეფხისტყაოსანს.
„ამირანდაჯრაჯანიანი“ ხელულხებელი.

ინტერპროლატორთა ორი ტიპი:


1.მართლა უნდოდათ შესწორება
2.ავისმსურველები ,იდეებისადმი მტრულად განწყობილნი

7 დამატებითი სტროფი:1846-დან 1853 მდე.

ჭიჭინაძესთან სტროფები ამოღებულია (1543,1544,1545)

წაღმავე წაგრეხს სოფელი მვლა მისგან უკუ ნაცარსა

You might also like