6. დიზაინი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 20

-1-

შენიშვნა სწავლის პროცესთან დაკავშირებით: ამ მოდულის ასათვისებლად


დაგჭირდებათ დაახლოებით 2 საათი. სწავლის პროცესში, ყოველი ძირითადი
განყოფილების შემდეგ, შეგიძლიათ შეისვენოთ თქვენთვის მოსახერხებელ
დროს.

მოდული 6: დიზაინი

სწავლის შედეგები

ამ მოდულის შესწავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

1. განმარტოთ რა არის დიზაინი, დაახლოებით 50 სიტყვით;


2. განმარტოთ განსხვავება დიზაინსა და სასაქონლო ნიშანს შორის;
3. განმარტოთ განსხვავება დიზაინსა და პატენტს შორის;
4. განმარტოთ არარეგისტრირებული დიზაინის არსი და მნიშვნელობა;
5. ჩამოთვალოთ დიზაინით დაცვის სარგებელი: უფლების მფლობელისათვის,
პროდუქციის მომხმარებლისათვის, ეკონომიკისათვის;
6. ჩამოაყალიბოთ დიზაინის დაცვის მოთხოვნები;
7. აღწეროთ გზები, როგორ შეიძლება იყოს დაცული დიზაინი ეროვნულ
დონეზე და სხვა ქვეყნებში;
8. აღწეროთ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები;
9. აღწეროთ, როგორ დაიცვათ თქვენი დიზაინი საზღვარგარეთ;
10. განმარტოთ საქართველოში დიზაინის დაცვის სისტემის მახასიათებლები.

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-2-

შესავალი

ეს მოდული ეხება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის − დიზაინის


(ზოგიერთ ქვეყანაში − სამრეწველო დიზაინი) დაცვას. დიზაინის ცნება
განმარტებულია დიზაინის დაცვის შედეგად მიღებულ სარგებელთან ერთად.
ამ მოდულში ასევე აღწერილია დიზაინის დაცვის მოთხოვნები და დაცვის
სხვადასხვა საშუალებები.

რა არის დიზაინი?

დიზაინი არის პროდუქტის გარეგანი სახე, რომელსაც განსაზღვრავს ისეთი


ნიშნები, როგორებიცაა: ხაზები, ფერები ან მორთულობა.
დიზაინი შეიძლება შედგებოდეს ისეთი სამგანზომილებიანი ნიშნისაგან,
როგორიცაა, მაგალითად, პროდუქტის ფორმა ან ორგანზომილებიანი
ნიშნებისაგან, როგორებიცაა კონტურები, ხაზები, ან ფერი.
დიზაინები გამოიყენება სამრეწველო წესით დამზადებული ან ხელნაკეთი
პროდუქტების სხვადასხვა სფეროსთვის: მაჯის საათებიდან საიუველირო
ნაწარმიდან, მოდისა და ფუფუნების სხვა ნივთებიდან სამრეწველო და
სამედიცინო ხელსაწყოებამდე, საოჯახო ნივთებიდან, ავეჯიდან და
ელექტრული ხელსაწყოებიდან ავტომანქანებსა და არქიტექტურულ
კონსტრუქციებამდე, პრაქტიკული საგნებიდან და ტექსტილის დიზაინიდან,
დასვენებისათვის განკუთვნილ ნივთებამდე, როგორიცაა, მაგალითად,
სათამაშოები და შინაური ცხოველების აქსესუარები.

ორგანზომილებიანი დიზაინების მაგალითები:

საქართველოში რეგისტრირებული დიზაინები

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-3-

სამგანზომილებიანი დიზაინების მაგალითები

საქართველოში რეგისტრირებული დიზაინები

ზოგიერთი იურისდიქციით (ისევე, როგორც საქართველოში) სულ უფრო


გავრცელებადი ხდება ორგანზომილებიანი დიზაინის ისეთი სახეები,
როგორებიცაა მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისები (GUI) და სიმბო-
ლოები (პიქტოგრამები), რომლებიც ჩართულია ყველა სახის სამომხმარებლო
ტექნიკაში.

მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის და სიმბოლოს მაგალითები

ჰააგის სისტემით საქართველოში


საქართველოში რეგისტრირებული დიზაინი
დაცული დიზაინი

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-4-

აუდიოჩანაწერი 1: სასაქონლო ნიშნები, უმეტესად, ვიზუალური ნიშნებია,


რომლებიც დატანილია საქონელზე ან გამოიყენება მომსა-
ხურების შეთავაზებისას, ხოლო პატენტები ნაწარმის საგა-
მომგონებლო ასპექტების დასაცავად გამოიყენება.

რით განსხვავდება დიზაინი სასაქონლო ნიშნისაგან?


სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ნებისმიერი ერთობლიობა
(სიტყვები, ციფრები, გრაფიკული ელემენტები და სხვა), რომლებიც საშუა-
ლებას იძლევა განასხვაოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება
მეორისგან. სასაქონლო ნიშანი მიუთითებს საქონლის ან მომსახურების
წარმომავლობაზე, აქედან გამომდინარე, სასაქონლო ნიშანი რომ იყოს დაცული,
ის უნდა იყოს განმასხვავებელუნარიანი.

საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი

დიზაინი კი ყურადღებას ამახვილებს პროდუქტის გარეგან სახეზე. აუცი-


ლებელი არ არის, რომ პროდუქტის ამ გარეგანმა სახემ ერთი საწარმოს
საქონელი განასხვაოს მეორისაგან. იმისათვის, რომ დიზაინის დაცვა მოხდეს,
დიზაინი უნდა იყოს ახალი და ორიგინალური.

რით განსხვავდება დიზაინი პატენტისაგან?


პატენტი იცავს გამოგონებას, რომელიც წარმოადგენს პროდუქტს ან ტექნო-
ლოგიურ პროცესს და, როგორც წესი, უზრუნველყოფს რაიმეს შესრულების
ახალ მეთოდს ან გვთავაზობს პრობლემის ახლებურ ტექნიკურ გადაწყვეტას.

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-5-

საქართველოს პატენტი
„სიმაღლეში რეგულირებადი მაგიდა“

დიზაინი იცავს მხოლოდ საგნის გარეგან სახეს (ანუ, როგორ „გამოიყუ-


რება“ პროდუქტი). ის არ იცავს მის ტექნიკურ ან ფუნქციურ მახასიათებლებს
(ანუ, როგორ „მუშაობს“ პროდუქტი), თუმცა, ასეთი ნიშნები შეიძლება დაცულ
იქნეს პატენტით (თუ დაკმაყოფილებულია შესაბამისი დაცვის მოთხოვნები).
დიზაინით დაცვის ობიექტი განსხვავდება პატენტისგან, ძირითადად იმით,
რომ დიზაინი უკავშირდება საგნის გარეგან ასპექტს, რომელიც არ
განისაზღვრება ტექნიკური ან ფუნქციური აუცილებლობით. მისგან განსხვა-
ვებით, პატენტით დაცული ობიექტი განისაზღვრება საგნის ან პროცესის
ფუნქციური ნიშნით, რადგან ის „გამოგონებას“ უნდა წარმოადგენდეს.

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-6-

შეკითხვა თვითშეფასებისთვის 1: რომელია დაცვის ყველაზე მისაღები ფორმა?

ა) ავტომანქანისათვის

ბ) ქარის ენერგეტიკული დანადგარის


ტურბინისათვის

გ) კომპანიის ლოგოსთვის?

გაეცით პასუხი

იხ. პასუხი

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-7-

პასუხი 1:
ა) თუ მოითხოვება ავტომანქანის გარეგანი სახის დაცვა, მისი ინტელექ-
ტუალური საკუთრების ობიექტად დაცვის ფორმა ყველაზე დიდი ალბა-
თობით იქნება დიზაინი.
ბ) ყველაზე დიდი ალბათობით შეიძლება მისი დაცვა პატენტით.
გ) ეს ნიშანი, სავარაუდოდ, გამოიყენება კომპანიის მიერ მიწოდებული საქონ-
ლის/მომსახურების განსასხვავებლად, ამიტომ ყველაზე მეტად მისაღები
გზა იქნება მისი სასაქონლო ნიშნად დაცვა.

რატომ უნდა დავიცვათ დიზაინი?


პროდუქტის გარეგანი სახე შეიძლება განმსაზღვრელი ფაქტორი იყოს
მომხმარებლისათვის პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას.
პროდუქტის წარმატება ან წარუმატებლობა შეიძლება ნაწილობრივ მაინც იყოს
დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოიყურება იგი. აქედან გამომდინარე,
პროდუქტის წარმატებული კომერციალიზაციის მიზნით, როგორც წესი,
კომპანია გარკვეულ დროს და ფინანსებს დებს ახალი და ორიგინალური
დიზაინის მქონე პროდუქტის შესაქმნელად.
დიზაინის დაცვა ხელს უწყობს ახალი და მიმზიდველი პროდუქტების შექმნას,
განვითარებასა და მარკეტინგში ჩადებული ინვესტიციების ამოღებას.
დიზაინის დაცვა და ამით ექსკლუზიური უფლების მოპოვება მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ან შეჩერდეს დაცული დიზაინის
უნებართვო კოპირება ან იმიტაცია მესამე პირების მიერ: დაცული დიზაინის
მფლობელს უფლება აქვს აუკრძალოს მესამე პირებს მისი თანხმობის გარეშე
ისეთი პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, ან იმპორტი, რომელიც
განასახიერებს ან შეიცავს დიზაინს, რომელიც დაცული დიზაინის ასლია ან
არსებითად იმეორებს მას, თუ ასეთი ქმედებები ხორციელდება კომერციული
მიზნებისათვის.
გარდა ამისა, ვინაიდან დიზაინი პროდუქტის ის მახასიათებელია, რომელიც
მას ესთეტიკურად სასიამოვნოს ხდის და იზიდავს მომხმარებელს, ის წარმო-
ადგენს კომპანიის ბრენდისა და ბიზნეს-აქტივობის მნიშვნელოვან ელემენტს,
რომელმაც შეიძლება გაზარდოს პროდუქციის კომერციული ღირებულება და
ხელი შეუწყოს კომპანიას მარკეტინგსა და კომერციალიზაციაში.
დიზაინის უფლებები შეიძლება გაიყიდოს ან ლიცენზიით გადაეცეს სხვა
კომპანიას, რაც წარმოშობს შემდგომ შემოსავლებს უფლებათა მფლო-
ბელთათვის.

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-8-

აუდიოჩანაწერი 2: დიზაინის დაცვა უდავოდ ანიჭებს სარგებელს მის მფლო-


ბელს, მაგრამ გააჩნია თუ არა მას სხვა სარგებელი?

დიახ, გააჩნია. დიზაინის მფლობელი სარგებელს იღებს საკუთარი პრო-


დუქტების სამრეწველო განვითარების შედეგად, ხოლო დაცვა მას ეხმარება
კაპიტალდაბანდებიდან ლეგალური სარგებლის მიღებაში.
თუმცა, მომხმარებელი და საზოგადოებაც იღებენ სარგებელს, რადგან
დიზაინის დაცვა ხელს უწყობს სამართლიან კონკურენციას და კეთილ-
სინდისიერი ვაჭრობის პრაქტიკას, ახდენს შემოქმედებითობის წახალისებას
და განაპირობებს უფრო ესთეტიურად მიმზიდველი და მრავალფეროვანი
პროდუქციის წარმოებას.
დიზაინის დაცვა შემოქმედებით სულისკვეთებასაც აჩენს სამრეწველო და
საწარმოო დარგებში, ხელს უწყობს კომერციული საქმიანობის გაფართოებას
და ზრდის ეროვნული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალს.

ამრიგად, დიზაინის დაცვა სარგებელს აძლევს მფლობელს, მომხმარებელს და


ზოგადად ეკონომიკას. დიზაინის კიდევ ერთი, საინტერესო მახასიათებელია
მისი შექმნისა და დაცვის შედარებით მარტივი და იაფი გზა. ამიტომ, იგი
საკმაოდ ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაც და ინდი-
ვიდუალური შემოქმედებისა და ხელოსნებისთვისაც, როგორც ინდუსტრი-
ალიზებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.

დიზაინის ეკონომიკური ღირებულება


პროდუქტის დიზაინი არის არამატერიალური ქონება, რომელსაც შეაქვს
წვლილი კომპანიის განვითარებაში, ზრდის ბრუნვას და ქმნის კონკურენტულ
უპირატესობას ბიზნესისთვის. როგორც ცნობილია, მომხმარებლებს იზიდავს
პროდუქტის ვიზუალური და ესთეტიკური მხარეები. თანამედროვე მსოფლი-
ოში დიზაინი განიხილება, როგორც კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანესი
ფაქტორი და ძირითადი ნაწილი.
დიზაინი არის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის
ზრდის მნიშვნელოვანი საშუალება. დიზაინი გავლენას ახდენს არა მხოლოდ
იმ ინდუსტრიებზე, სადაც ხდება დიზაინის ინტენსიური გამოყენება, არამედ
ეკონომიკის ფართო სპექტრზე. მიუხედავად აღნიშნულისა, დიზაინის გავლენა
ეკონომიკაზე განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში
დიზაინის ინტენსიურად გამომყენებელ სფეროებს აქვს დიდი მნიშვნელობა
ეკონომიკისთვის. ევროპის საპატენტო უწყებისა და ევროკავშირის ინტელექ-
ტუალური საკუთრების უწყების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის
მიხედვით, 2014-2016 წლებში იმ სფეროებში, სადაც ხდება ინტელექტუალური

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-9-

საკუთრების ინტენსიური გამოყენება, შეიქმნა ევროკავშირის სამუშაო ადგი-


ლების 39%, საიდანაც 21% მოდის დიზაინის ინტენსიურად გამომყენებელ
სფეროებზე. დიზაინის გამომყენებელი სფეროების მიერ იქმნება მშპ-ს 16%.
როგორც წესი, შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე პირებს აქვთ 20%-ით
მეტი შემოსავალი სხვა სექტორებში მომუშავე პირებთან შედარებით.
დიზაინის დაცვას სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ მფლობელისთვის, არამედ,
ასევე, მომხმარებლებისა და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. მფლობელი-
სათვის მინიჭებული უფლებები ქმნის კეთილსინდისიერი კონკურენციისა და
ვაჭრობის არეალს, ხელს უწყობს შემოქმედებითობას, ახალისებს მიმზიდველი
პროდუქტების შექმნას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებაზე.

შეკითხვა თვითშეფასებისთვის 2: მოკლედ აღწერეთ დიზაინის დაცვის ეკონო-


მიკური ღირებულება.

გაეცით პასუხი

იხ. პასუხი

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-10-

პასუხი 2:
დიზაინი ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელოვანი ობიექტია.
დიზაინი მის მწარმოებელს იცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისგან,
რომლებიც პროდუქტის დიზაინს უნებართვოდ ითვისებენ. ასეთი გარე-
მოებების შემთხვევაში, კეთილსინდისიერი მწარმოებელი შეიძლება ბაზრიდან
განიდევნოს კიდეც.
დიზაინი იზიდავს მომხმარებლებს, რითაც ხელს უწყობს დიზაინის უფლებით
დაცული, ესთეტიკურად მიმზიდველი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღე-
ბული შემოსავლების ზრდას.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, მათ შორის, დიზაინის დაცვა
ახალისებს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და, აქედან გამომდინარე, სარ-
გებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

როგორია დიზაინის დაცვის მოთხოვნები?


ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული
ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS) თანახმად, იმისათვის, რომ იყოს
დაცული, დამოუკიდებლად შექმნილი დიზაინი უნდა იყოს „ახალი“ და
„ორიგინალური“. სიახლის ან ორიგინალურობის განსაზღვრება შეიძლება
განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. როგორც წესი, დიზაინი ითვლება
ახლად, თუ ის ადრე არ იყო საჯაროდ ცნობილი და შეიძლება ჩაითვალოს
ორიგინალურად, თუ ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ცნობილი
დიზაინებისაგან ან ცნობილი დიზაინების ნიშნების კომბინაციისაგან.
ევროკავშირის მსგავსად, საქართველოში „ორიგინალურობის“ ნაცვლად გამო-
იყენება კრიტერიუმი „ინდივიდუალობა“, რომელიც მცირედით განსხვავდება
„ორიგინალურობისგან“.

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-11-

როგორ შეიძლება დიზაინის დაცვა?


მსოფლიოში არსებობს დიზაინის დაცვის სხვადასხვა გზა:

(1) რეგისტრირებული დიზაინი/დიზაინის პატენტი


უმეტეს ქვეყნებში დიზაინი უნდა დარეგისტრირდეს, რათა მიენიჭოს დაცვა
დიზაინის კანონმდებლობით, როგორც „რეგისტრირებული დიზაინი“, ზოგი-
ერთ ქვეყანაში კი დიზაინები დაცულია საპატენტო კანონმდებლობით,
როგორც „დიზაინის პატენტები“. განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციის
პროცედურაც, ასევე, განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში, მაგ., ზოგიერთ
ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უწყება მხოლოდ ამოწმებს
აკმაყოფილებს, თუ არა დიზაინის განაცხადი ფორმალურ მოთხოვნებს. სხვა
ქვეყნებში უწყება ატარებს არსობრივ ექსპერტიზას და ადგენს აქვს, თუ არა
დიზაინს სიახლე ან ორიგინალურობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორც წესი, დიზაინი ქვეყნდება ინტელექტუალური საკუთრების უწყების
მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში დაცვის მინი-
ჭების შემდეგ მაინც. ზოგიერთი იურისდიქციით, განმცხადებლის მოთხოვნის
შემთხვევაში, შესაძლებელია გამოქვეყნების გადადება გარკვეული პერიოდით.

(2) არარეგისტრირებული დიზაინი


ზოგიერთი იურისდიქციით დიზაინის კანონი ითვალისწინებს დიზაინის
დაცვას რეგისტრაციის გარეშე. ასეთი დიზაინის დაცვის ფარგლები და ვადა
შეზღუდულია. მას „არარეგისტრირებულ დიზაინს“ უწოდებენ.

(3) დაცვის სხვა შესაძლო საშუალებები


ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიზაინის რეგისტრაცია, ან პატენტის
გაცემა არ არის მისი დაცვის ერთადერთი საშუალება. ზოგიერთი იურისდიქ-
ციით დიზაინები შეიძლება დაცულ იქნეს, როგორც ხელოვნების ნაწარმოები
საავტორო უფლებების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ
კანონმდებლობით.

რა არის არარეგისტრირებული დიზაინი?


ზოგიერთი ქვეყანა აღიარებს ე.წ. არარეგისტრირებული დიზაინის უფლებებს.
რეგისტრირებული დიზაინისგან განსხვავებით, არარეგისტრირებული დიზ-
აინის უფლებები წარმოიქმნება მათი გასაჯაროების შემდეგ, რეგისტრაციის
გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ არარეგისტრირებული დიზაინის დაცვის
ფარგლები და ვადა შეზღუდულია რეგისტრირებულ დიზაინთან შედარებით,
თუმცა, ბიზნესის ზოგიერთ სფეროში, მაგ., მოდის ინდუსტრიაში, სადაც
ტენდენციები სწრაფად იცვლება და ნაწარმს მოკლე „საბაზრო ვადა“ გააჩნია,
უფრო პრაქტიკულია იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ენიჭება

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-12-

არარეგისტრირებულ დიზაინებს, რადგან რეგისტრაციას მეტი დრო და


ფინანსური რესურსები სჭირდება.
თუმცა, მაგ., ევროკავშირში შესაძლებელია არარეგისტრირებული დიზაინის
უფლებებით სარგებლობა, ხოლო პროდუქტის ბაზარზე გამოცდის შემდეგ,
დიზაინის პირველი გასაჯაროებიდან ერთი წლის განმავლობაში (ე.წ. „შეღა-
ვათიან პერიოდში“) რეგისტრაციით დაცვისათვის განცხადებით მიმართვა.
საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს არარეგისტრირებულ დიზაინს.
თუმცა, ისეთი დიზაინი, რომელიც არ არის საქპატენტში რეგისტრირებული ან
რომელზეც არ ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია, ექვემდებარება
დაცვას საავტორო უფლებებით.
საქართველოში დიზაინის უფლებები წარმოიქმნება მისი რეგისტრაციის
საფუძველზე.
დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და ინდივიდუალობა.
საქართველოში დიზაინი შეიძლება დარეგისტრირდეს სტანდარტული
(საჭიროებს თითქმის 9 თვეს) ან დაჩქარებული (საჭიროებს 10 სამუშაო დღეს)
პროცედურით.

საქართველოში დიზაინის რეგისტრაციის პროცედურა და ვადები

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-13-

შეკითხვა თვითშეფასებისთვის 3: ტანსაცმლის მწარმოებელს სურს ახალი


კოლექციის შემადგენლობაში სამი სხვადასხვა ფერის – თეთრი, ლურჯი და
მწვანე ჩვეულებრივი მაისურების გამოშვება. შეიძლება ამ მაისურების დაცვა
დიზაინით?

გაეცით პასუხი

იხ. პასუხი

იხ. პასუხი

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-14-

პასუხი 3:
არა, რადგან მაისურები არ შეიცავს სიახლის ან ორიგინალურობის რაიმე
ელემენტს. თუმცა, თუ მაისურების დამზადებისას გამოიყენებენ ახალ ან
ორიგინალურ მასალებს, ან დიზაინი ახალი ან ორიგინალური იქნება,
შესაძლებელია მათი დიზაინად დაცვა.

დაცვის შესაძლო თანხვედრა

აუდიოჩანაწერი 3: შესაძლებელია, რომ დიზაინი დაცულ იქნეს საავტორო


უფლებით?

კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობისა და დიზაინის ტიპის მიხედვით,


დიზაინი შეიძლება დაცულ იქნეს, როგორც ხელოვნების ნაწარმოები,
საავტორო უფლების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ზოგიერთ
ქვეყანაში, საქართველოს მსგავსად, დიზაინისა და საავტორო უფლებების
დაცვა შეიძლება კუმულაციურად, რაც ნიშნავს, რომ დაცვის ეს ორი ფორმა
შეიძლება ერთობლივად არსებობდეს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყნებში, თუ
პროდუქტზე ვრცელდება საავტორო უფლება, გამოირიცხება მისი დიზაინად
დაცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ, როდესაც მფლობელი ირჩევს დაცვის ერთ ფორმას,
იგი კარგავს მეორე სახით დაცვის შესაძლებლობას. მსოფლიოში შეიძლება
არსებობდეს სხვა რეჟიმებიც, რომლებიც ეხება დაცვის შესაძლო გადაფარვას.

რა პერიოდით მოქმედებს დაცვა?


დიზაინის უფლებები მინიჭებულია შეზღუდული ვადით. დაცვის ხანგრძლი-
ვობა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, თუმცა, TRIPS-ის შეთანხმების
თანახმად, დიზაინის დაცვის მინიმალური ვადა 10 წელია. ქვეყნების უმრავ-
ლესობაში, დიზაინის დაცვის ხანგრძლივობა უფრო დიდია (15-დან 25 წლამ-
დე) და დაცვის საერთო ვადა იყოფა თანმიმდევრულად განახლებად პერი-
ოდებად.
ევროკავშირის მსგავსად, საქართველოში განმცხადებელი უფლებამოსილია
დიზაინი დაარეგისტრიროს 5 წლის ვადით. ამასთან, მას აქვს შესაძლებლობა
გააგრძელოს დიზაინის დაცვა 5-წლიანი პერიოდებით, ჯამურად 25 წლამდე
განაცხადის შეტანის თარიღიდან.

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-15-

შეკითხვა თვითშეფასებისთვის 4: შესაძლებელია დიზაინის დაცვა რეგისტრა-


ციის გარეშე?

გაეცით პასუხი

იხ. პასუხი

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-16-

პასუხი 4:
დიახ. დიზაინი შეიძლება დაცულ იქნეს არარეგისტრირებულ დიზაინად ან/და
საავტორო უფლებით, თუ ეს ნებადართულია შესაბამისი ქვეყნის კანონ-
მდებლობით. დიზაინერის გადასაწყვეტია, თუ რომელ გზას აირჩევს დიზა-
ინის რეგისტრაციას თუ არარეგისტრირებული დიზაინიდან გამომდინარე
უფლებებს, ან საავტორო უფლებით დაცვას. უნდა აღინიშნოს, რომ რეგის-
ტრაციით მინიჭებული დაცვის ფარგლები განსხვავდება არარეგისტრირებუ-
ლი დიზაინით ან/და საავტორო უფლებით მინიჭებული დაცვის ფარგ-
ლებისგან.

დიზაინის მფლობელის განსაკუთრებული უფლებები

ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტების მსგავსად, დიზაინის მფლო-


ბელს გააჩნია განსაკუთრებული უფლებები. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა,
დიზაინის მფლობელს შეუძლია სხვებს აუკრძალოს ისეთი პროდუქტის
წარმოება, რეალიზაცია, გამოყენება, იმპორტი და ა.შ., რომელშიც ჩართულია ან
რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი.
დიზაინის მფლობელი უფლებამოსილია გაყიდოს, ლიცენზიით გასცეს, ან
დააგირავოს დიზაინი. ამასთან, დიზაინზე უფლებები შეიძლება მემკვიდრე-
ობით გადაეცეს დიზაინის მფლობელის სამართალმემკვიდრეს.

შეკითხვა თვითშეფასებისთვის 5: მოკლედ აღწერეთ დიზაინის მფლობელის


განსაკუთრებული უფლებები.

გაეცით პასუხი

იხ. პასუხი

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-17-

პასუხი 5:
დიზაინის მფლობელს ენიჭება განსაკუთრებული უფლებები თავის დიზაინზე,
რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება აუკრძალოს სხვებს მისი ნებართვის
გარეშე იმ პროდუქტის გამოყენება, რეალიზაცია, იმპორტი, ექსპორტი და სხვა,
რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი. დიზაინის
მფლობელი, ასევე, უფლებამოსილია გაყიდოს, გასცეს ლიცენზია, ან დააგი-
რავოს თავისი დიზაინი.

როგორ შეიძლება დიზაინის დაცვა სხვა ქვეყნებში?


პარიზის კონვენციის შესაბამისად, როგორც წესი, დიზაინს აქვს ტერი-
ტორიული დაცვა. რაც ნიშნავს, რომ დიზაინის უფლებები შემოიფარგლება იმ
ქვეყნის ტერიტორიით, სადაც მიენიჭა დაცვა. სასაქონლო ნიშნების მსგავსად,
დიზაინის საზღვარგარეთ დასარეგისტრირებლად არსებობს 3 გზა: ეროვნული,
რეგიონული და საერთაშორისო.
თუ სასურველია დიზაინის დაცვა რამდენიმე ქვეყანაში, წარდგენილ უნდა
იქნეს ცალკეული ეროვნული განაცხადი მოქმედი ეროვნული კანონებისა და
პროცედურების შესაბამისად (რომლებიც, როგორც წესი, განსხვავებულია
თითოეულ ქვეყანაში და მოითხოვს დამატებით რესურსს, ხარჯებს იური-
დიული პროცედურებისთვის, დოკუმენტების თარგმნისთვის და სხვ.). მაგ.,
თუ დაცვა მოითხოვება A და B ქვეყნებში, ერთი განაცხადი წარდგენილ უნდა
იქნეს A ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში, ხოლო მეორე − B
ქვეყნის შესაბამის უწყებაში.
იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული განაცხადის წარდგენა თითოეულ
ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, WIPO-ს მიერ ადმინისტრირებადი ჰააგის
შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ამარტივებს ამ
პროცესს და საშუალებას აძლევს დიზაინერებს ერთი საერთაშორისო
განაცხადის წარდგენით WIPO-ს საერთაშორისო ბიუროში, მოიპოვონ დიზა-
ინის დაცვა ფართო ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ დღეისათვის ჰააგის
სისტემაში 77 მონაწილე მხარეა გაწევრიანებული. გარდა ამისა, საერთაშორისო
განაცხადის რეგისტრაციით მიღებული ერთი საერთაშორისო რეგისტრაციის
არსებობა, რომელიც მოქმედებს რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე,
ამარტივებს საერთაშორისო რეგისტრაციის მართვას (მაგ., მფლობელის
ცვლილება ან საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელება
შეიძლება შეტანილ იქნეს საერთაშორისო რეესტრში და ძალაში შევიდეს
საერთაშორისო ბიუროს მიერ განხორციელებული ერთი პროცედურის
შედეგად). დამატებითი ინფორმაცია ჰააგის შეთანხმების შესახებ ხელმი-
საწვდომია WIPO-ს ვებგვერდზე (https://www.wipo.int/hague/en/).
ზოგიერთ რეგიონში დიზაინის დაცვა, ასევე, შესაძლებელია ერთი განაცხადის
წარდგენით ინტელექტუალური საკუთრების რეგიონულ უწყებაში. ეს ეხება

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-18-

აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (OAPI), აფრიკის


ინტელექტუალური საკუთრების რეგიონულ ორგანიზაციას (ARIPO), ბენე-
ლუქსის ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (BOIP) და ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (EUIPO).

შეკითხვა თვითშეფასებისთვის 6: როგორ შეიძლება დავიცვა ჩემი დიზაინი


სხვა ქვეყნებში?

გაეცით პასუხი

იხ. პასუხი

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-19-

პასუხი 6:
თუ გსურთ თქვენი დიზაინი დაარეგისტრიროთ სხვა ქვეყნებში, უნდა გახ-
სოვდეთ ზოგადი წესი, რომ არ არსებობს მსოფლიო დაცვა. დიზაინი უნდა
დაარეგისტრიროთ იმ ქვეყნებში, სადაც გსურთ დაცვის მოპოვება.
როდესაც შეარჩევთ ქვეყნებს თქვენი დიზაინის დასარეგისტრირებლად, შე-
გიძლიათ პირდაპირ მიმართოთ ამ ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების
უწყებებს ან აირჩიოთ რეგიონული დაცვის გზა. მაგ., მიმართოთ ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების უწყებას (EUIPO), რომელიც 27 წევრ სახელ-
მწიფოს მოიცავს და, შესაბამისად, ერთი განაცხადით მიიღებთ დაცვას 27
ქვეყანაში. შეგიძლიათ, აგრეთვე, გამოიყენოთ ჰააგის სისტემა, რომელიც
საშუალებას იძლევა ერთი განაცხადით დაარეგისტრიროთ დიზაინი WIPO-ს
მიერ ადმინისტრირებად ჰააგის სისტემის წევრ სახელმწიფოებში.

© WIPO/SAKPATENTI, 2022
-20-

შეჯამება

დიზაინი დაკავშირებულია საგნის გარეგან სახესთან და საგნის იმ ასპექტს


წარმოადგენს, რომელიც დეკორატიული ან ესთეტიკურია. დიზაინი შეიძლება
შედგებოდეს სამგანზომილებიანი ნიშნებისაგან, მაგ., საგნის ფორმა ან
ორგანზომილებიანი ნიშნებისაგან, მაგ., კონტურები, ხაზები, ან ფერი.
ინტელექტუალური საკუთრების სხვა ფორმების მსგავსად, იგი შეიძლება იქნეს
დაცული.
ზოგიერთი ქვეყანა აღიარებს ე.წ. არარეგისტრირებული დიზაინის უფლებებს.
ამ შემთხვევაში, დაცვის ფარგლები და ვადა რეგისტრირებული დიზაინისგან
განსხვავებულია. საქართველო არ აღიარებს არარეგისტრირებული დიზაინის
დაცვას.
დიზაინის დაცვით დიზაინერს ენიჭება განსაკუთრებული უფლება აუკრძა-
ლოს მესამე პირს მისი ნებართვის გარეშე დიზაინის კოპირება ან იმიტირება
გარკვეული პერიოდით, რომელიც არანაკლებ 10 წელს შეადგენს, თუმცა
დაცვის ვადა შეიძლება მეტიც იყოს კონკრეტული ქვეყნის ეროვნული/რეგი-
ონული კანონმდებლობის შესაბამისად.
ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტების მსგავსად, დიზაინი შეიძ-
ლება გაიყიდოს, ლიცენზიით გაიცეს, ან დაგირავდეს.
უმეტეს ქვეყნებში დიზაინი უნდა დარეგისტრირდეს, რათა მიიღოს დაცვა
დიზაინის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე. ზოგიერთ ქვეყანაში კი
დიზაინი შეიძლება დაცულ იქნეს საპატენტო კანონით, როგორც „დიზაინის
პატენტი.“ როგორც წესი, იმისათვის, რომ იყოს დაცული, დიზაინი უნდა იყოს
„ახალი“ და „ორიგინალური“. სიახლისა და ორიგინალურობის დადგენის
პირობები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ვინაიდან არ არსებობს დიზაინის მსოფლიო დაცვის მექანიზმი, თუ განმცხა-
დებელი მოისურვებს საზღვარგარეთ თავისი დიზაინის დაცვას, უნდა მიმარ-
თოს სასურველ ქვეყნებს, რისთვისაც არსებობს სამი გზა: ეროვნული,
რეგიონული და საერთაშორისო.

სამართლებრივი აქტები:

 ჰააგის შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ:


ა) 1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის აქტი;
ბ) 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტი;
 საქართველოს კანონი დიზაინის შესახებ;
 პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ;
 შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან
დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS).

© WIPO/SAKPATENTI, 2022

You might also like