ბიოლოგია ქურციკი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ქურციკი იგივე ჯეირანი მომცრო ზომის ცხოველია, რომლის სიმაღლე ნიდაოში 60-80

სანტიმეტრს შორის მერყეობს, სიგრძე 90-115 სმ-ია, წონა 18-33 კილოგრამი. ამ ზომის
ცხოველისათვის მას საკმარისად გრძელი 15-20სმ კუდი აქვს, რომელიც ჩამოშვებულ
მდგომარეობაში ორად იყოფა. როგორც წესი, რქები მხოლოდ მამრებს ამშვენებს და
მათი სგრძე 25-40 სანტიმეტრია, თუმცა ისინი ხანდახან მდედრებსაც აქვთ , მაგრამ
გაცილებით მოკლე - მათი სიგრძე 5 სანტიმეტრს არ აღემატება.

ქურციკი არის ალპების ტიპიური ბინადარი ქვიანი, თიხნარი და ნაკლებად ქვიშიანი ,


ძალიან იშვიათი სუსტად განვითარებული მცენარეულობით. შედის გორაკიან
მთისწინეთში, დამრეც ფერდობებზე შეუძლია ავიდეს უფრო მაღლაც, მაღლა მთებში ის
არ გვხვდება. არეალის ჩრდილოეთ ნაწილებში, სადაც ზამთარში თოვს, ქურციკი
მიგრირებს სამხრეთში, ნაკლებად თოვლიან რაიონებში. ქურციკი მიგრირებს დიდ
მანძილებზე მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფების დროს, როგორიცაა დიდ ხანძარი ან
ხანგრძლივი დიდთოვლიანობა.

ისინი გავრცელებული არიან მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის , ყაზახეთისა და


ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში, მაგრამ ამის მიუხედავად
მსოფლიოს მრავალ ადგილას გადაშენებულია და საფრთხის წინაშე მყოფი პოპულაციით
არის წარმოდგენილი. საქართველოში მისი გავრცელების ისტორიული არეალი
მოიცავდა თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სტეპებსა და
ნახევარუდაბნოებს. ქურციკის ადგილსამყოფელს წარმოადგენს ღია ველები უდაბნოსა
და ნახევარუდაბნოს ავშნიანი მლაშე ნიადაგები.

მე-19 საუკუნის საქართველოში, მწვანედ მობიბინე საძოვრებზე ათასობით ქურციკი იყო


თუმცა, გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს მშვენიერი ცხოველი თითქმის სრულად
გაუჩინარდა. საბჭოთა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ გარეული წყვილჩლიქოსანი
ცხვარს უწევდა კონკურენციას და თვალს ხუჭავდა მათ ულმობლად ხოცვაზე . უკანასკნელი
ქურციკი 1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაშიც ეს სახეობა მთლიანად განადგურდა.

ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში , კახეთში ,


შირაქის ზეგანზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ზღვის დონიდან 100-900 მ-ის
სიმაღლეზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სწორედ ვაშლოვანის
ეროვნული პარკი არის ქურციკებისათვის შესაბამისო საცხოვრებელი პირობებით
დახუნძლული ტერიტორია. სწორედაც ამის გამო 2006 წელს ვაშლოვანის ეროვნულ
პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტომ, „ნაკრესთან“, თბილისის ზოოპარკთან და
სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ექვსი ცხოველი შემოიყვანა თურქეთიდან . სამწუხაროდ ,
გადმოსახლების პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა: რამდენიმემ ტრანსპორტირების
სტრესს ვერ გაუძლო, ერთს კი გიურზამ უკბინა. თუმცა 2013 წლიდან, ბუნების დაცვის
მსოფლიო ფონდის WWF კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით ,
ქურციკის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს. ქურციკის 70-ზე მეტი ინდივიდი
შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის
ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე
სამუხის ველზე. 2017 წელს ეროვნულ პარკში ქურციკების რაოდენობა 45 ინდივიდამდე
გაიზარდა. 2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა .

ვინაიდან და რადგანაც ქურციკების რიცხვი კვლავ შეზღუდულია და არავინ უნდა


დაიკარგოს, ცხოველებს რადიოსაყელურები უკეთიათ, რომლებიც თანამგზავრს
გადასცემს სიგნალს. ამგვარად, ვაშლოვანის ეროვნული პარკის რეინჯერებმა
ყოველთვის იციან, სად და როგორ არის ჯოგი. ქურციკის აღდგენა დღეისათვის
საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია . ივრის ზეგანზე
ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს .

გამოყენებული წყაროები:

National geographic საქართველო

Georgian travel guide

Wikipedia

GeoFauna

Sputnik-georgia

You might also like