Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ფაკულტეტი: იურიდიული

საგანი: ადმიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები


ლექტორი: ვასილ გონაშვილი ლექტორი: ლევანი დარბაიძე
კვირის დღე: ოთხშაბათი კვირის დღე: სამშაბათი
დაწყების დრო: 11:00 დაწყების დრო: 13:00
დასრულები დრო: 13:00 დასრულები დრო: 15:00
აუდიტორია: II კორპუსი 2 სართული 217 აუდიტორია: II კორპუსი 3 სართული 312

საერთო ქულა - 40 (თითო კაზუსი 20 ქულა)


ლექტორი: ვასილ გონაშვილი; სემინარის ხელმძღვანელი:
სასემინარო ჯგუფის დრო (კვირის დღე და საათი):
სტუდენტის სახელი და გვარი: კარაპეტ თოროსიან

ყურადღება: შესრულებული დავალება უნდა გააგზავნოთ თქვენი სემინარის


ხელმძღვანელის მეილზე: კახი სამხარაძე - kakhi.samkharadze@tsu.ge ნათია
გველესიანი natia.gvelesiani@tsu.ge ან ლევან დარბაიძე davitlevani@yahoo.com

გამოცდის დრო: 5 სთ.

ვარიანტი 1

კაზუსი #1

მსჯავრდებული გიორგი მაისაშვილი ვეგანია და იკვებება მცენარეული ცილებით,


ცხიმებითა და ნახშირწყლებით. 2019 წლის 25 დეკემბერს, ის მოათავსეს N8
პენიტენციური დაწესებულების N28 საკანში. პენიტენციურ დაწესებულებაში
მოხვედრისთანავე, მან აცნობა ადმინისტრაციას, რომ ვეგანი იყო და ითხოვა
სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა. მიუხედავად თხოვნისა, მას არ
მიეწოდა საჭირო საკვები, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური
საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც
მოამზადებდა ვეგანურ საკვებს.

პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში ვეგანური


პროდუქტები არ იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, გიორგი მაისაშვილმა მის პირად
ანგარიშზე მშობლების მიერ ჩარიცხული თანხითაც ვერ შეძლო ვეგანური
პროდუქტების შეძენა. შექმნილი გარემოებების გამო, პატიმარ გიორგი მაისაშვილს
მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული საკვების მცირე
ნაწილის მიღება შეეძლო და მთელი დროის განმავლობაში უწევდა იმაზე ბევრად
ნაკლები საკვებისა და კალორიების მიღება, ვიდრე ეს დღიურ ნორმას შეადგენდა.

გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი მაისაშვილი გარკვეული პერიოდის


განმავლობაში ვერ ღებულობდა სპეციალურ საკვებს, 2020 წლის 25 აპრილს, მას
შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. გიორგი მაისაშვილი აცხადებდა,
რომ პატიმრობის კოდექსის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა
შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ
კომპონენტებს და დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირებაც კი,
აკრძალულიაო.

შესაბამისად, გიორგი მაისაშვილს მიაჩნია, რომ მისი მსოფლმხედველობა, კერძოდ,


ვეგანობა არ არის პენიტენციურ დაწესებულებაში გათვალისწინებული, რაც იწვევს
მის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. იგი მოითხოვს კვების ნორმების გადახედვასა
და ხელახლა განსაზღვრას საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე.

იმსჯელეთ და შესაბამისი სქემის გამოყენებით, პასუხი გაეცით კითხვას, ირღვევა თუ


არა გიორგი მაისაშვილის კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე უფლება.

ამოხსანა

როგორც ვიცით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის,


წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს
კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ყველა ადამიანი სამართლის წინაშე
თანასწორია. მსჯავრდებული გიორგი მაისაშვილი ვეგანია და იკვებება მცენარეული
ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით.პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის
25 დეკემბერს მოათავსეს და მისი მოთხოვნის მიუხედავად მას არ მიეწოდებოდა
საჭირო საკვები, რის გამოც იგი ვერ იღებდა საკმარის კალორიებს. ამის შემდეგ 2020
წლის 25 აპრილს, მას შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ამ
კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგი მაისაშვილს 4 თვის განმავლობაში ვერ იღებდა
საჭირო რაოდენობის საკვებს ანუ 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 25
აპრილამდე, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი პენიტენციურმა დაწესებულებამ
არაფერი იღონა. შეიძლება აღნიშნული შემთხვევა პირდაპირი მნიშვნელობით არ
ჩავთვალოთ წამებად და სასტიკ მოპყრობად, მაგრამ დაუშვებელია დაკავებული თუ
სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.
გიორგი მაისაშვილის მიმართ იკვეთება დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. მას
ყოველდღე აწვდიდნენ ისეთ საკვებს, რომლის მიღებაც მას არ სურდა საკუთარი
რწმენისა და მსოფლმხედველობის გამო. დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია
ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის
პირველი პუნქტი ადგენს, რომ ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია და დაცულია
სახელმწიფოს მიერ. მეორე პუნქტი კი კრძალავს აღიარებული პირის წამებას,
არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კანონის ასევე
კრძალავს პირის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის, ფიზიკური ან ფსიქიკური
იძულების ნაკლებად მძიმე შემთხვევებს, რომელიც თავისი შინაარსით, ფორმითა თუ
ინტენსივობით არ აღწევს წამების, სასტიკი ან ღირსების დამამცირებელი მოპყრობის
ხარისხს ამასთანავე იგი შეეხება მხოლოდ თავისუფლების შეზღუდულ პირებს,
რომლებიც მთლიანად სახელმწიფოს განკარგულებაში არიან.

დასკვნა:

ირღვევა გიორგი მაისაშვილის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის მე-11-მე-9


მუხლები. საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის ღირსებას და თანასწორობა
კანონის წინაშე.

კაზუსი #2
ნინო გაფრინდაშვილი ფსიქიატრი და ამასთანავე, არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,მშვიდობის“ დირექტორია. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია
მუშაობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე. 2005 წელს ნინო გაფრინდაშვილმა
შექმნა რეაბილიტაციის პროექტი თბილისის პენიტენციური დაწესებულების
პატიმრებისთვის. მოგვიანებით ის გახდა იუსტიციის მინისტრის მიერ დაარსებული
პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევისა და მონიტორინგის საბჭოს წევრი.

2007 წელს იუსტიციის მინისტრმა ნინო გაფრინდაშვილი დაადანაშაულა თანხის


სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების შედგენაში, რომლის
მეშვეობით ჯანმრთელი პატიმრები პენიტენციური დაწესებულების
საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნული განცხადებები
გააკეთა ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით. იუსტიციის მინისტრის
პოზიციით, პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში პატიმრების გადაყვანის
საკითხზე მიმართული იყო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და
საზოგადოებას გააჩნდა ლეგიტიმური ინტერესი იუსტიციის მინისტრისგან მიეღო
ინფორმაცია.

ნინო გაფრინდაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა მას საჯაროდ დასდო


ბრალი დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში, მიუხედავად იმისა, რომ
არც განცხადების გაკეთების დროს და არც შემდეგ ეტაპზე, მას არ ჰქონდა ამის
დამადასტურებელი ფაქტობრივი საფუძველი. მას მიაჩნდა, რომ იუსტიციის
მინისტრის მიერ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებამ უარყოფითი გავლენა
მოახდინა მისი, როგორც სამედიცინო პროფესიონალისა და სამოქალაქო
საზოგადოების აქტიური წარმომადგენლის რეპუტაციაზე. ამასთან, ნინო
გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ ის იყო კერძო პირი და, შესაბამისად, მის მიმართ,
საჯარო პირებთან შედარებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ვიწრო იყო.

იმსჯელეთ შეპირისპირებულ უფლებებზე და შესაბამისი სქემის გამოყენებით,


პასუხი გაეცით კითხვას, ირღვევა თუ არა ნინო გაფრინდაშვილის კონსტიტუციით
გარანტირებული რომელიმე უფლება.
ამოხსანა

2007 წელს იუსტიციის მინისტრმა ნინო გაფრინდაშვილი დაადანაშაულა პატიმართა


სამედიცინო ჩანაწერების შედგენაში ფულის სანაცვლოდ, რომლის მეშვეობითაც
ჯანმრთელი პატიმრები სასჯელაღსრულების საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. ამის
შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელევიზიისა და ბეჭდური პრესის საშუალებით
განაცხადა. საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებას მოითხოვოს მონაცემები,
განაახლოს, დაამატო, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები.
სოციალური იდენტობის დაცვის უფლება მოიცავს უფლებას უარი თქვას და მასზე
რეაგირება მოახდინოს დამრღვევი ინფორმაციის შესახებ. მინისტრმა ნინო
გაფრინდაშვილი საჯაროდ დაადანაშაულა. ადამიანს აქვს საკუთარი თავის
გამოხატვის უნარი. ეს გულისხმობს ადამიანის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, სურს
თუ არა საზოგადოებას აჩვენოს თავისი პიროვნება, გარეგნობა თუ ხასიათი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განსაზღვრავს პიროვნების თავისუფალი
განვითარების უფლებას, ყველას აქვს თავისი პიროვნების თავისუფალი
განვითარების უფლება. ის ასევე მოიცავს უფლებას აირჩიოს როდის, რა ვითარებაში
ან რა საშუალებებით უნდა გამოჩნდეს ადამიანი საჯაროდ. იგი მოიცავს შემდეგ
კონკრეტულ უფლებებს: საკუთარი სიტყვის უფლება, საკუთარი იმიჯის უფლება,
საკუთარი წარმოსახვის უფლება. ადამიანს აქვს სოციალური იდენტობის დაცვის
უფლება. ის იცავს ადამიანს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც
აზიანებს ადამიანის რეპუტაციას საზოგადოების თვალში. 22-ე მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, მონაცემთა დამმუშავებელი
ვალდებულია შეასწოროს, განაახლოს, დაამატოთ, დაბლოკოს, წაშალოს ან
გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის
განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება ხდება. განხორციელდა
კანონის საწინააღმდეგოდ კიდევ , ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით,
მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა აცნობოს მონაცემთა ყველა მიმღებს მონაცემთა
შესწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ.
მინისტრმა ნინო გაფრინდაშვილი საჯაროდ დაადანაშაულა. ადამიანს აქვს საკუთარი
თავის გამოხატვის უნარი. ეს ადამიანის უფლებას გულიხსმობს თავად
გადაწყვიტოს, სურს თუ არა თავისი პიროვნება, გარეგნობა თუ ხასიათი აჩვენოს
საზოგადოებას. ის ასევე მოიცავს უფლებას აირჩიოს როდის, რა ვითარებაში ან რა
ფორმით უნდა გამოჩნდეს ადამიანი საჯაროდ. იგი მოიცავს შემდეგ კონკრეტულ
უფლებებს: საკუთარი სიტყვის უფლება, საკუთარი იმიჯის უფლება, საკუთარი
პიროვნების უფლება.ვინაიდან მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ
შეიცავს რაიმე ფაქტობრივ საფუძველს, ის არასწორია, ნინო გაფრინდაშვილმა
შეიძლება მოითხოვოს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის
შეცვლა ან კიდევ გააკეთოს დამატებითი განცხადებები, რაც მას უფლებამოსილების
აღდგენაში დაეხმარება.

31.01.2022წ.

You might also like