Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 21

უსიერ ტყეში

მოგესალმებით. მე გაგაცნობთ ტყისმჭრელის ჩვენებას.


დაკითხვაზე ტყისმჭრელმა განაცხადა, რომ ჩვეულებისამებრ
დილით,იამასანისკენ მიმავალ გზიდან ოთხი-ხუთი ტიოს მოშორებით,
ტყეში გარდაცვლილი ადამიანი იპოვა. გვამს აღენიშნებოდა ერთი
ჭრილობა შიგ გულში, ეცვა ცისფერი სუიკანი და ეხურა გაცვეთილი ქუდი.
დანაშაულის ადგილზე ტყისმჭრელი თქმით გვამთან ახლოს ეგდო
ბაწარი და სავარცხელი, რომელიც მკველობის ადგილიდან
ამოღებულია და გამოძიებისთვის ნივთმტკიცებას წარმოადგენს.
სავარცხლის და ბაწრის გარდა, მკველობის ადგილზე, ტყისმჭრელმა
ასევე შეამჩნია, რომ ბალახი და ფოთლები გვარიანად იყო მოფენილი.
კითხვაზე თუ სად გაქრა ცხენი, მოწმემ განაცხადა, რომ ცხენის სავალი
გზა მოშორებითაა და უსიერ ტყეში ის ვერ გაივლიდა. მაგრამ ყველაზე
მეტად, რამაც ტყისმჭრელი დააფიქრა და გააკვირვა იყო გვამის
ჭრილობაზე არსებული კრაზანა, რომელიც მის მიახლოებაზე არც კი
აფართხალებულა.

ეს არის ტყისმჭრელის მიერ მოყოლილი ფაქტები, ეხლა ჩვენ ერთად


უნდა გავაანალიზოთ და დავსვათ კითხვები.

კითხვები, რომელიც დარბაზს უნდა დაუსვათ


1. დარბაზს- როგორ ფიქრობთ, ტყისმჭრელი ტყუის და ის
ეჭვიტანილად შეიძლება ჩაითვალოს?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ტყისმცველს გააჩნია ალიბი- ის ამბობს, რომ


ჩვეულებისამებრ, რაც ნიშნავს, რომ ტყისმჭრელისთვის ტყეში სიარული
ერთგვარი სამსახურია და რომ ტყეში ხის საჭრელად დილით დადიან.

2. დარბაზს-შეიძლებოდა თუ არა ტყისმკვლელს მოეკლა წინა დღეს,


ვთქვათ საღამოს და მეორე დღეს “ეთამაშა” ვითომ აღმოაჩინა?
(დარბაზის პასუხი)
მსჯელობა- -ვფიქრობთ რომ არა და აი, რატომ

3.დარბაზს-თქვენი აზრით, რომელ საათზე დადიან ტყისმჭრელები


ტყეში?
(დარბაზის პასუხი)

4.რომელ საათამდე შეიძლება უსიერ ტყეში ვთქვათ, ისეირნო, სადაც


მზე ისედაც ცუდად აღწევს და დაბურულია ყველაფერი?
(დარბაზის პასუხი)

-მსჯელობა-ანუ მკველობა ტყისმჭრელს უნდა ჩაედინა ვთქვათ დილის


7საათიდან 5საათამდე, იმიტომ რომ 5საათის მერე უსიერ ტყეში ბნელა
იმისთვის, რომ შიგ გულში ერთი გასროლით მოეკლა ადამიანი, მაშინ
ძალიან მაგარი სნაიპერი უნდა ყოფილიყო. გასათვალისწინებელია
ისიც, რომ სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით არ არის მიყენებული. ნუ,
დავუშვათ რომ ტყისმჭრელმა წაიღო სხვა იარაღი. მაშინ, გამოდის რომ
ეს განზრახ მკველობაა.

5.დარბაზს-თქვენი აზრით, ვინ არის მოკლული? ტყისმჭრელი თუ ვინ?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ტყისმჭრელი ამბობს, რომ მოკლულს ეცვა ცისფერი სუიკანი


და ეხურა გაცრეცილი ქუდი. ცისფერი ნიშნავს, რომ ის წოდებით გლეხი
არ იყო, რადგან გლეხებს ღია ფერის ტანსაცმელი არ ეცვათ იაპონიაში,
რაც შეეხება გაცრეცილ ქუდს, ანუ საკმაოდ დიდი ხნის ნახმარს, ეს
მეტყველებს იმაზე, რომ თუმც სოციალური ფენით ტყისმჭრელზე მაღლა
დგას, მაგრამ მდიდარი არ არის.

6. დარბაზს-ვთქვათ, მსხვეპლი მისი სენ-სეი ანუ მებატონე იყო, მაშინ


რა მიზეზით შეიძლებოდა ის შეეტყუებინა ტყეში ტყისმჭრელს?
(დარბაზის პასუხი)

7.დარბაზს- ყველა ამ არგუმენტის შემდეგ, ტყისმჭრელი შევიყვანოთ


ეჭვმიტანილთა სიაში თუ მოვუხსნათ ბრალდება?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ეხლა გავყვეთ მის ჩვენებას :ნივთმტკიცებად გვაქვს თოკი და


სავარცხელი. ასევე ვიცით, რომ მკველობის ადგილზე ბალახი და
ფოთლები გვარიანად იყო მოფენილი და ცხენი არც კი დაუნახავს.

8.დარბაზს- რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- გამოდის რომ მკველობის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ


ერთი ადამიანი და სავარაუდოდ ქალი.

9. დარბაზს- როგორ ფიქრობთ, ქალმა გაუწია წინააღმდეგობა?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ვთქვათ ქალმა გაუწია წინააღმდეგობა მსხვეპლს,რადგან


ბალახი მოთელილია, მაშინ..

10. (დარბაზს)რა მომენტში იხმარა ქალმა სავარცხელი?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ვთქვათ ისინი შეყვარებულები იყვნენ, ან ცოლ-ქმარი და


ქალი მამაკაცს გაეპრანჭა, მოიწესრიგა თავი. თოკით ვინ ვინ დაააბა. თუ
მამაკაცმა დააბა ქალი, მაშინ მამაკაცი რატომ არის მსხვერპლი, თუ
ქალმა დააბა კაცი,ე.ი. ქალია მკვლელი? დავუშვათ ქალმა აჯობა, დააბა
და ისე მოკლა, მაშინ რატომ ეგდო თოკი გვამის გვერდით?

11. (დარბაზს)-თქვენ როგორ ფიქრობთ?


(დარბაზის პასუხი)

12. დარბაზს-ტყისმჭრელს მკველობაზე მეტად თუ გახსოვთ რა


გაუკვირდა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- კრაზანა არ შეფართხალდა, ეს კი ნიშნავს, რომ კრაზანა იყო


მკვდარი.

13. დარბაზს-შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრაზანამ დააჩქარა


სიკვდილი? ტყისმჭრელი კი ამბობს, რომ შიგ გულში იყო დაჭრილი,
მაგრამ ეს განსაზღვრება ცოტა პირობითია და რომ არა კრაზანა,
დროზე რომ აღმოჩენოდა დახმარება, მსხვერპლი გადარჩებოდა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- კრაზანას არსებობა მსხვეპლზე მკველობის დროზეც


მიუთითებს. რადგან მწერები და მათ შორის კრაზანა ღამით არ
დაფრინავენ, ე.ი. მკველობა მართლაც დაბინდებამდეა მომხდარი.
მოკლედ, ტყისმჭრელის ჩვენებიდან ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ,
1. მკველობა დილით ვერ მოხდებოდა, რადგან ტყისმჭრელების გარდა,
ნაკლებ სავარაუდოა ტყეში სასეირნოთ დილით ვინმე დადიოდეს და თუ
წყვილზეა საუბარი, მაშინ ისინი ალბათ შუა დღის მზეს შეაფარებდნენ
თავს უსიერ ტყეს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ტყე გზიდან
ოთხ-ხუთ ტიოს მოშორებითაა, ე.ი. დანაშაულის დრო შეიძლება
ვივარაუდოთ-
დაფაზე- 12 საათიდან 5 საათამდე.
2. .რომ მკველობის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა-ქალი
და რომ ის გაუჩინარდა.
დაფაზე-ეჭვიტანილია ქალი
3. გაუჩინარდა ასევე ცხენი.
დაფაზე-ცხენი
4. და რაც მთავარია არ გვაქვს მკველობის იარაღი.
დაფაზე-მკველობის იარაღი
და რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, მკველობის მოტივი ისევ
გაურკვეველია, რადგან ერთმანეთთან ლოგიკურად არ კავშირდება
თოკი და სავარცხელი.(დაფაზე წარწერა)
ეხლა სიტყვას გადავცემ ჩემს კოლეგას, რომელმაც მეორე მოწმეს, ბერს
ჩამოართვა ჩვენება და იმედია ჩვენს დასმულ კითხვებს ნაწილობრივ
მაინც გაეცემა პასუხი
ბერმა განაცხადა, რომ მკველობის დღეს, უფრო რომ დავაზუსტოთ,
ერთი დღით ადრე, ვიდრე ტყიმჭრელი გვამს იპოვიდა, შუადღისას
სეკიამიდან იამასინასკენ გზაზე მიმავალი ქალი და მამაკაცი დაიახა.
ქალს რიდე ჰქონდა ჩამოფარებული, ეხურა ფართოფარფლებიანი ქუდი
და ეცვა ყვავილებით მოჩითული აბრეშუმის კაბა. იჯდა ცხენზე,
რომელსაც ფაფარი ჰქონდა შეკრეჭილი და ერთი ციდით თუ იქნებოდა
ჩვეულებრივზე მაღალი. რაც შეეხება მამაკაცს, ბერის თქმით, მას ხმალი
ერტყა წელზე, ზურგზე კი მოგდებული ჰქონდა მშვილდი ოცამდე ისრით.
1. დარბაზს- შეიძლება თუ არა ბერი იყვეს ეჭვმიტანილი, შევიყვანოთ
ის ეჭვმიტანილთა სიაში, ხო თუ არა?
(დარბაზის პასუხი)
მსჯელობა- მოდით დავივიწყოთ რომ ბერია და გავყვეთ მის ნაამბობს.
მან წყვილი დაინახა სუკიამიდან იამასანისაკენ მიმავალ გზაზე.
ტყისმჭრელმა გვამი აღმოაჩინა იამასანისაკენ ოდნავ მოშორებით,
გამოდის, რომ ბერმა პირველმა ნახა ისინი წინა დღით და თან შუადღეს.
2.დარბაზს- ბერი კონკრეტულ დროს არ ასახელებს, ამბობს შუადღეს.
რომელი საათი უნდა ვიგულისხმოთ-12დან 3 საათამდე?
(დარბაზის პასუხი)
მსჯელობა- თუ 12დან-3 სთ.შუადღეა და თუ წინა გამომძიებლის
დასკვნების შედეგად საბოლოო საათი 5 საათია, რადგან 6-ზე უკვე ბნელა
უსიერ ტყეში, ე.ი. მკველობის დროდ- 3 დან 5 საათი, ან 2დან 5 საათი უნდა
ვივარაუდოთ.
დაფაზე- მკველობის დრო 2-5სთ., ან 3-5საათი

მსჯელობა- სუკიამიდან იამასანისკენ გზას დრო სჭირდება. ვივარაუდოთ


ნახევარი საათი და კიდევ იამასანიდან ოთხი-ხუთი ტიოთი დაშორებულ
ტყეში შესვლას, ნუ ვთქვათ, ესეც ნახევარი საათი. ამ დროისთვის
ტყისმჭრელი ტყეში წესით აღარ უნდა ყოფილიყო, თავისი საქმე
დამთავრებული უნდა ჰქონოდა. ვარაუდი, რომ ტყისმჭრელს არ შეეძლო
მოკლვლა, გამართლა.
3.მაგრამ, მკველობის სავარაუდო საათების გათვალისწინებით,
შეეძლო თუ არა ბერს მკველობის ჩადენა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა. თუმც ბერი არ აკონკრეტებს თავად


ცხენით მგზავრობდა თუ ფეხით, მაგრამ მათი ცხოვრების წესიდან
გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფეხით მიუყვებოდა გზას. ხოლო,
ფეხით მოსიარულე ბერი რამდენ ხანში დაეწეოდა ცხენზე ამხედრებულს,
თუ დაეწეოდა საერთოდ. ასევე მათი რელიგიური სამოსიდან
გამომდინარე, არც თოკი აქვთ წელზე შემორტყმული, ეს თოკი მაინც რომ
დააკავშირო ცხედართან ნაპოვნ ნივთმტკიცებას.
ბერის ნაამბობიდან ასევე ვიგებთ, ცხენი ზომაზე მეტად ოდნავ დიდი იყო,
რაც უსიერ ტყეში სიარულისთვის არაკომფორტულია, მაგრამ იქნებ
შეცდა წინა გამომძიებელი, როდესაც მოთელილი ბალახი და ფოთლები
ჩხუბის შედეგად ჩათვალა, იქნებ ეს ცხენის მიერ გათელილი ბალახია?
4.როგორ ფიქრობთ ბრძოლის კვალია, თუ ცხენის და რატომ?
(დარბაზის პასუხი)

და საერთოდ, საიდან გაჩნდა მკველობის ადგილას თოკი, ბერი არ


ახსენებს თოკს. ბერი ახსენებს მშვილდ- ისრებს, რომელიც არ არის
ამოღებული მკველობის ადგილიდან. რაც წყვილს არ ჰქონდა, ის გაჩნდა,
ხოლო რაც ჰქონდათ ,ის გაქრა.

5. დარბაზს-კითხვაზე-თუ სად გაქრა მშვილდ-ისარი, ლოგიკურია


მიპასუხებთ, რომ...
(დარბაზის პასუხი)
6. მაგრამ თუ წინა გამოძიების შედეგად ეჭვმიტანილი ქალია, ე.ი.
მშვილდ-ისარი ქალმა წაიღო. სავარცხელი დატოვა და მშვილდ-
ისარი წაიღო?
(დარბაზის პასუხი)

7. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში არავის გინახავთ ისრით


დაჭრილი ადამიანი, მაგრამ ფილმებში ვის გინახავთ და ვის
შეუძლია აღწეროს ისრით დაჭრის პროცესი
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-მოკლედ, თუ დაჭრის მომენტში ადგილზე ვერ ხერხდება


მკურნალობა, ისარს თავს ატეხენ და ტოვებენ ჭრილობაში, რომ არ
მოხდეს დაჭრილის სისხლისგან დაცლა. ეი. ქალმა ტყეში შეიტყუა,
გაკოჭა, დაჭრა, ისარი ამოაცალა და წამებში მოკლა. არც კი აცოცხლა
ისარგადატეხილით.
8. დარბაზს- ასეთი რა შეეძლო დაეშავებინა ქმარს ან შეყვარებულს?
(დარბაზის პასუხი)

9. (დარბაზს)ცივსისხლიან მკველთან გვაქვს საქმე, თუ ქალი


უდანაშაულოა და სხვა მოწმის დაკითხვით შეიძლება ვიპოვოთ
რეალური მკვლელი?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ვნახოთ რა გვეტყვის შემდეგი გამომძიებელი, მაგრამ მანამდე


შევაჯამოთ ბერის ნაამბობი და შევიტანოთ ჩასწორება დაფაზე
1. მკველობა შუადღის შემდეგ მოხდა 3-5საათამდე და არა 12დან
3საათამდე (დაფაზე ჩასწორება)
2. ეჭვმიტანილად ისევ ქალი რჩება.
3. ცხენის კვალს ისევ ვერ მივაგენით, ამიტომ ცხენიც რჩება დაფაზე.
4. მკველობის იარაღი ნივთმტკიცებად კვლავ არ გვაქვს, მაგრამ
სამაგიეროდ თეორიულად მშვილდი ოცი ისრით ივარაუდება.(დაფაზე-
ჩასწორება)
5. თოკს და სავარცხელს ისევ ვერ მოვუძებნეთ ლოგიკური ახსნა
სამაგიეროდ გამოიკვეთა ახალი დეტალები
მოთელილი ბალახი შეიძლება ცხენის ყოფილიყო

ჩაფარი ანუ დაბალი ჩინის პოლიციელი, მე დავკითხე. ის ამაყობდა


იმით, რომ ცნობილი ავაზაკი ტაძემარუა შეიყრო გუშინ საღამოს რვა
საათზე, ავადაგუტისთან, ქვის ხიდზე, რომელიც ცხენიდან
გადმოვარდნილიყო და კვნესოდა. ჩაფარის თქმით, ავაზაკს ეცვა ლურჯი
სუიკანი და თუ ადრე ტაძემარუას იარაღს ხმალი წარმოადგენდა, ეხლა
მის აღჭურვილობას მხოლოდ ტყავგადაკრული მშვილდი, შავად
გადაკრული კაპარჭი და ოქროსთმიანი ჩვიდმეტი ისარი დამატებოდა,
რომელიც მისი მტკიცებით, მოკლულს ეკუთვნოდა. ჩაფარის თქმით,
სხვების გადმოცემაზე დაყრდნობით, ტაძემარუა ცნობილი ავაზაკი და
ქალების მუსუსია. ასევე სხვების გადმოცემით, მან ერთ-ერთი ტაძრის უკან
მლოცველი ქალი და გოგო მოკლა. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა
ჩაფარის მონათხრობში არის ის, რაც ჩვენების ბოლოს მან განაცხადა-
ვთქვათ მამაკაცი ტაძემარუამ მოკლა, სად არის ქალი. ესეც
გამოსაძიებელია?
1. დარბაზს- რას ნიშნავს “ვთქვათ”. რატომ არ არის დარწმუნებული
ჩაფარი, რომ ცნობილი ავაზაკი მკველობას ჩაიდენდა ?
(დარბაზის პასუხი)

2. დარბაზს- რატომ ამბობს ჩაფარი “ესეც” გამოსაძიებელია. რა


არის გამოსაძიებელი ქალის გაუჩინარების იქით?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ჩაფარის თქმით ტაძემარუა ცნობილი მუსუსია და თუმც სხვები


მკველობას მიაწერენ, მხოლოდ ქალების და არა კაცების. ამიტომაც
ამბობს მშვილდ-ისართან დაკავშირებით ჩაფარი, რომ ეს მოკლულის
მშვილდისარია და არა ტაძემარუას მსხვერპლის. ამიტომაც არ სჯერა
ტაძემარუას მიერ იყოს ჩადენილი მკვლელობა.
თუ ჩაფარის სიტყვებს ყურადღებას მივაქცევთ და წამით დავიჯერებთ
რომ ავაზაკი მკველი არ არის...

3.დარბაზს-მაშინ საიდან გაჩნდა ავაზაკთან ცხენი და მშვილდ-ისარი


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ვთქვათ გაქურდა და არ მოკლა. მაშინ


2სთ-დან 5 საათამდე დიდი დროა.. უფრო სწორად, თუ 5 საათამდე მოხდა
მკვლელობა და ვთქვათ, ის ტაძემარუას არ ჩაუდენია, უბრალოდ
გაქურდა და მკველობის ადგილიდან ავადაგუტის ხიდამდე დასჭირდა
ერთი საათი, რადგან გაქურდული ცხენით იყო და არა ფეხით, მაშინ სად
გაატარა მან დანარჩენი დრო რვა საათამდე?
ანუ, დაფაზე-3-5სთ-მდე გაქურდვა
5-6სთ-მდე ტაძემარუას ხიდამდე მისვლა
დარჩენილი 2საათი-?
4.დარბაზს-თქვენი აზრით, სად შეიძლება ყოფილიყო ტაძემარუა იმ
ორი საათის განმავლობაში?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- არ ვიცით, რადგან მთავარი გამოგვრჩა. ბერმა, რომელმაც


წყვილი შუადღით შეამჩნია, არ შეუმჩნევია ცნობილი ავაზაკი, გამოდის,
რომ ის იქ არ იყო. ავაზაკი ამ წყვილს მოგვიანებით შეხვდა და ვთქვათ
აედევნა, ტყეში შეუმჩნევლად შეჰყვა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ,
რომ ის ქალების მუსუსია, მაშინ ეს ვერსია კიდევ ლოგიკურია, მაგრამ...

5.დარბაზს-რა დროს იხმარა თოკი?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-კარგით, ვთქვათ, უკან მიეპარა მამაკაცს და დააბა ქალს რომ


დაუფლებოდა.

6.კითხვა დარბაზს-სავარცხელი როდის იხმარა ქალმა, მის


მოძალადეს გაეპრანჭა?
(დარბაზის პასუხი)

7.დარბაზს- კიდევ ერთი კითხვა- ქალზე იძალადა, კაცი არ მოკლა,


უბრალოდ დააბა, მშვილდ-ისარი და ხმალი წაართვა და გაქრა,
წავიდა. მაშინ ვინ მოკლა კაცი? და თუ მოკვლა უნდოდა, რატომ არ
მოკლა ორივე, რატომ დატოვა ქალი მოწმედ, რომელიც გაქრა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ეხლა დავუშვათ, რომ ჩაფარი ცდება და ტაძემარუა მკვლელი,

8.დარბაზს კითხვა-მაშინ რა მოტივით მოკლა კაცი, თუკი თოკით


დაბმული, ის თავის სურვილის ასრულებაში ხელს სულაც არ
უშლიდა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ვთქვათ ნაძირალაა და მოკლა. მკველობის იარაღად რა


გამოიყენა. არ დაგვავიწყდეს, რომ მსხვერპლს ერთი სასიკვდილო
ჭრილობა აქვს მიყენებული.

9.დარბაზს- თუ ხმლით, მაშინ სად გაქრა ხმალი, თუ ისრით, მაშინ ოცი


ისრიდან, როგორც ბერმა აღნიშნა, რატომ გვაქვს
ნივთმტკიცებულებად მხოლოდ ჩვიდმეტი?
(დარბაზის პასუხი)
მსჯელობა-უფრო სარწმუნოა ბერი ცდებოდეს და ოცი ისარი პირობითად
ეთქვა, ვიდრე ის რომ ავაზაკმა ორი ააცდინა, მესამე მოარტყა, გულში
ჩარჩენილი ამოაძრო, აცდენილი ისრები ბალახში იპოვა და მერე
როგორც ნივთმტკიცება გადააგდო. მაგრამ თუ ამ ლოგიკას გავყვებით...

10.დარბაზს-მაშინ რატომ დაიტოვა ცხენი და მშვილდ-ისრები, ისინიც


ხომ მოკლულის საკუთრება იყო?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- მოდით შევაჯამოთ-


1. მკველობის დრო იგივე რჩება
2. ეჭვმიტანილ ქალს დაემატა ახალი ეჭვმიტანილი ტაძემარუა
3. ცხენი მოიძებნა და ამიტომ წავშალოთ
4. მკველობის იარაღად მშვილდ-ისრის ვერსია ისევ რჩება
5. თოკს მოვუძებნეთ ახსნა და ამიტომ წავშალოთ
და თუმც რაღაც გავარკვიეთ, ხმალი, ქალი და სავარცხელი ისევ
გაურკვეველი დაგვრჩა. იმედია შემდეგი გამომძიებელი ახალ დეტალებს
დაამატებს.
ქალი, რომელიც მე დავკითხე, მოკლულის სიდედრი და ეჭვმიტანილი
ქალის დედა აღმოჩნდა. მისი ნაამბობიდან გაირკვა, რომ მისი სიძე
26წლის მშვიდი, თვინიერი ადამიანი იყო, რომ არ შეეძლო არავის
წყენინება, თუმც სამურაი გახლდათ, მაგრამ რაც შეეხება გოგოს, მის
შვილს-ის 19 წლისაა, თამამია და არც ერთ მამაკაცს არ ჩაუვარდება
ხელში და თანაც მეუღლე მისი პირველი სიყვარული იყო.
მსჯელობა-ამ ქალის მონათხრობიდან გამომდინარე ჩვენი ვარაუდები
თავდაყირა დადგა
1. დარბაზს -როგორ ფიქრობთ იტყუება ქალი და თუ ხო, მაშინ რას?
(დარბაზის პასუხი)

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტყუება, რადგან


1. სამურაოს მოკვლა არც ისე ადვილია, არაფერი რომ არ ვთქვათ
თოკით დაბმაზე
2. თვინიერი, ლმობიერი და თან სამურაი?
3. სამურაი და გაცრეცილი ქუდი? სამურაები საკმაოდ კარგი ქონების
პატრონნი იყვნენ.

2. დარბაზს- მაშინ რაში სჭირდება ქალს ეს ტყუილი?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-დავუშვათ ქალს სჭირდებოდა სიძის რეპუტაციის ამაღლება


საზოგადოების თვალში, რომ ის ტყეში მოტყუებით გაკოჭილი კი არ არის
მოკლული, არამედ, როგორც სამურაი ავაზაკთან ბრძოლაში დაიღუპა.

3. დარბაზს-რაში სწირდება იმის ხაზგასმა, რომ მისი 19 წლის გოგოს


ეს პირველი სიყვარულია, თუმც იქვე დასძენს, რომ არც ერთ
მამაკაცს არ ჩაუვარდება ხელებში?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ქალის ნათქვამი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მისი შვილი თავს


იცავდა სიძის თავდასხმისგან და რომ კი არ მოკლა, არამედ შემოაკვდა.
ან იქნებ, ქალი ცდილობს მისი შვილის შელახული სახელის აღდგენას,
რომ ქმარი იმიტომ კი არ მოკლა, რომ სხვა მამაკაცთან გაქცეულიყო,
არამედ, უყვარდა და იმიტომ გაიქცა, რომ....
და რატომ გაიქცა ჩვენ ყოველშემთხვევაში არ ვიცით, მაგრამ ქალი
კვლავ ეჭვიტანილად რჩება. იმედია შემდეგი გამომძიებელი დაამატებს
რეალურ ფაქტებს.

ჩემი მოწმე მკვლელია. მე მისი აღიარებითი ჩვენება ჩავიწერე. ეს ყაჩაღი


ტაძემარუა, რომელმაც უსირცხვოდ გამომიცხადა, რომ კაცი ნამდვილად
მან მოკლა, მაგრამ ქალი არა.

1. დარბაზს-შეიძლება ვენდოთ მის ჩვენებას?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ვენდოთ განა იმიტომ, რომ თუ კაცის მკველობა აღიარა,


ქალისასაც აღიარებდა, არამედ იმიტომ, რომ თუ ქმარი მოკლა და არ
გადამალა, ქალს რატომ გადამალავდა?
ავაზაკი ყვება, რომ წყვილს სამხრობისას შეხვდა.

2. დარბაზს- ეს რომელი საათია დაახლოებით?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ეს არის საღამოს ლოცვამდე დროის მონაკვეთი, ანუ 5 საათი.


ტაძემურას ეს ჩვენება ცვლის წინა გამომძიებლების მკველობის საათების
ვარაუდს, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. უბრალოდ
დავიმახსოვროთ, რომ 5 საათამდე მკვლელობა არ მომხდარა.
ტაძემურას თქმით, როდესაც ქარმა წამიერად ქალის სახეზე
ჩამოფარებული აბრეშუმის საბურველი აუფრიალა, ამ ქალის სახე
ბოდისატვას ხატებას მიამსგავსა, რომელმაც წამიერად გაიელვა და
გაქრა. რას ნიშნავს იაპონელისთვის ბოდისატვას ხატება, ამაზეც მერე
ვისაუბროთ. აქ უბრალოდ უნდა ავღნიშნოთ, რომ ავაზაკი არ ტყუის ,
ოღონდ რაში?

3. დარბაზს- შეგიძლიათ გაიხსენოთ ვის ჩვენებას ემთხვევა ქალის


აღწერილობა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ბერიც იგივეს ყვება ქალის ჩაცმულობაზე- ქალის სახეზე


ჩამოფარებული აბრეშუმის საბურველი. ავაზაკი ამ შემთხვევაში არ
იტყუება.
კარგით, მოდით გავყვეთ მის ჩვენებას. ქალის დანახვისას, მას მისი
დამორჩილება ისე მოუნდა, რომ ქმრის მოკვლაზეც იყო თანახმა.
ყოველთვის ასე ხდებაო, ირონიულადაც კი გამოგვიცხადა-თუ ქალი
გინდა დაიმორჩილო, კაცი ყოველთვის უნდა მოკლაო, მაგრამ აქვე
დაამატა, რომ “ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე უკმაყოფილო
ვიქნებოდი, თუკი შევძლებდი ქალის ისე დამორჩილებას, რომ მამაკაცი
არ შემომკვდომოდა”

4. დარბაზს- როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს უკმაყოფილო სულაც არ


ვიქნებოდი? მას რა მკველობა სიამოვნებას ანიჭებს?
(დარბაზის პასუხი)

ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ მომენტში ის ტყუის, უფრო სწორად ტრაბახობს,


რადგან ის საზოგადოებაში ავაზაკის სახელითაა ცნობილი და არა
მკვლელის. ჩაფარი კი ამბობს, ეკლესიის უკან ქალები დახოცაო, მაგრამ
პოლიციელს ფაქტები არ აქვს, ის სხვის გავრცელებულ ჭორებზე
დაყრდნობით საუბრობს. ქალები უყვარსო, ამბობს, მუსუსიაო, მაგრამ
მაინც ავაზაკად არის ცნობილი. და თან, თუ კაცი ყოველთვის უნდა
მოკლა, ქალი რომ დაიმორჩილო, ამ შემთხვევაში რატომ დაარღვია
ტრადიცია. შეიძლება ვცდები, ვნახოთ.

5. დარბაზს- ვცდები? თქვენი აზრით მკვლელია თუ ავაზაკი?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ჩემთვის ის ავაზაკია, ვნახოთ ვისი ვერსიაა სწორი.


გავაგრძელოთ. ტაძემარუმ გეგმა შეიმუშავა მათი ტყეში შესატყუებლად.
გზაში აედევნა და მოყოლა დაუწყო, თუ როგორ მიაგნო ყორღანს და იქ
ჩაფლულ საგანძურს-სარკეს და ხმალს და თუ მსურველს მიაგნებდა,
მიჰყიდდა კიდეც. “ნახევარი საათიც არ იყო გასულიო, რომ ცხენები
მოაბრუნეს და ჩემთან ერთად დადგნენ მთის ბილიკსო”, ამბობს
ტაძემარუ.

6. დარბაზს-კითხვა მაქვს თქვენთან-უცხო ადამიანს, გზაში


ადევნებულს, ჩავთვალოთ რომ ცნობილ ავაზაკს არ ცნობთ სახეზე,
გაყვებოდით მთის ბილიკზე სარკის და ხმლის შესაძენად და ისიც
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არაკანონიერი შენაძენია და ისიც
უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ სამხარზე ანუ 5 საათზე ისინი
შეხვდნენ ერთმანეთს, ნახევარი საათის შემდეგ კი მოაბრუნეს
ცხენები, ე.ი. 6-ის ნახევარზე დაადგნენ გზას. მოკლულის სახით,
როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ხარბი, ასე უწოდებს ავაზაკი მოკლულს. ავაზაკისთვისაც კი


ამაზრზენი და მიუღებელია ადამიანის ეს გრძნობა. მთის ბილიკის
დასასრულს და ტყის დასაწყისში ავაზაკმა წყვილს გამოუცხადა, რომ
ტყეში ღრმად აქვს ჩაფლული განძი და მისივე თქმით, კაცი წამითაც არ
დაფიქრებულა, ისე დათანხმა ტყეში შეყოლას, ქალმა კი არც ცხენიდან
ისურვა ჩამოსვლა და არც გამოყოლაო. წინდახედულება გამოიჩინაო
ქალმა, რადგან ხედავდა, რომ ტყე ძალიან დაბურული იყოო.
6-ის ნახევარზე დაადგნენ გზას. თუ უფრო გვიან არა, 6სთ-ზე უნდა
ყოფილიყვნენ ტყის დასაწყისში და ტყის სიღმეში შესვლას მინიმუმ
ნახევარი საათი ხომ მაინც უნდა, თან დაბურულ ტყეში 6 სთ-ზე
სარკისთვის და ხმლისთვის მიყვება უცხოს, გასაგებია ხარბია, გასაგებია
არ ეშინია, სიდედრს თუ დავუჯერებთ სამურაია.

7. დარბაზს-თქვენ როგორ ფიქრობთ, ცოლი რატომ არ მიყვება,


სამურაის იმედი არ აქვს და თავისთავის იმედი უფრო აქვს 6საათზე
ტყეში, მთის ბილიკზე მარტო დარჩენილს?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ტყის სიღმეში შეტყუებულ მსხვეპლს, რომელიც როგორც


თავად ამბობს ერთი სული ჰქონდა განძის ნახვის და შეძენისო, თოკით
აბამს, პირს ბამბუკის ფოთლებით უვსებს, ხმა რომ არ გამოსცეს და
ცოლთან ბრუნდება. ცოლს ატყუებს, თითქოს მისი თანამგზავრი
შეუძლოდ გახდა და ქალიც ხელმოკიდებული მიყვება ავაზაკს ქმრის
სანახავად.

8. დარბაზს- ქალმა, რომელმაც წინდახედულება გამოიჩინა, რატომ


დაიჯერა ასე უცებ მისი ქმრის ცუდად ყოფნა? რას გვეუბნება ეს
ფაქტი- ის რომ მზრუნველი ცოლია თუ ის რომ მისი ქმარი ფიზიკური
სიძლიერით არ გამოირჩევა და მართლაც ადვილი შესაძლებელი
იყო ამხელა გზას ის ცუდად გაეხადა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ტაძემაროს თქმით, გაკოჭილი ქმარი როგორც კი ქალმა


დაინახა, მაშინვე ჯიბეში ჩაიყო ხელი და იძრო პატარა ხანჯალი.

9. დარბაზს- რატომ უნდა ედოს ქალს ჯიბეში თუნდაც პატარა


ხანჯალი, როდესაც გვერდით მოყვება მამაკაცი ხმლით და მშვილდ-
ისრით შეიარაღებული?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-”არასოდეს შემხვედრია ასეთი თავზეხელაღებული, მამაცი


ქალი. რომ არ მემარჯვა, მუცელში დაჭრა არ ამცდებოდა. პირველი
შემოტევა ავიცილე, მაგრამ ქალი გააფთრებით იქნევდა და იქნევდა
ხანჯალს. სულერთი იყო მისთვის, სად მიმარჯვებდა, ოღონდ როგორმე
დავეჭერი”- ეს არის ტაძემარუს ჩვენებიდან ამონაწერი, მაგრამ ქალის ეს
საქციელი წინდახედული და გონიერი ქალის საქციელს არ ჰგავს,
პირიქით, იმპულსებს, სიფიცხეს და ბრაზს აყოლილი ადამიანის
მოქმედებაა.

10. დარბაზს-თქვენი აზრით, რა შეცდომა დაუშვა ქალმა?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-რა თქმა უნდა მიაღწია ტაძემარუმ თავის საწადელს და თან


ქმრის თვალწინ, მაგრამ თავის ამ საქციელთან დაკავშირებით, ძალიან
საინტერესო და ვიტყოდი მნიშვნელოვანი რაღაც თქვა-”ქმარი
სიცოცხლეს არ გამომისალმებია, მე ამის შემდეგაც არ ვაპირებდი მის
მოკვლას”. მას რომ მამაკაცის მოკვლა არ სურდა, ამას მეორეჯელ
ამბობს, მაგრამ აქ კიდევ ამატებს, რომ მის შემდეგაცო. რაც იმას ნიშნავს,
რომ ვიღაცამ, ან რაღაცამ აიძულა მკველობის ჩადენა

11. დარბაზს- თქვენი აზრით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო რის


შედეგადაც ყაჩაღმა მოკლა მამაკაცი?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ტაძემარუს ჩვენებიდან ვიგებთ, რომ როგორც კი მან წასვლა


გადაწყვიტა, ქალი გიჯივით წამოენთო, ხელი მკლავში ჩაავლო და
ყვირილით უთხრა, რომ ერთ-ერთი მათთაგანი უნდა მომკვდარიყო, რომ
ორი მამაკაცის წინაშე შერცხვენა, მისთვის სიკვდილზე უარესია და
გაყვება იმას ცოლად, ვინც ცოცხალი დარჩება.

12. დარბაზს - თქვენი აზრით, რაში დასჭირდა ქალს ეს დუელი და


საერთოდ, რა არჩევანის წინაშე დააყენა ქალმა საკუთარი თავი?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- და ეს ავაზაკი ტაძემარუ დათანხმდა ქალის ამ მოთხოვნას და


როგორც თავად ამბობს, სწორედ მაშინ აღეძრა ამ კაცის მოკვლის
სურვილი.

13. დარბაზს- რატომ დათანხმა ტაძემარუ ქალის წინადადებას,


რატომ უნდოდა ამ ქალის ცოლობა?

მსჯელობა-ეხლა მე ერთ პატარა ეპიზოდს გამოვტოვებ, ამაზე


მოგვიანებით ვილაპარაკებთ, უბრალოდ მოკლედ გეტყვით, რომ
ტაძემარუმ მოკლა მამაკაცი, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ამბობს,
მაგრამ არა ლაჩრულად, თოკი შეხსნა და ხმალში გამოიწვია.

14. დარბაზს- დასაჯერებელია თქვენი აზრით ყაჩაღისგან ასეთი


რაინდული საქციელი?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მან ერთადერთმა შეძლო


თავისი ხმალი ოცდასამჯერ გადაეჯვარედინა ჩემს ხმალთან- ასეთ
ღირსეულ მეტოქედ ახასიათებს ავაზაკი მოკლულს. მაგრამ ეს ღირსეული
დახასიათებაა თუ პირიქით. როგორი ძლიერი ავაზაკიც არ უნდა
ყოფილიყო, სამურაის ხმლის 23 -ჯერ მოქნევამდე უნდა დაესრულებინა
საქმე, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პირიქით უნდა მომხდარიყო-ის
გადარჩენილიყო, ხოლო ყაჩაღი მომკვდარიყო.
15. დარბაზს- ლოგიკურია ჩემი მსჯელობა თუ თქვენ სხვა აზრი გაქვთ?
და აქვე მეორე კითხვაც- იქნებ ქალმა ამიტომაც შეაჯიბრა, იცოდა
ავაზაკი ქმარს რომ მოუკლავდა?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ქალი გაიქცა. ეს იყო ქალის მოტივი. მაგრამ ტაძემარუმ როცა


იქაურობა დატოვა, თქვა რომ მომაკვდავი კაცის ხროტინი გზადა-გზა
ესმოდა. გამოდის, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ამიტომაც
ჩათვალა, რომ ქალი დახმარებისთვის გაიქცა.

16. დარბაზს-დავიჯერო, მართლა კრაზანამ მოკლა?


9დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ტაძემარუმ აღიარა, რომ აიღო მისი ხმალი, მშვილდ-ისარი,


ასევე ცხენიც წაიყვანა, მაგრამ ქალაქში ხმლის გარეშე შევიდა. რა
მოიმოქმედა და სად იყო ქალაქში შევლამდე ამაზე ლაპარაკი ზედმეტი
ლაყბობა იქნებაო და გაჩუმდა.

17. დარბაზს- სად გააქრო ხმალი ტაძემარუმ და რა არ ღირდა


სალაპარაკოდ?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- რა თქმა უნდა გაყიდა და რა თქმა უნდა დალია, ამიტომაც


დაიჭირა ის ჩაფარმა ცხენიდან გადმოვარდნილი, რომელიც კვნესოდა.
კარგით, მოდით შევაჯამოთ
1. მკველობის დრო იცვლება- ვთქვათ, 6საათზე შედიან ისინი ტყეში,
რადგან ხომ გახსოვთ ნახევარი საათი ავაზაკი გზაში ელაპარაკებოდა,
ნახევარი საათი მთაზე და მერე ტყეში სიღმეში შესვლას დასჭირდებოდა
დრო და თანაც მკვლელობა ხომ უცებ არ მომხდარა. მაგრამ 8საათზე
დავიჭირეო, ამბობს ჩაფარი. ანუ ის ერთი თავისუფალი საათი-
მკვლელობიდან დაჭერამდე, ყაჩაღმა კიდევაც გაყიდა ხმალი, კიდევაც
დათვრა და კიდევაც ქალაქამდე მივიდა.

18. დარბაზს- გჯერათ ამის?


(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- მაგრამ ჩვენ ხომ დრო მხოლოდ მათი ჩვენებების მიხედვით


დავალაგეთ, გამოდის, რომ ვიღაც ტყუის. ვინ და რატომ? ეს იქნებ ამაში
შემდეგმა გამომძიებელმა გაგვარკვიოს.
მე ცოლის აღსარება უნდა გაგანდოთ, რომელიც მან კიემიძუს ტაძარში
მოძღვარს ჩააბარა.
ქალი არ მოყვა როგორ მოხვდნენ ტყეში. მან ამბის მოყოლა მისი
გაუპატიურების შემდეგ დაიწყო. მოყვა როგორ გადაიხარხარა ავაზაკმა ,
როგორც კი თავისი საწადელი აისრულა, მოყვა, როგორ ხედავდა ქმარს
გაკოჭილს, რომელიც განთავისუფლებას ცდილობდა. ხედავდა, რაც
მეტად ცდილობდა მისი ქმარი განთავისუფლებას , მით მეტად როგორ
ეჭდობოდა ხორცში თოკი. როგორ გაიწია მისკენ უნებლიედ....

1. დარბაზს- როგორ ფიქრობთ, რატომ იწყებს ქალი ამბის მოყოლას


შუიდან?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა- ხო. შეიძლება მისი ქმრის სიხარბის რცხვენია, შეიძლება


საკუთარი საქციელისაც რცხვენია უცხო კაცს რომ ენდო და ტყეში შეყვა,
ან შეიძლება მისი ისტორია სწორედ აქედან იწყება, უფრო სწორად,
მისთვის იწყება აქედან ეს ამბავი.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქმრისკენ უნებლიეთ გავიწიეო, უთქვამს
ქალს აღსარებაში

2. დარბაზს- უნებლიეთ რატომ და არა გააზრებულად. როგორი ახსნა


აქვს ქალის ამ სიტყვებს, თქვენი აზრით?
(დარბაზის პასუხი)
შემდეგ ცვლის სიტყვას ქალი და უნებლიეს “დავაპირეთი” ანაცვლებს,
მაგრამ ვერც ამან უშველა მის ქმარს, რადგან ქალს ყაჩაღის პანღური
მოხვდა და მიწას დაანარცხა. მიწას დანარცხებულმა ქმრის თვალებში
ისეთი ზიზღი და სიძულვილი დაინახა, რომ თავგანწირულმა შეჰკივლა
და გრძნობა დაკარგა, როდესაც გონს მოვიდა, ავაზაკი იქ აღარ იყო.
3. დარბაზს-მანამდე ძირითად დასკვნას გავაკეთებდეთ ქალის ამ
ეპიზოდიდან გამომდინარე, მოდით ერთ კითხვას დაგისვამთ-
რატომ შეიძლებოდა ქმარს ზიზღი გამოეხატა ქალის მიმართ, ის ხომ
ძალით დაიმორჩილეს, თუ ქმარს ეს ყველაფერი სხვაგვარად
მოეჩვენა?
(დარბაზის პასუხი)

4. დარბაზს-ამ ეპიზოდით ავაზაკს ქმარი არ მოუკლავს, მაშინ რაში


დასჭირდა მკვლელობის თავის თავზე აღება და თუ ქალი აფარებს
ხელს, ქალს რაში სჭირდება ეს?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-მოკლედ, ქალი რომ გონს მოვიდა და ქალმა რომ კაცის


თვალებში ისევ ზიზღი და სიძულვილი ამოიკითხა, მივიდა მასთან და
უთხრა. მის სიტყვებს სიტყვა-სიტყვით წაგიკითხავთ-”მომისმინეთ! იმის
შემდეგ, რაც მოხდა, არ შემიძლია თქვენთან დარჩენა. გადავწყვიტე
თავი მოვიკლა, მაგრამ... უნდა მოკვდეთ თქვენც. თქვენ იხილეთ ჩემი
შერცხვენა და თავის მოჭრა. ამის შემდეგ არ შემიძლია ცოცხალი
დაგტოვოთ”
საინტერესოა არა?

5. დარბაზს- ქალის გადაწყვეტილება თვითმკვლელობაზე და მისი


სიკვდილი, ხომ ჩამორეცხდა იმ ჭუჭყს , რა საჭირო იყო კაცის
სიკვდილი?
(დარბაზის პასუხი)

მსჯელობა-ქალმა რა თქმა უნდა იარაღს დაუწყო ძებნა, მაგრამ ხმალიც


და მშვილდ-ისარიც ყაჩაღს წაეღოო უთქვამს აღსარებაზე და მხოლოდ
ხანჯალი დაინახა მის ფერხთით. სწორედ ის ხანჯალი ავაზაკის თქმით
ქალმა მას რომ მოუქნია, მაგრამ ქალის ამ ამბავში საერთოდ რომ არ
ჩანს.

6. დარბაზს- ვთქვათ, ავაზაკმა კაცი რომ გაკოჭა ხმალიც, მშვილდ-


ისარიც და ხანჯალიც მაშინ ახსნა, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ეს
ხანჯალი მაინც და მაინც მის ფეხებთან და საერთოდ, რატომ არ
წაიღო ის ავაზაკმა? თქვენ რას იფიქრებდით?

მსჯელობა-ქმრის განთავისუფლება რა თქმა უნდა ქალს არც კი უცდია,


უნდა მოეკლა და აბა რატომ გაანთავისუფლებდა, მაგრამ მკვლელობის
წინ, სანამ ხანჯალს შიგ გულში ჩაარტყამდა, ბამბუკის ფოთლებისგან
ამოვსებული ქმრის პირიდან სიტყვა “მომკალი” გაიგონა. შემდეგ, ისევ
დაკარგა გონება და როდესაც გონზე მოვიდა თვითმკვლეობა სცადა, ჯერ
თოკით, რომელიც მისი ქმრის გვამს მოხსნა, შემდეგ ხანჯლით, შემდეგ
ტბაში დახრჩობაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ.ქალღმერთმა კნონმაც
ზურგი შემაქციაო, ასე ახსნა ცოცხლად დარჩენა და ყაჩაღისგან
ნამუსახდილი, ქმრის მკვლელი, სრული არარაობა ცოცხალი დადის.
სად?
7. დარბაზს- როგორ ფიქრობთ, მონასტერში?

მე გარდაცვლილის სული დავკითხე და მის ნაამბობს ეპიზოდებად


დავყოფ უფრო ნათლად რომ გამოიკვეთოს საბოლოო სურათი.

ეპიზოდი პირველი
ეს არის, როცა ყაჩაღმა მისი ცოლი დაიმორჩილა. ეს ამბავი გახსოვთ
არა, ცოლმა როგორ მოყვა? -მიბრუნდა ჩემი ქმრისკენ და ერთი
დამცინავად გადაიხარხარაო და რომ ჩემს ქმარს თოკი ძალიან
უჭერდაო, რომ უნებლიეთ მისკენ გავიწიეო და ავაზაკის პანღური
მომხვდაო.
ავაზაკმა კი რა თქვა?-წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ქალი გიჯივით მეცა და
მითხრა -ან შენ, ან ისო.
ეხლა გეტყვით რა თქვა ქმარმა-სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ მის
ნათქვამს-” ჩემი ცოლი რომ დაიმორჩილა, შემდეგ ყაჩაღი დაჯდა მიწაზე
მის გვერდით და ნუგეშისცემა დაუწყო. მე, რა თქმა უნდა, ხმაჩაწყვეტილი
ვიჯექი და პირი ბამბუკის ფოთლებით მქონდა გამოტენილი და ხეზე
მაგრად ვიყავი მიბმული. კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ის
ყურადღებით უსმენდა იმ ავაზაკს. იმის გაფიქრებაც კი, რომ ცოლი
მღალატობდა, მტანჯავდა და უმწეოდ ვიკლაკნებოდი. ყაჩაღი კი
მაცდური სიტყვებით ლამობდა ცოლის დაყოლიებას. ცოლმაც თანხმობა
მისცა და უთხრა-მაშ, წავიდეთ სადაც გენებოთო”.

არც ერთის ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა-თუმც ერთი დროა, ერთი


ამბავი და ერთი მომხდარი ფაქტი.
ეპიზოდი მეორე
ქმარი ამბობს, რომ ამის შემდეგ მისი ცოლი ხელჩაკიდებული გაყვა
ავაზაკს. გახსოვთ ავაზაკი როდის ამბობს ქალმა ხელი ჩამჭიდაო? ტყეში
რომ შეიყვანა ვითომ ქმრის დასახმარებლად. ცოლი მშვიდობიან
ხელისჩაკიდებას საერთოდ არ ახსენებს.
ეპიზოდი მესამე
ქმარი ყვება, რომ ტყიდან რომ უნდა გასულიყვნენ, ცოლი ყაჩაღს
მიუბრუნდა და ჩემზე უთხრა-მოკალი, არ შემიძლია შენთან ყოფნა,
მანამდე ის ცოცხალიაო”
ერთი შეხედვით თითქოს მსგავსებაა ქმრის მონაყოლსა და ავაზაკის
მონაყოლს შორის, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ავაზაკის
მონაყოლით, ქალი არჩევანის წინაშე აყენებს და დუელს ამართიებს,
ხოლო ქმრის თქმით, ქალი გადაჭრით მოითხოვს მის სიკვდილს.
ეპიზოდი მეოთხე
მოკალიო იკივლა ცოლმა და თან სახელურზე ჩაებღაუჭაო, ამას ამბობს
ქმარი, მაგრამ ავაზაკის თქმით ქალი მაშინ ჩაებღაუჭა სახელოზე,
როდესაც შეშლილივით წამოდგა და არჩევანის წინაშე დააყენა. ქალი
კვლავ დუმს ამ ფაქტზე.
ეპიზოდი მეხუთე
ქალის ბრძანებით ნათქვამი “მოკალის” შემდეგ, ქმარი ყვება, რომ
ავაზაკმა მის ცოლს არც ჰო უთხრა და არც არა და წიხლისკვრით მიაგდო
ფუჩქებში. გახსოვთ ხო ქალის ნათქვამი, ქმრისკენ რომ გავიწიე
უნებლიეთ, მაშინ მკრა წიხლი ავაზაკმაო. რაც შეეხება ავაზაკს, ის ამ
მომენტს საერთოდ არ ახსენებს.
ეპიზოდი მეექვსე
ქალის ამ სიტყვებით გაბრაზებული ავაზაკი ჩემსკენ მობრუნდა და
მკითხა- რა ვუყო ამ ქალს? მოვკლა თუ ვაპატიოო?
მიუხედავად იმისა, რომ ქმრის ეს სიტყვები ავაზაკის იმ რაინდულ
დეტალს გვახსენებს ავაზაკის მონაყოლით ქმართან შერკინებაში რომ
გამოიხატა, სხვა მსგავსება ნამდვილად არ არის. ქალი ისევ დუმს ამ
ეპიზოდზეც.
ეპიზოდი მეშვიდე
ქმრის თქმით, ცოლი სწორედ ამ მომენტში გაუჩინარდა, ანუ, როდესაც ის
ავაზაკის წინადადებაზე ჩაფიქრდა. ავაზაკი დაედევნა ცოლს, მაგრამ ვერ
იპოვა. მერე აიღო ჩემი ხანჯალი, მშვილდ-ისარი, გადაჭრა ჩემი თოკი და
გაუჩინარდაო.
ავაზაკმა თქვა, რომ მან მოკლა ქმარი.
ცოლმა თქვა, რომ მან მოკლა ქმარი
ქმარი ამბობს, რომ არც ცოლს და არც ავაზაკს ის არ მოუკლავს.
დარბაზს- ვინ მოკლა ქმარი?
(დარბაზის პასუხი)
ქმარი ამბობს, რომ მან თავად მოიკლა თავი სწორედ იმ ხანჯლით,
რომელიც მის ფერხთით ეგდო. იმ ხანჯლით, ქალმა რომ თქვა ჩემს
ფერხთით ეგდოო, იმ ხანჯლით, რომელიც არსად ჩანს.
მაგრამ...ისევ სიტყვა- სიტყვით წაგიკითხავთ ქმრის ნაამბობს:
“სწორედ იმ დროს ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა
შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ წყვდიადს ირგვლივ ყველაფერი შთაენთქა.
და ვიღაც.. ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაძრო გულში
ჩარჭობილი ხანჯალი!”

დარბაზს- თქვენი ვარაუდით-ვის აქვს ხანჯალი?

You might also like