Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

აპრილიდან აპრილამდე (მეორე ეპიზოდი)

გაკვეთილი დაიწყო ძია თომა ფეხზე წამოდგა, კუს მოზრდილი ბაკანი


ზარივით აარაკუნა და ის-ის იყო, პირველი გაკვეთილი უნდა დაეწყო,
რომ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, პირველკლასელი ტყუპები
- ბიბო და ბუბა ერთიმეორეს დაეძგერნენ. ისეთი მუშტი-კრივი
გააჩაღეს, რომ დამფრთხალმა ნუკრმა, ციყვმა და კატუნიამ კინაღამ
შინისკენ მოკურცხლეს. წერომ და ყანჩამ ფრთა ფრთას შემოჰკრეს,
ცაში აფრენა დააპირეს, მაგრამ ძია თომამ ბუები გააშველა და კლასიც
დაშოშმინდა.
- რა გაჩხუბებთ, შე კაცო, ძმები არა ხართ?
- ძმები ვართ! - ერთხმად თქვეს ტყუპებმა.
- მერე რა გაქვთ გასაყოფი? - რა გვაქვს გასაყოფი და, ბიბო ამბობს,
უფროსი მე ვარო.

- მერედა, არ იცით, რომელი ხართ უფროსი?


- ეჰ, ეგ რომ ვიცოდეთ! - თითქმის ერთდროულად თქვეს ძმებმა და
თავები ჩაქინდრეს,
- ჩვენ ხომ ტყუპები ვართ...
ძია თომა ამ ამბავმა ღრმად ჩააფიქრა. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს ეს
უთხრა ტყუპებს:
- თქვენს შორის ის იქნება უფროსი, ვინც ახლა ყველაზე კარგ ლექსს
იტყვის! ბიბომ ბუბას გადახედა, ბუბამ - ბიბოს, აღმოჩნდა, რომ არც
ბიბომ იცოდა ლექსები და არც ბუბამ. ძია თომა სიის ამოკითხვას
შეუდგა.
- შვლის ნუკრი! შვლის ნუკრი თვალების ფახულით წინ წამოდგა და
წყნარად თქვა: - აქ ვარ, პატივცემულო!
- მგელუკა! ხმა არავის ამოუღია. - მგელუკა! ხმა არავის ამოუღია.
- მგელუკა არ არის! კარგი და პატიოსანი, - თქვა დათუნიამ ჯირკზე
ხავსიანი ქვა დადო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძია თომა მგელს „არას”
უწერდა.
- კურდღელი! - აქ ვარ. - წერო! - ავად არის, - დაიძახა ყანჩამ. კლასი
აწრიალდა. ძია თომას თავი არ აუწევია, ისე თქვა:
- ცნობას მომიტანს ექიმისაგან!..
- ექიმიც ავად არის! - ჩაიქირქილა ყანჩამ. ძია თომას არც ახლა აუწევია
თავი და წყნარად თქვა: - ყანჩა გამოვა და ტყუილის თქმისთვის ცალ
ფეხზე დადგება!
- ბიბო! კრინტი არავის დაუძრავს. - ბუბა! ხმა არც ახლა ამოუღია
ვინმეს.
- არ გესმით? - იკითხა ძია თომამ.
- ჩვენ ძმები ვართ - წამოდგნენ ტყუპები, - ამიტომ სიაშიც ყოველთვის
ერთად უნდა ვიყოთ!.. დათუნიამ სათვალე მოიხსნა და ტყუპებს
ღიმილით გახედა.
თვალებგაბრწყინებულმა ბიბომ და ბუბამ ლექსივით ჩაარაკრაკეს. - აქ
ვართ! აქ ვართ! ძია თომამ არყის ხის თეთრი ქერქის ჟურნალი დახურა
და გაკვეთილის ახსნა დაიწყო.

 გაიხსენეთ, პერსონაჟები ბუბა და ბიბო როგორ საკლასო ოთახში


შეიყვანა ძია თომამ?
 სად იყო სკოლა, საკლასო ოთახი?
 როგორი მერხები და სკამები იდგა კლასში?
 ვინ სწავლობდა მათთან ერთად?
 უხაროდათ ბიბოსა და ბუბას სკოლაში ყოფნა თუ არა?
რატომ იჩხუბეს ტყუპებმა?

დავალებაზე მუშაობა და პრეზენტაცია (ორშაბათისთვის)


· როგორ გამოიყურებიან ისინი, როგორი გარეგნობა აქვთ მათ?
წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და დახატეთ, როგორი იქნებოდა
ბიბოსა და ბუბას პირველი დღე
სკოლაში.

You might also like