Susanikis Wameba 7

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 6

1. თქვენი აზრით, რატომ არის ,, შუშანიკის წამება” პირველ პირში დაწერილი?

ავტორი ერთ-ერთი პერსონაჟია


2. ,,და აწ დამტკიცებულად გითხრათ თქუენ”- რას ნიშნავს სიტყვა ,,
დამტკიცებულად”? დაზუსტებით
3. რას ნიშნავს ფრაზა ,, ყოვლით კერძოვე”? მთლიანად
4. ვის შეეხება სიტყვები “პირველ იგიცა იყო ქრისტიანე”? შუშანიკს
5. რას გვეუბნება ტექსტი შუშანიკის წარმომავლობის შესახებ? სომეხია
6. რას შეიძლება იშნავდეს ფრაზა: ,, ვითარცა იგი ვთქუთ”? როგორც ვთქვით
7. ვის უკეთურებაზე მიუთითებს ფრაზა: ,, უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაი”?
ვარსქენის
8. ვის შეუძლია, შუშანიკის აზრით, ვარსქენის სწორი ზნეობრივი ორიენტირება?
ღმერთს
9. რას აკეთებდა შუშანიკი ქმრის გონიერების გასაღრმავებლად? ხალხს სთხოვდა, რომ
ვარსქენისთვის ელოცათ
10. როგორ წარმოუდგენია შუშანიკს საზოგადოების როლი ვარსქენის ზნეობრივ
ორიენტირებაში? ხალხს ეხვეწებოდა, რომ ვარსქენისთვის ელოცათ, რომ ღმერთს
მისთვის გონება გაენათებინა
11. განმარტეთ: ,, ყოველთავე” ყველა
12. რას ნიშნავს ფრაზა: ,, ვითარ-მე ვინ თქუას”? როგორ თქვას ვინმემ
13. განმარტეთ: ,, განაგდო” უარყო
14. რა მიზნით წარსდგა ვარსქენი პეროზის წინაშე? დახმარება სჭირდებოდა და ამიტომ
ცეცხლს თაყვანი სცა
15. როგორ გამოხატავს ავტორი ვარსქეის ვიზიტის არაჩვეულებრივ, სხვებისგან
განსხვავებულ, მიზანდასახულობას? მან წოდება და იდება კიარ სთხოვა მეფეს, არამედ
რელიგია შეიცვალა
16. როგორ გამოიხატება, ვარსქენის მხრივ, მეფისთვის თავის შეწირვა? ჭეშმარიტი
ღმერთი უარყო და ცეცხლს თაყვანი სცა
17. რა მიზნით ითხოვა სპარსთა მეფისგან ცოლი? რომ უფრო მოეწონებინა მეფისთვის
თავი
18. რა გვაეჭვებს ნაწარმოებში, რომ პეროზის ასულის შერთვა შეიძლებოდა, მხოლოდ
სიტყვიერი შეთანხმება ყოფილიყო? ის, რომ ცურტავში არ წამოიყვანა
19. რას ნიშნავს ფრაზეოლოგია ,,თავსა თვისსა შესწირვიდა”? თავს მას შესწირავდა
20. ეტყობოდა თუ არ ვარსქენს, შუშანიკის ფაქტორის, უგულვებელყოფით გამოწვეული
საფრთხის განცდა?
21. რატომ სურს ვარსქენს, რომ მას გარკვეული წრეების წარმომადგენლები მიეგებონ?
რომ ისე შევიდეს ქვეყანასი, როგორც ერთგული
22. რა აისახება ფრაზაში: ,, და წარმოჰმართა სადიასპანოითა ცხენითა მონაი თვისი”?
და გამოგზავნა მსახური ცხენით
23. სად იმყოფებოდა შუშანიკი, როცა მასთან ვინმე სპარსი კაცი შევიდა და ვინ არის ეს
სპარსი? სასახლეში
24. განმარტეთ სულ ით სიცოცხლე, რომელზეც დედოფალი ლაპარაკობს შიკრიკთან.
თუ ისევ ქრისტიანია ვარსქენი
25. განმარტეთ სულით სიკვდილი, რომელზეც დედოფალი ლაპარაკობს შიკრიკთან.
სულით სიკვდილში იგულისხმა ქრისტიანობის უარყოფა
26. კონკრეტულად რა მისია ჰქონდა კაცს, რომელმაც შეატყობინა შუშანიკს ვარსქენის
გამაზდეანება?
27. განმარტეთ: ,, კითხვიდა დამტკიცებულად” დაჟინებით კითხვა
28. რატომ შეიძლებოდა დაეჭვებულიყო შუშანიკი, რომ ვარსქენი სარწმუნოებას
უღალატებდა? მსახურმა ვეღარაფრის თქმა გაბედა
29. როგორია შიკრიკის ზოგადი სარწმუნოებრივი პოზიცია? ქრისტიანია
30. როგორ დამოკიდებულებას ავლენს შიკრიკი დედოფლის მიმართ? სიბრ ალ უ ლ ს
31. როგორი იყო შუშანიკის პირველი რეაქცია მასშემდეგ რაც გაიგო ვარსქენის სულით
დაცემა? ატირდა, მიწაზე დაეცა და ტავს მიწას ურტყამდა
32. რას უწოდებს შუშანიკი მაზდეანობის აღმსარებლებს? უღმერთოებს
33. გაიხსენეთ ვინ არის იაკობი და სად იმყოფება ის შუშანიკის სასახლიდან წასვლის
დროს? შუშანიკის მოძღვარია და აფოცთან ერტადაა წასული ერთ წმინდა კაცთან რაღაცის
საკითხავად
34. როგორ გამოხატა იაკობმა დედოფლის მიმართ თანაგრძნობა? ატირდა
35. როგორ შევიტყობთ, რომ იაკობი სასულიერო პირია? შუსანიკმა მას ხუცესი უწოდა
36. გაიხსენეთ ეპიზოდი, სადაც ავტორს სახელად ჰქვია იაკობი. როდესაც შუშანიკს
იაკობმა სენაკში მიაკითხა და ვარსქენმა მოუხმო მას, ერი ყრმა მივიდა და იკითხა იაკობი
იქ იყო, თუ არა
37. საიდან ჩანს, რომ შუშანიკს მომავლის პრობლემატიკა იმთავითვე გააზრებული
აქვს? მან თქვა, რომ დიდი ღვაწლის გასაღებად მზად იყო
38. რომელი სულიერი თვისებებით უნდა აღიჭურვოს მორწმუნე, იაკობის აზრით? ის
უნდა იყოს სულგრძელი, მომთმენი და მხნე
39. რას ნიშნავს ფრაზა: ,, ჩემდა მაირტოისა არიან ჭირნი ესე”? ამ გასაჭირში მარტო
ვარ
40. დედოფალთან პირველ დიალოგში, რისთვის მზადყოფნას გამოხატავს იაკობი?
ღვაწლის გაღებისთვის
41. როგორ წარმოუდგენია შუშანიკს თავისი დამოკიდებულება ვარსქენის საქმეთა და
ცოდვათა მიმართ? ურჩევნია მისი ხელით მოკვდეს, ვიდრე მისი ცოდვების მოზიარე
გახდეს
42. გაიხსენეთ ეპიზოდი, სადაც შუშანიკის მამას ჰქვია ვარდანი. (ციტატით) ,,da
colad misi iyo asuli vardanisi’’
43. გაიხსენეთ ეპიზოდი, სადაც დედოფალი შედარებულია მეთერთმეტე ჟამის
მევენახესთან. როდეასაც ჯოჯიკი, თავისი ცოლ-შვილითა და ამალით ესტუმრა და
შენდობა სთხოვა შუსანიკს, შუშანიკმა თქვა, რომ ის მეთერთმეტე ჟამის უკანასკნელი
მევენახე იყო
44. ვინ მოახსენა დედოფალს ქმრის ბრალდებები? ხუცესებმა
45. ვინ დაითანხმა შუშანიკი სასახლეში დაბრუნებაზე? ჯოჯიკმა, მისმა ცოლმა და
აფოცმა
46. როგორ დაემუქრა ვარსქენი მეუღლეს თუ ის არ დაბრუნდებოდა სასახლეში?
თრევით წაიყვანდა
47. რატომ დაბრუნდა დედოფალი სასახლეში? ის ვერ დაუშვებდა, რომ ჯოჯიკი, მისი
ცოლი და აფოცი იმ ცოდვისა და დანაშაულის მოზიარენი გამხდარიყვნენ, რომელსაც
ვარსქენი ჩადიოდა
48. არის თუ არა შუშანიკი დარწმუნებული შუამავლების კეთილგანწყობაში? არა
49. აზვიადებს თუ არა ჯოჯიკი ვარსქენის მუქარას, როდესაც ცდილობს დედოფალი
სასახლეში დაბრუნებაზე დაიყოლიოს? არა
50. რამ გადააწყვეტინა შუშანიკს სასახლეში დაბრუნება? ის ვერ დაუშვებდა, რომ
ჯოჯიკი, მისი ცოლი და აფოცი ვარსქენის ბოროტი ძრახვის თანამოზიარენი
გამხდარიყვნენ
51. საიდან ჩანს, რომ შუშანიკს სასახლეში მოსალოდნელი საფრთხე აბსოლუტურად
გააზრებული აქვს? ის ღმერთს ეუბნება: შენ იცი, რომ უთუოდ სიკვდილისკენ მივდივარო
52. რა შემთხვევაშია შესაძლებელი შუშანიკმა სასახლეში მოსალოდნენ საფრთხეს თავი
აარიდოს? ის სადედოფლო ტახტზე არ დაჯდა და პატარა სენაკში შევიდა
53. იმსჯელეთ ვარსქენზე პურის ჭამის ეპიზოდის მიხედვით. ის განრისხებულია
შუშანიკის საქციელის გამო და არ არის საღ გონებაზე, როდესაც შუშანიკს ცემს, რადგან
მეორე დღეს, როცა შუშანიკის წყლულები ნახა, გაუკვირდა
54. ჯოჯიკის ცოლის რა თვისება აისახება მასში, რომ ის შუშანიკს ღვინის დალევას
აიძულებს? მზრუნველობა
55. მოტივირებულია თუ არა ნაწარმოების მიხედვით ქალისა და მამაკაცის საერთო
პურობა? არა
56. რა კონკრეტულ ისტორიულ ინფორმაციას შეიცავს პურობის ეპიზოდი? რომ ქალი
და კაცი ერთად არ პურობდა
57. იაკობ ხუცესი პურობის ეპიზოდში ქალისა და მამაკაცის მნიშვნელობით დედასა
და მამას იყენებს, გაიხსენეთ სხვა ეპითეტები რომლებიც გამოყენებულია იმავე
მნიშვნელობით. და და ძმა
58. ამოიწერეთ სიტყვა, რომელიც ნიშნავს კანონიერს ,,რომელ-იგი ბუნებით ცოლი
არს იგი გინიცა ესე მოვაქციენ”. ბუნებით
59. ,, მე ვიჯმენ”- რა იგულისხმება ამ სიტყვებში. მოვშორდი
60. რა ემოსა ტყვეობაში მყოფ დედოფალს? მოსასხამი
61. იმსჯელეთ შუშანიკის ხასიათზე, მისი და ჯოჯიკის ბოლო დიალოგის მიხედვით.
62. რას ნიშნავს სიტყვა ალიზი? გამოუწვავი აგური
63. მოიყვანეთ ციტატა, სადაც ვარსქენი შედარებულია მგელთან. ,,და შემდგომად
ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად’’
64. წამებული შუშანიკის დაცვის როგორი მასშტაბებია ნაწაროებში მითითებული (
დამიდასტურეთ არგუმენტებით)?
65. რას ნიშნავს სიტყვა ,, ღვაწლად”? (ღვაწლსა დიდსა შესვლად ხარ დედუფალო”)
განსაცდელი
66. რას ნიშნავს სიტყვა ,,ეკრძალე”? გაუფრთხილდი
67. რას ნიშნავს სიტყვა ,,უფლიედ”? უფლების მიცემა
68. რას ნიშნავს სიტყვა ,,კრძალულად”? ფარულად
69. რას ნიშნავს სიტყვა ,,ხელ-იწიფა”? რა უფლება ჰქონდა
70. რას ნიშნავს ფრაზა ,,ზრახვითა იგი იყო”? თანამძრახველი იყო
71. რას ნიშნავს ფრაზა ,, საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ”? მეუღლეობა უარყო
72. რას ნიშნავს ფრაზა ,,განიწყო გული”? გაჯავრდა
73. რას ნიშნავს ფრაზა ,,მისი კერძო ხარ”? mis mxares
74. გაიხსენეთ ეპიზოდი, სადაც ვარსქენის სიხარბე ჩანს. როდესაც შუშანიკის
გამოგზავნილ სამკაულს დათვლა დაუწყო
75. როგორ შეხვდა შუშანიკი ვარსქენის დაყვედრებას იმის თაობაზე რომ მას ქრისტე
და ქრისტიანები ვერ დაეხმარებიან და როდის ხდება ეს ფაქტი? ეს მაშინ ხდება, როცა
შუშანიკი თრევით წამოიყვანა ვარსქენმა ეკლესიიდან. შუშანიკმა უთხრა: შენ შენი თავი არ
შეიწყალე და მე შემიწყალებო?
76. განმარტეთ: ,, ზურგნი ესე შენი ქრისტიანენი” ქრისტიანები, რომლებიც ზურგს
გიმაგრებენ
77. გაიხსენეთ ეპიზოდი(დაწვრილებით), სადაც ვარსქენი შეშფოთებულია შუშანიკის
შესაძლო კეთილდღეობით. როდესაც შუშანიკს უთხრა, რომ ვირზე უკუღმა ამხედრებულს
გაგზავნიდა სხვაგან და შუშანიკმა უთხრა, რომ შესაძლო იყო იქ ბედნიერება ეპოვა
78. გაიხსენეთ ეპიზოდები, როდესაც ვარსქენი აწამებს დედოფალს. პირველად აწამა
პურობაზე. მეორედ, როდესაც ეკლესიიდან თრევით წამოიყვანა. მესამედ, როდესაც 300
როზგი გადაარტყეს.
79. ვკითხულობთ: ,, ვითარცა მხეცი, ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი”- რას
ნიშნავს ,,ცოფი” შმაგი, გიჟი
80. ვკითხულობთ: ,,ვერ განსარინებელ არს იგი”- რას ნიშნავს ,, განსარინებელ”
გადარჩენა
81. ,,მოშიში ღმრთისაი, ვითარცა იგი ვთქუთ სიყრმითა თვისით” დედოფლის რა
თვისება ჩანს ამ ციტატაში? ღვთის მოშიშია
82. ზემოთ ციტირებული ეპიზოდიდან ამოიწერეთ სიტყვა რომელიც
აღნიშნავს ,,ბავშობას” სიყრმითა
83. რას ნიშნავს ფრაზა ,,დღე იგი წოდებისა მისისა”?
84. დაასახელეთ ნივთები რომელიც დედოფალმა ეკლესიიდან საასახლეში წაიღო.
ევანგელე და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები
85. გააკეთეთ ციტირება იმ ეპიზოდისა, სადაც ლაპარაკია დედოფლის აღწერილობაზე,
მესამედ წამების შემდგომ. ,,და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი
ქრისტესი შუენივრად, ვითარცა სძალი, შემკული საკვრელთა მათგან, და მე, ვითარ ვერ
დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად’’
86. მერამდენე წამების შემდეგ დაუყენა სენაკაპანი ვარსქენმა დედოფალს? მესამე
87. გაიხსენეთ სამივე ეპიზოდი, სადაც ნახსენებია ვინმე სპარსი და იმსჯელეთ იმის
შესახებ თუ რა აზრისაა ავტორი მასზე. პირველად, როდესაც შუშანიკსა და ხუცესს
გაბმული ჰქონდათ დიალოგი, ვარსქნის გამაზდიანებასა და შუშანიკის ღვაწლთან
დაკავშირებით. მეორედ, როდესაც მან ვარსქენს ურჩია შუშანიკს ნაზად მოპყრობოდა,
ქალთა სათუთი ბუნებიდან გამომდინარე. მესამედ, როდესაც ვარსქენს ურჩია, რომ
აღდგომის დღესასწაულზე მიეცა შუშანიკისთვის ნება ეკლესიაში დარჩენილიყო
88. გაიხსენეთ შუშანიკის წამების მეორე სცენა. როდესაც აღდგომის შემდეგ დღეს
ვარსქენი ეკლესიაში მივიდა და თრევით წამოიყვანა შუშანიკი
89. ციხის ტერიტორიაზე არსებული როგორი ნაგებობა შეირჩაA დედოფლის
სატუსაღოდ? სახლაკი ციხის ჩრდილოეთ მხარეს
90. რა ამძიმებდა სატუსაღოში მყოფი დედოფლის მდგომარეობას? ჭრილობები
91. რამ განამტკიცა ტუსაღი დედოფალი? ლოცვამ
92. რა მიზნით გაემგზავრა ვარსქენი, შუშანიკის ციხეში გადაყვანის შემდეგ, ჩორში?
93. რატომ არ ახსნევინებდა შუშანიკი ჯოჯიკს ბორკილებს? მას უნდოდა, რომ როგორც
მოწამეს აღსასრულამდე ეტანჯა ფიზიკურად, რომ სიკვდილის შემდეგ დაესვენა
94. ,, იგი ბოროტებდა” –რას ნისნავს სატყვა ,, ბოროტება” ცოდვას ჩადიოდა
95. ,,მწარე გონებაი აქვს ამას”- რას ნიშნავს ,, მწარე გონება” ბოროტი გონება
96. ,, შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი” ამოიწერეთ სიტყვა რომელიც აღნიშნავს ,,
ფერფლს”ავლა
97. რომელ მოციქულს იშველიებს დედოფალი : არადამონებულ არს ძმაი, გინა დაი,
არამედ განეყვნენ” და რს ნიშნავს- განეყვნენ? პავლე მოციქულისას. ნიშნავს გაშორდნენ
98. ფაქტების გამოყენებით იმსჯელეთ ეკლესიისა და საერო ხელისუფალის
დამოკიდებულებაზე.
99. ,,ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი”-რას ნიშნავს სიტყვა ,, ხორსაშაკნი”?
100. გამაზდეანებული შვილების რომელი თვისება აისახება იმაში, რომ ისინი დედის
ნახვას ვეღარ ბედავდნენ? ნამუსი აწუხებთ
101. შუშანიკის ხასიათის როგორი მასშტაბი იკითხება მასში, რომ მას გამაზდეანებული
შვილების სახელის ხსენებაც კი ,, სძაგდა სმენად”?
102. ვინ სთხოვა ვარსქენს, პირველად ნაწამები მდედოფლის ბორკილებისგან
გათავისუფლება? სპარსმა კაცმა
103. გაიხსენეთ ეპიზოდი, სადაც ლაპარაკია ვარსქენის ქრისტიანულ საწყისებზე.
შუშანიკი თავიდანვე გრძნობდა ვარსქენის უღიმღამო დამოკიდებულებას რელიგიის
მიმართ და ხალხს სთხოვდა, რომ ვარსქენისთვის ელოცათ
104. საზოგადოების რომელ საფეხურზე დგას სპარსი კაცი?
105. სად დაიკრძალა დედოფალი? იმ ადგილას საიდანაც პირველად გამოათრია
ვარსქენმა
106. რას ნიშნავს ფრაზა ,, ოთხით გამოგიღონ”? მკვდარი გამოგიტანონ
107. რას ნიშნავს ფრაზა ,, ჭიჭნაუხტის საქმე”? აბრეშუმით ხელსაქმობა
108. რა გვევლინება ,, ჭიჭნაუხტის საქმის”საპირისპირო ცნებად შუშანიკის ცხოვრებაში?
ლოცულობდა და ფსალმუნებს იზეპირებდა
109. რა შეუთვალა შუშანიკს ვარსქენმა ძუძუმტის პირით? მან უთხრა, რომ
დაბრუნებულიყო სასახლეში და ნუ ააოხრებდა ოჯახს
110. რას ახსენებს შუშანიკი ვარსქენს ციხიდან? ვარსქენი მას შეპირდა, რომ ციხიდან
ცოცხალი ვერ გამოვიდოდა
111. რა ძალა უნდა გააჩნდეს ვარსქენს, შუშანიკის თქმით, საიმისო, რომ შუშანიკი
ციხიდან გამოიყვანოს? დედამისი უნდა გააცოცხლოს
112. რომელ წელიწადს შეიპყრო შუშანიკი მძიმე სენმა ციხეში? როდესაც მეექვსე წელი
სრულდებოდა საპყრობილეში ყოფნისა
113. რომელი სამართლის ეიმედება სატუსაღოში მყოფ დედოფალს? რომ ის და ვარსქენი
ღმერთთან თანასწორად იტყვიან სიტყვას და იქ განისჯებიან
114. რისი სიმბოლოა ,, ყუავილი ჩემი” ყმაწვილყრმობის და სილამაზის
115. რისთვის მოელის შუშანიკი უფლის წყალობას, რომელსაც ხაზს უსვამს ჯოჯიკთან
დიალოგში? ვარსქენის უგუნურობით და უმოწყალობით , შუშანიკი ლხინს ჰპოვებს და
ღირსეული სიკვდილით მოკვდება
116. რას ადარებს შუშანიკი ცხოვრებას? ყვავილს ველისას
117. რისთვის მადლობს აფოცს შუშანიკი?
118. იგრძნიბა თუ არა შუშანიკის სიცოცხლის ბოლოს ვარსქენის ფაქტორი?
119. რომელი ლიტერატურული ხერხია გაოყენებული ფრაზაში: ,, დღე და ღამე
ზესკნელისა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლითა”?
მეტაფორა
120. ,,მე ვითარ მიცნობიერს ცოლი შენი განდგომილ არს შენგან”- იმსჯელეთ ამ
სიტყვების მიხედვით იმაზე ვინც წარმოსთქვა ეს სიტყვები ეს სიტყვები სპარსმა კაცმა
წარმოთქვა, რომელიც ვარსქენს გამუდმებით ეუბნება, რომ ის შუშანიკს სათუთად უნდა
მოექცეს, მაგრამ მისმა საქციელმა და სიტყვამ არ უნდა მოგვატყუოს
121. გაიხსენეთ ყველა ტოპონიმი, რომელიც ნახსენებია “შუშანიკის წამებაში” სპარსეთი,
ქართლი, ჰერეთი, ცურტავი, ჩორი, ანტიოქია

You might also like