Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ალბერტი

1) ლეონ ბატისტა ალბერტი იყო უდიდესი იტალიელი მეცნიერი,


ჰუმანისტი, მწერალი, ერთ-ერთ პირველი პიონერი ახალი
ევროპული არქიტექტურისა და წამყვანი ხელოვნების
თეორიტიკოსი „აღორძინების ეპოქის“. მანვე ითამაშა უდიდესი
როლი კრიპტოგრაფიის განვითარებაში. ალბერტიმ პირველმა
შეისწავლა ვიტრევიუსის ტრაქტატი და შექმნა მნიშვნელოვანი
თეორიული ნაშრომი : ‘’ ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“

2) ლეონ ბატისტა ალბერტი დაიბადა 1404 წელს იტალიის ულამაზეს


ქალაქ გენუაში . არქიტექტურაზე მეტად 1438 წელს ფოკუსირდა,
პირველად ლეონელო დ’ესტეს მამის საცხენოსნო ქანდაკებისთვის
ააგო პატარა ტრიუმფალური თაღი, სწორედ აქედან იწყება მისი
მოღვაწობა არქიტექტურაში. აქ არის მისი ხელოვნების პროგრესი
დროთა განმავლობაში და აქ ასევე ვხედავთ მის მიერ
შესრულებულ ავტოპორტრეტს მედალიონზე.

3) ალბერტის ფლორენციული შენობებიდან ყველაზწე


მნიშვნელოვანია პალაცო რუჩელაი ( განახორციელა ბერნარდო
როსელინომ 1446-1452 წწ-ში). მეცნიერთა უმეტესობის აზრით,
რუჩელაის სასახლე ჯოვანი დი პაოლო რუჩელაისთვის შეიქმნა.
აღორძინების ხანაში პირველად აქ დაიყო ფასადი სართულებად,
სხვადასხვა ორდერის გამოყენებით. ანტაბლემენტები ფასადს სამ
იარუსად ყოფს, რომლებიც თანდათანობით კლებულობს
სიმაღლეში ქვემოდან ზემოთ. ორმაგი ფანჯრების თავზე
სოლისებრი თაღები ეყრდნობა რუსტირებულ სვეტებს.
გოთიკიდან მემკვიდრეობით მიღებული შეწყვილებული
თაღოვანი სარკმლებით პალაცო მის წინამორბედ აღორძინების
სასახლეებს ენათასავება თუმცა მისი ორდერული წყობა მკვეთრად
განასხვავებს მას პალაცო მედიჩისგან თუ პააცო პიტისგან.
ალბერტიმ ანტიკური რომაული ძეგლების შესწავლის
საფუძველზე ორდერული სისტემა ფასადის სიბრტყის
დეკორატიული დანაწევრებისთვის გამოიყენა.
4) 1450 წელს ალბერტიმ დაიწყო სან-ფრანჩესკოს ტაძრის გადაკეთება
რიმინიში მავზოლეუმის შესაქმნელად ტირან სიჯისმონდო
მალატესტასთვის, რომელსაც სურდა აქ მეცნიერ-ჰუმანისტთა და
შეყვარებული ქალის -იზოტას დაკრძალვა. ალბერტის ჩანაფიქრი
ბოლომდე არ განხორციელდა, კერძოდ არ აიგო გუმბათი. მთავარი
ფასადი რომის სატრიუმფო თაღის მოტივისა და გოთიკური
ტაძრის ფასადის შეხამეებაა შუა საუკუნეების განსასვენებელი
ნიშნებით. გაცილებით უფრო მეტი ერთიანობით გამოირჩევა
გვერდითა ფასადები თაღედით მძლავრ ბოძებზე და მშვენიერი
პროფილებით.

5) 1470 წელს ალბერტის მიერ შესრულებული სანტა-მარია ნოველას


ეკლესიის ფასადი ძველი ფასადისა და თავისებური ორდერული
კარკასის შერწყმის მცდელობაა.ეს ტაძარი მდებარეობს
ფლორენციაში, ტოსკანაში. ალბერტიმ კომპოზიციის სრულ
ერთიანობას ვერ მიაღწია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს
დიდებული პორტალი. ნახევარფრონტონების ნაცვლად გვერდითა
ნავების თავზე ალბერტიმ პირველად გამოიყენა დიდი ვოლუტები,
რომლებიც გაცილებით გვიან , ბაროკოს დროს ფართოდ
გავრცელდა

6) 1470-1472 წწ-ში ალბერტიმ შეასრულა მანტუას სანტ- ანდრეას


ტაძრის პროექტი. ფასადის კომპოზიციაში გამოყენებულია დიდი
ორდერი, რომელიც ღიობების და ნიშების სამ იარუსს მოიცავს.
დიდ ორდერს თაღოვანი პორტალი შეესაბამება, რომლის უკან
არის ცილინდრული კამარით გადახურული შესასვლელი ლოჯია.
ინტერიერში შუა ნავს მონაცვლეობით ესაზღვრება კაპელები და
სააღმსარებლოები. 18ს-ში შუაჯვარედზე გუმბათი აღიმართა. სანტ
-ანდრეას ფასადი მნიშვნელოვანი რგოლია აღორძინების ეპოქის
არქიტექტურის განვითარებაში. მისი ორდერი წმ.პეტრეს ტაძრის
ორდერის პროტოტიპად ითვლება.
7) ტრაქტატში ალბერტი ცენტრულ გეგმას ხოტბას ასხამდა თუმცა ამ
ტიპის ნაგებობის შექმნის მისი ერთადერთი მცდელობა
დაუსრულებელი დარჩა. ეს იყო სან სებასტიანოს ტაძარი მანტუაში.
რენესანსის ხანის არქიტექტორებისთვის წრე იყო იდეალური
ფიგურა, საერთო ცენტრიდან ყველა წერტილის თანაბარი
დაცილების გამო, რაც დედამიწის სახეს ქმნიდა. ეს იყო ერთ-ერთი
მიზეზი რელიგიური არქიტექტურისთვის წრის შესაბამისობისა.
სწორედ ამიტომ, სან სებასტიანოს ტაძარში ერთ-ერთი პრობლემა
იყო ის თუ სად განეთავსებინათ მთავარი საკურთხეველი.

8) ამ პრობლემის გადაწყვეტა ჯულიანო და სანგალომ წარმოადგინა


სანტა მარია დელა კარცერიში, პრატოში. ის გეგმაში ბერძნული
ჯვარია, სადაც ჯვრის მკლავები იმდენად მოკლეა, რომ აქცენტი
კეთდება გუმბათით გადახურულ კვადრატზე. შენობის სიგანე და
სიმაღლე თანაბარია, მკლავები ორჯერ განიერია მათ სიღრმეზე.
ფაქტობრივად მთელი შენობა მარტივ რიცხვებზე დაფუძნებულ
პროპორციულ ურთიერთკავშირშია, რასაც ალბერტი
რეკომენდაციას უწევდა თავის ტრაქტატში. ეს შენობა ცენტრული
გეგმის ტიპთან ძალიან ახლომდგომი მაგალითია

You might also like