Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

დვორკინის „ერთსისტემიანი“ კონცეფცია კანონისა და ზნეობის შესახებ

ჰიუ ბაქსტერი

თარგმნა საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ანა არჩვაძემ

რონალდ დვორკინის ნამუშევარში „სამართლიანობა ზღარბთათვის“, რომელიც


როგორც კანონი ისეა დასათაურებული, ერთ- ერთი თავი ეთმობა სწორედ რომ
კანონებს, მაგრამ დვორკინის მიმდევრებისთვის შეიძლება გასაოცარიც კი იყოს ის
ფაქტი, რომ კანონების თავი 300 გვერდიანი ნამუშევრიდან მხოლოდ და მხოლოდ 8
გვერდს მოიცავს. მიუხედავად მისი სიმცირისა, ავტორი საინტერესო ცოდნის
მიღებას გპირდებათ. იგი გვიხსნის, თუ რას უწოდებს „მკვეთრ გადასინჯვას“,
კერძოდ, კლასიკურ იურიდულ პრობლემატიკას - ზნეობისა და კანონის
ურთიერთობას. ამავდროულად, რონალდ დვორკინი ამბობს, რომ ეს გადასინჯვა
ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ფილოსოფოსთა ხედვას შექმნილ პრობლემაზე, არამედ
განმარტავს, თუ როგორ მივიდნენ ისინი ამ აზრამდე. სხვა სიკეთესთან ერთად,
დვორკინი თავისი შეხედულებით თვლის, რომ იურისპრუდენცია სხვა სფეროებში
ინტეგრირებით უფრო რთული და მნიშვნელოვანი გახდება. აქვე ირონიით
აღნიშნავს, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა ისევე ჩაბარდება წარსულს, როგორც
სკოლების არარსებობა. ამ მოკლე კომენტარის საფუძველზე ვიტყოდი, პირველი, რაც
დვორკინმა უნდა შეიმუშავოს, არის თანმიმდევრული განსხვავებების შექმნა,
რომელსაც იგი თავისი მოდელის წარდგენისას იყენებს. მეორე, საინტერესოა,
ნათლად მიანიშნებს თუ არა მისი ანალიზი იმ ერთსისტემიან კონცეფციაზე,
რომელიც თავად შეიმუშავა.

****

რონალდ დვორკინის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ტრადიციული გაგება


მორალის/კანონის ურთიერთობისა, თითოეულს ხედავს, როგორც „ნორმათა
კრებულს“, რომელიც ქმნის დამოუკიდებელ სისტემას. მისი თქმით, შეკითხვა
მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გავლენას ახდენს ერთი სისტემის შინაარსი
მეორეზე. ის ამ შეკითხვით ხელმძღვანელობს და მათ ურთიერთობებს აკვირდება.
იმის ფიქრში, თუ როგორ მოქმედებს კანონი მორალის შინაარსზე, იბადება
ლოგიკური შეკითხვა, გვაქვს თუ არა ზნეობრივი და მორალური ვალდებულება
მივყვეთ და დავიცვათ კანონი?!. იგი „ინტერპრეტალიზმს“ ახლა უკვე
1
„პოზიტივიზმთან“ და „ბუნებრივ კანონებთან“ ერთად განიხილავს. ესაა მიდგომა,
რომლის დახმარებითაც პასუხი გაეცა იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებაში
დიდი ხანი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თითოეული ამ მიდგომის შესახებ, იგი
ზედმეტად ზოგად მიმოხილვას გვთავაზობს, - ადგილი გვაქვს „ნიუანსების
უგულებელყოფასთან“...

დვორკინი აღნიშნავს, რომ პოზიტივიზმი გამოხატავს ორი სისტემის სრულ


გამიჯვნას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობას. დამოუკიდებლობაში, რა
თქმა უნდა, იგი არ გულისხმობს პოზიტივისტების მიერ კანონისა და მორალის
ერთმანეთისგან გარჩევას. მას ამ ორ ცნებას შორის ურთიერდამოკიდებულების
ხარისხი უფრო აინტერესებს. პოზიტივისტებმა, (მაგალითად H.L.A. Hart -ჰერბერტ
ლიონელ ადოლფუს არტი), აღიარეს, რომ მორალის არსმა ძალიან დიდი გავლენა
მოახდინა კანონის, როგორც ცნების განმარტებაზე. დვორკინი კი პოზიტივიზმს
აღიქვამს, როგორც მორალს, ზნეობას, რომელმაც თავად უნდა დაადგინოს ზუსტი
სამართლებრივი მოსაზრებები. მეტიც, „ინკლუზიური“ პოზიტივიზმის
შემთხვევაშიც კი, ზნეობრიობაა მოცემულ ეტაპზე კანონის დადგენაც, თუკი

1
“პოზიტივიზმი“ - XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ
ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვით ერთადერთი
ჭეშმარიტი ცოდნა არის მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული
შემოწმების საშუალებით მიიღწევა.
საზოგადოებრივი წესები, როგორიცაა მაგალითად, H.L.A. Hart2 - ის წესები
საბოლოოდ ასე განსაზღვრავს მათ. აღიარების ეს წესები არის საზოგადოებრივი
წესები, რომლებიც ჩვეულების და აქტივობის საკითხად არის მიჩნეული.

ცხადია, ბუნებრივი კანონის ბევრი ვარიანტი არსებობს. მაგრამ ვარიანტი, რომელსაც


დვორკინი სიმბოლოებისა და ემბლემების სახით გვთავაზობს, მორალს ხატავს,
როგორც „ვეტოს კანონთა შესახებ“. იმ გაგებით, რომ თუ ნებისმიერი კანონი
მორალურად მიუღებელი და აღმაშფოთებელია, ის ვერ ჩაითვლება მოქმედ კანონად.
როცა ბუნებრივი კანონების ფორმულირებაზეა საუბარი, უნდა ვახსენოთ მისი
თანამედროვე მიმდევარნი, მაგალთად რობერტ ალექსი. ბუნებრივი კანონების
ამგვარი ფორმულირება კანონსა და მორალს განცალკევებულ სისტემად გვიხატავს
და უკიდურეს შემთხვევაში, მორალი შესაძლოა კანონზე მაღლაც კი დადგეს.

დვორკინის ინტერპრეტალისტური შეხედულება უარყოფს მორალისა და კანონის


დამოუკიდებლობას, რასაც პოზიტივიზმს უფრო უწოდებს და ამ ორ ცნებას ერთად
არც კი განიხილავს. ასევე აღნიშნავს, რომ ამ დასკვნამდე“Orthodox Two-Systems
Picture”3 - ზე („მართმადიდებლური ორსისტემიანი სურათი“) მუშაობის დროს
მივიდა, რაც პოზიტივიზმს და ბუნებრივი კანონებს აერთიანებს. ის მაშინაც ნათლად
ხედავდა პოზიტივიზმის უარყოფით მხარეს, რომ კანონი არა მხოლოდ შეიცავს

2
Hart - ის აზრით, კანონი წარმოადგენს პირველადი (ქცევის წესები) და მეორეული
(ულებამოსილებათა წესები) წესების კავშირს. პირველადი წესები ზოგადი
საზოგადოებრივი ქცევის წესის სახით განისაზღვრება. დაუმორჩილებლობის
პრევენციისვთის ეს წესები ქმნიან იურიდიულ ვალდებულებებს. მაგ: კანონი
მკვლელობის წინააღმდეგ, რომელიც უკრძალავს ადამიანს მკვლელობას,
დანაშაულის ჩადენას, ჩადენის მცდელობას და თუნდაც შეთქმულებას დანაშაულის
ჩადენაზე. მეორეული წესები, რომელიც სუვერენიტეტის შექმნის ან მოდიფიცირების
უფლებამოსილებას გულისხმობს. ჰარტი მეორეულ წესებს სამ ტიპად ჰყოფს და
ესენია: აღიარებათა წესი (ყველა წესის დაცვა), ცვლილებათა წესი (სისტემა არ უნდა
დარჩეს სტატიკურ მდგომარეობაში, მისი დინამიურობისთვის საჭიროა
ცვლილებები) და განაჩენთა წესი (ამით ინდივიდებს შეუძლიათ განსაზღვრონ
დაირღვა თუ არა ძირითადი წესი).
3
Orthodox Two-system Picture – ეს სისტემა გვაჩვენებს, თუ რა სახით აკავშირებენ
რელატივისტები (შემდარებლები) და კონვენციონალისტები მორალსა და კანონს.
(ტერმინი კონვენციონალიზმი - აქ: ლოგიკის პრინციპები მხოლოდ შეთანხმების,
კონსესუსის საგანია). ისინი თანხმდებიან, რომ ეს ცნებები არის ერთმანეთისგან
განსხვავებული სისტემის ნაწილები. იმისდა მიუხედავად, რომ ორივე ცნება
ადამიანის მიერაა შექმნილი, ეს სიტუაცია მაინც ართულებს მათ შორის კავშირის
პოვნას.
მოქმედ წესებს, არამედ ამართლებს კიდეც მათ. დვორკინი ამბობს, რომ ეს
პრინციპები არის საუკეთესო ზნეობრივი გამართლება ამოქმდებული წესებისა.

დვორკინის ორსისტემიან მიღწევაზე ერთ-ერთი საინტერესო მოსაზრებაა მისი


„წრიულობა“, რაც გვეხმარება გავიგოთ, რომელი უფრო უპირატესი და უკეთესია,-
პოზიტივიზმი, ბუნებრივი კანონები თუ ინტერპრეტალიზმი. პრინციპში, თუკი
კანონი და ზნეობა დამოუკიდებელნი არიან, მაშინ თეორიულად უპირატესობის
მნიშვნელობა სპეციფიკური სისტემაა. ჩვენ ვიზიარებთ ამ სისტემურ თავისებურებას
და გვჯერა, რომ სწორედ ეს სისტემა აერთიანებს და მჭიდროდ აკავშირებს კანონსა
და მორალს.

თეორიული უპირატესობა სამართლებრივია თუ ზნეობრივი?!. თუ ჩავთვლით, რომ


სამართლებრივია, ანუ კანონთა მიმართებაში რომელი სამი მიდგომაა საუკეთესო,
შედეგად დაგვჭირდება თეორია იმის შესახებ, თუ როგორ წავიკითხოთ სწორედ ეს
კანონები. კონკრეტულად კი გვაინტერესებს როგორ შეესაბამებიან კანონები და
პრინციპები ერთმანეთს... ყველაფერ ამის შემდეგ კი გვაინტერესებს თუ რა
განასხვავებს ამ მიდგომებს ერთმანეთისგან. მაგრამ არსებობს კი თეორია, რომელიც
ჩვენს კითხვებს უპასუხებს? თუკი მათ მივუდგებით კანონით, როგორც დვორკინი
აღნიშნავს, ძალიან უმედო სიტუაციაში ავღმოჩნდებით.

იქნებ ამ საკითხს არა სამართლებრივად, არამედ ზნეობრივად უნდა მივუდგეთ...


დვორკინს აინტერესებს თუ რომელი მიდგომა წარმოშობს მორალურად ყველაზე
მისაღებ, მოსაწონ სისტემას იურიდიული ურთიერთობების დასარეგულირებლად.
მიუხედავად ამისა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე გვაძლევს მორალიზებულ
კონცეფციას კანონთა შესახებ. აქაც უიმედო სიტუაციში, ხაფანგში ვართ. ამრიგად,
დვორკინი ასკვნის, რომ ეს ორისისტემიანი მიდგომა ისეთ ვითარებაში გვაყენებს,
რომელსაც თავადვე უწოდებს “წრიულ არგუმენტს უმოკლესი რადიუსით“. ზოგმა
შეიძლება თქვას, რომ ეს ბადებს თვითრეფერენტულობას (თვითწარმოება). თუმცა,
იგი არ აღნიშნავს თვითრეფერენტულობის ავტოპოეტიკურ სისტემას, რომელიც
გავლენას ახდენს სოციალურ და სამართლებრივ თეორიებზე, რის შესახებაც
საინტერესო პარალელები არსებობს. მაგრამ მანამ, სანამ თეორეტიკოსები
თვითრეფერენტულობის სისტემას მთავარ პირობად მიიჩნევენ, თან როცა ერთ-
ერთი უკვე გამოყენებადია, დვორკინი ფიქრობს, რომ მას უნდა ვერიდოთ. თავის
დაღწევის მისეული გზა კი არის ან ზნეობის, ან სამართლის გამოყენება. მხოლოდ
ერთ-ერთი მათგანი. იგი ასევე ამბობს: „ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ ორსისტემიანი
მეთოდი ერთსისტემიანით - კანონი ზნეობრიობის შემადგენელი ნაწილია“. მისი
სხვა ფორმულირებები გვთავაზობს ნაკლებად უნიტარულ მიდგომას: „კანონი
მორალშია ჩანერგილი, ის მისი განშტოებაა, შენაკადივითაა, მისგან გამოედინება და
ჩაედინება, ის კანონისა და მორალის სრულყოფილი ურთიერთობის განუყოფელი
ნაწილია“.

ვთვლი, რომ დვორკინის დომინანტური კონცეფცია არის სქემა, მთელი და


ნაწილობრივი. ორსისტემიანი მეთოდის გაუქმებისთანავე, ის სვამს კითხვას, თუ
როგორ უნდა განვასხვავოთ კანონი დანარჩენი პოლიტიკური მორალისგან. სანამ ეს
ფორმულირება შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ორსისტემიანი სქემის
განახლებად, დვორკინი მაშინვე დასძენს, რომ ის გულისხმობს თუ როგორ უნდა
განასხვავოს და გამოარჩიოს ერთმანეთისგან რომელიმე ამ ინტერპრეტაციული
კონცეფციებიდან, რომ ერთი მეორის ნაწილად წარმოჩინდეს. ეს ფორმულირებები
ლოგიკურ ან კონცეპტუალურ (რაციონალური შეფასება) მიდგომას საჭიროებს.
ამიტომაც გამოგვადგება დვორკინის სოციალურ-თეორიული და ისტორიული
სქემები. ის ამბობს: „ნებისმიერი გონივრული პასუხი კითხვაზე თუ როგორ
ვითარდება კანონი ზნეობრიობის ნაწილად, ინსტიტუციონალიზაციის ფენომენის
კაპიტალიზაციას ახდენს. პოლიტიკური მორალი სასარგებლო მხოლოდ მაშინაა,
როცა პოლიტიკური ინსტიტუტები ჩნდება, ანუ კანონი პოლიტიკური მორალიდან
მაშინ აღმოცენდა, როდესაც ინსტიტუციური პრაქტიკა გარკვეული მიმართულებით
დაიხვეწა“. როგორც ჩანს, დვორკინი აქ სოციალურ-ევლუციური თეორიით მუშაობს.
ინსტიტუციონალიზაციასა და ევოლუციაზე მსგავს აქცენტირებას ახდენს
დვორკინის ერთ-ერთი მიმდევარი, გერმანელ ფილოსოფოსი და სოციოლოგი იურგენ
ჰაბერმასი (Jürgen Habermas). ეს აქცენტი მისი აღტაცებაა დვორკინის ნამუშევარზე.
ჰაბერმასის დასკვნაში ნათქვამია, რომ ინსტიტუციონალიზაციის ისტორიული არსი
და გაგება მიგვანიშნებს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში საქმე გვაქვს
სამართლისა და მორალის განსხვავებასა და გამიჯვნასთან, და არა მთლიანობასთან
(ზნეობასთან) და მის ნაწილთან (კანონთან). ჰაბერმასს თუ დავუჯერებთ, იმ
პროცესის ნაწილი, რომელსაც მაქს ვებერმა დასავლური საზოგადოებების
რაციონალიზაცია უწოდა, ჩვეულებითი ნორმებიდან კანონისა და ზნეობის
დიფერენციაცია იყო. დვორკინის მსგავსად, ჰაბერმასი ზნეობიდან კანონის
აღმოცენებას იურიდიული ინსტიტუტების განვითარებაში ხედავს, რომელიც
იურიდიულ ნორმებს იურიდიულად დადგენილი პროცედურების მეშვეობით ქმნის.
იგი იურიდიული ევოლუციის ამ მახასიათებელს „პოზიტივიზაციად“ მოიხსენიებს,
რაც მისთვის, დვორკინისგან განსხვავებით, იურიდიულ და მორალურ ნორმებს
შორის განსხვავებებს ითვალისწინებს. ასეა თუ ისე, ჰაბერმასი სამართლებრივი
ნორმის ამოქმედებასა და მის იძულებით აღსრულებას შორის კავშირს ხედავს, რაც
აუცილებელი არაა მორალური ნორმების შემთხვევაში. მისთვის კანონის
ინსტიტუციური განზომილება და მისი იძულებითი მექანიზმები კანონს
ზნეობისგან განასხვავებს. ჩემი ხედვით, რონალდ დვორკინის იძულებითი
განზომილებისა და კანონის ინსტიტუციური აღიარება მას უფრო დაახლოებს იმ
ორსისტემიან კონცეფციასთან, რომელსაც იგი თავადვე უარყოფს, განსხვავებით
ერთსისტემიანი კონცეფციისაგან, რომლის თანახმად კანონი მორალის ნაწილია.

მიუხედავად დვორკინის აზრისა, გაუგებარია რატომ უნდა აღვიქვათ კანონი და


ზნეობა ერთ სისტემად და რატომ უნდა მივიჩნიოთ კანონი მორალის მთლიანობის
ნაწილად... ჩემთვის არც ისაა გასაგები, თუ რატომ ემსახურება კანონის ამგვარი
კონცეფცია მორალთან ურთიერთობას და რატომ უნდა დავუკავშიროთ ის
იურისპრუდენციას ან იურიდიულ თეორიას - „დროის სხვა ინტელექტუალურ
დომენებს“, გარდა ზნეობისა, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს. მე კი ჰაბერმასის
იურიდიულ და სოციალურ თეორიებს შორის კავშირის პოვნა უფრო
პერსპექტიულად მიმაჩნია.

You might also like